გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/6927-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - ა(ა)იპ ს----------–--------–---------------------------–--–-ა
წარმომადგენლი - მ---------------–---–ი, მ---------------ე
მოპასუხე - №- ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისია
თავმჯდომარე - თ-----------–-----–--ე
წარმომადგენელი - თ------------–--–---–ი, რ------------ე.
მესამე პირი - №- ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - ი-----------ე
მესამე პირი - №- ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი - მდივანი - თ----------–-–---–ი
მესამე პირი - საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი გ-------–---–--ე
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი №- ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №4------ განკარგულება მეორე საკითხის ნაწილში.
1.2. დაევალოს №- ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიას გამოსცეს ახალი განკარგულება, რომლითაც მოხდება №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმის ბათილად ცნობა და დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ №-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - №- ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირები - №- ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - ი-----------ე, №- ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი - თ----------–-–---–ი და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი გ-------–---–--ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ, მათთვის ცნობილი იყო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
4.1.1. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის №- ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ა(ა)იპ ს----------–--------–---------------------------–--–-ის დამკვირვებლებად დარეგისტრირებული იქნენ მ---------------ე და მ---------------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №- ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №4------ განკარგულება - ს/ფ 16-18.
4.1.2. ა(ა)იპ ს----------–--------–---------------------------–--–-ის დამკვირვებლებმა მ---------------ემ და მ---------------–---–მა საჩივრით მიმართეს №- ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და განმარტეს, რომ №- ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს თან ერთვის შესწორების ოქმი, რომელიც შედგენილია 2018 წლის 29 ოქტომბერს 19 საათსა და 25 წუთზე. ოქმზე არ აღინიშნება სავალდებულო რეკვიზიტი - ბეჭედი, რაც წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის პირდაპირ დარღვევას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს ბათილად იქნას ცნობილი №- ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი, კომისიის მდივნის ახსნა-განმარტება და შესწორების ოქმი. ამასთან, №- ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და №- ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა.
აღნიშნული საჩივარი №- ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიას წარედგინა 2018 წლის 30 ოქტომბერს და რეგისტრაციაში გატარდა ნომრით 0--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა(ა)იპ ს----------–--------–---------------------------–--–-ის დამკვირვებლების მ---------------ის და მ---------------–---–ის 2018 წლის 30 ოქტომბრის საჩივრი - ს/ფ 14-15.
4.1.3. №- ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა - თ----------–-–---–მა, 2018 წლის 29 ოქტომბერს 19 საათსა და 15 წუთზე დაწერა ახსნა-განმარტება შემაჯამებელი ოქმის მე-5 გრაფის შევსებასთან დაკავშირებით დაშვებული შეცდომის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №- ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის - თ----------–-–---–ის ახსნა-განმარტება - ს/ფ 13.
4.1.4. №- ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, N5 გრაფაში - მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა, მითითებული იქნა რიცხვი 1252.
№- ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის შესწორების ოქმის მიხედვით, რომელიც შედგენილია 2018 წლის 29 ოქტომბერს 19 საათსა და 25 წუთზე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების (საუბნო საპრეზიდენტო) შემაჯამებელ ოქმში შეტანილი იქნა შემდეგი შესწორება - N5 გრაფაში, ნაცვლად რიცხვისა 1252 უნდა ეწეროს რიცხვი 1250. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და წევრები. მასზე არ არის დასმული ბეჭედი.
აღნიშნული შესწორების ოქმი N- ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში გატარდა 2018 წლის 30 ოქტომბერს.
2018 წლის 27 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, N- ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - თ-----------–-----–--ემ ჩააბარა, ხოლო N-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ - ი-----------ემ მიიღო 25 შეკვრა, 1250 ცალი ბიულეტენი, ასევე 1250 ცალი სპეციალური კონვერტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №- ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის შესწორების ოქმი - ს/ფ 12.
- სარეგისტრაციო ჟურნალის ასლი - ს/ფ 66.
- 2018 წლის 27 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტი - ს/ფ 56-57.
4.1.5. №- ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №2------ ოქმის თანახმად, განიხილეს ა(ა)იპ ს----------–--------–---------------------------–--–-ის დამკვირვებლების მ---------------–---–ის და მ---------------ის საჩივარი ნომრით 0--------. კომისიამ, იმ საფუძვლით, რომ №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმი შევსებული იყო 2018 წლის 29 ოქტომბერს №- ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში, მიიჩნია, რომ მასზე ვერ იქნებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის შესაბამისი ბეჭედი. კომისიამ ჩათვალა, რომ შესწორების ოქმზე №- ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდის არარსებობა არ წარმოადგენდა კანონის უხეშ დარღვევას, ამასთან, აღნიშნული ხარვეზი არ იყო №-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. №- ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ ათი ხმით (კენჭისყრას ესწრებოდა კომისიის ათი წევრი) მიიღო გადაწყვეტილება ა(ა)იპ ს----------–--------–---------------------------–--–-ის დამკვირვებლების მ---------------–---–ის და მ---------------ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რის საფუძველზეც №- ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული იქნა №4------ განკარგულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №- ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის 2018 წლის 01 ნოემბრის №2------ ოქმი - ს/ფ 67-78.
- №- ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №4------ განკარგულება - ს/ფ.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა(ა)იპ ს----------–--------–---------------------------–--–-ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ორგანული კანონი ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - №- ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №4------ განკარგულების ბათილად ცნობა მე-2 საკითხის ნაწილში და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოხდება №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმის ბათილად ცნობა და დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ №-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს.
7.2. საქართველოს ორგანული კანონი ”საქართველოს სარჩევნო კოდექსი“ აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.
საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდესის” მე-2 მუხლში მოცემულია ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებული ტერმინების განმარტება. დასახელებული მუხლის ”ჰ5” ქვეპუნქტის თანახმად, საარჩევნო დოკუმენტაციას წარმოადგენს საარჩევნო კომისიაში შესული და საარჩევნო კომისიიდან გასული განცხადება, საჩივარი, წერილი, ოქმი, საარჩევნო ბიულეტენი, სპეციალური კონვერტი, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტი, საკონტროლო ფურცელი, სარეგისტრაციო ჟურნალი, ამომრჩეველთა სია, ამომრჩევლის ბარათი, საარჩევნო კომისიის წევრის ახსნა-განმარტება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება ცესკოს განკარგულების საფუძველზე, მის მიერ დადგენილი ნიმუშის მიხედვით, ქართულ ენაზე, აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც, ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, საარჩევნო ბიულეტენების ზუსტი აღრიცხვის მიზნით თითოეული სახის საარჩევნო ბიულეტენები თანამიმდევრობით ინომრება (ნომერი აღინიშნება ბიულეტენის ყუაზე; ბიულეტენი და მისი ყუა ერთმანეთისაგან პერფორირებული ხაზითაა გამოყოფილი) და 50-50 ცალად იკინძება ბლოკნოტების სახით. ყოველ ბლოკნოტს აქვს თავფურცელი, რომელზედაც მითითებულია საარჩევნო ბიულეტენის სახე, დაბეჭდილია გრაფები ბლოკნოტის ნომრის, ბლოკნოტში არსებული ბიულეტენების ნომრების, საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის ნომრებისა და დასახელებებისათვის, გრაფები საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის იმ წევრის (ამომრჩეველთა რეგისტრატორის) ხელმოწერებისათვის, რომელსაც გადაეცემა ეს ბლოკნოტი, აგრეთვე გრაფა გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობის აღნიშვნისათვის.
საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდესის” 63-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა ზუსტად აღირიცხება. ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადაცემისას ორ ცალად დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც აღინიშნება მათი გადამცემი და მიმღები კომისიების დასახელებები, სპეციალური კონვერტების რაოდენობა, ბიულეტენთა სახეობა, ბიულეტენთა ბლოკნოტების რაოდენობა (მათი ნომრებისა და ბიულეტენების ნომრების მითითებით), მათი გამცემი და მიმღები პირების ვინაობა. აქტს ხელს აწერენ ამ საბუთების გამცემი და მიმღები პირები (აქტის ერთი ცალი რჩება საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადამცემ კომისიაში, ხოლო მეორე ცალი გადაეცემა საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების მიმღებს). საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, რომელსაც გადაეცემა საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები, ვალდებულია მოითხოვოს მიღება-ჩაბარების აქტის ერთი ცალი შესაბამისი საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადასაცემად. მიღება-ჩაბარების აქტი საჯარო ინფორმაციაა. საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდესისი” 63-ე მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად, კენჭისყრის დღეს ყოველ ამომრჩეველზე გაიცემა ერთი სპეციალური კონვერტი და შესაბამისი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 27 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, N- ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - თ-----------–-----–--ემ ჩააბარა, ხოლო N-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ - ი-----------ემ მიიღო 25 შეკვრა, 1250 ცალი ბიულეტენი, ასევე 1250 ცალი სპეციალური კონვერტი.
საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდესის” 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად კი თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას შეცდომა იქნა დაშვებული, მის გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში შესაბამისი მონაცემის გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“. საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს შესწორების ოქმი, რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის შესწორება და ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო. საარჩევნო კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს შესწორების ოქმს. შესწორების ოქმს დაესმება საარჩევნო კომისიის ბეჭედი, გატარდება ჩანაწერთა წიგნში და დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელში შეტანილი მონაცემიც შესწორდა. საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდესის” 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, არაუგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა ადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების ან/და სხვა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არსებობისას.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 27 აგვისტოს 45/2018 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის მიხედვით (გვ 35), შესწორების ოქმის შედგენის მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირი საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში იწვევს საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა იმ წევრს, რომელიც ესწრებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენას. საუბნო საარჩევნო კომისია კომისიის წევრის ახსნა-განმარტებების ან/და სხვა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების გათვალისწინებით ადგენს შესწორების ოქმს, რომელშიც აღინიშნება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის/მონაცემების შესწორება, მისი შედგენის თარიღი და დრო. შესწორების ოქმს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, დაესმება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭედი, გატარდება საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში და დაერთვება კენჭისყრის შედეგების იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელშიც შეტანილი მონაცემი/მონაცემები შესწორდა.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ №- ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, N5 გრაფაში - მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა, მითითებული იქნა რიცხვი 1252. ასევე დადგენილია, რომ №- ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა - თ----------–-–---–მა, 2018 წლის 29 ოქტომბერს 19 საათსა და 15 წუთზე დაწერა ახსნა-განმარტება შემაჯამებელი ოქმის მე-5 გრაფის შევსებასთან დაკავშირებით დაშვებული შეცდომის თაობაზე. №- ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის შესწორების ოქმის მიხედვით, რომელიც შედგენილია 2018 წლის 29 ოქტომბერს 19 საათსა და 25 წუთზე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების (საუბნო საპრეზიდენტო) შემაჯამებელ ოქმში შეტანილი იქნა შემდეგი შესწორება - N5 გრაფაში, ნაცვლად რიცხვისა 1252 უნდა ეწეროს რიცხვი 1250. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და წევრები. მასზე არ არის დასმული ბეჭედი. აღნიშნული შესწორების ოქმი N- ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში გატარდა 2018 წლის 30 ოქტომბერს.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მითითებას, რომ შესწორების ოქმი უნდა შედგეს არჩევნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე, ვინაიდან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შედგეს არაუგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ არ მიუთითებს მომდევნო დღის კონკრეტულ საათზე და ასევე დასახელებულ ნორმაში არ არის მითითებული არც მომდევნო სამუშაო დღე. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ შესწორების ოქმი შესაძლოა შედგეს არჩევნების მომდევნო მთელი დღის განმავლობაში, კონკრეტული დროის მონაკვეთის მითითების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს №- ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის შესწორების ოქმის შედგენა 2018 წლის 29 ოქტომბერს 19 საათსა და 25 წუთზე კანონსაწინააღმდეგოდ არ მიაჩნია.
დადასტურებულია და მხარეებიც არ დავობენ, რომ №- ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის შესწორების ოქმი შედგენილია №- ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში 2018 წლის 29 ოქტომბერს, შესაბამისად მასზე ვერ იქნებოდა №-- საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი და იგი ხელმოწერებთან ერთად დადასტურებული უნდა ყოფილიყო №- ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით, რაც მასზე არ აღინიშნება. სასამართლო ასევე იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ შესწორების ოქმის კანონშესაბამისობაზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისია, თუმცა სასამართლო ასევე იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ შესწორების ოქმზე საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდის არარსებობა არ წარმოადგენს კანონის უხეშ დარღვევას, რასაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე, საფრთხე არ შექმნია უბანზე შემაჯამებელი ოქმის სისწორეს და ნამდვილობას, არ დარღვეულა შემაჯამებელი ოქმის ბალანსი, მოსარჩელეს არ მიუთითებია ზემოაღნიშნულის თაობაზე, ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე №- ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ 2018 წლის 01 ნოემბერს მიღებული №4------ განკარგულება კანონშესაბამისია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, თუმცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი №- ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის №2------ განკარგულებით დადგენილი ფაქტები და გარემოებები ცალსახად განსხვავდება, სადავო განკარგულებით დადგენილი ფაქტებისა და გარემოებებისაგან, შესაბამისად მითითება არაერთგვაროვან მიდგომაზე უსაფუძვლოა.
7.3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს სარჩევნო კოდექსის“ 21-ე მუხლის ”ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ №- ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №2------ ოქმის თანახმად, განიხილეს ა(ა)იპ ს----------–--------–---------------------------–--–-ის დამკვირვებლების მ---------------–---–ის და მ---------------ის საჩივარი ნომრით 0--------. კომისიამ, იმ საფუძვლით, რომ №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმი შევსებული იყო 2018 წლის 29 ოქტომბერს №- ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში, მიიჩნია, რომ მასზე ვერ იქნებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის შესაბამისი ბეჭედი. კომისიამ ჩათვალა, რომ შესწორების ოქმზე №- ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდის არარსებობა არ წარმოადგენდა კანონის უხეშ დარღვევას, ამასთან, აღნიშნული ხარვეზი არ იყო №-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. №- ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ ათი ხმით (კენჭისყრას ესწრებოდა კომისიის ათი წევრი) მიიღო გადაწყვეტილება ა(ა)იპ ს----------–--------–---------------------------–--–-ის დამკვირვებლების მ---------------–---–ის და მ---------------ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რის საფუძველზეც №- ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული იქნა №4------ განკარგულება.
7.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანხამად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შეთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, იგი არ ეწინააღმდეგება ”საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს და არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მისი ბათილად ცნობის, შესაბამისად ახალი აქტის გამოცემის დავალების არც ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
8. საპროცესო ხარჯები.
8.1. საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. ა(ა)იპ „ს----------–--------–---------------------------–--–-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, გადაწყვეტილების გამოტანიდან 01 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე - ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №-ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6).
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი