განაჩენი

სისხლის სამართლის 31.10.2018
საქმის ნომერი
330100118002586711
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3----18

№------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლოსხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა

 

სხდომის მდივან - ეკატერინა მანჯგალაძის,პროკურორ - ზ---- ქ--------,ბრალდებულ - რ----- ი----------ას,ადვოკატის - ა-----– დ---–-–---–ის,თარჯიმან - ჰ---- ა–------ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----- ი----------ას, დაბადებულის 1--- წლის 3------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ფ-------–-, თ---------–------------------ში, ამჟამად პატიმრობის ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალის გამო.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ----- ი----------ამ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, მანვე ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება (სამი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

რ----- ი----------ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 1,2629 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, საიდანაც:

2018 წლის 19 აპრილს ქ. თბილისში, სოფელ ფ-------–-, თ---------–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე რ----- ი----------ამ 0.5363 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცვლელი 2 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერებები 600 ლარად, უკანონოდ გაასაღა თავის ნაცნობ რ---- რ------ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შ-----------------–--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ.

2018 წლის 24 აპრილს ქ. თბილისში, სოფელ ფ-------–-, თ---------–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე რ----- ი----------ამ 0.4405 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცვლელი 1 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება 300 ლარად, უკანონოდ გაასაღა თავის ნაცნობ რ---- რ------ზე, რაც იმავე ამოღებული იქნა შ-----------------–--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ.

2018 წლის 30 აპრილს ქ. თბილისში, სოფელ ფ-------–-, თ---------–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე რ----- ი----------ამ 0.2861 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცვლელი 1 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება 300 ლარად, უკანონოდ გაასაღა თავის ნაცნობ რ---- რ------ზე, რაც იმავე ამოღებული იქნა შ-----------------–--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ.

2018 წლის 13 ივლისს შ-----------------–--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ ქ. თბილისში, სოფელი ფ-------–-, თ---------–-------------------ში დაკავებულ იქნა რ----- ი----------ა.

ბრალდებულმა რ----- ი----------ამ სასამართლო სხდომაზე აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება.

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, რ----- ი----------ას დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ რ----- ი----------ამ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1,2629 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, საიდანაც ქ. თბილისში, სოფელ ფ-------–-, თ---------–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე 2018 წლის 19 აპრილს 0.5356 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცვლელი 2 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერებები 600 ლარად, უკანონოდ გაასაღა თავის ნაცნობ რ---- რ------ზე, 2018 წლის 24 აპრილს 0.4405 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცვლელი 1 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება 300 ლარად უკანონოდ გაასაღა თავის ნაცნობ რ---- რ------ზე, ხოლო 2018 წლის 30 აპრილს 0.2861 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცვლელი 1 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება 300 ლარად უკანონოდ გაასაღა თავის ნაცნობ რ---- რ------ზე

გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - ბრალდებული რ----- ი----------ას დაკავების ოქმით, ამოღების ოქმებით, მოწმეების რ---- რ------ის და ა---------– მ----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ქიმიურ და ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის და 25 მაისის განჩინებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული კრებსითი ამონაბეჭდებით, შესაბამისი მასალებით, DVD დისკებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც სადავოდ არ გაუხდია ბრალდებულს, დადასტურდა რ----- ი----------ას მიერ ჩადენილი დანაშაული.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებმა სცნეს უდავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასამართლო განმარტავს, რომ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა, შენხვა, გასაღება. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვაში და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი, როგორც საზღაურის ისე საზღაურის გარეშე, როგორიცაა გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა სხვა ნივთში და ასე შემდეგ. უკანონო გასაღება დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით გაასხვისებს ნარკოტიკულ საშუალებებს სხვა პირზე.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია რ----- ი----------ას დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ რ----- ი----------ამ აღიარა ჩადენილი დანაშული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ რ----- ი----------ას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ----- ი----------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 19 აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 19 აპრილის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 აპრილის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით,საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით რ----- ი----------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;

2. რ----- ი----------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

3. რ----- ი----------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 13 ივლისიდან ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან;

4. რ----- ი----------ას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 20 (ოცი) წლის ვადით, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს;

5. რ---- რ------ისაგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ნ--- კ-----ისგან ამოღებული რ---- რ------ის სხეულიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება შ---–--------–---------------–----------–-–-------------------------–---–---- საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს; ფარული ვიდეო ჩანაწერები 3 დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი