განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #--------
#------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
ია ბაისონაშვილის მდივნობით
პროკურორის – ა-–---------- ჩ----ის
ბრალდებულის – ნ-----–-- ზ---–------ის
ადვოკატის – ზ---- ბ------ის
თარჯიმნის – მ-----ა კ--–----ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
– ნ-----–-- ტ-------ს ძე ზ---–------ის, დაბადებულის 1--- წლის 3--------------- საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------- ნასამართლობის მქონის, არასრული საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: თ------–------ს რ-----ის სოფელ ა-–----ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--ში, სოფელ დ------ში, დ---------- ქუ-- №1--ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ”ე” და ”ვ” ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ-----–-- ზ---–------ს წარედგინა ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, ესე იგი სხეულის დაზიანებისათვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი არაერთგზის და იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ-----–-- ზ---–------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა.
ნ-----–-- ზ---–------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 4-----------ის განაჩენით ნ----- მ--------ი, იგივე ნ-----–-- ზ---–------ი (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 16 ნოემბრის წერილის თანახმად, ნ----- მ--------ს (2----------) მიღებული აქვს სახელი და გვარი - ნ-----–-- ზ---–------ი, საფუძველი სახელის და გვარის შეცვლის 2014 წლის 9 ივლისის აქტის ჩანაწერი) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2007 წლის 26 თებერვლიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2----------ის განაჩენით ნ----- მ--------ის (იგივე ნ-----–-- ზ---–------ის) მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 4-----------ის განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2---------ს განჩინებით ნ----- მ--------ს (იგივე ნ-----–-- ზ---–------ს), 2012 წლის 28 დეკემბრის №202-რს ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 4-----------ის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 3 (სამი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 26 თებერვლიდან და რაც განჩინების მიღების დროისთვის მოხდილი იყო, შესაბამისად, მსჯავრდებული ნ----- მ--------ი (იგივე ნ-----–-- ზ---–------ი) სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 25 იანვარს.
ჯერ კიდევ იყო რა ნასამართლევი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, 2017 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ------–--ში, ფ-------ის ქუ--ზე მდებარე რესტორან „ზ-----–----“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიზნით, ჯ----– ა-----ს სახეში და სხეულის სხვადასხვა არეში დაარტყა მკვრივი საგანი, რა დროსაც ჯ----– ა-----მა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
ე.ი. ნ-----–-- ზ---–------მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ”ვ” ქვეპუნქტით.
საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ნ-----–-- ზ---–------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ ცოლმა - ი---- პ---–-----მა უთხრა, რომ ჯ----– ა-----ის ტელეფონის ნომრიდან ეგზავნებოდა SMS-შეტყობინებები, რომლითაც მოთხოვნილი იყო ფული (1500 აშშ დოლარი) იმის სანაცვლოდ, რომ ქმრისთვის – ნ-----–-- ზ---–------ისათვის არ ეთქვათ ცოლის უწესო საქციელის შესახებ (თითქოს იგი იყო „ქალი გამოძახებით“). 2017 წლის 3 ნოემბერს, მან სამსახურში გაუარა თავის ცოლს, რის შემდეგაც მეუღლის კუთვნილი თეთრი ფერის ავტომანქანით საკითხის გასარკვევად მივიდნენ ჯ----– ა-----თან მის სამუშაო ადგილას. ჯ----– ა-----ი ჩაჯდა მანქანის უკანა სალონში და წავიდნენ. გზაში მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, რა დროსაც ჯ----– ა-----მა მას „რქიანი“ უწოდა, რაზეც იგი გაბრაზდა, გადავიდა ავტომანქანიდან და ჯ----– ა-----ს მოსთხოვა ავტომანქანიდან გადასვლა, რა დროსაც მათ შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. მან ჯ----–ს 2-3–ჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, თუმცა რაიმე საგანი არ გამოუყენებია. ისინი გააშველა ი----მ, რის შემდეგაც ჯ----– ა-----ი თავისი ფეხით წავიდა შემთხვევის ადგილიდან ისე, რომ მას სისხლი არ სდიოდა, ხოლო თავადაც მალევე დატოვეს შემთხვევის ადგილი. ბრალდებულმა გამოძიებაში მიცემული ჩვენება არ დაადასტურა და განმარტა, რომ ოქმს ისე მოაწერა ხელი, რომ გამომძიებელს მისთვის ჩვენება არ წაუკითხავს.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ნ-----–-- ზ---–------ის მიერ ჯ----– ა-----ისათვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი.
სასამართლოს აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს უქმნის შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზი, კერძოდ:
დაზარალებულ ჯ----– ა-----ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 3 ნოემბერს, სამსახურში მიაკითხა ნ-----–-- ზ---–------მა თავის მეუღლესთან ერთად, ჩაისვა ავტომანქანის უკანა სალონში, გაიყვანა მიმდებარე ტერიტორიაზე და დაუწყო ჩხუბი. იგი გადავიდა ავტომანქანიდან და ამ დროს ნ-----–--მ მკვრივი საგანი ორჯერ ჩაარტყა თვალის არეში, რის გამოც თვითონ გაიქცა, ხოლო ნ-----–-- ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. ამის შემდეგ დახმარებისათვის მან დაურეკა უ-- მ-----–-–---–ს, რადგან თავად თვალიდან ვეღარ ხედავდა და უჭირდა გადაადგილება. უ-- მალევე მივიდა და წაიყვანა მის სამუშაო ადგილას - ავტოსამრეცხაოში, საიდანაც ახლობელმა ვ-–-------- ა-----მა წაიყვანა სახლში. დილით გადაიყვანეს თვალის კლინიკაში, სადაც უთხრეს, რომ საოპერაციო იყო, რაზეც მან საწყის ეტაპზე თავი შეიკავა და წამოვიდა, თუმცა იმის გამო, რომ მდგომარეობა დაუმძიმდა, გადაწყვიტა მეორე დღეს ხელახლა მიეკითხებინა კლინიკისათვის და გაეკეთებინა ოპერაცია. ოპერაციის მიუხედავად, მარცხენა თვალიდან მხოლოდ 35-40%-ით ხედავს და ასევე აქვს მეხსიერების პრობლემაც.
ვიდეოჩანაწერების თანახმად, ფაილი #1-ში ჩანს, რომ ქ------–--ში, ბ--–--–---–-ს ქუჩა #6--ში მდებარე ინდ.მეწარმე ზ------ მ-----–-–---–ის ავტოსამრეცხაოს ტერიტორიაზე შედის თეთრი ფერის ავტომანქანა და ჩერდება. ვიდეოჩანაწერი იწყება 21:56:26 საათზე და მთავრდება 21:57:12 საათზე; ფაილი #2-ში ჩანს, რომ თეთრი ფერის ავტომანქანის უკანა სავარძელზე ჯდება პიროვნება, რის შემდეგაც მანქანა გადის ტერიტორიიდან. ვიდეოჩანაწერზე მითითებულია დრო - 21:58:12 საათი. ბრალდებულის განმარტებით, აღნიშნული ავტომანქანა ეკუთვნის მის მეუღლეს - ი---- პ---–-----ს, რომლითაც მიაკითხა ჯ----– ა-----ს.
2018 წლის 25 იანვრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, ზემოაღნიშნული ვიდეოჩანაწერები დათვალიერებულ იქნა ჯ----– ა-----ის მონაწილეობით, რომელმაც განმარტა, რომ ვიდეოჩანაწერის #1 ფაილში დაფიქსირებული თეთრი ფერის ავტომანქანით 2017 წლის 4 ნოემბერს მიაკითხა ნ-----–-- ზ---–------მა და სთხოვა ავტომანქანაში ჩაჯდომა, ხოლო ვიდეოჩანაწერის #2 ფაილში დაფიქსირებული პიროვნება, რომელიც ჯდება აღნიშნულ თეთრი ფერის ავტომანქანის უკანა სავარძელზე, არის თავად.
ჯ----– ა-----ის მონაწილეობით 2018 წლის 4 იანვარს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ჯ----– ა-----მა - ფ-------ის ქუ--ზე მდებარე რესტორან „ზ-----–----“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიუთითა ადგილი, სადაც 2017 წლის 4 ნოემბერს, ნ-----–-- ზ---–------მა მიიყვანა ი---- პ---–-----ის კუთვნილი ავტომანქანით და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
მოწმე უ-- მ-----–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ბ--–--–---–-ს ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოში. 2017 წლის ნოემბრის დასაწყისში, ავტოსამრეცხაოში შევიდა ტოიოტას ფირმის მინივენი, რომელშიც ჩაჯდა ჯ----– ა-----ი და წავიდა ავტოსამრეცხაოდან. ავტომანქანაში ისხდნენ ასევე ერთი ქალი და ერთი მამაკაცი. მოგვიანებით ტელეფონზე შემოსულ უცხო ზარს უპასუხა, იგი იყო ჯ----– ა-----ი და ითხოვდა დახმარებას. ადგილზე მისვლისას ნახა, რომ ჯ----– ა-----ი იყო ნაცემი და ყველაფერს იტკიებდა, ასევე თვალიდან ვერ ხედავდა და უჭირდა გადაადგილება, რის გამოც მოკიდა ხელი, ჩასვა თავის ავტომანქანაში და მიიყვანა ავტოსამრეცხაოში. შემდეგ დაურეკა მის ნათესავს - ვ-–-------- ა-----ს, რომელმაც ჯ----– ა-----ი წაიყვანა სახლში.
მოწმე ვ-–-------- ა-----მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 4 ნოემბერს ჯ----– ა-----მა დაურეკა და უთხრა, რომ ჩხუბი მოუვიდა და მიეკითხებინა მისთვის. იგი მივიდა ფ-------ის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოში, სადაც ჯ----– ა-----ი იმყოფებოდა და ნახა, რომ მას სახეზე დაზიანება აღენიშნებოდა და სახეს ნაჭრით იწმენდდა. ჯ----– ა-----მა უთხრა, რომ ჩხუბი მოუვიდა ნ-----–-- ზ---–------თან. მოწმის განმარტებით, ვინაიდან ჯ----– ა-----მა შეთავაზებულ სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე უარი განაცხადა, იგი წაიყვანა სახლში, თუმცა იმის გამო, რომ კარი დაკეტილი დახვდათ, ძმასთან წაიყვანა მანგლისში. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ჯ----– ა-----ს თვალი ჰქონდა დალურჯებული.
მოწმე დ-------- ა-----ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 4 ნოემბერს, გვიან ღამით, ვ-–-------- ა-----მა თბილისიდან მანგლისში - მასთან სახლში მიიყვანა ჯ----– ა-----ი და უთხრა, რომ მიეხედა მისთვის. ავტომანქანიდან გადმოყვანილი ჯ----– ა-----ი მეზობლისა და ვ-–-------- ა-----ის დახმარებით შეიყვანეს სახლში, შემდეგ მეზობელმა ვ-–-მ სახიდან მოწმინდა სისხლი, თუმცა იგი იმდენად მძიმედ იყო, რომ დილით გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლითაც იგი გადაიყვანეს შპს „----------------–-“. მოწმის განმარტებით, იმის გამო, რომ ფული არ ჰქონდათ, პირველი მიყვანისას მის ძმას - ჯ----– ა-----ს ოპერაცია ვერ გაუკეთეს, თუმცა შემდეგ მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ მეორე დღეს ხელახლა მიაკითხეს კლინიკას და გაუკეთდა ოპერაცია.
მოწმე გ------- ა-----ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 4 ნოემბერს, გვიან ღამით, დაურეკა ბიძამ - დ-------- ა-----მა და უთხრა, რომ მამამისი ჯ----– ა-----ი ცუდად იყო და მისულიყო და მიეხედა მამისთვის. მან იმ ღამით მისვლა ვერ შეძლო და მივიდა მეორე დილით, რა დროსაც ნახა, რომ მამამისს სახე ჰქონდა შესიებული და დაზიანებები აღენიშნებოდა, კერძოდ, თვალთან ჰქონდა ჭრილობა, ხოლო სახეზე და ტანსაცმელზე აღენიშნებოდა სისხლი. მისი მისვლის შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლითაც ჯ----– ა-----ი გადაიყვანეს შპს „----------------–-“.
მოწმე ზ------ ე---–----–---–ის ჩვენების თანახმად, იგი არის შპს „------------------“ ყბა-სახის ქირურგი. 2017 წლის 5 ნოემბერს მის მიერ გასინჯულ იქნა პაციენტი ჯ----– ა-----ი, რომელსაც აღენიშნებოდა სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა. მართალია, მის მიერ პაციენტს განემარტა, რომ საჭირო იყო ოპერაციის გაკეთება, თუმცა მომართვის პირველ დღეს პაციენტმა თავი შეიკავა ოპერაციის გაკეთებაზე, ხოლო მეორე დღეს კვლავ მიმართეს მას განმეორებით და გაუკეთა ოპერაცია.
2017 წლის 8 ნოემბრის ამოღების ოქმის თანახმად, დ-------- ა-----ისაგან ამოღებულ იქნა ჯ----– ა-----ის კუთვნილი ტანსაცმელი, კერძოდ: შავი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, ნაჭრის ქურთუკი და ნაქსოვი სვიტერი, რომელთაც აღენიშნებოდათ მოწითალო ფერის ლაქები.
2017 წლის 20 ნოემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით „ტანსაცმელი ჯ----– ა-----ის“ მოთავსებულ სვიტერზე (ობ.#1), ქურთუკსა (ობ.#2,3) და მაისურზე (ობ.#4) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ჯ----– ა-----ს (ობ.#5; პაკეტი, წარწერით: „ჯ----– ა-----ის სისხლი“).
მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა შ------- კ--–-----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოხსენებული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #--------- დასკვნის სისწორე.
მოწმე ქ------- ჩ----ს ჩვენების თანახმად, იგი არის შპს „------------------“ კანცელარიის სპეციალისტი. მან სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამომძიებელს გადასცა ჯ----– ა-----ის სამედიცინო დოკუმენტაცია.
2017 წლის 15 ნოემბრის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, კ--–-----ს ქუ-- #---ში მდებარე შპს „------------------“ კანცელარიის სპეციალისტ ქ------- ჩ----საგან 2017 წლის 11 ნოემბრის #--------- განჩინების საფუძველზე ამოღებულ იქნა ჯ----– ა-----ის სამედიცინო ისტორია, კერძოდ, 2017 წლის 5 ნოემბრის სამედიცინო ისტორია - 20 ფურცლად და 2017 წლის 6 ნოემბრიდან - 10 ნოემბრის ჩათვლით სამედიცინო ისტორია - 53 ფურცლად;
ჯ----– ა-----ის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის თაობაზე სასამართლოს ინფორმაციას აწვდის სამედიცინო დოკუმენტაცია და 2017 წლის 27 დეკემბრის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად, შპს „------------------“ ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #------ის ჩანაწერების თანახმად, მოქალაქე ჯ----– ა-----ი მოუთავსებიათ აღნიშნულ კლინიკაში 05.11.17 წ-ს, 12:55 საათზე (გაეწერა იმავე დღეს 17:40 საათზე). დაუდგინდა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ქალასა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, თავის მრავლობითი ჭრილობები (ნაკვეთი ჭრილობები შუბლის არეში მარჯვნივ და თხემ-კეფის არეში), ნახეთქი ჭრილობა მარცხენა ზედა ქუთუთოს არეში. ჩანაწერებში ასევე აღნიშნულია - ჰემატომა მარცხენა თვალბუდის არეში. შპს „------------------“ ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #------ის ჩანაწერების თანახმად, მოქალაქე ჯ----– ა-----ს განმეორებით მიუმართავს აღნიშნული კლინიკისათვის 06.11.17 წ-ს, 13:45 საათზე და გაეწერა - 10.11.17 წელს, 15:00 საათზე, დიაგნოზით: ქალასა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, თავის მრავლობითი ჭრილობები, თვალის კაკლის კომოციო (OU სუბკონიუქტივალური სისხლჩაქცევა).
დაზიანებები ნაკვეთი ჭრილობების სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დანარჩენი დაზიანებები (თავის ტვინის შერყევა, ქალასა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობა მარცხენა ზედა ქუთუთოს არეში, ჰემატომა მარცხენა თვალბუდის არეში, სუბკონიუქტივალური სისხლჩაქცევა) განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 04.11.17 წელს.
მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ნ----- ჯ-------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოხსენებული სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის სისწორე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილების თანამშრომლებმა - მოწმეებმა თ----–- ფ--–------–---–მა, დ-------- ტ----–---–მა, თ----- მ---------–მა, მ--- თ----------მ და პ------ დ-------–--ემ სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების თაობაზე და განმარტეს, რომ ისინი ჩაატარეს საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, კერძოდ:
მოწმე ი---- პ---–-----მა განმარტა, რომ ჯ----– ა-----ის ტელეფონის ნომრიდან ჯ----–ის მეგობარი ქალი ჟ---- უზგავნიდა SMS-შეტყობინებებს და სთხოვდა თანხას (1500 აშშ დოლარს) იმის სანაცვლოდ, რომ ნ-----–-- ზ---–------ისათვის არ ეთქვათ მისი უწესო საქციელის შესახებ (თითქოს იგი იყო „ქალი გამოძახებით“). მან აღნიშნული უთხრა თავის ქმარს, რომელმაც 2017 წლის 3 ნოემბერს ჯერ მას მიაკითხა სამსახურში, ხოლო შემდეგ საკითხის გასარკვევად, მისი კუთვნილი თეთრი ფერის ავტომანქანით ერთად მივიდნენ ჯ----– ა-----ის სამუშაო ადგილას. ჯ----– ა-----ი ჩაისვეს ავტომანქანის უკანა სალონში და გავიდნენ ავტოსამრეცხაოდან. გზაში ნ-----–-- ზ---–------სა და ჯ----– ა-----ს შორის ურთიერთობა დაიძაბა, მან ნ-----–--ს „რქიანი“ უწოდა, რაზეც ეს უკანასკნელი გადავიდა ავტომანქანიდან და ჯ----–ს მოსთხოვა ავტომანქანიდან გადასვლა, რა დროსაც მათ შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ხელებს ურტყამდნენ ერთმანეთს, თუმცა ჯ----–ისთვის რაიმე დაზიანება არ შეუმჩნევია. იგი თავისი ფეხით წავიდა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო თვითონ და მისმა მეუღლემ მალევე დატოვეს ტერიტორია. იგი გამოკითხვის ოქმში მითითებულ ინფორმაციას არ ეთანხმება, ვინაიდან მის გამოკითხვას თარჯიმანი არ ესწრებოდა და რა ჩაიწერა გამოკითხვის ოქმში არ იცის.
სასამართლომ შეაფასა ზემოთ განხილული მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მოისმინა პროცესზე დაკითხულ პირთა ჩვენებები და მათი ურთიერთშეჯერების შედეგად გამოიტანა შემდეგი დასკვნა, რომ ბრალდებულმა ნ-----–-- ზ---–------მა 2017 წლის 4 ნოემბერს ჩაიდინა ჯ----– ა-----ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ნ-----–-- ზ---–------სა და ჯ----– ა-----ს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ადასტურებენ თავად ბრალდებული და მისი მეუღლე, მაგრამ უარყოფენ ნ-----–-- ზ---–------ის მხრიდან აღნიშნული დაპირისპირების დროს რაიმე საგნის გამოყენებას და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენებას, აღნიშნულ გარემოებაზე დაყრდნობით კი, დაცვის მხარე მოითხოვს ბრალდებულის ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლზე, ხოლო ალტერნატივის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის შესაბამის მაკვალიფიცირებელ პუნქტზე, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ნ-----–-- ზ---–------ი ჯ----– ა-----ის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის დაზიანებისას მოქმედებდა არაკონკრეტიზებული განზრახვით და მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ჯანმრთელობის დაზიანების იმ ხარისხით, რაც მისმა ქმედებამ სინამდვილეში გამოიწვია. დაზიანების მიყენებისათვის გამოყენებული საგნის (მუშტი თუ სხვა საგანი) მიუხედავად, დაზიანების სიმძიმის განსაზღვრა კი მხარეთა ნებაზე არ არის დამოკიდებული, იგი მოითხოვს სპეციალურ სამედიცინო ცოდნას და განისაზღვრება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. მოცემულ შემთხვევაში სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად კი, ჯ----– ა-----ის მიმართ არსებული დაზიანებები მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოში წარმოდგენილი არ არის ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გაამყარებდა დაცვის მხარის პოზიციას სსკ-ის 126-ე ან 118-ე მუხლის არსებობასთან დაკავშირებით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ნ-----–-- ზ---–------ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ან 118-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების თაობაზე.
რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებული რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა მანგლისში და დაზარალებულის პიროვნების გათვალისწინებით (არის კონფლიქტური და ალკოჰოლის მომხმარებელი), გამოთქვამენ დაზარალებულის სხვა პირებთან კონფლიქტის ვარაუდს და დაზიანებების სხვა ვითარებაში მიღების შესაძლებლობას, სასამართლო ვერც ამ ვერსიას გაიზიარებს, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, გამორიცხავს ჯ----– ა-----ის მიმართ მიყენებული დაზიანებების სხვა პირის მხრიდან განხორციელების შესაძლებლობას, ვინაიდან დაზარალებულ ჯ----– ა-----ის, ავტოსამრეცხაოს მენეჯერის - უ-- მ-----–-–---–ის, თავად ბრალდებულისა და დაცვის მხარის მოწმე - ი---- პ---–-----ის განმარტებებით და ავტოსამრეცხაოს ვიდეოჩანაწერებით, დადგენილია, რომ ნ-----–-- ზ---–------ი მეუღლესთან - ი---- პ---–-----თან ერთად, ამ უკანასკნელის კუთვნილი თეთრი ფერის ავტომანქანით მივიდა ჯ----– ა-----თან ავტოსამრეცხაოში, საიდანაც ჯ----– ა-----ი (დაზიანებების გარეშე), ნ-----–-- ზ---–------ი და ი---- პ---–-----ი ერთად წავიდნენ ავტოსამრეცხაოდან. აღნიშნულის შემდეგ, ნ-----–-- ზ---–------სა და ჯ----– ა-----ს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რასაც ადასტურებენ ზემოაღნიშნული პირები, მათ შორის თავად ბრალდებულიც აღნიშნავს, რომ 2-3-ჯერ დაარტყა ჯ----– ა-----ს სახეში ხელი. ფიზიკური დაპირისპირების ადგილზე ნაცემი ჯ----– ა-----ის ყოფნის ფაქტს ადასტურებს უ-- მ-----–-–---–ი, რომელსაც შემთხვევის ადგილიდან დაუკავშირდა ჯ----– ა-----ი და სთხოვა დახმარება. მოწმემ ასევე დაადასტურა ჯ----– ა-----ის სხეულზე არსებული დაზიანებები. ამდენად, უ-- მ-----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ავტოსამრეცხაოდან წასვლისას ჯ----– ა-----ს დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ხოლო ნ-----–-- ზ---–------სა და ჯ----– ა-----ს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, იგი პირველი ნახულობს დაზარალებულს და ადასტურებს ჯ----– ა-----ის სხეულზე დაზიანებების არსებობას, რაც გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას სხვა პირებთან კონფლიქტის შესაძლებლობის შესახებ. აქვე საყურადღებოა, რომ ჯ----– ა-----ი თავად ეუბნება მასთან დასახმარებლად მისულ ვ-–-------- ა-----ს, რომ ჩხუბი მოუვიდა ნ-----–-- ზ---–------თან, ხოლო ამ ჩხუბის შემდეგ ჯ----– ა-----ის გვერდით მყოფი პირები (უ-- მ-----–-–---–ი, ვ-–-------- ა-----ი, დ-------- ა-----ი, გ------- ა-----ი) დაზარალებულის კონფლიქტს სხვა პირთან გამორიცხავენ, რის გამოც სასამართლო უარყოფს დაცვის მხარის ვერსიას ჯ----– ა-----ის დაზიანების სხვა ვითარებაში მიღების შესახებ.
ბრალდებული და მისი მეუღლე ავითარებენ ვერსიას იმის თაობაზე, რომ მათ ჯ----– ა-----ს მიაკითხეს 3 ნოემბერს და შესაბამისად, ჩხუბიც მოხდა 3 ნოემბერს, რაშიც ასევე იმოწმებენ დაზარალებულის მიერ სასამართლო სხდომაზე მითითებულ თარიღს, თუმცა სასამართლო იზიარებს გამოძიების მიერ დადგენილ თარიღს - 4 ნოემბერს, რადგან პროცესზე დაკითხულ სხვა მოწმეთა ჩვენებები და სამედიცინო დოკუმენტაცია სწორედ ამ თარიღის ნამდვილობას ადასტურებს, კერძოდ, დაზარალებულის შვილი - გ------- ა-----ი აცხადებს, რომ მას 4 ნოემბერს შეატყობინა ბიძამ ჯ----– ა-----ის მძიმე მდგომარეობის შესახებ, ხოლო იმის გამო, რომ მან იმ ღამით ვერ შეძლო ბიძასთან მისვლა, სადაც იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამამისი, მეორე დილით (5 ნოემბერს) მივიდა მასთან, რა დროსაც ჯ----– ა-----ი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ გადაიყვანა შპს ,,ნ---------------–-“. სამედიცინო დოკუმენტაციითაც დგინდება, რომ ჯ----– ა-----ი შპს ,,ნ---------------–-“ მიყვანილია 5 ნოემბერს, რაც სასამართლოს უქმნის გამოძიების მიერ დადგენილი თარიღის უტყუარად მიჩნევის შესაძლებლობას. ბრალდებული და მისი მეუღლე შეეცადნენ გამოეყენებინათ დაზარალებულის მიერ პროცესზე დასახელებული თარიღი 3 ნოემბერი და სასამართლოს მათაც მოახსენეს თითქოს ამ თარიღში მომხდარი დაპირისპირების შესახებ და დაპირისპირების იმ მიზეზის შესახებ, რაც მათ გამოძიებაში არ უხსენებიათ, ორივე მათგანი გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში სულ სხვა მიზეზს ასახელებდა და მკაფიოდ მიუთითებდა 4 ნოემბერზე, რაც შეეხება დაზარალებულს, მან სასამართლოს გარკვევით მოახსენა, რომ ამ ჩხუბის შემდეგ აღენიშნება მეხსიერების პრობლემა და არ არის გამორიცხული, რომ ჩხუბის თარიღის გახსენებისას ცდებოდეს, რადგან გამოძიების ეტაპზე ისიც მიუთითებდა 4 ნოემბერზე.
რაც შეეხება ნ-----–-- ზ---–------ისათვის ერთი და იმავე პერსონალური ნიშნით (მკვლელობის მცდელობისათვის ნასამართლობა) ბრალად წარდგენილ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით მაკვალიფიცირებელ ორ გარემოებას - „არაერთგზისობას“ და „იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა“, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუშვებელია ერთი და იმავე პერსონალური ნიშნით ორი მაკვალიფიცირებელი გარემოების ბრალად შერაცხვა ერთდროულად და იმის გათვალისწინებით, რომ „იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა“ არის სპეციალური ნორმა, ხოლო „არაერთგზისობა“ - ზოგადი, სპეციალურ და ზოგად ნორმებს შორის კონკურენციის პრინციპის შესაბამისად, ნ-----–-- ზ---–------ს წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება - „არაერთგზისობა“, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს, პირს ჩადენილი აქვს 108-ე მუხლით გათვალისწინებული დამთავრებული, თუ დაუმთავრებელი დანაშაული, იგი იყო ამ დანაშაულის ამსრულებელი, თუ თანამონაწილე, მთავარია, რომ პირს ჩადენილი ჰქონდეს 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული უმართლობა, ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ”ვ” ქვეპუნქტი გვექნება სახეზე მოცემულ შემთხვევაშიც, მიუხედავად იმისა, რომ ნ-----–-- ზ---–------ს ჩადენილი აქვს მკვლელობის მცდელობა და არა დამთავრებული მკვლელობა.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 30 მაისს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 22 ივნისს) ზემოაღნიშნულ მუხლს სასჯელის სახით დაემატა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, კერძოდ: სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულ ჯ----– ა-----ს აღნიშნული დაზიანებების შედეგად შემცირებული აქვს მხედველობა, აქვს მეხსიერების პრობლემები. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმას, რომ ბრალდებულს დაზარალებულის მიმართ სამედიცინო საჭიროებისათვის არავითარი მატერიალური დახმარება არ აღმოუჩენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ-----–-- ზ---–------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავთა რესოციალიზაციას, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ნ-----–-- ზ---–------ი ხელახლა იქნა მხილებული ძალადობრივი დანაშაულის ჩადენაში და პირველი დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი არ აღმოჩნდა მისი რესოციალიზაციის საშუალება, ხოლო მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება უალტერნატივოდ სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-----–-- ზ---–------ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
2. ნ-----–-- ზ---–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ”ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. ნ-----–-- ზ---–------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 29 დეკემბრიდან.
4. ჯ----– ა-----ის მაისური, ნაჭრის ქურთუკი და ნაქსოვი სვიტერი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ჯ----– ა-----ს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
– ჯ----– ა-----ის სისხლის ნიმუში (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
– უ-- მ-----–-–---–ის სამრეცხაოდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, განთავსებული 1 (ერთი) ცალ კომპიუტერულ დისკზე და ჯ----– ა-----ის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩანაწერი, განთავსებული 1 (ერთი) ცალ კომპიუტერულ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი