გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2018
საქმის ნომერი
330210117002034602
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/20435-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 ოქტომბერი,2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია სვიანაძე

სხდომის მდივანი ხატია გაგელიძე

მოსარჩელე - მზ--------–--–-–---–ი

წარმომადგენლები - სოფ---------–---–---------------უა

მოპასუხეები - ნატ--–---–-------ნი, თა----------–--–-–---–ი

წარმომადგენელი - მედ----–-----ე

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

ყადაღისაგან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–-----------ის მოძრავი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული და ქ--–---------–-------------------------------------------–---------უსი #-------------ში (ს/კ 01.--------------------) განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. LG-ს ფირმის, ნაცრისფერი, ორკამერიანი მაცივარი; 2. LG-ს ფირმის, ნაცრისფერი სარეცხი მანქანა; 3. LG-ს ფირმის, პლაზმური, შავი ფერის ტელევიზორი; 4. შავი ფერის, გასაშლელი სამეული; 5. მინის მაგიდა შავი კანტით, თავისი 6 სკამით, შავი და სტაფილოსფერი და 6. მინის ზედაპირიანი ჟურნალების მაგიდა.

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ქ--–---------–-------------------------------------------–---------უსი #-------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მოსარგებლეს და მასში არსებული ნივთების მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე მზ--------–--–-–---–ი. მისი სარგებლობის უფლება გამომდინარეობს 2----–-–------------ის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან, რომლის საფუძველზეც, იპოთეკით დაიტვირთა პ---------------ის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ნატ--–---–-------ნმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე: ვაზ----------------------------------–---------უსი #-------------ში (ს/კ 01.--------------------) რეგისტრირებულია პ---------------ის საკუთრების უფლება.

ამავე ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონების იპოთეკარს, 201--–-–-----------ის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წარმოადგენს მოსარჩელე მზ--------–--–-–---–ი.

3.2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–-----------ის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებულია შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. LG-ს ფირმის, ნაცრისფერი, ორკამერიანი მაცივარი; 2. LG-ს ფირმის, ნაცრისფერი სარეცხი მანქანა; 3. LG-ს ფირმის, პლაზმური, შავი ფერის ტელევიზორი; 4. შავი ფერის, გასაშლელი სამეული; 5. მინის მაგიდა შავი კანტით, თავისი 6 სკამით, შავი და სტაფილოსფერი და 6. მინის ზედაპირიანი ჟურნალების მაგიდა.

3.2.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 02 აგვისტოს გაცემული № A---------------- წერილის მიხედვით, 2----–-–-----------ის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებულ სადავო მოძრავ ნივთებზე იძულებითი აუქციონი დანიშნული არ არის.

3.2.4. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით (ს.ფ. 25-26), მოწმის ჩვენებით, სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებით (ს.ფ. 18-21) და თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთების მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე მზ--------–--–-–---–ი და არა მოვალე თა----------–--–-–---–ი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი აკისრია მხარეებს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიუთითა, რომ დაყადაღებული ნივთების მესაკუთრეს მზ--------–--–-–---–ი წარმოადგენს და მან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოადგინა, რაც სასამართლოს მიერ იქნა გაზიარებული. თავის მხრივ, მოპასუხემ ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება, რაც გააბათილებდა მოსარჩელის პოზიციას და დაამტკიცებდა მოძრავ ქონებზე თ----------–--–-–---–ის საკუთრების უფლებას. მოწმედ დაკითხულმა ი-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოპასუხესთან იმყოფება ქორწინებაში 2----–-–--------- თვიდან, საიდან მოყოლებულიც, მათ ძირითად საცხოვრებელ ადგილს დ------ წარმოადგენს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი არის დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე და მე-40 მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1 „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.

ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.

6.2 „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).

სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

6.3 სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. აღმასრულებლის მიერ ყადაღადადებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების - საცხოვრებელი სახლის საკუთვნებელს.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ნივთის მდებარე: ქ. თბილისი, ვაზ----------------------------------–---------უსი #-------------ის (ს/კ 01.--------------------) მესაკუთრეა პ---------------ე, ხოლო იპოთეკარი - ბინით სარგებლობის უფლებით, მზ--------–--–-–---–ი. სასამართლომ დაადგინა, რომ მითითებულ მისამართზე მოპასუხე თა----------–--–-–---–ის მიმართ მოძრავი ნივთების კუთვნილების ფაქტი არ დასტურდება, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოძრავი ნივთები უნდა გათავისუფლდეს ყადაღისგან.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებს - ნატ--–---–-------ნს და თა----------–--–-–---–ს მოსარჩელე მზ--------–--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის და უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მზ--------–--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–-----------ის მოძრავი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული და ქ--–---------–-------------------------------------------–---------უსი #-------------ში (ს/კ 01.--------------------) განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. LG-ს ფირმის, ნაცრისფერი, ორკამერიანი მაცივარი; 2. LG-ს ფირმის, ნაცრისფერი სარეცხი მანქანა; 3. LG-ს ფირმის, პლაზმური, შავი ფერის ტელევიზორი; 4. შავი ფერის, გასაშლელი სამეული; 5. მინის მაგიდა შავი კანტით, თავისი 6 სკამით, შავი და სტაფილოსფერი და 6. მინის ზედაპირიანი ჟურნალების მაგიდა.

3. მოპასუხეებს - ნატ--–---–-------ნს და თა----------–--–-–---–ს მოსარჩელე მზ--------–--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის და უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, რობაქიძის ქ.#7-ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, #6) მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია სვიანაძე