განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნ---- ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ---------------–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ------- თ----------ის ძე ზ----–---–ი - დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------–---–--------------------------------------ში
ადვოკატები - გ---------–------------------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 111,151-ე მუხლი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2017 წლის 2 მარტს, ქ.თბილისში, ა--–---–--------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ-------ი ზ----–---–მა მეუღლეს - მ----- მ-------ეს, მცირეწლოვანი შვილის - ს-------- ზ----–---–ის თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ურტყამდა ხელებს და ფეხებს სხეულის სხვადასხვა ადგილას, ხოლო შემდეგ ზურგის არეში ესროლა დაუდგენელი საგანი. ყოველივე აღნიშნულის შედეგად მ----- მ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2017 წლის 5 ივნისს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ა--–---–--------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ-------ი ზ----–---–მა მეუღლეს - მ----- მ-------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მოქაჩა თმებზე, მიარტყმევინა თავი დივანზე, ხელი მოუჭირა ყელის არეში და სახის არეში ერთხელ დაარტყა ფეხი. ყოველივე აღნიშნულის შედეგად, მ----- მ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
გარდა აღნიშნულისა, ვ-------ი ზ----–---–მა უკანასკნელი ხუთი თვის განმავლობაში არაერთხელ მიაყენა მეუღლეს - მ----- მ-------ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინებდა და ლანძღავდა მას, უწოდებდა უწმაწურ სიტყვებს. მათ შორის, ანალოგიური ქმედებები ვ-------ი ზ----–---–მა მ----- მ-------ის მიმართ განახორციელა 2017 წლის 2 მარტს და 2017 წლის 5 ივნისს, ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლში. ვ-------ი ზ----–---–ის ქმედებებმა მ----- მ-------ის ტანჯვა გამოიწვია.
1.3. 2017 წლის 5 ივნისს, ქ.თბილისში, ა--–---–--------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ-------ი ზ----–---–ი მეუღლეს - მ----- მ-------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, დაემუქრა, რომ გამოიტანდა ცეცხლსასროლ იარაღს და მას და მის ოჯახის წევრებს დაუხვრეტდა შუბლებს, რის გამოც მ----- მ-------ეს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლ--ნი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულ მ----- მ-------ის ჩვენებით, 2013 წელს ბრალდებულთან ერთად შექმნა ოჯახი. დაქორწინებიდან მალევე დაიწყო კონფლიქტები, ჯერ კიდევ ორსულობის დროს ჰქონდა ადგილი მეუღლის მხრიდან მცირე ხასიათის ფიზიკურ შეურაცხყოფას დაზარალებულის მიმართ. თანაცხოვრების პერიოდში, 2014 წლის 19 აპრილს, შეეძინათ შვილი - ს-------- ზ----–---–ი. 2014 წლის ივლისის თვეში, ვ-------მა კონფლიქტი დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფით, რაც გადაიზარდა ფიზიკურ შეურაცხყოფაში. თავიდან ვ-------ს ერთი ხელით ეჭირა ბავშვი, ხოლო მეორეთი სცემდა და თმებით ითრევდა დაზარალებულს. შემდეგ დასვა ბავშვი და ორივე ხელით დაუწყო ცემა, მოუჭირა ყელში და ასწია ჰაერში, დაზარალებული იხრჩობოდა და გონებას კარგავდა, რის გამოც ყვიროდა. ბრალდებულმა გაუშვა ხელი და დაზარალებული უგონოდ დაეცა ძირს. მომხდარი ფაქტი გახდა მათი დაშორების საფუძველი და მ----- მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად. განშორების პერიოდში, ბრალდებული შერიგების მიზნით სისტემატურად ურეკავდა მეუღლეს, ხან ბოდიშებს უხდიდა და ხან ემუქრებოდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი შეიძინა და მას და მის ოჯახის წევრებს „შუბლებს გაუხვერტდა.“ ერთ-ერთი სატელეფონო საუბრისას ვ-------მა მ-----ს სთხოვა, მიეცა ბავშვის ნახვის უფლება. მეუღლეები შეხვდნენ ერთმანეთს ავჭალაში, სახლთან მდებარე სკვერში. შეხვედრის დროს ვ-------სა და მ-----ს შორის ისევ მოხდა სიტყვიერი კონფლიქტი, რა დროსაც ბრალდებულმა იარაღი ამოიღო, შუბლზე დაადო მეუღლეს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. მ-----მ სთხოვა დამშვიდებულიყო და იარაღი შეენახა, ვინაიდან ბავშვი ყველაფერს ხედავდა. ვ-------მა დატოვა სკვერი, თუმცა რამდენიმე დღეში კვლავ მიაკითხა მეუღლეს სახლში და შერიგება სთხოვა. მეუღლეები შერიგდნენ და მ----- ვ-------თან დაბრუნდა სახლში. დაპირების მიუხედავად, ვ-------ის მხრიდან კვლავ გაგრძელდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა (თმის მოქაჩვა, ხელის წამორტყმა და ა.შ.), თუმცა მ----- ბოლო წუთამდე მდუმარედ იტანდა ძალადობას ოჯახის დანგრევის თავიდან არიდების გამო.
2017 წლის 2 მარტს, უმნიშვნელო საოჯახო საკითხზე (სადილის მომზადებასთან დაკავშირებით) შელაპარაკებისას, ვ-------ი მოულოდნელად გახდა ძალზე აგრესიული, არაადეკვატური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მ-----ს. დაზარალებული წარსული გამოცდილებით, მიხვდა, რომ ბრალდებული აპირებდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასაც, რის გამოც წყალი შეასხა სახეში. ბრალდებული ამ ქმედებაზე კიდევ უფრო გაღიზიანდა და თმების ქაჩვით შეათრია მეუღლე საძინებელ ოთახში, დააგდო საწოლზე, სახეზე დააფარა ბალიში, რომ ყვირილის ხმა არ ყოფილიყო და ურტყამდა მ-----ს სხეულის სხვადასხვა არეში. ვ-------ის მხრიდან მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის შემსწრე გახდა მათი არასრუწლოვანი შვილი ს-------- ზ----–---–იც, რომელიც შიშისასგან კიოდა და ხელები უკანკალებდა. მ----- ყვიროდა და შველას ითხოვდა, რის საპასუხოდაც ვ-------მა იმდენად ძლიერად გაარტყა ხელი, რომ მ-----ს სახე მთლ--ნად დაუბუჟდა და ცხვირიდან სისხლი წასკდა. დაზარალებულმა მეუღლეს უთხრა, რომ მეტს აღარ მოითმენდა და პოლიციაში დარეკავდა, რის გამოც ვ-------მა რაღაც ნივთი ესროლა, რომელიც მოხვდა შუა წელში და ტკივილის გამო, დაახლოებით 2 კვირა ვერ ახერხებდა ნორმალურად გადაადგილებას. დაზარალებულმა ამჯერად შეიკავა თავი სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირებისაგან, თუმცა აღმოჩნდა, რომ მეზობლებს გამოუძახიათ საპატრულო პოლიცია. საპატრულო პოლიციის თანამშროლებმა ახსნა-განმარტებების მიღების შემდეგ გამოსცეს დამცავი ორდერი, რომელიც მეორე დღეს დაამტკიცა სასამართლომ.
2017 წლის 9 მარტს, მ----- მ-------ემ განქორწინების თაობაზე სარჩელით მიმართა სასამართლოს, რაც გახდა ბრალდებულისათვის დამატებითი აგრესიისა და ძალადობის საფუძველი. დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში, ვ-------ი სისტემატურად ურეკავდა მ-----ს, ხან ბოდიშებს უხდიდა და შერიგებას სთხოვდა, ხან კი ნანობდა, რომ სათანადოდ ვერ ცემა, ვერ დასაჯა და ემუქრებოდა, რომ ცემდა როგორც კაცს, ფეხებით დაკიდებდა ჭერზე, რაც უკეთ ასწავლიდა ჭკუას.
2017 წლის 2 ივნისს, მ----- მივიდა მეუღლის სახლში და დარჩენა გადაწყვიტა ოჯახის შესანარჩუნებლად და შვილის კეთილდღეობისათვის. მომდევნო დღეს, სამსახურიდან დაბრუნებულ ვ-------სა და მ-----ს შორის სიტყვიერი კონფლიქტის საფუძველი გახდა განქორწინებისა და ქონების გაყოფის თაობაზე სარჩელი. 2017 წლის 4 ივნისს საღამოს, მეუღლის ტელეფონში ადვოკატთან განხორციელებული ზარის ხილვის შემდეგ, ვ-------ი გაბრაზდა, მობილური იატაკზე დაახეთქა და დაიწყო მეუღლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა. მ----- შეეცადა კონფლიქტის თავიდან არიდებას, შევიდა საძინებელში ბავშვთან და მიხურა კარი, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა ბრალდებული და ის გადავიდა მეუღლის მიმართ გინებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, კერძოდ, ხელებით აჯანჯღარებდა, შემდეგ თმებითა და მაისურით რამდენჯერმე გადმოათრია საწოლიდან და ამ ფორმით ცდილობდა მის წვალებას, თუმცა ფიზიკური დაზიანებების მიყენების გარეშე, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალი არ დარჩენილიყო. ვ-------ი აგინებდა მ-----ს და მოითხოვდა მისგან სახლის დატოვებას, მეუღლე კი სთხოვდა დამშვიდებას და პირდებოდა, რომ გათენებისთანავე წავიდოდა. ამის გაგონებაზე, ვ-------ი გავიდა სამზარეულოში, აიღო სამზარეულოს დანა და მ-----ს დაემუქრა ყელის გამოჭრით, რა დროსაც დაზარალებულმა შიშისაგან ხელები აიფარა სახეზე, ვინაიდან ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რელურად ჩახედა სიკვდილს თვალებში. ვ-------ი განაგრძობდა მეუღლის მისამართით გინებასა და ყვირილს, თან მოითხოვდა მისგან სახლიდან წასვლას. როდესაც მ-----მ გადაწვიტა კარიდან გასვლა, ვ-------მა შეაჩერა და ახლა პირიქით მოითხოვდა, რომ დარჩენილიყო სასაუბროთ. ბრალდებულმა მოკიდა ხელი და დააგდო იქვე არსებულ სავარძელზე, პირისპირ დაუჯდა სკამზე და აიძულებდა მის მოსმენას მუქარის ფონზე. მ----- თხოვდა მეუღლეს, რომ თავი დაენებებინა და წასვლის უფლება მიეცა, რის გამოც გაღიზიანებულმა ვ-------მა ძლიერად ჩაარტყა წიხლი სახეში, რაც მის მიმართ განხორციელებული ყველა სხვა ძალადობასთან შედარებით, ყველაზე მტკივნეული და დამამცირებელი აღმოჩნდა დაზარალებულისათვის. მ-----მ მეუღლეს განუცხადა, რომ მათ შორის ყველაფერი დასრულდა და სარჩელის ბედიც აღარ აინტერესებდა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებული დაემუქრა დაზარალებულსა და მისი ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით, რომ იარაღით გაუხვრეტდა შუბლებს და გავარდა გვერდით ოთახში ცეცხლსასროლი იარაღის გამოსატანად. ამ მომენტით ისარგებლა მ-----მ და გაიქცა სახლიდან, ქუჩაში შეხვდა მეეზოვეს ვ----–ი მ----–---ის და დახმარება სთხოვა, ვინაიდან მეუღლე იარაღით მოსდევდა და მოკვლით ემუქრებოდა. ბრალდებული მალევე დაეწია მეუღლეს და ცილობდა მის სახლში წაყვანას. მ-----მ მოახერხა „112“-ში დარეკვა და საპატრულო პოლიციის გამოძახება, რა დროსაც ბრალდებული გაერიდა სიტუაციას. ვ----–ი მ----–---მა მ----- ააცილა სახლში და ელოდებოდა სადარბაზოში. ბინაში დაბრუნებულმა მ-----მ, სავარძელში დაინახა მეუღლის ცეცხლსასროლი იარაღი. ცოტა ხანში ბრალდებული დაბრუნდა სახლში, ძალ--ნ მშვიდად გამოიცვალა ტანსაცმელი და გავიდა სახლიდან, უკან კი პოლიციისა და ექიმების თანხლებით დაბრუნდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაიწყეს სიტუაციაში გარკვევა, რა დროსაც ბრალდებული ცდილობდა მეუღლის დისკრედიტაციას, აბრალებდა მას მთვრალ მდგომარეობაში ყოფნას, საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოსაჩენად, ექიმებს აჩვენა წინა დღეს, ფანჯარაზე მირტყმის შედეგად მიღებული დაზიანება.
დაზარალებულის განმარტებით, ვ------- ზ----–---–ის მხრიდან მეუღლეზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად მიღებული სტრესისაგან და მორალური ტრავმის გამო, არასრულწლოვანი ს-------- ზ----–---–ი დღემდე სარგებლობს ფსიქოლოგის მომსახურებით. პირველ სესიაზე ბავშვმა ფსიქოლოგს სათამაშო იარაღი დაადო და ემუქრებოდა მას ფიზიკური დაზიანებებით.
დაზარალებულის განმარტებით, მეუღლის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის, აგრეთვე სიცოცხლის მოსპობის რეალური მუქარის გამო, მუდმივად განიცდის შიშს, ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას, თავს გრძნობს დამცირებულად და მიღებული ტრავმის დასაძლევად თავადაც საჭიროებს ფსიქოლოგის დახმარებას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა: ა-–---------- თ------–-–---–მა და პ----- ხ-------მ დაადასტურეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2017 წლის 5 ივნისს, ღამის საათებში, ა-–---------- თ------–-–---–ი და პ----- ხ------- ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება ქ.თბილისში, ა--–---–-----------, კორპუსი პ------–------------ში ოჯახური კონფლიქტის თაობაზე. მისამართზე მისვლისას, სადარბაზოს შესასვლელთან, კიბეებთან დახვდათ ვ------- ზ----–---–ი, რომელმაც ჰკითხა მათ, მის სახლში ხომ არ მიდიოდნენ. დასტურის მიღების შემდეგ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ვ------- ზ----–---–თან ერთად შევიდნენ ბინაში, სადაც მათ დახვდათ ქალბატონი სახელად მ-----, რომელიც იყო ძალ--ნ აღელვებული, განერვიულებული და ტიროდა. დაზარალებულის დამშვიდებას დასჭირდა გარკვეული პერიოდი, ვინაიდან იგი სტრესულ ფონზე, შიშისაგან ვერც კი საუბრობდა. დაზარალებულის განმარტებით, მეუღლემ ვ------- ზ----–---–მა მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, აგრეთვე იარაღის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. სამართალდამცველებმა ოთახში, სავარძელზე შენიშნეს ცეცხლსასროლი იარაღი, რაც ბრალდებულის განმარტებით მას ეკუთვნოდა, ვინაიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ დანაყოფში. ბრალდებულმა წარადგინა ცეცხლსასროლი იარაღის სარეგისტრაციო და მისი შენახვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები. ვინაიდან ვ------- ზ----–---–ის ქმედებაში იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, მოხდა მისი ადგილზე დაკავება, დაკავების ოქმი კი შეადგინა პ----- ხ-------მ.
მოწმე ნ----–ი მ-------ის ჩვენებით, არის დაზარალებულ მ----- მ-------ის დედა. 2013 წლიდან ვ------- ზ----–---–ი და მ----- მ-------ე იმყოფებიან ქორწინებაში. 2014 წლის ივლისის თვეში, შვილთან სახლში სტუმრად მყოფმა ნ----–ი მ-------ემ შეამჩნია დაზარალებულის ყელზე არსებული ჩალურჯებები. კითხვაზე საიდან ჰქონდა დაზიანებები, დაზარალებულმა არაფერი უპასუხა, ხოლო ბრალდებულმა განმარტა, რომ მ-----მ თავად მიიყენა. გარკვეული დროის შემდეგ, დაზარალებულმა დედას უამბო, რომ კონფლიქტის დროს, ვ-------მა მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ყელში მოუჭირა ხელები, მაღლა ასწია და როდესაც მიხვდა, რომ მ-----მ მოძრაობა შეწყვიტა და იხრჩობოდა, ხელი გაუშვა და ძირს დააგდო. მოწმის განმარტებით, მან სიძეს სთხოვა, რომ მ-----ს მიმართ ძალადობა აღარ განეხორციელებინა, რის გამოც ბრალდებული გახდა უხეში, აგრესიული, მეუღლის დედასაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მ----- და ნ----–ი მ-------ეებს მოსთხოვა მისი ბინის დატოვება. მოწმის ჩვენებით, სახლში დაზიანებული იყო ინვენტარი, ბავშვის საწოლი, რომელიც სავარაუდოდ კონფლიქტის დროს დაიმტვრა. მომხდარის გამო, 2014 წლის 14 ივლისს, ნ----–ი მ-------ემ შვილი და შვილიშვილი საკუთარ სახლში წაიყვანა საცხოვრებლად.
2014 წლის აგვისტოში, ბრალდებული დაუკავშირდა დაზარალებულს და სთხოვა ეჩვენებინა ბავშვი. მეუღლეები ერთმანეთს სახლთან არსებული სკვერში შეხვდნენ, რა დროსაც ადგილზე მისვლისას ბრალდებულმა იარაღი დაადო შუბლზე მ----- მ-------ეს და მას და მის ოჯახის წევრებს დაემუქრა „შუბლის გახვრეტით“, აღნიშნული მუქარა განხორციელდა მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით. მოგვიანებით, ვ------- ზ----–---–მა პატიება სთხოვა მ-----ს და შერიგების შემდეგ, დაზარალებული შვილთან ერთად კვლავ გადავიდა საცხოვრებლად ბრალდებულის სახლში.
2017 წლის 2 მარტს, ნ----–ი მ-------ეს შვილმა შეატყობინა, რომ მეუღლემ მის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა. მშობლები მალევე მივიდნენ მ-----ს ბინაში, სადაც დახვდათ საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ბინა იყო არეული, ნივთები კი - დამტვრეული. შემთხვევის ადგილზე მისულ გამომძიებელს დაზარალებულმა არ მისცა სრულყოფილი ჩვენება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რის გამოც სამართალდამცველები მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოწერით შემოიფარგლნენ. მოწმის განმარტებით, ძალადობის თვითმხილველი მცირეწლოვანი ს-------- ზ----–---–ი იმდენად შეშინებული იყო, რომ მამას აღარ ეკარებოდა. აღნიშნული ფაქტიდან გარკვეული პერიოდი დაზარალებული და მისი შვილი ცხოვრობდნენ მშობლების სახლში, თუმცა შემდეგ მ----- ისევ შეურიგდა მეუღლეს და 2017 წლის 4 ივნისს გადავიდა მასთან საცხოვრებლად.
2017 წლის 5 ივნისს, დაახლოებით ღამის ორ საათზე, დედას დახმარების სათხოვნელად დაურეკა მ----- მ-------ემ უამბო შემდეგი: მ-----ს მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და პურის საჭრელი დანის გამოყენებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ამასთან აგდებდა სახლიდან და მოითხოვდა სასამართლოდან განქორწინების თაობაზე სარჩელის გამოტანას. მ-----მ განუცხადა, რომ შვილთან ერთად დაუყოვნებლივ დატოვებდა სახლს, რის საპასუხოდაც ვ-------ი დაემუქრა, რომ გამოიტანდა ცეცხლსასროლ იარაღს და „შუბლებს გაუხვრეტდა“ მათ. იარაღის გამოსატანად საძინებელ ოთახში წავიდა ბრალდებული, რა დროსაც მ-----მ დრო იხელთა და სახლიდან გაიქცა, ეზოში შეხვდა მეეზოვე, რომელსაც დაზარალებულმა დახმარება სთხოვა და ამ უკანასკნელმა მიაცილა იგი სახლამდე. შემთხვევის ადგილზე მისულ ნ----–ი მ-------ეს, ბინაში დახვდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომელთაც მ----- აძლევდა ახსნა-განმარტებას მომხდარ ფაქტზე. ნ----–ი მ-------ის ჩვენებით, ბინაში მყოფი ვ------- ზ----–---–ი მის მეუღლესაც დაემუქრა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით, უშუალოდ მას კი უთხრა, რომ მისი მოკვლის დრო ჯერ არ იყო მოსული.
მოწმის განმარტებით, არაერთხელ შესწრებია ვ------- ზ----–---–ის მიერ მ-----ს მ-------ის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე ფლობს ინფორმაციას ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზეც, თუმცა უშუალო თვითმხილველი არ არის.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, თბილისის სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგმა ლ--–- პ---–-----–---–მა დაადასტურა 2017 წლის 20 ივლისით დათარიღებული, ს-------- ზ----–---–ის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები, რომლის თანახმად:
ფსიქოლოგთან ვიზიტების მანძილზე ცხადად ვლინდებოდა ბავშვის ადვილად აღგზნებადობა, ემოციური არასტაბილურობა და დაძაბულობა, უნდობლობა, საფრთხის განცდა. ყოველივე ეს კი ფსიქოლოგიური ტრავმატიზების ნიშნებია.
ფსიქოლოგთან თამაშისა და საუბრის მანძილზე მის მიერ გამოხატული დადებითი მოგონებები და ემოციები ძირითადად დაკავშირებული იყო დედასთან და ბებიასთან. მამის შესახებ ბავშვის მიერ გამოხატული პირველი ემოცია დადებითი იყო, თქვა, რომ უყვარდა იგი, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეხსენებული იქნა მამა - თავისით ჩამოთვლილ საყვარელ ადამიანებს შორის მამა არ იყო ნახსენები. თანდათან კი მამის მიმართ ისეთი უარყოფითი ემოციები გამოვლინდა, როგორიცაა ბრაზი, აგრესია, შიში. ს--------მ გასაუბრებისას ფრაგმენტულად გაიხსენა მშობლებს შორის კონფლიქტიც - „მამა დედას ურტყავდა“, „მამა ყვირის“, „მამა გვეჩხუბება ხოლმე“.
ოჯახში ძალადობის შედეგად მიღებული ტრავმა ძალზე ძნელად გადასალახია, მით უფრო, რომ ამას ერთი ახლობელი ადამიანი ახორციალებს მეორეზე, ან უშუალოდ ბავშვზე და ეს ის ადამიანია, ვისაც ბავშვი ენდობა, ვისგანაც დაცვას მოელის და ვინც მისი უსაფრთხოების გარანტი უნდა იყოს. შესაძლოა ბავშვზე პირდაპირ არ ხორციელდებოდეს ძალადობა, მაგრამ იყოს ძალადობის მომსწრე, რაც თავისი შედეგებით არანაკლებ სიმძიმის შეიძლება იყოს. შედეგად ბავშვი გაორებულ-- - მას უყვარს მშობლები და ამასთანავე მათი დამოკიდებულებით გამოწვეული უარყოფითი ემოციები აწუხებს. ბავშვი მუდმივი სტრესის მდგომარეობაში იმყოფება. ყოველივე ეს კი ძნელად გადასატანია მისი ჩამოუყალიბებელი ფსიქიკისათვის. ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგად ბავშვები ვითარდებიან განსაზღვრული პიროვნული, ემოციური და ქცევითი თავისებურებებით, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენდნენ მათ შემდგომ ცხოვრებაზე.
ფსიქოლოგმა დამატებით განმარტა, რომ დასკვნის მომზადებამდე გასაუბრება მოხდა როგორც მცირეწლოვანთან, ისე მის მშობელთან - დედასთან. ს--------მ ფრაგმენტულად გაიხსენა ძალადობის რამდენიმე ეპიზოდი, რა დროსაც მის ქცევებში გამოხატული იყო ტრავმატიზების ნიშნები, რაც დამახასიათებელ-- ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის. მოწმის ჩვენებით, მცირეწლოვნის გამოკვლევის შედეგები ემყარება მასთან გასაურებას, მის ქცევაზე დაკვირვებასა და ქცევაში გამოხატული ემოციების დაფიქსირებას, აგრეთვე პროექციული მეთოდის გამოყენებით დადგენას იმისა, შეესაბამება თუ არა ბავშვის ნათქვამი რეალობას. გამოკვლევის ზ/აღნიშნული მეთოდების საფუძველზე დადგინდა, რომ ს-------- ზ----–---–ის ნაამბობი და ქცევა იყო სრულ თანხვედრაში, ამასთან იგი არ იმყოფებოდა დედის ზეგავლენის ქვეშ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, თბილისში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის ფსიქოლოგმა ნ--------------მ დაადასტურა 2017 წლის 31 აგვისტოთი დათარიღებული ფსიქოლოგის დასკვნა/შეფასება, რომლის თანახმად:
მ----- მ-------ის საუბრისას იგრძნობა თავდაცვის ტენდენცია, აქვს დაუცველობის განცდა და ირაციონალური დანაშაულის გრძნობა, ვიქტიმიზაციის მაღალი ხარისხი - მუდმივად იმართლებს თავს „მიყვარს, მაგრამ მე მეტს ვეღარ გავუძლებ... ბავშვს ამას არ ვაყურებინებ..“
კონტაქტში შემოდის დაძაბული, საუბრობს ენერგიული, აღშფოთებული მანერით, ფსიქო-ემოციური ფონი იცვლება - არასტაბილურია, ფსიქოლოგიურად მოწყვლადია.
მ----- მ-------ის გადმოცემით, დაქორწინდნენ სიყვარულით, თანაცხოვრების ქრონოლოგიას იხსენებს ფსიქო ტრავმების მიხედვით, საუბრობს წლების განმავლობაში არსებულ სტრეს ფაქტორებზე, რომ მეუღლესთან თანაცხოვრების განმავლობაში ხშირად იყო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, ხოლო 2017 წელს მეუღლეს მასთან პრეტენზიები გაუმძაფრდა, ამცირებდა, შეურაცხყოფდა სიტყვიერად „...რას გავხარ, შენ ქალი ხარ?!“ „...თავი ვინ გგონია?“ ჩხუბის დროს აგდებდა სახლიდან.
ბოლო პერიოდში (მარტიდან) მომხდარ ძალადობის ფაქტებს იხსენებს ინტრუზიული ხატების სახით „...კისერში წამიჭირა და ჰაერში ვყავდი...გონებას რომ ვკარგავდი დამაგდო...“ „...რომ მიხვდა რომ სახლიდან მივდიოდი, სახეში წიხლი ჩამარტყა და საძინებელში შევიდა იარაღის გამოსატანად... სახლიდან გავიქეცი...გამომეკიდა...“ „...რაღაც წვრილმანზე უცბად თავს ვერ მართავს, ისეთი სისასტიკით მცემს როგორც კაცს...სისხლი რომ წამომივიდა ცხვირიდან, იმან გააჩერა.“
ბოლო ფიზიკური ძალადობის შემდეგ აღნიშნავს, რომ დაეწყო გაღიზიანებადობა, აფექტური ლაბილობა, ხშირად ტიროდა. „...სასოწარკვეთილი ვიყავი, საერთოდ აღარ მინდოდა ცხოვრება, ერთბაშად გავაცნობიერე რას ვუძლებდი.“
აღსანიშნავია კრიზისთან დაკავშირებული სიტუაციური შფოთვა, აკუმულირებული ბრაზი, ობიექტურად გამოხატული ქვეზღვრული წონა - კახექსია. ბენეფიციარის გადმოცემით, აქვს ინსომნია და აღნიშნავს მადის დაქვეითების გამო წონის მკვეთრ კლებას ბოლო 6 თვის განმავლობაში.
მ----- მ-------ეს ბრაზი მიმართული აქვს სამართლ--ნობის აღდგენისაკენ, განწყობილ-- ოპტიმიზმით, შრომისმოყვარეა, აქვს შვილის მიმართ პასუხისმგებლობის განცდა „ ს--------ს გამო ვარ მე დღეს ცოცხალი...“ აქვს მიკროსოციალური თანადგომისა და საკუთარი თავის იმედი.
ვლინდება ექსტრემალური სტრესის შემდგომი ადაპტაციური აშილობის ნიშნები (შერეული ტიპის შფოთვა/დეპრესიული განწყობა).
რაც შეეხება ს-------- ზ----–---–ს, თამაშში აქტიურია, აქვს წინააღმდეგობა, არ სურს ინსტრუქციის შესრულება (ფაზლის აწყობა, კუბიკებით თამაში). საკუთარი ინიციატივით ავითარებს კონფლიქტურ სიუჟეტს, სათამაშოებიდან ირჩევს იარაღს, აგრესია მიმართული აქვს გარემოსკენ, ამტვრევს სათამაშოებს, ხშირად მიმართავს მუქარას /მამიკოს თოფი უნდა წავართვა, მოვკლა/, დედას იცავს, ემოციურად ეხუტება და სხვ.
ობიექტურად იკვეთება შემდეგი სიმპტომატიკა: დევიაციური ქცევა, ნეგატიური აღგზნება, აგრესია, სტრესიული/ძალადობრივი გარემოს კვალის ნიშნები, დისფუქციური დაცვითი მექანიზმი, როგორიცაა ემოციური დეფიციტი. საჭიროებს ფსიქოლოგიურ დახმარებას ქცევის კორექციის მიზნით.
მ----- მ-------ეს ესაჭიროება ფსიქო ემოციური განწყობის სტაბილიზაცია, ინტენსიური ფსიქოლოგიური დახმარება.
ნ--------------მ დამატებით განმარტა, რომ მ----- მ-------ის შემთხვევაში სახეზე იყო ვიქტიმიზაციის მაღალი ხარისხი, არაგონივრული გრძნობა დანაშაულისა, რომელიც ახასიათებს მსხვერპლს, მაგალითად: „რამე ხომ არ შემეშალა“, „რამე ხომ არ დავუშავე“. რაც შეეხება უშუალოდ ს-------- ზ----–---–ს, თამაშისას ხშირად იყენებდა ძალადობრივ ინსტრუმენტებს, ძალ--ნ დიდი ხნის მანძილზე პირველ სესიაზე, ბავშვს იარაღი ჰქონდა მიდებული ფსიქოლოგისათვის, თუმცა შემდეგში ს--------მ დათმო ეს პოზიცია და დამეგობრდა სპეციალისტთან. თამაშის მიზანი მცირეწლოვანთან არის სწორედ ის, რომ მოხდეს მასში არსებული ტრავმის გაცოცხლება, ემპათიის განვითარება, დადგენა იმისა, ვის როლს ირგებს - მოძალადის თუ მსხვერპლის, რაც საბოლოოდ, იძლევა იმის გარკვევის საშუალებას, ბავშვი არის ძალადობის თვითმხილველი თუ უშუალო მსხვერპლი. მოწმის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ს-------- უფრო მეტად არის ძალადობის თვითმხილველი, ვიდრე უშუალო მსხვერპლი.
დაცვის მხარის მოწმის ვ----–ი მ----–---ის ჩვენებით, იცნობს მ----- მ-------ესა და ვ------- ზ----–---–ს, ვინაიდან მუშაობს მათ საცხოვრებელი კორპუსის და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაზე. 2017 წლის 4 ივნისს, გვიან ღამით, სახლში მიდიოდა, რა დროსაც ქუჩაში მოულოდნელად ხელი სტაცა მ----- მ-------ემ და ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, იმ წამსვე მათთან გაჩნდა ვ-------იც. მოწმის განმარტებით, ბრალდებულმა მეუღლეს უთხრა, რომ მიეცა ბოტასები და წავიდოდა. მ-----მ მოწმეს განუცხადა, რომ ცუდად იყო და მობილური ტელეფონით რეკავდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოსაძახებლად. მოწმის ჩვენებით, მან დაზარალებული მიაცილა ბინამდე, მ----- სახლში შევიდა, თავად კი გარეთ ელოდებოდა ბრალდებულის ბოტასების გადასაცემად. ერთ წუთში ვ-------იც ავიდა სადარბაზოში და შევიდა სახლში, რა დროსაც მეუღლეები საუბრობდნენ ბინის თაობაზე. მალევე ვ------ი გამოვიდა ბინიდან და წავიდა დერეფნის გავლით, ლიფტის მიმართულებით. მოწმის განმარტებით, მალევე მივიდა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მოწმის ჩვენებით, აღიშნულის შემდეგ დატოვა ბრალდებულის ბინა, თუმცა მალევე დაბრუნება სთხოვა დაზარალებულის დედამ და პოლიციის თანამშრომლებს მიაწოდა მის ხელთ არსებული ინფორმაცია. მოწმემ ბრალდებული დადებითად დაახასიათა და გამორიცხა მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენა რაიმე კონკრეტულ გარემოებაზე მითითების გარეშე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ნ---- ნ---------ემ და ლ-–- ს-----მ დაადასტურეს ვ------- ზ----–---–ის ბრალდების სს საქმეზე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დგინდება შემდეგი:
· დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 5 ივნისს 03:10 საათზე ვ------- ზ----–---–ი დაკავებული იქნა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე: თბილისი, ა--–---–-----------, კორპუსი №---------ში;
· ბინის ჩხრეკის ოქმი თანახმად, 2017 წლის 5 ივნისს, ვ------- ზ----–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, ორი სავაზნე კოლოფი და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა.
· საქართველოს შს სამინისტროს 2017 წლის 5 ივნისის წერილის თანახმად, ვ------- ზ----–---–ის სახელზე რეგისტრირებულ-- ცეცხლსასროლი იარაღი GIRSA№ MC-14 სისტემის პისტოლეტი №------------------ b--------, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის (A კატეგორია) უფლებით, ნებართვის გაცემის თარიღი 01.08.2014წ, მოქმედების ვადა - უვადო.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 მარტის გადაწყვეტილებით, დამტკიცა 2017 წლის 2 მარტის №------ შემაკავებელი ორდერი შემდეგი პირობებით: მოძალადე ვ------- ზ----–---–ს 1 თვით აეკრძალა მსხვერპლთან - მ----- მ-------ესთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.
· დაზარალებულის მამის, ბ---- მ-------ის ჩვენებით, უშუალოდ არ შესწრებია ვ------- ზ----–---–ის მიერ მ----- მ-------ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს, თუმცა მათ შორის კონფლიქტების თაობაზე ინფორმაციას ფლობს დაზარალებულისა და ოჯახის წევრებისაგან, ძალადობის შედეგად დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებები კი ნანახი აქვს. ბ---- მ-------ის ჩვენება 2017 წლის 2 მარტს და 5 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან (სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ა.შ.) დაკავშირებით სრულ შესაბამისობაშია დაზარალებულ მ----- მ-------ისა და მოწმე ნ----–ი მ-------ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციასთან.
· სსიპ სასწრაფო სამედიცინო დამხარების ცენტრის ექიმების: თ------- ჯ---------სა და გ--–- გ-–--ის ჩვენებებით, 2017 წლის 2 მარტს, ოჯახური კონფლიქტის თაობაზე შეტყობინების საფუძველზე, ეკიპაჟი გავიდა თბილისში, ა--–---–---------------------------------ში. ადგილზე დახვდათ ქალბატონი მ----- მ-------ე, რომელმაც განმარტა, რომ ოჯახური კონფლიქტის დროს, მისმა მეუღლემ ვ------- ზ----–---–მა ცემა და ყელზე ხელი მოუჭირა. დაზარალებულს სახეზე, კისერსა და ზურგზე აღენიშნებოდა ნაჭდევები ანუ ზედაპირული დაზიანებები, რაც აისახა სამედიცინო ბარათში.
· სსიპ სასწრაფო სამედიცინო დამხარების ცენტრის უფროსი ექიმის ლ-- გ---–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 5 ივნისს, 00:31 საათზე, ოჯახური კონფლიქტის თაობაზე შეტყობინების საფუძველზე, ეკიპაჟი გავიდა თბილისში, ა--–---–---------------------------------ში. ადგილზე დახვდათ ქალბატონი მ----- მ-------ე, რომელმაც განმარტა, რომ მეუღლემ ვ------- ზ----–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულს აღენიშნებოდა კისრისა და ყელის არეში ექსკორიაციები და მარცხენა ხელის მესამე თითის შუა ფალანგის შეშუპება, რაც აისახა სამედიცინო ბარათში.
· სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, სსიპ სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი №----ის ჩანაწერების თანახმად, მოქ. მ----- მ-------ეს 2017 წლის 2 მარტს სახის, კისრის და ზურგის მიდამოებში აღენიშნებოდა ნაჭდევები. დაზიანებები განვითარებულ-- რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ; წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტში დაზიანებების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო მათი ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელ--.
სსიპ სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი №-----ის ჩანაწერების თანახმად და პირადი შემოწმებით: 2017 წლის 5 ივნისს, მოქ. მ----- მ-------ეს სხეულზე აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანებების ნიშნები ნაჭდევების, სისხლნაჟღენთების და ნაკაწრების სახით (სულ 12 დაზიანება). დაზიანებები როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო სხვა დაზიანებები განვითარებულ-- რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულ-- ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელ--, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულ-- სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულ-- მუქარა, რა დროსაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს და ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელ-- არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ 2017 წლის 2 მარტს (არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით) და 5 ივნისს, ქ.თბილისში, ა--–---–---------------------------------ში ვ------- ზ----–---–მა მეუღლის - მ----- მ-------ის მიმართ განახორციელება ფიზიკური ძალადობა, აგრეთვე სიცოცხლის მოსპობის მუქარა, კერძოდ:
· სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეების: ნ----–ი მ-------ისა და ბ---- მ-------ის, პატრულ-ინსპექტორების: პ----- ხ-------ს და ა-–---------- თ------–-–---–ის ჩვენებებით, აგრეთვე უდავო მტკიცებულებად მიჩნეული, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების: თ------- ჯ---------ს, გ--–- გ-–--ისა და ლ-- გ---–---–ის ჩვენებებით დგინდება, რომ ზ/აღნიშნულ პირებს 2017 წლის 2 მარტსა და 5 ივნისს მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტებთან ჰქონდათ მყისიერი შემხებლობა, დეტალურად გადმოსცეს დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებები, აგრეთვე დაზარალებულისა და მისი მცირეწლოვანი შვილის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობა, დაზარალებულისაგან უშუალოდ მიღებული ინფორმაცია ვ------- ზ----–---–ის მხრიდან მის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის, 2017 წლის 2 მარტსა და 5 ივნისს მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის თაობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულმა 2017 წლის 2 მარტს, სრულ--დ გაცნობიერებულად ძალადობრივი ქმედება მეუღლის მიმართ განახორციელა არასრულწლოვნის თანდასწრებით, რაც მიუთითებს ქმედების მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ვინაიდან ძალადობა ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს ნებისმიერ ადამიანში, მით უფრო არასრულწლოვანში და წარმოადგენს ბავშვის ნორმალური განვითარებისა და აღზრდის ხელშემშლელ წინაპირობას. ამ კუთხით აღსანიშნავია, მცირეწლოვნის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები და ფსიქოლოგების: ნ.გ--------სა და ლ.პ---–-----–---–ის ჩვენებები, რითაც უტყუარად დადასტურდა, რომ მცირეწლოვან ს-------- ზ----–---–ს აღენიშნება ფსიქოლოგიური ტრავმატიზების ნიშნები, დამახასიათებელი ოჯახში ძალადობის თვითმხილველი ბავშვებისათვის, გამოვლინდა მამის მიმართ უარყოფითი ემოციები - ბრაზი, აგრესია, შიში გამოწვეული მშობლებს შორის კონფლიქტით - „მამა დედას ურტყავდა“, „მამა ყვირის“, „მამა გვეჩხუბება ხოლმე“.
· გარდა დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებისა, მ----- მ-------ის მიერ 2017 წლის 2 მარტსა და 5 ივნისს განცდილ ფიზიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას (სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დამცირებას), აღნიშნულ გარემოებებს მთელი სიცხადით ასახავს როგორც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და ფსიქოლოგიური გამოკვლევის დასკვნები, ისე ექსპერტისა და ფსიქოლოგების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები.
· სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ვ------- ზ----–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მეუღლის მ.მ-------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. აღნიშნულ ფაქტზე პირდაპირ მიუთითებს თავად დაზარალებული მ----- მ-------ე. ასევე დადასტურებულ--, რომ ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ძალადობის მუქარა იმდენად რეალურად იქნა აღქმული დაზარალებულის მიერ, რომ მცირეწლოვანი შვილი სახლში დატოვა, თავს გაქცევით უშველა და ქუჩაში პირველივე შემხვედრს ვ.მერეჟინს მიმართა დახმარების სათხოვნელად.
მუქარის საფუძვლ--ნობის შეფასებისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე მუქარის განმახორციელებლი პირის - ბრალდებულის პიროვნებას, მის პროფესიას, ფიზიკურ მონაცემებსა და სამხედრო მომზადებას. აგრეთვე მის მონაწილეობას სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში, რაც ნათლად მიუთითებს, რომ ასეთი წარსულის, გამოცდილების და შესაძლებლობების მქონე პირისაგან სიცოცხლის მოსპობის მუქარამ ობიექტურად გამოიწვია შიში დაზარალებულში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდებოდა.
მსხვერპლში შიშის საფუძვლ--ნობის შესაფასებლად სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით, მხედველობაში იქნა მიღებული მუქარის გამოხატვის ფორმა (აგრესიული ვ.ზ----–---–ი ფიზიკურ ძალადობასთან ერთად, სიცოცხლის მოსპობის მუქარას ახორციელებს დაზარალებულის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით), ბრალდებულის პიროვნება და მის მიერ წარსულში დაზარალებულის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები, რის შედეგადაც უტყუარად დადგინდა, რომ დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის რეალურად განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.
· სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოწმე ვ----–ი მერეჟინის ჩვენებას, რომელმაც ვერ დამალა ბრალდებულის მიმართ სუბიექტური, მიკერძოებული დამოკიდებულება სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას და სრულ--დ უარგუმენტოდ განმარტა, რომ სამშობლოს სამსახურში მყოფი და თავდადებული ვ------- ზ----–---–ი „ასეთ ქმედებას“ არ ჩაიდენდა. თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მოწმემ ვერ უარყო ფაქტობრივი გარემოება, რომ 2017 წლის 5 ივნისს, ღამის საათებში, სახლიდან გამოქცეულმა მ----- მ-------ემ მას მიმართა დახმარებისათვის და რომ დაზარალებული თავს შეუძლოდ გრძნობდა.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლ--ნი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილ-- საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულ--, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ------- ზ----–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა:
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (2017 წლის 2 მარტს მოქმედი რედაქცია);
2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; აგრეთვე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (2017 წლის 5 ივნისს მოქმედი რედაქცია);
3. ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით 2017 წლის 5 ივნისს მოქმედი რედაქცია).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ვ------- ზ----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობა არ გააჩნია.
4.2. ვ------- ზ----–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლ--ნობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლ--ნობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლ--ნობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად ვ------- ზ----–---–ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საპატიმრო სასჯელი, ვინაიდან არასაპატიმრო სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, არააადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი.
სასამართლო სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით ყურადღებას მიაქცევს რამდენიმე გარემოებას, კერძოდ:
ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების მხრივ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები (მაგ: ზოგიერთს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ეს შეიძება გამოწვეული იყოს გარკვეულ გარემოებებში), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე მიღწეულ--. ინფორმირებულობის ასამაღლებლად განხორციელებული ინტერვენციები თანდათან იწვევს ქცევის ცვლილებას, თუმცა ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევად მაინც რჩება.
ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმადფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.
პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულ-- მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.
სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.
აღსანიშნავია, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.
ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულ-- ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ------- ზ----–---–ს დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საპატიმრო სასჯელი, საბოლოოდ, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით კი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულ შესაბამისობაშია როგორც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან, ისე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებასთან და ხსენებულ გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ რეკომენდაციებთან (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური რეაგირების განუხორციელებლობა. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ასევე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ------- ზ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 2 მარტს მოქმედი რედაქცია) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 5 ივნისს მოქმედი რედაქცია) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით (2017 წლის 5 ივნისს მოქმედი რედაქცია) – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ------- ზ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ვ------- ზ----–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან და აყვანილ იქნეს პატიმრობაში სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მსჯავრდებულ ვ------- ზ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 6 ივნისიდან 2017 წლის 7 ივნისის ჩათვლით.
ვ------- ზ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- დანაშაულის იარაღი - ცეცხლსასროლი იარაღი (ყუთით და 2 სათადარიგო ვაზნით) და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა №------- გაცემული ვ.ზ----–---–ის სახელზე (ინახება ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურში) გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს;
- 1 (ერთი) ცალი დისკი (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნ---- ნაჭყებია