გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.09.2018
საქმის ნომერი
180210018002366721
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
21.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ 2/244-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. მცხეთა

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე სოფიო ლეჟავა

სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური

 

მოსარჩელეები ვ--------------–---–-, ლ-----------–---–-, ნ-----------–---–-

 

წარმომადგენელი გ----------------–---–-

 

მოპასუხე - ზ---–-------–---–-

 

წარმომადგენელი - მ----------–----ე

 

მესამე პირი - დ--–--------–---–-;

 

დავის საგანი: საკომლო ჩანაწერების საფუძველზე მოსარჩელე პირთა მესაკუთრეებად ცნობა, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელება;

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2012 წლის 11 მაისის სამკვიდრო მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის N1--------, გაცემული ნოტარიუსის ლ--–--------ის მიერ, მ-------------–---–-ს სახელზე არსებული ქონებრივი აქტივის (სამკვიდროს აქტივი ) -4/5 ნაწილში;

1.2.1. ვ--------------–---–- ცნობილი იქნეს ზ---–-------–---–-ს სახელზე მცხეთის რაიონის სოფელ ჯიღაურაში რეგისტრირებული უძრავი ნივთების:

ა) უძრავი ქონება მდებარე: მ–-------------–------------ა, საკადასტრო კოდი - 7-----------, ფართი: 1000 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის -2/5 ნაწილის მესაკუთრედ;

ბ) უძრავი ქონება მდებარე: მ–-------------–------------ა, საკადასტრო კოდი - 7-----------, ფართი: 1636კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ზედ არსებული შენობა-ნაგებობის - 2/5 ნაწილის მესაკუთრედ;

გ) უძრავი ქონება მდებარე: მ–-------------–------------ა, საკადასტრო კოდი - 7-----------, ფართი: 280 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის - 2/5 ნაწილის მესაკუთრედ;

დ) უძრავი ქონება მდებარე: მ–-------------–------------ა, საკადასტრო კოდი - 7-----------, ფართი: 5000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის - 2/5 ნაწილის მესაკუთრედ;

1.2.2 ლ-----------–---–- ცნობილი იქნეს ზ---–-------–---–-ს სახელზე მცხეთის რაიონის სოფელ ჯიღაურაში რეგისტრირებული უძრავი ნივთების:

ა) უძრავი ქონება მდებარე: მ–-------------–------------ა, საკადასტრო კოდი - 7-----------, ფართი: 1000 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის -1/5 ნაწილის მესაკუთრედ;

ბ) უძრავი ქონება მდებარე: მ–-------------–------------ა, საკადასტრო კოდი - 7-----------, ფართი: 1636კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ზედ არსებული შენობა-ნაგებობის - 1/5 ნაწილის მესაკუთრედ;

გ) უძრავი ქონება მდებარე: მ–-------------–------------ა, საკადასტრო კოდი - 7-----------, ფართი: 280 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის - 1/5 ნაწილის მესაკუთრედ;

დ) უძრავი ქონება მდებარე: მ–-------------–------------ა, საკადასტრო კოდი - 7-----------, ფართი: 5000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის - 1/5 ნაწილის მესაკუთრედ;

1.2.3 ნ-----------–---–- ცნობილი იქნეს ზ---–-------–---–-ს სახელზე მცხეთის რაიონის სოფელ ჯიღაურაში რეგისტრირებული უძრავი ნივთების:

ა) უძრავი ქონება მდებარე: მ–-------------–------------ა, საკადასტრო კოდი - 7-----------, ფართი: 1000 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის -1/5 ნაწილის მესაკუთრედ;

ბ) უძრავი ქონება მდებარე: მ–-------------–------------ა, საკადასტრო კოდი - 7-----------, ფართი: 1636კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ზედ არსებული შენობა-ნაგებობის - 1/5 ნაწილის მესაკუთრედ;

გ) უძრავი ქონება მდებარე: მ–-------------–------------ა, საკადასტრო კოდი - 7-----------, ფართი: 280 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის - 1/5 ნაწილის მესაკუთრედ;

დ) უძრავი ქონება მდებარე: მ–-------------–------------ა, საკადასტრო კოდი - 7-----------, ფართი: 5000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის - 1/5 ნაწილის მესაკუთრედ;

1.3.1. შევიდეს ცვლილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერებში და საკადასტრო კოდზე - 7-----------. მისამართი: მ–--------------–-------------, 1000 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთძე, ზაალი ძაგანიშვილთან ერთად ვ--------------–---–- დარეგისტრირდეს - 2/5 წლის თანამესაკუთრედ, ლ-----------–---–- დარეგისტრირდეს - 1/5 წილის თანამესაკუთრედ, ხოლო ნ-----------–---–- დარეგისტრირდეს -1/5 წილის მესაკუთრედ.

1.3.2. შევიდეს ცვლიება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერებში და საკადასტრო კოდზე - 7-----------, მისამართი: მ–--------------–-------------, 1636 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთზე და ზედ არსებულ შენობა-ნაგებობაზე, ზ---–-------–---–---ნ ერთად ვ--------------–---–- დარეგისტრირდეს - 2/5 წილის თანამესაკუთრედ, ლ-----------–---–- დარეგისტრირდეს - 1/5 წილის მესაკუთრედ, ნინო ძგანიშვილი დარეგისტრირდეს - 1/5 წლის თანამესაკუთრედ.

1.3.3. შევიდეს ცვლიება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერებში და საკადასტრო კოდზე - 7-----------, მისამართი: მ–--------------–-------------, 280 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთზე, ზ---–-------–---–---ნ ერთად ვ--------------–---–- დარეგისტრირდეს - 2/5 წილის თანამესაკუთრედ, ლ-----------–---–- დარეგისტრირდეს - 1/5 წილის მესაკუთრედ, ნ-----------–---–- დარეგისტრირდეს - 1/5 წლის თანამესაკუთრედ.

1.3.4 შევიდეს ცვლიება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერებში და საკადასტრო კოდზე - 7-----------, მისამართი: მ–--------------–-------------, 5000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთზე, ზ---–-------–---–---ნ ერთად ვ--------------–---–- დარეგისტრირდეს - 2/5 წილის თანამესაკუთრედ, ლ-----------–---–- დარეგისტრირდეს - 1/5 წილის მესაკუთრედ, ნინო ძგანიშვილი დარეგისტრირდეს - 1/5 წლის თანამესაკუთრედ.

1.4. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელეების მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების ანაზღაურება.

 

1.2. სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელეთა განმარტებით, 2012 წლის 11 მაისს მოპასუხე - ზ---–-------–---–მა (რომელიც პირადად არ იყო კომლის წევრი) მოახდინა მოპასუხეების კუთვნილი ქონებების უკანონოდ საკუთარ სახელზე აღრიცხვა. მან სანოტარო ბიუროს წარუდგინა 1998 წლის 25 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც გაცემული იყო კომლის უფროსის მ----------------------–---–-ს სახელზე და ასევე ,,განცხადება“, სადაც მიუთითა, რომ იგი გახლდათ მ-------------–---–-ს ერთადერთი მემკვიდრე და მას არ ჰყავდა სხვა დედმამიშვილები (სინამდვილეში მისი დედმამიშვილები არიან ცეზარი და დალი ძაგანიშვილები). ხოლო თავის მხრივ ნოტარიუსმა არ შეამოწმა საკომლო ჩანაწერები, არ დაადგინა, რომ მ-------------–---–-ს გარდა კომლის წევრები შესაძლოა ყოფილიყვნენ სხვა ფიზიკური პირებიც და ისე მოახდინა კომლის წევრთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების, როგორც მ-------------–---–-ს ერთპიროვნულად კუთვნილი დანაშთი ქონების განკარგვა. დუშეთის არქივის ცნობის თანახმად 1986-2001 წლამდე, (მაშასადამე 1993 წლის მდგომარეობითაც) სოფელ ჯიღაურაში კომლის წევრებად ირიცხებოდნენ - ოჯასის უფროსი ვ--------------–---–- (რომელიც გარდაიცვალა 1986 წელს და მაშასადამე ოჯახის უფროსი გახდა მისი მეუღლე მარო). მარო ძაგანიშვილი, (რომელიც მეუღლის გარდავცალების შემდეგ გახდა ოჯახის უფროსი), ასევე ცეზარი, ლუბა, ვახტანგი და ნინო ძაგანიშვილები.

1998 წლის 25 იანვრის მიწის მიღება-ჩაბარების #8 აქტის საფუძველზე კომლის უფროსს მ----------------------–---–ს გადაეცა კომლის წევრების თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, მცხეთის რაიონ სოფელ ჯიღაურაში, საერთო ფართით 1.25 ჰა.

1993 წლის შემდეგ კოლმეურნეობის გაუქმების შედეგად, სამართლებრივი საფუძველი მოესპო კომლის ცნებას და საბოლოო ჯამში აღნიშნული ინსტიტუტის გაუქმებაც გამოიწვია, ხოლო კომლის წევრები გახდნენ მათ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრენი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 1993 წლის მდგომარეობით მარო, ცეზარი, ლუბა, ვახტანგი და ნინო ძაგანიშვილები (კომლის წევრები) გახდნენ მცხეთის რაიონ სოფელ ჯიღაურაში 1998 წლის 25 იანვარს გაცემული #8 მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთების (სულ 1.25 ჰა) თანამესაკუთრეები.

2007 წლის 28 აპრილს, მარო ძაგანიშვილის გარდაცვალების შემდეგ, მოპასუხემ შეცდომაში შეიყვანა ნოტარიუსი ლ--–--------ი, წარუდგინა მას მხოლოდ მიწის მიღება-ჩაბარების აქტი და ასევე ,,განცხადება“, სადაც მიუთითა, რომ იგი გახლავთ მ-------------–---–-ს ერთადერთი მემკვიდრე და, რომ მას არ ჰყავს სხვა დედმამიშვილები და ამ გზით აიღო სამკვიდრო მოწმობა არა მხოლოდ მარო ძაგანიშვილის კუთვნილ ქონებაზე, არამედ კომლის დანარჩენი წევრების საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, ისე, რომ კომლის მთლიანი ქონება ჩაითვალა ანუ გაიგივდა როგორც მ-------------–---–-ს საკუთრებად. შედეგად, 2012 წლის 11 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობით მოპასუხე - ზ---–-------–---–მა მოახდინა მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში საკუთარ სახელზე აღრიცხვა შემდეგ საკადასტრო კოდებზე: 7-----------; 7-----------; 7----------- და 7-----------; დასახელებულ მიწის ნაკვეთებზე უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია სწორედ 2012 წლის 11 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლოის 22 მაისის #2--- წერილი;

მოსარჩელეები ვახტან ძაგანიშვილი პირადად და როგორც აწ/გარდაცვლილი ცეზარი ძაგანიშვილის უფლებამონაცვლე, ლ-----------–---–- და ნ-----------–---–- წარმოადგენენ კომლის სახელზე რიცხული ქონების თანამესაკუთრეებს თითოეული 1/5 წილის ფარგლებში, მაშასადამე 1986-2001 წლებში კომლის სახელზე არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც 1998 წლის შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით შეადგენს 1,25 ჰა-ს, ნაწილობრივად გადანაწილებულია შემდეგი პროპორციით: ვ--------------–---–- - 2/5 წილი (სადაც შედის ასევე აწ/გარდაცვლილი ცეზარი ძაგანიშვილის 1/5 წილი); ლ-----------–---–- - 1/5 წილი; ნ-----------–---–- -1/5 წილი; ამდენად, ამჟამინდელ მოპასუხეს - ზ---–-------–---–ს შეეძლო განეცხადებინა პრეტენზია და მემკვიდრეობით მიეღო მხოლოდ მ-------------–---–-ს კუთვნილი 1/5 წილის მემკვიდრეობა, ისიც სხვა მემკვიდრეთა უფლებების გათვალისწინებით და არა კომლის დანარჩენი წევრების საკუთრებაში დარჩენილი ქონება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ზ---–-------–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან წარმოდგენილი საარქივო ცნობის მიხედვით 1986-2011 წლებში მართალია მითითებული არიან მოსარჩელეები, თუმცა ყველა მათგანი მონიშნულია. ვინაიდან მონიშვნა მოპასუხე მხარისთვის გაუგებრობას წარმოადგენდა, მოითხოვა დუშეთის არქივიდან განმარტება, რის საფუძველზეც წარმოადგინა 2018 წლის 25 აპრილის საარქივო ცნობა, სადაც მითითებულია, რომ მოსარჩელეები არიან გადახაზულები (მიზეზი მითითებული არ არის); აღნიშნული ადასტურებს, რომ სადავო პერიოდში, კერძოდ, 1993 წლის მდგომარეობით მოსარჩელეები არ წარმოადგენდნენ მ-------------–---–-ს კომლის წევრებს; მოპასუხე მხარის მიერ ასევე მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან წარმოდგენილ იქნა 2012 წლის 29 მაისს გაცემული #2818 ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ საგადასახადო სამსახურის მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემულ სოფელ ჯიღაურას მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის მიხედვით (2007 წლის მონაცემებით) მოქალაქე ცეზარ ვახტანგის ძე ძაგანიშვილს, აღრიცხულს 23-ე რიგით ნომრად (გვ.63) ერიცხება 0.68 ჰა მიწის ფართობი, რაც უტყუარად ადასტურებს, რომ ც-------------–---–ი ცალკე კომლად იყო რეგისტრირებული სადავო პერიოდში და მას, როგორც ცალკე კომლს სახელმწიფომ გადასცა მიწის ნაკვეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ ც-------------–---–ს ორჯერ გადაეცა მიწის ნაკვეთი რეფორმის ფარგლებში, რაც ეწინააღმდეგება იმ პერიოდისთვის მოქმედ კანონმდებლობას; ამასთან, 1998 წელს გაცემული მიღება-ჩაბარების #8 აქტის მიხედვით დასტურდება, რომ ც-------------–---–ს, როგორც ცალკე კომლს, გადაცემული ჰქონდა 0,68 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი მ-------------–---–-ს მოსაზღვრედ და იგი გადასახადის გადამხდელად აღრიცხული იყო მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურას მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის მიხედვით;

3. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის პოზიცია:

სასამართლო სხდომაზე მესამე პირმა, დალი ძაგანიშვილმა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ ზ---–-------–---–ს მშობლებმა ცალკე აუშენეს სახლი, სადავო სახლში კი ცხოვრობდა ც-------------–---–ი ოჯახთან ერთად; დედის გარდაცვალების შემდეგ ელოდებოდნენ ცეზარის გამოჯანმრთელებას, რადგან მას გულსისხლძარღვთა დაავადება ჰქონდა და ამის შემდეგ უნდა გაერკვიათ მემკვიდრეობის საკითხი; ზეცარის გარდაცვალების შემდეგ სრულიად მოულოდნელად შეიტყვეს, რომ ზ---–-------–---–მა სრულად დაირეგისტრირა დედის სამკვიდრო თავის სახელზე;

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მამკვიდრებელი მ-------------–---–- გარდაიცვალა 2007 წლის 28 აპრილს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი);

3.1.2. ც-------------–---–ი, ზ---–-------–---–- და საქმეში მესამე პირად ჩართული დ--–--------–---–- არიან მ-------------–---–-ს შვილებბი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 21 მარტის #A-------------- საარქივო ცნობის თანახმად დუშეთის რეგიონულ არქივში დაცული, მცხეთის რაიონის გალავნის სასოფლო-საბჭო-საკრებულოს სოფელ ჯიღაურას 1986-2001 წლებში დათარიღებულ საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად ჩაწერილია ვახტანგი ვასილის ძე (ხაზია გადასმული) მარო ილოს ასული ძაგანიშვილი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:

1. ძაგანიშვილი ვახტანგი ვასილის ძე - უფროსი (მონიშნულია), გარდაიცვალა;

2. ძაგანიშვილი მარო ილოს ასული - ცოლი;

3. ძაგანიშვილი ცეზარი ვახტანგის ძე - შვილი (მონიშნულია);

4. ძაგანიშვილი ლუბა კონსტანტინეს ასული - რძალი (მონიშნულია);

5. ძაგანიშვილი ვახტანგი ცეზარის ძე - შვილიშვილი (მონიშნულია):

6. ძაგანიშვილი ნინო ცეზარის ასული - შვილიშვილი (მონიშნულია);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი);

- 2018 წლის 21 მარტის #A------------- საარქივო ცნობა;

- 2018 წლის 20 აპრილის #A-------------- საარქივო ცნობა;

- 2018 წლის 25 აპრილის #A-------------- საარქივო ცნობა;

 

3.2.2. 2012 წლის 11 მაისს ზ---–-------–---–მა ნოტარიუს ლ--–--------ს წარუდგინა 1998 წლის 25 იანვრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #8 აქტი (სულ 1,25ჰა), რომელიც გაცემულია 1998 წლის მდგომარეობით კომლის უფროსის - მ----------------------–---–ის სახელზე.

 

სამკვიდრო მოწმობის გაცემის პერიოდში ნოტარიუსს არ წარედგინა (და არც ნოტარიუსს გამოუკვლევია) დუშეთის არქივის, 2018 წლის 21 მარტი #A------------- საარქივო ცნობა, რომლის თანახმადაც 1986-2001 წლების პერიოდში კომლის წევრებად მ-------------–---–-ს გარდა მოხსენიებულნი არიან: ცეზარი (გარდაცვლილია), ლუბა, ვატანგი და ნინო ძაგანიშვილები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 1998 წლის 25 იანვრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #8 აქტი ს.ფ. 25

- 2012 წლის 11 მაისის სამკვიდრო მოწმობა ზ---–-------–---–-ს სახელზე ს.ფ. 26-28;

- 2018 წლის 21 მარტის # A------------- საარქივო ცნობა ს.ფ. 23;

 

3.2.3. ფაქტობრივი გარემოება:

 

2012 წლის 11 მაისს ზ---–-------–---–ზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ზ---–-------–---–მა, როგორც პირველი რიგის კანონიერმა მემკვიდრემ, მიიღო დედის - 2007 წლის 28 აპრილს გარდაცვლილი მ-------------–---–-ს დანაშთი სამკვიდრო სრულად.

 

დღეის მდგომარეობით ზ---–-------–---–-ს საკუთრებაში, 2012 წლის 11 მაისის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე (სანოტარო აქტი #1--------, ნოტარიუსი: ლ. ონიანი) აღრიცხულია შემდეგი უძრავი ქონებები:

ა) უძრავი ქონება მდებარე: ქ. მ–--------------–-------------, საკადასტრო კოდი - 7----------- ფართი: 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

ბ) უძრავი ქონება მდებარე: ქ. მ–--------------–-------------, საკადასტრო კოდი - 7----------- ფართი: 1636 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა (#1 და #2).

გ) უძრავი ქონება მდებარე: ქ. მ–--------------–-------------, საკადასტრო კოდი - 7----------- ფართი: 280 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

დ) უძრავი ქონება მდებარე: ქ. მ–--------------–-------------, საკადასტრო კოდი - 72.04.05.198 ფართი: 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2012 წლის 11 მაისის სამკვიდრო მოწმობა ზაალი ძაგანიშვილის სახელზე ს.ფ. 26-28;

- საკადასტრო კოდებზე: 7-----------; 7-----------; 7-----------; 7----------- გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერები და თანდართული შესაბამისი საკადასტრო გეგმები ს.ფ. 30-41;

- მცხეთის მუნიციპალიტეტის წერილი #2---, დამოწმების თარიღი: 22.05.2012, მ-------------–---–-ს, როგორც სოფელ ჯიღაურას მიწის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ ს.ფ. 42;

 

3.2.4. კომლის ერთ-ერთი წევრი - ც-------------–---–ი გარდაიცვალა 2015 წლის 21 სექტემბერს. აწგარდაცვლილი ც-------------–---–ის შვილმა, ვახტანგ ძაგანიშვილმა მიიღო მამის დანაშთი სამკვიდრო (მამკვიდრებლის სახელზე რიცხული ავტომანქანები), რუსეთის ფედერაციაში, ქ. ასტრახანში გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. იგი ასევე დაეუფლა ცეზარი ზაგანიშვილის დანაშთ ნივთებს, რომლიც განთავსებულია სოფელს ჯიღაურაში, 1636 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე აშენებულ სახლში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცეზარი ძაგანიშვილის გარდაცვალების მოწმობა ს.ფ. 45-46;

- სამკვიდრო მოწმობა ვახტანგ ძაგანიშვილზე ს.ფ. 48-50;

- ნოტარიუს ვლადიმერ შერბაკოვის მიერ გაცემული ცნობა ს.ფ. 51-52;

- ვ--------------–---–-ს დაბადების მოწმობა ს.ფ. 53

- რუსეთის ფედერაციაში, ქ. ასტრახანში გაცემული სამკვიდრო მოწმობა, 13.03.2016წ. #3-----------

3.2.5. ლ-----------–---–- არის კომლის უფროსის, 2007 წლის 28 სექტემბერს გარდაცვლილი მ-------------–---–-ს რძალი. ნ-----------–---–- არის კომლის უფროსის, 2007 წლის 28 სექტემბერს გარდაცვლილი მ-------------–---–-ს შვილიშვილი. ვ--------------–---–- არის აწ/გარდაცვლილი ცეზარი ძაგანიშვილის შვილი, ასევე კომლოს უფროსის 2007 წლის 28 სექტემბერს გარდაცვლილი მ-------------–---–-ს შვილიშვილი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 21 მარტის #A------------- საარქივო ცნობა ს.ფ. 23;

- ცეზარი და ლუბა ძაგანიშვილების ქორწინების მოწმობა ს.ფ. 54;

- ნ-----------–---–-ს დაბადების მოწმობა ს.ფ. 55;

- ვ--------------–---–-ს დაბადების მოწმობა ს.ფ. 53;

3.2.6. ც-------------–---–ის ოჯახი (მისი უფლებამონაცვლე - ვახტანგი ძაგანიშვილის სახით) დღემდე ფლობს საკუთარ, ასევე მამკვიდრებლის მ-------------–---–-ს დანაშთ ქონებას. 2018 წლის 02 მარტს შედგენილი შპს ,,აუდიტორნის“ დასკვნით დგინდება, სადავო უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულება ერთობლივად შეადგენს 36 000 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი)

- 2018 წლის 02 მარტის შპს ,,აუდიტორნის“ დასკვნა ს.ფ. 56-59;

- 2018 წლის შპს ,,აუდიტის და შეფასების სახლის’’ დასკვნა #17/04-18/2;

 

3.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმის შესაბამისად, საქმეში არსებული ყოველი მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების საფუძველზე და ამის შემდეგ გამოიტანოს სასამართლომ დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, ამასთან მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილება, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტი, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 22 მარტის კანონი; საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის დადგენილება N48 ''საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ'' და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის დადგენილება N128 ''საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ'' საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვირდებული პრაქტიკის თანახმად, ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 129-ე მუხლის შესაბამისად, გაყოფა საკოლმეურნეო კომლის კუთვნილი ქონებისა, რომელიც მისი მოსპობის შემდეგ დარჩა, წარმოებს ამ კოდექსის 125-ე და 128-ე მუხლებში აღნიშნული წესებით. ამავე კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის წილი განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ, კომლის ქონება გარდაიქმნა კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულ წევრს თანაბარი წილი ეკუთვნის. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განჩინება, #ას-988-1242-05).

 

ამდენად, ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს საკოლმეურნეო კომლის ქონებას და იგი არის კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომელზედაც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი. კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებაზე მემკვიდრეობა უნდა გაიხსნას სამკვიდროს გახსნის ზოგადი წესების მიხედვით.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალში მითითებულია საკომლო წიგნიდან ამონაწერი, ასევე „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია.

აღნიშნული ნორმების თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობა წარმოადგენს საჯარო რეესტრში ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს, ხოლო მართლზომიერი მფლობელობის დამდგენ დოკუმენტად მიჩნეულია საკომლო წიგნიდან ამონაწერი, საგადასახადო ან სარეფორმო სია და სხვა დოკუმენტები.

 

,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების საფუძველზე დაიწყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმა. დადგენილების მე-5 პუნქტით დადგენილია: საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადის მათ კერძო საკუთრებაში. ადგილობრივი ბუნებრივ-საწარმოო პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მიზანშეწონილად ჩაითვალოს საკარმიდამო ფართობის გადიდება ბარში და ზეგანზე 0,75 ჰექტარამდე, ხოლო მთაში - 3 ჰექტრამდე. ამგვარად, მითითებული დადგენილებით განისაზღვრა საქართველოს მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწების მათ საკუთრებაში გადასვლა და ასევე კომლების საკარმიდამო ფართობის გადიდება შესაბამის ნორმამდე, ე.წ. ,,ახალ ნორმამდე შესავსები ფართობის” სახით.

 

1996 წლის 22 მარტს მიღებული იქნა საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ”, რომლითაც სამოქალაქო სამართლის კოდექსისგან განსხვავებულად განისაზღვრა კომლის სამართლებრივი რეჟიმი. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას. ამასთან, საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნას საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული.

 

ამ ნორმების შესაბამისად კომლში იგულისხმება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული კომლი - ფიზიკური პირი და ოჯახის წევრები, რომლებსაც საკუთრებაში გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განლაგებულია საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, ასევე გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტები და მოწყობილობები. ამდენად, საკომლო მეურნეობის საფუძველი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე კომლის წევრის საკუთრების უფლება.

 

ამგვარად, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს საკოლმეურნეო კომლი, რომელმაც არსებობა შეწყვიტა 1993 წლიდან და სასოფლო-სამეურნეო კომლი, რომელიც სრულიად ახალ და განსხვავებულ სამართლებრივ ინსტიტუტს წარმოადგენს და იქმნება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, საადგილმამულო წიგნში (იგულისხმება საჯარო რეესტრი, ხოლო მის შექმნამდე - მარეგისტრირებელი ორგანო - მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი) რეგისტრაციის გზით. ამგვარად, ფიზიკურ პირს შეუძლია, მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა დაარეგისტრიროს სასოფლო-სამეურნეო კომლის სახით. კომლის დარეგისტრირება შეუძლიათ ასევე ოჯახის წევრებს, თუ მათ საერთო საკუთრებაში გააჩნიათ ზემოთ დასახელებული ობიექტების ერთობლიობა. შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კომლის რეგისტრაციის უფლება აქვთ საკუთრების უფლების მქონე პირს ან პირებს (ოჯახის წევრებს).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის დადგენილებით საქართველოს მოქალაქეთა საკუთრებად გამოცხადდა მათზე რიცხული მიწის ნაკვეთები და ასევე განისაზღვრა მათთვის დამატებით ნორმის ფარგლებში მიწის ნაკვეთების გადაცემა, ხოლო „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილების მეორე პუნქტით დადგინდა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა უნდა განხორციელებულიყო 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მართლზომიერი მფლობელობის საფუძველზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის მნიშვნელოვანია პირის რეგისტრაცია კომლის წევრად 1992 წლის 1 იანვრამდე. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის №ას-211-203-2013 გადაწყვეტილება). ამ დროისათვის ვინც ირიცხებოდა კომლის წევრად, სწორედ მათ საკუთრებად გამოცხადდა კომლზე რიცხული მიწის ნაკვეთები (სოფლის ყოფილ მკვიდრებთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის დადგენილებით დაწესდა სპეციალური რეგულირება). ამგვარად, საკომლო ცნობა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს იმ შემთხვევაში, თუკი იგი ასახავს კომლის წევრთა ვინაობას და კომლზე რიცხულ ქონებას 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით.

 

ამდენად, მითითებული კანონის შესაბამისად განსახილველი დავის ფარგლებში უნდა დადგინდეს, ქონებაზე თანასაკუთრების უფლება კომლის რომელმა წევრებმა მოიპოვეს.

საკომლო წიგნის ჩანაწერების იურიდიულ მნიშვნელობასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,პ” პუნქტის თანახმად საკომლო წიგნი არის – ადმინისტრაციული ერთეულის – დასახლების (სოფლის, დაბის, ქალაქის), დასახლებათა გაერთიანების (თემის) ტერიტორიულ საზღვრებში კომლების და მათში პირთა რაოდენობის ამსახველი ჟურნალი, რომელიც ადასტურებს ამ პირთა კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში ცხოვრებისა და კომლის წევრად ყოფნის ფაქტს.

 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის N148 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 პუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთს იღებს დამოუკიდებელი ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მიუხედავად ქონების ოჯახის მხოლოდ ერთი სრულწლოვანი წევრისათვის გადაცემისა, აღნიშნულ ქონებაზე უფლებას იძენდნენ ოჯახის სხვა წევრებიც. ამ თვალსაზრისით არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ ფაქტს, რომ ნორმატიული აქტით დადგენილი პერიოდისათვის, კერძოდ, 1992 წლის პირველი იანვრის მდომარეობით, პირი ოჯახის წევრად უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული (აღრიცხული). აღნიშნულ ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან დამოუკიდებელ ოჯახად გასულ და რეგისტრირებულ ოჯახს უფლება წარმოეშობოდა მიღება-ჩაბარების აქტით ან სხვა უფლებადამდგენი დოკუმენტის საფუძველზე სხვა ადგილას მიეღო ასევე ქონება. დასახელებული ნორმატიული ბაზის ანალიზისა და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელის პოზიცია ემყარება მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებას, რომლის თანახმად ისინი სადავო პერიოდში იყვნენ კომლის წევრები და არ დაუკარგავთ თანასაკუთრების უფლება კომლის ქონებაზე, არ არის გამყარებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით და მას სასამართლო ვერ გაიზიარებს;

საქმეში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 21 მარტის #A-------------- საარქივო ცნობის თანახმად დუშეთის რეგიონულ არქივში დაცული, მცხეთის რაიონის გალავნის სასოფლო-საბჭო-საკრებულოს სოფელ ჯიღაურას 1986-2001 წლებში დათარიღებულ საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად ჩაწერილია ვახტანგი ვასილის ძე (ხაზია გადასმული), მარო ილოს ასული ძაგანიშვილი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან :

1. ძაგანიშვილი ვახტანგი ვასილის ძე - უფროსი (მონიშნულია), გარდაიცვალა;

2. ძაგანიშვილი მარო ილოს ასული - ცოლი;

3. ძაგანიშვილი ცეზარი ვახტანგის ძე - შვილი (მონიშნულია);

4. ძაგანიშვილი ლუბა კონსტანტინეს ასული - რძალი (მონიშნულია);

5. ძაგანიშვილი ვახტანგი ცეზარის ძე - შვილიშვილი (მონიშნულია):

6. ძაგანიშვილი ნინო ცეზარის ასული - შვილიშვილი (მონიშნულია);

დადგენილია, რომ ვახტანგ ვასილის ძე ძაგანიშვილი გარდაიცვალა 1986 წელს და მისი კუთვნილი წილი თანაბარწილად გადანაწილდა კომლის დანარჩენ წევრებზე, ამ დროიდან კომლის უფროსი გახდა მისი მეუღლე მ----------------------–---–ი;

მოცემული საარქივო ცნობის საპირისპიროდ მოპასუხემ წარმოადგინა 2018 წლის 25 აპრილით დათარიღებული #A-------------- საარქივო ცნობა, შემდეგი სახით:

დუშეთის რეგიონულ არქივში დაცული, მცხეთის რაიონის გალავნის სასოფლო-საბჭო-საკრებულოს სოფელ ჯიღაურას 1986-2001 წლებში დათარიღებულ საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად ჩაწერილია ვახტანგი ვასილის ძე (ხაზია გადასმული) მარო ილოს ასული ძაგანიშვილი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან :

1. ძაგანიშვილი ვახტანგი ვასილის ძე - უფროსი (მონიშნულია, გადახაზულია), გარდაიცვალა;

2. ძაგანიშვილი მარო ილოს ასული - ცოლი;

3. ძაგანიშვილი ცეზარი ვახტანგის ძე - შვილი (მონიშნულია, გადახაზულია); მიზეზი მითითებული არ არის

4. ძაგანიშვილი ლუბა კონსტანტინეს ასული - რძალი (მონიშნულია, გადახაზულია); მიზეზი მითითებული არ არის

5. ძაგანიშვილი ვახტანგი ცეზარის ძე - შვილიშვილი (მონიშნულია, გადახაზულია) მიზეზი მითითებული არ არის

6. ძაგანიშვილი ნინო ცეზარის ასული - შვილიშვილი (მონიშნულია, გადახაზულია) მიზეზი მითითებული არ არის;

დასახელებული საარქივო ცნობის ჩანაწერების ანალიზის კუთხით სასამართლო ითვალისწინებს დუშეთის რეგიონული არქივის დირექტორის, სასამართლო პროცესზე სპეციალისტის სახით მოწვეული ნინო სონიშვილის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში 1986-2001 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით მოსარჩელეების მონიშვნა-გადახაზვა ცალსახად გულისხმობს, რომ ისინი მითითებულ პერიოდში არ იყვნენ კომლის წევრები; გადახაზვა მოცემულ შემთხვევაში ვრცელდება მითითებულ მთელ პერიოდზე, ვინაიდან საწინააღმდეგო ჩანაწერი საკომლო წიგნში არ ფიქსირდება; ამასთან, სპეციალისტის განმარტებითვე იმავე სადავო პერიოდის ცალკე საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით ც-------------–---–ის ოჯახი უკვე ცალკე კომლად ფიქსირდება (იხ. სხდომის ოქმი), რაც იძლევა საფუძველს დასკვნისთვის, რომ მოსარჩელეებს მ-------------–---–-ს კომლში უკვე საკუთრების უფლება არ წარმოეშობოდათ; დასახელებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ მართალია კონკრეტულად არ დგინდება, თუ როდის განხორციელდა ც-------------–---–ისა და მისი ოჯახის წევრების გადახაზვა, თუმცა ცალსახაა, რომ 1997-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, ანუ 1998 წლისთვის, როდესაც მარიამ ძაგანიშვილს მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა მიწის ნაკვეთი, კომლის წევრად მითითებულია მხოლოდ თავად მ-------------–---–- და მისი შვილიშვილი - შალვა ძაგანიშვილი; ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ გადახაზვა განხორციელდა 2001 წლის მდგომარეობით, როდესაც დაიხურა ამ პერიოდის საკომლო წიგნი და მანამდე კომლის წევრები მარიამ ძაგანიშვილთან ერთად იყვნენ მოსარჩელეებიც; რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ პაექრობის ეტაპზე გაჟღერებულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი მოსარჩელე, ნ-----------–---–- დაბადებულია 1992 წელს და ამ დროისთვის ის მოხსენიებულია კომლის წევრად, სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგან ნ-----------–---–- საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების თანახმად დაბადებულია 1990 წლის 16 აპრილს (დაბადების მოწმობა ს.ფ. 55), რაც უტყუარად არ ადასტურებს, რომ ის 1992 წლის 01 იანვრის მდგომარეობითაც იყო მ-------------–---–-ს კომლის წევრი;

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

შესაბამისად, სწორედ მოსარჩელეთა მტკიცების საგანში შედის იმ გარემოების სარწმუნოდ დადასტურების ვალდებულება, რომ 1992 წლის 01 იანვრის მდგომარეობით, ან 1998 წელს მ-------------–---–-სთვის მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების, მდებარე მცხეთის რაიონი, სოფელი ჯიღაურა, საკუთრებაში გადაცემის მომენტში მოსარჩელეები ვ--------------–---–-, ლ-----------–---–- და ნ-----------–---–- ირიცხებოდნენ მარიამ ილოს ასული ძაგანიშვილის ოჯახში. სარჩელში მითითებული გარემოებები დადასტურებული უნდა იქნას მოსარჩელის და არა მოპასუხის მიერ. ზემოაღნიშნული გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება კი მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი არ არის.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილ 2012 წლის 29 მაისით დათარიღებულ წერილზე, რომლის თანახმად, ცეზარ ვახტანგის ძე ძაგანიშვილი სოფელ ჯიღაურაში (2007 წლის მონაცემებით) აღრიცხულია გადასახადის გადამხდელად და მის სახელზე, როგორც ცალკე კომლის სახელზე, ირიცხება 0.68 ჰა მიწის ფართობი; ამასთან, მ-------------–---–-ს სახელზე 1998 წელს გაცემული მიღება-ჩაბარების #8 აქტის მეორე გვერდზე მოხაზულია რეფორმის ფარგლებში ც-------------–---–ის საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთი; დასახელებულ მტკიცებულებასთან ერთობლიობაში საყურადღებოა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაახლოებით იმავე პერიოდში გაცემული 2012 წლის 22 მაისით დათარიღებული წერილი, სადაც მითითებულია, რომ სოფელ ჯიღაურას მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის მიხედვით (2007 წლის მონაცემებით) მოქალაქე მარიამ ილიას ასულ ძაგანიშვილს, აღრიცხულს 120-ე რიგით ნომრად (გვ.40) ერიცხება 1.25 ჰა მიწის ფართობი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ც-------------–---–ს, როგორც ცალკე კომლს, იმავე სოფელში ერიცხებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ხოლო ცალკე კომლის სახით მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღება გამორიცხავდა იმავე დროს სხვა კომლის, ამ შემთხვევაში მ-------------–---–-ს კომლის წევრობას და თანასაკუთრების უფლების წარმოშობას, ვინაიდან მიწის რეფორმის დროს მოქმედი ზემოაღნიშნული ნორმატიული ბაზის ანალიზის შედეგად მიწის ნაკვეთების გადაცემა ხდებოდა დამოუკიდებელ ოჯახად გასული კომლების მიხედვით;

მართალია უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საკომლო წიგნის ჩანაწერში მხოლოდ მითითება გადახაზვის შესახებ შესაბამისი მიზეზის გარეშე (რომელ წელს მოხდა გადახაზვა, რა იყო ამის საფუძველი და ა.შ) არ არის საკმარისი საფუძველი იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ კონკრეტული პირი სადავო პერიოდში ამოწერილი იყო კომლიდან, (#ას-2---------; ას-1-------------), თუმცა ეს მაშინ, როცა საქმეში არ მოიპოვება საპირისპირო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები;

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საკომლო მეურნეობის რეგისტრაცია მარიამ ძაგანიშვილს თავის სიცოცხლეში არ განუხორციელებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გარდაცვალების მომენტში არსებობდა საკოლმეურნეო კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება, რომელზეც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი; იმის გათვალისწინებით, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელეთა კომლის წევრობის ფაქტი უტყუარად ვერ დადგინდა, შესაბამისად, მ-------------–---–-ს დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნა მამკვიდრებლის გარდაცვალებისათვის მოქმედი სამკვიდროს გახსნის ზოგადი წესების მიხედვით. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი, სათანადო მტკიცებულება, მოსარჩელე მხარის მიერ არ წარმოდგენილა. რაც შეეხება, მოსარჩელე მხარის მითითებას იმ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ც-------------–---–ის ოჯახი (მისი უფლებამონაცვლე ვ--------------–---–-ს სახით) დღემდე ფლობს როგორც საკუთარ, ასევე მამკვიდრებელ მ-------------–---–-ს დანაშთ ქონებას, აღნიშნული სცილდება განსახილველი დავის ფარგლებს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია საკომლო ჩანაწერების საფუძველზე მოსარჩელე პირთა მესაკუთრეებად ცნობა, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელება; ამასთან, მოსარჩელეთა მოთხოვნას სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე, იმ მოტივით, რომ ზ---–-------–---–მა დამალა სხვა მემკვიდრეების არსებობა და ამ საფუძვლით გაიცა სამკვიდრო მოწმობა მხოლოდ ზ---–-------–---–ზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ არგუმენტის შეფასება განსახილველი დავის ფარგლებში ვერ იქნება იურიდიული შედეგის მომტანი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელე მხარის მოთხოვნა სადავო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მათ, როგორც კომლის წევრებს, გააჩნიათ ქონებაზე თანასაკუთრების უფლება, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ სადავო პერიოდში - კერძოდ, 1992 წლის 01 იანვრის მდგომარეობით ან 1998 წელს მ-------------–---–-სთვის მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების, მდებარე მცხეთის რაიონი, სოფელი ჯიღაურა, საკუთრებაში გადაცემის მომენტში, დასახელებული პირები იყვნენ მამკვიდრებლის, მ-------------–---–-ს კომლის წევრები და შესაბამისად, მათ წარმოეშვათ თანასაკუთრების უფლება დასახელებულ უძრავ ქონებაზე;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 აპრილის განჩინებით მოსარჩელეების ვ--------------–---–-ს, ლ-----------–---–-ს და ნ-----------–---–-ს წარმომადგენლის - გ----------------–---–-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა და ზაალ ძაგანიშვილს (01011062168) აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: 1) მ–--------------–-------------, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 1000,00 კვ.მ (საკადასტრო კოდი 7-----------); 2) მ–--------------–-------------, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 1636,00 კვ.მ (საკადასტრო კოდი 7-----------); 3) მ–--------------–-------------, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 5000.00 კვ.მ (საკადასტრო კოდი 7-----------); 4) მ–--------------–-------------, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 280,00 კვ.მ (საკადასტრო კოდი 7-----------) გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არსებობს სასამართლოს 2018 წლის 04 აპრილის განჩინებით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 256-ე, 257-259ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვ--------------–---–-ს, ლ-----------–---–---–--ა და ნ-----------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სოფიო ლეჟავა