განაჩენი

სისხლის სამართლის 02.11.2018
საქმის ნომერი
020100118002638019
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
02.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN020100118002638019(1/483-18)

განაჩენი

საქართველოს სახელით

03 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ზუ-------

ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო

 

მოსამართლე - ნატრული აკობიამ

სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - ან-----------

დაცვის მხარე: ადვოკატი- ვა-----------------

ბრალდებული- მუ---------------

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

1.ბრალდებული: მუ--------------- მიმართ

მამის სახელი: შა----

დაბადებული: 10.01.1--- წელს

პირადი ნომერი: 19---------

საქართველოს მოქალაქე

საშუალო განათლების მქონე

ქვრივი

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ზუ----------------------------------------

რეგისტრირებული: ზუ----------------------------------------

აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

მუ--------------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:

 

2018 წლის 20 აგვისტოს, ღამის საათებში, ზუ--------------------------------------–-, თავის საცხოვრებელ სახლში გე-–----------- და მამამის მუ--------------- შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რომელიც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც მუ--------------- შვილს- გე-–----------- მეტალის საგანი ერთხელ ჩაარტყა გულმკერდის არეში. მუ--------------- ქმედების შედეგად გე-–----------- განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

ბრალდებულ მუ--------------- მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინაა- ღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია პრეიუდიციული ძალის მქონე ეჭვის გამომრიცხავი, უდავო და რელევანტური მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ( ს.ფ .1)

 

2018 წლის 21 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ს.ფ 25-32)

 

გე-–----------- N22--------- დაბადების აქტის ჩანაწერით ( სფ:76-78)

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2018 წლის 18 სექტემბრის N00------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (ს. ფ.168-171)

 

მოწმეების გე-–-----------, ილ------------------------------------ს გამოკითხვის ოქმებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ჯანმრთელობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუ- ხისმგებლობა.

 

ოჯახი სახელმწიფოს საფუძველი და ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ადამიანის უფლება იცხოვროს ოჯახში ძალადობის გარეშე, ოჯახის წევრთა თანასწორობის საფუძველზე შექმნას მათი უფლებების დაცვის საკანონმდებლო და სოციალური გარანტიები, შეინარჩუნოს ოჯახური ღირებულებები, დაიცვას ოჯახი ძალადობისგან, საკანონმდებლო საფუძველზე უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯუ- ლების ხელმისაწვდომობა.

 

პირის კონსტიტუციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს მისივე ოჯახის წევრის მიერ.

 

ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით, ან/ და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ამავე კანონის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე, მზრუნველი;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული არის პასუხისმგებლობა ოჯახში ძალადობისათვის, რადგან ოჯახში ძალადობის არსი ადამიანის პირადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვაში მდგომარეობს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი. მოცემულ შემთხვევაში მუ--------------- მიერ შვილის მიმართ ჩადენილია ძალადობრივი ქმედება, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ბრალდებულ მუ--------------- მიერ დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დანაშაული პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, მუ--------------- გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და ის ზიანი, რაც შეიძლება მიდგომოდა დაზარალებულს და სურდა ასეთი შედეგის დადგომა.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.

 

სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთო- ბლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვე- ტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (პრეიუდიციული ძალის მქონე) მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ მუ--------------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

ამდენად, ბრალდებულ მუ--------------- ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მუ--------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, დამამძიმებელი გარემოებაა, რომ ჩადენილი აქვს დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

მუ--------------- აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ბრალი ედება ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში, ადრე არ არის ნასამართლევი და მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით რეალური სასჯელის გამოყენება ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით არ იქნება თანაზომიერი და პროპორციული და შეიძლება გამოიწვიოს მისი ტანჯვა, შესაბამისად სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის და ხერხის გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბრალდებულ მუ--------------- მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის და შესაბამისად პირობითი მსჯავრის გამოყენება, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს, რაც არის გამართლებული და საკმარისი მისი შემდგომი რესოციალიზაციისათვის, რაც სრულად შეესაბამება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom, სადაც იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალის- წინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი წლისა, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას – არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა.

 

ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად.

 

სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ნივთიერ მტკიცებულება, ილ-----------------სგან ამოღებული შავი ფერის მაისური და შავი ფერის თეთრი ჩანართებით მოკლე შარვალი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუ-------ს რა----ულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ილ-----------------ს.

 

მუ--------------- კუთვნილი „ფო--------------ს მიკროავტობუსი, სახელმწიფო ნომრით BA-------, რომელიც განთავსებულია საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუ-------ს რა----ულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მუ---------------.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ცნობილი იქნას დამნაშავედ მუ-------------- (პირადი ნომერი 19---------) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვლოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2. მუ--------------- სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, 2018 წლის 03 ოქტომბრის 13:14 საათიდან.

 

3.მუ--------------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 21 აგვისტოდან 2018 წლის 01 სექტემბრის ჩათვლით.

 

4.ნივთიერ მტკიცებულება, ილ-----------------სგან ამოღებული შავი ფერის მაისური და შავი ფერის თეთრი ჩანართებით მოკლე შარვალი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუ-------ს რა----ულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ილ-----------------ს.

 

მუ--------------- კუთვნილი „ფო--------------ს მიკროავტობუსი, სახელმწიფო ნომრით BA-------, რომელიც განთავსებულია საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუ-------ს რა----ულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მუ---------------.

 

5.მუ--------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ასევე გაუქმდეს დაზარალებულთან მიახლოების და მასთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაციის აკრძა----.

 

6.საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად მუ--------------- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ( ზუ----------------------------------------)

 

7.საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად მუ--------------- დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუ-------ს რა----ული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნატრული აკობია