გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.11.2018
საქმის ნომერი
330310018002706767
კატეგორია
თარიღი
04.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №------------------

საქმე №-/6930-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - ა-----------------–--------–---------------------------–--–-ა

წარმომადგენელი- მ-----–-------ა

 

მოპასუხე - №-- საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისია

წარმომადგენლები - პ-------–----–----ა, ა---------------

 

მესამე პირები - 1) მ-----–--------, 2) დ--------------, 3) ვ----------------, 4) გ-------–---–---, 5) შ--–---------–-–---–-, 6) ზ-------------–---–-, 7) გ---------–--–---–---–-, 8) ა--------------, 9) კ----------ა, 10) ო-----------------, 11) ი-----–-----------, 12) დ--------------–---–-, 13) ზ------------------, 14) მ-----–----–---–---–-, 15) ზ--------–---–-, 16) თ-------–-----------–-, 17) გ--–-----–-–---–-, 18) ზ------------------, 19) ლ------------, 20) ს--–--------------–---–-, 21) ბ-----------------–---–-, 22) გ------------------, 23) კ----------------, 24) ვ-–----------------–---–-, 25) თ-----------–-–--–---–-, 26) №-- საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის №-- საუბნო საარჩევნო კომისია.

 

დავის საგანი - 1. №-- საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №6------ განკარგულების ბათილად ცნობა №-- საუბნო საარჩევნო კომისიის ნაწილში;

 

2. დაევალოს №-- საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა №-- საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც მოხდება ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა და მათი ბათილად მიჩნევის მართებულობის შესწავლა.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი №-- საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №6------ განკარგულება №-- საუბნო საარჩევნო კომისიის ნაწილში;

 

1.2. დაევალოს №-- საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა №-- საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც მოხდება ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა და მათი ბათილად მიჩნევის მართებულობის შესწავლა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. №- საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1. მესამე პირები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან და არც წერილობითი მოსაზრებები წარმოუდგენიათ.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 01 აგვისტოს №0------- განკარგულების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 95-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები დაინიშნა 2018წლის 28 ოქტომბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

 

4.2. 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე №- საბურთალოს საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1338, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 8.

 

არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობამ ყველა სახის ამომრჩეველთა სიაში 12:00 საათისათვის შეადგინა 166, ხოლო 17:00 საათისათვის - 576. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) შეადგინა - 724. მიღებული საარჩევნო ბიულეტენის რაოდენობაა 1250.

 

ამომრჩეველთა ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად: მ-----–-------- - 0, დ-------------- - 32, ვ---------------- - 0, გ-------–---–--- - 154 ხმა, შ--–---------–-–---–- - 18 ხმა, ზ-------------–---–- - 0 ხმა, გ---------–--–---–---–- - 0 ხმა, ა-------------- - 0 ხმა, კ----------ა - 15 ხმა, ო----------------- - 0 ხმა, ი-----–----------- - 1 ხმა, დ--------------–---–- - 73 ხმა, ზ------------------ - 0 ხმა, მ-----–----–---–---–- - 1 ხმა, ზ--------–---–- - 0 ხმა, თ-------–-----------–- - 2 ხმა, გ--–-----–-–---–- - 1 ხმა, ზ------------------ - 58 ხმა, ლ------------ - 0 ხმა, ს--–--------------–---–- - 296 ხმა, ბ-----------------–---–- - 1 ხმა, გ------------------ - 12 ხმა, კ---------------- - 2 ხმა, ვ-–----------------–---–- - 1 ხმა, თ-----------–-–--–---–- - 1 ხმა. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა - 56.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- №-- საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (ს.ფ. 17).

 

4.3. 2018 წლის 30 ოქტომბერს ა-----------------–--------–---------------------------–--–-ის წარმომადგენელმა მ-----–-------ამ საჩივრით მიმართა №-- საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვა №-- საბურთალოს საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა, ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა და მათი ბათილად მიჩნევის მართებულობის შესწავლა და კომისიის წევრებისთვის შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ №-- საბურთალოს საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში ფიქსირდება ბათილი ბიულეტენების დიდი რაოდენობა, კერძოდ 56 ბიულეტენი მიჩნეულ იქნა ბათილად. მისივე განმარტებით, ამავე ოქმში ფიქსირდება კომისიის ერთ-ერთი წევრის - თ-------------ის განსხვავებული აზრი. კომისიის წევრი უთითებს, რომ ბათილად იქნა მიჩნეული ისეთი ბიულეტენები, რომლებშიც ფიქსირდება ამომრჩევლის ნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ა-----------------–--------–---------------------------–--–-ის წარმომადგენლის მ-----–-------ას 2018 წლის 30 ოქტომბრის საჩივარი (ს.ფ. 18);

 

4.4. №-- საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №6------ განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ა-----------------–--------–---------------------------–--–-ის (წარმომადგენელი - მ-----–-------ა) საჩივარი უსაფუძვლობის გამო.

 

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ როგორც №-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, 2018 წლის 28 ოქტომბერს ბიულეტენების დათვლისას, უბანზე აღმოჩნდა 56 ბათილი ბიულეტენი. აქედან 7 ბიულეტენთან დაკავშირებით, მთვლელთაგან თ-------------ის მოსაზრებით 5 ბიულეტენი იყო №- კანდიდატის სასარგებლოდ. საუბნო კომისიის თავმჯდომარემ ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ კომისიამ ხმათა უმრავლესობით ეს 7 ბიულეტენი ბათილად მიიჩნია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 0- საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №6------ განკარგულება (ს.ფ. 20-21).

 

4.5. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 01 ნოემბრის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის - მ-------------–---–ის ახსნა-განმარტების თანახმად: „ბიულეტენების დათვლისას უბანზე აღმოჩნდა 56 ბათილი ბიულეტენი, აქედან 7 ბიულეტენთან დაკავშირებით, რომელთაგან 5 ბიულეტენი იყო ვ-–--ის „სასარგებლოდ“, ნ-–------–----------------ის კომისიის წევრს თ-------------ეს ქონდა პრეტენზია. კომისიამ ხმათა უმრავლესობით შვიდივე ბიულეტენი ბათილად მიიჩნია“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- №-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის - მ-------------–---–ის 2018 წლის 01 ნოემბრის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 71).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა-----------------–--------–---------------------------–--–-ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

6.1. საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 27 აგვისტოს №4------ დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია’’.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის, ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი _ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს და მოახდინოს თავის დარღვეული უფლებისა თუ კანონით გარანტირებული უფლების დაცვა.

 

კონვენციის ეს ნორმა რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია ასახავს დემოკრატიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელ აუცილებელ ღირებულებებს. კონვენციაში გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები გარანტირებული და დაცულია “ეფექტური პოლიტიკური დემოკრატიის“ განხორციელებით (კონვენციის პრეამბულა). აქედან გამომდინარე, არჩევითი დემოკრატიული და წარმომადგენლობითი საკანონმდებლო ორგანოების ადეკვატური და სამართლიანი მექანიზმის ფუნქციონირება იძენს უაღრესად დიდ მნიშვნელობას. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია ასახავს დემოკრატიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელ აუცილებელ ღირებულებებს. 1-ლი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი ითვალისწინებს თავისუფალი არჩევნების უფლებას, კერძოდ: ,,მაღალი ხელშემკვრელი მხარეების კისრულობენ ვალდებულებას გონივრული ხანგამოშვებით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას’’ არჩევნებში მონაწილეობის უფლება იმავდროულად წარმოადგენს დემოკრატიის ერთ-ერთ ძირითად საყრდენს, თავისუფალ არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობის უფლება არის ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს სუვერენიტეტის გარანტი და ეს მეტად მნიშვნელოვანი უფლება, მონაპოვარი ადამიანისა დაცული და გარანტირებული იყოს.

 

საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 78-ე მუხლი ადგენს საარჩევნო დავებსა და მოსარჩელეთა წრეს. მითითებული მუხლის 20-ე პუნქტის მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს ან მის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში სარჩელი აღძრულია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის - ა-----------------–--------–---------------------------–--–-ის მიერ, რომელიც ითხოვს №-- საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №6------ განკარგულების ბათილად ცნობას №-- საუბნო საარჩევნო კომისიის ნაწილში, რისი მოთხოვნის უფლებამოსილება ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე მოსარჩელეს გააჩნია, მოცემულ შემთხვევაში მიღებული აქტის კანონიერების შემოწმება სასამართლოს მიერ განსახილველ საკითხს წარმოადგენს, რის გამოც სასამართლომ არსებითად უნდა იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება სასარჩელო განცხადების მოთხოვნასთან მიმართებაში.

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.

 

ამდენად, №-- საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №6------ განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსისა და სადავო საკითხის მომწესრიგებელ სხვა კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის №-- საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის N6------ განკარგულებას, მხოლოდ იმ ნაწილში რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა №-- საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის, ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლისა და მათი ბათილად მიჩნევის მართებულობის შესწავლის თაობაზე. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში განკარგულება სადავო არ გამხდარა (აღნიშნული მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა დაადასტურა სასამართლო სხდომაზეც), ამიტომ სასამართლო განკარგულების კანონიერებაზე იმსჯელებს მხოლოდ გასაჩივრებულ ნაწილში.

 

7.3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან.

 

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო. საოლქო საარჩევნო კომისიას ქმნის ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით, შტამპი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები. საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ცესკოს მიერ განსაზღვრული ფინანსების ხარჯვისათვის პასუხისმგებელი არიან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს არჩევნებისათვის გამოყოფილი ფინანსების ნებისმიერ კომერციულ ბანკში ან/და მის ფილიალში გახსნილი ანგარიშიდან ხარჯვის უფლება. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, კენჭისყრის ჩასატარებლად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქი იყოფა საარჩევნო უბნებად.

 

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 26-ე მუხლით განსაზღვრულია ის უფლებამოსილებანი, რასაც ახორციელებს საუბნო საარჩევნო კომისია, კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისია: ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, კენჭისყრის დროს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვას, ამომრჩეველთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას; ბ) ამოწმებს ამომრჩეველთა სიების სისწორეს, განიხილავს სიებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს და შეცდომებისა თუ უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში არა უგვიანეს მომდევნო დღისა მიმართავს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას სიებში ცვლილების შეტანის წინადადებით; გ) ამომრჩეველთა განცხადებებისა და განაცხადების საფუძველზე ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას; დ) ადგენს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო უბანში, რის თაობაზედაც დგება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი; დ1) საჭიროების შემთხვევაში, არაუგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა ადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების ან/და სხვა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არსებობისას; ე) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საკითხი; ვ) ამომრჩევლებს ურიგებს ამომრჩევლის ბარათებს; ზ) პასუხისმგებელია საარჩევნო უბანში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის გამოფენისთვის, იმ ადგილის სათანადოდ მომზადებისთვის, სადაც იმართება კენჭისყრა და ბიულეტენების დათვლა; უზრუნველყოფს საარჩევნო უბანში წესრიგის დაცვას; თ) კენჭისყრის დღეს განიხილავს საარჩევნო პროცესთან და კენჭისყრის მომზადებასთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას; ი) უზრუნველყოფს ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელებას კენჭისყრის დღეს და ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მათი დაცვისთვის; კ) აუქმებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეჩერების, ჩაკეტვის შემდეგ შენობის გახსნის, კენჭისყრის გაგრძელების შესახებ; ლ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. ამდენად, საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა.

 

საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ თავის მხრივ ადგენს კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის არსს, კერძოდ, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შემაჯამებელ ოქმს და ამ კანონით დადგენილი წესით დამოწმებულ მის ასლს ერთნაირი იურიდიული ძალა აქვს. მე-3 პუნქტის თანახმად, აკრძალულია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება. ასეთი შემაჯამებელი ოქმის ბათილობის საკითხს განიხილავს ზემდგომი საარჩევნო კომისია. შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი წესით. მე-4 პუნქტის თანახმად, თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას შეცდომა იქნა დაშვებული, მის გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში შესაბამისი მონაცემის გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“. საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს შესწორების ოქმი, რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის შესწორება და ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო. საარჩევნო კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს შესწორების ოქმს. შესწორების ოქმს დაესმება საარჩევნო კომისიის ბეჭედი, გატარდება ჩანაწერთა წიგნში და დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელში შეტანილი მონაცემიც შესწორდა. მე-5 პუნქტის თანახმად, თითოეული სახის შემაჯამებელი ოქმი (საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები და საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები) ინომრება ინდივიდუალური ნომრით, რომელიც არ შეიძლება მეორდებოდეს. მე-6 პუნქტის თანახმად, შემაჯამებელი ოქმები ზუსტად აღირიცხება. მათ დაბეჭდვას უზრუნველყოფს ცესკო. ოქმები იბეჭდება ცესკოს მიერ უფლებამოსილ პირთა და დამკვირვებელთა მუდმივი მეთვალყურეობით. მათი დაბეჭდვის დაკვეთის შემსრულებელი პირადად აგებს პასუხს, რომ დაბეჭდილი და ცესკოსთვის გადაცემული ოქმების რაოდენობა ზუსტად შეესაბამებოდეს დაკვეთილი ოქმების რაოდენობას, რომ მასთან არ დაიბეჭდოს და არ გავრცელდეს ზედმეტი ოქმები.

 

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ადგენს კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენის წესს და განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რაც უნდა იქნეს შეტანილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, კერძოდ, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ყველა მონაცემის დადგენისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი არსებული მონაცემების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ავსებს კენჭისყრის შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანში. ოქმი დამოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. მე-7 პუნქტის თანახმად, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) საარჩევნო ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა სიების დალუქულ პაკეტთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც აღნიშნულ ოქმს საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმთან ერთად გადასცემს ცესკოს.

 

ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, თავისი არსით, წარმოადგენს არჩევნების შედეგების ამსახველ ძირითად, ფუნდამენტურ და მნიშვნელოვან დოკუმენტს. შესაბამისად, იმისათვის, რომ მას გააჩნდეს იურიდიული ძალა (ლეგიტიმაცია) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ადგენს არაერთ დამცავ მექანიზმს - შემაჯამებელი ოქმები ზუსტად აღირიცხება, იბეჭდება ცესკოს მიერ უფლებამოსილ პირთა და დამკვირვებელთა მუდმივი მეთვალყურეობით, ინომრება ინდივიდუალური ნომრით, რათა არ დაიბეჭდოს და არ გავრცელდეს ზედმეტი ოქმები. კანონმდებლობა ასევე სავალდებულოდ მიიჩნევს წევრების ხელმოწერას კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმზე და ადგენს, რომ ოქმი უნდა დამოწმდეს საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს, რომ ბათილად იქნეს ცნობილი №-- საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №6------ განკარგულება №-- საუბნო საარჩევნო კომისიის ნაწილში და დაევალოს №-- საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა №-- საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც მოხდება ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა და მათი ბათილად მიჩნევის მართებულობის შესწავლა. მოსარჩელე აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საოლქო კომისიამ განიხილა №-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახსნა-განმარტება, რომლითაც დადასტურდა, რომ 7 ბიულეტენი იყო სადავო და მათგან 5 ბიულეტენზე კომისიის ერთ-ერთ წევრს მიაჩნდა, რომ ხმა მიცემული იყო პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატისთვის, სიითი ნომრით 5, გრიგოლ ვ-–--ისათვის. საუბნო კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ კომისიამ ხმათა უმრავლესობით ბათილად მიიჩნია შვიდივე ბიულეტენი. მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ საოლქო საარჩევნო კომისია დაკმაყოფილდა მხოლოდ №-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახსნა-განმარტებით და მიუხედავად იმისა, რომ ოქმზე ფიქსირდებოდა განსხვავებული აზრი, საოლქო კომისიამ არ გამოიკვლია საკითხი სათანადოდ, არ გახსნა ბათილი ბიულეტენების შეკვრა, არ შეისწავლა ბიულეტენთა ბათილად მიჩნევის მართებულობა და დაეყრდნო მხოლოდ უმრავლესობის მოსაზრებას. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საოლქო კომისიამ არ შეასრულა თავისი პირდაპირი ვალდებულება შეისწავლოს ქვემდგომი კომისიის გადაწყვეტილებათა შესაბამისობა კანონთან.

 

7.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 21-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი შეტანილია ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვა) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (მათ შორის, შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები შემოწმების შედეგის შესაბამისად ან ბათილად ცნოს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები). თუ დარღვევა იწვევს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულ პირთა შეცვლას (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას), არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად ცნობის შეცვლას (მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას) და ზემოაღნიშნული შემოწმება არ იძლევა კანონიერი შედეგის დადგენის შესაძლებლობას, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და ცესკოს წინაშე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხის დასმის შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომისიამ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე. ხოლო ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-8 მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად, საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთანავე, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მას არა აქვს უფლება, თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას. ასეთივე დანაწესი გათვალისწინებულია საარჩევნო კოდექსის 71-ე მუხლითაც, კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

 

ამავე კანონის 69-ე მუხლი ითვალისწინებს საუბნო საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლის წესს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუშის და მთვლელების მიერ ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები, ცალკე - ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა. მე-5 პუნქტის თანახმად კი, ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი – ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 27 აგვისტოს №4------ დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციაზე“, რომლის თანახმად საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების დასრულების შემდეგ კომისია განიხილავს და კენჭისყრით წყვეტს საეჭვოდ მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობის საკითხს. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა (არანაკლებ 4 ხმა). ხმების თანაბრობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. ნამდვილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენს კომისიის თავმჯდომარე დებს ნამდვილი ბიულეტენების დასტაში (საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმის მიხედვით), ხოლო ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენს − ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტაში. საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე მთვლელებს მიუთითებს, დაითვალონ: ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები; თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმები.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ №-- საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა არის 56. ამასთან, ამავე შემაჯამებელ ოქმზე, კომისიის ერთ-ერთი წევრის - თ-------------ის მიერ გაკეთებულია შემდეგი შინაარსის ჩანაწერი: ,,ვთვლი, რომ 7 ბიულეტენი გაბათილდა, სადაც გარკვევით იყო გამოხატული ამომრჩევლის ნება, მათ შორის 5 ნ-–-------------------. სადავოს არ წარმოადგენს ასევე ის ფაქტიც, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხი კენჭისყრით გადაწყვიტა საუბნო საარჩევნო კომისიამ და ხმათა უმრავლესობით შვიდივე ბიულეტენი ბათილად მიიჩნია, რისი სისწორეც გამყარებული იქნა 2018 წლის 04 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე ბათილი ბიულეტენების გამოკვლევის საფუძველზე.

 

განსახილველ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ოქმზე ფიქსირდებოდა განსხვავებული აზრი, ამიტომ საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებული იყო გაეხსნა ბათილი ბიულეტენების შეკვრა და ისე შეესწავლა ბიულეტენთა ბათილად მიჩნევის მართებულობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არსებობდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახსნა-განმარტება და ასევე კანონით დადგენილი წესით ჩატარებული კენჭისყრის შედეგები, რომლითაც ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება შვიდივე ბიულეტენის ბათილად მიჩნევის თაობაზე. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, არ წარმოადგენს არჩევნების შედეგებზე არსებითი გავლენის მქონე ფაქტებს. სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებელმა საქართველოს საარჩევნო კოდექსის არა ნებისმიერი სახის დარღვევა, არამედ მისი უხეშად დარღვევა მიიჩნია იმის საფუძვლად, რომ გაბათილდეს ან ხელახლა გადაითვალოს კენჭისყრის შედეგები. კანონის უხეშად დარღვევის ლეგალურ განმარტებას საქართველოს საარჩევნო კოდექსი არ იძლევა, თუმცა სასამართლოს აზრით, ნორმის სისტემური განმარტებიდან გამომდინარე, კანონმდებელი ამ ტერმინში მოიაზრებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის ნორმათა ისეთ არსებით, მასშტაბურ და სისტემურ დარღვევას, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესზე, კენჭისყრის ან არჩევნების შედეგებზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

7.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გასაჩივრებულ ნაწილში) გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი პროცედურული ნორმების ისეთ არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც სადავო საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა №-- საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №6------ განკარგულების (№-- საუბნო საარჩევნო კომისიის ნაწილში) ბათილად ცნობის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს ა-----------------–--------–---------------------------–--–-ის მოთხოვნა №-- საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე №-- საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის, ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლისა და მათი ბათილად მიჩნევის მართებულობის შესწავლის თაობაზე.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 77-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-----------------–--------–---------------------------–--–-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ა-----------------–--------–---------------------------–--–-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი გრ. რობაქიძის გამზირი №7ა). სააპელაციო საჩივარი შემოტანილი უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ. №6) გადაწყვეტილების გამოტანიდან 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი