განაჩენი

სისხლის სამართლის 04.09.2018
საქმის ნომერი
140100118002335540
თარიღი
04.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002335540

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/76-18 4 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ

თამარ ბერუაშვილის მდივნობით

 

პროკურორ - ო----- ხ--------–---–ის,ადვოკატ - ქ------- გ------ის,ბრალდებულ - რ----–-- კ------–---–ის

 

მონაწილეობით, საქმის არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის (გამოძიების №011180118001) საქმე რ----–-- მ---------- კ------–---–ის, დაბადებულის 1--- წლის 3- მაისს, პირადი №5----------- საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების: ქ.გორი, ძმები რ-----–-–---–-----------–-, მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით -სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ რ----–-- კ------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 00:55 საათზე, ქალაქ გორში, გ--------–-----------–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, რ----–-- კ------–---–მა გ---–- ზ--–-----ის მიმართ, რომელთან ერთად მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, განახორციელა ოჯახში ძალადობა სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, მისი დამორჩილების მიზნით. კერძოდ, რ----–-- კ------–---–მა ჯერ ფეხი დაარტყა სახის არეში გ---–- ზ--–-----ს, ხოლო შემდეგ ჩანგალი დაარტყა ორჯერ მარცხენა ფეხის არეში, რის შედეგადაც გ---–- ზ--–-----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად. ამასთან, რ----–-- კ------–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა გ---–- ზ--–-----ს, რა დროსაც გ---–- ზ--–-----ს გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.

2018 წლის 18 იანვარს, ღამის საათებში, ქალაქ გორში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ----–-- კ------–---–მა გ---–- ზ--–-----ის მიმართ, რომელთან ერთად მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, განახორციელა ოჯახში ძალადობა სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, მისი დამორჩილების მიზნით. კერძოდ, რ----–-- კ------–---–მა ჯერ ხელი დაარტყა სახის არეში და მარჯვენა მკლავზე ძლიერად მოუჭირა გ---–- ზ--–-----ს, ასევე უკბინა მას სახეზე და ფეხი დაარტყა მუცლის არეში, რის შედეგადაც, გ---–- ზ--–-----მა განიცადა ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა რ----–-- კ------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას არასდროს უცხოვრია გ---–- ზ--–-----თან და მისთვის არ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე არასდროს დამუქრებია სიცოხლის მოსპობით. მან იგი დაახლოებით 7-8 წლის წინ გაიცნო და 2017 წელს შემთხვევით შეხვდა სტამბოლში, რის შემდეგაც გ---–- ზ--–-----ი უგზავნიდა მოკლეტექსტურ შეტყობინებებს და თხოვდა შეხვედრას. მას გ---–- ზ--–-----ი ეცოდებოდა და არანაირი ურთიერთობა არ სურდა მასთან, ვინაიდან ჰყავდა შეყვარებული, რის გამოც გ---–- ზ--–-----მა მას უთხრა, რომ ან იქნებოდა მასთან ერთად, ან ციხეში იჯდებოდა, რაც მას სერიოზულად არ აღუქვამს. ამის შემდეგ მასთან მივიდა გამომძიებელი ი----- ს-----ი, წაიყვანეს პოლიციაში და დაკითხეს. უთხრეს თუ იგი აღიარებდა, რომ გ---–- ზ--–-----ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა გაუშვებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დააკავებდნენ, რაზეც დათანხმდა. 2018 წლის იანვრის თვეში იგი იმყოფებოდა მეგობართან კომბინატის დასახლებაში. დაახლოებით ღამის 12 საათზე ჩამოვიდა მაღაზიაში, სადაც შეხვდა გ---–- ზ--–-----ს, რომელმაც სთხოვა რომ გაეცილებინა, რაზეც დათანხმდა, ვინაიდან გვიანი ღამე იყო. პოლიციის შენობასთან მისვლისას გ---–- ზ--–-----მა უთხრა, რომ მეორე მხარეს გადასულიყვნენ, რა დროსაც გაჩერდა მანქანა, საიდანაც გადმოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები. დაუწყეს ყვირილი თუ რა დღეში იყო და გოგოსთან მოქცევა უნდა ესწავლებინათ. დაზარალებული გაიქცა და პოლიციის შენობაში შევიდა. პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს ბრალდებული, უთხრეს რომ გ---–- ზ--–-----ისათვის ბოდიში უნდა მოეხადა. პოლიციაში შესვლისას გ---–-მ დაიწყო ტირილი, რა დროსაც მან პოლიციელებსა და გ---–- ზ--–-----ს მიაყენა მხოლოდ სიტვიერი შეურაცხყოფა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----–-- კ------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ---–- ზ--–-----ის ჩვენებით დადასტურდა, რომ რ----–-- კ------–---–ი გაიცნო დიდი ხნის წინ და მასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. დაახლოებით ერთი წლის წინ რ----–-- კ------–---–მა სოციალური ქსელის მეშვეობით მიწერა მას, რის შემდეგაც დიდ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ და შეუყვარდათ ერთმანეთი. 2017 წლის აგვისტოს თვეში რ----–--ი ჩამოვიდა თურქეთიდან და დაიწყეს ერთად ცხოვრება გ---–-ს ნაქირავებ ბინაში. თანაცხოვრებისას ისინი ერთად იხდიდნენ გადასახადებს, ყიდულობდნენ საკვებს. შემდეგ ბრალდებულმა მის მიმართ დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, უკონტროლებდა ტელეფონს და სთხოვდა, რომ მას დამორჩილებოდა, სადაც მიდიოდა თან დასდევდა და ეუბნეოდა, რომ შეყვარებულები ერთად უნდა დადიოდნენ. ორჯერ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა, რის გამოც გადაწყვიტა დაშორებულიყო, მაგრამ იგი ამის საშუალებას არ აძლევდა. ოქტომბრის თვეში, ფაქტის დღეს, იგი ურეკავდა ტელეფონზე, რაზეც მან მოატყუა და უპასუხა, რომ მეგობართან იყო, რადგან არ უნდოდა მისი ნახვა. გვიან ღამით კარზე იყო კაკუნი და ვიღაცამ დაუძახა. კარის გაღებისას დაინახა მისთვის უცნობი პიროვნება და რ----–-- კ------–---–ი, რომელმაც ჰკითხა თუ რატომ მოატყუა, რაზეც გ---–-მ უპასუხა, რომ მისი ნახვის სურვილი არ ჰქონდა. რ----–-- კ------–----–-- მას სახის არეში დაარტყა ფეხი, რაც ძალიან ეტკინა, რა დროსაც რ----–-- კ------–---–ს მეგობარმა უთხრა, რომ სირცხვილი იყო, მეზობლები გაიგებდნენ და პატრულს გამოიძახებდნენ. რ----–--მა მას უთხრა, რომ წასულიყო. უცხო პიროვნების წასვლის შემდეგ რ----–-- კ------–---–მა მას უთხრა, რომ კარი იმიტომ გააღო, რომ უცხო ბიჭის ხმა გაიგო, რაზეც დაიწყეს კამათი. რ----–--მა უჯრიდან ამოიღო ჩანგალი და მარცხენა ფეხში ორჯერ სწრაფად ჩაარტყა მას, რაც ძალიან ეტკინა. შემდეგ დაემუქრა, რომ ხმას თუ ამოიღებდა, ჩანგალს ყელში გაუყრიდა, რაც რეალურად აღიქვა და ძალიან შეეშინდა. რ----–--ი მეორე დღეს წავიდა მისგან. მან გადაწყვიტა, რომ პოლიციაში შეეტანა განცხადება, რადგან ძალიან ეშინოდა. ამის შემდეგ 2-3 კვირის განმავლობაში, რ----–--ი აღარ ეკონტაქტებოდა. შემდეგ დაიწყო ისევ დარეკვა და ითხოვდა შეხვედრას, რადგან სურდა შერიგება. რ----–--ი შეხვდა მის დედას, ბოდიში მოიხადა და პირობა დადო, რომ აღნიშნული აღარ განმეორდებოდა, რადგან გ---–- უყვარდა და ცოლად მოიყვანდა. ერთ ღამეს რ----–-- კ------–---–ის ძმის ტელეფონის ნომრიდან მას მიუვიდა მოკლეტექსტური შეტყობინება, თითქოს რ----–--ი ძალიან ცუდად იყო და დალაპარაკებოდა, რაზეც მან უთხრა, რომ ძალიან გვიანი იყო, რის შემდეგაც რ----–--ი მივიდა მის სახლში და სთხოვდა კარების გაღებას, რაზეც უარი უთხრა. რამოდენიმე ხანში იგი თამბაქოს საყიდლად ჩავიდა მაღაზიაში, სადაც დახვდა რ----–-- კ------–---–ი. მას ძალიან შეეშინდა და წავიდა პოლიციისაკენ. რ----–--ი გამოეკიდა, ჯერ ბეჭებში მოკიდა ხელი და თავში ჩაარტყა, რაც ძალიან ეტკინა და გაიქცა. შემდეგ რ----–--მა მას ლოყაზე უკბინა და მუცელში ამოარტყა ფეხი, რაც ასვე ძალიან ეტკინა და ვეღარ გაიშალა. მან რ----–--ს უთხრა, რომ სამმართველოში უნდა მისულიყო და დახმარება ეთხოვა. მას რ----–--იც შეჰყვა პოლიციის შენობაში, სადაც მას და პოლიციის თანამშრომლებსაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს რ----–-- კ------–---–ი.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ---------–-–---–-- ჩვენებით დადასტურდა, რომ დაზარალებული გ---–- ზ--–-----ი მისი შვილია. ბრალდებული რ----–-- კ------–---–ი მან გასულ წელს გაიცნო სახლში, როგორც გ---–-ს შეყვარებული და იცოდა, რომ ისინი დაქორწინებას აპირებდნენ. გ---–- და რ----–--ი, როგორც ცოლ-ქმარი დაახლოებით ხუთი თვე ცხოვრობდნენ ერთად. რ----–--ი ძალიან ეჭვიანი იყო. ნოემბრის თვეში გ---–-მ უთხრა, რომ მასთან გადავიდოდა საცხოვრებლად, რაზეც დათანხმდა. მოგვიანებით გ---–-მ უთხრა, რომ ბარგსაც გადმოიტანდა. მისი შვილი აღელვებული იყო და უთხრა, რომ რ----–-- კ------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ჩანგალი ჩაარჭო. მან შვილს აუკრძალა რ----–-- კ------–---–თან შეხვედრა, სანამ თავად არ ნახავდა და დაელაპარაკებოდა. 8 დეკემბერს მას მისწერა რ----–--მა და უთხრა, რომ დალაპარაკება სურდა, დაპატიჟა რესტორან ,,ბერიკონში“, სადაც შეხვდნენ ერთმანეთს. ბრალდებულმა ბოდიში მოიხადა და უთხრა, რომ ანალოგიური აღარ განმეორდებოდა. ის მალე გ---–-ს ცოლად მოიყვანდა და თავის სახლში გადავიდოდნენ საცხოვრებლად. აღნიშნულის შემდეგ, იანვრის თვეში მას დაურეკა შვილმა. მან ნახა გ---–-, რომელიც დალურჯებული იყო სახეზე და ტანზე. მისი შვილის გადმოცემით იცის, რომ მთელი გზა ცემდა რ----–-- კ------–---–ი, რის გამოც იგი დააკავეს. იგი თავად არის შემსწრე იმისა, რომ ბრალდებული მის შვილს უკრძალავდა ტელეფონით სარგებლობას.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ------ გ--------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 18 იანვარს იმყოფებოდა გორის რაიონულ სამმართველოში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. დაახლოებით ღამის სამის ნახევარზე შენობაში შევიდა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ძალიან აღელვებული იყო და ითხოვა დახმარება. გამოკითხეს ვინაობა და დაამშვიდეს. 2-3 წუთის შემდეგ პოლიციის შენობაში შევიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. იგი იყო ძალიან აგრესიული, წავიდა გ---–- ზ--–-----ის მიმართულებით და ცდილონდა ხელით შეხებოდა მას, რის საშუალებას არ მისცეს. იგი დაზარალებულს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. პოლიციის თანამშრომლების მიმართაც გამოირჩეოდა აგრესიულობით და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მან ვინაობაც კი არ გაუმხილა პოლიციელებს. გ---–- ზ--–-----ისგან მათთვის ცნობილი გახდა, რომ ხსენებული მამაკაცი იყო რ----–-- კ------–---–ი, რომელმაც მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. რ----–-- კ------–---–ი იმდენად აგრესიულად იქცეოდა, რომ მისი ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან საჭირო გახდა პროპორციული ძალის გამოყენება.

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე რ----- ბ-----------–---–მა და დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

2017 წლის 01 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.გორში, გ---------–-----------–ი გ---–- ზ--–-----ის სახლში. დათვალიერების შემდეგ ამოღებული იქნა გ---–- ზ--–-----ის შარვალი, რომელიც მას ეცვა შემთხვევის დროს.

ტრასოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ გამოკვლევაზე წარმოდგენილი გ---–- ზ--–-----ის შარვლის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანებები, წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად.

2017 წლის 24 ნოემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ გ---–- ზ--–-----ს პირადი გასინჯვისა და სამედიცინო საბუთის მიხედვით აღენიშნებოდა - ნაჩხვლეტი ჭრილობები მარცხენა ბარძაყის არეში, სისხლჩაქცევა ქვედა ტუჩის ლორწოვანზე, სისხლნაჟღენთები ორივე მხრისა და მარცხენა იდაყვის სახსრის არეში. დაზიანებები ნაჩხვლეტი ჭრილობების სახით მიყენებული აქვს რაიმე მჩხვლეტავი საგნის მოქმედებით. ყველა სხვა დაზიანებეები მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით ეკუთვნიან მსუბუქ ხარსხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

2018 წლის 27 იანვრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ 2018 წლის 18 იანვარს 11:21 საათზე, პირადი შემოწმების მომენტისათვის გ---–- ზ--–-----ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლჩაქცევის სახით -განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხ ჯანმრთელობის მოუშლელად და არ ეწინააღმდეგება წინასწარ მონაცემებში მითითებულ თარიღს.

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ რ----–-- კ------–---–ი დაკავებული იქნა 2018 წლის 24 იანვარს 09:45 საათზე.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა: ნ-----–---- ზ---------, მ--–---- მ------------, პ----- ჯ---–--ემ, მ--------–--–---–--, გამომძიებლებმა: ბ--- ბ-–---–---–მა, ი----- ს-----მა, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა: ი-----–- კ------------, გ------ ზ--------, მოწმეება: ქ------- კ--–---- და გ-------------–---–-- დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების და მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.

სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის პოზიციას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან საპირისპირო დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. რ----–-- კ------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურდა მოწმე გ---–- ზ--–-----ის ჩვენებებით, რომელმაც დაადასტურა ბრალდებულის მხრიდან 2017 წლის 31 ოქტომბერს რ----–-- კ------–---–ის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის, ჩანგლის დარტყმის და მუქარის განხორციელების, ხოლო 2018 წლის 18 იანვარს, მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი.

გარდა აღნიშნულისა რ----–-- კ------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით, რომელთა სისწორეც დაადასტურეს სხდომაზე დაკითხულმა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩამტარებელმა და მასში მონაწილე პირებმა, ასევე ექსპერტიზის დასკვნებით, რომლებითაც დადასტურდა, რომ გ---–- ზ--–-----ს პირადი გასინჯვისა და სამედიცინო საბუთის მიხედვით აღენიშნებოდა-ნაჩხვლეტი ჭრილობები მარცხენა ბარძაყის არეში, სისხლჩაქცევა ქვედა ტუჩის ლორწოვანზე, სისხლნაჟღენთები ორივე მხრისა და მარცხენა იდაყვის სახსრის არეში.დაზიანებები ნაჩხვლეტი ჭრილობების სახით მიყენებული აქვს რაიმე მჩხვლეტავი საგნის მოქმედებით. ყველა სხვა დაზიანებეები მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით ეკუთვნიან მსუბუქ ხარსხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. 2018 წლის 18 იანვარს 11:21 საათზე, პირადი შემოწმების მომენტისათვის გ---–- ზ--–-----ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლჩაქცევის სახით-განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხ ჯანმრთელობის მოუშლელად და არ ეწინააღმდეგება წინასწარ მონაცემებში მითითებულ ხარისხს.

სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლოა ბრალდებულის პოზიცია თითქოს იგი და გ---–- ზ--–-----ი არ ეწეოდნენ თანაცხოვრებას, ვინაიდან დაზარალებულისა და მოწმე თ---------–-–---–-- ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ბრალდებული რ----–-- კ------–---–ი და დაზარალებული გ---–- ზ--–-----ი რამოდენიმე თვის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. კერძოდ ერთად იხდიდნენ ქირასა და კომუნალურ გადასახადებს. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით დადასტურდა, რომ დაზარალებული და ბრალდებული აპირებდნენ შეუღლებას.

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით დასჯადია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად კი, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

მოცემულ შეთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა რ----–-- კ------–---–ის მიერ გ---–- ზ--–-----ის (პირი, რომელთანაც ბრალდებული ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას) მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა და დანაშაულის - ოჯახში ძალადობის შემადგენლობის სავალდებულო ნიშნები. ასევე დადგენილ იქნა, რომ დაზარალებულმა ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებებით მიიღო დაზიანებები და განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლო სხდომაზე ასევე დადგენილ იქნა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე მუქარის განხორციელების ფაქტი, კერძოდ ქმედების ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში; ბ) შედეგში - შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს შიში. მოცემულ შემთხვევაში კი დადასტურებულია, რომ ბრალდებული, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულს ჩანგლით, რომლითაც მას მიაყენა დაზიანებები, შესაბამისად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, აბსოლუტურად დამაჯერებელია დაზარალებულის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.

საქრთველოს სსსკ-ის 13-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებენ პირის ბრალეულობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----–-- კ------–---–ს უნდა დაედოს მსჯავრი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. დამდგარ შედეგს, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, დაზარალებულის პოზიციას, რისი გათვალისწინებითაც სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----–-- კ------–---–ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) თვის ვადით, რაც სრულად უზურუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ----–-- კ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხა) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, რ----–-- კ------–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) თვის ვადით.

რ----–-- კ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 იანვრიდან.

რ----–-- კ------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: გ---–- ზ--–-----ის კუთვნილი, დაზიანებული შარვალი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შალვა კაკაურიძე