განაჩენი

სისხლის სამართლის 31.10.2018
საქმის ნომერი
330100118002605061
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3----18

№------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლოსხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა

 

სხდომის მდივან - ეკატერინა მანჯგალაძის,პროკურორ - ნ---- კ-----–----,ბრალდებულ - თ---------- დ--–---–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე - თ---------- დ--–---–---–ის, დაბადებულის 1--- წლის 2------------–ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დასაოჯახებელის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების თბილისი, ვ---------–--------------–--------–---------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ---------- დ--–---–---–მა ჩაიდინა სანადირო-სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 11 ივლისს, ქ.თბილისში ვ---------–--------------–--------–---------------------------------ში თ---------- დ--–---–---–ი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც ბალისტიკური ექსპერტიზის №------ დასკვნით წარმოადგენს სანადირო-სპორტული დანიშნულების კარაბინს, რაც განეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღთა კატეგორიას.

ბრალდებულმა თ---------- დ--–---–---–მა სასამართლო სხდომაზე არ აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება და დასკვნით სიტყვაში განმარტა, რომ არ იცოდა, რომ სახლში იარაღი ინახებოდა, რადგან იარაღი მის გარდაცვლილ მამას ეკუთვნოდა და არ იცოდა თუ სახლში ჰქონდა შენახული. იარაღი სახლში იპოვა პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე სამი დღით ადრე, აპირებდა გადაფორმებას, მაგრამ ვერ მოასწრო გარკვევა თუ როგორ უნდა გადაეფორმებინა.

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან თ---------- დ--–---–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ 2018 წლის 11 ივლისს, ქ.თბილისში ვ---------–--------------–--------–---------------------------------ში თ---------- დ--–---–---–ი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც ბალისტიკური ექსპერტიზის №------ დასკვნით წარმოადგენს სანადირო-სპორტული დანიშნულების კარაბინს, რაც განეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღთა კატეგორიას.

გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - მოწმეების ნ-------- გ--–---ის, დ----- ბ--------–---–ის, გ------- გ------–--ის, ლ-–- მ------–---–ის, ნ---- მ-------ის, გ------ დ--–---–---–ის, თ---------- დ--–---–---–ის გამოკითხვის ოქმებით, საცხოვრებელ ბინის ჩხრეკის ოქმით და ამოღებული ნივთმტკიცებით, ბალისტიკური ექსპერტიზის №------ დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა, რომლებიც სადაო არ გაუხდია ბრალდებულს დადასტურდა თ---------- დ--–---–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი ბრალდებულმა უდავოდ ცნო და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასამართლო განმარტავს, რომ კრიმინალიზებულია სანადირო-სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, რაც მომეტებული საშიშროების შემცველია, დანაშაულის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოება და იარაღის შესახებ კანონით განსაზღვრული წესი. მართლსაწინააღმდეგო შენახვა გულისხმობს წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე მისთვის ხელმისაწვდომ ადგილას ქონას - ადგილსამყოფელის მიჩენას. რაც შეეხება აღნიშნული დანაშაულების სპეციფიკას და ხასიათს, რა თქმა უნდა ხორციელდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად.

სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია თ---------- დ--–---–---–ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებების მიხედვით დადგენილი იქნა.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ თ---------- დ--–---–---–ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად გამოყენებული უნდა იქნეს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

საქართველოს სსსკ-ის 81–ე მუხლის შესაბამისად უნდა განხორციელდეს ნივთიერი მტკიცებულების საპროცესო კონფისკაცია და სანადირო-სპორტული დანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს რეაგირებისათვის.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ---------- დ--–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით;

2. თ---------- დ--–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

3. სანადირო-სპორტული დანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ინახება ს----------–----–--------–---------–-–-----------------------------------------------------------–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს; 1 (ერთი) ცალი 6 მლ. ერთჯერადი მოხმარების შპრიცი, მასში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება - მეთადონი (მარილი), რაოდენობით - 0,03 გრამი, 1 (ერთი) ცალი 6 მლ. ერთჯერადი მოხმარების შპრიცი, მასში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება - მეთადონი (მარილი), რაოდენობით - 0,0275 გრამი, 1 (ერთი) ცალი 6 მლ. ერთჯერადი მოხმარების შპრიცი, მასში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება - მეთადონი (მარილი), რაოდენობით - 0,0375 გრამი, რომელიც ინახება ს----------–----–---–--------–---------------–----------–-–-----------------------------–----------------------–--–ი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი