განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/2----18
(0----------3)
21 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ირ---–----------ა
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ელ----------------ი, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ტ------------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, დ------–--–------–----–----–-------------–--------------------
ადვოკატი - გი-–----------–--ე
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ფიზიკური შეურაცხყოფის და სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი)
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
ელ----------------ი და ნი---------–---–ი 2008 წლიდან 2018 წლის 0--------–----- არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ და არასრულწლოვან შვილთან ლუ--------–---–თან ერთად ცხოვრობდნენ ქ. თბილისი, დ------–--–------–----–----–-------------ში მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლში. ნი---------–---–ს მეუღლისგან არაერთხელ განუცდია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. 2018 წლის 0--------–- საღამოს საათებში ნი---------–---–ი თავის 8 წლის შვილთან ლუ--------–---–თან ერთად იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ზემოაღნიშნულ მისამართზე, რა დროსაც ელ----------------ი სახლში მივიდა ნასვამ მდგომარეობაში და კონფლიქტის დროს ნი---------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ: მუშტი ჩაარტყა სახისა და თავის არეში და ესროლა ტელევიზორის პულტი, რომელიც მოხვდა კისრის მიდამოში. ელ----------------ის ქმედების შედეგად ნი---------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი
ელ----------------ი და ნი---------–---–ი 2008 წლიდან 2018 წლის 0--------–----- არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ და არასრულწლოვან შვილთან ლუ--------–---–თან ერთად ცხოვრობდნენ ქ.თბილისი, დ------–--–------–----–----–-------------ში მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლში. თანაცხოვრების პერიოდში ელ----------------ის მხრიდან ნი---------–---–ის მიმართ შვილის - ლუ--------–---–ის თანდასწრებით სისტემატიურად ჰქონდა ადგილი სიტყვიერ შეურაცხყოფას, გინებას, დამცირებას და ჟესტიკულაციით ნი---------–---–ის მიმართ ზიზღის გამოხატვას. ელ----------------ის ქმედებით ნი---------–---–ი განიცდიდა სულიერ ტანჯვას.
სასამართლომ დაადგინა:
ელ----------------ი და ნი---------–---–ი 2008 წლიდან 2018 წლის 0--------–----- არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ და არასრულწლოვან შვილთან ლუ--------–---–თან ერთად ცხოვრობდნენ ქ. თბილისი, დ------–--–------–----–----–-------------ში მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლში. თანაცხოვრების პერიოდში ელ----------------ის მხრიდან ნი---------–---–ის მიმართ შვილის, ლუ--------–---–ის თანდასწრებით სისტემატიურად ჰქონდა ადგილი ნი---------–---–ის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას, გინებას და დამცირებას. ელ----------------ის ქმედებით ნი---------–---–ი განიცდიდა სულიერ ტანჯვას.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ელ----------------მა საბოლოო სიტყვაში ნაწილობრივ სცნო თავი დამნაშავედ და განმარტა, რომ ნი---------–---–ისათვის არასოდეს მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა. მისი მხრიდან ნ----------–---–-ს მიმართ სისტემატურად ჰქონდა ადგილი შეურაცხყოფას და დამცირებას არასრულწლოვანი შვილის ლუ--------–---–ის თანდასწრებით.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ელ----------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები (გარდა დაზარალებულ ნი---------–---–ის და არასრულწლოვან მოწმე ლუ--------–---–ის ჩვენებებისა) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
სასამართლოს დასკვნა ელ----------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ელ----------------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: მა----------–-–---–ის, ზუ----------–---–ის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციას, სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნას, შემაკავებელ ორდერს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებას - მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა ნი---------–---–მა რადიკალურად შეცვალა თავისი პირვანდელი პოზიცია ხელი შეეწყო მართლმსაჯულების განხორციელებისათვის და სასამართლო განხილვისას ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური უფლებით, არ მიეცა მეუღლის მამხილებელი ჩვენება, ზემოაღნიშნული უფლების გამოყენებით ნი---------–---–ს არც მისთვის მინიჭებულ დაზარალებულის სტატუსზე უთქვამს უარი და არც საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით იქამდე გაცხადებული ფაქტები უარყვია. სასამართლო სხდომაზე მოწმე ლუ--------–---–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური უფლებით არ მიეცა მამის მამხილებელი ჩვენება.
სასამართლო აქვე მიუთითებს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციაზე“ (სტამბულის კონვენცია), რომლის 55-ე მუხლის მიხედვით, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ელ----------------ის მხრიდან ნი---------–---–ის მიმართ შვილის ლუ--------–---–ის თანდასწრებით სისტემატიურად განხორციელებული ძალადობის ფაქტი, რითაც ნი---------–---–ი განიცდიდა სულიერ ტანჯვას.
სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები იძლევა შესაძლებლობას დადგენილად მივიჩნიოთ ელ----------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ფიზიკური შეურაცხყოფის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ზემოაღნიშნულ ბრალდებაში ელ----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება. მით უფრო, როდესაც ბრალდებული უარყოფს აღნიშნული დანაშაულის ჩადენას.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
ოჯახში ძალადობა, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ტიპური გამოვლინება სისხლის სამართლის კოდექსით ცალკეა ფორმირებული 1261-ე მუხლით, რაც შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივი რეაგირება მოახდინოს ოჯახში ძალადობაზე, როგორც დღესდღეობით სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე მდგარ ურთულეს სოციალურ და სამართლებრივ პრობლემაზე. სისხლის სამართლის კოდექსით ოჯახში ძალადობა განიმარტა, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, აგრეთვე - პატივი და ღირსება.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულს ჰყავს სპეციალური სუბიექტი, - მსხვერპლის ოჯახის წევრი, მიღწეული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება), შედეგსა (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
განსახილველი დანაშაულის შემადგენლობით მოცული „ძალადობა“ უნდა განიმარტოს ისე, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის წინა, 126-ე მუხლის პირველ ნაწილშია განმარტებული. იგი ორ ხერხს - ცემას და სხვაგვარ ძალადობას მოიცავს. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „ცემა“ წარმოადგენს დაზარალებულის სხეულზე რამდენიმე დარტყმას, ხოლო „სხვაგვარი ძალადობა“ - ერთჯერად ძალმომრეობით აქტს.
რაც შეეხება „სისტემატურ შეურაცხყოფას“ – ეს არის სისტემატურად სხვისი პატივისა და ღირსების დაკნინება სიტყვიერი ძალადობის მეშვეობით (გინება, სალანძღავი სიტყვებით ჩხუბი), განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. ძალადობის „სისტემატურობა“ დროის ახლო მონაკვეთში მის არაერთგზისობას გულისხმობს და მისი განსაზღვრისას არსებითია არა მოქმედების გამეორების მექანიკური ჯამი, არამედ შინაგანი კავშირი - განმეორების ტენდენცია.
სუბიექტური მხრივ, განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით, იგი განზრახი დანაშაულია.
საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ელ----------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ელ----------------ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში (ფიზიკური შეურაცხყოფის ეპიზოდი) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა და შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ელ----------------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ფიზიკური შეურაცხყოფის ეპიზოდი) უნდა გამართლდეს.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ელ----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ელ----------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულმა ელ----------------მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დიდი ნაწილი, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ ელ----------------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ელ----------------ის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ელ----------------ი ნასამართლევი არ არის, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული. აღნიშნული გარემოებების არსებობისას, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ელ----------------ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობითად. სასამართლო ითვალისწინებს პირობითი მსჯავრის ეფექტს, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ელ----------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ფიზიკური შეურაცხყოფის ეპიზოდი)
ელ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ ელ----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 28 აპრილიდან - 2018 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით და გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
მსჯავრდებულ ელ----------------ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი