განაჩენი

სისხლის სამართლის 19.10.2018
საქმის ნომერი
120100118002632909
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
19.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №18002632909-1/366-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - გ------------–---–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ-----------------ე

მამის სახელი: ა--------

დაბადებული: 2-.0-.1---

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

მისამართი: ა-------ს რაიონი, სოფელი დ-----------

რეგისტრირებული: ა-------ს რაიონი, სოფელი დ-----------

 

ადვოკატი - ი--------------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2018 წლის 7----–--- დაახლოებით 18:30 საათზე, ა-------ს რაიონის სოფელ დ----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ-----------------ემ საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე მეუღლეს ლ---------------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხის ჯოხი დაარტყა ზურგის არეში, ასევე რამდენჯერმე დაარტყა წაქცეულს ხელი და ფეხი სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის გამოც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი აღნიშნულს არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

3. პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

მ-----------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

ლ---------------ის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად 2018 წლის 07----–--- მეუღლე მ-----------------ე მთვრალ მდგომარეობაში დაბრუნდა სახლში, საყვედურის შემდეგ ლ---------------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ; ხელჯოხი გადაარტყა ზურგის არეში, რა დროსაც ლ---------------ე წაიქცა და და გააგრძელა მისი მიმართულებით ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

იხ. ს.ფ. 10-12;

 

ნ-----–-----------ის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმადაც 2018 წლის 07----–--- იმყოფებოდა მის მეზობელ ლ---------------ესთან, რა დროსაც მისი მეუღლე მ-----------------ე მთვრალ მდგომარეობაში დაბრუნდა სახლში და დაიწყეს კამათი. იგი მაშსინვე წავიდა იქიდან, მისი იქ ყოფნის პერიოდში მეუღლეებს ერთმანეთისათვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. მოგვიანებით გაიგო, რომ მ-----------------ეს მეუღლე ლ---------------ისათვის მიუყენებია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

იხ. ს.ფ. 32-34;

მ-----------------ემ სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

 

2018 წლის 0-----–---- N5--------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ლ---------------ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორ თითოეული ცალცალკე, ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

იხ. ს.ფ. 26-28;

 

მ-----------------ის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მ-------------ის, გ--–----------ის, რ---------–-–---–ის, ნ-----–-----------ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმები, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო დათვალიერების ჩატარების შესახებ, ხელწერილი დათვალიერების ჩატარების თანხმობაზე, დადგენილება ლ---------------ესთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ, მ-----------------ის ნასამართლეობის ცნობა, მ-----------------ის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილება, განჩინება ბრალდებულ მ-----------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია მ-----------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მ-----------------ის მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩადენილია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, შესაბამისად, დასახელებული კვალიფიკაციით ბრალდებული ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

მ-----------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასვამ მდგომარეობაში დანაშაულის ჩადენა.

 

მ-----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-----------------ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის უნდა დაენიშნოს ძირითად სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი 01 წელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 წელი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მ-----------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-----------------ე (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი 01 წელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 წელი.

 

2. მ-----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ დ--------------ის, ვ--------------ის, ლ---------------ის, მ------------ისა და მ-----------------ის თანასაკუთრებაში არსებულ 4200 ლარის ღირებულ უძრავ ქონებას, მდებარე; ა-------ს რაიონი, სოფელი დ-----------, ს/კ 6-.0-.2-.6--, 3 000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში.

 

3. პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ მ-----------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4.საქმეში არსბეული ნივთმტკიცება ერთი ცალი ხელჯოხი, რომელიც ინახება შსს ა-------ს პოლიციის სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი