განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3327-16
(074190913801)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 მაისი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის, ია ბაისონაშვილის და თეონა აბულაძის მდივნობით,ბრალმდებლის ი-----–------–----–--ას,ადვოკატების გ------------------–--ის, დ-------------ის და თ------------–---–ის,ბრალდებულ ლ-–---–-–-----ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-–----–-------–-–---რის (პ/№0----------), დაბადებულის 1----–-–---------– ისს, საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ. თბილისი, ნ--–------------------------------------------------ - მიმართ, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
ლ-–---–-–-----ს ბრალად ედება თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2009 წლის ივლისის თვეში ლ-–---–-–-----მა განიზრახა თაღლითურად დაუფლებოდა პ--------–----ის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს, რა მიზნითაც ამ უკანასკნელს შესთავაზა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობასთან მ--------------ის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით შ----------–-–----------ის მიერ გასაფორმებელი ორი ხელშეკრულება, საერთო თანხით 66 067 ლარი ფორმალურად გაეფორმებინათ მისი დისშვილის ზ-----------–---–ის სახელზე, ხოლო სამუშაოებს რეალურად ისევ პ--------–----ე შეასრულებდა საკუთარი თანხებითა და მუშახელით. აღნიშნულ შეთავაზებაზე პ--------–----ის დაყოლიების მიზნით ლ-–---–-–-----მა ხსენებული წინადადება გაამართლა იმით, რომ შ----------–-–--------- იყო დღგ-ს გადამხდელი და შესაბამისად ამ გზით ისინი უფრო მეტ მოგებას ნახავდნენ, ვინაიდან სახელმწიფო ბიუჯეტში არ ექნებოდათ გადასახდელი დღგ-ს გადასახადი (სინამდვილეში დღგ-ს იხდის საქონლის და მომსახურების საბოლოო მიმღები, ანუ მომხმარებელი, მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის სახით და შესაბამისად შ----------–-–----------ს ამ კუთხით არანაირი ზედმეტი ხარჯის გაღება არ მოუწევდა). ლ-–---–-–-----ის შეთავაზების თანახმად, ის ზ-----------–---–ის სახელზე გადმორიცხულ თანხებს მთლიანად გადასცემდა პ--------–----ეს და ამით გაუსტუმრებდა მას როგორც ხელშეკრულების ფარგლებში გაწეულ ხარჯებს ისე მათ შორის წარსულში წარმოქმნილ დავალიანებას. მოცემულ წინადადებაზე პ--------–----ემ თანხმობა განაცხადა.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით 2009 წლის ივლისში ლ-–---–-–-----მა თავის დისშვილს, 1----–-–-------------ს დაბადებულ ზ-----------–---–ს, ისე რომ მისთვის არ აუხსნია საქმის რეალური ვითარება, თხოვა დარეგისტრირებულიყო ინდ. მეწარმედ, ვინაიდან საწარმო სჭირდებოდა გარკვეული საქმიანობისთვის. 2009 წლის 29 ივლისს ზ-----------–---–ი დარეგისტრირებული იქნა ი/მ ,,ზ-----------–---–ად“, დაამზადებინა საწარმოს ბეჭედი და გახსნა ანგარიში საქართველოს ბანკში. საწარმოს ბეჭედი მან გადასცა ლ-–---–-–-----ს. 2009 წლის 25 აგვისტოს ი/მეწარმე ,,ზ-----------–---–ს“ და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობას შორის გაფორმებული იქნა #0------------ ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #1-------–-------------ის შენობიდან ვარგისი სამშენებლო მასალის გატანასა და დასაწყობებასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების მთლიან ღირებულებად განისაზღვრა 5 850.80 ლარი ყველა ხარჯის გათვალისწინებით.
2009 წლის 31 აგვისტოს ი.მ. ,,ზ-----------–---–ს“ და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობას შორის გაფორმებული იქნა #0------------ ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ქ-------–----------------------------------––---------------------–-------------ის შენობის შიდა სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით. ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების მთლიან ღირებულებად განისაზღვრა 60 216.80 ლარი ყველა ხარჯების გათვალისწინებით.
ზემოხსენებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები მთლიანად იქნა შესრულებული პ--------–----ის ფინანსური რესურსით და მის მიერ დაქირავებული მუშებით. ზემოხსენებული #0------------ და #0------------ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების საფასური სულ 61 908 ლარი, დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის მიერ ჩაირიცხა ი/მ ,,ზ-----------–---–ის“ საბანკო ანგარიშზე, საიდანაც ლ-–---–-–-----ის მითითებით ზ-----------–---–მა მთლიანობაში სამ ეტაპად გაიტანა 61 740 ლარი და გადასცა ლ-–---–-–-----ს, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ფულად თანხას. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად პ--------–----ეს მიადგა დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ლ-–---–-–-----მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ პუნქტით.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით, განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს, რომ ლ-–---–-–-----მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით. კერძოდ:
დაზარალებულმა პ--------–----ემ სასამართლოს მოახსენა, რომ მან ბრალდებული ლ-–---–-–-----ი გაიცნო 2005 წელს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სასჯელის მოხდის დროს. სასჯელის მოხდის შემდეგ ლ-–-----ი დაუკავშირდა ვ-–----ეს და შეხვდა. მან დაზარალებულს უთხრა, რომ მისი ახლობელი გ------- რ-------ე იყო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებელის მოადგილე, რომელსაც ესაჭიროებოდა გარე სამუშაოების (უსაფრთხოების ღობეების, წყაროების, გადახურვების) შესრულება, სჭირდებოდა მუშები და შეეძლო მათთვის გარკვეული სამუშაოები მიეცა, რისთვისაც ვ-–----ეს მობილიზება უნდა გაეწია მუშების შეგროვებასა და მიყვანაზე. ვ-–----ემ შეკრიბა მუშები და დაიწყეს სამუშაოების შესრულება. მას ტენდერში არ მიუღია მონაწილეობა. თავდაპირველად ვ-–----ე მუშაობდა ინდ. მეწარმე ლ-–---–-–-----ზე, რომელიც ეუბნებოდა თუ რა სამუშაოები უნდა შეესრულებინა და ეუბნებოდა რა რაოდენობის თანხას იხდიდა გამგეობა. დაზარალებულმა ინდ. მეწარმე ლ-–---–-–-----თან იმუშავა 2009 წლის მაისამდე, შემდეგ ლ-–-----მა მას უთხრა, რომ ჩუღურეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იწყებდა მუშაობას, ასევე უთხრა, რომ იგი ფირმის გახსნას აპირებდა გ------- რ-------ესთან ერთად და შესთავაზა ვ-–----ის ფირმის სახელით ემუშავათ, რადგან სანდო პიროვნება იყო. ვ-–----ე დათანხმდა, 2009 წლის მაისში დააფუძნა ფირმა ,,თ---–-–--------“ და ამ ფირმის სახელით დაიწყეს მუშაობა. შესრულებული სამუშაოსთვის პ--------–----ისთვის თავდაპირველად ლ-–---–-–-----ს მიჰქონდა თანხები. ვ-–----ე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში აკეთებდა საჩრდილობლებს, უსაფრთხოების მოაჯირებს, სახურავებს და ა.შ. ხელშეკრულებები და მოლაპარაკებები სრულდებოდა ერთ პირთან. ამ საქმიანობასთან დაკავშირებით ლ-–---–-–-----ს დაუგროვდა ლ-–---–-–-----ის პირადი ვალი დაახლოებით 30 000 ლარი. ამის შემდეგ დიღომში მ--------------ის რემონტი იყო ჩასატარებელი. ლ-–-----მა ვ-–----ეს უთხრა, რომ 60 000 ლარიანი პროექტი იყო, თუმცა სამუშაოები უნდა შესრულებულიყო მისი დისშვილის - იმდ. მეწარმე ,,ზ-----------–---–ის“ სახელით, ვინაიდან ,,თ---–-–--------“ დღგ-ს გადამხდელი იყო, ხოლო ინდ. მეწარმე ,,ზ-----------–---–ი“ - არა, რის გამოც მეტ მოგებას ნახავდნენ. ასევე ლ-–---–-–-----ი შეპირდა პ--------–----ეს ვალების გასტუმრებას, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა. ი/მეწარმე ,,ზ-----------–---–ს“ და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობას შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება, #1-------–-------------ის შენობიდან ვარგისი სამშენებლო მასალის გატანასა და დასაწყობებასთან დაკავშირებით. ასევე ი.მ. ,,ზ-----------–---–ს“ და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობას შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ქ-------–----------------------------------––---------------------–-------------ის შენობის შიდა სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით. ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების მთლიან ღირებულებად განისაზღვრა 60 216.80 ლარი ყველა ხარჯების გათვალისწინებით. პ. ვ-–----ეს ხსენებული ხელშეკრულებები არ უნახავს. იგი არც ზ-----------–---–ს იცნობს და არც შეხვედრია მას. პ--------–----ემ თავის მუშახელთან ერთად დაიწყო ხსენებული სამუშაოების შესრულება, თუმცა მისთვის თანხა არ მიუციათ, რის გამოც სამუშაოების შესასრულებლად, მასალების შესაძენად და მუშების ხელფასის ანაზღაურებისთვის მან თავისი მეგობრებისგან და ნაცნობებისგან ისესხა თანხები. როგორც დაზარალებულისთვის ცნობილი იყო, მას თანხა ჩაერიცხებოდა სამუშაოების დასრულების შემდეგ. მუშები ღამეც მუშაობდნენ, რათა სექტემბრამდე მოესწროთ სამუშაოების დასრულება. სამუშაოები დაახლოებით 25 დღის განმავლობაში გაგრძელდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ინდ. მეწარმე ,,ზ-----------–---–ის“ საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა 61 740 ლარი, რომელიც ლ-–---–-–-----ის მითითებით ზ-----------–---–მა გამოიტანა და გადასცა ლ-–---–-–-----ს. აღნიშნული თანხიდან ლ-–---–-–-----ს პ--------–----ისთვის არაფერი არ მიუცია. იგი დაზარალებულს პირდებოდა, რომ სხვა პროექტებს უშოვიდა და იქიდან გადაუხდიდა თანხას, თუმცა საბოლოოდ მას არანაირი თანხა არ აუნაზღაურებია ვ-–----ისთვის. ვ-–----ე ბრალდებულს თხოვდა, რომ ნაწილ-ნაწილ მანიც მიეცა თანხა, რადგან ვალები ჰქონდა როგორც ნაცნობების, ასევე ბანკების. ვ-–----ისთვის ახალი პროექტებიც არ მიუციათ და მან განიცადა მატერიალური ზიანი და ამჟამად მისი ვალების გამო იგი საკუთარ სახლს ყიდის. ასევე ამ ფაქტის გამო ბინას კარგავს მისი მეგობარი ა---------------ი, რომელმაც დაზარალებულს ასესხა 30 000 აშშ დოლარი სამუშაოების შესასრულებლად. დაზარალებულმა აღნიშნულის შესახებ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და დაადასტურა საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობა.
მოწმე ზ-----------–---–მა სასამართლოს უჩვენა, რომ ლ-–---–-–-----ი არის მისი ბიძა (დედის ძმა). 2009 წლის ზაფხულში, ლ-–---–-–-----ის თხოვნით, ისე, რომ მისი მიზანი არ იცოდა, დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ და გახსნა ანგარიში სს „საქართველოს ბანკში“. ლ-–---–-–-----თან ერთად აიღო სველი ბეჭედი, რომელიც გადასცა ლ-–---–-–-----ს. თვითონ სამეწარმეო საქმიანობას არ ახორციელებდა, მხოლოდ ბანკში მიდიოდა თანხის გამოსატანად, რაც ჩარიცხული იყო ინდ. მეწარმე „ზ-----------–---–ის“ ანგარიშზე. თანხის ოდენობა და ჩამრიცხველი მოწმემ ვერ დაასახელა. მოწმემ ხსენებული ანგარიშიდან ლ-–---–-–-----ის მითითებით თანხები რამდენჯერმე გაიტანა და გადასცა ამ უკანასკნელს. მოწმემ როგორც ლ-–---–-–-----ისგან იცოდა, თანხა ერთხელ ხელფასების დარიგების მიზნით გაიტანა, ხოლო სხვა შემთხვევებში, მიზნობრიობა არ იცოდა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ან რაიმე სხვა დოკუმენტი მას არ გაუფორმებია, ასევე არ გაუცია ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა საწარმოსთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით, ფაქტობრივი მდგომარეობით იგი ხსენებული საწარმოს სახელით, რაიმე საქმიანობას არ ახორციელებს. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ გამოზიების ეტაპზე ექსპერტიზის ჩატარების მიზნით მისგან აღებული იქნა ხელმოწერის ნიმუშები.
მოწმე გ------- რ-------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი 2----–-–------------–-----–------------------------------ის რაიონის გამგებლის მოადგილედ. მოწმის მოვალეობას წარმოადგენდა შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა და კონტროლი. მოწმემ დაადასტურა, რომ ხსენებულ პერიოდში გამგეობას განცხადებით მომართეს შ----------–-–----------მა და ინდ. მეწარმე ,,ზ-----------–---–მა“ მ--------------ის სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით. მოწმე იცნობდა როგორც ლ-–---–-–-----ს, ასევე პ--------–----ეს. მოწმემ დაადასტურა, რომ მან როგორც გამგეობის წარმომადგენელმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა ინდ. მეწარმე ,,ზ-----------–---–თან“. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა შეადგენდა 60 000-დან 80 000 ლარამდე. ინდ. მეწარმეს უნდა შეესრულებინა მე-19 ბაგა ბაღის სარემონტო, შემოღობვის სამუშაოები, დემონტაჟი, ნაწილობრივი აღდგენითი სამუშაოები და ა.შ. ხსენებული საწარმოს წარმომადგენელი იყო პ--------–----ე. მასთან ხელშეკრულების გაფორმება გადაწყდა, რადგან კარგი მშენებელი იყო. მოწმემ გამოძიების ეტაპზე შეიტყო, რომ ზ-----------–---–ის ბიძა იყო ლ-–---–-–-----ი. მოწმე სამუშაოებთან დაკავშირებით ანგარიშს იბარებდა ხოლმე პ--------–----ისგან. მოწმისთვის ცნობილი იყო, რომ პ--------–----ესა და ლ-–---–-–-----ს ურთიერთობა დაეძაბათ. რამდენჯერმე ვ-–----ემ მოწმეს უთხრა, რომ ლ-–-----ი მას ფულს არ აძლევდა მუშებისთვის ხელფასის მისაცემად. მოწმის თქმის შემდეგ ლ-–-----მა ვ-–----ეს მისცა 500 აშშ დოლარი. ვ-–----ე ხშირად სთხოვდა ლ-–-----ს ფულს. ვ-–----ე აცხადებდა, რომ ლ-–-----ს მისი ვალი ჰქონდა 80 000 ლარის ოდენობით.
მოწმის სახით დაკითხულმა თ---------------------–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 1980 წლიდან მუშაობს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში. 2009 წელს რაიონის გამგეობაში დასაქმებული იყო მთავარი სპეაციალისტის პოზიციაზე. მის ფუნქციებში შედიოდა: კეთილმოწყობის სამუშაოების კონტროლი (რაც მოიცავდა, სკვერების, მოაჯირების, წყაროების, ატრაქციონების, ბაღების მოწყობას), შესრულებული სამუშაოების შემოწმებას (ე.წ. ფორმა 2-ის შედგენით) და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებას. მოწმის განმარტებით, 2009 წლისთვის სახელმწოფო შესყიდვები ხორციელდებოდა პირდაპირი შესყიდვის, ტენდერების (თუ სახელმწიფო შესყიდვის ფასი აღემატებოდა 200 000 ლარს) და ფასთა კვოტირების (თუ შესყიდვის ფასი 200 000 ლარზე ნაკლები იყო), ფორმით. მოსახლეობის განცხადების საფუძველზე, მოწმე გადიოდა განცხადებაში მითითებულ ტერიტორიაზე, ატარებდა აზომვით სამუშაოს, ადგენდა „დეფექტურ აქტს“, წარუდგენდა გამგეობის შესაბამის კომისიას, რომელიც მოიწვევდა იმ ორგანიზაციებს, რომლებთანაც ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობის გამოცდილება, მოწმემ ასეთად დაასახელა სამი ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციებს ეგზავნებოდათ „დეფექტური აქტები“, რომლებიც სამუშაოების შესასრულებლად, სთავაზობდნენ თავიანთ ფასებს, რის შემდეგაც კომისია, ფასთა კვოტირებით, ავლენდა გამარჯვებულს. ფასების დადგენისას გამგეობა ეყრდნობოდა მის მიერვე წარმოებულ საბაზრო ფასების კვლევას. დღგ-ს გადამხდელი იყო თუ არა ორგანიზაცია, გამარჯვებულის გამოსავლენად მნიშვნელობა არ ენიჭებოდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ ვინ შესთავაზებდა კომისიას ყველაზე დაბალ ფასს. გამარჯვებული სხვადასხვა კრიტერიუმით ვლინდებოდა, ძირითადი იყო დაბალი ფასი, თუმცა არსებობდა სხვა კრიტერიუმებიც. გამარჯვებულ ორგანიზაციას ეგზავნებოდა წერილი, დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვის წარსადგენად. მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მოთხოვნა წარედგინებოდა გამგეობის საფინანსო განყოფილებას, რის შემდეგაც ხდებოდა დაფინანსება. გადასახდელ ფასში ყოველთვის შედიოდა დღგ. თანხები ავანსად არ გაიცემოდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ინდ. მეწარმე ,,ზ-----------–---–ის“ სახელით შესრულებულ სამუშაოებთან რაიმე შეხება არ ჰქონია და ხსენებულ პიროვნებას არ იცნობს.
მოწმე კ------------–---მ სასამართლოს მოახსენა, რომ ლ-–---–-–-----ს იცნობს, როგორც დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის თანამშრომელს. იგი გაიცნო მაშინ, როდესაც სარემონტო სამუშაოების ჩატარების დროს მიდიოდა მ--------------ის ტერიტორიაზე, პ--------–----ესთან ერთად, თუმცა მასთან რაიმე უშუალო შეხება არ ჰქონია. მოწმის განმარტებით, იგი მუშაობდა დიღმის მასივში, მ--------------ის სარემონტო სამუშაოებზე. სამუშაოების ჩატარებას ხელმძღვანელობდა პ--------–----ე, მას გ-------------–---–თან ერთად ადგილზე მიჰქონდა მასალები და ასევე არიგებდა ხელფასსაც. მოწმემ სხვა მუშებთან ერთად სამუშაოების ფარგლებში განახორციელა ბაგა-ბაღის ნაწილობრივი დემონტაჟი, მათ შეაკეთეს და განაახლეს კედლები, იატაკები, ღობე, ჩაატარეს სამღებრო სამუშაოები. მოწმე წვრილმან საქმეში ეხმარებოდა სხვა მუშებს. მისი ანაზღაურება შეადგენდა დღეში 25-30 ლარს, რასაც მხოლოდ პ--------–----ე აძლევდა. ხელფასის გადაცემის დროს რაღაც ფურცელზე აწერდა ხელს, მაგრამ არ აკვირდებოდა, იყო თუ არა მითითებული რომელიმე კომპანია და ზუსტად ვერ დაასახელა საწარმო, რომლის სახელითაც ასრულებდა სამუშაოებს. ინდ. მეწარმე „ზ-----------–---–ზე“ არაფერი სმენია.
მოწმე ა---------–----- სასამართლოს მოახსენა, რომ მან 2009 წლის აგვისტოში პ--------–----ის წინადადებით მონაწილეობა მიიღო მ--------------ის სარემონტო სამუშაოების შესრულებაში. მოწმემ ბაგა-ბაღში იმუშავა კარ-ფანჯარაზე, გაჯსა და კაფელ-მეტლახზე. სამუშაოები შეასრულა ექვსმა კაცმა. როდესაც სამშენებლო მასალები აკლდებოდათ, ისინი უკავშირდებოდნენ პ--------–----ეს, რომელსაც მოჰქონდა მასალა. თანხის ანაზღაურება 20 დღით გაჭიანურდა, რაზეც ვ-–----ე უხსნიდა, რომ ლ-–---–-–-----ისგან თანხა ჯერ არ იყო გადმორიცხული და ელოდებოდა. ვინაიდან პაატა ვერ აძლევდა თანხას მოწმეს, ამ უკანასკნელმა მას უთხრა, რომ მიეცა ლ-–-----ის სამსახურის მისამართი და თავად მივიდოდა მასთან. იგი მივიდა ლ-–-----თან, რომელიც კარგად შეხვდა და ყოველთვიურად უხდიდა 400 ლარს.
მოწმე ა---------------მა სასამართლოს უჩვენა, რომ მან ლ-–---–-–-----ი გაიცნო თავისი მეგობრისგან - პ--------–----ისგან. ლ-–-----მა და ვ-–----ემ ერთმანეთი პენიტენციურ დაწესებულებაში გაიცნეს სასჯელის მოხდისას. სასჯელის მოხდის შემდეგ ლ-–-----მა ვ-–----ეს შესთავაზა, რომ დაეარსებინა კომპანია და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ჩაეტარებინათ სარემონტო სამუშაოები. პაატა დათანხმდა შეთავაზებას და დააარსა შ----------–-–---------. ხსენებული კომპანია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ასრულებდა სხვადასხვა სამშენებლო და გარე სამუშაოებს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. ლ-–-----ი იმ პერიოდში იყო გამგებლის მოადგილე და შეკვეთები ძირითადად მისგან მოდიოდა, ხოლო სამუშაოებს ასრულებდა შ----------–-–---------. 2009 წლის ზაფხულში ლ-–---–-–-----მა პ--------–----ეს შესთავაზა, რომ მ--------------ის სარემონტო სამუშაოები შეესრულებინა მისი დისშვილის ზ-----------–---–ის ინდ. საწარმოს სახელით, რადგან ეს უკანასკნელი არ იხდიდა დღგ-ს და მეტ მოგებას ნახავდნენ. ვ-–----ე დათანხმდა შეთავაზებას. შეთანხმების მიხედვით, ვ-–----ეს თანხა უნდა აეღო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ამიტომ ,,თ---–-–--------“-ის მიერ ბაგა-ბაღის სარემონტო სამუშაოებისთვის გაწეული მთელი ხარჯი პ--------–----ემ საკუთარი სახსრებით გასწია, რისთვისაც მას დასჭირდა არაერთი ვალის აღება, მათ შორის ვ-–----ემ მოწმისგან ისესხა 30 000 აშშ დოლარი (რომელსაც დღემდე ვერ უბრუნებს), თუმცა როდესაც ინდ. მეწარმე ,,ზ-----------–---–ის“ საბანკო ანგარიშზე გამგეობიდან ჩაირიცხა თანხა, დაახლოებით 60 000 ლარი, რომელიც მიისაკუთრა ლ. ლ-–-----მა და ვ-–----ეს არაფერი მისცა. ლ-–-----ი ვ-–----ეს ეუბნებოდა, რომ ნაწილ-ნაწილ მისცემდა ამ თანხას, მაგრამ არაფერი არ აუნაზღაურებია. მოწმემ დაადასტურა, რომ მან ტელეფონით ფარულად ჩაწერა ვ-–----ისა და ლ-–-----ის საუბარი, რა დროსაც ეს უკანასკნელი დაზარალებულს პირდება თანხის ანაზღაურებას. აღნიშნული ჩანაწერი დაზარალებულმა წარუდგინა პროკურატურას.
მოწმე მ-----–-------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ხელოსანი და პ--------–----ის მეზობელი, რომლის ხელმძღვანელობითაც 2009 წლის ზაფხულის პერიოდში, 3-4 პირთან ერთად, დიდუბე-ჩუღურეთში მდებარე მ--------------ში ასრულებდა სარემონტო სამუშაოებს. სამუშაოებს ხელმძღვანელობდა პ--------–----ე და როდესაც სამშენებლო მასალების საჭიროება იყო, მუშები ვ-–----ეს ურეკავდნენ. მოწმეს ხელფასს პ--------–----ე უხდიდა. სამუშაოები ვისი სახელით სრულდებოდა, მოწმისთვის არ იყო ცნობილი. პ--------–----ე ხელფასებს თავისი სახსრებით გასცემდა. ობიექტზე ხშირად მოდიოდა ლ-–---–-–-----ი.
მოწმე გ------- ტ------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის პ--------–----ის მეგობარი, რომელთან ერთადაც 2009 წლის ზაფხულში ხელმძღვანელობდა მ--------------ის სარემონტო სამუშაოებს. ლ-–---–-–-----მა პ--------–----ეს უთხრა, რომ თუ ხსენებული ბაგა-ბაღის სარემონტო სამუშაოებს შეასრულებდა ინდ. მეწარმე ,,ზ-----------–---–ის“ სახელით, დღგ-ს გადახდა არ მოუწევდათ და მეტ მოგებას ნახავდნენ. ვ-–----ე დათანხმდა და ბაგა-ბაღის სარემონტო სამუშაოები შეასრულა ინდ. მეწარმე ,,ზ-----------–---–ის“ სახელით. ხსენებულ საწარმოსა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება ხსენებულ სამუშაოებთან დაკავშირებით. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 60 000 ლარს. მოწმე ხელმძღვანელობდა მუშებს, რომლებიც ასრულებდნენ ბაგა-ბაღის სარემონტო სამუშაოებს. მოწმეს ხელფასს აძლევდა პ--------–----ე, 1000-1200 ლარის ოდენობით. პ--------–----ე მუშებს ყოველდღიურდ უხდიდა 20-25 ლარს. ობიექტზე პერიოდულად მიდიოდა ლ-–---–-–-----ი, რომელიც ხვდებოდა პ--------–----ეს. სამშენებლო მასალებს მოწმე ყიდულობდა ინდ. მეწარმე ,,ზ-----------–---–ის“ სახელზე, რომლის თანხასაც მას აძლევდა პ--------–----ე. შეთანხმების მიხედვით გამგეობიდან თანხის ჩარიცხსვა სამუშაოების შესრულების შემდეგ უნდა მომხდარიყო. მოწმემ პ--------–----ისგან იცის, რომ გამგეობამ ინდ. მეწარმე ,,ზურაბ კაკიაშვილის“ საბანკო ანგარიშზე გადარიცხა თანხა, თუმცა ხსენებული თანხა მიითვისა ლ-–---–-–-----მა და ვ-–----ეს არაფერი არ მისცა. მოწმის განმარტებით, ფაქტობრივი მდგომარეობით პ--------–----ეს მისთვისაც აქვს თანხა მისაცემი, თუმცა იგი ლ-–---–-–-----ისგან ელოდება თანხის მიცემას.
მოწმე პ--------------–---–-- სასამართლოს უჩვენა, რომ იგი არის პ--------–----ის მეზობელი, რომლის ხელმძღვანელობითაც 2009 წლს ზაფხულში სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდა დიღმის მასივში მდებარე მ--------------ში. შესრულებული სამუშაოებისთვის მოწმეს ხელფასს აძლევდა პ--------–----ე და სამუშაოების დროსაც მის მითითებებს ასრულებდა. მოწმესთან ერთად კიდევ სამი ადამიანი მუშაობდა. სამუშაო მასალები ობიექტზე მიჰქონდა პ--------–----ეს და გ------- ტ------–---–ს. პაატა მუშებს ეუბნებოდა, რომ თანხის ჩარიცხვას ელოდებოდა და როდესაც ჩაურიცხავდნენ, მათ ფულს მერე მისცემდა. მოწმემ პ--------–----ისგან იცოდა, რომ ამ თანხებთან დაკავშირებით მას პრობლემები ჰქონდა ლ-–---–-–-----თან. მოწმემ ლ-–-----ი გაიცნო ვ-–----ისგან. მოწმემ ბაგა-ბაღში შესრულებული სამუშაოებისთვის ანაზღაურება სრულად მიიღო პ--------–----ისგან.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი დ-------–---–----ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერება და ავთენტურობა.
2016 წლის 08 აპრილის ფონოსკოპიური ექსპერტიზის #001952016 დასკვნით დასტურდება რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიოჩანაწერები ვარგისია ხმის მიხედვით პიროვნების იდენტიფიკაციისთვის. მათზე ფიქსირდება ლ-–---–-–-----ის, პ--------–----ის და სავარაუდოდ ა---------------ის ხმები. გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოჩანაწერზე არ ფიქსირდება რაიმე სახის მონტაჟის კვალი (ტომი V, ს.ფ. 4-49).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ექსპერტები ას-----------–-----------------------–---–-, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმნენ მას.
2009 წლის 25 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #0------------ ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ი/მეწარმე ,,ზ-----------–---–ს“ და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობას შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება #1-------–-------------ის შენობიდან ვარგისი სამშენებლო მასალის გატანასა და დასაწყობებასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების მთლიან ღირებულებად განისაზღვრა 5 850.80 ლარი ყველა ხარჯის გათვალისწინებით (ტომი V, ს.ფ. 60-61).
2009 წლის 10 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ ინდ. მეწარმე ,,ზ-----------–---–მა“ შეასრულა აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (ტომი V, ს.ფ. 64).
2009 წლის 31 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #0------------ ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ი.მ. ,,ზ-----------–---–ს“ და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობას შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება ქ-------–----------------------------------––---------------------–-------------ის შენობის შიდა სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით. ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების მთლიან ღირებულებად განისაზღვრა 60 216.80 ლარი ყველა ხარჯების გათვალისწინებით (ტომი V, ს.ფ. 60-67).
2009 წლის 21 სექტემბრის და 05 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტებით დასტურდება, რომ ინდ. მეწარმე ,,ზ-----------–---–მა“ შეასრულა აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (ტომი V, ს.ფ. 71; ს.ფ. 77).
2016 წლის 25 მაისის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა სს ,,საქართველოს ბანკიდან“ ამოღებული, ამავე ბანკში არსებულ ი/მ ზ-----------–---–ის საბანკო ანგარიშზე თანხების მოძრაობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ელექტრონული სახით. დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ ი/მ ზ-----------–---–ს სს ,,საქართველოს ბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე 2009 წლის 10 სექტემბერს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობიდან ჩაერიცხა 5 850 ლარი, #1-------–-----------ან სამშენებლო მასალის გატანასთან დაკავშირებით. მასვე 2009 წლის 21 სექტემბერს ასევე დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობიდან მ--------------ის სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ჩაერიცხა 49 206,20 ლარი, ხოლო 2009 წლის 5 ოქტომბერს ამავე სამუშაოებზე ჩაერიცხა 6 851 ლარი. დათვალიერებით ასევე გაირკვა, რომ ხსენებული თანხები საბანკო ანგარიშიდან გაიტანა ზ-----------–---–მა (ტომი V, ს.ფ. 81-82).
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ხსენებული საბანკო ამონაწერები (ტომი V, ს.ფ. 83-86).
2010 წლის 15 ივლისის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დასტურდება, რომ შ----------–-–--------- დარეგისტრირდა 2009 წლის 04 მაისს და მისი ხელმძღვანელია პ--------–----ე (ტომი I, ს.ფ. 10-11).
2015 წლის 15 იანვრის გრაფიკული ექსპერტიზის #1----- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი 2009 წლის 25 აგვისტოთი დათარიღებული, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობასა და ი.მ. ,,ზ-----------–---–ი“-ს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #0------------ ხელშეკრულების მეორე ფურცელზე გრაფაში ,,მიმწოდებელი“ ზ------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერა; 2009 წლის 31 აგვისტოთი დათარიღებული დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობასა და ი.მ. ,,ზ-----------–---–ს“-ს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #0------------ ხელშეკრულების მეორე ფურცელზე გრაფაში ,,მიმწოდებელი“ ზ------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერა; 2009 წლის 21 სექტემბრით დათარიღებული მიღება-ჩაბარების #ბ-36 აქტის (დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობასა და ი.მ. ,,ზ-----------–---–ი“-ს შორის) გრაფაში ,,მიმწოდებელი“ ზ------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერა; 2009 წლის 21 სექტემბრით დათარიღებული შესრულებული სამუშაოს აქტის (ფორმა #2) მესამე ფურცელზე გრაფაში ,,მომწოდებელი“ ზ------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერა; 2009 წლის 5 ოქტომბრით დათარიღებული მიღება-ჩაბარების #ბ-38 აქტის (დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობასა და ი.მ. ,,ზ-----------–---–ი“-ს შორის) გრაფაში ,,მიმწოდებელი“ ზ------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერა; 2009 წლის ოქტომბრით დათარიღებული შესრულებული სამუშაოს აქტის (ფორმა #2) მეორე ფურცელზე გრაფაში ,,მომწოდებელი“ ზ------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერა; 2009 წლის 05 ოქტომბრით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტის (ნომრის გარეშე, საქონლის დასახელება - წყლის გამაცხელებელი თერმექსი) გრაფაში ,,მიმწოდებელი“ ზ------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია არა ზ-----------–---–ის, ლ-–---–-–-----ის ან გ------- რ-------ის, არამედ სხვა პირის (პირთა) მიერ (ტომი III, ს.ფ. 206-218).
2015 წლის 03 თებერვლის საინჟინრო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დასტურდება, რომ ი/მ ,,ზ-----------–---–ის“ მიერ დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობისათვის სახელმწიფო შესყიდვის #0------------ ხელშეკრულების ფარგლებში, დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიაზე, დ/მ IV კვარტალში მდებარე #19-ე ბაგა-ბაღის შენობაში წარმოებული შიდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მოცულობები, რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება წარმოდგენილ ფორმა #2-ებში მოცემულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოთა მოცულობებს.
ი/მ ,,ზ-----------–---–ის“ მიერ დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობისათვის სახელმწიფო შესყიდვის #0------------ ხელშეკრულების ფარგლებში, დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიაზე, დ/მ IV კვარტალში მდებარე #19-ე ბაგა-ბაღის შენობაში წარმოებული შიდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ერთეული ღირებულებები, რომელიც მოცემულია წარმოდგენილ ფორმა #2-ებში, ექსპერტიზის მიერ შედარებულ იქნა იმ პერიოდის სამშენებლო ბაზარზე არსებულ სამშენებლო სამუშაოთა (მასალა-ხელფასი) ერთეულ ღირებულებებს - ,,სამშენებლო რესურსული ფასები 2009-2010 წლის მდგომარეობით“, შედეგად დადგინდა შემდეგი: წარმოდგენილი ფორმა #2-ების თანახმად ი/მ ,,ზ-----------–---–ის“ მიერ, #0------------ ხელშეკრულებების ფარგლებში, აღნიშნულ ობიექტზე შესრულებულია 61 908 ლარის სამუშაოები, ნორმატიული დარიცხვების გათვალისწინებით, ხოლო ექსპერტიზის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმ პერიოდის სამშენებლო ბაზარზე არსებული სამშენებლო სამუშაოთა ერთეული ღირებულებებით, აღნიშნულ ობიექტებზე წარმოებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება ჯამში შეადგენს 54 474,10 ლარს, შესაბამისი ნორმატიული დარიცხვებით, სხვაობამ ნაკლებობით შეადგინა 7422,90 ლარი. აღნიშნულ თანხებში სხვაობა გამოვლენილ იქნა იმით, რომ ფორმა #2-ებში მოცემული, როგორც საშენ მასალათა ერთეული ღირებულებები, ასევე შრომითი ანაზღაურებების ერთეული ღირებულებები რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება იმ პერიოდის სამშენებლო ბაზარზე არსებულ სამუშაოთა ერთეულ ღირებულებებს, როდესაც განხორციელდა საკვლევ ობიექტებზე სამუშაოების წარმოება (ტომი IV, ს.ფ. 39-44; 152-155).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ბ-------------------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
ლ-–---–-–-----ის ბრალეულობა ასევე დასტურდება საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით შ----------–-–----------ის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების აღწერა - დანართი #1-ით (ტომი V, ს.ფ. 108-134; 160-182), შ----------–-–----------სა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, მიღება-ჩაბარების აქტებით და სასაქონლო ზედნადებებით (რომლითაც დასტურდება, რომ შ----------–-–--------- მანამდეც ასრულებდა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით - ტომი I), აუდიოჩანაწერებითა და კრებსებით (რომლითაც დასტურდება დაზარალებულის ჩვენება, რომლის მიხედვითაც მან ლ-–---–-–-----ს ესაუბრა არსებულ ვალებზე, რომ საბავშვო ბაღში სამუშაოები თავისი ხარჯებით შეასრულა და ანაზღაურება არ აუღია, რასაც საუბრის დროს ასევე ადასტურებს ლ-–---–-–-----იც - ტომი II),სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების ნაწილი (მოწმეების ბ----------------–--ის, თ--------------–---–-ს და თ-----------–--–------ს ჩვენებები, ასევე აუდიოჩანაწერები ჩაწერილი CD და DVD დისკებზე) არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ბრალდებულმა ლ-–---–-–-----მა არ არიარა ბრალადშერაცხული ქმედება და სასამართლოს მოახსენა, რომ 2009 წლის იანვრის თვეში დარეგისტრირდა ინდ. მეწარმედ, რომლის სახელითაც უნდა შეესრულებინა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ მითითებული გარე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე. ვინაიდან ლ-–-----ს არ ჰქონდა დიდი გამოცდილება სამშენებლო საქმიანობაში, მან თავის მეგობარს პ--------–----ეს შესთავაზა, რომ ერთად ემუშავათ მისი სახელით, რაზეც ვ-–----ე დათანხმდა. ი.მ. ,,ლ-–---–-–-----ის“ სახელით მათ შეასრულეს დაახლოებით 160 000 ლარის სამუშაოები. 2009 წლის აგვისტოს თვეში ბრალდებულმა შეაჩერა ინდ. მეწარმის მოქმედება, ვინაიდან მან მუშაობა დაიწყო დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობაში. ინდ. მეწარმის სახელით დაწყებული სამუშაოების დასასრულებლად, პ--------–----ემ ჩამოაყალიბა შ----------–-–---------, რომლითაც ასრულებდა სამუშაოებს. შემდეგ იმის გამო, რომ დღგ-ს გადახდისგან გათავისუფლებულიყვნენ, ბრალდებულმა და პ--------–----ემ ერთად გადაწყვიტეს, რომ სამუშაოები შეესრულებინა ინდ. მეწარმის სახელით. ამასთან დაკავშირებით ლ-–---–-–-----მა თავის დისშვილს ზ-----------–---–ს სთხოვა გაეხსნა ინდ. საწარმო და დარეგისტრირებულიყო საკუთარი სახელით, რათა შემდეგ მისი სახელით ეწარმოებინათ სამუშაოები. ინდ. მეწარმე ,,ზ-----------–---–ის“ სახელით მ--------------ის ტერიტორიაზე შესრულდა შიდა სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები, რაშიც უშუალოდ კაკაშვილს არ მიუღია მონაწილეობა და სამუშაოებს ლ-–-----ი ხელმძღვანელობდა. შესაბამისად სამუშაოებზე პასუხისმგებელი იყო თვითონ ბრალდებული. სამუშაოები შესრულდა დადგენილ ვადაში და შეთანხმებული წესით. ბრალდებულმა ვერ გაიხსენა თუ ვინ მოაწერა ხელი იმ ხელშეკრულებებს, რომლებიც დაიდო ინდ. მეწარმე ,,ზ-----------–---–სა“ და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობას შორის. ბრალდებულის განმარტებით, სამშენებლო ნარჩენების გატანა მოხდა მისი პირადი სახსრებით, მან ეს თანხები მისცა პ--------–----ეს, რათა მას მოეძებნა მუშები და ორგანიზება გაეწია ამ ყველაფრისთვის. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ გამგეობის მიერ ინდ. მეწარმე ,,ზ-----------–---–ის“ ანგარიშზე ცარიცხულ თანხებს თვითონ იღებდა, რომელსაც მიზნობრივად ხარჯავდა მუშების ხელფასებსა და სამშენებლო მასალებზე. ბრალდებულმა დაადასტურა, რომ საქმის მასალებში არსებულ ვიდეოჩანაწერებში მისი ხმაა ნამდვილად და ის საუბრობს დაზარალებულთან. მან განმარტა, რომ ვალი გააჩნდა პ--------–----ის მიმართ, რომელიც წარმოშობილი იყო მუშებზე გასაცემი ხელფასების სახით, სარემონტო სამუშაოების შესრულების საფუძველზე. ლ-–---–-–-----მა განმარტა, რომ იგი წარდგენილ ბრალდებაში არ ცნობს თავს დამნაშავედ, თუმცა აღიარებს, რომ მან როგორც გამგეობის თანამშრომელმა თავისი დისშვილის საწარმოს საქმიანობაში ჩარებით დაარღვია კანონდმებლობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთმანეთთან თანმხვედრი მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებების საფუძველზე გამოკვეთილი მოვლენების თანმიმდევრულობა, მათი ერთიანობაში შეფასებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად ადასტურებს ფაქტს, რომ ლ-–---–-–-----მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ქონების მესაკუთრის ნებისაგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს ის პირი, რომელიც ამ ქმედებას სჩადის. ამ პირს ასევე გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის. დანაშაულებრივი განზრახვის წარმატებით განსახორციელებლად ლ-–---–-–-----მა პ--------–----ეს შესთავაზა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობასთან მ--------------ის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით შ----------–-–----------ის მიერ გასაფორმებელი ორი ხელშეკრულება, საერთო თანხით 66 067 ლარი ფორმალურად გაეფორმებინათ მისი დისშვილის ზ-----------–---–ის სახელზე, ხოლო სამუშაოებს რეალურად ისევ პ--------–----ე შეასრულებდა საკუთარი თანხებითა და მუშახელით. აღნიშნულ შეთავაზებაზე პ--------–----ის დაყოლიების მიზნით ლ-–---–-–-----მა ხსენებული წინადადება გაამართლა იმით, რომ შ----------–-–--------- იყო დღგ-ს გადამხდელი და შესაბამისად ამ გზით ისინი უფრო მეტ მოგებას ნახავდნენ, ვინაიდან სახელმწიფო ბიუჯეტში არ ექნებოდათ გადასახდელი დღგ-ს გადასახადი (სინამდვილეში დღგ-ს იხდის საქონლის და მომსახურების საბოლოო მიმღები, ანუ მომხმარებელი, მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის სახით და შესაბამისად შ----------–-–----------ს ამ კუთხით არანაირი ზედმეტი ხარჯის გაღება არ მოუწევდა). ლ-–---–-–-----ის შეთავაზების თანახმად, ის ზ-----------–---–ის სახელზე გადმორიცხულ თანხებს მთლიანად გადასცემდა პ--------–----ეს და ამით გაუსტუმრებდა მას როგორც ხელშეკრულების ფარგლებში გაწეულ ხარჯებს ისე მათ შორის წარსულში წარმოქმნილ დავალიანებას. მოცემულ წინადადებაზე პ--------–----ემ თანხმობა განაცხადა.
ლ-–---–-–-----ის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილ ქმედებას უტყუარად ადასტურებს ასევე ურთიერთშეთანხმებულ, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა: მოწმეთა ჩვენებები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები, აუდიოჩანაწერები, კრებსები და ექსპერტიზის დასკვნები, რომლითაც ცალსახად დასტურდება ლ-–---–-–-----ის მიერ ქმედების ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
სასამართლო განმარტავს, რომ თაღლითობა საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით, ამიტომ თაღლითობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებით, იმისდა მიუხედავად, მოახერხა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება. მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით 2009 წლის ივლისში ლ-–---–-–-----მა თავის დისშვილს, 1----–-–-------------ს დაბადებულ ზ-----------–---–ს, ისე რომ მისთვის არ აუხსნია საქმის რეალური ვითარება, თხოვა დარეგისტრირებულიყო ინდ. მეწარმედ, ვინაიდან საწარმო სჭირდებოდა გარკვეული საქმიანობისთვის. 2009 წლის 29 ივლისს ზ-----------–---–ი დარეგისტრირებული იქნა ი/მ ,,ზ-----------–---–ად“, დაამზადებინა საწარმოს ბეჭედი და გახსნა ანგარიში საქართველოს ბანკში. საწარმოს ბეჭედი მან გადასცა ლ-–---–-–-----ს. 2009 წლის 25 აგვისტოს ი/მეწარმე ,,ზ-----------–---–ს“ და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობას შორის გაფორმებული იქნა #0------------ ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #1-------–-------------ის შენობიდან ვარგისი სამშენებლო მასალის გატანასა და დასაწყობებასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების მთლიან ღირებულებად განისაზღვრა 5 850.80 ლარი ყველა ხარჯის გათვალისწინებით. 2009 წლის 31 აგვისტოს ი.მ. ,,ზ-----------–---–ს“ და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობას შორის გაფორმებული იქნა #0------------ ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ქ-------–----------------------------------––---------------------–-------------ის შენობის შიდა სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით. ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების მთლიან ღირებულებად განისაზღვრა 60 216.80 ლარი ყველა ხარჯების გათვალისწინებით. ზემოხსენებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები მთლიანად იქნა შესრულებული პ--------–----ის ფინანსური რესურსით და მის მიერ დაქირავებული მუშებით. ზემოხსენებული #0------------ და #0------------ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების საფასური სულ 61 908 ლარი, დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის მიერ ჩაირიცხა ი/მ ,,ზ-----------–---–ის“ საბანკო ანგარიშზე, საიდანაც ლ-–---–-–-----ის მითითებით ზ-----------–---–მა მთლიანობაში სამ ეტაპად გაიტანა 61 740 ლარი და გადასცა ლ-–---–-–-----ს, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ფულად თანხას. ლ-–---–-–-----ს შესაძლებლობა ჰქონდა, მისი შეხედულებისამებრ ესარგებლა აღნიშნული თანხით და შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მის მიერ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების ფაქტს, როგორც დამთავრებულ დანაშაულს.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებული თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დამაფუძნებელი ნიშანია ის, რომ დამნაშავე დაზარალებულს ქონებრივ ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გამოყენების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს მას ქონების დაუფლებას. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი. პირი, რომელიც გახდება თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. მოტყუების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს ყალბი ინფორმაცია, დოკუმენტი, ხელშეკრულება, იმეილ-შეტყობინება, რომელიც დაზარალებულის წარმოდგენით კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში.
მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებები მკაფიოდ მიუთითებს, რომ ლ-–---–-–-----მა დაზარალებული მოატყუა, რომ ბაგა-ბაღის სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ გამგეობიდან ჩარიცხულ თანხას მისცემდა მას. დაზარალებულს ეჭვი არ შეპარვია ლ-–---–-–-----ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობაში, რადგან წარსულში არაერთხელ უმუშავიათ ერთად, რის გამოც იგი გახდა თაღლითობის მსხვერპლი, საკუთარი ხარჯებით ჩაატარა სამუშაოები, რისთვისაც ისესხა თანხები, თუმცა ლ-–---–-–-----მა გამგეობის მიერ გადარიცხული თანხები მას არ გადასცა, თავის დისშვილს გამოატანინა სამ ეტაპად და თავად მიისაკუთრა. ბრალდებულ ლ-–---–-–-----ის თაღლითური ქმედებით დაზარალებულ პ--------–----ეს მიადგა მატერიალური ზიანი. რაც შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს - დიდ ოდენობას, სასამართლო განმარტავს: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მიხედვით, კოდექსის ამ თავში, რომელშიც ასევე შედის 180-ე მუხლი, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარს ზემოთ, განსახილველ შემთხვევაში პ--------–----ის ზიანი წარმოადგენს 61 908 ლარს.
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით მივიდა დასკვნამდე, რომ ეს მტკიცებულებები არის სანდო, სარწმუნო და უტყუარი და ლ-–---–-–-----ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
ლ-–---–-–-----ის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხდეველობაში იღებს, რომ დაზარალებულს მისი დასჯა არ სურს და იგი მხოლოდ ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. აგრეთვე სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ-–---–-–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.
ლ-–---–-–-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით გადახდილი თანხა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
ნივთიერი მტკიცებულებები:
შ----------–-–----------ის 2009 წლის სალაროს წიგნი დაუბრუნდეს შ----------–-–----------ს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ;
CD და DVD დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი