განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1--------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
26 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი დარახველიძე,სხდომის მდივანი ნათია კოპალიანი
ბრალდების მხარე
პროკურორი ლა–----------–--ე,დაცვის მხარე
ბრალდებული: რე-----------------------–---–ი,დაბადების თარიღი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,პირადი N1----------
განათლება : უმაღლესი
ნასამართლობა: არ მქონე,საცხოვრებელი ადგილი: გ-----------------------------–------–----
სისხლის სამართლის საქმე 0-----------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 175 სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 07 აგვისტოს, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი---------------------------–--------–-–--------- განყოფილებაში, ქ--------------------- შეტყობინების საფუძველზე, მისი მეუღლის - რე-------------–---–ის მიმართ შედგენილ იქნა N------ შემაკავებელი ორდერი, ერთი თვის (30 დღე) ვადით. აღნიშნული ორდერის საფუძველზე, რე------------–---–ს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მითითებულ ვადაში მსხვერპლთან - მეუღლე ქე-------------–---–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა. 2018 წლის 13 აგვისტოს რე-------------–---–მა არ შეასრულა N------ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება და პირადად შეხვდა საცხოვრებელ მისამართზე ქ--------------------- აღნიშნულ ქმედებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------- N4-------- დადგენილების საფუძველზე, რე-------------–---–ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სახდელდადებულად. ადმინისტრაციულსახდელდადებულმა რე-------------–---–მა კვლავ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2018 წლის 27 აგვისტოს დაახლოებით 11:00 საათზე სამსახურში ქ. თბილისში, ვ---------–------------ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ცენტრ „ფ--------–- N3 მაღაზიაში მიაკითხა და შეხვდა მსხვერპლს - მეუღლე ქ---------------------
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 15 ოქტომბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ რე-------------–---–ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს რე-------------–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, რე-------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენას უტყუარად ადასტურებს საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების ო-–----------------, ქ--------------------- გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, ვიდეო კამერის ჩანაწერის დათვალიერების ოქმი და ვიდეო ჩანაწერი, შემაკავებელი ორდერი, თბილისის საქალაქო სასამართლოს N--------- დადგენილება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა რე-------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
რე-------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რე------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) მიღწევა შესაძლებელია ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლირების გარეშე, სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენებით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულ რე------------–---–ს პატიმრობაში გატარებული აქვს თითქმის ორი თვე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მას პატიმრობაში გატარებული პერიოდი საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უნდა ჩაეთვალოს სასჯელის მოხდაში და იგი მთლიანად უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
რე-------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით რე------------–---–ი მთლიანად განთავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
მსჯავრდებულ რე-------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და რე-------------–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
01 ცალი კომპიუტერული დისკი - დარჩეს საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმეში შენახვის ვადით.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი დარახველიძე