გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.11.2018
საქმის ნომერი
330210118002313433
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
02.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/5------

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი ანი ნადარეიშვილი

მოსარჩელე - შპს „ე---------ი“

წარმომადგენელი - ალ----------–---ი, სო-------------–---–ი

მოპასუხე - შპს „ვ----–--------ი“

წარმომადგენლები - მი-----------------ა, თი---------–-----ე

დავის საგანი- ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „ვ----–--------ს“ შპს „ე---------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მიღებული მომსახურების საფასურის სანაცვლოდ 6 680 ლარის გადახდა.

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

20---–-–------------------ს შპს „ე---------ს“ და შპს „ვ----–--------ს“ შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელის ვალდებულებად განისაზღვრა გ--–----- თ---–---- საზეიმო გახსნის ღონისძიებისთვის დამკვეთის მიერ მითითებულ ლოკაციებზე 20---–-–------------------ე სხვადახვა ზომის ბურთების განთავსება. ხელშეკრულების მთლიან ღირებულებად განისაზღვრა 13 360 ლარი, რომელიც უნდა გადახდილიყო შემდეგი წესით: 50% ხელშეკრულების ხელმოწერის-თანავე, დარჩენილი 50% ღონისძიების დასრულებისთანავე 3 სამუშაო დღეში. მოპასუხის მიერ გადახდილია 50% ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ხოლო დარჩენილი 50% დღემდე გადახდილი არ არის და მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა მოპასუხე ვალდებულებას ნებაყოფლობით არ ასრულებს.

20---–-–---------------ს შპს „ვ----–--------ს“ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება, გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის მოთხოვნით. წერილობითი პასუხით ცნობილი გახდა, რომ ვალდებულება დადგენილ ვადაში არ შესრულებულა, რისთვისაც მათ დამატებით დასჭირდათ ადამიანური და ფინანსური რესურსის გამოყენება. ამავე წერილით პრეტენზიას აცხადებდნენ სამუშაოს შესრულების ხარისხზე და აღნიშნეს, რომ ამავე ხელშეკრულების 3.3 პუნქტით გათვალისწინებულია 5000 ლარის ოდენობით ჯარიმა, თუ შემსრულებელი დაარღვევდა ხელშეკრულებით ნაკისრ რომელიმე ვალდე-ბულებას, შესაბამისად მოთხოვნა მიიჩნეს სამართლებრივ საფუძველს მოკლებულად და უარი განაცხადეს ვალდებულების ჯეროვნად შესრულებაზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, სამუშაოს შესრულება 1-----------ს ნაცვლად 1-----------ს განაპირობა ბუშტების საქართველოში დაგვიანებით ჩამოსვლამ, შესაბამისად მათი შეღებვა და დამონტაჟებაც ვერ მოესწრო დროულად და ადგილი ქონდა სხვადასხვა გაუთვალისწინებელ პრობლემებს მონტაჟის დროს. დამატებით ერთი დღის ვადა მოპასუხემ თავისი ნებით განსაზღვრა და ამ ვადაში შესრულდა ვალდებულებაც.

 

სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ნაკლის მქონე ნაკეთობის მიღების შედეგებს, კერძოდ, თუ შემკვეთისათვის ნაკეთობის ნაკლი ცნობილია და იგი მაინც მიიღებს მას პრეტენზიის განუცხადებლად, მაშინ შემკვეთს არ წარმოეშობა მოთხოვნის უფლებები ამ ნაკლის გამო, მართალია სახეზე არ არის უშუალოდ ნაკეთობის გადაცემა და მის ნაცვლად არის სერვისი, მაგრამ მოპასუხისთვის ცნობილი იყო რომ რიგი მიზეზებიდან გამომდინარე სამუშაო არა 1-----------ს, არამედ 1-----------ს მიიღეს და ამაზე არც ზეპირსიტყვიერად და არც წერილობით პრეტენზია არ განუცხადებიათ. შესაბამისად, არ წარმოეშობათ მოთხოვნები ამ ნაკლის გამო და არ არიან უფლებამოსილნი მიუთითონ ჯარიმის 5 000 ლარის ოდენობით და თავიანთი შეხედულებისამებრ ეს თანხა ჩაითვალონ ზიანის ანგარიშში.

 

მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს ძლიერ ქარზე, რაც დაფიქსირდა ნოემბრის თვეში, ბუშტები დაიხეთქა და გ--–-----------–--ის გახსნის დღეს, 3- ნოემბერს, ბუშტებით აღარ იყო მორთული ხელშეკრულებაში მითითებული ლოკაციები და იმ მიზეზით რომ გ--–----- თ---–---- არ ჩაურიცხა მოპასუხეს თანხა, ის უარს აცხადებს თანხის ანაზღაურებაზე. ბუშტის როგორც საგნის თვისობრივი მახასიათებლების გათვა-ლისწინებით, სამუშაოს შესრულებისა და დამკვეთისთვის მისი გადაცემის შემდეგ, ის საჭიროებდა შესაბამის ყურადღებას და ასევე შეიცავდა რისკს, რომ უამინდობის, კერძოდ, ძლიერი ქარის პირობებში შესაძლებელი იყო მისი დაზიანება იმგვარად, რომ დანიშნულებისამებრ უვარგისად ქცეულიყო, რაზეც მოსარჩელე სამუშაოების დასრულებამდეც აფრთხილებდა მოპასუხეს, რომ შესრულების საგანს დასჭირდებოდა მოვლა - პატრონობა მონტაჟის შემდეგ, თუმცა მათ ეს არ გაითვალისწინეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. წარმოდგენილი შესაგებელით და სასამართლო სხდომაზე გაჟღერებული ახსნა-განმარტებით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა შემდეგი: შპს „ე---------ი“-ს მხრიდან ვალდებულება ნაცვლად 20---–-–---------------სა შესრულდა 20---–-–---------------ს. მოსარჩელე მხარის მხრიდან ვალდებულება შესრულდა არაკეთილ-სინდისიერად და არაპროფესიულ დონეზე, რის გამოც საჭირო გახდა სხვა სარეკლამო კომპანიებიდან სამუშაო ძალის, ასევე, ინვენტარის, ტექნიკის დამატება, რომელიც მათთან ერთად იყო ჩართული შპს „ე---------ი“-ს მიერ შესასრულებელი სამუშაოს ჯეროვნად შესრულებაში, რაც თავის მხრივ დამატებით ხარჯებთან იყო დაკავ-შირებული. დასამონტაჟებელი ბურთების ხარისხი იყო ძალიან ცუდი, დაბალი ხარისხის, ბურთები იფუშებოდა, ადვილად სკდებოდა, საჭიროებდა ჰაერის დამატებას, შეღებვას და არ იყო სრულყოფილად დამონტაჟებული კონტრაქტით გათვალის-წინებულ ლოკაციაზე.

 

ამასთან, 20---–-–---------------ს კომპანიის დირექტორმა ალ----------–---მა დამკვეთი კომპანიის „ვ----–--------ი“-ს წარმომადგენლებს განუცხადა, რომ იგი უარს ამბობდა სამუშაოს შესრულებაზე, რადგანაც ვერ ახერხებდა მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, ვინაიდან, წინასწარ არ ჰქონდა გათვლილი არცერთი დეტალი, თუ როგორ მოეხდინა ბურთების ტრანსპორტირება, როგორი საღებავი გამოეყენებინა ბურთების შესაღებად, როგორ მოეხდინა ბურთების ბრენდირება, სტიკერის დაკვრა, სად განეხორციელებინა ბურთების გაბერვა. მხოლოდ „ვ----–--------ი“-ს წარმომადგენლების ძალისხმევით, დამატებითი რესურსის როგორც მუშახელის, ასევე ტექნიკის გამოყენებით მოხერხდა კონტრაქტში მითითებული სამუშაოს შესრულება და ბურთების დამონტაჟება დაგვიანებით.

 

მოპასუხის განმარტებით, ამავე ხელშეკრულების 3.3 მუხლში მითითებულია, რომ შემსრულებლის მიერ რომელიმე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შემსრუ-ლებელს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილ უნდა იქნეს დამკვეთის მოთხოვნის წარდგენიდან 5 სამუშაო დღეში. 20---–-–---------------ს განცხადების პასუხად შპს „ვ----–--------მა“ აცნობა მისი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და რამოდენიმე შეხვედრის შემდგომ ზეპირ საუბრებში პირადად დაუდასტურეს ალ----------–---ს, რომ გალერიამ არ ჩათვალა სამუშაო შესრულებულად და აღნიშნულ მომსახურებაში თანხა საერთოდ არ გადაიხადა, ვინაიდან ბუშტების დამონტაჟება მოხდა ნახევარი დღის დაგვიანებით და ასევე უხარისხოდ.

 

შესაგებელში აღნიშნულია, რომ მიუხედავად მოპასუხე კომპანიის მაღალი რეპუტაციისა დიდი ძალისხმევა დაჭირდა გ--–-----------–--ისგან შეკვეთის მიღებას. შპს „ვ----–--------ი“-ს ოთხი თანამშრომელი დღედაღამ მუშაობდა ამ კონკრეტული ივენთის კონცეფციებზე და უკეთებდნენ სხვადასხვა პრეზენტაციებს გ--–-----------–--ის წარმომადგენლებს და მხოლოდ სამი თვის შემდეგ, 20---–-–---------------ს დაიდო მომსახურების ხელშეკრულება. თუმცა, ბურთები მაინც წინასწარ შეუკვეთეს და კომპანიამ თავისი ხარჯით გადაიხადა მომსახურების 50% და შპს „ე---------თან“ დადეს ხელშეკრულება 20---–-–------------------ს წინასწარ, ვინაიდან ნერვიულობდნენ და ფიქრობდნენ, რომ 1-----------ს დადებული ხელშეკრულების შემდეგ შეიძლება სამუშაო ხარისხსიანად არ ყოფილიყო შესრულებული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20---–-–------------------ს შპს „ე---------ს“ და შპს „ვ----–--------ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც განისაზღვრა გ--–-----------–--ის საზეიმო გახსნის ღონისძიებისთვის დამკვეთის მიერ მითითებულ ლოკაციებზე 20---–-–------------------ე სხვადასხვა ზომების ბურთების განთვასება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა - განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

- მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 21 - 23)

 

3.1.2. 20---–-–------------------ს ხელშეკრულების 1.1. პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების საგანი, ბურთების განსათავსებელი ლოკაციები და ვალდებუ-ლების შესრულების ვადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა - განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

- მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 21 - 23)

3.1.3. 20---–-–------------------ს ხელშეკრულების 3 მუხლით განისაზღვრა მომსახურების პირობები და გადახდის პროცედურები, კერძოდ, 3.1. პუნქტით, დამკვეთი „შემსრულებელს“ მის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის უხდის 13 360 ლარს;

 

ხელშეკრულების 3.2. პუნქტით მომსახურების ღირებულების ანაზღაურება დამ-კვეთმა უნდა განახორციელოს ორ ეტაპად: ა) პირველი გადახდა ანუ მომსახურეობის ღირებულების 50% „დამკვეთმა“ უნდა გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ხოლო ბ) მეორე გადახდა დანარჩენი 50% დამკვეთმა უნდა გადაიხადოს ღონისძიების დასრულებისთანავე 3 სამუშაო დღეში.

 

ხელშეკრულების 3.3. პუნქტი ითვალისწინებს შემსრულებლის მიერ ხელშეკრუ-ლების 1.1 მუხლში მითითებული რომელიმე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შემსრულებლისათვის ჯარიმის დაკისრებას 5000 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს დამკვეთის მოთხოვნის წარდგენიდან 5 სამუშაო დღეში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა - განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

- მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 21 - 23)

3.1.5. შპს „ვ----–--------ი“-ს მიერ მომსახურების საფასურის სანაცვლოდ გადახდი-ლია 13 360 ლარის 50% რაც შეადგენს 6 680 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა - განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ს.ფ. 25)

 

3.1.6. 20---–-–---------------ს შპს „ვ----–--------ს“ და დ---------–--–ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა 20---–-–---------------ს დაგეგმილი ღონისძიებისთვის სტიკერების მონტაჟი-დემონტაჟის მომსახურება. აღნიშნული მომსახურების საფასურად განისაზღვრა 600 ლარი, რაც გადახდილია 20---–-–---------------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2017 წლის-------------- ხელშეკრულება (ს.ფ 100 - 102);

- საგადახდო დავალება (ს.ფ. 99)

 

3.1.7. 2----–-–----------------ს დარჩენილი დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა შპს „ვ----–--------ს“, რაზეც ხელშეკრუ-ლების არაჯეროვნად შესრულების გამო უარი განაცხადა მოპასუხე მხარემ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შპს „ე---------ი“-ს წერილი (ს.ფ 26)

- შპს „ვ----–--------ი“-ს წერილი (ს.ფ. 27)

 

3.1.8. 20---–-–----------------ს წერილით შპს „ვ----–--------ს“ შპს „გ--–-----------–--ი“-ს მხრიდან წერილობით ეცნობა დაგვიანებული მონტაჟის, არასათანადო ხარისხის და ნაადრევი დემონტაჟის გამო, მომსახურების ღირებულების ნაწილობ-რივ ანაზრაურების, კერძოდ 10 000 ლარის გადახდის შესახებ, აგრეთვე, შესასრუ-ლებელი ვალდებულების ვადის დარღვევის გამო შპს „ვ----–--------ი“-ს მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხელშეკრულების საერთო ღირებუ-ლების 0.5%-ის ოდენობით, ყოველი ვადის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შპს „გ--–-----------–--ი“-ს წერილი (ს.ფ. 104 - 105)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „ე---------ი“-ს მიერ შესრულებული სამუშაოები არ შეესაბამება ხელშეკ-რულებით გათვალისწინებულ სტანდარტს;

 

3.2.2. შპს „ე---------ი“-ს მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება ქმნის 20---–-–------------------ს ხელშეკრულების მესამე მუხლის 3.3. პუნქტის ამოქმედების წინაპირობებს.

 

სასამართლო განმარტავს,რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს,რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძ-ლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცე-ბულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელია საქმის სადავო გარემოებების დადასტუ-რება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადო-ობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორ-ციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძ-ლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალე-ბები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო გარემოების დადასტურების მიზნით დაკითხულმა მოწმე გ--------------–-----მა განმარტა, რომ აქვს საკუთარი კომპანია, რომლის მეშვეობითაც ჩამოაქვს ბუშტები. სწორედ მისი კომპანიის ერთ-ერთი დამკვეთი იყო მოსარჩელე მხარე, რომელსაც დათქმულ დროს გადასცა შესაბამისი რაოდენობის ბუშტები. მისი განმარტებით, ამ ბიზნესში 20---–-–----ნ მოღვაწეობს და არაერთ კომპანიას ემსახურება. ალ----ს მოთხოვნა იყო ე.წ. ”o------” მექანიზმზე აწყობილი ბუშტი. ქარის სიძლიერეს ამ სახის ბუშტი უძლებს გარკვეულ დონემდე, ამის შემდგომ უნდა მოხდეს მისი ჩამოხსნა და შენახვა. ასეთი ტიპის ბუშტი ან უნდა ჩამოიკიდოს ან დაიდგას სწორ ზედაპირზე, სადაც არ იქნება წახნაგოვანი კუთხეები. ბუშტები მყარდება შესაბამისი სამაგრებით, რაც იცავს ქარისგან, თუმცა, ძლიერი ქარის შემთხვევაში მიუხედავად დამცავების სიძლიერისა ვეღარ ინარჩუნებს თავდაპირველ მდგომრეობას. მოწმის განმარტებით, ბუშტს დამატებითი გაბერვა ჩვეულებრივ, ესაჭიროება ორი კვირის ვადაში. კარგი ტემპერა-ტურის დროს ყოფილა შემთხვევა, სამი კვირაც არ ყოფილა დამატების საჭიროება. ამ ტიპის ბუშტების მახასიათებელი ნიშნების შესახებ ცნობილი იყო თუ არა შპს „ე---------ი“-ს დირექტორის - ალ----------–---ისთვის მოწმემ განმარტა, რომ შესაძლოა მან ეს იცოდა, თუმცა, თავად არ გაუფრთხილებია.

 

მოწმე ო--------------ემ, რომელიც დასაქმებულია შპს „ე---------ში“ განმარტა, რომ ბუშტების განთავსება მოხდა გარკვეული ვადის დარღვევით, სავარაუდოდ ერთი, ორი დღით. ბუშტების შეღებვა ხდებოდა მასთან აგარკზე, მეორე დღეს უნდა მოეხდინათ მათი ტრანსპორტირება, თუმცა ადგილზე მიტანის დროს აღმოაჩინეს, რომ დაზიანებული იყო და მოხდა მათი თავიდან შეღებვა, რასაც დაჭირდა დამატებითი დრო. ო--------------ის განმარტებით, მათ კომპანიას ქონდა რესურსი როგორც ადამიანური ისე ტექნიკური კუთხით თუმცა, მოგვიანებით საჭირო გახდა შპს „ვ----–--------ი“-ს რესურსის გამოყენება, დაახმარეს მათ ბიჭები და ერთობლივად დაასრულეს სამუშაო. ბუშტების მოვლასთან დაკავშირებით მოწმე განმარტავს, რომ ეს მათი ვალდებულება არ იყო. ფილარმონიასთან არსებული ბუშტი დაზიანდა სატელევიზიო პროგრამა „ნიჭიერი“-ს ჩაწერის დროს, რუსთავალის გამზირზე არსებული ბუშტიც დაზიანდა, მათი მხრიდან კი მიუხედავად მოვლა-პატრონობის ვალდებულების არ ქონისა კეთილი ნებით განახორციელეს გამაგრება. თუმცა, 20---–-–---------------ს ძლიერი ქარის გამო ყველა ბუშტი თითქმის დაზიანდა და ამის შესახებ აცნობეს კიდევაც მხარეს. რაც შეეხება სხვა ბუშტებს, რომელიც ეკუთვნოდა ევროვიზიის პროექტს განსხვავებულ სამაგრებზე იდგა და განსხვავებული ხარისხის იყო, ამიტომ არ მოხდა მათი დაზიანება.

 

მოწმის სახით დაკითხულმა თ-----------ემ, შპს „ვ----–--------ი“-ს ღონისძიებების უზრუნველყოფის მენეჯერმა განმარტა, ალ---------–------- მრავალწლიანი თანამშრომ-ლობის ფონზე, მრავალი შეთავაზებიდან მასთან გააფორმეს ხელშეკრულება. თუმცა, მოულოდნელად მათთვის ცნობილი გახდა, რომ შპს „ე---------ი“ მოქმედებდა ყოველგვარი გეგმის გარეშე, კერძოდ, წინასწარ არ იყო შემუშავებული როგორ უნდა მომხდარიყო ბუშტების კონკრეტულ ლოკაციებზე განთავსება, მათი შეღებვა და ა.შ. ბუშტების განთავსების შესახებ ნებართვები შპს „ვ----–--------ს“ დროულად, ორი კვირით ადრე ჰქონდა მოპოვებული, თუმცა, ზემოაღნიშნული ხარვეზების გამო ბუშტების განთავსება განხორციელდა დაგვიანებით. ბუშტების დათქმულ დროს განუთავსებლობა განაპირობა თავად ბუშტების არქონამ. მოწმის განმარტებით, მხარეებს შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება გაბერილი და უკვე დადგმული ბუშტების მოვლის შესახებ. კერძოდ, აღნიშნული ორი კვირის განმავლობაში უზრუნველეყო შპს „ე---------ს“. მხოლოდ მათი თანამშრომლის სამსახურებრივი კონტაქტების გამოყენებით გახდა შესაძლებელი ბუშტების დადგმა. ახლად გაბერილი ბუშტი ძლებდა მხოლოდ დღენახევარი, ამის გამო დამკვეთმა საერთოდ ჩამოგვახსნევინა ისინი. შემსრულებელისათვის შპს „ვ----–--------ს“ მიწოდებული ქონდა მხოლოდ ბუშტის ფოტოები, აჩვენეს თუ როგორი ბუშტი უნდოდათ, შესაბამისად, ბუშტის ვარგისიანობაზე და მისი გარკვეული ვადით ხარისხიანობაზე პასუხისმგებელი იყო სწორედ შპს „ე---------ი“.

 

მოწმე დ---------–--–მა, რომელსაც ხელშეკრულება ქონდა გაფორმებული შპს „ვ----–--------თან“ განმარტა, რომ აქვს კომპანია ამ პროფილით. არის აღნიშნული კომპანიის დირექტორის, თი---------–-----ის მეგობარი. მისმა კომპანიამ მოახდინა ბუშტების ბრენდირება და ასევე შპს „ე---------ს“ მის დაახლოებით სამ თანაშმრომელთან ერთად, დაეხმარა სამუშაოს დასრულებაში. კერძოდ, სათითაოდ მივიდნენ ექვს ლოკაციაზე და ადგილზე ხვდებოდათ სხვადასხვა სურათი, ზოგ ლოკაციაზე იყო განთავსებული ბუშტი ზოგ ადგილას არ იყო. თავად დაბრენდვის პროცედურა გაგრძელდა დიდხანს და იყო საშიშროება ვერ მოსწრებულიყო სამუშაოს დასრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ხოლო თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუ კი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნების ავტონომიის პრინციპის გათვალიწინებით, სამოქალაქო კოდექსი ნივთობრივი ნაკლის არსებობის დასადგენად, უპირველესყოვლისა, ეფუძნება მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას ნივთის თვისებების თაობაზე. ამდენად, მისი მახასიათებლები, ხშირ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში აისახება ცალკეული პირობის სახით და მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ნივთის ხარისხი არ მოიცავს მხოლოდ ნივთის მახასიათებელ თვისებებს, არამედ ყველა იმ პარამეტრებს, რომელიც უზრუნველყოფს მის სრულყოფილ ექსპლუატაციას, მით უმეტეს, თუ შემკვეთს განსაზღვრული აქვს ამ ნივთის კონკრეტული დანიშნულებით გამოყენება. ამდენად, მხარეთა შეთანხმება ნივთის ხარისხის თაობაზე, წარმოადგენს ნივთის ნაკლოვანების პირველ შესამოწმებელ წინაპირობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს „ე---------მა“ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მან უზრუნველყო 20---–-–------------------ს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ჯეროვნად. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა ის გარემოება, რომ ვალდებულება მათი მხრიდან ვერ შესრულდა დროულად, ვინაიდან ბურთები არ იყო სათანადოდ გამშრალი და მათი კონკრეტულ ლოკაციაზე მიტანის დროს აღმოჩნდა რომ იყო დაზიანებული. აგრეთვე, მოწმემ რომელმაც მიაწოდა ბურთები შპს „ე---------ს“, განმარტა, რომ მათ შორის წინასწარ შეთანხმება არ ყოფილა ბურთის მახასიათებელი ნიშნების შესახებ და ასეთი სახის ბურთი მიუხედავად მისი ე.წ. „o------” მექანიზმისა ვერ გაუძლებდა ძლიერ ქარს გარკვეული სიძლიერის შემდგომ. ამასთან, მოპასუხე მხარეს სადაოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ სამუშაოს შესრულების დროს გარკვეულ ეტაპზე საჭირო გახდა მოსარჩელე მხარის რესურსის გამოყენება.

 

ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას მასზედ, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაოები შესრულებულია 20---–-–------------------ს ხელშეკრუ-ლების 1.1 პუნქტის შესაბამისად, რაც თავის მხრივ იწვევს ამავე ხელშეკრულების 3.3 პუნქტის ამოქმედებას, კერძოდ, შპს „ე---------ს“ მის მიერ შესასრულებელი ვალდებულების დარღვევის გამო ეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. მენარდე - შპს „ვ----–--------ი“ უარს აცხადებს დარჩენილი ვალდებულების შესრულების ნაწილზე და თვლის რომ არსებობს ჯარიმის ამოქმედების საფუძველი, რაც თავის მხრივ სასამართლოს ანიჭებს უფლებას მოახდინოს მოთხოვნათა გაქვითვა და დარჩენილ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ შპს „ე---------ი“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 442-ე, 629-ე, 641-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებუ-ლების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძ-ველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრუ-ლებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „ვ----–--------მა“ ხელშეკრულების შესაბამისად გადაიხადა მომსახურების საფასურის 50% რაც შეადგენდა 6 680 ლარს. აგრეთვე, დადგენილია, რომ შპს „ე---------მა“ არაჯეროვნად შეასრულა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის დეფინიციით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. როგორც აღინიშნა მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიმართ ნაკისრი ვალდებულება არ არის ჯეროვნად შესრულებული რაც მოპასუხეს ათავისუფლებს დარჩენილი თანხის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, გაქვითვა წარმოადგენს პირის მატერიალურ-სამართლებრივ აღმჭურველ უფლებას და ამ უფლების რეალიზაციას ერთ -ერთი მხარე მეორე მხარისათვის შეტყობინებით ახდენს. შესაბამისად, მხარეს ამ უფლების განსახორციელებლად არ სჭირდება სასამართლოსათვის დამოუკიდებელი სარჩელით მიმართვა ან დაწყებულ პროცესში შეგებებული სარჩელის აღძვრა და ზედმეტი სასამართლო ხარჯების გაწევა. პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზ-რისით მას შეუძლია, წარადგინოს მოთხოვნის მომსპობი შესაგებელი. (№აs-708-678-2016, 2017 წელი, 27 იანვარი)

 

განსახილველ შემთხვევაში, შემკვეთმა წარმოადგინა მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი. მენარდის ძირითად ფულად მოთხოვნას შემკვეთმა დაუპირისპირა ჯარიმის მოთხოვნის უფლება, რომელიც ვადამოსული და შესაგებლისგან თავისუფალი იყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 444-ე მუხლის თანახმად, თუ გასაქვითი მოთხოვნები მთლიანად ვერ ფარავენ ერთმანეთს, იქვითება მხოლოდ ის, რომლის მოცულობაც ნაკლებია მეორე მოთხოვნის მოცულობაზე.

 

ამდენად, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შპს „ვ----–--------ი“ თავისუფლდება უხარისხოდ და არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს გამო დარჩენილი 50% -ის გადახდის ვალდებულებისაგან, რაც შეადგენს 6 680 ლარს. თავის მხრივ შპს „ე---------ი“-ს მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო წარმოიშობა 20---–-–------------------ს ხელშეკრულების 3.3 პუნქტის ამოქმედების საფუძველი, რაც ითვალისწინებს 5 000 ლარს და შესაბამისად, შპს „ვ----–--------ს“ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით უნდა დაეკისროს 1680 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვე-ტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა საერთო ჯამში 6 680 ლარის დაკისრება, მოთხოვნა დაკმაყოფილდა 1680 ლარის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად უნდა დაეკისროს 52.26 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–---------------–-ს განჩინებით შპს „ე---------ს“ უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ე---------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

შპს „ვ----–--------ს“ შპს „ე---------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 1 680 ლარის გადახდა;

2. შპს „ვ----–--------ს“ შპს „ე---------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ 52.26 ლარის გადახდა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დააბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე