გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310117001953902
საქმე № 3/151-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 ივნისი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო გერგაული
სხდომის მდივანი ნინო არაბული
მოსარჩელე: სსიპ ,,შემოსავლების სამსახური”
წარმომადგენელი: ნ----- ბ--–--–---–ი
მოპასუხეები: შპს ,,კ---–-“, შპს ,,კ---–- ა---- ჯ--------’’, შ------ა ც-–--–---–ი, ი---- გ----–--ე, დ----- გ----–--ე
წარმომადგენელი: გ------- ზ--------ე
დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად აღიარება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს ,,კ---–-“-ს, შპს ,,კ---–- ა---- ჯ--------’’-ს, შ------ა ც-–--–---–ის, ი---- გ----–--ის და დ----- გ----–--ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.
სარჩელის თანახმად, შპს ,,კ---–-“-ს (ს/ნ 2--------) გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რომელიც 2017 წლის 25 აპრილის მდგომრეობით შეადგენს 531 168.13 ლარს. შპს ,,კ---–-“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2002 წლის 12 დეკემბერს, მისი იურიდიული მისამართია ქ.გორი, თ---–---- ქ.№5-, დირექტორი არის ი---- გ----–--ე ხოლო 100% წილის მფლობელი შ------ა ც-–--–---–ია. შპს ,,კ---–-“-ს საქმიანობის სახეს წარმოადგენს ცეცხლსასროლი იარაღის და სანადირო საშუალებების რეალიზაცია.
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით 2015 წლის 31 დეკემბრის N025-7585 შეტყობინებით შპს ,,კ---–-“- ს ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად 2016 წლის 11 იანვარს გაეცნო. 2016 წლის 19 ივნისს შპს ,,კ---–-’’-ს მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N025-147 ბრძანება, რომლის მიხედვითაც დაყადაღდა 19802 ლარის ღირებულების ქონება. აღნიშნული ბრძანება დირექტორს, ი---- გ----–--ეს ჩაბარდა 2016 წლის 30 ივნისს. შპს ,,კ---–-’’-ს საგადასახადო დავალიანება შეადგენს 1 573 838.17 ლარს, საიდანაც 438 874.88 ლარი დარიცხულია შპს ,,კ---–-’’-ს მიერ წარმოდგენილი დეკლარაციების შესაბამისად, რომელსაც დარიცხული აქვს 101 525.57 ლარის საურავი დეკლარაციები წარმოდგენილია 2015-2016 წელს. ხსენებული დავალიანება აღიარებულია, ხოლო 1 033 437.72 ლარის ნაწილში, დავალიანება დარიცხულია საგადასახადო შემოწმების შედეგად, დარიცხვა გასაჩივრებულია და საჩივარზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.
მოსარჩელე უთითებს, რომ საწარმო 2015 წლის 30 დეკემბერს ელექტრონულად გაეცნო 2015 წლის 29 დეკემბრის N02588 საგადასახადო მოთხოვნას, საიდანაც დირექტორისთვის ცნობილი გახდა შპს ,,კ---–-’’-ს სახელზე დარიცხული გადასახადის თანხის ოდენობის შესახებ, რის შედეგაც შპს ,,კ---–-’’-ს დამფუძნებელმა და 100% წილის მფლობელმა, შ------ა ც-–--–---–მა და დირექტორმა, ი---- გ----–--ემ, რომლებიც იმყოფებიან ქორწინებაში, 2016 ელის 20 იანვარს გადაწყვიტეს შპს ,,კ---–-’’-ს კუთვნილი საკონტროლო სალარო აპარატის N DY 0------- რეგისტრაციიდან მოხსნა და იგივე მისამართზე .გორი, თ---–---- ქ.N7-, სადაც ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა შპს ,,კ---–-’’ დაარეგისტრირეს შპს ,,კ---–- ა---- ჯ--------’’(ს/ნ 2--------) (რომლის დირექტორი ი---- გ----–--ეა, ხოლო დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი მისი მამა, დ----- გ----–--ეა) და მისი მეშვეობით გააგრძელეს სამეწარმეო საქმიანობა. 2016 წლის 24 მარტის N1785166 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, შპს ,,კ---–-’’-მ 543 325.89 ლარის საქონელი გადააწერა შპს ,,კ---–- ა---- ჯ--------’’-ს და შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა.
სარჩელის მიხედვით, შპს ,,კ---–-’’ საგადასახადო მოთხოვნის ელექტრონულად გაცნობის შემდგომ 2015 წლის 30 დეკემბრიდან მისი საქმიანობის შეჩერებამდე, საკონტროლო სალარო აპარატის მონაცემების თანახმად, სამეწარმეო საქმიანობიდან ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებულმა თანხამ შეადგინა 877 375.82 ლარი. შემოსავლების სამსახურის ელექრტონული ბაზის მონაცემებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციის თანახმად შპს ,,კ---–-’’-ს დამფუძნებელს, შ------ა ც-–--–---–ს დივიდენდის სახით 2016 წლის თებერვალში მიღებულის აქვს 526 315.79 ლარი, 2016 წლის ივნისში 526 315.79 ლარი და 2016 წლის დეკემბერში 128 7 616.46 ლარი. ჯამში, 2015 წლის 30 დეკემბრიდან შპს ,,კ---–-ს’’-გან შ------ა ც-–--–---–ის დივიდენდის სახით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 2 340 248.04 ლარი.
2016 წლის 29 ივნისის N025-147 ბრძანების საფუძველზე წარმოდგენილ 2016 წლის 06 ივლისის N988 ქონების ნუსხაში მოცემულია, მხოლოდ შპს ,,კ---–-’’-ს საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებების სია. სარჩელში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით შპს ,,კ---–-’’ და შპს ,,კ---–- ა---- ჯ--------’’ შემოსავლების სამსახირთან ურთიერთობაში იყენებს ერთსა და იმავე მობილურის ნომერს და ელექტრონული ფოსტის მისამართს. ასევე უძრავი ქონება რომელიც მდებარეობს ქ.გორში, თ---–---- ქ. N7--ში, სადაც ინახებოდა შპს ,,კ---–-’’-ს საკუთრებაში არსებული ყადაღის აქტში არსებული ქონება და სადაც ,,კ---–- ა---- ჯ--------’’ ახორციელებს საქმიანობას წარმოადგენს ,,კ---–- ა---- ჯ--------’’-ს დამფუძნებლის, დ----- გ----–--ის საკუთრებას.
ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მიუთითებს მოპასუხეთა მხრიდან საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისათვის თავის არიდებაზე.
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ შპს ,,კ---–-’’-ს 2015 წლიდან უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება. აღნიშნული შპს შ------ა ც-–--–---–მა დააფუძნა 2002 წელს, იგი არის მხოლოდ დამფუზნებელი და მისი უფლებაა მიიღოს დივიდენდები. შ------ა ც-–--–---–ი და ი---- გ----–--ე 2014 წლიდან იმყოფებიან განქორწინებაში, ი---- გ----–--ეს ოჯახი აქვს უკრაინაში სადაც ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. ასევე აღნიშნეს, რომ დ----- გ----–--ეს შპს ,,კ---–-’’-სთან არ გააჩნია არანაირი კავშირი, იგი არის მხოლოდ ორი იურიდიული პირის დამფუძნებელი, არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და იღებს დივიდენდებს. რაც შეეხება შპს ,,კ---–- ა---- ჯ--------’’-ს, იგი დაფუძნებულია 2007 წლის 28 მაისს და მისი მისამართი (ქ.გორი, თ---–---- ქ. N7-) განსხვავდება შპს ,,კ---–-’’-ს მისამართისგან (ქ.გორი, თ---–---- ქ. N5-). ამ ორ შპს ,,კ---–-’’-ს და შპს ,,კ---–- ა---- ჯ--------’’-ს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ, გარდა საქონლის არაერთი უნაღდო ანგარისშწორებით შეძენისა.
რომ ამ პირთა ერთმანეთისაგან გამიჯვნა შეუძლებელია და ისინი პასუხს აგებენ შპს-ს საქმიანობის გამო, არ წარმოდგენილა;
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. შპს ,,კ---–-“ (ს/ნ 2--------) სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2002 წლის 12 დეკემბერს, მისი იურიდიული მისამართია ქ.გორი, თ---–---- ქ. №5-. მისი დირექტორი არის ი---- გ----–--ე, ხოლო 100 %-იანი წილის მესაკუთრეა შ------ა ც-–--–---–ი, საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ცეცხლსასროლი იარაღის და სანადირო საშუალებების რეალიზაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. შპს ,,კ---–- ა---- ჯ--------“ (ს/ნ 2--------) სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2007 წლის 28 მაისს, მისი იურიდიული მისამართია ქ.გორი, თ---–---- ქ. N7-, მისი დირექტორი არის ი---- გ----–--ე ხოლო, 100 %-იანი წილის მესაკუთრეა დ----- გ----–--ე. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ცეცხლსასროლი იარაღის და სანადირო საშუალებების რეალიზაცია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.3. შპს ,,კ---–-’’-ს აღიარებული საგადასახადო დავალიანება 2017 წლის 25 აპრილის მდგომარეობით შეადგენს 531 168.13 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.4. 2015 წლის 31 დეკემბერს N 025-7585 შეტყობინებით შპს ,,კ---–-’’-ის (ს/ნ 2--------) სახელზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2015 წლის 31 დეკემბრის №025-7585 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების შესახებ;
3.5. 2016 წლის 29 ივნისს ყადაღა დაედო შპს ,,კ---–-’’- ს (ს/ნ 2--------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპაარტამენტის 2016 წლის 29 ივნისის №025-147 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;
3.6. შ------ა ც-–--–---–ს 2015 წლის 30 დეკემბრიდან დივიდენდის სახით შპს ,,კ---–-“-დან გატანილი აქვს 877 375.82 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ;
3.7. შპს ,,კ---–-“-ს მომსახურეობა გაწეული აქვს შპს ,,კ---–- ა---- ჯ--------“-სთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: საგადასახადო ანგარიშფაქტურები
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელის შპს ,,კ---–-“-ს დანარჩენი მოპასუხეებისაგან განსხვავება შეუძლებელია და მათ თავი აარიდეს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, არ დასტურდება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით რეგლამენტირებულია საგადასახადო ვალდებულების შესრულების კონსტიტუციური მნიშვნელობა - სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მე-6 მუხლის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.
საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულების ვალდებულებაზე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.
ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან ცხადია, რომ კანონმდებელი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. ამდენად, სასამართლოს შეფასების შედეგად უნდა განისაზღვროს მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზანი.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით.
ამავე კოდექსის მე-19 მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები, ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე ფიზიკური პირები არიან ერთმანეთის ნათესავები, თუმცა, ეს ფაქტი ვერ გახდება ურთიერთდამოკიდებულ პირებად მათი ცნობის საფუძველი, რადგან, როგორც აღინიშნა, არ დგინდება მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის.
დადგენილია, რომ შპს ,,კ---–-“ (ს/ნ 2--------) სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2002 წლის 12 დეკემბერს, მისი იურიდიული მისამართია ქ.გორი, თ---–---- ქ. №5-, საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ცეცხლსასროლი იარაღის და სანადირო საშუალებების რეალიზაცია, ხოლო შპს ,,კ---–- ა---- ჯ--------“ (ს/ნ 2--------) სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2007 წლის 28 მაისს, მისი იურიდიული მისამართია ქ.გორი, თ---–---- ქ.№7-, საქმიანობის სფეროს კი წარმოადგენს ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და სანადირო საშუალებების რეალიზაცია, თუმცა ეს ვერ ადასტურებს ამ პირთა გაუმიჯნაობას და განუსხვავებლობას, რადგან ეს მხოლოდ მხარის განმარტებაა და არ დგინდება მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეების ერთი და იგივე საქმიანობის იმავე ადგილზე განხორციელება დროის გარკვეულ მონაკვეთში შეიძლება, მართლაც ქმნიდეს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა, წინასწარ მიიღეს ზომები, რათა საგადასახადო უზრუნველყოფის შესაძლო ღონისძიებებისაგან განერიდებინათ თავიანთი ქონება, მათ შორის მიღებული შემოსავალი, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტი, ვერ გახდება მათი ერთმანეთის ცრუმაგიერად ჩათვლის საკმარისი საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, ვინაიდან მისი გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და გადასახადის გადამხდელი ამ სხვა პირის მიერ გამოყენებულია გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით.
ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.
დადგენილია, შპს ,,კ---–-“ (ს/ნ 2--------) სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2002 წლის 12 დეკემბერს, მისი დირექტორი არის ი---- გ----–--ე, ხოლო 100 %-იანი წილის მესაკუთრე შ------ა ც-–--–---–ი, შპს ,,კ---–- ა---- ჯ--------“ (ს/ნ 2--------) კი დარეგისტრირდა 2007 წლის 28 მაისს, მისი დირექტორი არის ი---- გ----–--ე, ხოლო 100 %-იანი წილის მესაკუთრეა დ----- გ----–--ე. თუმცა აღნიშნული ვერ გახდება მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი, ვინაიდან საქმეზე არ იქნა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ აღნიშნული პირები ერთად ახორცილებდნენ სამეწარმეო საქმიანობას ან რაიმე კავშირი ჰქონდა მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობას, სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,კ---–- ა---- ჯ--------“ დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში 2007 წლის 28 მაისს, იმ პერიოდში, როდესაც ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა შპს ,,კ---–-“ და მას არ გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება. შესაბამისად მოსარჩელის მხრიდან ვერ დასტურდება ის ფაქტი, რომ შპს ,,კ---–- ა---- ჯ--------“ შეიქმნა შპს ,,კ---–-“-ს მიერ საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით. წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემობიდან არ დასტურდება შპს ,,კ---–-“-ს და შპს ,,კ---–- ა---- ჯ--------“-ს ერთმანეთთან კავშირის ფაქტი. ამასთან, მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი ვერ გახდება ის გარემოება, რომ 2015 წლის 30 დეკემბრიდან შ------ა ც-–--–---–ს დივიდენდის სახით შპს ,,კ---–-“-დან გატანილი აქვს 2 340 248.04 ლარი, ვინაიდან შპს-ს მიერ დივიდენდის გაცემის მომენტისთვის შპს ,,კ---–-“-ს არ გააჩნდა დავალიანება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.
სარჩელში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის შესაბამისობაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილთან, რომლის მიხედვით პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.
უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.
სასამართლო აღნიშნავს, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს; ამ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არც ერთი უდავო მტკიცებულებ არ არის წარმოდგენილი ამ გარემოებათა დასადასტურებლად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამდენად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა გავლენას ახდენს მათ შორის განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე, რაც არ ქმნის იმავდროულად მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეებს შორის მხოლოდ ნათესაური კავშირის ქონა და აქედან გამომდინარე ურთიერთობები, რაც გულისხმობს მათ ეკონომიკურ ხასიათსაც, არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად განმარტებული იქნას მათ ცრუმაგიერ პირებად ცნობისათვის იმ ვითარებაშიც კი, როდესაც ერთერთ პირს საგადასახადო დავალიანება აქვს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახის ერთერთი წევრის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება და საგადასახადო დავალიანების წარმოშობა, არ შეიძლება გახდეს ოჯახის სხვა წევრებისთვის შემზღუდავი მათ ურთიერთობაში, საკმარისი, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე.
6.2. სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ’“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები - სარჩელებზე გადასახადების, მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 ივნისის განჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მიზნით, ი---- გ----–--ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 25-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” სარჩელი შპს ,,კ---–-”-ს, შპს ,,კ---–- ა---- ჯ--------’’-ს, შ------ა ც-–--–---–ის, ი---- გ----–--ის დ----- გ----–--ის მიმართ მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.
3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე ნინო გერგაული