გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.11.2018
საქმის ნომერი
330310018002703889
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
02.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6889-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბი-–-სი

შესავალი ნაწი-–-

თბი-–-სის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დავით წერეთელი

სხდომის მდივანი სალომე დუდუჩავა

მოსარჩელე - ააიპ ,,ს----------–--------–---------------------------–--–---

წარმომადგენლები - ლი-–- ტა---–---–-, ან-------- მი-------

მოპასუხე - №- სამგორის საოლქო საარჩევნო კომისია

წარმომადგენლები - ეკ--------- მო------- (თ--------------), ქე------ სო---–-ი-–-, ნა--- ჯა----–-ი-–-

მესამე პირები (ასკ-ის მე-16.2 მუხლი) – ნ---- ყა------–-ი-–-, ლე--–- თუ–-–-ი-–-

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწი-–-

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობი-–- ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებლის, ლი-–- ტა---–---–-ს საჩივრის (რეგ. N0-------------) შესახებ“ №- სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის №4------ განკარგულება;

 

1.2. №- სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიას დაევალოს მიიღოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ N- სამგორის საარჩევნო ოლქის N2--- საარჩევნო უბნის კომისიის წევრს - ნ---- ყა------–-ილსა და N2--- საარჩევნო უბნის კომისი------------------- - ლე--–- თუ–-–-ილს.

 

2. მხარეთა პოზიცია:

2.1. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1.1. მოპასუხის - №- სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიამ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

2.2. მესამე პირების პოზიცია:

 

2.2.1. მესამე პირები, რომელთაც კანონმდებლობით დადგენი-–- წესით ეცნობათ პროცესის თაობაზე, არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. სასამართლოს მიერ დადგენი-–- ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ლი-–- ტა---–---–- დამკვირვებლის უფლებამოსილებით საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების დღეს - 2018 წლის 24 ოქტომბერს იმყოფებოდა N- სამგორის საარჩევნო ოლქის N-- საარჩევნო უბანზე და ახორციელებდა საარჩევნო პროცესის დაკვირვებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების მონაცემები (ს.ფ. 89);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.1.2. N- სამგორის საარჩევნო ოლქის N-- საარჩევნო უბნის კენჭისყრის დაწყებამდე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის წი-–-სყრით ფუნქციათა განაწილების შედეგად II რეგისტრატორის ფუნქცია მიენიჭა ნ---- ყა------–-ილს. 08:30 საათზე ნ---- ყა------–-ილმა თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც კომის--------------------, ლე--–- თუ–-–-ი-–-ს თანხმობით, განხორციელდა ფუნქციის გადაცემა კომისიის თავისუფალი წევრისათვის მ----------------–ვი-–-სათვის, რის თაობაზეც კომისიის მდივნის მიერ აღინიშნა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში. მოგვიანებით, 19:15 საათზე, ნ---- ყა------–-ი-–- დაუბრუნდა თავისი ფუნქციის შესრულებას, რაც ასევე აღინიშნა ჩანაწერთა წიგნში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი, წი-–-სყრით დადგენილ ფუნქციათა დროებით სხვა წევრზე გადაცემის შესახებ ინფორმაცია (ს.ფ. 92);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.1.3. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ლი-–- ტანიაშვილმა 2018 წლის 28 ოქტომბრის 19:15 საათზე საჩივრით დააფიქსირა დარღვევა მასზედ, რომ კენჭისყრის პროცედურით II რეგისტრატორის ფუნქცია მიენიჭა ნ---- ყა------–-ილს, თუმცა 08:30 საათზე მოხდა მისი ჩანაცვლება კომისიის სხვა წევრით - მ----------------–ვი-–-თ, რომელიც ბოლომდე ასრულებდა II რეგისტრატორის ფუნქციას. საჩივრის ავტორის მითითებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენდა ფუნქციის თვითნებურ განაწილებას, რის გამოც მოითხოვა დარღვევის აღმოფხვრა და კომისი-------------------- - ლე--–- ტუ–-–-ი-–-სა და წევრის ნ---- ყა------–-ი-–-სათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. ლი-–- ტანიაშვილმა იგივე დარღვევასთან დაკავშირებით საჩივრით მიმართა №- სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიას, რითაც მოითხოვა დარღვევის აღმოფხვრა და კომისი-------------------- - ლე--–- ტუ–-–-ი-–-სა და წევრის ნ---- ყა------–-ი-–-სათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლი-–- ტა---–---–-ს საჩივრები (ს.ფ. 21, 22).

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.1.4. №- სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის №4------ განკარგულებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლის ლი-–- ტა---–---–-ს მიერ №- სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიაში 2018 წლის 28 ოქტომბერს შეტანი-–- საჩივრით დაყენებული მოთხოვნა №- სამგორის საარჩევნო ოლქში შემავალი №-- საუბნო საარჩევნო კომისიის მიმართ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სადავო განკარგულების თანახმად, საჩივრის მართლზომიერების შესასწავლად N- სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიამ 2018 წლის 30 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მოისმინა საჩივრის ავტორისა და N-- საუბნო საარჩევნო კომის-------------------- ლე--–- თუ–-–-ი-–-სა და წევრების ნ---- ყა------–-ი-–-სა და მ----------------–ვი-–-ს ახსნა-განმარტებები და დაადგინა, რომ 08:30 საათზე ნ---- ყა------–-ილმა, რომელიც ასრულებდა II რეგისტრატორის ფუნქციას, მოითხოვა მისი ჩანაცვლება, ვინაიდან თავს გრძნობდა შეუძლოდ. კომის--------------------, ლე--–- თუ–-–-ი-–-ს თანხმობით მოხდა ფუნქციის გადაცემა კომისიის თავისუფალი წევრისათვის მ----------------–ვი-–-სათვის, რაც კომისიის მდივნის მიერ აღინიშნა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში. მოგვიანებით, დაახლოებით 19:25 საათზე, როდესაც ნ---- ყა------–-ილმა თავი უკეთ იგრძნო, იგი დაუბრუნდა თავისი ფუნქციის შესრულებას, რაც ასევე აღინიშნა ჩანაწერთა წიგნში. მოპასუხის განმარტებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსი კომის-------------------- ნებართვით კომისიის წევრის კენჭისყრით დადგენი-–- ფუნქციის დროებით სხვა წევრისათვის გადაცემის შესაძლებლობას იძლევა, რაც უნდა აღინიშნოს კენჭისყრის ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე და შესაბამისად, №- სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ №-- საუბნო საარჩევნო კომისიის თ-------------- და კომისიის წევრები მოცემულ შემთხვევაში მოქმედებდნენ საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას ადგი-–- არ ჰქონია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №- სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის №4------ განკარგულება (ს.ფ. 23-24);

- N- სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის N-- სხდომის ოქმი (ს.ფ. 62-78).

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწი-–-:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საარჩევნო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენი-–- ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნი-–- დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწი-–-ს მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწი-–-ს ,,დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 30-ე მუხლის მე-4 ნაწი-–-ს შესაბამისად, საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თ-------------- და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსი-–- პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენი-–-, კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირელი ნაწი-–-ს ,,დ“ ქუნქტისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად, ,,საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის, ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებლის, ლი-–- ტა---–---–-ს საჩივრის (რეგ. N0-------------) შესახებ“ №- სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის №4------ განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან უნდა შეფასდეს განსახილველი დავის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის №- სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის №4------ განკარგულებას, რომლითაც ააიპ ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელს - ლი-–- ტანიაშვილს საუბნო საარჩევნო კომისი------------------ისა და წევრის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებაზე ეთქვა უარი.

 

6.3. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფი-–-ა ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში ან უშუალოდ, ანდა თავისუფლად არჩეულ წარმომადგენელთა მეშვეობით. ხალხის ნება უნდა იყოს საფუძველი მთავრობის ძალაუფლებისა. ეს ნება უნდა გამოიხატებოდეს პერიოდულ და გაუყალბებელ არჩევნებში, რომლებიც უნდა ტარდებოდეს საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების პირობებში, ფარული კენჭისყრით, ანდა სხვა თანაბარმნიშვნელოვანი ფორმების მეშვეობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმის მიცემის თავისუფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საარჩევნო უფლება დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. აქტიური საარჩევნო უფლებით დაცული სფერო ერთი მხრივ, გულისხმობს საარჩევნო უფლების მქონე ყოველი პირის ნების თავისუფალი გამოვლინების უზრუნველყოფას და მის ადეკვატურ ასახვას არჩევნების შედეგებში, ხოლო მეორე მხრივ, იგი ასევე მოიცავს გამოვლენი-–- ნების დაცვას და განსაკუთრებული, კანონით გათვალისწინებული საგანგებო შემთხვევის გარეშე, მისი გაუქმების დაუშვებლობას.

 

6.4. საქართველოს საარჩევნო კოდექსი აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერის/გამგებლის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩა---რებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონით. ამავე ნორმის მე-2 ნაწი-–-თ, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან.

 

იმავე კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს ცესკო. ამავე ნორმის მე-16 ნაწი-–-თ, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ: ე) დამკვირვებლებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენი-–-ა და მხარეები სადაოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გა---რდა და საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლის სტატუსი მინიჭებული აქვს ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას.

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის, 39-ე მუხლის მე-3 ნაწი-–-ს მიხედვით, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის – ადგილობრივი დამკვირვებლის − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა.

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსი 41-ე მუხლის პირველი ნაწი-–-ს შესაბამისად, დამკვირვებელს უფლება აქვს: ა) დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს; ბ) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგი-–-დან; გ) კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ; ე) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად; ე1) დააკვირდეს კენჭისყრის დღეს საჩივრების რეგისტრაციის პროცესს; ვ) დაესწროს ამომრჩეველთა ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს; ზ) დააკვირდეს გადასა---ნი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესს; თ) დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას; ი) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას; კ) განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თ--------------ს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას; ლ) მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში; მ) გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენი-–- წესით; ნ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას; ო) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიისგან მოითხოვოს და მიიღოს ამ ოქმების ასლები. ამავე ნორმის მე-2 ნაწი-–-ს თანახმად, დამკვირვებელს არა აქვს უფლება: ა) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში; ბ) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე; გ) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ; დ) ა---როს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი; ე) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე; ვ) დაარღვიოს ამ კანონის სხვა მოთხოვნები.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენი-–- მტკიცებულებებით დადგენი-–-ა, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლმა ლი-–- ტანიაშვილმა 2018 წლის 28 ოქტომბერს განცხადება/საჩივრით მიმართა N-- სამგორის საარჩევნო ოლქის N2--- საარჩევნო უბნის კომისიის წევრს ნ---- ყა------–-ი-–-სა და N2--- საარჩევნო უბნის კომის-------------------- ლე--–- თუ–-–-ი-–-ს მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე.

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწი-–-ს შესაბამისად, განცხადება/საჩივარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის თ--------------ს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაა---რებს განცხადებას/საჩივარს ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი.

 

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწი-–-ს მიხედვით, საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი შედგენი-–- უნდა იქნეს ამ კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე, ამ კანონის 72-ე მუხლით დადგენი-–- წესით, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე. ამავე ნორმის მე-3 ნაწი-–-თ, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაა---რებს ჩანაწერთა წიგნში. საუბნო საარჩევნო კომისია/საუბნო საარჩევნო კომისიის თ-------------- ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიამ ან/და საუბნო საარჩევნო კომისიის თ--------------მ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისი------------------ის ქმედება 2 დღის ვადაში გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებას/საჩივარს განიხილავს მიღებიდან 2 დღის ვადაში.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებული პროცედურები განსაზღვრულია ზემოხსენებული საკანონმდებლო აქტის 61-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწი-–-ს თანახმად, საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე, ხოლო მე-2 პუნქტი ადგენს საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პროცედურების თანამიმდევრობას. მითითებული ნაწი-–-ს ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ტარდება მორიგი წი-–-სყრა, რომლითაც შეირჩევა: ე.ა) კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი, რომელიც აგრეთვე ამოწმებს ამომრჩეველთა მარკირებას; ე.ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრები (სულ ცოტა 1 წევრი ყოველი 300 ამომრჩევლისთვის), რომლებიც აგრეთვე გასცემენ საარჩევნო ბიულეტენებს, ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერის და ბეჭდის დასმის შემდეგ; ე.გ) საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი; ხოლო ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, წი-–-სყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე ჩაწერს წი-–-სყრით ფუნქციათა განაწილების შედეგებს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის, მე-2 ნაწი-–-ს ,,ზ” ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, კომისიის წევრის წი-–-სყრით დადგენი-–- ფუნქციის დროებით გადაცემა კომისიის სხვა წევრისთვის შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, რასაც კომისიის მდივანი აღნიშნავს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე დროის მითითებით.

 

ამავე კოდექსის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 62-ე მუხლის პირველ პუნქტი ადგენს, რომ საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი და კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები აისახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (შემდგომ – ჩანაწერთა წიგნი). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ჩანაწერთა წიგნი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს, რომელიც ვალდებულია კომისიის თ--------------სთან ერთად ჩანაწერთა წიგნში აღრიცხოს კენჭისყრის დღის ყველა საარჩევნო პროცედურა და მიუთითოს მათი განხორციელების დრო, ხოლო მე-7 პუნქტის შესაბამისად, ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე კომისიის მდივანს შეაქვს ინფორმაცია კომისიის წევრის წი-–-სყრით დადგენი-–- ფუნქციის კომისიის სხვა წევრისთვის დროებით გადაცემის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენი-–- მტკიცებულებებით დადგენი-–-ა, რომ 08:30 საათზე ნ---- ყა------–-ილმა, რომელიც ასრულებდა II რეგისტრატორის ფუნქციას, მოითხოვა ჩანაცვლება, ვინაიდან თავს გრძნობდა შეუძლოდ. კომის--------------------, ლე--–- თუ–-–-ი-–-ს თანხმობით მოხდა ფუნქციის გადაცემა კომისიის თავისუფალი წევრისათვის მ----------------–ვი-–-სათვის, რაც კომისიის მდივნის მიერ აღინიშნა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში. მოგვიანებით, დაახლოებით 19:15 საათზე, როდესაც ნ---- ყა------–-ილმა თავი უკეთ იგრძნო, იგი დაუბრუნდა თავისი ფუნქციის შესრულებას, რაც ასევე აღინიშნა ჩანაწერთა წიგნში.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული საუბნო საარჩევნო კომისი------------------ის და წევრის მოქმედებები შესაბამისობაში საქართველოს საარჩევნო კოდექსის ზემოთ მითითებულ ნორმასთან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებული სარჩელის შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით, ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, მოსარჩელე მხარეს სრულად არ ათავისუფლებს იმ ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულებისაგან, რაზეც იგი უთითებს და ამასთან დაკავშირებით მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინა.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწი-–-ს მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა ან არარსებობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარემ, იმ პირობებში, როდესაც მის მიერ გასაჩივრებული ქმედებები ფორმალური თვალსაზრისით არ ეწინააღმდეგება კანონს, არა თუ მტკიცებულება წარადგინა, არამედ ვერც მიუთითა საუბნო კომისი------------------ისა და წევრის მიერ განხორციელებული - სადავო ქმედებების მოტივაციასა და ქმედებით გამოწვეულ რაიმე სახის გავლენაზე, რომელმაც უარყოფითად იმოქმედა კენჭისყრის შედეგებზე ან პროცესზე მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენი-–-ა ჩანაწერთა წიგნი, გამოკვლეულია მესამე პირთა ახსნა-განმარტებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მესამე პირების სადავო ქმედება, კანონით დადგენილ ფარგლებში განხორციელდა კომისიის წევრის შეუძლოდ გახდომის გამო. ამასთან, საქმის გარემოებების შეფასების თვალსაზრისით, სასამართლო მხედველობაში იღებს კომისიის წევრის ფიზიკურ შესაძლებლობებს, ასაკს და ა.შ.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენი-–- მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგი-–- ჰქონდა კანონით დადგენი-–- ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლში რეგლამენტირებულია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები. მითითებული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური გადაცდომაა: ა) სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა; დ) არასაპატიო მიზეზით შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა; ე) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეში დარღვევა; ვ) კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სავალდებულო ხელმოწერაზე უარი. ზ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის/სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სწავლებებზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობა. თ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენი-–- თუ სამსახურის გარეთ. ხოლო მე-2 პუნქტი განსაზღვრავს შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისიის მიერ გამოსაყენებელი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების სახეებს. მე-4 პუნქტი კი ადგენს, რომ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისათვის შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია იყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესებს. საარჩევნო კომისიის წევრისთვის შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მის მიერ ჩადენი-–- დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ადეკვატური უნდა იყოს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწი-–-ს ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწი-–-ს თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებს სანქციის შემფარდებელ ორგანოს გაითვალისწინოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები. სახდელის დაკისრებისას მან მხედველობაში უნდა მიიღოს მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, სახდელის შეფარდებამდე დარღვევის არ არსებობა, გადაცდომის სიმძიმე, გადაცდომის ჩამდენის პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, დისციპლინური პასუხისმგებლობის საუბნო საარჩევნო კომისი------------------ისათვის დაკისრება საოლქო საარჩევნო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, რამდენადაც საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწი-–-ს თანახმად, დისციპლინური გადაცდომისათვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ შესაბამისმა ზემდგომმა საარჩევნო კომისიამ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. შესაბამისად, ასეთი ზომის გამოყენების მიზანშეწონილობას აფასებს და წყვეტს კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო - შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია, ხოლო ადმინისტრაციული დავის შემთხვევაში, სასამართლო კონტროლი მოიცავს მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების ან/და სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებას და იგი არ გულისხმობს კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის შემოწმებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის სასამართლო კონტროლის ფარგლები სწორედ ასეა განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით (იხ. თუნდაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 სექტემბრის (საქმის ნომერი: ბს--300-291(კ-13)) განჩინება) კერძოდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კოლეგიური ორგანოს, სათათბირო ორგანოს ან საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შემოწმება დაიშვება მხოლოდ კანონიერების და არა მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.

 

საქმეზე დადგენი-–- ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ N-- სამგორის საარჩევნო ოლქის N2--- საარჩევნო უბნის კომისიის წევრს ნ---- ყა------–-ილს შეცვლა სხვა წევრის მიერ კანონმდებლობით დადგენი-–- წესით, კომის-------------------- თანხმობით მოხდა, რაც ასევე აისახა კენჭისყრის ჩანაწერთა წიგნში, შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწი-–-თ გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომას ადგი-–- არ ჰქონია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწი-–- ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათი-–-ა, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენი-–- სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩა---რებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსაბამობა კანონთან და ამდენად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ამრიგად, მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.2. მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37.2. მუხლით, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი. ამდენად, მოცემულ საქმეზე მოსარჩელეთა წარმომადგენლის მიერ წინამდებარე სარჩელზე გადახდი-–- სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწი-–-

 

თბი-–-სის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12, 22-ე, 23-ე, 261.3.; 32-ე; 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მუხლებით 61-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა(ა)იპ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდი-–- სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბი-–-სის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალა---ში (ქ. თბი-–-სი გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბი-–-სის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბი-–-სი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №-) 1 (ერთი) დღის ვადაში გადაწყვეტილების მიღებიდან ;

 

მოსამართლე დავით წერეთელი