განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N020100118002635220(1/479-18)
განაჩენი
საქართველოს სახელით
23 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ზუ-------
ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი -მარიამ თოდუას
ბრალდების მხარე - პროკურო--ი დი----------------
ადვოკატი - მთ----------------
ბრალდებული - რო---------------
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: რო--------------- მიმართ
მამის სახელი: ჟო---
დაბადებული: 08.10.1--- წელს
პირადი ნომერი:19---------
საქართველოს მოქალაქე
საშუალო სპეციალური განათლების მქონე
დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ზუ------------------------------------–---------
რეგისტრირებული: ზუ------------------------------------–---------
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
რო--------------- ჩაიდინა განზრახ მკვლელობა.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:
2018 წლის 07 აგვისტოს, ღამის საათებში, ზუ------------------------------------–------–-, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ შა-–------------–--- და რო--------------- შო--ის, ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლის წინ, მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ანგარიშსწო--ებაში. კონფლიქტის დროს რო--------------- დანის გამოყენებით ჩაიდინა შა-–------------–--- განზრახ მკვლელობა.
2018 წლის 23 ოქტომბერს ჩატარებულ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგო--ც პრეიუდიცია.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხო--ციელდება აშკარა და არაო---ზროვანი ფო--მით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფო--მით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).
მტკიცებულებები, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
ბრალდებულ რო--------------- მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია პრეიუდიციული ძალის მქონე ეჭვის გამომრიცხავი, უდავო და რელევანტური მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ბრალდებულ რო--------------- აღიარებით.
2018 წლის 07 აგვისტოს ოქმით შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ (ს.ფ. 6-18, ტ.1)
ზუ-------ს რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 07 აგვისტოს განჩინებით შემთხვევის ადგილის დათვალიერების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 197-200, ტ.1)
2018 წლის 07 აგვისტოს ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ლა–---------- მიმართ ამოღების ჩატარების შესახებ (ს.ფ. 23-25, ტ.1)
ზუ-------ს რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 07 აგვისტოს განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ლა–---------- მიმართ ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 2-5, ტ.2)
2018 წლის 07 აგვისტოს ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ავტომანქანის დათვალიერების შესახებ (ს.ფ. 78-88, ტ.1)
ზუ-------ს რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 07 აგვისტოს განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ავტომანქანის დათვალიე- რების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 7-10, ტ.2)
2018 წლის 07 აგვისტოს ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში რო--------------- მიმართ ამოღების ჩატარების შესახებ (ს.ფ. 139-144, ტ.1)
ზუ-------ს რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 08 აგვისტოს განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში რო--------------- მიმართ ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 205-208, ტ.1)
2018 წლის 07 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (ს.ფ. 49-57, ტ.1)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2018 წლის 19 ოქტომბრის №00------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
დაზარალებულის უფლებამონაცვლე ზვ--------------–--- გამოკითხვის ოქმით.
მოწმეების და-----------–-----–----------–------------------–------–-–--------------–---------------------------------ს გამოკითხვის ოქმებით.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის სიცოცხლე კანონით დაცულ ძირითად უფლებას წარმოადგენს, ამ სიკეთის დაცვა ხო--ციელდება საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის კოდექსის და სხვა კანონმდებლობის საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლის შესაბამისად ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის თანახმად ,,სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი’’.
სხვისთვის მართლსაწინააღმდეგოდ და განზრახ სიცოცხლის მოსპობა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა და იწვევს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
ობიექტური მხრივ რო--------------- მიერ დანაშაული ჩადენილია მოქმედებით, მისი მხრიდან დანის დარტყმით მიღებულ დაზიანებას შედეგად მოჰყვა შა-–------------–--- სიკვდილი და შესაბამისად არსებობს მიზეზობრივი კავშირი რო--------------- ქმედებას და დამდგარ შედეგს შო--ის.
რო-------------- მკვლელობის ჩადენისას მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინა- აღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხო--ციელების გარდაუვალობას.
ამდენად, საქმეზე შეკრებილი უდავო მტკიცებულებების და ბრალდებულ რო--------------- მიერ ჩადენილი ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით სახეზეა შა-–------------–--- განზრახ მკვლელობა, რომელიც წარმოშობილია კონფლიქტის, ურთიერთშელაპარაკების და ფიზიკური დაპირისპირების ნიადაგზე.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (პრეიუდიციული ძალის მქონე) მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ რო--------------- ჩაიდინა შა-–------------–--- განზრახ მკვლელობა.
ამდენად, რო--------------- ქმედება მოიცავს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის შემადგენლობას, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
რო--------------- მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ დანაშაულის ჩადენისას ის იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში.
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხო--ციელებას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს, შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხო--ციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახო--ციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხო--ციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიაჩნია, რომ რო--------------- უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის სანქციით გათვალისწინებუ- ლი სასჯელის სახე-თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდე- ბულისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგა- დოებრივი საშიშროება და გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მას სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო, რაც სრულად შეესაბამება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom, სადაც იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შო--ის. რო--------------- მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს, იმ გარემოებას, რომ მას სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად აღენიშნება პარანოიდული შიზოფრენია რემისიის მდგომარეობით, თუ-ცა შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გაცნობიერებული აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი-შეზღუდული შერაცხადი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის. შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.
ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად.
სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუ-ენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ო--განოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ო--განო არ აღმოჩნდა – ნადგურდება;
ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, ქვის კენჭები, ასანთის კოლოფი, რკინის ჭიშკრიდან აღებული ანაწმენდები, ლა–---------- ნერწყვის ნიმუში.
შა-–------------–--- კუთვნილი „B--”-ს მარკის ავტომანქანის უკანა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომის ზედაპირიდან, უკანა ქვეშაგის ზედაპირიდან, ავტომანქანის უკანა მარცხენა კარის შიგნითა ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, მიკრონაწილაკები, ერთი ცალი ხელის კვალი.
შა-–------------–--- გვამიდან ექსპერტ გი---------------–-–---–-ს მიერ აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ანაჭრელები, სისხლის ნიმუში, თმის ნიმუში.
რო---------------გან აღებული ნერწყვის ნიმუში, ფრჩხილის ანაჭრელები, ხელებიდან აღებული ანაწმენდები, შუბლის, კეფის, თხემის, მარჯვენა და მარცხენა საფეთქლის მიდამოდან თმის ანაჭრელების ნიმუშები, ხელებიდან აღებული ანაბეჭდის ნიმუშები.
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული დანა, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს.
მედდა თა----------–--სგან ამოღებული ერთი ცალი შავი ფერის პერანგი, ერთი ცალი შავი ფერის თეთრი ზოლებით ჩანართებიანი ცხვირსახოცი, ერთი ცალი ლურჯი ფერის საცვალი, ერთი ცალი მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ქამარი, ერთი ცალი ჯინსის ნაჭრის ერთი წყვილი ღია ლურჯი ფერის ფეხსაცმელი, მობილური ტელეფონი სიმბარათით და ერთი ცალი კვების წყარო, მოყვითალო ფერის სანთებელა, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს შა-–------------–--- ოჯახს.
ლა–----------გან ამოღებული მოკლემკლავიანი სხვადასხვა ფერებში კომბინირებული მაისური მოწითალო ფერის ლაქებით, მოთეთრო მომწვანო ფერებში კომბინირებული ქსოვილის მოკლე შო--ტი მოწითალო ფერის ლაქებით და მოშავო ფერის რეზინის ჩუსტები მოწითალო ფერის ლაქებით, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს ლა–----------.
ივ------------სგან ამოღებული შავი ფერის ტყავის ერთი წყვილი ფეხსაცმელი, მუქი მელნისფერი მოკლემკლავიანი პერანგი, მუქი ლურჯი ფერის შარვალი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს ივ------------ს.
რო---------------გან ამოღებული მოლურჯო ფერის, თეთრი, წითელი და მომწვანო ფერის ხაზებიანი მოკლესახელოებიანი მაისური, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი და შავ, მონაცისფრო და მოწითალო ფერებში გაწყობილი სპო--ტული ფეხსაცმელი - ბოტასები, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს რო--------------- ოჯახს.
შა-–------------–--- კუთვნილი „B--”-ს მარკის სახელმწიფო ნომრით NN------- ავტომანქანა, რომელიც ხელწერილით გადაეცა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ზვ--------------–---, დაუბრუნდეს შა-–------------–--- ოჯახს შემდგომი განკარგვის უფლებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ცნობილ იქნას დამნაშავედ რო-------------- (პირადი ნომერი 19---------) საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
2.რო--------------- მიმართ სასჯელის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 07 აგვისტოს 04:20 საათიდან.
3.რო--------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
4.ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, ქვის კენჭები, ასანთის კოლოფი, რკინის ჭიშკრიდან აღებული ანაწმენდები, ლა–---------- ნერწყვის ნიმუში.
შა-–------------–--- კუთვნილი „B--”-ს მარკის ავტომანქანის უკანა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომის ზედაპირიდან, უკანა ქვეშაგის ზედაპირიდან, ავტომანქანის უკანა მარცხენა კარის შიგნითა ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, მიკრონაწილაკები, ერთი ცალი ხელის კვალი.
შა-–------------–--- გვამიდან ექსპერტ გი---------------–-–---–-ს მიერ აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ანაჭრელები, სისხლის ნიმუში, თმის ნიმუში.
რო---------------გან აღებული ნერწყვის ნიმუში, ფრჩხილის ანაჭრელები, ხელებიდან აღებული ანაწმენდები, შუბლის, კეფის, თხემის, მარჯვენა და მარცხენა საფეთქლის მიდამოდან თმის ანაჭრელების ნიმუშები, ხელებიდან აღებული ანაბეჭდის ნიმუშები.
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული დანა, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს.
მედდა თა----------–--სგან ამოღებული ერთი ცალი შავი ფერის პერანგი, ერთი ცალი შავი ფერის თეთრი ზოლებით ჩანართებიანი ცხვირსახოცი, ერთი ცალი ლურჯი ფერის საცვალი, ერთი ცალი მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ქამარი, ერთი ცალი ჯინსის ნაჭრის ერთი წყვილი ღია ლურჯი ფერის ფეხსაცმელი, მობილური ტელეფონი სიმბარათით და ერთი ცალი კვების წყარო, მოყვითალო ფერის სანთებელა, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს შა-–------------–--- ოჯახს.
ლა–----------გან ამოღებული მოკლემკლავიანი სხვადასხვა ფერებში კომბინირებული მაისური მოწითალო ფერის ლაქებით, მოთეთრო მომწვანო ფერებში კომბინირებული ქსოვილის მოკლე შო--ტი მოწითალო ფერის ლაქებით და მოშავო ფერის რეზინის ჩუსტები მოწითალო ფერის ლაქებით, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს ლა–----------.
ივ------------სგან ამოღებული შავი ფერის ტყავის ერთი წყვილი ფეხსაცმელი, მუქი მელნისფერი მოკლემკლავიანი პერანგი, მუქი ლურჯი ფერის შარვალი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს ივ------------ს.
რო---------------გან ამოღებული მოლურჯო ფერის, თეთრი, წითელი და მომწვანო ფერის ხაზებიანი მოკლესახელოებიანი მაისური, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი და შავ, მონაცისფრო და მოწითალო ფერებში გაწყობილი სპო--ტული ფეხსაცმელი - ბოტასები, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს რო--------------- ოჯახს.
შა-–------------–--- კუთვნილი „B--”-ს მარკის სახელმწიფო ნომრით NN------- ავტომანქანა, რომელიც ხელწერილით გადაეცა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ზვ--------------–---, დაუბრუნდეს შა-–------------–--- ოჯახს შემდგომი განკარგვის უფლებით.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპო--ტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუ-------ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუ-------, რევაზ ლაღიძის ქუჩა №12)
მოსამართლე: ნატრული აკობია