გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.11.2018
საქმის ნომერი
140310918002692939
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
01.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310918002692939

საქმე № 3/295-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე

01 ნოემბერი, 2018 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო გერგაული

სხდომის მდივანი ნინო არაბული

განმცხადებელი: ნ-----–- მ-–---–---–---–ი

მოპასუხეები: რ---- ჭ-----–--ე, ნ---- ჩ--–-------–---–ი

დავის საგანი: დამცავი ორდერის გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი:

2018 წლის 25 ოქტომბერს გორის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მომართა ნ-----–- მ-–---–---–---–მა (დაბ. 1--- წლის 25 ივლისს, პირ. №5----------) რ---- ჭ-----–--ის (მცხოვრები: გორის რაიონი, სოფელი ზ---- ს-----ი) და ნ---- ჩ--–-------–---–ის (მცხოვრები: გორის რაიონი, სოფელი ზ---- ს-----ი) მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე.

რ---- ჭ-----–--ე არის ნ-----–- მ-–---–---–---–ის გერი, ხოლო ნ---- ჩ--–-------–---–ი არის რ---- ჭ-----–--ის მეუღლე.

შსს გორის რაიონული სამმართველოს მიერ 2018 წლის 2- სექტემბერს გამოიცა შემაკავებელი ორდერები №0----- და №0----- 01 (ერთი) თვის ვადით, რითაც რ---- ჭ-----–--ეს (მოძალადეს) და ნ---- ჩ--–-------–---–ს (მოძალადე) აეკრძალათ მსხვერპლთან - ნ-----–- მ-–---–---–---–თან, იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე მსხვერპლთან, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

განცხადების თანახმად, ნ-----–- მ-–---–---–---–ი 15 წელია, რაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება რ---- ჭ-----–--ის მამასთან - გ------ი ჭ-----–--ესთან, ქორწინების რეგისტრაცია განახორციელეს 2016 წელს, იგი გ------ი ჭ-----–--ესთან, რ---- ჭ-----–--ესთან და ნ---- ჩ--–-------–---–თან ერთად ცხოვრობს კარალეთის დევნილთა დასახლებაში. განმცხადებლის განმარტებით, მას შემდეგ რაც დაარეგისტრირა ქორწინება, რ---- ჭ-----–--ის და ნ---- ჩ--–-------–---–ის მხრიდან არის ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, ისინი ნ-----–- მ-–---–---–---–ს ქუჩაში, სხვა ადამიანების თანდასწრებით აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებიან სისტემატიურად, 2- სექტემბერს შსს გორის რაიონული სამმართველოს მიერ მათ მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერები №0----- და №0----- 01 (ერთი) თვის ვადით, ამჟამად შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა ამოიწურა და განმცხადებლის მითითებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ რ---- ჭ-----–--ე კვლავ აგრძელებს მასზე მუქარის განხორციელებას, რის გამოც განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მათი ოჯახში დაბრუნება არის საფრთხის შემცველი, რადგან მათ შორის კონფლიქტი არ არის ამოწურული, შესაბამისად არსებობს მასზე ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების საფრთხე.

რ---- ჭ-----–--ე და ნ---- ჩ--–-------–---–ი ამჟამად იმყოფებიან გორის რაიონ სოფელ ს-----ში, ნ---- ჩ--–-------–---–ის მშობლების საცხოვრებელ სახლში.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ნ-----–- მ-–---–---–---–მა მომართა განცხადებით სასამართლოს და ითხოვა რ---- ჭ-----–--ის და ნ---- ჩ--–-------–---–ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემა 6 თვის ვადით.

განმცხადებელმა სასამართლო სხდომაზე ითხოვა რ---- ჭ-----–--ეს და ნ---- ჩ--–-------–---–ს აეკრძალოთ იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ნ-----–- მ-–---–---–---–ი იმყოფება.

რ---- ჭ-----–--ე და ნ---- ჩ--–-------–---–ი არ დაეთანხმნენ ნ-----–- მ-–---–---–---–ის მოთხოვნას, მათ მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ, და განმარტეს, რომ მათ ნ-----–- მ-–---–---–---–ი სისტემატურად აყენებს შეურაცხყოფას, რ---- ჭ-----–--ის განმარტებით, როდესაც ნ-----–- მ-–---–---–---–ი დაქორწინდა მის მამაზე, მათ შორის იყო კარგი ურთიერთობა, თუმცა მას შემდეგ, რაც მეუღლე - ნ---- ჩ--–-------–---–ი მიიყვანა სახლში, ნ-----–- მ-–---–---–---–მა დაიწყო მისი მეუღლის ჩაგვრა, შეურაცხყოფის მიყენება, რის გამოც იძულებული ხდებოდა თვითნაც გაეცა პასუხი და შეურაცხყოფის მიყენების გზით დაეცვა თავისი მეუღლე. მოპასუხეების განმარტებით, რ---- ჭ-----–--ეს სხვა საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია და ამჟამად ცხოვრობს სიდედრის და სიმამრის სახლში, რის გამოც ნ---- ჩ--–-------–---–ი აპირებს მასთან განქორწინებას.

სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ შეისწავლა რა საქმის მასალები, შეამოწმა განცხადების სამართალწარმოებისათვის გათვალისწინებული უფლებამოსილებათა ფარგლები, გააანალიზა განცხადების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, გამოიკვლია მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მიაჩნია რომ განმცხადებლის მოთხოვნა დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ოჯახის წევრებად, სხვა პირებთან ერთად, ითვლებიან გერი და რძალი.

სადავო არაა, რომ რ---- ჭ-----–--ე არის ნ-----–- მ-–---–---–---–ის გერი, ხოლო ნ---- ჩ--–-------–---–ი არის ნ-----–- მ-–---–---–---–ის რძალი.

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტების თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; იძულება არის ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;

დადგენილია, რ---- ჭ-----–--ე და ნ---- ჩ--–-------–---–ი ამჟამად ცხოვრობენ გორის რაიონ სოფელ ზ---- ს-----ში მდებარე ნ---- ჩ--–-------–---–ის მშობლების საცხოვრებელ სახლში.

შსს გორის რაიონული სამმართველოს მიერ 2018 წლის 2- სექტემბერს გამოიცა შემაკავებელი ორდერები №0----- და №0----- 01 (ერთი) თვის ვადით, რითაც რ---- ჭ-----–--ეს (მოძალადეს) და ნ---- ჩ--–-------–---–ს (მოძალადე) აეკრძალათ მსხვერპლთან - ნ-----–- მ-–---–---–---–თან, იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე მსხვერპლთან, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია რ---- ჭ-----–--ის და ნ---- ჩ--–-------–---–ის მხრიდან ნ-----–- მ-–---–---–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები, სასამართლო იზიარებს განმცხადებლის ნ-----–- მ-–---–---–---–ის პოზიაციას, რომ შემაკავებელი ორდერის ვადა ამოიწურა და რ---- ჭ-----–--ის და ნ---- ჩ--–-------–---–ის ოჯახში დაბრუნება, იქ, სადაც ცხოვრობს ნ-----–- მ-–---–---–---–ი, ამ ეტაპზე იქნება საფრთხის შემცველი, ვინაიდან მათ შორის კონფლიქტი არ არის ამოწურული, ამასთან სასამართლო სხდომაზე მათი ახსნა-განმარტებებიდან გამომდინარე, ვლინდება, რომ მათ შორის არის დაძაბული ურთიერთობა, რ---- ჭ-----–--ემ დაადასტურა ნ-----–- მ-–---–---–---–ისთვის მეუღლის დაცვის მიზნით, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, შესაბამისად სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია რ---- ჭ-----–--ის და ნ---- ჩ--–-------–---–ის მხრიდან ნ-----–- მ-–---–---–---–ზე ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების გაგრძელების საფრთხე.

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ” და ,,თ” ქვეპუნქტების თანახმად, მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა), ხოლო მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ;

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ-----–- მ-–---–---–---–ი წარმოადგენს მოძალადეების - რ---- ჭ-----–--ის და ნ---- ჩ--–-------–---–ის მსხვერპლს, რომლებიც ახორციელებენ მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ხელყოფას ფსიქოლოგიური ძალადობით, სიტყვიერი შეურაცხყოფით, რაც ქმნის დამცავი ორდერის გაცემის საკმარის საფუძველს, შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ მსხვერპლს უნდა მიეცეს საშუალება, იცხოვროს ზეწოლისა და რაიმე იძულების გარეშე, ცხოვრების ნორმალური პირობების გათვალისწინებით.

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 (ექვსი) თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო. ამ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, დამცავი ორდერი გამოიცეს 4 (ოთხი) თვის ვადით, რადგან რ---- ჭ-----–--ე ამჟამად ცხოვრობს მეუღლის მშობლების საცხოვრებელ სახლში და მას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს დამცავი ორდერის გამოცემის სათანადო საფუძვლები, რომლის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვროს4 თვით, რამდენადაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით ძალადობას აქვს მრავალჯერადი ხასიათი.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 2113, 2115, 22-34-ე მუხლებით, ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9, მე-10, მე-11, 12-ე, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. განცხადება დაკმაყოფილდეს.

 

2. დაუყოვნებლივ გაიცეს დამცავი ორდერი შემდეგი პირობებით:

 

რ---- ჭ-----–--ეს და ნ---- ჩ--–-------–---–ს აეკრძალოთ იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ნ-----–- მ-–---–---–---–თან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. რ---- ჭ-----–--ეს და ნ---- ჩ--–-------–---–ს აეკრძალოთ ნ-----–- მ-–---–---–---–თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის სატელეფონო ქსელების მეშვეობით.

 

3. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვროს 4 (ოთხი) თვით, რაც აითვალოს დამცავი ორდერის გამოცემის (გადაწყვეტილების გამოტანის) დღიდან.

 

4. დამცავი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

5. განემარტოთ მხარეებს, რომ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას (ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ან გამასწორებელი სამუშაოები სამ თვემდე ვადით).

 

6. გადაწყვეტილების ასლები გადაეგზავნოთ მხარეებს და საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს საჩივრით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან 3 (სამი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ შეაჩერებს გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედებას.

 

მოსამართლე: ნინო გერგაული