განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1/2902-18
(002070518003)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 სექტემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლის დავით შაკიაშვილის,ბრალდებულ ო------------,ადვოკატ მამუკა ქირიას
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ო-------–-------------------------------------- - დაბადებულის 1----–-–-------------------------------–-------------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: თბილისი, გ-–-----------------------------------------–- - მიმართ, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ო------------ ბრალად ედება ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, საცავში უკანონო შეღწევით რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 07 მაისს, საღამოს საათებში ო----------- იმყოფებოდა თბილისში, გ-------–--–-----------–---------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. სიგარეტის ყიდვის მიზნით იგი მივიდა იმავე ქუჩაზე მდგარ „საქართველოს ფოსტა“-ს ჯიხურთან, რომელიც ვაჭრობდა სხვადახვა სახის პროდუქტებით,ასევე თამბაქოს ნაწარმით. ო-----------მ, ჯიხურთან მიახლოებისას ღია კარში შენიშნა, რომ თაროზე იდო საკმაოდ მოზრდილი თანხის შეკვრა, რა დროსაც წარმოეშვა დანახული თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების განზრახვა. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მან ჯერ შეათვალიერა ჯიხურის გამყიდველი ქალი და მამაკაცი და დარწმუნდა რა იმაში, რომ ორივენი იყვნენ შუახნის ასაკს გადაცილებულნი და ვერ შეძლებდნენ მისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევას, ჩათვალა, რომ შანსი ხელიდან არ უნდა გაეშვა. წარბებთან ჩამოიწია კეპი, რათა გამყიდველებს მისი სახის ნაკვთები არ შეემჩნიათ და შევარდა ჯიხურში, რა დროსაც იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ფულად თანხას, რის შედეგადაც შპს „საქართველოს ფოსტას“ მიადგა 6200 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი, ხოლო გამყიდველებს, მ------------–---–სა და ვ-–-------–---–- - მორალური ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ო-----------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: ვ-–----------–---–-------------------------------------------------–-------–-----------------------------–---–----------------------------------------------------------------–-----------–------–-–--------–---–-------------------------–-------------–--------------–--------------------–--------------------------------------------------------------------------------------------------–--–---------–---–--------–----–-----–---–-------------–-----------------------–---- გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ო------------ გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულების მ------------–---–ისა და ვ-–-------–---–ის გამოკითხვის ოქმები, ო------------ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ო------------ საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცებები საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი, და საქმეში არსებული სხვა მასალები ) ერთობლიობა ო------------ დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას, ხოლო მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი სასჯელის მოხდის პერიოდში. გასათვალისწინებელია ასევე, რომ სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის და საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 02 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 04 (ოთხი) წელი, რაც შთანთქოს ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ო------------ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
ო------------ სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 11 მაისიდან.
გაუქმდეს ო------------ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
ნივთიერი მტკიცებულები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუში და ო------------ სუნის კვალი - რომელიც გადაგზავნილია საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ო------------ ნერწყვის ნიმუში და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაწმენდები - რომელიც გადაგზავნილია ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ო------------ ხელის კვლის ნიმუში - რომელიც ინახება დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ო------------ სახლის ჩხრეკისას ამოღებული იარაღის მაგვარი საგანი და რეზინის ხელთათმანები - რომელიც გადაგზავნილია ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ო------------ სახლის ჩხრეკისას ამოღებული მაისური და ქურთუკი - რომელიც გადაგზავნილია ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.
ო------------ პირადი ჩხრეკისას ამოღებული სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი და საფულე, მასში მოთავსებული ნივთებით - რომელიც ინახება დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტო-სურათები გადატანილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე - რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
ალიკა ზანარდიას სახლის ჩხრეკის დროს გადაღებული ფოტო სურათები გადატანილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე - რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
ო------------ სახლის ჩხრეკის დროს გადაღებული ფოტო სურათები გადატანილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე - რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი