გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.10.2018
საქმის ნომერი
330310018002479040
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3436-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი- გვანცა ჩალიგავა

 

მოსარჩელე - მ---------–-–--

წარმომადგენელი - მ------------–---–-

მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

წარმომადგენელი - ლ-–---------–---

მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენლები - თ--------–---------------------–---–-

მესამე პირები - ლ--–---–----–ი(ასკ 16.2 მუხლი)

წარმომადგენელი - მ----------

მესამე პირები - გ--------–----------–-------–------(ასკ 16.2 მუხლი)

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 04 ოქტომბრის №-----------------–ება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ’’(იხ. განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, ტომი 1; ს.ფ. 45-47).

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 3მაისის №------------ა ,,მ---------–-–--ს, ლ-------–--–---------------–-------–------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(იხ. განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, ტომი 1; ს.ფ. 45-47).

 

მოსარჩელის განმარტებით, დავა ეხება ქ.თბილისში, კ------–---------------–- თანამესაკუთრის- ლ--–---–----–ის მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებს, კერძოდ- უნებართვოდ აშენებულ ობიექტებს თანასაკუთრების მიწაზე, რომელსაც დღეის მდგომარეობით ჰყავს 5 თანამესაკუთრე და საზიარო 1005 მ2 მიწა არის გაუმიჯნავი. მისივე განმარტებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 04 ოქტომბერს მიღებული იქნა №-----------------–ება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ’’, რაც მის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ვინაიდან სამართალდარღვევა არ იყო გამოსწორებული და არ არსებობდა საქმის შეწყვეტის საფუძველი, თუმცა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018წლის 3 მაისის №------------ით მ---------–-–--ს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ზემოაღნიშნული დადგენილება.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.1.2. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.2. მესამე პირების პოზიცია

 

2.2.1. მესამე პირს - ლ--–---–----–ს, წერილობითი ფორმით შესაგებელი მ---------–-–--ს მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

2.2.2. მესამე პირს - გ--------–-------, წერილობითი ფორმით შესაგებელი მ---------–-–--ს მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირმა კი სარჩელს მხარი დაუჭირა.

 

2.2.3. მესამე პირს - ელ-------–-------, წერილობითი ფორმით შესაგებელი მ---------–-–--ს მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. კანონით დადგენილი წესით გაფრთხილების მიუხედავად, ასევე არ გამოცხადდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, შესაბამისად მისი პოზიცია წინამდებარე სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოსათვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2004 წლის 30 ივნისის №5.9.159 დადგენილების თანახმად, მიღებული იქნა საუწყებათაშორისო ტექნიკური კომისიის წინადადება და კ------–-----------–---–-----------–---------–-------- თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 25.09.97 წლის №19.18.1130 დადგენილებისა, დაუკანონდა საცხ. სახლის მის კუთვნილ ნაწილზე მომხდარი ცვლილებები, კერძოდ, საეზოვე მიწის ნაკვეთზე მოწყობილი სამეურნეოსათავსო ლიტ. ,,ვ’’ ზომით 6,30X17,60 მ-ზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2004 წლის 30 ივნისის №5.9.159 დადგენილება(იხ.ტომი 2, ს.ფ. 236)

 

3.1.2. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 07 აგვისტოს მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ.თბილისში, კ------–---------------–- მდებარე უძრავი ქონება, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.12.041.0--- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1005.00კვ.მეტრი; ნაკვეთის წინა ნომერი: 41, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8 და №9, თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია გ--------–------იას, ელ-------–-------, ლ--–---–----–ის, ლ-------–--–----იას და მ---------–-–--ს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 07/08/2017(იხ. ტომი 1, ს.ფ. 26-27)

 

3.1.3. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით ირკვევა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შ----------–-----------ირექტორი - ლ--–---–----–ი) მიმართ 2013წლის 19 ივნისს შედგენილი იქნა მითითება №000288, რომლითაც დადგენილია, რომ ქ.თბილისში, კ------–---------------–- (ს/კ: №01.10.12.041.0--- შ----------–-------ს საკუთრებაში არსებულ თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული იყო კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობა.

 

ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სამშენებლო საქმიანობის კონტროლის განყოფილების მთავარი სპეციალისტის 2013 წლის 20ნოემბრის მოხსენებითი ბარათის თანახმად, დარღვევაში იგულისხმებოდა 01.09.2004 წლის საკადასტრო რუკაზე ფარდულსა და სველ წერტილს შორის დატანილი უნებართვო კაპიტალური შენობა-ნაგებობა. ამავე განყოფილების მთავარი სპეციალისტის 2013 წლის 18 დეკემბრის მოხსენებითი ბარათით კი, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული შენობა-ნაგებობა დემონტირებულია.

 

მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების გამო, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 20 დეკემბრის №-----------------–-ბით შეწყდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება შ----------–-------ს მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 20 დეკემბრის №-----------------–-ბა საქმის შეწყვეტის შესახებ(იხ. ტომი 2, ს.ფ. 194-196)

- ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სამშენებლო საქმიანობის კონტროლის განყოფილების მთავარი სპეციალისტის 2013წლის 18 დეკემბრის მოხსენებითი ბარათი(იხ. ტომი 1, ს.ფ.140)

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 მაისის №------------ა(იხ. ტომი 1, ს.ფ. 12-21)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ. სასამართლო სხდომის ოქმები)

 

3.1.4. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 20 დეკემბრის №-----------------–-ბა ,,საქმის შეწყვეტის შესახებ’’ მ---------–-–--მ, ლ-------–--–----იამ და ე-–-------–---აიამ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მერთან, ხოლო ქალაქ თბილისის მერის მოადგილის 2014 წლის 07 თებერვლის №---------------–-ბით მ---------–-–--ს, ლ-------–--–----იას და ელ-------–------- ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ საჩივრის ავტორები არ წარმოადგენდნენ დაინტერესებულ მხარეებს.

 

დადგენილია, რომ მ---------–-–--მ და ე-–-------–---აიამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვეს ქალაქ თბილისის მერის მოადგილის 2014 წლის 07 თებერვლის №---------------–-ბის ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მერიისათვის აღნიშნული ბრძანებით განუხილველად დატოვებული ადმინისტრაციული საჩივრის არსებითად განხილვის დავალება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20--წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით(საქმე №3/970-14), მ---------–-–--სა და ელ-------–------- სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ- ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერის მოადგილის 2014 წლის 07 თებერვლის №---------------–-ბა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა მ---------–-–--ს და ელ-------–------- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20--წლის 15 ოქტომბრის განჩინებით(საქმე N3ბ/1109-15), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შ----------–-------ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20--წლის 22 აპრილის(საქმე №3/970-14) გადაწყვეტილება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016წლის 02 თებერვლის განჩინებით(საქმე №ბს-834-826(კ-15), ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება(საქმე №3/970-14) შევიდა კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 02 თებერვლის განჩინება, საქმე №ბს-834-826(კ-15)(იხ. ტომი 2, ს.ფ. 129-130)

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 მაისის №150ბრძანება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 12-21)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ. სასამართლო სხდომის ოქმები)

 

3.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20--წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების(საქმე №3/970-14) აღსრულების მიზნით, გამოიცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 31 ოქტომბრის №------------ნება, რომლითაც დაკმაყოფილდა მ---------–-–--ს და ელ-------–------- 2014წლის 13 იანვრის №12/14013547-17 ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013წლის 20 დეკემბრის №-----------------–-ბა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ზედამხედველობის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 31ოქტომბრის №------------ნება ,,თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 22 აპრილის(საქმე №3/970-14) გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე’’(იხ. ტომი 2, ს.ფ. 158-165)

 

3.1.6. დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შ----------–-------ს მიმართ 20--წლის 17 აპრილს შედგენილი იქნა მითითება №000219, რომლის თანახმად ირკვევა, რომ უნებართვოდ მოწყობილია შ----------–-------ს საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, ასევე კაპიტალური ღობე და საჩრდილობელი. კანდელაკის ქუჩის მხარეს არსებული შენობა ნაწილობრივ გაცდენილია საკადასტრო წითელ ხაზებს, კერძოდ, აღნიშნული შეობა ნაწილობრივ განთავსებულია სახელმწიფო მიწაზე და №01.10.12.041.0-- საკადასტრო ერთეულზე. ამავე მითითებით მხარეს დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა წარედგინა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია ან მოეხდინა ობიექტის დემონტაჟი. ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30(ოცდაათი)კალენდარული დღე.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 20-- წლის 5 ივნისს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №000219 შ----------–-------ს მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ შ----------–-------ს მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20-- წლის 05 ოქტომბრის №-----------------–ებით შ----------–------ დაჯარიმდა 10 000(ათი ათასი) ლარით ქ.თბილისში, კ------–---------------–- უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისათვის (შენობა-ნაგებობები, კაპიტალური ღობე და საჩრდილობელი) და ამავე დადგენილებით შ----------–-------ს დაევალა ქ.თბილისში, კ------–---------------–- უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების(შენობა-ნაგებობები, კაპიტალური ღობე და საჩრდილობელი) დემონტაჟი.

 

საქმეში წარმოდგენილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტის 20-- წლის 19 ნოემბრის ახსნა განმარტების თანახმად ირკვევა, სამსახურის 20-- წლის 05 ოქტომბრის №-----------------–ებაში მითითებულ დარღვევაში, კერძოდ, ,,ქ.თბილისში, კ------–-------------------- შენობის მარცხნივ მოწყობილია კაპიტალური მიშენება’’, იგულისხმება მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმაზე ნაჩვენები №9 შენობა-ნაგებობა. შენობის უკან ეზოში არსებულ კაპიტალურ ნაგებობასთან დაკავშირებით კი მითითებულია, რომ იგი წარმოადგენს მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმაზე დაფიქსირებულ №8 ნაგებობას და მას არ აქვს კავშირი ამავე გეგმაზე ნაჩვენებ შენობა №3-თან.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2016 წლის 11 იანვრის №2 ბრძანებით, დაკმაყოფილდა შ----------–-------ს წარმომადგენლის მ----------ს 20--წლის 03 ნოემბრის №69022/15 ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20-- წლის 05 ოქტომბრის №-----------------–ება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ.თბილისში, კ------–---------------–- მდებარე №3 შენობა-ნაგებობის(ლიტ. ,,ვ’’) სიგრძეში გაზრდის ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 20-- წლის 17 აპრილის №000219 მითითება(იხ. ტომი 1, ს.ფ 71-72)

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20-- წლის 05 ოქტომბრის №-----------------–ება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე(იხ. ტომი 1, ს.ფ. 55-57)

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტის 20-- წლის 19 ნოემბრის ახსნა განმარტება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 58)

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2016 წლის 11იანვრის №2 ბრძანება ,,შ----------–-------ს წარმომადგენლის მ----------ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე’’(იხ. ტომი 2, ს.ფ. 173-180)

 

3.1.7. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 19 აპრილს შედგენილი იქნა მითითება №002485, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ქ.თბილისში, კ------–---------------–- განხორციელდა ლიტ „ვ“-ს უნებართვო რეკონსტრუქცია. კერძოდ, შენობა გაზრდილია სიგრძეში და მასთან მიშენებულია კაპიტალური ფართი. ასევე მოწყობილია კაპიტალური კედლები და იატაკის მოპირკეთება. ამავე მითითებით, მხარეს დარღვევის გამოსწორების მიზნით განესაზღვრა 30(ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად და ლიტ „ვ“-ს შენობის ქ.თბილისის ადგილობრივი მმართველობის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2004 წლის 30ივნისის №5.9.159 დადგენილებასთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 19 აპრილის №002485 მითითება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 59-60)

 

3.1.8. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 5 ივნისს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №002485 ლ--–---–----–ის მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ ლ--–---–----–ის მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ.თბილისის მუნიციპატიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 5 ივნისის №002485 შემოწმების აქტი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 61-62)

 

3.1.9. საქმეში წარმოდგენილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის 2017 წლის 04 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ მხარის მიერ უნებართვოდ განხორციელებული სამუშაოები დემონტირებულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის 2017 წლის 04 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 166)

 

3.1.10. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 04 ოქტომბერს მიღებული იქნა №-----------------–ება, რომლის თანახმად, ლ--–---–----–ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 04 ოქტომბრის №-----------------–ება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 22-25)

 

3.1.11. 2017 წლის 10 ნოემბერს, მ---------–-–--მ, ლ-------–--–----იამ და ე-–-------–---აიამ №19/01173142592-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 04 ოქტომბრის №-----------------–ების ბათილად ცნობა.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 3 მაისის №------------ით არ დაკმაყოფილდა მ---------–-–--ს, ლ-------–--–----იას და ელ-------–------- 2017წლის 10 ნოემბრის 19/01173142592-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 04 ოქტომბრის №-----------------–ება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მ---------–-–--ს, ლ-------–--–----იას და ელ-------–------- 2017 წლის 10 ნოემბრის 19/01173142592-01 ადმინისტრაციული საჩივარი(იხ. ტომი 2, ს.ფ 12-15)

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 მაისის №------------ა ,,მ---------–-–--ს, ლ-------–--–----იას და ელ-------–------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 12-21)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადასტურებულია ის გარემოება, რომ მოპასუხეებმა- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა(ამჟამად ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოსცეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკლევისა და შეფასების საფუძველზე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას დარღვეული იქნა საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მოთხოვნები,- ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც მ---------–-–--ს სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება; საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 04ოქტომბრის №-----------------–ება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ’’ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 მაისის №------------ა ,,მ---------–-–--ს, ლ-------–--–---------------–-------–------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი(შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური(ამჟამად ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

6.3. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 19.15 მუხლის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. დასახელებული კანონის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 19 აპრილს შედგენილი იქნა მითითება №002485, რომლის თანახმად ირკვევა, რომ ქ. თბილისში, კ------–---------------–- განხორციელდა ლიტ „ვ“-ს უნებართვო რეკონსტრუქცია. კერძოდ, შენობა გაზრდილია სიგრძეში და მასთან მიშენებულია კაპიტალური ფართი. ასევე მოწყობილია კაპიტალური კედლები და იატაკის მოპირკეთება. ამავე მითითებით, მხარეს დარღვევის გამოსწორების მიზნით განესაზღვრა 30(ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად და ლიტ „ვ“-ს შენობის ქ.თბილისის ადგილობრივი მმართველობის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2004 წლის 30 ივნისის №5.9.159 დადგენილებასთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

 

6.4. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა)მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ)მითითება არადროულად სრულდება. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება, გარდა ამ კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევისა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 5 ივნისს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №002485 ლ--–---–----–ის მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ ლ--–---–----–ის მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები, ხოლო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის 2017 წლის 04ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის თანახმად ირკვევა, რომ ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ მხარის მიერ უნებართვოდ განხორციელებული სამუშაოები დემონტირებულია. შესაბამისად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017წლის 04 ოქტომბერს მიღებული იქნა №-----------------–ება, რომლითაც ლ--–---–----–ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.

 

დასახელებული დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ)რეკონსტრუქცია; გ)რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა(არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება, ხოლო მე-3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია არის შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ ქ.თბილისში, კ------–---------------–-(საკ.კოდი: №01.10.12.041.0---, ფარდულსა და სველ წერტილს შორის არსებულ ფართთან მიმართებით განხორციელებულია ახალი მშენებლობა, ლიტ „ვ“-სთან მიმართებით კი შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია. ორივე მათგანი წარმოადგენს ისეთ სამშენებლო საქმიანობას, რომელთა განსახორციელებლად კანონით იმპერატიულად არის დადგენილი სანებართვო დოკუმენტაციის მოპოვების აუცილებლობა. სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული მშენებლობა კი წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას, რომელიც №57 დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის შესაბამისად არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უნებართვო მშენებლობა წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას, რომლის ჩადენის გამო პასუხისმგებლობისა და სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესი როგორც უკვე აღინიშნა განსაზღვრულია ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’. ამასთან, სამშენებლო სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის მიზნიდან გამომდინარე, უნებართვო მშენებლობის გამო დაწყებული სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველი შესაძლოა გახდეს სამართალდარღვევის აღმოფხვრა, რაც შესაძლოა განხორციელდეს ობიექტის დემონტაჟის გზით. დადგენილების გამოცემამდე სამართალდარღვევის აღმოფხვრა კი თავის მხრივ გამორიცხავს სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სამართალდარღვევის ობიექტს წარმოადგენდა 2004 წლის 1 სექტემბრის საკადასტრო რუკაზე დატანილ ფარდულსა და სველ წერტილს შორის განთავსებული შენობა-ნაგებობა, ასევე ლიტ „ვ“-ზე მიშენებული ფართი. როგორც აღინიშნა, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 04 ოქტომბრის №-----------------–ებით ლ--–---–----–ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა, ვინაიდან, ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, სამართალდარღვევის ობიექტი დემონტირებულია. სამართალდარღვევის ობიექტის დემონტაჟის ფაქტი საქმეში არსებული მტკიცებულებების გარდა, ასევე დასტურდება, სასამართლოს მიერ განხორციელებული ადგილზე დათვალიერების შედეგად(იხ. 2018წლის 23ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი), რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი ლ--–---–----–ის მიმართ.

 

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ ქ.თბილისში, კ------–---------------–- არსებობს სხვა უნებართვოდ აშენებული ობიექტები, რომელთა დემონტაჟი არ განხორციელებულა,- სასამართლო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 04ოქტომბრის №-----------------–---ს კანონიერება, აღნიშნული კი ეხება მხოლოდ ქ.თბილისში, კ------–---------------–- სველ წერტილსა და ფარდულს შორის მდებარე შენობა-ნაგებობას, ასევე ლიტ „ვ-ზე განხორციელებულ მიშენებას, რაც უკვე დემონტირებულია.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური(ამჟამად ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) უფლებამოსილი იყო საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ’’. შესაბამისად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 04ოქტომბრის №----------------ლება კანონიერია და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.6. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 3 მაისის №------------ის ბათილად ცნობა, რომლითაც მ---------–-–--ს, ლ-------–--–---------------–-------–------- ადმინისტრაციული საჩივარ არ დაკმაყოფილდა, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შესაბამისად არ არსებობს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018წლის 3 მაისის №------------ის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სასამართლო დამატებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

 

6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მ---------–-–--ს სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადაო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად-100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, მ---------–-–--ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მ---------–-–--ს სარჩელი მოპასუხეების- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის, მესამე პირების- ლ--–---–----–ის, გ--------–-------, ელ-------–------- მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი