გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.10.2018
საქმის ნომერი
120310018002546935
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 12031-018002546935-3/1-8-18წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.1-.2018 ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გია ბერაია

სხდომის მდივანი ბელა მერაბიშვილი

მოსარჩელე - ა-------------------

წარმომადგენელი - გ----------–--------–---–-

მოპასუხე - ბ----------- მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ნ-----–---------–---

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

აღწერილობითი ნაწილი :

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის 2018 წლის 05 ივნისის ვირტუალური უარი აზოვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთიის იდენტურობის დადასტურების თაობაზე.

 

1.2. დაევალოს ბ----------- მუნიციპალიტეტს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N8----------- განცხადებასთან დაკავშირებით 26.03.2018 წლის N1----- წერილის მოთხოვნის შესაბამისად, კერძოდ ა-------------------ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურების თაობაზე.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

20.03.2018 წელს N 8---------- განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავი ნივთისა მდებარე ბო------------------------------------------–---–-- ქუჩის მიმდებარედ (800კვ.მ). 26.03.2018 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება N 8------------03, რომლის საფუძველზეც N 1----- მიმართვით მოთხოვა ბ----------- მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის თაობაზე. მათი არაერთგზის მცდელობისა ბ----------- მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს გაეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი 26.03.2018 წლის N 1----- მიმართვაზე, დამთავრდა უშედეგოდ, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 03.07.2018 წელს გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება N8-----------, რომლის თანახმად მათ განცხადებზე გადაწყვეტილება მიიღება 26.03.2018 წლის N 1----- წერილზე პასუხის მიღებისთანავე. გამომდინარე ზ/აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან, რომ უკვე ოთხი თვეა ბ----------- მუნიციპალიტეტს დღემდე არ გამოუცია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებტივი აქტი ზ/მითითებულ მიმართვასთან მიმართებაში, მომართავენ ადმინისტრაციული სარჩელით.

 

2. მოპასუხის პირების პოზიცია

 

2.1. ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 26 მარტს N3233/02 წერილით შევიდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N1----- მიმართვა, რითაც ითხოვდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენას დ--------------–- მდებარე ს.კ. 6------------. ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მითითებული საკითხის განუხილველობა გამოწვეულია დაბა ბ---------ის განაშენიანების რეგურირების გეგმაში გარკვეული კორექტირების შეტანისა და ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე საქმეთა სიმრავლის გამო. აღნიშნული ფაქტი ცნობილია მოსარჩელე მხარისათვის, რაც დასტურდება ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 05 ივნისის <4------ წერილით.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2018 წლის 20 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ა-------------------ს განცხადება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე უძრავი ნივთზე მდებარე ბ---------- დაბა ბ---------ი ნ.-----------–---–-- ქუჩის მიმდებარედ (800კვმ) (ზონა ბ----------, სექტორი დაბა ბ---------ი). წარდგენილი იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2018წლის 20 მარტის განცხადების მიღების ბარათი N8----------- (იხ.სფ.11)

 

3.2. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისმა 2018 წლის 26 მარტს მიიღო გადაწყვეტილება N8------------03 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლის თანახმად 2018 წლის 20 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს წარედგინა ა-------------------ს განცხადება, რომელიც მოითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე ბ---------- დ. ბ---------ი ნ. ქ----------–---–-ს ქუჩის მიმდებარეთ(800.00კვმ.).

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 26 მარტს N1----- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობიდან.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

 

რეგისტრაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2018 წლის 26 მარტს N1----- წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება N8------------03(იხ.სფ.12).

 

3.3. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 26 მარტს გადაგზავნილი წერილით N1----- დადგენილია, რომ 2018 წლის 20 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს წარედგინა ა-------------------ს განცხადება, რომელიც მოითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე ბ---------- დ. ბ---------ი ნ. ქ----------–---–-ს ქუჩის მიმდებარედ.

 

დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლ;ებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

 

ეგზავნებათ ა-------------------ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ითხოვენ დაუდასტუროთ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (6------------ კოდთან მიმართებაში) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 26 მარტის მიმართვა წერილით N1----- ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას(იხ.სფ.13).

 

3.4. 2018 წლის 03 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიმართა N 2----- წერილით ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას და მიუთითა, რომ ეგზავნებათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი მოქალაქე ა-------------------ს განცხადება და ითხოვენ მიაწოდონ 2018 წლის 26 მარტის N1----- წერილზე პასუხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 03 ივლისის წერილი N2----- ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას(იხ.სფ.17).

 

3.5. 2018 წლის 05 ივნისს ბ----------- მუნიციპალიტეტის მერმა აცნობა მისი 2018 წლის 24 მაისის წერილის პასუხად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N8----------- განცხადებასთან დაკავშირებით აცნობებენ, რომ ბ---------- დ. ბ---------ი ნ. ქ----------–---–-ს ქუჩის მიმდებარედ მდებარე ა-------------------ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო კოდზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის საკითხს განიხილავს ბ----------- მუნიციციპალიტეტის მერია დაბა ბ---------ის განაშენიანების რეგულირების გეგმის გათვალისწინებით, შესაბამის ვადებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2018 წლის 05 ივნისის ბ----------- მუნიციპალიტეტის მერის N0------ წერილი(ხ.სფ.46).

 

3.6. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისმა 2018 წლის 03 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება N8----------- სარეგისტრაციო წარმოებაზე დამატებითი დოკუმენტაციის მოძიების თაობაზე, რომლის თანახმად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს წარედგინა ა-------------------ს განცხადება, რომელიც მოითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე ბ---------- დ. ბ---------ი ნ. ქ----------–---–-ს ქუჩის მიმდებარეთ(800.00კვმ.).

სარეგისტრაციო წარმოება განახლდება 2018 წლის 26 მარტის N1----- და 2018 წლის N2----- წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება N8-----------(იხ.სფ.18).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს: სადავო საკითხის გადუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, 6------------ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ (ვირტუალური) და უნდა დაევალოს ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას კანონით დადგენილ ვადაში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებათა შესწავლის შედეგად დაადგინოს 6------------ საკადასტრო კოდზერეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ"

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" 16-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" პუნქტის თანახმად სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამავე კოდექსის 1-5-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 20 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ა-------------------ს განცხადება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე უძრავი ნივთზე მდებარე ბ---------- დაბა ბ---------ი ნ.-----------–---–-- ქუჩის მიმდებარედ (800კვმ) (ზონა ბ----------, სექტორი დაბა ბ---------ი). წარდგენილი იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისმა 2018 წლის 26 მარტს მიიღო გადაწყვეტილება N8------------03 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლის თანახმად 2018 წლის 20 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს წარედგინა ა-------------------ს განცხადება, რომელიც მოითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე ბ---------- დ. ბ---------ი ნ. ქ----------–---–-ს ქუჩის მიმდებარეთ(800.00კვმ.). საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 26 მარტს N1----- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობიდან.

,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო პროექტის ფარგლ;ებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრავიო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

რეგისტრაციის მოთხოვნასთა დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2018 წლის 26 მარტს N1----- წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 26 მარტს გადაგზავნილი წერილით N1----- დადგენილია, რომ 2018 წლის 20 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს წარედგინა ა-------------------ს განცხადება, რომელიც მოითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე ბ---------- დ. ბ---------ი ნ. ქ----------–---–-ს ქუჩის მიმდებარეთ.

დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

- „სახელმწიფო პროექტის ფარგლ;ებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

ეგზავნებათ ა-------------------ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ითხოვენ დაუდასტუროთ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (6------------ კოდთან მიმართებაში) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

2018 წლის 05 ივნისს ბ----------- მუნიციპალიტეტის მერმა აცნობა მისი 2018 წლის 24 მაისის წერილის პასუხად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N8----------- განცხადებასთან დაკავშირებით აცნობებენ, რომ ბ---------- დ. ბ---------ი ნ. ქ----------–---–-ს ქუჩის მიმდებარედ მდებარე ა-------------------ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო კოდზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის საკითხს განიხილავს ბ----------- მუნიციციპალიტეტის მერია დაბა ბ---------ის განაშენიანების რეგულირების გეგმის გათვალისწინებით, შესაბამის ვადებში.

 

2018 წლის 03 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიმართა N 2----- წერილით ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას და მიუთითა, რომ ეგზავნებათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი მოქალაქე ა-------------------ს განცხადება და ითხოვენ მიაწოდონ 2018 წლის 26 მარტის N1----- წერილზე პასუხი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისმა 2018 წლის 03 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება N8----------- სარეგისტრაციო წარმოებაზე დამატებითი დოკუმენტაციის მოძიების თაობაზე, რომლის თანახმად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს წარედგინა ა-------------------ს განცხადება, რომელიც მოითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე ბ---------- დ. ბ---------ი ნ. ქ----------–---–-ს ქუჩის მიმდებარედ(800.00კვმ.).

სარეგისტრაციო წარმოება განახლდება 2018 წლის 26 მარტის N1----- და 2018 წლის N2----- წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

 

შესაბამისად დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ საგენტოს მიერ ა-------------------ს განცხადებისა და საქმის მასალების ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 26 მარტს გადაგზავნის შემდეგ, ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას კანონით გათვალისწინებულ ვადაში ართუ მიიღო გადაწყვეტილება, არამედ ადმინისტრაციული წარმოებაც არ უწარმოებია, შესაბამისად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სახეზეა ა-------------------ს განცხადებაზე უარი (ე.წ. ვირტუალური ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში, რადგან ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის უარი, ე.წ. ვირტუალური ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ზიანს აყენებს მოსარჩელის ა-------------------ს კანონიერ უფლებას და ინტერესს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ამდინისტრაციული 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიამ ისე მიიღო უარი, ე.წ. ვირტუალური ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ადმინისტრაციული წარმოება არ უწარმოებია, არ გამოუკვლევია და შეუსწავლია საქმის არცერთი გარემოებები, არც განცხადებაზე დართული და საჯარო რეესტრის მიერ გადაგზავნილი მასალები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: ,,თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი”.

 

ზემოაღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ე.წ. ვირტუალური აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც დადასტურებული იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ამასთან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, 6------------ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ (ვირტუალური) და უნდა დაევალოს ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას კანონით დადგენილ ვადაში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებათა შესწავლის შედეგად დაადგინოს 6------------ საკადასტრო კოდზერეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის საკადასტრო კოდზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1--ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ,,თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც”.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, რადგან ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ამიტომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 1-0 (ასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257- 258-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ა-------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ე.წ. ვირტუალური აქტი 6------------ საკადასტრო კოდთან მიმართებაში) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ.

1.2. მოპასუხე ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს დაადგინოს (6------------ საკადასტრო კოდთან მიმართებაში) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

2. მოპასუხე ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1-0 (ასი) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;

 

მოსამართლე გია ბერაია