გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.10.2018
საქმის ნომერი
330210018002416974
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
12.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/12309-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: ქეთევან ჭელიძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე: ს----------–----–-----------------------------

წარმომადგენელი: თ---------------------ე

 

მოპასუხე: ი.მ. „ავ--------–----------------ი“

წარმომადგენლები: ნ-----–------------ე, ა--------–-–---–ი

 

დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ი.მ. „ავ--------–----------------ის“ ს----------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 83 871.07 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ს----------–----–-----------------------------სა და ი.მ. „ავ--------–----------------ის“ შორის 2017 წლის 11 ივლისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №5-- ხელშეკრულება, რომლითაც განხორციელდა ხელშეკრულების დანართი №1-ით განსაზღვრული თეთრეულისა და სხვადასხვა ქსოვილის ნივთების შესყიდვა (C-----------). დანართი №1-ით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტების მიწოდების ვადები. ხელშეკრულების 11.4.ბ. ქვეპუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო შესყიდვის ობიექტების ვადის გადაცილებით მიწოდების შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.

 

2017 წლის 29 სექტემბრის №1 შეთანხმების თანახმად, შემსყიდველის მიერ ცნობად იქნა მიღებული ის ფაქტი, რომ მიმწოდებელი №5-- ხელშეკრულების დანართი №1-ის 1-ლ (190 ცალი), მე-2, მე-7, მე-11 და მე-12 პოზიციებზე განსაზღვრული საქონლის მიწოდებას განახორციელებდა 2017 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო მე-4 და მე-5 (2500 ცალი) და მე-6 პოზიციებზე განსაზღვრული საქონლის მიწოდებას, კი 2017 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.

 

ხელშეკრულების თანახმად, 2017 წლის 10 აგვისტომდე უნდა განხორციელებულიყო 1000 ცალი პირსაწმენდის მიწოდება. მიმწოდებლის მიერ აღნიშნული პროდუქციის მიწოდება მოხდა 13 დღის დაგვიანებით - 23 აგვისტოს. შესაბამისად, მიმწოდებელს დაეკისრა ხელშეკრულების 11.4.ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

 

2017 წლის 25 აგვისტომდე უნდა განხორციელებულიყო 1000 ცალი საბნის (შალის) მიწოდება. მიმწოდებლის მიერ ვალდებულება შესრულდა 26 სექტემბერს - 32 დღის დაგვიანებით, რისთვისაც მას, ასევე დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

 

2017 წლის 09 სექტემბრამდე უნდა განხორციელებულიყო მზარეულისა და მრეცხავის წინსაფრების, დამლაგებლის ხალათების, სამედიცინო დანიშნულების (პაციენტის) საზაფხულო უნიფორმების, მზარეულის სამოსის, სამედიცინო ხალათისა და 2500 ცალი პირსაწმენდის (120*85) მიწოდება. მიმწოდებლის მიერ ვადის დარღვევით იქნა ჩამოთვლილი პროდუქცია მიწოდებული. კერძოდ: მზარეულისა და მრეცხავის წინსაფრები მიწოდებულ იქნა 2017 წლის 21 სექტემბერს (12 დღის დაგვიანებით), დამლაგებლის ხალათი - 26 სექტემბერს (17 დღის დაგვიანებით), ლეიბების ნაწილი (90 ერთეული) – 27 სექტემბერს (18 დღის დაგვიანებით), ხოლო ლეიბების მეორე ნაწილი (100 ერთეული) და სამედიცინო დანიშნულების (პაციენტის) საზაფხულო უნიფორმა - 10 ოქტომბერს (31 დღის დაგვიანებით), მზარეულის სამოსი და სამედიცინო ხალათი - 16 ოქტომბერს (37 დღის დაგვიანებით), 2500 ცალი პირსაწმენდი (120*85) –10 ნოემბერს (62 დღის დაგვიანებით), 2000 ცალი თეთრეულის კომპლექტი - 17 ნოემბერს (69 დღის დაგვიანებით). შესაბამისად, მხარემ 2017 წლის 09 სექტემბრისათვის შესასრულებელი ვალდებულებები სრულად შეასრულა 69 დღის დაგვიანებით, რისთვისაც მას დაეკისრა შესაბამისი პირგასამტეხლო.

 

2017 წლის 01 ოქტომბრამდე უნდა განხორციელებულიყო 4200 ცალი თეთრეულის კომპლექტის მიწოდება. მიმწოდებელმა ვალდებულება შეასრულა 2017 წლის 17 ნოემბერს - 47 დღის დაგვიანებით, რისთვისაც მას დაეკისრა პირგასამტეხლო.

 

2017 წლის 09 ოქტომბრამდე უნდა განხორციელებულიყო ბალიშებისა და 2000 ცალი პირსაწმენდის (90*40) მიწოდება. მიმწოდებლის მიერ ბალიშები მიწოდებულ იქნა 16 ოქტომბერს - 7 დღის დაგვიანებით, ხოლო 2000 ცალი პირსაწმენდი (90*40) მიწოდებულ იქნა 10 ნოემბერს - 32 დღის დაგვიანებით. შესაბამისად, 2017 წლის 09 ოქტომბრამდე შესასრულებელი ვალდებულება შესრულდა 32 დღის დაგვიანებით, რისთვისაც მას დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

 

მოსარჩელე მუდმივად ახსენებდა მოპასუხეს მის მიერ ვადის გადაცილების შესახებ და შესაბამისად აკისრებდა პირგასამტეხლოს ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულებისათვის, ხოლო გადახდის ვადად თითოეულ შემთხვევაში განუსაზღვრავდა 30 კალენდარულ დღეს.

 

ჯამში, ი.მ. „ავ--------–----------------ის“ 2017 წლის 11 ივლისის №5-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადაგადაცილებით შესრულების გამო, ეკისრება პირგასამტეხლო - 83 871.07 ლარის ოდენობით. მიუხედავად, მოსარჩელის მოთხოვნისა, მოპასუხეს ამ დრომდე არ გადაუხდია მასზე დაკისრებული პირგასამტეხლო.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო არის არაგონივრულად მაღალი. პირგასამტეხლოს ოდენობა - 83 871.07 ლარი, ოთხჯერ აღემატება რეალურად ამ ტენდერით მიღებულ მოგებას, რაც მძიმე მდგომარეობაში აყენებს მიმწოდებელს. გარდა ამისა, პირგასამტეხლო არასწორად არის დარიცხული დაგვიანებით ჩაბარებული ყველა საქონლის პოზიციაზე, ვინაიდან თითოეული პოზიციის დაგვიანებული დღეების მიხედვით პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.15%-ის ოდენობით, თუმცა თუ მოსარჩელე პირგასამტეხლოს ყველა დაგვიანებით მიწოდებულ პროდუქციაზე არიცხავს მოპასუხეს, მისი ოდენობა უნდა გამოითვალოს კონკრეტული პოზიციის საქონლის ღირებულებიდან და არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, რადგან ამ შემთხვევაში დაირღვევა ხელშეკრულების პირობა პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზე.

 

მოპასუხე, ასევე განმარტავს, რომ მხარეთა შორის გაფორმდა მიწოდებული საქონლის მიღება-ჩაბარების აქტი, რა დროსაც მხარემ მოიწონა შესრულება და არ განუცხადებია პრეტენზია ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ჩაბარებაზე, არამედ მასზე ხელმოწერით დაადასტურა ჩაბარების ფაქტი. შესაბამისად, მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელემ აქტის დამოწმებისას დაადასტურა ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულება და განახორციელა შესაბამისი ანგარიშსწორება. ამას გარდა, მოპასუხის მიერ ვალდებულება ვერ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ იყო გამოწვეული. კერძოდ, ქსოვილის მიმწოდებელი კომპანია მდებარეობდა თურქეთში, სადაც იმ პერიოდში აღინიშნებოდა დიდი რელიგიური დღესასწაული, რის გამოც არ მუშაობდა არც ერთი ქარხანა. ასევე ადგილი ჰქონდა სასაზღვრო და პროცედურულ დარღვევებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 11 ივლისს ს----------–----–-----------------------------სა (შემსყიდველი) და ი.მ. „ავ--------–----------------ის“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა №5-- ხელშეკრულება ს----–-–------–----------ს შესახებ, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა - წინამდებარე ხელშეკრულების დანართი №1-ით განსაზღვრული თეთრეულისა და სხვადასხვა ქსოვილის ნივთების შესყიდვა (C-----------). ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა - 289 710 ლარს. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო შესყიდვის ობიექტის მიწოდება განეხორციელებინა დანართი №1-ით განსაზღვრული ვადების შესაბამისად.

 

3.1.2. მხარეთა შორის 2017 წლის 11 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების 11.4. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია დანართი №1-ით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.

 

3.1.3. ს----------–----–-----------------------------სა და ი.მ. „ავ--------–----------------ის“ შორის 2017 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა შეთანხმება №1 მხარეთა შორის 2017 წლის 11 ივლისს გაფორმებულ №5---ე ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად ი.მ. ავ--------–----------------ის გაუგრძელდა საქონლის მიწოდების ვადა შემდეგ პოზიციებზე: 1-ლ (190 ცალი), მე-2, მე-7, მე-11 და მე-12 პოზიციებზე მიწოდების ვადა განისაზღვრა - 2017 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო მე-4 და მე-5 (2500 ცალი) და მე-6 პოზიციების მიწოდების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.

 

3.1.4. ი.მ. „ავ--------–----------------იმ“ ჯეროვნად არ შეასრულა მასსა და ს----------–----–-----------------------------ს შორის 2017 წლის 11 ივლისს გაფორმებული №5-- ს----–-–------–----------ს შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, მისაწოდებელი საქონლის ნაწილი შემსყიდველისათვის მიწოდებულ იქნა ვადადარღვევით. მიწოდება განხორციელდა შემდეგნაირად:

 

1000 ცალი პირსაწმენდი (ღირებულება 6000 ლარი) 2017 წლის 23 აგვისტოს - 13 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა 2017 წლის 10 აგვისტომდე);

 

1000 ცალი საბანი (შალის) (ღირებულება 2000 ლარი) 2017 წლის 26 სექტემბერს - 32 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა - 2017 წლის 25 აგვისტომდე);

 

მზარეულისა (ღირებულება 3750 ლარი) და მრეცხავის (ღირებულება 2550 ლარი) წინსაფრები -2017 წლის 21 სექტემბერს - 12 დღის დაგვიანებით.

დამლაგებლის ხალათი (ღირებულება 1800 ლარი) 2017 წლის 26 სექტემბერს - 17 დღის დაგვიანებით.

ლეიბების ნაწილის (90 ერთეული, ღირებულება 3150 ლარი) 2017 წლის 27 სექტემბერს - 18 დღის დაგვიანებით.

ლეიბების მეორე ნაწილი (100 ერთეული, ღირებულება 3500 ლარი) და სამედიცინო დანიშნულების (პაციენტის) საზაფხულო უნიფორმა (ღირებულება 3600 ლარი) 2017 წლის 10 ოქტომბერს - 31 დღის დაგვიანებით.

მზარეულის სამოსი (ღირებულება 11 000 ლარი) და სამედიცინო ხალათი (ღირებულება 1020 ლარი) 2017 წლის 16 ოქტომბერს - 37 დღის დაგვიანებით.

2500 ცალი პირსაწმენდი (120*85) (ღირებულება 15 000 ლარი) 2017 წლის 10 ნოემბერს - 62 დღის დაგვიანებით.

2000 ცალი თეთრეულის კომპლექტი (ღირებულება 44 000 ლარი) 2017 წლის 17 ნოემბერს - 69 დღის დაგვიანებით.

(მიწოდების ვადა - 2017 წლის 09 სექტემბრამდე);

 

4200 ცალი თეთრეულის კომპლექტი (ღირებულება 92 400 ლარი) 2017 წლის 17 ნოემბერს - 47 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა - 2017 წლის 01 ოქტომბრამდე);

 

ბალიშები (ღირებულება 6645 ლარი) 2017 წლის 16 ოქტომბერს - 7 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა - 2017 წლის 09 ოქტომბერი);

 

2000 ცალი პირსაწმენდი (90*40) (ღირებულება 8 000 ლარი) 2017 წლის 10 ნოემბერს - 32 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა - 2017 წლის 09 ოქტომბერი);

 

3.1.5. ი.მ. „ავ--------–----------------ის“ მასსა და ს----------–----–-----------------------------ს შორის 2017 წლის 11 ივლისს გაფორმებული №5-- ს----–-–------–----------ს შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქონლის ნაწილის (იხ. 3.1.4. პუნქტი) მიწოდების ვადის დარღვევის გამო, დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%, ჯამში - 83 871.07 ლარის ოდენობით. კერძოდ:

2017 წლის 10 აგვისტომდე შესასრულებელი ვალდებულების ვადადარღვევისათვის (13 დღე)- 5649.35 ლარი;

2017 წლის 25 აგვისტომდე შესასრულებელი ვალდებულების ვადადარღვევისათვის (32 დღე)- - 13 906.08 ლარი;

2017 წლის 09 სექტემბრამდე შესასრულებელი ვალდებულების ვადადარღვევისათვის (69 დღე)- - 29 984.99 ლარი;

2017 წლის 01 ოქტომბრამდე შესასრულებელი ვალდებულების ვადადარღვევისათვის (47 დღე)- - 20 424.56 ლარი;

2017 წლის 09 ოქტომბრამდე შესასრულებელი ვალდებულების ვადადარღვევისათვის (32 დღე)- - 13 906.08 ლარი;

 

3.1.6. ი.მ. „ავ--------–----------------ის“ დავალიანების დაფარვის მიზნით, ს----------–----–-----------------------------საგან ეგზავნებოდა შესაბამისი გაფრთხილების წერილები საქონლის მიწოდების ვადადარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შესახებ, თუმცა პირგასამტეხლო დღემდე დაფარული არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----------–----–-----------------------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, მე-400, 417-418-ე, 420-ე, 477-ე, მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 11 ივლისს ს----------–----–-----------------------------სა (შემსყიდველი) და ი.მ. „ავ--------–----------------ის“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა №5-- ხელშეკრულება ს----–-–------–----------ს შესახებ, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა - წინამდებარე ხელშეკრულების დანართი №1-ით განსაზღვრული თეთრეულისა და სხვადასხვა ქსოვილის ნივთების შესყიდვა (C-----------). ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა - 289 710 ლარს. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო შესყიდვის ობიექტის მიწოდება განეხორციელებინა დანართი №1-ით განსაზღვრული ვადების შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად მიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.

 

დადგენილია, ასევე, რომ ი.მ. „ავ--------–----------------იმ“ ჯეროვნად არ შეასრულა მასსა და ს----------–----–-----------------------------ს შორის 2017 წლის 11 ივლისს გაფორმებული ს----–-–------–----------ს შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, მისაწოდებელი საქონლის ნაწილი შემსყიდველისათვის მიწოდებულ იქნა ვადადარღვევით. შესაბამისად, წარმოიშვა ამავე ხელშეკრულების 11.4. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

 

6.2. სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს მოპასუხის მიერ მითითებულ ბრალის გამომრიცხველ გარემოებებთან დაკავშირებით.

 

მოპასუხის განმარტებით, მის მიერ საქონლის ნაწილის მიწოდების ვადის გადაცილება გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ ქსოვილის მიმწოდებელი კომპანია მდებარეობდა თურქეთში, სადაც იმ პერიოდში აღინიშნებოდა დიდი რელიგიური დღესასწაული, რის გამოც არ მუშაობდა არც ერთი ქარხანა. ამას გარდა, ადგილი ჰქონდა სასაზღვრო და პროცედურულ დარღვევებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლით დადგენილია მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევები. კერძოდ ასეთად ჩაითვლება თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. ხოლო, ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, კი ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მისი ბრალის გამომრიცხველ გარემოებად მიუთითებს ე.წ. ფორსმაჟორს. სასამართლო განმარტავს, რომ ე.წ. ფორსმაჟორი, ეს არის საპატიო გარემოება, რამაც შეიძლება გამორიცხოს ხელშეკრულების ვადის დარღვევით გამოწვეული პასუხისმგებლობა. ამგვარი წიპირობების წარმოქმნა ხდება პირისგან დამოუკიდებელი მიზეზით, მიუხედავად მისი კანონშესაბამისი და გულისხმიერი მოქმედებისა, რის გამოც შეუძლებელი ხდება ვალდებულების დროულად შესრულება. ამასთან, ამ გარემოების გათვალისწინება და მისი თავიდან აცილება მხარეს არ შეუძლია.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მეწარმე სუბიექტს მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისას ეკისრება გულმოდგინედ მოქმედების ვალდებულება, რაც გულისხმობს იმას, რომ მან უნდა გამოიჩინოს სათანადო გულისხმიერება და განახორციელოს ყველა შესაძლო ღონისძიება ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ამასთან, წინასწარ განჭვრიტოს ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული რისკები და მიიღოს სათანადო ღონისძიებები მათ აღმოსაფხვრელად.

 

ამდენად, ზემოთ აღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები სცდება მოპასუხის კოტროლის სფეროს, თუმცა ეს ისეთი გარემოებებია რაც არის წინასწარ განჭვრეტადი და მეწარმის მიერ წინდახედულობის ნორმების სათანადოდ დაცვის პირობებში, ექვემდებარება გათვალისწინებას და მისი მიზეზით ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში გონივრულად ივარაუდება, რომ მოპასუხის მიერ სასაზღვრო და საბაჟო პროცედურებთან, ასევე თურქეთიდან საქონლის დროულად მოწოდებასთან დაკავშირებული სავარაუდო რისკები და პრობლემები, მის მიერ ჩვეულებრივ წინდახედულობის ნორმების დაცვით, თავიდანვე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული ბრალის გამომრიცხველი გარემოებები უსაფუძვლო და დუსაბუთებელია. შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

2017 წლის 11 ივლისს ს----------–----–-----------------------------სა და ი.მ. „ავ--------–----------------ის“ შორის გაფორმებული №5-- ს----–-–------–----------ს შესახებ ხელშეკრულების 11.4. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ შემსყიდველი უფლებამოსილია დანართი №1-ით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტელო ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით. ამასთან, დადგენილია, რომ ი.მ. „ავ--------–----------------იმ“ ჯეროვნად არ შეასრულა მასსა და ს----------–----–-----------------------------ს შორის 2017 წლის 11 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, მისაწოდებელი საქონლის ნაწილი შემსყიდველისათვის მიწოდებულ იქნა ვადადარღვევით, რის გამოც შემსყიდველის მიერ დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%, ჯამში - 83 871.07 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით - 83 871.07 ლარის დაკისრება, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

 

ამასთან, მხარეთა შორის 11.07.2017წ. გაფორმებული ს----–-–------–----------ს შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების დავალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. (იხ. სუსგ. №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი)

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. (იხ. სუსგ. №ას-181-181-2018; 23 მარტი, 2018 წელი)

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ნაწილის მიწოდება განახორციელა ვადადადარღვევით. მიუხედავად ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ნორმატიულ დანიშნულებიდან გამომდინარე, მისი ოდენობა საქონლის მიწოდების ვადის თითოეული დარღვევიდან გამომდინარე დაანგარიშებული უნდა იყოს შემდეგნაირად:

 

1000 ცალი პირსაწმენდის მიწოდების ვადის 13 დღით დაგვიანებისათვის -117 ლარი;

1000 ცალი საბანი (შალის)მიწოდების ვადის 32 დღით დაგვიანებისათვის - 96 ლარი;

მზარეულისა და მრეცხავის წინსაფრების მიწოდების ვადის 12 დღით დაგვიანებისათვის - 113.4 ლარი;

დამლაგებლის ხალათის მიწოდების ვადის 17 დღით დაგვიანებისათვის - 45.9 ლარი;

ლეიბების ნაწილის (90 ერთეული) მიწოდების ვადის 18 დღით დაგვიანებისათვის - 85.05 ლარი;

ლეიბების მეორე ნაწილისა (100 ერთეული) და სამედიცინო დანიშნულების (პაციენტის) საზაფხულო უნიფორმის მიწოდების ვადის 31 დღით დაგვიანებისათვის - 330.15 ლარი;

მზარეულის სამოსისა და სამედიცინო ხალათი მიწოდების ვადის 37 დღით დაგვიანებისათვის -667.11 ლარი;

2500 ცალი პირსაწმენდის (120*85) მიწოდების ვადის 62 დღით დაგვიანებისათვის - 1395 ლარი;

2000 ცალი თეთრეულის კომპლექტის მიწოდების ვადის 69 დღით დაგვიანებისათვის - 4224 ლარი.

4200 ცალი თეთრეულის კომპლექტის მიწოდების ვადის 47 დღით დაგვიანებისათვის - 6514.2 ლარი.

ბალიშების მიწოდების ვადის 7 დღით დაგვიანებისათვის - 69.77 ლარი.

2000 ცალი პირსაწმენდის (90*40) მიწოდების ვადის 32 დღით დაგვიანებისათვის - 384 ლარი.

 

ამდენად, ამგვარად განსაზღვრული ჯარიმის ჯამური ოდენობა შეადგენს - 14041.58 ლარს, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობის შემცირებაც. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 7000 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 83 871.07 ლარისა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს.

 

რაც შეეხება მოპასუხის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მოსარჩელემ მიღება-ჩაბარების აქტით მიიღო მიწოდებული საქონელი და გადაიხადა შესაბამისი საფასური, აღარ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებამოსილება, სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მოვალეს ეკისრება მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. ამასთან, ამავე კოდექსის 419-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებას არ ასრულებს დადგენილ დროში. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობისა და არაჯეროვნად შესრულებისათვის დაწესებული იყო პირგასამტეხლო, მოსარჩელე უფლებამოსილია მოვალეს მოსთხოვოს, როგორც ვალდებულების შესრულება, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდაც. არაჯეროვანი შესრულების მიღება არ ათავისუფლებს მოვალეს შესაბამისი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან.

 

მოსარჩელე იმის მიუხედავად, რომ მოპასუხისაგან ვადის დარღვევით მიიღო შესრულება და გადაიხადა შესრულების შესაბამისი საფასური, უფლებამოსილია მოითხოვის მოპასუხისათვის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული პირგასამტეხლო. შესაბამისად, მოპასუხის ზემოთ მითითებული პოზიცია დაუსაბუთებელი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

 

ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ს----------–----–-----------------------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 7000 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯი

 

7.1. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოსარჩელე - ს----------–----–----------------------------- გათავისუფლებულია სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად (7000 ლარი) სარჩელზე გადასახდელი ახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 210 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს----------–----–-----------------------------ს სარჩელი ი.მ. „ავ--------–----------------ის“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე ი.მ. „ავ--------–----------------ის“ მოსარჩელე ს----------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 7000 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე ი.მ. „ავ--------–----------------ის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 210 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

საქმე №2/12309-18

 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

12 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: ქეთევან ჭელიძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე: ს----------–----–-----------------------------

წარმომადგენელი: თ---------------------ე

 

მოპასუხე: ი.მ. „ავ--------–----------------ი“

წარმომადგენლები: ნ-----–------------ე, ა--------–-–---–ი

 

დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს----------–----–-----------------------------ს სარჩელი ი.მ. „ავ--------–----------------ის“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე ი.მ. „ავ--------–----------------ის“ მოსარჩელე ს----------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 7000 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე ი.მ. „ავ--------–----------------ის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 210 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი