გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2018
საქმის ნომერი
080210117001771430
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN2/126-2017

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი თამარ შალამბერიძე, გიორგი ესაძე

 

მოსარჩელე - ფ-------–- ჩ--------ე

 

მოპასუხეები- 1. ლ-–- ჩ--------ე

2. ს----------–--- შ-- ს----------–-- პ---–-–-ის დ-------------ი

წარმომადგენელი - გ-- მ------ე

 

დავის საგანი: მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

გათავისუფლდეს ყადაღისაგან იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით დაყადაღებული ფ-------–- ჩ--------ის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები: 1) პერსონალური კომპიუტერის მონიტორი ,,ასუსის’’ ფირმის, შავი ფერის, ,,ქეისი’’ დაუდგენელი ფირმის შავი ფერის წითელი დეტალებით, შავი ფერის კლავიატურით, ,,ტეჩის’’ ფირმის, თაგვი ,,გენტვ’’ ფირმის ორი, შავი ფერის - 1კომპლექტი; 2) კომპიუტერის მაგიდა შავი ფერის, ვერცხლისფერი დეტალებით-1ცალი; 3) სამეული ნაჭრის ზედაპირით-1ცალი; 4) ხის მაგიდა გასაშლელი, ყავისფერი-1ცალი; 5) ე.წ. დესეუ, ჭურჭლისათვის განკუთვნილი, ჩუქურთმებიანი კარადა შავი ფერის-1ცალი; 6)ხის სკამი რბილი დასაჯდომით და საზურგით-6ცალი; 7) პიანინო „იუნოსტი“ ყავისფერი - 1ცალი.

 

მოსარჩელის განმარტებით, იგი ცხოვრობს ქ.ქუთაისში, ლ----–--ის ქუჩა მე-- შესახვევის N---ში, სადაც გამოცხადდნენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლები და დააყადაღეს მისი კუთვნილი ნივთები. მათი განმარტებით, ყადაღის დადება განხორციელდა მისი შვილის - ლ-–- ჩ--------ის დავალიანების გამო, რომელიც წარმოეშვა მას ს----------–-- პ---–-–-ის დ-------------ის მიერ შედგენილი საჯარიმო ქვითრების გადაუხდელობის გამო. დაყადაღებული იქნა შემდეგი ნივთები: 1) პერსონალური კომპიუტერის მონიტორი ,,ასუსის’’ ფირმის, შავი ფერის, ,,ქეისი’’ დაუდგენელი ფირმის შავი ფერის წითელი დეტალებით, შავი ფერის კლავიატურით, ,,ტეჩის’’ ფირმის, თაგვი ,,გენტვ’’ ფირმის ორი, შავი ფერის - 1კომპლექტი; 2) კომპიუტერის მაგიდა შავი ფერის, ვერცხლისფერი დეტალებით-1ცალი; 3) სამეული ნაჭრის ზედაპირით-1ცალი; 4) ხის მაგიდა გასაშლელი, ყავისფერი-1ცალი; 5) ე.წ. დესეუ, ჭურჭლისათვის განკუთვნილი, ჩუქურთმებიანი კარადა შავი ფერის-1ცალი; 6)ხის სკამი რბილი დასაჯდომით და საზურგით-6ცალი; 7) პიანინო „იუნოსტი“ ყავისფერი - 1ცალი. დაყადაღებული ნივთების ღირებულება შეადგენს - 1510 ლარს.

 

მოსარჩელის განმარტებით, ყადაღადადებული ნივთები წარმოადგენს მის საკუთრებას. ეს ნივთები შეძენილია მის მიერ და მათ შეძენაში წვლილი არ მიუძღვის მოპასუხე ლ-–- ჩ--------ეს. დაყადაღებულ ნივთებზე დღეის მდგომარეობით აუქციონი არ არის დანიშნული.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ფ-------–- ჩ--------ე დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და დამატებით განმარტა, რომ ყველა ნივთი არის მისი ფინანსებით შეძენილი, მათ შორის კომპიუტერი და კომპიუტერის მაგიდა შეიძინა შვილიშვილისთვის ლ---- ჩ--------ისათვის. როდესაც შვილიშვილი მასთან მოდის სტუმრად, სარგებლობს მითითებული ნივთით, ხოლო ,,სამეული’’ ეკუთვნის მის რძალს ნ---- კ-------ეს. მანვე განმარტა, რომ სახლი, რომელშიც ცხოვრობს, აჩუქეს შვილიშვილს ლ---- ჩ--------ეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ლ-–- ჩ--------ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. თუმცა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო. დაადასტურა, რომ დაყადაღებული ნივთები - 1) პერსონალური კომპიუტერის მონიტორი ,,ასუსის’’ ფირმის, შავი ფერის, ,,ქეისი’’ დაუდგენელი ფირმის შავი ფერის წითელი დეტალებით, შავი ფერის კლავიატურით, ,,ტეჩის’’ ფირმის, თაგვი ,,გენტვ’’ ფირმის ორი, შავი ფერის - 1კომპლექტი; 2) კომპიუტერის მაგიდა შავი ფერის, ვერცხლისფერი დეტალებით-1ცალი; 3) სამეული ნაჭრის ზედაპირით-1ცალი; 4) ხის მაგიდა გასაშლელი, ყავისფერი-1ცალი; 5) ე.წ. დესეუ, ჭურჭლისათვის განკუთვნილი, ჩუქურთმებიანი კარადა შავი ფერის-1ცალი; 6) ხის სკამი რბილი დასაჯდომით და საზურგით-6ცალი; 7) პიანინო „იუნოსტი“ ყავისფერი - 1ცალი, შეძენილია მისი დედის ფ-------–- ჩ--------ის მიერ და შესაბამისად, აღნიშნული ნივთები არ შეიძლება დაყადაღებულ იქნეს მისი ვალდებულებების შესასრულებლად.

 

2.2 ს----------–-- პ---–-–-ის დ-------------ის წარმომადგენელმა თავის შესაგებელში სარჩელი არ ცნო, ხოლო სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლები გამოცხადდნენ იმ მისამართზე, სადაც ლ-–- ჩ--------ე რეგისტრირებულია და ამჟამადაც ცხოვრობს. მათ სწორად მიიღეს გადაწყვეტილება აღნიშნული ნივთების დაყადაღების შესახებ. საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება იმისა, რომ ყადაღადადებული ნივთები მოსარჩელე ფ-------–- ჩ--------ის შეძენილია. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დადგენილია, რომ ს----------–-- პ---–-–-ის დ-------------ის მიერ გაცემული #ეთ675258 სააღსრულებო ფურცლის თანახმად, ლ-–- ჩ--------ეს დაეკისრა 1000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 20 აპრილს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აქტით, მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ, კრედიტორის ვალდებულებების შესასრულებლად, აღწერილი და დაყადაღებული იქნა შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) პერსონალური კომპიუტერის მონიტორი ,,ასუსის’’ ფირმის, შავი ფერის, ,,ქეისი’’ დაუდგენელი ფირმის შავი ფერის წითელი დეტალებით, შავი ფერის კლავიატურით, ,,ტეჩის’’ ფირმის, თაგვი ,,გენტვ’’ ფირმის ორი, შავი ფერის - 1კომპლექტი; 2) კომპიუტერის მაგიდა შავი ფერის, ვერცხლისფერი დეტალებით-1ცალი; 3) სამეული ნაჭრის ზედაპირით-1ცალი; 4) ხის მაგიდა გასაშლელი, ყავისფერი-1ცალი; 5) ე.წ. დესეუ, ჭურჭლისათვის განკუთვნილი, ჩუქურთმებიანი კარადა შავი ფერის-1ცალი; 6)ხის სკამი რბილი დასაჯდომით და საზურგით-6ცალი; 7) პიანინო „იუნოსტი“ ყავისფერი - 1ცალი.

 

3.1.2. დაყადაღებული ნივთები შეფასებულია 1510 (ერთიათას ხუთასათი) ლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.

-აქტი მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ (ს.ფ.19-20);

-აუდიტორული დასკვნა საოჯახო ნივთების შეფასების შესახებ (ს.ფ.21-22).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. დადგენილია, რომ საცხოვრებელი სახლი, სადაც განლაგებულია დაყადაღებული ნივთები არ წარმოადგენს არც მოსარჩელის და არც მოპასუხე ლ-–- ჩ--------ის საკუთრებას, იგი ირიცხება მოსარჩელის შვილიშვილის - ლ---- ჩ--------ის სახელზე.

 

3.2.2. დადგენილია, რომ ,,ნაჭრის სამეული’’ არ წარმოადგენს მოსარჩელე ფ-------–- ჩ--------ის საკუთრებას, იგი შეძენილია ფ-------–- ჩ--------ის უფროსი შვილის მეუღლის - ნ---- კ-------ის მიერ და წარმოადგენს მის საკუთრებას.

 

3.2.3. დადგენილია, რომ კომპიუტერი და კომპიუტერის მაგიდა მოსარჩელე ფ-------–- ჩ--------ის მიერ შეძენილია შვილიშვილისთვის, ლ---- ჩ--------ისათვის, რომელიც იყენებს კიდეც მას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ 82 ),- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

- მოწმე ლ---- ა---–--ის განმარტება(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2.4. დადგენილია, რომ დაყადაღებული ნივთები - 1) ხის მაგიდა გასაშლელი, ყავისფერი-1ცალი; 2) ე.წ. დესეუ, ჭურჭლისათვის განკუთვნილი, ჩუქურთმებიანი კარადა შავი ფერის-1ცალი; 3)ხის სკამი რბილი დასაჯდომით და საზურგით-6ცალი; 4) პიანინო „იუნოსტი“ ყავისფერი - 1ცალი, შეძენილია მოსარჩელის მიერ და წარმოადგენს მოსარჩელე ფ-------–- ჩ--------ის საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე ფ-------–- ჩ--------ის განმარტება(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი );

- მოპასუხე ლ-–- ჩ--------ის განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი );

- მოწმე ლ---- ა---–--ის განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ზემოთ აღნიშნული მუხლების საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ ვინაიდან მოწმემ სარწმუნოდ დაადასტურა, რომ 1) ხის მაგიდა გასაშლელი, ყავისფერი-1ცალი; 2) ე.წ. ,,დესეუ’’, ჭურჭლისათვის განკუთვნილი, ჩუქურთმებიანი კარადა შავი ფერის-1ცალი; 3) ხის სკამი რბილი დასაჯდომით და საზურგით-6ცალი; 4) პიანინო „იუნოსტი“ ყავისფერი - 1ცალი შეძენილია მოსარჩელის მიერ და განლაგებულია მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილსამყოფლის მიხედვით, შესაბამისად, ისინი უნდა ჩაითვალოს ფ-------–- ჩ--------ის პირად საკუთრებად.

 

რაც შეეხება სამეულს ნაჭრის ზედაპირით, მოწმე ლ---- ა---–--ემ დაადასტურა, რომ იგი შეძენილია მოსარჩელის რძლის ნ---- კ-------ის მიერ. აღნიშნული ფაქტი არ უარყვია მოსარჩელე ფ-------–- ჩ--------ეს სასამართლო სხდომაზე, ხოლო კომპიუტერი თავისი მოწყობილობით და კომპიუტერის მაგიდა, მოსარჩელის განმარტებით, ეკუთვნის მის შვილიშვილს, ლ---- ჩ--------ეს, რომელიც მან შეიძინა თავისი სახსრებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

- მოწმე ლ---- ა---–--ის განმარტება (იხ. სასამ.სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რადგან დადასტურებულია, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთების ნაწილი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა -,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი, მე-40 მუხლი, -სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები, -სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. 6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შემდეგი სადავო ნივთები წარმოადგენს უშუალოდ მოსარჩელე ფ-------–- ჩ--------ის საკუთრებას. კერძოდ: 1) ხის მაგიდა გასაშლელი, ყავისფერი-1ცალი; 2) ე.წ. დესეუ, ჭურჭლისათვის განკუთვნილი, ჩუქურთმებიანი კარადა შავი ფერის-1ცალი; 3)ხის სკამი რბილი დასაჯდომით და საზურგით-6ცალი; 4) პიანინო „იუნოსტი“ ყავისფერი - 1ცალი, რომელთა მისადმი კუთვნილება დაადასტურა როგორც მოპასუხე ლ-–- ჩ--------ემ, ასევე მოწმე ლ---- ა---–--ემ. შესაბამისად არ არსებობს მათზე ლ-–- ჩ--------ის ვალდებულებების სანაცვლოდ აღსრულების მიქცევისა და ყადაღის დადების საფუძველი. რაც შეეხება 1) პერსონალური კომპიუტერის მონიტორს ,,ასუსის’’ ფირმის, შავი ფერის, ,,ქეისი’’ დაუდგენელი ფირმის შავი ფერის წითელი დეტალებით, შავი ფერის კლავიატურით, ,,ტეჩის’’ ფირმის, თაგვი ,,გენტვ’’ ფირმის ორი, შავი ფერის - 1კომპლექტი; 2) კომპიუტერის მაგიდას შავი ფერის, ვერცხლისფერი დეტალებით-1ცალი - და 3)სამეულს ნაჭრის ზედაპირით-1ცალი - სასამართლოს დადასტურებულად არ მიაჩნია მათი მოსარჩელისადმი კუთვნილება, სხვა პირებს კი მოთხოვნა არ დაუყენებიათ. შესაბამისად მათზე დადებული ყადაღა არ უნდა მოიხსნას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი აქვს 50 ლარი, ხოლო სასამართლოში სარჩელის აღძვრისათვის 50 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო ლ-–- ჩ--------ეს არ წარმოუდგენია შესაგებელი, თუმცა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო, ხოლო ს----------–-- პ---–-–-ის დ-------------ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, რის გამოც მას უნდა დაეკისროს ფ-------–- ჩ--------ის სასარგებლოდ, დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახბაჟის სანაცვლოდ სარჩელის უზრუნველყოფისათვის - 50 ლარის და სარჩელის აღძვრისთვის გადახდილი 29.80 ლარის ანაზღაურება.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად. კერძოდ, უნდა გაუქმდეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ (სააღსრულებო წარმოების #A14054868) საქმეზე აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთების რეალიზაციის აღსრულების შეჩერება და უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან: 1) პერსონალური კომპიუტერის მონიტორის ,,ასუსის’’ ფირმის, შავი ფერის, ,,ქეისი’’ დაუდგენელი ფირმის შავი ფერის წითელი დეტალებით, შავი ფერის კლავიატურით, ,,ტეჩის’’ ფირმის, თაგვი ,,გენტვ’’ ფირმის ორი, შავი ფერის - 1კომპლექტი; 2) კომპიუტერის მაგიდის შავი ფერის, ვერცხლისფერი დეტალებით-1ცალი - და 3) სამეულის ნაჭრის ზედაპირით-1ცალი, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 248-249-ე, 257-ე, 259-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ფ-------–- ჩ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2016 წლის 20 აპრილს, ქ. ქუთაისში, კ.ლ----–--ის მე-- შესახვ. #---ში აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთები: 1) ხის მაგიდა გასაშლელი, ყავისფერი - 1 ცალი; 2) ხის სკამი რბილი დასაჯდომით და საზურგით-06 ცალი; 3) ჭურჭლის ჩუქურთმებიანი კარადა, ე.წ. ,,დესაო’’, შავი ფერის - 1 ცალი; 4) პიანინო ,,იუნოსტი’’, ყავისფერი -1 ცალი;

 

1.2. მოძრავ ნივთებზე - 1) პერსონალური კომპიუტერის მონიტორი ,,ასუსის’’ ფირმის, შავი ფერის. ,,ქეისი’’ დაუდგენელი ფირმის შავი ფერის წითელი დეტალებით, შავი ფერის კლავიატურით, ,,ტეჩის’’ ფირმის, თაგვი ,,გენტვ’’ ფირმის, ორი, შავი ფერის - 1კომპლექტი; 2) კომპიუტერის მაგიდა შავი ფერის ვერცხლისფერი დეტალებით -1 ცალი; 3) სამეული ნაჭრის ზედაპირით, ყავისფერი - 1კომპლექტი - იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ დადებული ყადაღა დარჩეს უცვლელი;

 

2. მოპასუხე - ს----------–--- შ-- ს----------–-- პ---–-–-ის დ-------------ს ფ-------–- ჩ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფისათვის მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარის და სახელმწიფო ბაჟის 29.80 ლარის ანაზღაურება;

 

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გაუქმდეს ნაწილობრივ. კერძოდ: 1) პერსონალური კომპიუტერის მონიტორი ,,ასუსის’’ ფირმის, შავი ფერის. ,,ქეისი’’ დაუდგენელი ფირმის შავი ფერის წითელი დეტალებით, შავი ფერის კლავიატურით, ,,ტეჩის’’ ფირმის, თაგვი ,,გენტვ’’ ფირმის ორი, შავი ფერის - 1კომპლექტი; 2) კომპიუტერის მაგიდა შავი ფერის ვერცხლისფერი დეტალებით -1 ცალი; 3) სამეული ნაჭრის ზედაპირით, ყავისფერი - 1კომპლექტი - რეალიზაციის ნაწილში გაუქმდეს აღსრულების შეჩერება;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე