გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.10.2018
საქმის ნომერი
330210017002161893
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
05.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/30718-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე ქ-------–----------–----–---------------

წარმომადგენელი თა-------–---

მოპასუხე შპს „ზ----“

წარმომადგენელი ზვ-------------

დავის საგანი პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნაა

 

1.1 შპს „ზ----ს“ ქ-------–----------–----–-------------იის სასარგებლოდ დაეკისროს - სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--1------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე საჯარიმო სანქცია - 57 377.80 ლარის ოდენობით;

 

ქ-------–----------–----–---------------ს და შპს „ს--–-----–----------–----–-------------–--------“ შორის 2015 წლის 6 მაისს დაიდო N--1------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. 2015 წლის 30 სექტემბრის შეთანხმების თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებები და ვალდებულებები გადაეცა შპს „ზ----ს“.

 

N--1------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანია; ქ. თბილისში, დ-----------–-----–---------------------------------------------–--–-----------ის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს - 2 188 965.69 ლარს. 2015 წლის 23 დეკემბერს ცვლილება შევიდა წინამდებარე ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა - 2 387 703.41 ლარით.

 

N--1------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, სამუშაოს მიწოდების ვადა არის - სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, წერილობითი დავალების მიცემიდან 210 კალენდარული დღე. 2015 წლის 10 დეკემბრის შეთანხმებით განისაზღვრა სამუშაოების მიწოდების საბოლოო ვადა - 2015 წლის 30 დეკემბერი.

 

ამავე ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, „მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებენ ქ-----------------------------------------------–---–------------–----------------- თანამშრომლები, ხოლო ტექნიკურ ზედამხედველობას - ა----------–----------–----–-------–---------------“.

 

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--1------- ხელშეკრულების 9.6 პუნქტის თანახმად, საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ვადაგადაცილებით წარდგენილი და მიღება-ჩაბარების აქტით გაფორმებული დადასტურებული სამუშოების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2016 წლის 26 თებერვლის N9 მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ შპს „ზ----ს“ მიერ 2016 წლის 22 თებერვალს შესრულებულ იქნა 161 279.18 ლარის ღირებულების სამუშაო.

 

2016 წლის 26 თებერვლის N10 მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ შპს „ზ----ს“ მიერ 2016 წლის 22 თებერვალს შესრულებულ იქნა 55 249.32 ლარის ღირებულების სამუშაო.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მიმწოდებელს უნდა ჩაებარებინა 2015 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით და რეალურად სამუშოების შესრულდა 2016 წლის 22 თებერვალს, სახეზეა სამუშაოების შესრულების 54 დღიანი ვადაგადაცილება.

 

მიღება-ჩაბარების N9 და N10 აქტებით დასტურდება, რომ 2016 წლის 22 თებერვალს შესრულებულია 161279.18+55249.32=216 528.50 ლარის სამუშაოები, შესაბამისად, მიმწოდებელს ხელშეკრულების 9.6 პუნქტის თანახმად დაეკისრა პირგასამტეხლო - 11 692.54 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებულ იქნა შემდეგნაირად: 216 528.50*0.1/100=216 528.5*54=11 692.54. აღნიშნული საჯარიმო თანხის შესახებ მიმწოდებელს ეცნობა ქ-------–----------–----–---------–-----------------–---------------ის 2016 წლის 10 მარტის N-------- წერილით, თუმცა დაკისრებული ჯარიმა გადაუხდელია.

 

2016 წლის 07 მარტის N11 მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ შპს „ზ----ს“ მიერ 2016 წლის 07 მარტს შესრულებულ იქნა 18 296.01 ლარის ღირებულების სამუშაო.

 

2016 წლის 07 მარტის N12 მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ შპს „ზ----ს“ მიერ 2016 წლის 07 მარტს შესრულებულ იქნა 455 999.04 ლარის ღირებულების სამუშაო.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშოები მიმწოდებელს უნდა ჩაებარებინა 2015 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით და რეალურად სამუშოები შესრულდა 2016 წლის 07 მარტს, ანუ სამუშოების შესრულების 68 დღიანი ვადის გადაცილებით.

 

მიღება-ჩაბარების N11 და N12 აქტებით დასტურდება, რომ 2016 წლის 07 მარტს შესრულებულია 18 296.01+455 999.04=474 295.05 ლარის სამუშოები, შესაბამისად, მიმწოდებელს ხელშეკრულების 9.6 პუნქტის თანახმად, დაეკისრა პირგასამტეხლო - 32 252.07 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებულ იქნა შემდეგნაირად: 474 295.05*0.1/100=474 295.05*68=32 252.07. აღნიშნული საჯარიმო თანხის შესახებ მიმწოდებელს ეცნობა ქ-------–----------–----–---------–-----------------–---------------ის 2016 წლის 16 მარტის N-------- წერილით, თუმცა დაკისრებული ჯარიმა დღმდე გადაუხდელია.

 

2016 წლის 19 მაისის N13 მიღება-ჩაბარების აქტით და ქ-----------------------------------------------–---–------------–----------------- 2016 წლის 25 მაისის N----------- წერილით დასტურდება, რომ შპს „ზ----ს“ მიერ 2016 წლის 27 აპრილს შესრულებულ იქნა 20 120.38 ლარის ღირებულების სამუშაო.

 

2016 წლის 19 მაისის N14 მიღება-ჩაბარების აქტით და N----------- წერილით დასტურდება, რომ შპს „ზ----ს“ მიერ 2016 წლის 27 აპრილს შესრულებულ იქნა 92 763.52 ლარის ღირებულების სამუშაო.

 

სამუშაოები მიმწოდებელს უნდა ჩაებარებინა 2015 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით და რეალურად სამუშოები შესრულდა 2016 წლის 27 აპრილს, სახეზეა სამუშოების შესრულების 119 დღიანი ვადაგადაცილება.

 

მიღება-ჩაბარების N13 და N14 აქტებით დასტურდება, რომ 2016 წლის 16 მაისს შესრულებულია 20 120.38+92 763.52=112 883.90 ლარის სამუშაოები, შესაბამისად, მიმწოდებელს ხელშეკრულების 9.6 პუნქტის თანახმად დაეკისრა პირგასამტეხლო - 13 433.19 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებულ იქნა შემდეგნაირად: 112 883.90*0.1/100=1 128 883.9*119=13 433.19. აღნიშნული საჯარიმო თანხის შესახებ მიმწოდებელს ეცნობა ქ-------–----------–----–---------–-----------------–---------------ის 2016 წლის 10 ივნისის N--------- წერილით, თუმცა დაკისრებული ჯარიმა დღმდე გადაუხდელია.

 

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--1------- ხელშეკრულების დარღვევისათვის შპს „ზ----ს“ ეკისრება პირგასამტეხლო - 57 377.80 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ სასარჩელო განცხადებაში დასახელებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირდეს. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე შპს „ზ----მ“ ცნო სარჩელის მოთხოვნა 11 475.56 ლარის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ-------–----------–----–---------------ს და შპს „ს--–-----–----------–----–-------------–--------“ შორის 2015 წლის 6 მაისს დაიდო N--1------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. 2015 წლის 30 სექტემბრის შეთანხმების თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებები და ვალდებულებები გადაეცა შპს „ზ----ს“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--1------- ხელშეკრულება;

- 2015 წლის 30 სექტემბრის შეთანხმება.

 

3.1.2. N--1------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანია; ქ. თბილისში, დ-----------–-----–---------------------------------------------–--–-----------ის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშოების შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს - 2 188 965.69 ლარს. 2015 წლის 23 დეკემბერს ცვლილება შევიდა წინამდებარე ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა - 2 387 703.41 ლარით.

 

ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, სამუშაოს მიწოდების ვადა არის - სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, წერილობითი დავალების მიცემიდან 210 კალენდარული დღე. 2015 წლის 10 დეკემბრის შეთანხმებით განისაზღვრა სამუშაოების მიწოდების საბოლოო ვადა - 2015 წლის 30 დეკემბერი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--1------- ხელშეკრულება;

3.1.3. 2016 წლის 26 თებერვლის N9 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს „ზ----ს“ მიერ 2016 წლის 22 თებერვალს შესრულებულ იქნა 161 279.18 ლარის ღირებულების სამუშაო.

 

2016 წლის 26 თებერვლის N10 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს „ზ----ს“ მიერ 2016 წლის 22 თებერვალს შესრულებულ იქნა 55 249.32 ლარის ღირებულების სამუშაო.

 

ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტებით გათვალისწინებული, 216 528.5 ლარის ღირებულების სამუშაოები მიმწოდებელს უნდა ჩაებარებინა 2015 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით და სამუშაოები შესრულდა 54 დღიანი ვადაგადაცილებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--1------- ხელშეკრულება;

- N9, N10 მიღება-ჩაბარების აქტები;

 

3.1.4. 2016 წლის 07 მარტის N11 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, რომ შპს „ზ----ს“ მიერ 2016 წლის 07 მარტს შესრულდა 18 296.01 ლარის ღირებულების სამუშაო.

 

2016 წლის 07 მარტის N12 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს „ზ----ს“ მიერ 2016 წლის 07 მარტს შესრულებულ იქნა 455 999.04 ლარის ღირებულების სამუშაო.

 

ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტებით გათვალისწინებული 474 295.05 ლარის ღირებულების სამუშოები მიმწოდებელს უნდა ჩაებარებინა 2015 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით და სამუშაოები შესრულდა 68 დღიანი ვადაგადაცილებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--1------- ხელშეკრულება;

- N11, N12 მიღება-ჩაბარების აქტები;

 

3.1.5. 2016 წლის 19 მაისის N13 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს „ზ----ს“ მიერ 2016 წლის 27 აპრილს შესრულდა 20 120.38 ლარის ღირებულების სამუშაო.

 

2016 წლის 19 მაისის N14 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 2016 წლის 27 აპრილს შესრულდა 92 763.52 ლარის ღირებულების სამუშაო.

 

ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტებით გათვალისწინებული 112 883.90 ლარის ღირებულების სამუშაოები მოპასუხეს უნდა შეესრულებინა, 2015 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით და სამუშაოები შესრულდა 119 დღიანი ვადაგადაცილებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--1------- ხელშეკრულება;

- N13, N14 მიღება-ჩაბარების აქტები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--1------- ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.6 პუნქტის თანახმად, საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ვადაგადაცილებით წარდგენილი და მიღება-ჩაბარების აქტით გაფორმებული დადასტურებული სამუშოების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--1------- ხელშეკრულება;

 

3.2.2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--1------- ხელშეკრულების დარღვევისათვის შპს „ზ----ს“ სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილებისათვის ეკისრება პირგასამტეხლო - 57 377.80 ლარის ოდენობით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ანალიზის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ ქ-------–----------–----–-------------იის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთახნმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

განსახილველ შემთხვევაში, ქ-------–----------–----–---------------სა და შპს „ზ----ს“ შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, შპს „ზ----ს“ ეკისრებოდა შეთანხმებულ ვადებში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს ანაზღაურება. კერძოდ, ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.6 პუნქტის თანახმად, საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ვადაგადაცილებით წარდგენილი და მიღება-ჩაბარების აქტით გაფორმებული დადასტურებული სამუშაოების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დადგენილია, რომ შპს "ზ----ს" მიერ სამუშაოების შესრულების ვადების დარღვევა. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამავე კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.

 

ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.

 

სასამართლოს მოსაზრებით, 57 377.80 ლარის პირგასამტეხლოს სახით დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე და პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად მიაჩნია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.02%, რაც შეადგენს 11 475.56 ლარს. სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილი მოპასუხემ ცნო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნიდან დაკმაყოფილდა მოთხოვნა 11 475.56 ლარის ნაწილში, მოთხოვნის რა ნაწილიც ცნო მოპასუხემ. შესაბამისად, მოპასუხეს ამ თანხის 3%-ის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება. არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა 45 902.24 ლარის ნაწილში. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 49-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 2591-ე 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. ქ-------–----------–----–-------------იის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1 დაეკისროს მოპასუხე შპს „ზ----ს“ ქ-------–----------–----–-------------იის სასარგებლოდ 11 475.56 ლარის გადახდა;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მაკა ჭედია