განაჩენი

სისხლის სამართლის 26.09.2018
საქმის ნომერი
330100118002312911
თარიღი
26.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№--------

№(0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 სექტემბერი 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი ნინო მაისაია

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

 

პროკურორი - ვ-–- თ-------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული:

თ------ ს-----------ე - დაბადებული 1--- წლის 3----–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული - თბილისი, მ---------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ნ--–--------------------------.

 

ადვოკატი: ლ---- ს-----ა, ი-----–- ბ----

 

კვალიფიკაცია:

თ------ ს-----------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ თ------ ს-----------ე 2015 წლის 1 ნოემბრიდან მუშაობდა შპს ,,მ----ში“, რომელიც ფლობს აზარტული და მომგებიანი თამაშების გამართვის ლიცენზიას. შპს ,,მ----ის“ მიერ ორგანიზებულია ინტერნეტკაზინო და ინტერნეტ ტოტალიზატორი დომეინზე -----------------. მომხმარებლების წახალისების და მოზიდვის მიზნით, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა აქციებს და ბონუსებს. ერთ-ერთი ასეთი წამახალისებელი ბონუსია ჯეკპოტი, რომელიც თამაშდება აზარტული თამაშების ყველა სახეობაში. ჯეკპოტის გათამაშება უნდა მომხდარიყო დღის იმ პერიოდში, როდესაც კონკრეტული სახეობის აზარტულ თამაშზე მომხმარებლის ყველაზე დიდი აქტივობა იყო და გათამაშების შემდეგ ჯეკპოტის საპრიზო ფონდიც თანაბრად უნდა განაწილებულიყო ყველა მოთამაშეზე. ჯეკპოტის გათამაშების ფუნქცია დაეკისრა თ------ ს-----------ეს, რომელსაც ჯეკპოტის გათამაშების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიეღო დამოუკიდებლად, კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე. თ------ ს-----------ემ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გადაწყვიტა საერთო მიზნითა და ერთიანი განზრახვით, მოტყუებით დაუფლებოდა შპს ,,მ----ის“ კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, ------------------ზე სხვადასხვა პირების მონაცემებით დარეგისტრირებული მომხმარებლების (იუზერების) გამოყენებით, მის მიერ წინასწარ შემუშავებული თაღლითური სქემით, რაც მდგომარეობდა შემდეგში: თ------ ს-----------ეს და სხვა პირებს, 2016 წლის სექტემბრის თვიდან, კომპანიის მიერ ორგანიზებულ ონლაინ სამაგიდო თამაშებში მონაწილეობის იმიტაციის მიზნით, ზემო აღნიშნული იუზერების ანგარიშებზე შემოჰქონდათ მინიმალური თანხები და ახდენდნენ ონლაინ თამაშებში მონაწილეობის იმიტაციას, თ------ ს-----------ის მიერ წინასწარ მითითებული დროის იმ პერიოდში, როდესაც თ------ ს-----------ეს უნდა გაეთამაშებინა ჯეკპოტი, რაც მხოლოდ მათთვის იყო ცნობილი და მიზნად ისახავდა ჯეკპოტის სახით გასათამაშებელი თანხის ნაწილის თაღლითურად დაუფლებას. ამ ხერხით დაუფლებული თანხები, გამოყენებული იუზერების ანგარიშებიდან თ------ ს-----------ის მითითებით ირიცხებოდა სხვადასხვა პირების მიერ დამზადებულ, მის სარგებლობაში არსებულ საბარათე ანგარიშებზე, რასაც განკარგავდა საკუთარი შეხედულებით. აღნიშნული ქმედებით კომპანიას მიადგა დიდი ოდენობით 1 208 981.84 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით

სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.

 

2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ შპს ,,მ----ის’’ წარმომადგენელმა გ------- მ--–---–---–მა განაცხადა, რომ არის კომპანიის იურისტი. შპს ,,მ----ი“ ახორციელებს სათამაშო ბიზნესს, გააჩნია ვებ-გვერდი -----------------, სადაც მოწყობილია ტოტალიზატორი და კაზინო. შპს ,,მ----ი“ მომხმარებლის მიზიდვის მიზნით და ვებ-გვერდის პოპულარიზაციისთვის ახორციელებს სხვადასხვა სახის აქციებს, მათ შორის, ონლაინ კაზინოში ათამაშებს ჯეკპოტს. გ------- მ--–---–---–ის განმარტებით, ჯეკპოტის ოდენობა გარკვეული დროის განმავლობაში იზრდებოდა და შემდეგ თამაშდებოდა. ჯეკპოტს ათამაშებდა შპს ,,მ----ის“ თანამშრომელი თ------ ს-----------ე, კომპანიისგან მხოლოდ მას ჰქონდა მინიჭებული უფლება და პროგრამული წვდომა გაეთამაშებინა ჯეკპოტი. თ------ ს-----------ე განსაზღვრავდა კომპიუტერული პროგრამით თუ როდის უნდა გათამაშებულიყო ჯეკპოტი. კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე, ჯეკპოტი უნდა გათამაშებულიყო იმ დროს, როდესაც ვებ-გვერდზე ყველაზე მეტი მომხმარებელი თამაშობდა, ეს დრო იყო 18:00 საათიდან 00:00 საათამდე პერიოდი. გ------- მ--–---–---–მა განაცხადა, რომ კომპანიის ერთ-ერთი თათბირის დროს დადგა საკითხი, ადამიანის ჩარევის გარეშე გათამაშებულიყო კაზინოში ჯეკპოტი, რა დროსაც თ------ ს-----------ემ გამოთქვა უკმაყოფილება, არ დაეთანხმა იდეას და გაწია დიდი წინააღმდეგობა. კომპანიის ხელმძღვანელობას თ------ ს-----------ის ქმედებაზე გაუჩნდა ეჭვი, რის შემდეგაც გადამოწმებული იქნა სერვერზე არსებული ინფორმაცია, თუ რა დროს თამაშდებოდა ჯეკპოტი. აღმოჩნდა, რომ თ------ ს-----------ე ჯეკპოტს ათამაშებდა იმ დროს, როდესაც ვებ-გვერდზე შესული იყო ცოტა მომხმარებელი, ასევე დადგინდა, რომ ჯეკპოტს იგებდა ერთი და იგივე მომხმარებლები. გ------- მ--–---–---–ის განცხადებით, თ------ ს-----------ეს ჰქონდა რამდენიმე იუზერი, რომლითაც თამაშს იწყებდა მცირე თანხით, ჯეკპოტის გათამაშებამდე რამდენიმე წუთით ადრე და, როდესაც გათამაშდებოდა ჯეკპოტი, იგი იგებდა ჯეკპოტს და წყვეტდა თამაშს. დადგინდა, რომ რამდენიმე იუზერი დაკავშირებული იყო ერთ საბანკო ანგარიშზე. ჯეკპოტი იყო ერთგვარი აქცია, რომელიც მიზნად ისახავდა კომპანიის განვითარებას, არსებული მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდის და ახალი მომხმარებლის მოზიდვას. მას ქონდა წამახალისებელი მნიშვნელობა, მაგრამ თ------ ს-----------ის მხრიდან ისე თამაშდებოდა ჯეკპოტი, რომ არ ხმარდებოდა კომპანიის ბიზნეს ინტერესებს და მას ეუფლებოდა თ------ ს-----------ე. გ------- მ--–---–---–ის განმარტებით, თ------ ს-----------ის ქმედებით კომპანიას მიადგა მილიონ ლარზე მეტი ზიანი. ზიანი დათვლილ იქნა იმ იუზერების მიხედვით რომელიც თ------ ს-----------ეს ეკუთვნოდა და რომლებმაც მოიგეს ჯეკპოტი.

 

2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმე კ---- გ---–-----მა განაცხადა, რომ მუშაობს შპს ,,მ----ის“ ა----------–----– დირექტორად. კაზინოს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად დანიშნული იყო თ------ ს-----------ე, რომელმაც დეპარტამენტის კადრები დააკომპლექტა მისი მეგობრებით და ახლობლებით. როდესაც დეპარტამენტი გადავიდა 24 საათიანი რეჟიმზე, თანამშრომლებს მონიტორინგს უწევდა თ------ ს-----------ე, რომელსაც შვილივით ენდობოდა და კომპანიის ხელმძღვანელისგან სრული ნდობა ჰქონდა მინიჭებული. თ------ ს-----------ის უფლება-მოვალეობაში შედიოდა ჯეკპოტის გათამაშება სხვადასხვა თამაშებზე, როგორიცაა ოთხი სახეობის ,,რულეტკა“, ,,სლოტი“, ,,ბურა“, ,,ნარდი“, ,,დომინო“, ,,სეკა“, ,,ბლექჯექი“. კ---- გ---–-----ის განმარტებით, კომპანიის მხრიდან ჯეკპოტის გათამაშება ხდებოდა მომხმარებლების წახალისების მიზნით, მაგრამ თ------ ს-----------ე ჯეკპოტს ათამაშებდა პასიურ დროს ანუ ისეთ დროს, როდესაც ცოტა მომხმარებელი თამაშობდა კაზინოში. თ------ ს-----------ეს ჰქონდა შექმნილი ყალბი იუზერები, რომლებიც არ აქტიურობდნენ, მხოლოდ ჯეკპოტის მოსაგებად შედიოდნენ კაზინოში, რეგისტრაციის შემდეგ იუზერს შეჰქონდა ანგარიშზე 3 ლარი ან 5 ლარი, შემდეგ შედიოდა იუზერი კაზინოში, რა დროსაც თ------ ს-----------ე გაათამაშებდა ჯეკპოტს, ხოლო მისი ყალბი იუზერები იგებდნენ მას და წყვეტდნენ თამაშს. კ---- გ---–-----ის განცხადებით, თ------ ს-----------ემ თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობა გამოიყენა ბოროტად და გათამაშებული ჯეკპოტების 90%, რომელიც გამოყოფილი იყო პრომოუშენის ასაწევად და პოპულარიზაციისთვის მიითვისა. ჯეკპოტით მოგებული თანხები თ------ ს-----------ეს გადაჰქონდა სხვადასხვა პლასტიკურ ბარათებზე და საბანკო ანგარიშზე, საიდანაც გამოჰქონდა. კ---- გ---–-----მა დაადასტურა, რომ რამდენიმეჯერ შეამჩნია თ------ ს-----------ის მიერ ჯეკპოტები გათამაშებული იყო შეუსაბამო დროს, თავის მხრივ, თ------ ს-----------ე აღნიშნულს ხსნიდა ტექნიკური გაუმართაობით. კ---- გ---–-----მა ასევე განაცხადა, რომ თ------ ს-----------ე არ დაეთანხმა კომპანიის თათბირზე დაყენებულ იდეას, რომლის მიხედვითაც ადამიანის ჩარევის გარეშე კომპიუტერული პროგრამა გაათამაშებდა ჯეკპოტს. აღნიშნულის შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა შეემოწმებინა თ------ ს-----------ის მიერ გათამაშებული ჯეკპოტების ისტორია და აღმოჩნდა, რომ თ------ ს-----------ე ისე ახდენდა ჯეკპოტის გათამაშებას, რომ თავად ეუფლებოდა ჯეკპოტის თანხებს. ს-----------ის ქმედებით კომპანიამ მიიღო მილიონ ლარზე მეტი ზიანი.

 

2.3. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს შპს ,,მ----ის“’ თანამშრომელმა მოწმე ი-----–- წ---–-----მა, რომელმაც დამატებით განაცხადა, რომ თ------ ს-----------ე ჯეკპოტს ათამაშებდა არა პიკის საათებში, არამედ ღამის 04:00 საათზე, რა დროსაც მცირე რაოდენობის მომხმარებელი იყო კაზინოში, აღნიშნული კომპანიის მიმართულებას ეწინააღმდეგებოდა. მოწმის განმარტებით, როდესაც მაგიდის თამაშზე თამაშდება ჯეკპოტი, მაგიდაზე ორი მომხმარებელი უნდა თამაშობდეს ერთმანეთში. აღნიშნული თამაშის დროს კომპანია იღებს შემოსავალს. შემოსული თანხიდან კომპანია ათამაშებს ჯეკპოტს. ჯეკპოტის თანხა სრულად ეკუთვნის კომპანიას, რომელსაც იყენებს მომხმარებლის მოზიდვის მიზნით და კომპანიის პოპულარიზაციისთვის. ი-----–- წ---–-----ის მიერ გადამოწმებული იქნა გათამაშებული ჯეკპოტების ისტორია, თუ რა დროს თამაშდებოდა ჯეკპოტი და რომელი იუზერები იგებდნენ ჯეკპოტს, აღმოჩნდა რომ თ------ ს-----------ე ჯეკპოტს ათამაშებდა ღამის 03:00-04:00 საათებში, ასევე ჯეკპოტს იგებდნენ ისეთი იუზერები, რომლებსაც სათამაშო აქტივობები არ გააჩნდათ და არარსებული ინფორმაციებით იყვნენ დარეგისტრირებულნი, დაახლოებით 1900 იუზერი იყო შექმნილი, რომლებსაც სათამაშო ისტორია არ გააჩნდათ და ისე იგებდნენ ჯეკპოტს.

 

2.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა კაზინოს დირექტორმა მოწმე რ------- მ------------მა დაადასტურა, რომ მთავარი დამნაშავე მოცემულ საქმეზე არის თ------ ს-----------ე, რომელმაც კომპანიას მილიონ ლარზე მეტი ზიანი მიაყენა. თ------ ს-----------ეს ევალებოდა ჯეკპოტის გათამაშება, რაც ემსახურება იმ მიზანს, რომ კომპანია გახდეს პოპულარული და მოიზიდოს ახალი მომხმარებელი, მაგრამ თ------ ს-----------ემ თავის სასარგებლოდ გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება. მან შექმნა რამდენიმე იუზერი, რომლებსაც აკონტროლებდა და როდესაც ხდებოდა ჯეკპოტის გათამაშება, შედიოდა ამ იუზერებით და ხდებოდა ჯეკპოტის მფლობელი, შემდეგ თანხა გადაჰქონდა საბანკო ანგარიშზე და იქედან გამოჰქონდა ფული. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ თ------ ს-----------ესთან ერთად დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებოდა შპს ,,მ----ის“ რამდენიმე თანამშრომელი.

 

2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----– ხ--------–---–მა განაცხადა, რომ შპს ,,მ----ში“ მუშაობა თ------ ს-----------ემ დააწყებინა. მას თ------ ს-----------ემ ტოტალიზატორში სათამაშოდ სთხოვა ,,თ----------ის“ პლასტიკური ბარათები, რის სანაცვლოდაც თვეში 250 ლარს გადაუხდიდა. მ-----– ხ--------–---–ი დათანხმდა თ------ ს-----------ის შეთავაზებას და თავის ახლობლებს გამოართვა ,,თ----------ის“ ბარათები, რომლებიც თ------ ს-----------ეს გადასცა. მ-----– ხ--------–---–მა ასევე განმარტა, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის დროს ტელეფონზე უკავშირდებოდა თ------ ს-----------ე, რომელიც ჯეკპოტის გათამაშების ბრძანებას გასცემდა, მ-----– ხ--------–---–ი შედიოდა პროგრამაში და დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ ათამაშებდა ჯეკპოტს. მ-----– ხ--------–---–მა დაახლოებით 5-6 ჯერ გაათამაშა ჯეკპოტი თ------ ს-----------ის მითითებით.

 

2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმე ჯ---- თ-------–---–მა განაცხადა, მუშაობს შპს ,,მ----ში“ ტოტალიზატორ ,,კ--------–-----ში“, მისი დეპარტამენტის უფროსი იყო თ------ ს-----------ე, რომელმაც შესთავაზა ჯეკპოტის გათამაშებაში ჩართვა, მას იუზერებით უნდა მოეხდინა კაზინოს თამაშზე შესვლა, სადაც გათამაშდებოდა ჯეკპოტი. ჯ---- თ-------–---–ის განმარტებით, თ------ ს-----------ემ სახლში განათავსა რამდენიმე კომპიუტერი, სადაც რამდენიმე ადამიანი იკრიბებოდა, ყალბი იუზერებით შედიოდნენ ,,კ--------–-----ის“ საიტზე, კაზინოში. ჯ---- თ-------–---–ს ჰქონდა ერთი კომპიუტერი განკუთვნილი, სადაც გახსნილი იყო რამდენიმე ყალბი იუზერი, რომლებიც იყვნენ აქტიურ მდგომარეობაში და იყვნენ კაზინოს საიტზე სათამაშოდ შესული. ასევე, მათ ეხმარებოდათ ლ-–- ნ------------ე, რომელსაც ანალოგიურად ჰქონდა კომპიუტერი, რომელშიც გააქტიურებული იყო რამდენიმე იუზერი. თ------ ს-----------ე თავის თანამშრომელს, რომელიც მორიგე იყო, მისცემდა მითითებას, რომ გაეთამაშებინა ჯეკპოტი, რა დროსაც ჯეკპოტი თამაშდებოდა და ყალბი იუზერები იგებდნენ ჯეკპოტის თანხებს. ჯ---- თ-------–---–ს თ------ ს-----------ე მოგებული ჯეკპოტის თანხიდან 10% აძლევდა. ჯ---- თ-------–---–ი 3 თვის განმავლობაში თხუთმეტჯერ იმყოფებოდა თ------ ს-----------ესთან და დაეუფლა ჯეკპოტის თანხებს, სანაცვლოდ თ------ ს-----------ემ ჯ---- თ-------–---–ს გადასცა 3000 ლარი.

 

2.7. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ლ-–- ნ------------ემ, რომელმაც დამატებით განაცხადა, რომ მისი უშუალო უფროსი იყო თ------ ს-----------ე და ასრულებდა მის მითითებებს. ლ-–- ნ------------ე მიდიოდა თ------ ს-----------ის სახლში, სადაც მოწყობილი იყო ოთახი და განთავსებული იყო კომპიუტერები. იგი მოგონილი იუზერებით შედიოდა კაზინოს თამაშში და ელოდებოდა ჯეკპოტის გათამაშებას. თ------ ს-----------ე უკავშირდებოდა მორიგე თანამშრომელს და გასცემდა მითითებას, რომ გათამაშებულიყო ჯეკპოტი, რის შემდეგაც თ------ ს-----------ის მიერ შექმნილი ყალბი იუზერები იგებდნენ ჯეკპოტს. ლ-–- ნ------------ის განცხადებით, დაახლოებით ორმოცდაათჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა ჯეკპოტის გათამაშებაში, რის სანაცვლოდაც თ------ ს-----------ე მას მოგებული თანხის 10% უხდიდა და დაახლოებით 5000 ლარი გადასცა.

 

2.8. სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ------ უ-–------–-–---–მა განაცხადა, რომ თ------ ს-----------ემ სთხოვა ტრანზაქციების მიზნით ,,თ----------ის“ პლასტიკური ბარათების დამზადება და მისთვის გადაცემა, სანაცვლოდ დაპირდა თითო ბარათზე 50 ლარის გადახდას. ვ------ უ-–------–-–---–ი დათანხმდა შემოთავაზებას, რის შემდეგაც ახლობლებს ლ--- ე---–----–---–ს, ლ---- ჯ--------ას, ლ-–- კ------ეს, ლ---- ლ---–----ეს და გ------- ე------ს დაამზადებინა პლასტიკური ბარათები და გადასცა ს-----------ეს, სანაცვლოდ ყოველ თვე თ------ ს-----------ე გადასცემდა 250 ლარს. ვ------ უ-–------–-–---–მა ასევე განაცხადა, რომ თ------ ს-----------ე ავალებდა ჯეკპოტების გათამაშებას, იგი შედიოდა პროგრამაში და უთითებდა დროს თუ როდის უნდა გათამაშებულიყო ჯეკპოტი.

 

2.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა - ლ---- ლ-----–---მ, ლ---- ი-–---–მა, ა-–---------- გ------–-–---–მა, გ------- ე------მა, კ-----–- მ---------მა, დ----- მ-----–---–მა, ლ--–- ლ-------მა, ა---------–---მ, კ------------- ქ------–--ემ, ა-------–---–მა, ს--–---- გ------–---–მა, ბ--- ბ---------მა, თ----- ბ---------მა, ი----- ა--------მ, თ----- ბ--–----ემ, ს--–---- პ----–----მა, ნ----- გ------–---–მა, ი-----–- პ----–----მა, ს--- გ-----–---–მა, ბ--- მ---------მა, თ----- გ--------–-–---–მა, მ-----– ლ--------–---–მა, ბ--- გ---–------მა, ლ---- ხ--------–---–მა, ა----- წ----–-–---–მა, გ--- წ----–-–---–მა, ბ---- ნ------–---–მა, ვ------- ა----–---–მა, მ------ ც---------–---–მა, ნ---- შ------მა, ნ-----–---- წ----–-–---–მა, ლ-–- კ------ემ, ზ----- თ------–---–მა, ვ-–- მ----------მა, ლ---- ჯ--------ამ, გ------- ც---------–---–მა, გ------- ძ--------მა, გ------- ლ-----ემ, ქ------- ა---------–---–მა, ა------------ემ, ა-–---------- გ------–-–---–მა, ი--------------ამ, ნ----- ა----–---–მა, დ----- მ-----–---–მა, რ--------- ბ---------მა, მ------ ა-------ემ, მ------ ჟ------მა, გ------- კ----–-–---–მა, ო----- ბ------–---მა, ა------ ა--–------–---–მა, დ----- ო----მა, დ----- ხ----–--–მა და შ--–-- ჯ-----მ, შ----- ბ-----–---–მა დაადასტურეს, რომ მათი კუთვნილი ,,თ----------ის’’ პლასტიკური ბარათები გადასცეს თ------ ს-----------ეს ან/და მის მეგობრებს თ------ ს-----------ეზე გადასაცემად.

 

2.10. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმის ზ------ ჩ--------–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის შემოდგომაზე, გართობის მიზნით დარეგისტრირდა ,,კ--------–-----ზე“ პირადი ნომრით 5----------, იუზერის სახელწოდებით z--------. მან ითამაშა ტოტალიზატორი, ფეხბურთი, კალათბურთი, თამაშობდა დაბალ ფსონზე 2-3 ლარი. იგი თამაშობდა 10-20 დღე, შემდეგ დაავიწყდა იუზერის პაროლი და თამაში შეწყვიტა. ზ------ ჩ--------–მა განაცხადა, რომ არასდროს არ უთამაშია კომპიუტერით, მხოლოდ მობილური ტელეფონით თამაშობდა. მას არასდროს არ უთამაშია ,,რულეტკა“, ,,სეკა“, ,,პოკერი“ და სხვა.

 

2.11. სასამართლო სხდომაზე მოწმე ა------ ა--–------–---–მა განაცხად, რომ მისი ბინა მდებარე ქ. თბილისი ქ-------------------------------------------, იპოთეკით დატვირთა, რადგან ვერ გადაიხადა იპოთეკის თანხა, 2016 წელს ბინა გიყიდა აუქციონზე, იგი აუქციონით შეიძინა თ------ ს-----------ემ 60 000 ლარად. აღნიშნულ ბინაში ა------ ა--–------–---–ი ფაქტობრივად ცხოვრობს. შემდგომში მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის სარგებლობაში არსებული ბინა თ------ ს-----------ის მიერ დატვირთულ იქნა ,,თ----------ში’’ იპოთეკით.

 

2.12. სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-–--------–--მ დაადასტურა, რომ თ------ ს-----------ის მამის თხოვნით მან თ------ ს-----------ეს გადასცა 60 000 აშშ დოლარის ოდენობით თანხა. მას თ------ ს-----------ის მამამ განუცხადა, რომ მის შვილს პრობლემები ჰქონდა სამსახურში, რის გამოც ესაჭიროებოდა თანხა.

 

2.13. სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ა-----–---–მა დაადასტურა, რომ თ------ ს-----------ე არის მისი დის შვილი, რომელთანაც არ ქონია ფინანსური ურთიერთობა. თ------ ს-----------ე ხშირად სარგებლობდა მისი კუთვნილი ,,ლექსუსის“ ფირმის ა/მანქანით.

 

2.14. სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ა-–---------- მ----------მა და ნ-------- მ----------მა დაადასტურეს, რომ ახლოს იცნობდნენ თ------ ს-----------ის დას, რომელიც მათთან სახლში ხშირად იმყოფებოდა. თ------ ს-----------ის დამ იცოდა მათი ინტერნეტი პაროლი და ხშირად სარგებლობდა ინტერნეტით.

 

2.15. სასამართლო სხდომაზე გამომძიებელმა გ------ ი------–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ 2017 წლის 4 ოქტომბერს შპს ,,მ----ის’’ დირექტორის მომართვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება კომპანიაში მომხდარი თაღლითობის ფაქტზე. დადგინდა რომ თ------ ს-----------ე, რომელსაც ევალებოდა კაზინოში ჯეკპოტის გათამაშება, წინასწარი შეთანხმებული და შემუშავებული ხერხით მოტყუებით დაუფლა შპს ,,მ----ის’’ ფულად თანხას, რაც გამოიხატა მასში, რომ მასთან დაკავშირებული პირების მიერ და ს-----------ის მიერ შედგენილი იქნა ყალბი იუზერები და იმიტაციას ახდენდნენ თითქოს ხდებოდა ჯეკპოტის გათამაშება, შემდეგში ეს იუზერები იგებდნენ ჯეკპოტის თანხებს. მოგებულ თანხებს რიცხავდნენ ს-----------ის მიერ მითითებულ სხვა პირების სახელზე დარეგისტრირებულ ბარათებზე, შემდეგ ს-----------ეს გამოჰქონდა ბანკომატებიდან აღნიშნული თანხა. გამოძიების მიერ დადგენილ იქნა იუზერები; მოსამართლის განჩინებით გამოთხოვილი იქნა ,,ლ--------------დან’’ და ,,თ----------იდან’’ ინფორმაცია გატანილი თანხების შესახებ. ჯამში ბარათებიდან ჩარიცხული თანხა შეადგენდა 1 208 981 ლარს. გამოძიებით დადგინდა რომ ეს თანხები ეკუთვნოდა შპს ,,მ----ს’’. გ------ ი------–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა.

 

2.16. სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა დ----- მ------–---–მა, ლ---- დ--------–--ემ, ი-----–- ტ---------მ, გ------- რ-----–-–---–მა, ა-–---------- ბ------–---–მა, გ------- ს-------მა, პ------ ც--------მ, გ------- ბ--------ემ, გ------- ბ--------ემ, დ----- ჩ------–მა და ბ------ კ----------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ავთენტურობა.

 

2.17. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თ------ ს-----------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ შპს ,,მ----ში’’ მუშაობს დაახლოებით 2015 წლიდან, კომპანიაში იყო კაზინოს მენეჯერი, ევალებოდა კაზინოს თამაშების კონტროლი და მონიტორინგი, კ---- გ---–-----თან იყო პასუხისმგებელი და მისგან იღებდა ბრძანებას გაეთამაშებინა ჯეკპოტი თუ არა. დაახლოებით წელიწად ნახევრის განმავლობაში ათამაშებდა ჯეკპოტს ძირითადად პიკის საათებში, მაგრამ რაღაც ნაწილს, მისი ინიციატივით, ათამაშებდა არა პიკის საათებში. მან შექმნა არავერიფიცირებული (ყალბი) ექაუნთები, რაც დასაშვებია, რადგან ყველა ტოტალიზატორში არსებობს ვერიფიცირებული და არავერიფიცირებული ექაუნთები, კომპანია არავის არ ზღუდავს იმაში რომ არასწორი ინფორმაციით დარეგისტრირდეს. ჯეკპოტის გათამაშების დროს მის მიერ დარეგისტირებული ექაუნთები თამაშობდნენ და ხვდებოდათ თანხა ჯეკპოტიდან, რომელიც ყველა ექაუნთზე იყოფოდა. თ------ ს-----------ის განმარტებით, მას ასეულობით იუზერი აქვს შექმნილი, დაახლოებით 30 იუზერს არეგისტრირებდა ჯეკპოტის გათამაშებისთვის, თვეში დაახლოებით თამაშდებოდა 10 ჯეკპოტი. ჯეკპოტის გასათამაშებლად ორი გზა არსებობდა ან დროს უთითებდა ან თანხას, იგი ურეკავდა ჯგუფის ხელქვეითს და ეუბნებოდა თუ რა დროს გაეთამაშებინა ჯეკპოტი. მისი თანამშრომლები ჯ---- თ-------–---–ი და ლ-–- ნ------------ე პერიოდულად ადიოდნენ მასთან სახლში და ახდენდნენ გათამაშებას. ეს თანხები გადადიოდა პლასტიკურ ბარათებზე, რადგან არავერიფიცირებული ექაუნთები იყო და სალაროდან ვერ გაიტანდა, მხოლოდ ბარათის საშუალებით შეიძლებოდა თანხის გადატანა ბარათზე, ამიტომ რამდენიმე მეგობრისგან ქონდა ბარათი ნათხოვარი და იქ გადაქონდა თანხები, ამ ბარათების თაობაზე 50 ლარს აძლევდა მეგობრებს. თ------ ს-----------ემ აჩვენა, რომ იგი ამ ფორმით ჯეკპოტს წელიწადნახევრის განმავლობაში ათამაშებდა, მოგებული თანხა ძირითადად მას გამოქონდა ბანკიდან. თ------ ს-----------ემ განაცხადა, რომ მას კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია, რადგან ჯეკპოტის თანხა არ ეკუთვნოდა კომპანიას, ჯეკპოტის თანხა გროვდებოდა მომხმარებლებისგან შესული საკომისიო თანხისგან, რომლიდანაც ნაწილი ჯეკპოტის ფონდში შედიოდა, ნაწილი კი მოგებაში.

 

2. 18. 2017 წლის 9---------ის შპს ,,მ----ის’’ ა-----------------------------------ს მენეჯერის წერილების თანახმად, თ------ ს-----------ე (პ/ნ 0----------) მუშაობდა შპს ,,მ----ში’’ ო--–--------------------–---- დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე; ჯ---- თ-------–---–ი (პ/ნ 2-----------) მუშაობდა შპს ,,მ----ში’’ მ-------------–--------------------------–---- სპეციალისტის პოზიციაზე; ვ------ უ-–------–-–---–ი (პ/ნ 0----------) მუშაობდა შპს ,,მ----ში’’ გ----–--- მენეჯერის პოზიციაზე; მ-----– ხ--------–---–ი (პ/ნ 2-----------) მუშაობდა შპს ,,მ----ში’’ ს---------------------------------ს (გ----–---) სპეციალისტის პოზიციაზე; ლ-–- ნ------------ე მუშაობდა შპს ,,მ----ში’’ ო--–--------------------–----------–------------------- სპეციალისტის პოზიციაზე.

 

2.19. თ------ ს-----------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა ჩატარდა ქ. თბილისში, ნ--–-------------------------------ში. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული ფულადი თანხა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით, ქაღალდის კონვერტში მოთავსებული თანხა 875 (რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით, ,,---------ის ცისფერ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული თანხა 2760 (ორიათას შვიდას სამოცი) ლარის ოდენობით, ამოღებული იქნა პლასტიკური ბარათები, ბლოკნოტი, რვეული და კონვერტი, მობილური ტელეფონები, USB მეხსიერების ბარათები, MICRO მეხსიერების ბარათები და სიმბარათები, ,,Acer”-ის ფირმის ნოუთბუქი სატენთან ერთად, 02 (ორი) ცალი პროცესორი და 01 (ერთი) ცალი პროცესორი. ამოღებული ნივთები დაილუქა და დაესვა თარიღი და ხელმოწერები.

 

2.20. 2017 წლის 11 დეკემბრის თ------ ს-----------ის სამუშაო ოთახის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკა ჩატარდა ქ. თბილისში, ქ-------------------------------–----, ფართი N--–- თ------ ს-----------ის სამუშაო ოთახში. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ერთი ცალი ,,სონის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, ოთხი ცალი პლასტიკური ბარათი, ერთი ქაღალდის კონვერტი, ერთი ,,თ----------ის’’ პლასტიკური ბარათი, ,,სამსუნგის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, სამი ცალი პლასტიკური ბარათი და მობილური ტელეფონი ,,აიფონ 7’’, ს----------–--------ის პლასტიკური ბარათი და მობილური ტელეფონი ,,Motos”, ლურჯი ფერის მეხსიერების ბარათი და ,,აიფონ 7’’ ფირმის მობილური ტელეფონი, ,,თ----------ის’’ პლასტიკური ბარათი, ვერცხლისფერი მეხსიერების ბარათი და ,,აიფონ 5-ის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, ,,სამსუნგის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, კომპიუტერის პროცესორი, WD წარწერით მეხსიერების ბარათი, კომპიუტერის პროცესორი.

2.20.1. ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა ჩხრეკის ჩამტარებელმა და ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა გ------ ი------–---–მა, ოქმის შედგენას ესწრებოდა თ------ ს-----------ე.

 

2.21. 2017 წლის 11 დეკემბრის თ------ ს-----------ის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკა ჩატარდა ქ. თბილისში ქ------------------ის მიმდებარედ განთავსებულ ავტოსადგომზე. ჩხრეკის შედეგად ავტომანქანის სალონში წინა სავარძლებს შორის განთავსებული ადგილიდან ამოღებულ იქნა ტყავის საფულე და მასში მოთავსებული ორი ცალი ,,თ----------ის’’ პლასტიკური ბარათი, ფულადი თანხა 17 ცალი 200 ლარიანი კუპიურა, 9 ცალი 20 ლარიანი კუპიურა, ჯამში 2380 ლარი. ამოღებული ნივთები დაილუქა.

2.21.1. ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა ჩხრეკის ჩამტარებელმა და ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა გ------ ი------–---–მა, ოქმის შედგენას ესწრებოდა თ------ ს-----------ე.

 

2. 22. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანხმად, ნივთიერი მტკიცებულება გაიხსნა და დათვალიერდა თ------ ს-----------ის მონაწილეობით. დათვალიერებული იქნა თ------ ს-----------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული პლასტიკური ბარათები და ბლოკნოტები. პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა შავი ფერის ბლოკნოტი, რომელშიც დაფიქსირებულია IP მისამართები, თ------ ს-----------ის განმარტებით აღნიშნული წარმოადგენს ,,ვ-----ის“ ფასიანი ვებგვერდის მომხმარებლის სახელსა და პაროლს, რომლის მეშვეობითაც მის სახლში არსებული კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებისას ფიქსირდება სხვა მისამართები. ვარდისფერი რვეულში წარწერით ,,Okul Defteri UMUT”, ასახულია ხელით ნაწერი ცხრილები თვეებისა და რიცხვების მითითებით, თ------ ს-----------ის განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენს 2016 წლის ნოემბრის თვიდან 2017 წლის დეკემბრის თვემდე C--------------ზე გათამაშებული ჯეკპოტის ანალიზს. თ------ ს-----------ის მითითებით მასში ასახულია გათამაშების რიცხვი, თამაშის სახეობა, მოგებული თანხის ოდენობა, მისთვის მისაღები თანხის ოდენობა, სანიშნე ინიციალები. თ------ ს-----------ის განმარტებით, აღნიშნული რვეული და მასში არსებული ცხრილები, არის სრულად მისი ხელით ნაწერი. დათვალიერების ოქმის მიხედვით, თ------ ს-----------ეს ვ------ უ-–------–-–---–მა მიუტანა სამი ცალი ბარათი, ი-----–- პ----–----მა მიუტანა შვიდი ცალი ბარათი, ა-–---------- ლ---------–---მა მიუტანა ოცდაორი ბარათი, მ-----– ხ--------–---–მა მიუტანა ხუთი ბარათი, ბ--- ბ---------მა მიუტანა ორი ცალი ბარათი, ხოლო თ-------- მ-----–---მა, ა---------–---მ და ფ-------- მ-----–---მა მიუტანეს თითო-თითო ბარათი,22.1. საგამოძიებო ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა გ------ ი------–---–მა.

 

2.23. კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი ტელეფონებიდან ,,Samsung’’ firmis ,, Galaqsi AlpHa’’ modelis (IM-------------------), ,Samsing’’ firmis ,,Galaxy S6 edge’’ მოდელის (: 3-----------------) (თ------ ს-----------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ ტელეფონები) დაბლოკილია მომხმარებლის მიერ მინიჭებული პაროლებით. ,,Apple“ ფირმის ,,iphone7” მოდელის (IMEI: 3--------------), ,,Samsung” ფირმის ,,Galaxy Grand prime” მოდელის (IMEI: 3--------------), ,,Samsung” ფირმის ,,Galaxy S6 edge+” მოდელის (IMEI: 3--------------), ,,Apple“ ფირმის ,,iphone7” მოდელის (IMEI: 3--------------, ,,Apple“ ფირმის ,,iphone 5s” მოდელის (IMEI: 0--------------) და ,,Apple“ ფირმის ,,iphone6s” მოდელის (IMEI: 3--------------) მობილური ტელეფონებიდან ამოღებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია თანდართული ცხრილით. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პორტატულ კომპიუტერებსა და სისტემურ ბლოკებში მოთავსებული მყარი დისკებიდან ამოღებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია, რაზეც მითითებულია #5 ცხრილში. მათ შორის, ვებ გვერდ C--------------ზე განხორციელებული ავტორიზაციის მონაცემები (იხილეთ ცხრილი N7-N14). ფუთებში პირობითი ნომრებით N7, N10, N13 და N14 მოთავსებულ კომპიუტერებში, IP მისამართების დაფარვის საშუალებების კვალი არ ფიქსირდება, ფუთებში პირობითი ნომრებით N8, N9 და N11 მოთავსებულ კომპიუტერებზე შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო IP მისამართის დაფარვის საშუალება, პროგრამული უზრუნველყოფა ,,Express VPN”, ხოლო პირობით N12 ფუთაში მოთავსებულ კომპიუტერში ფიქსირდება ვებ გვერდზე kproxy.com წვდომის კვალი (რომელიც წარმოადგენს IP მისამართის დაფარვის ონლაინ საშუალებას) (იხილეთ ცხრილი N6).

2.23.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- კ-------–---–მა.

 

2.24. დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა შპს ,,მ----ის“ დირექტორის გ--–- ქ------–---–ის 2017 წლის 30 სექტემბრის განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია და მოხდა დათვალიერების შედეგად დადგენილი 42-ი იუზერის მიერ გამოყენებული IP მისამართების მფლობელი ინტერნეტ პროვაიდერის ვებგვერდის ,,w----------t”-ის დათვალიერება. დათვალიერების დროს დადგინდა IP მისამართების მფლობელი ინტერნეტ პროვაიდერები.

2.24.1. საგამოძიებო ოქმი სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა გ------ ი------–---–მა.

 

2.25. დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა შპს ,,მ----ის“ დირექტორის გ--–- ქ------–---–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. დათვალიერებით დადგენილი იქნა შემდეგი, წარმოდგენილია 42 მოთამაშის შესახებ ინფორმაცია, კერძოდ, ანგარიშის ნომერი, მომხმარებლის სახელი ,,იუზერნეიმი“, სახელი და გვარი, მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, თანხის შეტანის ოდენობა და თანხის გატანის ოდენობა. იუზერი ანგარიშის ნომრით 1-----, მომხამარებელი: 1---------, სახელი და გვარი x----- p-----; იუზერი ანგარიშის ნომრით 1-----, მომხამარებელი: x-------, სახელი და გვარი l--- t----------i; იუზერი ანგარიშის ნომრით 1-----, მომხამარებელი: d----, სახელი და გვარი g--- d-------; იუზერი ანგარიშის ნომრით 2-----, მომხამარებელი: K------, სახელი და გვარი k--- k-------; იუზერი ანგარიშის ნომრით 3-----, მომხამარებელი: b------- სახელი და გვარი G----- b-----e; იუზერი ანგარიშის ნომრით 3-----, მომხამარებელი: x--------, სახელი და გვარი n--- s----------e; იუზერი ანგარიშის ნომრით 3-----, მომხამარებელი: t-------, სახელი და გვარი t--- t-----------; იუზერი ანგარიშის ნომრით 4-----, მომხამარებელი: t-----, სახელი და გვარი a---- m----------; იუზერი ანგარიშის ნომრით 4-----, მომხამარებელი: P------, სახელი და გვარი a--- p------------; იუზერი ანგარიშის ნომრით 3-----, მომხამარებელი: T------- სახელი და გვარი r--- t---------; იუზერი ანგარიშის ნომრით 3-----, მომხამარებელი: M-----, სახელი და გვარი n---- m-----; იუზერი ანგარიშის ნომრით 3-----, მომხამარებელი: s-------, სახელი და გვარი i-- s-----; იუზერი ანგარიშის ნომრით 4-----, მომხამარებელი: a------, სახელი და გვარი a-- a----------; იუზერი ანგარიშის ნომრით 5-----, მომხამარებელი: a-----, სახელი და გვარი t------ g---------; იუზერი ანგარიშის ნომრით 5-----, მომხამარებელი: G-------, სახელი და გვარი r--- g--------; იუზერი ანგარიშის ნომრით 5-----, მომხამარებელი:--------, სახელი და გვარი v--- g----------; იუზერი ანგარიშის ნომრით 5-----, მომხამარებელი: N----, სახელი და გვარი r--- r-----------; იუზერი ანგარიშის ნომრით 5-----, მომხამარებელი: u------, სახელი და გვარი m----- a----------; იუზერი ანგარიშის ნომრით 5-----, მომხამარებელი: c-------, სახელი და გვარი k--- b-------; იუზერი ანგარიშის ნომრით 5-----, მომხამარებელი: S-----, სახელი და გვარი z--- g---------; იუზერი ანგარიშის ნომრით 6-----, მომხამარებელი: m-----------, სახელი და გვარი l--- g-----------; იუზერი ანგარიშის ნომრით 6-----, მომხამარებელი: S-------, სახელი და გვარი g----- m---------; იუზერი ანგარიშის ნომრით 7-----, მომხამარებელი: B-----, სახელი და გვარი n---- l--------; იუზერი ანგარიშის ნომრით 7-----, მომხამარებელი: q------- სახელი და გვარი s------ g----------; იუზერი ანგარიშის ნომრით 7------ მომხამარებელი: B---------- სახელი და გვარი d--- g------------; იუზერი ანგარიშის ნომრით 7-----, მომხამარებელი: E-------, სახელი და გვარი N--- c-------- იუზერი ანგარიშის ნომრით 7-----, მომხამარებელი: c--------- სახელი და გვარი L---- c--------; იუზერი ანგარიშის ნომრით 7-----, მომხამარებელი: e---- სახელი და გვარი g----- z-------; იუზერი ანგარიშის ნომრით 7------ მომხამარებელი: K---.t---- სახელი და გვარი g-- k-------------; იუზერი ანგარიშის ნომრით 8------ მომხამარებელი: S------- სახელი და გვარი B---- s----------; იუზერი ანგარიშის ნომრით 8-----, მომხამარებელი: G------, სახელი და გვარი V--- k--------; იუზერი ანგარიშის ნომრით 8-----, მომხამარებელი: S---, სახელი და გვარი s--- s---------; იუზერი ანგარიშის ნომრით 8-----, მომხამარებელი: M----- სახელი და გვარი G--- m----------- იუზერი ანგარიშის ნომრით 8-----, მომხამარებელი: 8--------, სახელი და გვარი L--- s-----------; იუზერი ანგარიშის ნომრით 8-----, მომხამარებელი: G------- სახელი და გვარი G------------; იუზერი ანგარიშის ნომრით 8-----, მომხამარებელი: X------- სახელი და გვარი Z--- x---------; იუზერი ანგარიშის ნომრით 9------ მომხამარებელი: v-------- სახელი და გვარი G----------------; იუზერი ანგარიშის ნომრით 9------ მომხამარებელი: M---------- სახელი და გვარი B------ z-------- იუზერი ანგარიშის ნომრით 9------ მომხამარებელი: T------, სახელი და გვარი I----- c------- იუზერი ანგარიშის ნომრით 9-----, მომხამარებელი: D------- სახელი და გვარი L--- d----------; იუზერი ანგარიშის ნომრით 9-----, მომხამარებელი: S----, სახელი და გვარი z---- k-------; იუზერი ანგარიშის ნომრით 9-----, მომხამარებელი: P-------- სახელი და გვარი s--- i-------- დანართში მითითებული 42 იუზერთან დაკავშირებულ მონაცემებთან ერთად, მითითებულია ჯეკპოტების მოგების ტრანზაქციების შესახებ მონაცემები.

2.25.1. დათვალიერების ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ------ ი------–---–მა.

 

2.26. 2017 წლის 17 ნოემბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ,, თ----------ის“ ოფისიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შემცველი 2 ცალი DVD-R დისკი. დისკის გახსნისას შემდეგ ფაილებში აღმოჩნდა ბანკომატის კამერით გადაღებული ფოტოსურათები, რომელზეც გამოსახულია ბანკომატთან მდგომი ადამიანი, მიმდინარე ტრანზაქცია, ბარათი ნომერი თარიღისა და დროის მითითებით. მეორე დისკის გახსნისას აღმოჩნდა ტრანზაქციების ისტორია, რომელშიც მითითებულია ტრანზაქციის თარიღი, ანგარიშის ნომერი, თანხის ბრუნვა, დანიშნულება ბანკომატის მისამართი და ნომერი, განაღდებული თანხის ოდენობის და განაღდების დროის მითითებით. აღნიშნული ინფორმაციები, ხსენებულ ექსელის ფაილში დანაყოფად არის დაყოფილი 20 პიროვნებაზე. ,,თ----------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ: ,,---------–----ის“ იუზერებიდან: a-----, და p-------. თანხები ირიცხებოდა ,,თ----------ში’’ შ----- ბ-----–---–ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,---------–----ის“ იუზერებიდან: d----, და e------ თანხები ირიცხებოდა ,,თ-----“-----ში ნ----- გ------–---–ის სახელზე გახსნილს ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,---------–----ის“ იუზერებიდან: t--------, n---- და c--------. თანხები ირიცხებოდა ,,თ-----“-----ში გ------- ლ-----ის სახელზე გახსნილს ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,---------–----ის“ იუზერებიდან: m----------, k-------- და x------. თანხები ირიცხებოდა ,,თ-----“-----ში ი--------------ას სახელზე გახსნილს ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,---------–----ის“ იუზერებიდან: t-----.a, და e------- თანხები ირიცხებოდა ,,თ-----“-----ში თ----- გ--------–-–---–ის სახელზე გახსნილს ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,---------–----ის“ იუზერებიდან: x-------- და s------ თანხები ირიცხებოდა ,,თ-----“-----ში თ----- ბ--–----ის სახელზე გახსნილს ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,---------–----ის“ იუზერებიდან: s-----, s------- და 8-------- თანხები ირიცხებოდა ,,თ-----“-----ში მ------ ც---------–---–ის სახელზე გახსნილს ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,---------–----ის“ იუზერებიდან: t------- თანხები ირიცხებოდა ,,თ-----“-----ში ი----- ა--------ს სახელზე გახსნილს ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,---------–----ის“ იუზერებიდან: s---- თანხები ირიცხებოდა ,,თ-----“-----ში დ----- გ--------–---–ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,---------–----ის“ იუზერებიდან: 1---------, g------- და e---. თანხები ირიცხებოდა ,,თ-----“-----ში კ-----–- მ---------ის სახელზე გახსნილს ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,---------–----ის“ იუზერებიდან: s--- თანხები ირიცხებოდა ,,თ-----“-----ში ს--–---- გ------–---–ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,---------–----ის“ იუზერებიდან: m-----, u------0 და m------ თანხები ირიცხებოდა ,,თ-----“-----ში ლ-–- ლ---------–---ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,---------–----ის“ იუზერებიდან: v------- თანხები ირიცხებოდა ,,თ-----“-----ში ა--------–---–ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,---------–----ის“ იუზერებიდან: ч-----_» და с-----»» თანხები ირიცხებოდა ,,თ-----“-----ში ბ--- ბ---------ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,---------–----ის“ იუზერებიდან: k------ თანხები ირიცხებოდა ,,თ-----“-----ში ი-----–- პ----–----ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,---------–----ის“ იუზერებიდან: p------- და g------ თანხები ირიცხებოდა ,,თ-----“-----ში ბ--- მ---------ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,---------–----ის“ იუზერებიდან: b-----, q------ და b---------. თანხები ირიცხებოდა ,,თ-----“-----ში ბ--- გ---–------ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,---------–----ის“ იუზერებიდან: a------ თანხები ირიცხებოდა ,,თ-----“-----ში მ-----– ლ--------–---–ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში). თანხის განაღდების ფოტოკადრები ოქმში მითითებული დროის პერიოდით ამობეჭდილ იქნა და დაერთო ოქმს.

2.26.1. დათვალიერების ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ------ ი------–---–მა.

 

2.27. ჰაბიტოსკოპიური და ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N---------- დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილ ფოტოსურათებს და ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარდგენილი ვიდეოგრამებიდან ამოღებული გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნებების გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარდგენილი ფოტოსურათები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკზე არსებულ ფოტოსურათზე სახელწოდებით ,,6----------------------“ დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულება და ჩვენს ხელთ არსებული მონაცემთა ბაზიდან ამოღებული თ------ ზ-----ის ძე ს-----------ის სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება. სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკზე არსებულ ვიდეოგრამაზე სახელწოდებით ,,1--------------------”-ზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულება და ჩვენს ხელთ არსებული მონაცემთა ბაზიდან ამოღებული თ-----ი ზ-----ის ასული ს-----------ის სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

2.27.1. ჰაბიტოსკოპიური და ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- გ--------ემ.

 

2.28. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 2------------ის აუდიტორული დასკვნის თანახმად, თ------ ს-----------ის მიერ დაუფლებული თანხა, ჯეკპოტის გათამაშების პირობებში არ წარმოადგენს შპს ,,მ----ის“ შემოსავალს; შპს ,,მ----ისთვის“ დადებული ფსონები წარმოადგენს კომპანიის შემოსავალს, ხოლო გასული თანხა (მოგება) წარმოადგენს ხარჯს; კაზინოს ზარალი უნდა აისახოს მიმდინარე საანგარიშო პერიოდის შესაბამისად; შპს ,,მ----ს“ ფინანასური ზარალი თ------ი ს-----------ის ქმედების შედეგად არ მიუღია.

2.28.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე გ------- ჯ--------ამ.

 

2.29. ბრალდებულ თ------ ს-----------ის ადვოკატის პოზიციით, თ------ ს-----------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ თ------ ს-----------ის ქმედების შედეგად ზიანი მიდგა შპს ,,მ----ს’’. ადვოკატის განმარტებით, ბრალდებულის ქმედებით ზიანი მიადგა მოთამაშეებს, რომლებსაც უნდა მიეღოთ თ------ ს-----------ის მიერ დაუფლებული თანხები და მათი ზიანი გამოიხატა მიუღებელი შემოსავლის სახით, ეს ქმედება მოიცავს სსკ-ის 185-ე მუხლით (ქონებრივი დაზიანება მოტყუებით) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ, ვინაიდან საქმეში დაზარალებულების სახით არ ფიგურირებენ მოთამაშე პირები, ქმედება 185-ე მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, თ------ ს-----------ის ქმედება წარმოადგენს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალიწინებული დანაშაულს - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში მოითხოვა თ------ ს-----------ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობა და მისი ქმედების დაკვალიფიცირება სსკ-ის 220-ე მუხლით.

 

2.30. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

2.31. სასამართლომ შეაფასა რა თ------ ს-----------ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ თ------ ს-----------ის ბრალდებას მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით. კერძოდ:

2.31.1. შპს ,,მ----ის’’ ა----------–----– დირექტორის კ---- გ---–-----ის, ბრალდებულ თ------ ს-----------ის ჩვენებით, შპს ,,მ----ის’’ ა-----------------------------------ს მენეჯერის ინფორმაციით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წელს გასაუბრების საფუძველზე თ------ ს-----------ე აყვანილ იქნა შპს ,,მ----ის’’ თანამშრომლად 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით, ხოლო შემდეგ მუშაობდა შპს ,,მ----ში’’ ო--–--------------------–---- დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე.

2.31.2. დაზარალებულ შპს ,,მ----ის’’ წარმომადგენელის გ------- მ--–---–---–ის, ასევე, შპს ,,მ----ის’’ თანამშრომლების კ---- გ---–-----ის, რ------- მ------------ის, ი-----–- წ---–-----ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,მ----ი“ ახორციელებს სათამაშო ბიზნესს და მომხმარებლის მიზიდვის მიზნით ახორციელებს სხვადასხვა სახის აქციებს, მათ შორის, ონლაინ კაზინოში ათამაშებს ჯეკპოტს, რომელიც არის ერთგვარი აქცია კომპანიის განვითარების, არსებული მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდისა და ახალი მომხმარებლის მოზიდვის მიზნით. ჯეკპოტი თამაშდება მაგიდის თამაშებით შემოსული თანხებიდან, რომელიც სრულად ეკუთვნის კომპანიას და რომელიც ამ თანხებს იყენებს კომპანიის პოპულარიზაციისთვის.

2.31.3. კ---- გ---–-----ის, გ------- მ--–---–---–ის, რ------- მ------------ის, ი-----–- წ---–-----ის, თავად ბრალდებულ თ------ ს-----------ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კომპანიისგან მხოლოდ თ------ ს-----------ეს ჰქონდა მინიჭებული უფლება და პროგრამული წვდომა გაეთამაშებინა ჯეკპოტი და კომპიუტერული პროგრამით თავად განსაზღვრავდა ჯეკპოტის გათამაშების დროს. კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე, ჯეკპოტი უნდა გათამაშებულიყო იმ დროს, როდესაც ვებ-გვერდზე ყველაზე მეტი მომხმარებელი თამაშობდა, ეს დრო იყო 18:00 საათიდან 00:00 საათამდე პერიოდი. აღმოჩნდა, რომ თ------ ს-----------ე ჯეკპოტს ათამაშებდა ღამის 03:00-04:00 საათებში, იმ დროს, როდესაც ვებ-გვერდზე შესული იყო ცოტა მომხმარებელი.

2.31.4. კ---- გ---–-----ის, გ------- მ--–---–---–ის, ი-----–- წ---–-----ის, თავად თ------ ს-----------ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თ------ ს-----------ემ შექმნა ასობით ყალბი იუზერი, რომლებსაც სათამაშო ისტორია არ გააჩნდათ და არარსებული ინფორმაციებით იყვნენ დარეგისტრირებულნი. აღნიშნული ერთი და იგივე მომხმარებლები (იუზერები) თამაშს იწყებდნენ მცირე თანხით და შემდეგ იგებდნენ ჯეკპოტის თანხას.

2.31.5. გ------- მ--–---–---–ის, კ---- გ---–-----ის, რ------- მ------------ის ჩვენებებით, დათვალიერების ოქმებით დადგენილ იქნა, რომ თ------ ს-----------ემ თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობა გამოიყენა ბოროტად და ყალბი იუზერების გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა გათამაშებული ჯეკპოტების 90%, რომელიც გამოყოფილი იყო პრომოუშენის ასაწევად და პოპულარიზაციისთვის.

2.31.6. შპს ,,მ----ის’’ თანამშრომელების ჯ---- თ-------–---–ის, ლ-–- ნ------------ის, ვ------ უ-–------–-–---–ის, თავად ბრალდებულ თ------ ს-----------ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თ------ ს-----------ის მითითებით ჯ---- თ-------–---–ი, ლ-–- ნ------------ე, ვ------ უ-–------–-–---–ი ახდენდნენ კაზინოს თამაშზე შესვლას ჯეკპოტის გათამაშების დროს, რა დროსაც ჯეკპოტი თამაშდებოდა და ყალბი იუზერები იგებდნენ თანხებს. მ-----– ხ--------–---–ის და ვ------ უ-–------–-–---–ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თ------ ს-----------ის ბრძანებით ისინი ახდენდნენ ჯეკპოტის გათამაშებას.

2.31.7. მ-----– ხ--------–---–ის, ვ------ უ-–------–-–---–ის, თ------ ს-----------ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თ------ ს-----------ის თხოვნით ტრანზაქციების მიზნით მათი მეგობრები და ახლობლები ამზადებდნენ ,,თ----------ის“ პლასტიკური ბარათებს და გადასცემდნენ თ------ ს-----------ეს.

2.31.8. ლ---- ლ-----–---ს, ლ---- ი-–---–ის, ა-–---------- გ------–-–---–ის, გ------- ე------ის, კ-----–- მ---------ის, დ----- მ-----–---–ის, ლ--–- ლ-------ის, ა---------–--ის, კ------------- ქ------–--ის, ა-------–---–ის, ს--–---- გ------–---–ის, ბ--- ბ---------ის, თ----- ბ---------ის, ი----- ა--------ს, თ----- ბ--–----ის, ს--–---- პ----–----ის, ნ----- გ------–---–ის, ი-----–- პ----–----ის, ს--- გ-----–---–ის, ბ--- მ---------ის, თ----- გ--------–-–---–ის, მ-----– ლ--------–---–ის, ბ--- გ---–------ას, ლ---- ხ--------–---–ის, ა----- წ----–-–---–ის, გ--- წ----–-–---–ის, ბ---- ნ------–---–ის, ვ------- ა----–---–ის, მ------ ც---------–---–ის, ნ---- შ------ის, ნ-----–---- წ----–-–---–ის, ლ-–- კ------ის, ზ----- თ------–---–ის, ვ-–- მ----------ის, ლ---- ჯ--------ას, გ------- ც---------–---–ის, გ------- ძ--------ის, გ------- ლ-----ის, ქ------- ა---------–---–ის, ა------------ის, ა-–---------- გ------–-–---–ის, ი--------------ას, ნ----- ა----–---–ის, დ----- მ-----–---–ის, რ--------- ბ---------ის, მ------ ა-------ის, მ------ ჟ------ის, გ------- კ----–-–---–ის, ო----- ბ------–---ის, ა------ ა--–------–---–ის, დ----- ო----ის, დ----- ხ----–--–ის და შ--–-- ჯ-----ს ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა პირებმა მათი კუთვნილი ,,თ----------ის’’ პლასტიკური ბარათები გადასცეს თ------ ს-----------ეს ან/და მის მეგობრებს თ------ ს-----------ეზე გადასაცემად.

2.31.9. მოწმეების გ------ ი------–---–ის, რ------- მ------------ის, კ---- გ---–-----ის ჩვენებებით, ,,თ----------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერების ოქმით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თ------ ს-----------ე მოგებულ თანხებს რიცხავდა ,,თ----------ში’’ სხვადასხვა პირების სახელზე დარეგისტრირებულ პლასტიკურ ბარათებზე და ბანკომატებიდან თავად გამოჰქონდა.

2.31.10. იმ ფაქტს, რომ თ------ ს-----------ე არამართლზომიერად ეუფლებოდა თანხებს ადასტურებს თ------ ს-----------ის საცხოვრებელი ბინის და ავტომანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხების ოდენობა და ნივთები კერძოდ, ქ. თბილისში, ნ--–-------------------------------ში. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული ფულადი თანხა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით, ქაღალდის კონვერტში მოთავსებული თანხა 875 (რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით, ,,---------ის ცისფერ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული თანხა 2760 (ორიათას შვიდას სამოცი) ლარის ოდენობით. თ------ ს-----------ის ავტომანქანის სალონში მდებარე საფულიდან ამოღებულ იქნა ფულადი თანხ 17 ცალი 200 ლარიანი კუპიურა, 9 ცალი 20 ლარიანი კუპიურა. თ------ ს-----------ის მიერ აღნიშნული თანხების ლეგალურ შემოსავლზე ინფორმაცია საქმეში არ არსებობს.

2.31.11. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თ------ ს-----------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა თ------ ს-----------ის ჩანაწერები 2016 წლის ნოემბრის თვიდან 2017 წლის დეკემბრის თვემდე C--------------ზე გათამაშებული ჯეკპოტის ანალიზის თაობაზე. თ------ ს-----------ის მითითებით მასში ასახულია გათამაშების რიცხვი, თამაშის სახეობა, მოგებული თანხის ოდენობა, მისთვის მისაღები თანხის ოდენობა, სანიშნე ინიციალები. ასევე მითითებულია თუ რომელმა პირმა რამდენი პლასტიკური ბარათი გადასცა მას. ასევე, შპს ,,მ----ის“ დირექტორის გ--–- ქ------–---–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს თ------ ს-----------ის მიერ შექმნილი ჯეკპოტის 42 მოთამაშის ანგარიშის ნომერს, მომხმარებლის სახელს - ,,იუზერნეიმს“ და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ასევე, თანხის შეტანის და გატანის ოდენობებს.

2.31.12. ,,თ----------ის“ ოფისიდან გამოთხოვილი დათვალიერების ოქმებით და ჰაბიტოსკოპიური და ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N---------- დასკვნით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკზე არსებულ ფოტოსურათზე სახელწოდებით ,,6----------------------“ დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულება და ექსპერტიზის ხელთ არსებული მონაცემთა ბაზიდან ამოღებული თ------ ზ-----ის ძე ს-----------ის სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

 

2.32. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით, მოწმეთა ჩვენებებით და თავად ბრალდებულ თ------ ს-----------ის ჩვენებით, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ თ------ ს-----------ე იყო შპს ,,მ----ის’’ ო--–--------------------–---- დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შპს ,,მ----ის’’ ხელმძღვანელობისაგან ნდობით აღჭურვილი პირი და მათი დავალებით ქონდა უფლებამოსილება კომპანიის პოპულარიზაციის და მომხმარებელთა მოზიდვის მიზნით გაეთამაშებინა ჯეკპოტი, მაგრამ თ------ ს-----------ემ იმგვარად წარმართა თავისი სამსახურებრივი საქმიანობა, რომ უგულვებელყო კომპანიის ინტერესები და განიზრახა შპს ,,მ----ის’’ ხელმძღვანელობის მოტყუების გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა შპს ,,მ----ის’’ კუთვნილ თანხებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით თ------ ს-----------ემ შეიმუშავა თაღლითური სქემა და 2016 წლის სექტემბრის თვიდან, მისთვის მისაღებ დროს, ------------------ზე სხვადასხვა პირების მონაცემებით დარეგისტრირებული მომხმარებლების (იუზერების) გამოყენებით, სხვა პირების დახმარებით, ახდენდა ონლაინ თამაშებში მონაწილეობის იმიტაციას და მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა ჯეკპოტის სახით გასათამაშებელი შპს ,,მ----ის’’ კუთვნილი თანხის ნაწილს. ამ ხერხით დაუფლებულ თანხებს რიცხავდა სხვადასხვა პირების მიერ დამზადებულ, მის სარგებლობაში არსებულ საბარათე ანგარიშებზე, რასაც განკარგავდა საკუთარი შეხედულებით.

2.32.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ თ------ ს-----------ის ქმედების შედეგად ზიანი არ მიდგომია შპს ,,მ----ს’’ და ზიანი მიადგა მოთამაშეებს, რომლებსაც უნდა მიეღოთ თ------ ს-----------ის მიერ დაუფლებული თანხები და, რომ თ------ ს-----------ის ქმედება წარმოადგენს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ჯეკპოტი თამაშდება კომპანიის კუთვნილი თანხებით და არის ერთგვარი კომერციული აქცია მომხმარებლების მოზიდვის მიზნით, ეს თანხა მომხმარებლის კუთვნილება გახდება მოგების შემთხვევაში და თუ ჯეკპოტი ამ მიზანს არ ხმარდება ეს ბიზნესის განვითარების ხელშემშლელი ფაქტორია. ამგვარ შემთხვევაში, ბუნებრივია, ზიანი ადგება იმ პირს ვისი ბიზნეს ინტერესებიც იყო ჩადებული ჯეკპოტის გათამაშებაში. ცხადია, რომ თ------ ს-----------ემ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა არაკეთილსინდისიერად, ისარგებლა შპს ,,მ----ის’’ ხელმძღვანელი პირების ნდობით და მათი მოტყუებით, რომ თითქოსდა კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით ახდენდა ჯეკპოტის გათამაშებას, მათ დაუმალა ის რეალობა, რასაც ფაქტობრივად ახორციელებდა ჯეკპოტის თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

2.32.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური შემადგენლობის სავალდებული ნიშანს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონების დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. მართლწინააღმდეგობა გულისხმობს, რომ პირი არ არის მესაკუთრე ან მისი კანონიერი მფლობელი და მის მიერ ქონების დაუფლება, ან ქონებრივი უფლების მიღება ხდება უკანონოდ. აღნიშნული დანაშაული წარმოადგენს შედეგიან დელიქტს და დამთავრებულია სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღების მომენტიდან. თაღლითობის სუბიექტური შემადგენლობა კი პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა, ამასთან, ქმედების განხორციელების დროს დამნაშავეს უნდა ამოძრავებდეს ანგარების მოტივი და მიზანი. სასამართლო აძლევს რა სამართლებრივ შეფასებას დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიაჩნია, რომ თ------ ს-----------ის ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული თაღლითობის შემადგენლობის ყველა ელემენტს.

 

2.33. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს თ------ ს-----------ის ბრალდებას მასში, რომ თ------ ს-----------ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მოტყუებით დაეუფლა შპს ,,მ----ის“ ფულად თანხას.

 

თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

2.34. შპს ,,მ----ის’’ თანამშრომლების გ------- მ--–---–---–ის, ასევე, შპს ,,მ----ის’’ კ---- გ---–-----ის, რ------- მ------------ის, ი-----–- წ---–-----ის, ბრალდებულ თ------ ს-----------ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ჯეკპოტის გათამაშების პროცესში თ------ ს-----------ესთან ერთად დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებოდნენ შპს ,,მ----ის“ რამდენიმე თანამშრომელი.

 

2.35. შპს ,,მ----ის’’ თანამშრომელების ჯ---- თ-------–---–ის, ლ-–- ნ------------ის, ვ------ უ-–------–-–---–ის, თავად ბრალდებულ თ------ ს-----------ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თ------ ს-----------ის მითითებით ჯ---- თ-------–---–ი, ლ-–- ნ------------ე, ვ------ უ-–------–-–---–ი ახდენდნენ თამაშზე შესვლას ჯეკპოტის გათამაშების დროს, რა დროსაც ხდებოდა ჯეკპოტის გათამაშება და ყალბი იუზერები იგებდნენ ჯეკპოტის თანხებს.

 

2.36. მოწმე ჯ---- თ-------–---–ის ჩვენებით და საქმის მასალებით დასტურდება, რომ იგი მუშაობდა შპს ,,მ----ში’’ მ-------------–--------------------------–---- სპეციალისტის პოზიციაზე. ჯ---- თ-------–---–ი 3 თვის განმავლობაში თხმუთმეტჯერ იმყოფებოდა თ------ ს-----------ესთან და დაეუფლა ჯეკპოტის თანხებს, საიდანაც თ------ ს-----------ე მას აძლევდა მოგებული ჯეკპოტის თანხიდან 10%.

 

2.37. მოწმე ლ-–- ნ------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობდა შპს ,,მ----ში’’ ო--–--------------------–----------–------------------- სპეციალისტის პოზიციაზე. დაახლოებით ორმოცდაათჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა ჯეკპოტის გათამაშებაში, რის სანაცვლოდაც თ------ ს-----------ე მას მოგებული თანხის 10% უხდიდა.

 

2.38. საკასაციო პალატამ საქმეში # 75აპ-17 აღნიშნა, რომ დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია ჯგუფის წევრებს შორის გამოიხატოს როგორც სიტყვიერ-წერილობითი, ისე არავერბალური კომუნიკაციაშიც.

 

2.39. კონკრეტულ საქმეში ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა და არც ბრალდებული თ------ ს-----------ე ხდის სადაოდ იმ ფაქტს, რომ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შპს ,,მ----ის’’ კუთვნილი თანხების დაუფლებისას მასთან ერთად მონაწილეობდნენ ამავე კომპანიის სხვა თანამშრომლები, რომლებსაც უხდიდა გარკვეულ თანხას.

 

2.40. ზ/ა გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თ------ ს-----------ემ თაღლითობა ჩაიდინა წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ.

 

თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

2.41. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ თ------ ს-----------ე 2015 წლის 1 ნოემბრიდან მუშაობს შპს ,,მ----ში“, 2017 წლის 9---------ის მდგომარეობით თ------ ს-----------ე მუშაობდა შპს ,,მ----ში’’ ო--–--------------------–---- დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე; აღნიშნული კომპანია ფლობს აზარტული და მომგებიანი თამაშების გამართვის ლიცენზიას. შპს ,,მ----ის“ მიერ ორგანიზებულია ინტერნეტკაზინო და ინტერნეტ ტოტალიზატორი დომეინზე -----------------. ჯეკპოტის გათამაშების ფუნქცია, სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, დაეკისრა თ------ ს-----------ეს, რომელსაც ჯეკპოტის გათამაშების შესახებ გადაწყვეტილებას უნდა მიეღო დამოუკიდებლად, კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ მან თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა, ანგარების მოტივით გამოიყენა შპს ,,მ----ის’’ კუთვნილის თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

2.42. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ------ ს-----------ემ ჩაიდინა მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

2.43. შპს ,,მ----ის’’ თანამშრომლების გ------- მ--–---–---–ის, კ---- გ---–-----ის, რ------- მ------------ის ჩვენებებით, დათვალიერების ოქმებით დადგენილ იქნა, რომ თ------ ს-----------ემ თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობა გამოიყენა ბოროტად და ყალბი იუზერების გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა გათამაშებული ჯეკპოტების 90%, რომელიც გამოყოფილი იყო პრომოუშენის ასაწევად და პოპულარიზაციისთვის. კომპანიის მიერ ზიანი დათვლილ იქნა იმ იუზერების მიხედვით, რომელიც თ------ ს-----------ეს ეკუთვნოდა და მოიგეს ჯეკპოტი. თ------ ს-----------ის ქმედებით კომპანიას მიადგა მილიონ ლარზე მეტი ზიანი.

 

2.44. ჯ---- თ-------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 3 თვის განმავლობაში თხმუთმეტჯერ იმყოფებოდა თ------ ს-----------ესთან და დაეუფლა ჯეკპოტის თანხებს, სანაცვლოდ თ------ ს-----------ემ ჯ---- თ-------–---–ს გადასცა 3000 ლარი.

 

2.45. ლ-–- ნ------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ ლ-–- ნ------------ეს დაახლოებით ორმოცდაათჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა ჯეკპოტის გათამაშებაში, რის სანაცვლოდაც თ------ ს-----------ემ მას გადაუხადა მოგებული თანხის 10%, დაახლოებით 5000 ლარი.

 

2.46. ბრალდებულ თ------ ს-----------ის ჩვენების თანახმად, მას ასეულობით იუზერი აქვს შექმნილი, დაახლოებით 30 იუზერს არეგისტრირებდა ჯეკპოტის გათამაშებისთვის და თვეში დაახლოებით 10 ჯეკპოტი თამაშდებოდა. რამდენიმე მეგობრისგან ქონდა ბარათი ნათხოვარი, სადაც გადაქონდა თანხები, ამ ბარათების თაობაზე 50 ლარს აძლევდა მეგობრებს. იგი ამ ფორმით ჯეკპოტს წელიწადნახევრის განმავლობაში ათამაშებდა, მოგებული თანხა ძირითადად გამოქონდა ბანკომატიდან.

 

2.47. გ------ ი------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ გამოძიების მიერ დადგენილ იქნა იუზერები; გამოთხოვილი იქნა ,,ლ--------------დან’’ და ,,თ----------იდან’’ ინფორმაცია გატანილი თანხების შესახებ. ჯამში ბარათებიდან ჩარიცხული თანხა შეადგენდა 1 208 981 ლარს. გამოძიებით დადგინდა რომ ეს თანხები ეკუთვნოდა შპს ,,მ----ს’’.

 

2.48. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. კონკრეტულ საქმეში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თ------ ს-----------ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად დაზარალებულისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანი ბევეად აღემატება 10 000 ლარს. დიდი ოდენობით ბრალდების კვალიფიკაციისათვის სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შპს ,,მ----ის’’ თანამშრომელთა ჩვენებებზე იმის თაობაზე, რომ თ------ ს-----------ე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა გათამაშებული ჯეკპოტების 90%. მართალია, საქმეზე არ არის ჩატარებული ექსპერტიზა შპს ,,მ----ისთვის’’ მიყენებული ზიანის ზუსტი ოდენობის დასადგენად, მაგრამ ბრალდებულ თ------ ს-----------ის, მოწმეების ჯ---- თ-------–---–ის და ლ-–- ნ------------ის ჩვენებებით, დაზარალებულ შპს ,,მ----ის’’ წარმომადგენლის და გამომძიებელ გ------ ი------–---–ის ჩვენებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს თ------ ს-----------ის ბრალდებას მასში, რომ შპს ,,მ----ს’’ თ------ ს-----------ის ქმედების შედეგად 1 208 981.84 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

 

2.49. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ------ ს-----------ემ ჩაიდინა თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ------ ს-----------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.

 

3.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს თ------ ს-----------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. თ------ ს-----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.

 

5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ხასიათს, თაღლითური სქემის სოციალურ მავნებლობას და იმ მძიმე შედეგებს რაც მიადგა არა მარტო კომპანიას, არამედ ამ საქმიანობით დაკავებულ ინტერნეტტოტალიზატორების მომხმარებლებს; ასევე, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და მის არაკონსტრუქციულ დამოკიდებულებას სასამართლო პროცესისადმი; თ------ ს-----------ე წარსულში არ არის ნასამართლევი, არის დაოჯახებული.

 

5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, თ------ ს----------ეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა თ------ ს-----------ემ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:

 

6.1. სს ,,ლ--------“-----იდან 2017 წლის 27 ოქტომბერს გამოთხოვილი ინფორმაცია ერთი ცალი CD-R დისკი, დალუქული ერთ პაკეტად; სს ,,თ----------იდან’’ 2017 წლის 06 ნოემბერს გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალი CD-R დისკი და სს ,,თ----------იდან’’ 2017 წლის 16 ნოემბერს გამოთხოვილი ინფორმაცია, ორი ცალი DVD-R დისკი, დალუქული ერთ პაკეტად; სს ,,ლ--------“-----იდან 2017 წლის 28 დეკემბერს გამოთხოვილი ინფორმაცია, ორი ცალი CD-R დისკი, დალუქული ერთ პაკეტად; ფარული საგამოძიებო მოქმედების - ვიდეო - ჩაწერა, აუდიო ჩაწერა და ფოტოგადაღების შედეგად მოპოვებული 4 ცალი დივიდი დისკი, დალუქული ერთ პაკეტად; შპს ,,მ----ის“ ვებ გვერდის თამაშების სამართავი პანელის დათვალიერების ამსახველი ლაზერული დისკი; სს ,,თ----------იდან’’ 2018 წლის 06 თებერვლის გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთი ცალი CD-R დისკი და ერთი ცალი DVD დისკი, დალუქული ორ პაკეტად; სს ,,ს----------–--------იდან’’ 2018 წლის 18 იანვარს გამოთხოვილი ინფორმაცია ერთი ცალი CD-R დისკი, დალუქული ერთ პაკეტად; შპს ,,მ----იდან“ 2018 წლის 6 იანვრის წერილის დანართი, CD-R დისკი; სს ,,თ----------იდან’’ 2018 წლის 13 თებერვალს გამოთხოვილი ინფორმაცია ერთი ცალი CD-R დისკი, დალუქული ერთ პაკეტად; სს ,,თ----------იდან’’ 2018 წლის 13 თებერვალს გამოთხოვილი ინფორმაცია ერთი ცალი CD-R დისკი და 3 ცალი DVD-R დისკი დალუქული ერთ პაკეტად; შპს ,,მ----იდან“ 2018 წლის 12 თებერვალს გამოთხოვილი ინფორმაცია ერთი ცალი DVD-R დისკი დალუქული ერთ პაკეტად; სს ,,თ----------იდან’’ 2018 წლის 16 იანვარს გამოთხოვილი ინფორმაცია ერთი ცალი CD-R დისკი და ერთი ცალი DVD-R დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

6.2. შპს ,,მ----იდან“ 2018 წლის 12 თებერვალს გამოთხოვილი ინფორმაცია დალუქული ცხრა ცალ მუყაოს ყუთში - ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

6.3. ფარული საგამოძიებო მოქმედების სატელეფონო კომუნიკაციის მიყურადება-ჩაწერის შედეგად მოპოვებული 5 ცალი დისკი, რომელიც გაგზავნილია საექსპერტო კვლევისათვის საქართველოს შსს ს----------------------–--------------------ში, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

6.4. თ------ ს-----------ის ხმის ნიმუში - ერთი ცალი დისკი, ნ--- ს-----------ის ხმის ნიმუში - ერთი ცალი დისკი,---------- ს-----------ის ხმის ნიმუში - ერთი ცალი დისკი, ჯ---- თ-------–---–ის ხმის ნიმუში - ერთი ცალი დისკი, ლ-–- ნ------------ის ხმის ნიმუში - ერთი ცალი დისკი, რ---- ნ-----–--ის ხმის ნიმუში - ერთი ცალი დისკი - გაგზავნილია საექსპერტო კვლევისათვის საქართველოს შსს ს----------------------–--------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

6.5. თ------ი ს-----------ის საცხოვრებელი (ქ.თბილისი, ნ--–-----ის ქუჩა) ბინის ჩხრეკისას ამოღებული: ფულადი თანხა 43 635 ლარი, რომელიც ინახება საქართველოს ე---------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს.

6.6. პლასტიკური ბარათები, ბლოკნოტი, რვეული და კონვერტი, რომლებიც დალუქული სახით ინახება ც--------–--------------–----------–-–--ს დეპარტამენტში; მობილური ტელეფონები, მეხსიერების ბარათები, ,,მიკრო“ მეხსიერების ბარათები, სიმბარათები, ,,ასერის“ ფირმის ნოუთბუქი სატენთან ერთად, სამი ცალი პროცესორი, რომელბიც გადაგზავნილია და ინახება ს----------------------–--------------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

6.7. თ------ი ს-----------ის საცხოვრებელი ბინის (ქ.თბილისი, მ---------------), ჩხრეკისას ამოღებული, კომპიუტერის ქეისი, ,,ლენოვოს“ ფირმის ლეპტოპი, რომლებიც ინახება ს----------------------–--------------------------ში და ,,ლ--------“-----ის ბარათი, რომელიც ინახება ც--------–---------------–----------–-–-ის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

6.8. თ------ი ს-----------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ს----------------------–--------------------------ში, ფულადი თანხა 133 ლარი და 20 თეთრი, რომელიც ინახება ე---------------–-- ხუთი ლითონის გასაღები, პატარა ზომის ბარათი, მწვანე ფერის პლასტმასის ჩიპით, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ც--------–---------------–----------–-–-ის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

6.9. თ------ი ს-----------ის სამუშაო ოთახის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონები, მასში მოთავსებული სიმბარათები, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერის სამი ცალი პროცესორი, რომლებიც ინახება ს----------------------–--------------------------ში და პლასტიკური ბარათები, ბლოკნოტები, ცნობა, რომლებიც ინახება ც--------–---------------–----------–-–-ის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

6.10. თ------ი ს-----------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა და ორი ცალი პლასტიკური ბარათი, რომლებიც ინახება ე---------– ბანკში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ------ ს-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

2. თ------ ს-----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

3. თ------ ს-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. თ------ ს-----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 8 იანვრიდან.

 

5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1-----------ის განჩინებით დადებული ყადაღა თ------ ს-----------ის (პ/ნ 0----------) სახელზე რეგისტრირებულ -173.00 კვ.მ უძრავ ქონებაზე, მდებარე - თბილისი, ნ--–-----ის ქ----------------------------------------------–-----------7, საკადასტრო კოდი-0---------------------- და 70,76 კვ.მ უძრავ ქონებაზე, მდებარე - თბილისი. პ----------------------------------, საკადასტრო კოდი 0---------------------- და ს--–---- პ----–----ის (პ/ნ 3----------) სახელზე რეგისტრირებულ - 35.00 კვ.მ უძრავ ქონებაზე, მდებარე - თბილისი, ნ--–-----ის ქ------------------- ა--------------, საკადასტრო კოდი-0-----------------------

 

6. ნივთმტკიცება:

6.1. სს ,,ლ--------“-----იდან 2017 წლის 27 ოქტომბერს გამოთხოვილი ინფორმაცია ერთი ცალი CD-R დისკი, დალუქული ერთ პაკეტად; სს ,,თ----------იდან’’ 2017 წლის 06 ნოემბერს გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალი CD-R დისკი და სს ,,თ----------იდან’’ 2017 წლის 16 ნოემბერს გამოთხოვილი ინფორმაცია, ორი ცალი DVD-R დისკი, დალუქული ერთ პაკეტად; სს ,,ლ--------“-----იდან 2017 წლის 28 დეკემბერს გამოთხოვილი ინფორმაცია, ორი ცალი CD-R დისკი, დალუქული ერთ პაკეტად; ფარული საგამოძიებო მოქმედების - ვიდეო - ჩაწერა, აუდიო ჩაწერა და ფოტოგადაღების შედეგად მოპოვებული 4 ცალი დივიდი დისკი, დალუქული ერთ პაკეტად; შპს ,,მ----ის“ ვებ გვერდის თამაშების სამართავი პანელის დათვალიერების ამსახველი ლაზერული დისკი; სს ,,თ----------იდან’’ 2018 წლის 06 თებერვლის გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთი ცალი CD-R დისკი და ერთი ცალი DVD დისკი, დალუქული ორ პაკეტად; სს ,,ს----------–--------იდან’’ 2018 წლის 18 იანვარს გამოთხოვილი ინფორმაცია ერთი ცალი CD-R დისკი, დალუქული ერთ პაკეტად; შპს ,,მ----იდან“ 2018 წლის 6 იანვრის წერილის დანართი, CD-R დისკი; სს ,,თ----------იდან’’ 2018 წლის 13 თებერვალს გამოთხოვილი ინფორმაცია ერთი ცალი CD-R დისკი, დალუქული ერთ პაკეტად; სს ,,თ----------იდან’’ 2018 წლის 13 თებერვალს გამოთხოვილი ინფორმაცია ერთი ცალი CD-R დისკი და 3 ცალი DVD-R დისკი დალუქული ერთ პაკეტად; შპს ,,მ----იდან“ 2018 წლის 12 თებერვალს გამოთხოვილი ინფორმაცია ერთი ცალი DVD-R დისკი დალუქული ერთ პაკეტად; სს ,,თ----------იდან’’ 2018 წლის 16 იანვარს გამოთხოვილი ინფორმაცია ერთი ცალი CD-R დისკი და ერთი ცალი DVD-R დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

6.2. შპს ,,მ----იდან“ 2018 წლის 12 თებერვალს გამოთხოვილი ინფორმაცია დალუქული ცხრა ცალ მუყაოს ყუთში - ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

6.3. ფარული საგამოძიებო მოქმედების სატელეფონო კომუნიკაციის მიყურადება-ჩაწერის შედეგად მოპოვებული 5 ცალი დისკი, რომელიც გაგზავნილია საექსპერტო კვლევისათვის საქართველოს შსს ს----------------------–--------------------ში,შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

6.4. თ------ ს-----------ის ხმის ნიმუში - ერთი ცალი დისკი, ნ--- ს-----------ის ხმის ნიმუში - ერთი ცალი დისკი,---------- ს-----------ის ხმის ნიმუში - ერთი ცალი დისკი, ჯ---- თ-------–---–ის ხმის ნიმუში - ერთი ცალი დისკი, ლ-–- ნ------------ის ხმის ნიმუში - ერთი ცალი დისკი, რ---- ნ-----–--ის ხმის ნიმუში - ერთი ცალი დისკი - გაგზავნილია საექსპერტო კვლევისათვის საქართველოს შსს ს----------------------–--------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

6.5. თ------ი ს-----------ის საცხოვრებელი (ქ.თბილისი, ნ--–-----ის ქუჩა) ბინის ჩხრეკისას ამოღებული: ფულადი თანხა 43 635 ლარი, რომელიც ინახება საქართველოს ე---------------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს.

6.6. პლასტიკური ბარათები, ბლოკნოტი, რვეული და კონვერტი, რომლებიც დალუქული სახით ინახება ც--------–--------------–----------–-–--ს დეპარტამენტში; მობილური ტელეფონები, მეხსიერების ბარათები, ,,მიკრო“ მეხსიერების ბარათები, სიმბარათები, ,,ასერის“ ფირმის ნოუთბუქი სატენთან ერთად, სამი ცალი პროცესორი, რომელბიც გადაგზავნილია და ინახება ს----------------------–--------------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

6.7. თ------ი ს-----------ის საცხოვრებელი ბინის (ქ.თბილისი, მ---------------), ჩხრეკისას ამოღებული, კომპიუტერის ქეისი, ,,ლენოვოს“ ფირმის ლეპტოპი, რომლებიც ინახება ს----------------------–--------------------------ში და ,,ლ--------“-----ის ბარათი, რომელიც ინახება ც--------–---------------–----------–-–-ის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

6.8. თ------ი ს-----------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ს----------------------–--------------------------ში, ფულადი თანხა 133 ლარი და 20 თეთრი, რომელიც ინახება ე---------------–-- ხუთი ლითონის გასაღები, პატარა ზომის ბარათი, მწვანე ფერის პლასტმასის ჩიპით, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ც--------–---------------–----------–-–-ის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

6.9. თ------ი ს-----------ის სამუშაო ოთახის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონები, მასში მოთავსებული სიმბარათები, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერის სამი ცალი პროცესორი, რომლებიც ინახება ს----------------------–--------------------------ში და პლასტიკური ბარათები, ბლოკნოტები, ცნობა, რომლებიც ინახება ც--------–---------------–----------–-–-ის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

6.10. თ------ი ს-----------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა და ორი ცალი პლასტიკური ბარათი, რომლებიც ინახება ე---------– ბანკში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/