განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1--------
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 20-8 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების - ნ------------იძის, ლ-------–----–---–-ს, ი-----–------–---–-ს, ლ-----------–----ს, ნ-------------ის, მ--------------ის, ნ-----------–---ს, რ-------------ძის,ბრალდებულ - გ-------------------ს,ადვოკატ - ლ-------------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ: გ-------------------ს (დაბადებული 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, უმაღლესი განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–--–--------------------–---------------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–------–---------------------------------------–-) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებების გამო.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
1989 წელს, თ---–----------–------------------------–------------ აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, შეიქმნა ამხანაგობა ,,ს-------ი“, რომელსაც სახელმწიფოს მიერ გადაეცა მიწის ნაკვეთი, მდებარე თ---–--–------–------------------------------------ში, საკადასტრო კოდით: 0-.1-.0-.0------. 2003 წლის 05 მარტს, ამხანაგობა ,,ს-------ის“ თავმჯდომარე გ-------------------სა და ინდ/მეწარმე ვ------------–--–--ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის თაობაზე. 2004 წლის 05 მარტს, ამხანაგობა ,,ს-------ის“ წევრებმა მოიწვიეს ამხანაგობის კრება, სადაც გ------------------- გადაყენებულ იქნა თავმჯდომარის თანამდებობიდან. ამხანაგობას შეეცვალა სახელწოდება და დაერქვა ,,მ--------------“. ასევე მიღებულ იქნა ამხანაგობის ახალი დებულება, სადაც ამხანაგობა ,,მ--------------“ ცნობილ იქნა ამხანაგობა ,,ს-------ის“ სამართალმემკვიდრედ. 2004 წლის 22 მარტს, გ-------------------მ მოიწვია ამხანაგობა ,,ს-------ის“ კრება, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამხანაგობა ,,მ--------------“-ის 2004 წლის 05 მარტის კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ. 2009-20-0 წლებში ამხანაგობა ,,მ--------------“-სა და გ-------------------ს შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავები, სადაც სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობა ,,ს-------ის“ 2004 წლის 22 მარტის ამხანაგობის კრების ოქმი.
20-- წლის 12 ივნისს, შპს ,,ბ--------ს“ (ს/კ 4--------) დირექტორ ლ-–------–--–--ესა და ამხანაგობა ,,მ--------------“-ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობა-ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული მშენებარე საცხოვრებელი კორპუსით, საკუთრებაში გადაეცა შპს ,,ბ--------ს“. საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულების შემდგომ, ამხანაგობა ,,მ--------------“ მიიღებდა 400 კვ/მეტრ საცხოვრებელ ფართს. ბინების განაწილება, ნუმერაცია, განლაგება და დაზუსტება მოხდებოდა განშლის რეგისტრაციის შემდეგ.
აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებამდე, 2006 წელს, გ------------------- უკანონოდ შეიჭრა თ---–--–------–------------------------------------ში, მიწის ნაკვეთზე მდებარე მშენებარე კორპუსში, დაიკავა მისი პირველი, მეორე და მესამე სართულები. პირველ და მეორე სართულებზე მოაწყო საგამოფენო დარბაზი, ხოლო მესამე სართულზე დაიკავა ოთხი ბინა, რომლებსაც გაუკეთა რკინის კარი და უკანონოდ იმყოფებოდა მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში, რის შემდგომ გ------------------- სხვადასხვა გზით ხელს უშლიდა შპს ,,ბ--------ს“ და ამხანაგობა ,,მ--------------“-ს შორის გაფორმებული გარიგების რეგისტრაციას. კერძოდ, განცხადებები შეჰქონდა ს------------------ში და ხელოვნურად აფერხებდა რეგისტრაციის პროცესს, საკუთრების უფლების რეგისტრაცია შპს ,,ბ--------მ“ შეძლო მხოლოდ 20-6 წლის 16 მარტს. გ------------------- ხელს უშლის მშენებლობის გაგრძელებას, რითაც მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს აყენებს მშენებელს, ამხანაგობის წევრებს და მენაშენეებს, რომლებსაც სოლიდური თანხები აქვთ შეტანილი საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად.
მიუხედავად იმისა, რომ გ-------------------სთვის ცნობილი იყო სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის შესახებ, რომლითაც მოხდა ამხანაგობა ,,ს-------ის“ გაუქმება 20-5 წლის 03 სექტემბერს, მოიწვია გაუქმებული ამხანაგობა ,,ს-------ის“ კრება. წევრებად შეიყვანა მ----------–-----, ბ--------------, ი---------------–--ე, მ--------------–---–ი, ვ-------------------ი, ქ-----------–-----–--ე, მ-------–--ე, ლ-–----------–-–---–ი და ნ-------------–-–---–ი, მოატყუა ისინი, რომ თითქოსდა, თავად წარმოადგენდა გაუქმებული ამხანაგობა ,,ს-------ის“ თავმჯდომარეს, თვითნებურად მოახდინა მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში ბინების განშლა და თანხის გადახდის შემდგომ, ზემოაღნიშნულ პირებს გადასცა საცხოვრებელი ბინები თ---–--–------–------------------------------------ში (საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0------) არსებულ მშენებარე კორპუსში, სამომავლოდ საკუთრებაში გადაცემის უფლებით. ფულადი თანხის თაღლითურად მითვისების მიზნით, გ-------------------მ სს ,,პ------------------ში“ როგორც ფიზიკურმა პირმა, გახსნა ანგარიში G---------------------, რის შემდეგაც ნ-------------–-–---–ს ჩაარიცხინა 1 650 ლარი, ნ----------–--ეს - 790 ლარი, მ----------–-----ს - 20 000 აშშ დოლარი, ი---------------–--ეს - 13 000 აშშ დოლარი, ბ--------------ს - 51 154 ლარი, ო-------------–-–---–ს - 8 000 ლარი, მ--------------–---–ს - 3 000 ლარი, ქ-----------–-----–--ეს - 1 600 ლარი, მ----------–--ეს - 1 000 ლარი, თუმცა აღნიშნულმა პირებმა ვერ შეძლეს გ-------------------ს მიერ მათთვის უკანონოდ გადაცემული საცხოვრებელი ფართების საკუთრების უფლებით დარეგისტრირება, ვინაიდან საცხოვრებელი ბინები წარმოადგენდა შპს ,,ბ--------ს“ საკუთრებას და გ------------------- წარმოადგენდა არაუფლებამოსილ პირს. ჩარიცხულ თანხებს გ------------------- თაღლითურად დაეუფლა.
ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო მ დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა გ-------------------ს მიერ ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლის ფაქტი, რომელიც არღვევს მფლობელის ხელშეუხებლობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხოლო სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადგინდა გ-------------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მოტყუებით დაუფლება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულ ლ-–------–--–--ის ჩვენებით, 2003 წელს გაფორმდა ხელშეკრულება ინდ/მეწარმე ვ------------–--–--ესა და გ-------------------ს შორის. მშენებლობა დაიწყო ვ------------–--–--ემ, მის მიერ მოძიებული თანხით. ამხანაგობა „მ--------------“, რომელიც იყო ამხანაგობა „ს-------ის“ სამართალმემკვიდრე დაარსდა 2004 წელს. გ------------------- იყო ამხანაგობა ,,ს-------ის“ თავმჯდომარე. მისი კაბინეტი მდებარეობდა შენობის შესასვლელში და ის აკონტროლებდა ყველა შემსვლელ-გამომსვლელს. 2007 წელს, დავა იყო ,,მ-------------“-სა და გ-------------------ს შორის. შენობა-ნაგებობა ირიცხებოდა ,,მ--------------“-ის სახელზე. აქედან გამომდინარე, მენაშენეებს და მშენებელბს კითხვა ჰქონდათ გ-------------------სთან, თუ ის არ იყო უფლებამოსილი პირი, რატომ აწარმოებდა მოლაპარაკებებს. გ-------------------ს ასევე დავა ჰქონდა ამხანაგობის წევრებთან, რომელთაც ჰპირდებოდა ყველაფრის მოგვარებას. 2004 წლიდან, სრული უფლებამოსილება ქონებაზე ჰქონდა ,,მ-------------“-ს. გ-------------------ს ამ დროიდან არ ჰქონდა არანაირი უფლებამოსილება ეწარმოებინა, გაეყიდა, გაესხვისებინა და გადაეცა ვინმესთვის რაიმე ქონება. მისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ მშენებლობა მიმდინარეობდა ვ------------–--–--ის მიერ მოძიებული და მენაშენეთა მიერ შეტანილი თანხებით. თავდაპირველად, გაიმართა რამდენიმე კრება. გ------- ამბობდა, რომ ყველას მისცემდა თავის კუთვნილ ბინას, თუმცა შემდეგ ეუბნებოდა, რომ ის მათ არ იცნობდა და არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა მათ წინაშე. 20-- წელს დააარსა შპს ,,ბ--------“, რომლის დირექტორიც იყო თავად. ხელშეკრულება გააფორმა ,,მ-------------“-თან, რის საფუძველზეც აიღო ვალდებულება 60 მენაშენის წინაშე, მშენებლობის დასრულების და კუთვნილი ბინების გადაცემის თაობაზე. ხელშეკრულების დარეგისტრირება იუსტიციის სახლში შეძლო მხოლოდ 20-6 წლის 11 მარტს, რადგან მანამდე გ------------------- ს------------------ში შეტანილი განცხადებებით აჭიანურებდა ქონების შპს ,,ბ--------ზე“ დარეგისტრირებას. დაზარალებულის განმარტებით, 2007 წლიდან, იმ პერიოდში როდესაც ქონება აღარ ეკუთვნოდა ამხანაგობა „ს-------ს“, გ------------------- შეჭრილი იყო შენობაში, გააკეთა ღობე, გისოსები, დაადო კარებს ბოქლომი და ცხოვრობდა შიგნით. არაერთხელ მოსთხოვა გ-------------------ს მისი კუთვნილი ტერიტორიის დატოვება, თუმცა იგი თვითნებურად აგრძელებდა ტერიტორიაზე ყოფნას და საბოლოო ჯამში, 20-6 წლის ივნისში მოხდა მისი გამოსახლება სასამართლოს გადაწყვეტილებით. გ------------------- დღეს არის ,,მ--------------“-ის წევრი და მას არანაირი შენატანი არ აქვს განხორციელებული კორპუსის ასაშენებლად. ბოლო პერიოდში, თუ ვინმე გამოჩნდებოდა ბინის შეძენის მსურველი, გ------- ყველას ეუბნებოდა, რომ მის ანგარიშზე ჩაერიცხათ თანხა. მართლაც ყველას შეჰქონდა თანხა გ-------------------ს პირად ანგარიშზე, ჯამში 300-330 000 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც გ-------------------ს შეტანილი თანხის ნაწილი 160-170 000 აშშ დოლარის ოდენობით, გამოყენებული აქვს პირადი მიზნებისთვის.
მოწმე ა-–-------------–------ს ჩვენებით, 2005 წელს გადაწყვიტა თ---–--–------–--------------------ში, მშენებარე კორპუსში საცხოვრებელი ფართის შეძენა 47 500 აშშ დოლარად. ვ------------–--–--ესთან და გ-------------------სთან, რომელიც გაეცნო, როგორც ამხანაგობა ,,ს-------ის“ თავმჯდომარე, გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერდნენ ორივე მათგანი. აღნიშნული ფულადი თანხა გადაუხადა, როგორც გ-------------------ს, ისე ვ------------–--–--ეს. ქვითარი გამოწერილ იქნა ინდ/მეწარმე ვ------------–--–--ის სახელზე. ბინასთან დაკავშირებულ საკითხებს არკვევდა როგორც გ-------------------სთან, ისე ვ------------–--–--ესთან. თავადაც მუშაობდა ამავე კომპანიაში გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე და ყველა ხელშეკრულებას ხელს აწერდნენ ვ------------–--–--ე და გ-------------------. ძირითადად თანხა შეჰქონდათ ინდ/მეწარმე ვ------------–--–--ის ანგარიშზე, თუმცა იყო შემთხვევა, როცა ამხანაგობა ,,ს-------ის“ ანგარიშზეც შეჰქონდათ თანხა მენაშენეებს. თავდაპირველად, ამხანაგობა ,,ს-------ი“ და ვ------------–--–--ე ერთად აშენებდნენ კორპუსს. შესაბამისად, ენდობოდა ორივე მათგანს და ორივეს მხრიდან თვლის თავს დაზარალებულად. 13 წელია ელოდება ბინის ჩაბარებას, თუმცა დღემდე ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქირით. მოწმის განმარტებით, 2007 წელს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღარ არსებობდა ამხანაგობა ,,ს-------ი“ და თავმჯდომარე აღარ იყო გ-------------------. მის ნაცვლად შეიქმნა ამხანაგობა ,,მ--------------“, რომლის თავმჯდომარეც იყო ლ---–-------–-----. ვინაიდან ვერც მან და ვერც სხვა მენაშენეებმა ვერ მიიღეს კუთვნილი ბინები, მივიდნენ გ-------------------სთან, ბინების გადაფორმების მოთხოვნით, რაზეც გ------მა უთხრა, რომ მას მათგან ფული არ აუღია და მათ არ იცნობდა. ამის შემდგომ, გ-------------------მ შემოღობა კორპუსი, გაუკეთა გისოსები, დაადო ბოქლომი და აღარ უშვებდა შიგნით. მხოლოდ თავად ცხოვრობდა იმ კორპუსში. თავდაპირველად, მისი თავმჯდომარეობის დროს ჰქონდა იქ ცხოვრების, ასევე ბინების მენაშენეებზე გადაფორმების უფლება, თუმცა მას შემდეგ, რაც აღარ არსებობდა ამხანაგობა ,,ს-------ი“ და გ------------------- აღარ იყო თავმჯდომარე, მას არ ჰქონდა იქ ცხოვრების უფლება. დღეს კორპუსი არის თეთრი კარკასის მდგომარეობაში, მაგრამ არ არის დასრულებული. რაც შეეხება ვ------------–--–--ის მიერ გ-------------------ს თანხმობის გარეშე ბინების გაყიდვის საკითხს, ამის უფლება ვ------------–--–--ეს არ ჰქონდა, თუმცა მისთვის უცნობია ვ------------–--–--ე გ-------------------ს თანხმობის გარეშე ყიდიდა თუ არა ბინებს.
მოწმე ლ------------–-–---–ის ჩვენებით, 2005 წელს, მისი თხოვნით, რადგან მამა ჰყავდა მძიმე ავადმყოფი, მისმა მეგობარმა ქ-------------ემ გააფორმა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება ინდ/მეწარმე ვ------------–--–--ესთან, რომელთანაც ასევე გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება ამხანაგობა ,,ს-------ს“, საცხოვრებელი კორპუსის აშენების თაობაზე. ბინის შესაძენ თანხას ვ------------–--–--ეს თავად აძლევდა ხელზე, რომლის გადახდაზეც შესაბამისი დოკუმენტის გამოწერა ხდებოდა ვ------------–--–--ის მიერ და ქვითრებიც იყო გაცემული ვ------------–--–--ის სახელით. თანხა სრულად აქვს გადახდილი. დარჩენილი ჰქონდა მხოლოდ 3 000 აშშ დოლარი, რაც აღარ გადაიხადა იქიდან გამომდინარე, რომ კორპუსი აღარ შენდებოდა. მოგვიანებით, ვ------------–--–--ისგან შეიტყო, რომ სასამართლოში მიმდინარეობდა დავა ,,მ--------------“-ის წევრებს შორის, რის გამოც შეჩერებული იყო მშენებლობა. თავდაპირველად, გ------------------- არწმუნებდა ყველას, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და მიიღებდნენ კუთვნილ ბინებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც გამწვავდა მდგომარეობა, გ------მა უთხრა, რომ მისთვის ფული არ გადაუხდიათ და არ იცნობდა მათ. მოწმის ჩვენებით, ხელშეკრულების გაფორმებამდე, ბინის შეძენასთან დაკავშირებულ საკითხებზე, შეთანხმებას აწარმოებდა როგორც გ-------------------სთან, ისე ვ------------–--–--ესთან. როდესაც შეიტყო, რომ მენაშენეთა ფულადი თანხით აშენებული უძრავი ქონება გაფორმებული იყო ,,მ--------------“-ის სახელზე, მიმართეს სასამართლოს, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა შპს ,,ბ--------“, რომლის დირექტორადაც დაინიშნა ლ-–------–--–--ე, მთელი ქონება გადაეცა ,,ბ--------ს“. გ-------ს მხრიდან შეტანილი საჩივრების საფუძველზე ხდებოდა ქონებაზე ყადაღის დადება, რაც ხელს უშლიდა მშენებლობის გაგრძელებას. მოწმის განმარტებით, გ------------------- ცხოვრობდა მათი ფულით აშენებულ კორპუსში, ჰქონდა გაკეთებული საგამოფენო დარბაზი, შესასვლელ კარს დაადო ბოქლომი და შიგნით არ უშვებდა არავის. მისივე ჩვენებით, 20-6 წელს, მას შემდეგ, რაც ,,მ--------------“-მა მთელი ქონება გადასცა შპს ,,ბ--------ს“, მასთან გააფორმა ინდივიდუალური ხელშეკრულება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მშენებლობის დასრულება.
მოწმე მ-------------–---–ის ჩვენებით, 1983 წელს, კ------------------ს გამოეყო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს მხრიდან და მასვე დაევალა მშენებლობის პროექტის შექმნა. 1989 წელს გაუქმდა კოოპერატივი და შეიქმნა ამხანაგობა ,,ს-------ი“. მათ დაევალათ ამხანაგობაში წევრების გაწევრიანება და მშენებლობა. გაწევრიანებული იყო მამამისიც ოჯახით. ამხანაგობის წევრების მხრიდან ხორციელდებოდა გარკვეული შენატანები. 176 კვადრატული მეტრი ფართის მისაღებად, მამამისს შეტანილი აქვს 50 000 მანეთი. ასეთი სულ არის 15-16 კაცი, რომელთაგან ზოგს ჰქონდა 30 000, ზოგს 35 000 მანეთი შეტანილი. გ------------------- ამხანაგობის წევრებს სთავაზობდა გრძელვადიანი სესხის გამოტანას, რასაც ნელ-ნელა დაფარავდნენ. მიწის სამუშაოები ჩაატარა ვ------------–--–--ემ. გ------------------- მალავდა ამხანაგობის წევრთა რაოდენობას და შენატანის ოდენობას. არქივიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, ამხანაგობის წევრთა რაოდენობა შეადგენდა 59-ს. შემდეგ მოხდა ინფლაცია და გ-------------------სგან შეიტყო, რომ განულდა მათ მიერ შეტანილი თანხები. ამხანაგობა ,,მ--------------“ შეიქმნა 2004 წელს, რომლის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ლ---–-------–-----, რის შემდეგაც გ-------------------ს აღარ ჰქონდა არანაირი უფლებამოსილება ამ ქონებაზე. მშენებლობის ნებართვა ჰქონდა მხოლოდ ,,მ-------------“-ს, რადგან ქონება მთლიანად ირიცხებოდა მის სახელზე. გ.თ----------მ იცოდა, რომ აღარ იყო ამხანაგობის თავმჯდომარე და არ ჰქონდა არც მშენებლობის და არც ქონების გასხვისების უფლება, თუმცა მენაშენეებს შეჰქონდათ თანხები გ-------------------ს პირად ანგარიშზე და იქიდან ხდებოდა თანხების გახარჯვა. მოწმის განმარტებით, ვ------------–--–--ე ხელს აწერდა ხელშეკრულებებს, ვინაიდან მას ჰქონდა ძირი შეთანხმება - ნარდობის ხელშეკრულება, რომლის დანართის თანახმად, ვ------------–--–--ეს ჰქონდა უფლება დაედო ხელშეკრულება მენაშენესთან იმ შემთხვევაში თუ ის იქნებოდა ამხანაგობის წევრი და თუ ამას დაეთანხმებოდა ამხანაგობის თავმჯდომარე. რაც შეეხება ამხანაგობა ,,მ-------------“-სა და შპს ,,ბ--------ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების რეგისტრაციას, რომლითაც უძრავი ქონება გადაეცა შპს ,,ბ--------ს“, ეს მოხდა დაგვიანებით, რადგან ამას შეგნებულად ხელს უშლიდა გ------------------- ს------------------ში საჩივრების შეტანის გზით. დღეის მდგომარეობით, შენობა-ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული და მისით სარგებლობის უფლება არ ჰქონდა არავის, თუმცა გ------------------- იყო შეჭრილი ტერიტორიაზე და სარგებლობდა გარკვეული ფართით დიდი ხნის მანძილზე, თვითნებურად შემოვლებული ჰქონდა ღობე, დაადო კარებს ბოქლომი და არავის აძლევდა შიგნით შესვლის საშუალებას, რაც საბოლოოდ დამთავრდა მისი გამოსახლებით.
მოწმე დ----------------ის ჩვენებით, 2004 წლის მარტში, გადაწყვიტა თ---–--–------–------------აზე, მშენებარე კორპუსში ბინის შეძენა. გაიცნო ვ------------–--–--ე, რომელსაც მოურიგდა პირობებზე, კერძოდ, 135 კვ/მეტრი უნდა შეეძინა 4- 500 აშშ დოლარად. პირველადი შენატანი იყო 13 000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა გადაეხადა კვარტალურად 2 500 აშშ დოლარის ოდენობით. ბინის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო ორი წლის ვადაში. შეთანხმებისამებრ, გადაიხადა პირველადი შენატანი და სამშენებლო ფირმის ოფისში, ვ------------–--–--ეს და გ-------------------ს მაგიდაზე დაუდო პირველი კვარტლის გადასახადი 2 500 აშშ დოლარის ოდენობით, რაც აიღო გ-------------------მ, რომელმაც მისცა თანხის გადახდის ქვითარი. მიუხედავად გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდისა, კორპუსის მშენებლობა არ სრულდებოდა, რის გამოც მივიდა ვ------------–--–--ესთან იმის გასარკვევად თუ როდის მთავრდებოდა მშენებლობა, რაზეც ვ------------–--–--ემ მოსთხოვა ამხანაგობაში გაწევრიანება. გ------------------- პირდებოდა ამხანაგობის კრების მოწვევას და გაწევრიანებას, თუმცა ამის შემდგომ ვ------------–--–--ე და გ------------------- აღარ პასუხობდნენ მის ზარებს. ამასთან, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ამხანაგობა „მ-------------“-სა და გ-------------------ს შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავა, რაც საბოლოოდ გადაწყდა ამხანაგობა „მ--------------“-ის სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ქონება მიეკუთვნა „მ-------------“-ს, გ------------------- მაინც ჰპირდებოდა ამხანაგობის წევრებს ბინების მიღებას, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ მან არაფერი იცოდა და პასუხი უნდა მოეთხოვათ ხ---–--–--ისთვის. მოწმის განმარტებით, მენაშენეებმა თავისი სახსრებით გადაწყვიტეს კორპუსის გადახურვა, თუმცა გ------------------- შეჭრილი იყო კორპუსში, ბოქლომი დაადო კარებებს, ჩაკეტილი იყო შიგნიდან და არ აძლევდა სამშენებლო მასალის შეტანის საშუალებას. მისივე ჩვენებით, 2004 წელს, მის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელს აწერდა ვ------------–--–--ე, რომელიც ეუბნებოდა, რომ თანხა დაეტოვებინათ ოფისში და თავად უზრუნველყოფდა მის საბანკო ანგარიშზე შეტანას. სწორედ ამიტომ 13 000 აშშ დოლარი თავდაპირველად გადასცა ვ------------–--–--ეს, რომელმაც შეიტანა თუ არა აღნიშნული თანხა საბანკო ანგარიშზე, მისთვის უცნობია. გ------------------- ხელშეკრულებას ხელს არ აწერდა.
მოწმე ნ------------ის ჩვენებით, თ---–--–------–--------------------ში მდებარე მშენებარე კორპუსში ბინის შეძენასთან დაკავშირებით, ხელშეკრულება გააფორმა გ-------------------სთან და ვ------------–--–--ესთან, რომელიც იყო მშენებელი, ხოლო გ------------------- იყო ამხანაგობის თავმჯდომარე. ხელშეკრულების პირობების თანახმად, ბინა უნდა ჩაბარებოდა თეთრი კარკასის მდგომარეობაში. თანხა გადაიხადა ორ ეტაპად, კერძოდ, პირველ ეტაპზე თანხა გადაუხადა ვ------------–--–--ეს, რაზეც მიიღო შესაბამისი ქვითარი, ხოლო მეორე ეტაპზე თანხა გადაიხადა სს „პ------------------ში“ ამხანაგობა „ს-------ის“ ანგარიშზე. ხელშეკრულების გაფორმება და მასზე ხელის მოწერა მოხდა როგორც ვ------------–--–--ის, ისე გ-------------------ს მხრიდან. მიუხედავად თანხის გადახდისა, ხელშეკრულების პირობები არ შესრულდა. ბინა არ აშენდა, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა არაერთი დავა სასამართლოში. მოწმის განმარტებით, ტერიტორიაზე მისვლისას, ადგილზე დახვდა შემოვლებული ღობე, ბოქლომით დაკეტილი კარები, სადაც შეჭრილი იყო გ------------------- და არ აძლევდა შიგნით შესვლის საშუალებას. მისივე ჩვენებით, თავდაპირველად ხელშეკრულება გააფორმა ვ------------–--–--ესთან და გ-------------------სთან, რის შემდეგაც ხელშეკრულების გადაფორმება მოხდა დედამისის - დ---------------ს სახელზე, რა დროსაც ხელშეკრულებას ხელს აწერდნენ ასევე გ.თ---------- და ვ.ხ---–--–--ე, თუმცა ვინაიდან გარკვეულ საკითხებზე დედამისი - დ--------------- ვერ ახერხებდა კრებაზე დასწრებას, ხელშეკრულება ისევ გადაიფორმა თავის სახელზე. მოწმის განმარტებით, პირველი შენატანი 27 000 აშშ დოლარის ოდენობით, გადასცა ვ------------–--–--ეს, რომელმაც მისცა ამხანაგობა „ს-------ის“ ანგარიშის ნომერი, სადაც შეძლებდა შემდგომში თანხის შეტანას, ხოლო მეორედ თანხა შეიტანა ასევე ვ------------–--–--ის მიერ მიცემულ ანგარიშის ნომერზე, რომელიც იყო ამხანაგობა „ს-------ის“ ანგარიში.
მოწმე ლ---–-------–-----ს ჩვენებით, 1990-იან წლებში ამხანაგობა „ს-------ს“ გამოეყო მიწის ნაკვეთი ნ--–----------------------–-, რასაც გ------------------- იყენებდა პირადი მიზნებისათვის. გ-------------------ს სთხოვდნენ ამხანაგობის კრების ჩატარებას, რაზეც იგი სხვადასხვა მიზეზით აცხადებდა უარს. 2003 წელს, შემთხვევით გახდა ცნობილი, რომ ტერიტორია კომპენსაციის სახით საკუთრებაში ჰქონდა გადაცემული ამხანაგობა „ს-------ს“, რასაც მალავდა გ------------------- და კატეგორიულად უარყოფდა „ს-------ის“ სახელზე საკუთრების უფლების გადასვლას. პირიქით, ითხოვდა ამხანაგობის წევრებისგან ხუთი მილიონი ლარის შეგროვებას მიწის ნაკვეთის გამოსასყიდად. არქივიდან მოპოვებული მასალებით დაადგინა, რომ ამხანაგობის წევრების რაოდენობა შეადგენდა 59 ადამიანს, თუმცა გ------------------- აცხადებდა, რომ მათი რიცხვი იყო 200-მდე. 2004 წლის 05 მარტს, უზრუნველყვეს კრების ჩატარება, რასაც საერთოდ არ დაესწრო გ-------------------. კრების ინტერესი იყო ამხანაგობისთვის სახელის შეცვლა, თავმჯდომარის გადაყენება და დებულების შეცვლა, რაც განხორციელდა სრულად და შეიქმნა ამხანაგობა “მ--------------“, რომლის თავმჯდომარეც გახდა თავად. 2007 წელს, კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, შეძლეს მიწის ნაკვეთის „მ--------------“-ზე გადაფორმება, რომელიც იყო „ს-------ის“ სამართალმემკვიდრე. ამის შემდგომ, გ------------------- ატყუებდა ამხანაგობის წევრებს, რომ იგი იყო თავმჯდომარე და თავად წყვეტდა ყველაფერს. ის უსაფუძვლო საჩივრებით ცდილობდა დროის გაჭიანურებას და არ აძლევდა მშენებლობის დასრულების საშუალებას. გ------------------- შეიჭრა ობიექტში, ჩაასხა ბეტონის ჯებირი და არ აძლევდა არავის შიგნით შესვლის საშუალებას. 2004 წლის 22 მარტის კრების ოქმი გააუქმა სასამართლომ, რის შემდეგაც გ-------------------ს მიერ განხორციელებული ქმედებები იყო უკანანო.
მოწმე ე-----------–---–ის ჩვენებით, 2005 წლის აპრილში, ვ------------–--–--ესთან გააფორმა ხელშეკრულება თ---–--–------–--------------------ში მშენებარე კორპუსში 130 კვ/მეტრი ფართის ბინის შეძენის თაობაზე. მთლიანობაში ბინის ღირებულება შეადგენდა 39 000 აშშ დოლარს, ხოლო წინსწრებით გადაიხადა ბინის ღირებულების 30%. ბინა უნდა ჩაბარებოდა 2006 წლის ბოლოს, რაც არ შესრულდა. თავდაპირველად, კარგად მიდიოდა მშენებლობა. შემდეგ ობიექტს სხვადასხვა მიზეზით ედებოდა ყადაღა, ხოლო საბოლოოდ მშენებლობა გაჩერდა. მოწმის განმარტებით, გ-------------------მ ობიექტზე შესასვლელ კარს დაადო ბოქლომი, შეჭრილი იყო შიგნით, ჩაკეტილი ჰქონდა კარი, არ აძლევდა შიგნით შესვლის საშუალებას და ემუქრებოდა საპატრულო პოლიციის გამოძახებით. მთლიანობაში გადახდილი აქვს 39 000 აშშ დოლარი. თავდაპირველად თანხა შეიტანა ვ------------–--–--ის ანგარიშზე, ხოლო გ-------------------სთვის პირადად ფული არასდროს მიუცია. ხელშეკრულების გაფორმებისას, ვ------------–--–--ეს მისთვის არ უთქვამს, რომ მას ბინის გაყიდვის უფლება ამხანაგობის თანხმობის გარეშე არ ჰქონდა.
მოწმე ნ-------------–-–---–ის ჩვენებით, 1989 წელს, მეუღლე ვ---------------მ მოინდომა სახლის აშენება, რისთვისაც 15 000 მანეთი შეიტანა ბინათმშენებლობაში. თანხა შეიტანეს ბანკში, თუ ვის ანგარიშზე, ზუსტად არ ახსოვს. თანხის შეტანის შემდგომ, გაფორმდნენ როგორც ამხანაგობა „ს-------ის“ წევრები. 2004 წლის 0- მარტს დაიდო ხელშეკრულება ვ------------–--–--ესთან, სადაც მითითებული იყო, რომ 15 000 მანეთი არ იყო საკმარისი 70 კვ/მეტრი ფართის მისაღებად და დამატებით საჭირო იყო 3 000 აშშ დოლარის შეტანა. გაყიდა მ------ში მდებარე ბინა და 3 000 დოლარი შეიტანა ამხანაგობის ანგარიშზე ბანკის მეშვეობით. მისთვის ცნობილი არ იყო იმ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც, გ-------------------ს არ ჰქონდა უფლება განეხორციელებინა ამხანაგობა „ს-------ის“ თავმჯდომარის უფლებამოსილება. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა კუთვნილ ბინაში, თუმცა ვ------------–--–--ის შვილმა პოლიციის დახმარებით დაატოვებინა აღნიშნული ბინა. გ------------------- ეუბნებოდა, რომ თანხას ხელზე არ იღებდა და სთხოვდა ბანკის საშუალებით გადარიცხვას დანიშნულების მითითებით.
მოწმე ვ-------------------ის ჩვენებით, დაახლოებით 25 წლის წინ მამამისს - ს-----------------ს და ამხანაგობა „ს-------ის“ თავმჯდომარეს შორის შედგა შეთანხმება, რომ მიწის სამუშაოების შესრულების და სხვადასხვა სამშენებლო ტექნიკის მიწოდების სანაცვლოდ მიიღებდა ბინას. მისი სახელით, გ-------------------ს ანგარიშზე ჩარიცხეს 1 700 ლარი, რის საფუძველზეც გ-------------------მ და მშენებელმა ვ------------–--–--ემ გაუფორმეს ბინათმშენებლობის ხელშეკრულება, სადაც მითითებული იყო მისი ღირებულება 62 000 ლარის ოდენობით, თუმცა 60 000 ლარი ჩათვლილი იყო გადახდილად და გადასახდელი იყო 2 000 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ბინის გადაცემა არ მომხდარა, გ-------------------ს მხრიდან თავს მოტყუებულად არ გრძნობს, მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია. თავს მოტყუებულად გრძნობს ამხანაგობა „მ--------------“-ის მხრიდან, რომელმაც მიუხედავად მისი მხრიდან შესრულებული ვალდებულებისა, არ უზრუნველყო ბინის გადაცემა.
მოწმე ქ-----------–-----–--ის ჩვენებით, 1990-იან წლებში გახდა ამხანაგობა „ს-------ის“ წევრი. ამხანაგობა „ს-------ისთვის“ გამოყოფილი მიწის მოსაწესრიგებლად შეიტანა დაახლოებით 3-4000 მანეთი, რის სანაცვლოდაც უნდა მიეღო 150 კვ/მეტრი ფართის ბინა. მიუხედავად იმისა, რომ ბინა უნდა აშენებულიყო ორ წელში, დღემდე არ გადასცემია. მოწმის განმარტებით, მინდობილობა გაფორმებული ჰქონდა სხვა პიროვნებაზე, რომლის ვინაობაც არ ახსოვს, ასევე არ ფლობს ინფორმაციას საქმის დეტალებთან დაკავშირებით.
მოწმე ბ--------------ს ჩვენებით, დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს გ-------------------სთან. 1980 წელს გაწევრიანდა კოოპერატივში, რომლის თავმჯდომარეც იყო გ-------------------. მხატვართა კავშირს სახელმწიფოს მხრიდან გამოეყო მიწის ნაკვეთი და იმისთვის, რომ მიეღო ბინა აღნიშნულ ტერიტორიაზე, კოოპერატივის ანგარიშზე შეიტანა თანხა 1990 წელს, თუმცა რა ოდენობის, არ ახსოვს. 2004 წელს, გ-------------------მ მოიძია მშენებელი ინდ/მეწარმე ვ------------–--–--ის სახით და დაიწყო კორპუსის აშენება. თანხა შეჰქონდა გ-------------------ს ანგარიშზე, რომელიც თავის მხრივ რიცხავდა ვ------------–--–--ის სახელზე, რაც ხმარდებოდა კორპუსის აშენებას. 2004 წელს, მისთვის ცნობილი გახდა ამხანაგობის წევრ ლ---–-------–-----ს და გ-------------------ს შორის დაპირისპირების თაობაზე, ასევე ცნობილი გახდა, რომ ლ.-----–-----მ რამდენიმე ამხანაგობის წევრთან ერთად, გადააყენა გ------------------- და შექმნა ახალი ამხანაგობა. მოწმის განმარტებით, მის მიერ დახარჯული თანხა ბალანსზე უნდა აეყვანა ლ---–-------–-----ს და უნდა უზრუნველყო ან თანხის დაბრუნება ან ბინით დაკმაყოფილება, თუმცა იგი საერთოდ არ ყოფილა კრებაზე დაბარებული. შესაბამისად, არ არის ლ.-----–-----ს მიერ დაარსებული ამხანაგობის წევრი. შეჩერებულ მშენებლობასთან დაკავშირებით, გ------------------- ეუბნებოდა, რომ ფული აღებული ჰქონდა ვ------------–--–--ეს, რომელიც გაშვებული ჰყავდა სამსახურიდან. გ-------------------ს მიერ მიცემულ ანგარიშის ნომერზე სხვადასხვა დროს ჩარიცხული აქვს 51 154 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ ბინა არ ჩაბარებია, გ-------------------ს მხრიდან თავს მოტყუებულად არ გრძნობს, რადგან მის მიერ ჩარიცხული თანხა მოხმარდა სამშენებლო სამუშაოებს. გ-------------------ს მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.
მოწმე მ----------–-----ს ჩვენებით, 200- წლიდან არის ამხანაგობა „ს-------ის“ წევრი. ამხანაგობის წევრობა შესთავაზა გ-------------------მ. იმისთვის რომ დაფიქსირებულიყო ამხანაგობის წევრად, ნებაყოფლობით შეიტანა 1 000 აშშ დოლარი. ამის შემდგომ, ვ------------–--–--ესთან გააფორმა ხელშეკრულება ბინის შეძენის თაობაზე, რაზეც ამხანაგობა „ს-------ის“ ანგარიშზე შეიტანა 20 000 აშშ დოლარი. 2004 წელს, კანონდარღვევით ჩატარდა ამხანაგობის კრება, რადგან კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება არ გამოხატავდა ამხანაგობის წევრების სურვილს და აღნიშნულ კრებას არ ესწრებოდა არც ამხანაგობის წევრთა ნაწილი და არც თავად გ-------------------. მისთვის ცნობილი იყო იმ სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე, რითაც ლ---–-------–-----ს მიერ ჩატარებული კრება ცნობილ იქნა კანონიერად. ანგარიშზე თანხის შეტანა გ-------------------ს არ დაუძალებია და ეს იყო მისი სურვილი. ის, რომ თითქოს თანხის გადახდის შემდეგ, გ-------------------სგან გახდა ცნობილი, რომ ლ---–-------–----- იყო ქონების მეპატრონე, სინამდვილეს არ შეესაბამება. პირიქით, გ------------------- არწმუნებდა მას, რომ არ ეჩქარა თანხის შეტანა და დალოდებოდა მდგომარეობის დარეგულირებას. მიუხედავად იმისა, რომ თანხის შეტანის დროს ითვალისწინებდა თანხის დაკარგვის საფრთხეს, ნებაყოფლობით, ყოველგვარი დაძალების გარეშე მიიღო თანხის ანგარიშზე შეტანის გადაწყვეტილება. გ-------------------ს მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. მისი მხრიდან თავს დაზარალებულად არ ცნობს.
მოწმე მ--------------–---–ის ჩვენებით, 1990 წლიდან არის ამხანაგობა „ს-------ის“ წევრი. ბინის მისაღებად ამხანაგობა „ს-------ის“ ანგარიშზე მთლიანობაში შეტანილი აქვს 5 000 ლარი. თანხა შეიტანა თავისი სურვილით, რის შემდეგაც თანხის შეტანის თაობაზე აცნობა გ-------------------ს. 2005 წელს, ამხანაგობის ანგარიშზე შეიტანა 3 000 ლარი, ხოლო 20-5 წელს - დამატებით 2 000 ლარი. მთლიანობაში უნდა მიეღო 60 კვ/მეტრი ფართის ბინა, თუმცა მშენებლობა შეჩერდა და მისთვის ბინის ჩაბარება არ მომხდარა. გ-------------------ს თანხის ჩარიცხვის შესახებ აცნობა მას შემდეგ, რაც თანხა უკვე შეტანილი ჰქონდა. შესაბამისად, გ------ს მისთვის არაფერი მოუტყუებია, მისგან თავს დაზარალებულად არ ცნობს და არც არანაირი პრეტენზია გააჩნია.
მოწმე მ-------–--ის ჩვენებით, 1990 წლიდან არის ამხანაგობა „ს-------ის“ წევრი. მხატვართა კავშირმა გადაწყვიტა მხატვრებისთვის ბინის შეძენა, რაც უნდა აშენებულიყო სახელმწიფოს მიერ გადაცემულ მიწის ნაკვეთზე. შეიქმნა ამხანაგობა, რომლის თავმჯდომარეც იყო გ-------------------. ამხანაგობაში თავდაპირველად შეიტანა 15 000 მანეთი, რის შემდეგაც თანხის შეტანას ახდენდა მამამისი, თუმცა რა ოდენობით, ვერ იხსენებს. საცხოვრებელ ბინაზე კარის დაკიდების მიზნით შეიტანა დამატებით 1 000 ლარი. აღნიშნული თანხა გადაიხადა ამხანაგობის კრების გამართვის შემდგომ, რასაც თავმჯდომარეობდა გ-------------------, რა დროსაც განისაზღვრა, ვის რომელი ბინა ეკუთვნოდა. მისთვის ცნობილი იყო სასამართლო დავების შესახებ, რაც მიმდინარეობდა აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით. ამხანაგობა „მ--------------“ როდის შეიქმნა არ ახსოვს. რამდენადაც იცის მას თავმჯდომარეობდა ლ---–-------–-----. მისთვის ცნობილი იყო, რომ 2004 წლის შემდეგ, ამხანაგობა „ს-------ი“ არ არსებობდა. მოწმის განმარტებით, 1 000 ლარი შეიტანა ნებაყოფლობით, კარის შეძენის მიზნით, რაც შესრულდა კიდეც გ-------------------ს მხრიდან. შესაბამისად, გ------თან მას პრეტენზია არ აქვს და მისგან თავს დაზარალებულად არ მიიჩნევს.
მოწმე ი---------------–--ის ჩვენებით, 1989 წლიდან, ურთიერთობა აქვს ამხანაგობა „ს-------თან“, სადაც პირველადი შენატანი განახორციელა მამამისმა ი-----------------–--ემ. ს-------ის თავმჯდომარე იყო გ-------------------. თუ როდის გაუქმდა „ს-------ი“ მისთვის უცნობია, რადგან ძირითად მონაწილეობას „ს-------ის“ საქმიანობაში იღებდა მამამისი. „ს-------ის“ ანგარიშზე თავდაპირველი შენატანი განახორციელა ი-----------------–--ემ, ხოლო შემდგომი გადახდა განახორციელა მისმა მაზლმა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით. მის მიერ ჩარიცხული თანხები მოხმარდა კორპუსის მშენებლობას. შესაბამისად, გ-------------------სგან თავს დაზარალებულად არ ცნობს და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
მოწმე თ----------–---ს ჩვენებით, მიღებული განცხადების საფუძველზე, 20-6 წლის თებერვალში დაიწყო გამოძიება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. დაკითხა დაზარალებული, მოწმეები, გამოითხოვა ამხანაგობებსა და მენაშენეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, ასევე მოიპოვა და დაათვალიერა საბანკო ამონაწერები.
მოწმე ვ------------–--–--ის ჩვენებით, გ-------------------მ შესთავაზა თ---–--–------–-------------------------------------------ში საცხოვრებელი კორპუსის აშენება, რასთან დაკავშირებითაც მასსა და გ------ს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, საცხოვრებელი კორპუსიდან 20 % უნდა გადასცემოდა ამხანაგობა „ს-------ს“, ხოლო 80 % თავად უნდა გაეყიდა ახალ მენაშენეებზე. 2003 წელს ჩატარდა ამხანაგობა „ს-------ის“ კრება, სადაც განხილულ იქნა პროექტი და დაიდო მასთან ხელშეკრულება, როგორც მშენებელთა მშენებელი, ასევე მოხდა მისი გაწევრიანება ამხანაგობის წევრად. მომზადდა პროექტი, რომლის თანახმად, 26 000 კვ/მეტრი ფართიდან, ამხანაგობა „ს-------ს“ ეკუთვნოდა 5 200 კვ/მეტრი, რაც უნდა გაენაწილებინათ ამხანაგობის წევრებზე. ამის შემდგომ თავისი სახსრებით დაიწყო კორპუსის მშენებლობა. ყველა მენაშენე ინფორმირებული იყო, რომ ქონება იყო ამხანაგობის საკუთრება. იდებოდა მათთან კონტრაქტები და იწერებოდა განცხადებები ამხანაგობაში გასაწევრიანებლად, რის შემდეგაც უნდა მომხდარიყო ფართების განაწილება და ს------------------ში დარეგისტრირება, თუმცა მათი გაწევრიანება ამხანაგობაში არ მომხდარა, რის გამოც გ------------------- პირდებოდა კრების მოწვევას და მათ გაწევრიანებას. გ------- ითხოვდა ამხანაგობაში გასაწევრიანებლად თანხის შეტანას. გ.თ----------მ თავად გახსნა ანგარიში, რომლის მოსარგებლედ ითვლებოდა ამხანაგობა „ს-------ი“. მთლიანობაში ამხანაგობის ანგარიშზე შევიდა 300 000 ლარამდე. აღნიშნულ ანგარიშზე ჩარიცხული თანხა ხმარდებოდა სამშენებლო სამუშაოებს, თუმცა გ-------------------მ ანგარიშზე დაიტოვა 131 000 ლარი. თუ სად წავიდა აღნიშნული თანხა, მისთვის უცნობია. თანხების ჩარიცხვის მიუხედავად, გ------------------- არ ახდენდა მენაშენეების ამხანაგობაში გაწევრიანებას. 2004 წელს ამხანაგობას შეეცვალა სახელი და ჩამოყალიბდა ახალი ამხანაგობა „მ--------------“-ის სახით, რომლის თავმჯდომარეც გახდა ლ---–-------–-----. საბოლოოდ, მიწის ნაკვეთი გადავიდა აღნიშნული ამხანაგობის საკუთრებაში. ამის შემდგომ, გ-------------------ს და ლ---–-------–-----ს შორის მიმდინარეობდა დავა, რაც სასამართლომ გადაწყვიტა ლ---–-------–-----ს სასარგებლოდ. მიუხედავად ამისა, გ------------------- არ აძლევდა ბინების ს------------------ში დარეგისტრირების საშუალებას, რის გამოც მიმართა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს, რომელმაც დაადგინა, რომ მის მიერ ჩატარებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 2 546 000 ლარს, თუმცა ექსპერტიზამ ხარჯში არ ჩაუთვალა გარკვეული სამშენებლო მასალა, რაც ჰქონდა შეძენილი. ამის შემდგომ, მოთხოვნის უფლება გადაეცა კომპანია „ბ--------ს“ დირექტორს - ლ-–------–--–--ეს, რომელმაც აიღო ვალდებულება მენაშენეების წინაშე, რომ დააკმაყოფილებდა სრულად, ხოლო ამხანაგობას გადასცემდა 400 კვადრატულ მეტრ ფართს, რაც შეადგენს რვა ბინას. მიუხედავად იმისა, რომ გ------------------- ს------------------ში შეტანილი საჩივრებით აჭიანურებდა ქონების „ბ--------“-ზე დარეგისტრირებას, საბოლოოდ, ქონება მაინც გადავიდა „ბ--------ს“ საკუთრებაში, თუმცა გ------- შეჭრილი იყო შენობაში, დააყენა რკინის კარი, დაადო ბოქლომი და არავის აძლევდა შიგნით შესვლის საშუალებას. სწორედ ამის გამო, შპს „ბ--------“ ვერ ახორციელებდა სამშენებლო სამუშაოებს. თავდაპირველად, გ-------------------სთან ხელშეკრულება გაფორმდა 2003 წელს, ხოლო მშენებლობა დაიწყო 2004 წელს. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ქონების გასხვისება ხდებოდა გ-------------------სთან შეთანხმებით. როგორც 80 %-ის მფლობელს, უფლება ჰქონდა ამხანაგობის თანხმობის გარეშე გაესხვისებინა ქონება. გ-------------------ს არანაირი სამუშაო შესრულებული არ ჰქონდა და მიწის სამუშაოები განახორციელა თავად.
1989 წლის 16 აგვისტოს თ---–----------–------------------------–------------ აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების თანახმად, შეიქმნა ამხანაგობა ,,ს-------ი“, რომელსაც სახელმწიფოს მიერ გადაეცა მიწის ნაკვეთი, მდებარე თ---–--–------–------------------------------------ში, საკადასტრო კოდით: 0-.1-.0-.0------.
2003 წლის 05 მარტს, ამხანაგობა ,,ს-------ის“ თავმჯდომარე გ-------------------სა და ინდ/მეწარმე ვ------------–--–--ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შედგა შეთანხმება ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის თაობაზე.
2004 წლის 05 მარტის ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ს-------ის“ წევრთა კრების ოქმის შესაბამისად, ამხანაგობის წევრებმა მოიწვიეს ამხანაგობის კრება, სადაც გ------------------- გადაყენებულ იქნა თავმჯდომარის თანამდებობიდან. ამხანაგობას შეეცვალა სახელწოდება და დაერქვა ,,მ--------------“, ასევე მიღებულ იქნა ამხანაგობის ახალი დებულება, სადაც ამხანაგობა ,,მ--------------“ ცნობილ იქნა ამხანაგობა ,,ს-------ის“ სამართალმემკვიდრედ.
2004 წლის 22 მარტის კრების ოქმის მიხედვით, გ-------------------მ მოიწვია ამხანაგობა ,,ს-------ის“ კრება, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამხანაგობა ,,მ--------------“-ის 2004 წლის 05 მარტის კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ.
თბილისის მთავრობის 2007 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა თ---–----------–------------------------–------------ აღმასრულებელი კომიტეტის 1987 წლის 21 აგვისტოს N---- განკარგულება, თ---–----------–------------------------–------------ აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 18 მაისის N---2--2-- გადაწყვეტილება და თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 10 იანვრის N0-.4--4- დადგენილება იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ამხანაგობა „ს-------ის“ მიწათსარგებლობის უფლება 5 095 კვ/მეტრი ფართის მიწის ნაკვეთზე, მდებარე თ---–--–------–--------------------ში.
2009 წლის 05 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ს-------ის“ საინიციატივო ჯგუფის 2003 წლის 15 ოქტომბრის კრების ოქმი 320 ახალი წევრების მიღების ნაწილში, ასევე ბათილად იქნა ცნობილი ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ს-------ის“ საინიციატივო ჯგუფის 2003 წლის 27 დეკემბრის კრების ოქმი N21, ლ.-----–-----ს, ვ.დ--------ის, ე.ჯ--------ის, ს.თ---–--–ის, ჯ.ბ---------ის, ი.დ---–--ის, კ.შ-----ს, გ.მ------–---–ის, ხ.გ-------–---, შ.გ-----ის და რ.ხ--–-------ს ამხანაგობის წევრობიდან გარიცხვის ნაწილში.
ბათილად იქნა ცნობილი ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ს-------ის“ საინიციატივო ჯგუფის 2004 წლის 22 მარტის კრების ოქმი N23 და ოქმით დამტკიცებული ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ს-------ის“ დებულება.
მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე 2003 წლის 05 მარტის, ინდ/მეწარმე „ვ------------–--–--ეს“ და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ს-------ს“ შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში.
20-- წლის 12 ივნისს შპს „ბ--------ს“ დირექტორ ლ-–------–--–--ესა და ამხანაგობა ,,მ-------------“-ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობა-ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული მშენებარე საცხოვრებელი კორპუსით, საკუთრებაში გადაეცა შპს ,,ბ--------ს“. საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულების შემდგომ, ამხანაგობა ,,მ--------------“ მიიღებდა 400 კვ/მეტრ საცხოვრებელ ფართს. ბინების განაწილება, ნუმერაცია, განლაგება და დაზუსტება მოხდებოდა განშლის რეგისტრაციის შემდეგ.
20-5 წლის 03 სექტემბრის კრების ოქმის საფუძველზე, გ-------------------ს მიერ მოწვეულ იქნა ამხანაგობა ,,ს-------ის“ კრება, სადაც წევრებად შეიყვანა მ----------–-----, ბ--------------, ი---------------–--ე, მ--------------–---–ი, ვ-------------------ი, ქ-----------–-----–--ე, მ-------–--ე, ლ-–----------–-–---–ი და ნ-------------–-–---–ი, რომელთაც თანხის გადახდის შემდგომ, გადასცა საცხოვრებელი ბინები თ---–--–------–------------------------------------ში (საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0------) არსებულ მშენებარე კორპუსში, სამომავლოდ საკუთრებაში გადაცემის უფლებით.
დათვალიერების ოქმის შესაბამისად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ვ-------------------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ, 2008 წლის 15 დეკემბრის ბინათმშენებლობის ინდივიდუალური ხელშეკრულება, გაფორმებული ამხანაგობა „ს-------ის“ თავმჯდომარე გ-------------------ს, ვ------------–--–--ეს და ს-----------------ს შორის, თ---–--–------–-------------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსში, 120 კვ/მეტრი ფართის შეძენის შესახებ. ხელშეკრულებას ერთვის დანართი N1, სალაროს შემოსვლის ორდერი თარიღით: 2007 წლის 25 დეკემბერი, სადაც თანხის - 1 700 ლარის შემტანად მითითებულია ვ-------------------ი, ხოლო მიმღების გრაფაში მითითებულია ფიზიკური პირი „გ------------------- ამხანაგობა ს-------ი“. 20-- წლის 07 მაისის სალაროს შემოსვლის ორდერის თანახმად, თანხის - 2 000 ლარის შემტანად მითითებულია ვ-------------------ი, ხოლო მიმღების გრაფაში მითითებულია ფ/პ „გ------------------- ამხანაგობა ს-------ი“.
დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, კერძოდ, 20-6 წლის 22 ივლისის შესრულებული სამუშაოს N2 აქტი, რაც ეხება პირველი სართულის ეზოს გათხრას - განსაზღვრული ხარჯით 1 990 ლარი; 20-6 წლის 23 ივლისის შესრულებული სამუშაოს N2 აქტი ეხება ლითონის კვადრატული მილებიდან ვიტრაჟის დამზადებას, განსაზღვრული ხარჯი 1 965 ლარის ოდენობით; 20-6 წლის 23 ივლისის შესრულებული სამუშაოს N2 აქტი ეხება საგამოფენო დარბაზში შესასვლელი კიბეების მოაჯირების გაკეთებას, განსაზღვრული ხარჯით 986,5 ლარის ოდენობით; შესრულებული სამუშაოს აქტი N2 ასევე ეხება პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე სართულებზე, კიბის ბაქანზე კედლების აშენებას, განსაზღვრული ხარჯით 9 646 ლარი; 20-6 წლის 26 ივლისის N2 აქტი ეხება ცემენტის იატაკის დასხმას და გათხრას, განსაზღვრული ხარჯით 4 304 ლარი; 27 ივლისის N2 აქტი ეხება კანალიზაციის და ელექტროგაყვანილობის მონტაჟს, განსაზღვრული ხარჯით 17 157 ლარი; შესრულებული სამუშაოს იმავე აქტი ეხება პირველი სართულის კიბის უჯრედების გაკეთებას, განსაზღვრული ხარჯით 3 642 ლარი; N2 შესრულებული სამუშაო აქტი ეხება სპორტული დარბაზის გაკეთებას, განსაზღვრული 7 40- ლარის ხარჯით, ასევე განსაზღვრულია ლითონის კარებების და მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრის დამზადება, ხარჯით 22 917 ლარი.
დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს მ----------–-----ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ, 2004 წლის 17 თებერვლის ინდივიდუალური ხელშეკრულება, გაფორმებული მ----------–-----სა და ვ------------–--–--ეს შორის, თ---–--–------–-------------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსში ფართის შეძენის მიზნით, თანხის შეტანის შესახებ, რომელსაც ხელს აწერენ ვ------------–--–--ე და მ----------–-----. 2007 წლის 17 დეკემბრის რწმუნებულება რეესტრის N------- რომლითაც მ----------–-----მ განუსაზღვრელი ვადით გადასცა უფლებამოსილება გ-------------------ს, მისი სახელით აწარმოოს ყველა მოქმედება ნებისმიერ ინსტანციაში და ორგანოში. 2007 წლის 13 ოქტომბრის სალაროს შემოსავლის ორდერით, თანხის შემტანად მითითებულია მ-----------–---ია, თანხის ოდენობა - 1 000 აშშ დოლარი, ხოლო მიმღების გრაფაში მითითებულია ფ/პ „გ------------------- ამხანაგობა ს-------ი“. 20-0 წლის 21 აგვისტოს სალაროს შემოსავლის ორდერით, თანხის შემტანად დაფიქსირებულია მ----------–-----, თანხის ოდენობით 13 000 ლარი, ხოლო მიმღების გრაფაში მითითებულია ფ/პ „გ------------------- ამხანაგობა ს-------ი“. 20-0 წლის 25 აგვისტოს სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, თანხის შემტანად დაფიქსირებულია მ----------–-----, თანხის ოდენობით 3 000 ლარი, ხოლო მიმღების გრაფაში მითითებულია ფ/პ „გ------------------- ამხანაგობა ს-------ი“.
დათვალიერების ოქმის საფუძველზე, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ნ-------------–-–---–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ, 2004 წლის 0- მარტის ინდივიდუალური ხელშეკრულება, გაფორმებული ნ-------------–-–---–სა და ვ------------–--–--ეს შორის, თ---–--–------–-------------------------------------------ში არსებულ საცხოვრებელ კორპუსში ფართის შეძენის მიზნით, თანხის შეტანის შესახებ, რომელსაც ხელს აწერენ ნ-------------–-–---–ი და ვ------------–--–--ე. 2007 წლის 0- ოქტომბრის სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, თანხის შემტანად მითითებულია ვ----------ია, თანხის ოდენობა 1 650 ლარი, ხოლო თანხის მიმღები ფ/პ „გ------------------- ამხანაგობა ს-------ი“. 2007 წლის 06 დეკემბრის სალაროს შემოსავლის ორდერით, თანხის შემტანად დაფიქსირებულია ვ----------ია, თანხის ოდენობით 1 700 ლარი, ხოლო მიმღების გრაფაში მითითებულია ფ/პ „გ------------------- ამხანაგობა ს-------ი“. 20-- წლის 10 მარტის სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, თანხის შემტანად დაფიქსირებულია ნ-------------–-–---–ი, თანხის ოდენობით 500 ლარი, ხოლო მიმღების გრაფაში მითითებულია ფ/პ „გ------------------- ამხანაგობა ს-------ი“.
დათვალიერების ოქმის შესაბამისად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ბ--------------ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ, 2007 წლის 04 აპრილის ამხანაგობა „ს-------ის“ კრების ოქმი, რომლის ნამდვილობასაც ამოწმებს ნოტარიუსი ნ---------------–---–-. მას თან ერთვის ბინების სქემა, რომელსაც ხელს აწერს ამხანაგობა „ს-------ის“ თავმჯდომარის სახელით გ-------------------. 2007 წლის 30 ნოემბრის სალაროს შემოსვლის ორდერის თანახმად, მითითებულია ბ--------------, თანხის ოდენობა 1 000 ლარი, ხოლო მიმღებ გრაფაში მითითებულია ფ/პ „გ------------------- ამხანაგობა ს-------ი“. 2007 წლის 07 დეკემბრის სალაროს შემოსავლის ორდერით, თანხის შემტანად დაფიქსირებულია ბ--------------, თანხის ოდენობით 1 000 ლარი, ხოლო მიმღების გრაფაში მითითებულია ფ/პ „გ------------------- ამხანაგობა ს-------ი“. 20-2 წლის 21 სექტემბრის სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, თანხის შემტანად დაფიქსირებულია ბ--------------, თანხის ოდენობით 6 600 ლარი, ხოლო მიმღების გრაფაში მითითებულია ფ/პ „გ------------------- ამხანაგობა ს-------ი“. 20-2 წლის 23 ოქტომბრის სალაროს შემოსავლის ორდერით, თანხის შემტანად დაფიქსირებულია ბ--------------, თანხის ოდენობით 18,194 ლარი, ხოლო მიმღების გრაფაში მითითებულია ფ/პ „გ------------------- ამხანაგობა ს-------ი“. 20-1 წლის 1- დეკემბრის სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, თანხის შემტანად დაფიქსირებულია ბ--------------, თანხის ოდენობით 8 250 ლარი, ხოლო მიმღების გრაფაში - ფ/პ „გ------------------- ამხანაგობა ს-------ი“.
20-- წლის 10 ივნისის მოთხოვნის დათმობის შეთანხმების მიხედვით, ინდ/მეწარმე ვ------------–--–--ე თანახმაა დათმოს ამხანაგობა „მ--------------“-ის მიმართ მოთხოვნა სრული ოდენობით შპს „ბ--------ს“ სასარგებლოდ, რაც უკავშირდება შემდეგ უძრავ ქონებას: მიწის ნაკვეთს, მდებარეს თ---–--–------–----------------------–------------------, საკადასტრო კოდით: 0-.1-.0-.0--.0--, ნაკვეთი ფართობით: 480 კვ/მეტრი და მასზე განლაგებულ მშენებარე შენობა-ნაგებობას. მოთხოვნის დათმობის სანაცვლოდ, შპს „ბ--------“ იღებს უპირობო ვალდებულებას, რომ მის მიერ აღნიშნული ქონების საკუთრებაში მიღებისა და მშენებლობის ნებართვის აღების შემდეგ, ეტაპობრივად, ორი წლის განმავლობაში, განახორციელებს ინდ/მეწარმე ვ------------–--–--ის ვალდებულებათა ანაზღაურებას დანართში აღნიშნული პირების მიმართ.
საქმეში წარმოდგენილი ნარდობის ხელშეკრულებების თანახმად, ხელშეკრულებების საფუძველზე, უნდა აშენდეს თ---–--–------–--------------------ზე მდებარე მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი. ხელშეკრულებები გაფორმებულია მენარდე ვ------------–--–--ესა და შემკვეთებთან: ო------–------სთან, ნ------------–---–თან, თ--------------ესთან, დ------------------–-–---–თან, ნ---------------სთან, გ---–---------------ასთან და ნ--------–----სთან, რომელსაც ხელს აწერს გ-------------------, როგორც ამხანაგობა „ს-------ის“ თავმჯდომარე, ხოლო ვ------------–--–--ის მიერ ჯ------–---------სთან, ქ-------------ესთან, ა-------–--იძესთან, ნ-------------თან, მ------------------ისთან, ნ----------------ესთან, ნ--–-------–----–---–თან, ტ------–---------–---–თან და დ--------------–--------სთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე გ-------------------ს ხელმოწერა არ ფიქსირდება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ გ-------------------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული დაცვის მხარის მტკიცებულებები და ბრალდების მხარის მტკიცებულებიდან მოწმეების: ქ-----------–--ს, თ----–-----–----ის, გ------–------–--ის, ჯ------–---------ს, ი-------–----–---–ის, ი---–------------ას, ნ--------–---ის, ო------–------ს, ლ------------–-–---–ის, ნ--–---------–---–ის, ნ-------------ის, რ----------------ს, დ------------------ის და ე-–--------------–--ის გამოკითხვის ოქმები, მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად სხდომაზე გამოკვლევის გარეშე.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ-------------------სთვის ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის მიერ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-0 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).
სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, თაღლითობის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო მის საგანს წარმოადგენს სხვისი მოძრავი ან უძრავი ქონება, ასევე სხვის ქონებაზე უფლება. ობიექტური მხრივ თაღლითობა მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებისგან განსხვავებით, რომლებისთვისაც დამახასიათებელია დანაშაულის განხორციელების ფიზიკური ხერხი, თაღლითობისას პირის მოქმედებას ინფორმირებული ხასიათი აქვს, ან გამოხატულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი.
ქონების დაუფლების საშუალებაა მოტყუება. ცხადია მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა.
თაღლითობის სპეციფიკა იმაშიც პოულობს თავის გამოხატულებას, რომ გარეგნულად ქონების გადაცემა დამნაშავისთვის ხდება ნებაყოფლობით თვით მესაკუთრის ან მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. მოტყუება კი, წინ უნდა უძღოდეს ნივთის დაუფლებას.
თაღლითობის დროს მოტყუების ერთ-ერთ ხერხს წარმოადგენს ნდობის ბოროტად გამოყენება, რაც გამოიხატება დამნაშავის მიერ სპეციალური უფლებამოსილების ან პირადი ნდობის ბოროტად გამოყენებაში.
თაღლითობის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ სხვის ქონებას ისაკუთრებს პირი ან იგი გადადის მის მფლობელობაში და მას ამ ქონების მიმართ უჩნდება განსაზღვრული უფლებამოსილება. ამ დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ე.ი. ამ დროს პირს ამოძრავებს დაზარალებულის შეცდომაში შეყვანის სურვილი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ე.ი. მესაკუთრის, მფლობელის ან მოსარგებლის ნებისაგან საწინააღმდეგოდ, მათი მფლობელობიდან ნივთის გასვლის შემდეგ, დამნაშავე უნდა ცდილობდეს მის მისაკუთრებას არამართლზომიერი გზით. თავად კი, უნდა აცნობიერებდეს, რომ ის სჩადის დანაშაულს. ამასთან, მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ მისი ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე გ-------------------ს ედავება შემდეგს: მიუხედავად იმისა, რომ გ-------------------სთვის ცნობილი იყო სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის შესახებ, რომლითაც მოხდა ამხანაგობა ,,ს-------ის“ გაუქმება, 20-5 წლის 03 სექტემბერს, მოიწვია გაუქმებული ამხანაგობა ,,ს-------ის“ კრება, წევრებად შეიყვანა მ----------–-----, ბ--------------, ი---------------–--ე, მ--------------–---–ი, ვ-------------------ი, ქ-----------–-----–--ე, მ-------–--ე, ლ-–----------–-–---–ი და ნ-------------–-–---–ი, მოატყუა ისინი, რომ თითქოსდა თავად წარმოადგენდა გაუქმებული ამხანაგობა ,,ს-------ის“ თავმჯდომარეს, თვითნებურად მოახდინა მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში ბინების განშლა და თანხის გადახდის შემდგომ ზემოაღნიშნულ პირებს გადასცა საცხოვრებელი ბინები თ---–--–------–------------------------------------ში (საკადასტრო კოდი: 0-.1-.0-.0------) არსებულ მშენებარე კორპუსში, სამომავლოდ საკუთრებაში გადაცემის უფლებით. ფულადი თანხის თაღლითურად მითვისების მიზნით, გ-------------------მ სს ,,პ------------------ში“ როგორც ფიზიკურმა პირმა გახსნა ანგარიში G---------------------, სადაც ნ-------------–-–---–ს ჩაარიცხინა 1 650 ლარი, ნ----------–--ეს - 790 ლარი, მ----------–-----ს - 20 000 აშშ დოლარი, ი---------------–--ეს - 13 000 აშშ დოლარი, ბ--------------ს - 51 154 ლარი, ო-------------–-–---–ს - 8 000 ლარი, მ--------------–---–ს - 3 000 ლარი, ქ-----------–-----–--ეს - 1 600 ლარი, ხოლო მ----------–--ეს - 1 000 ლარი, თუმცა აღნიშნულმა პირებმა ვერ შეძლეს გ-------------------ს მიერ მათთვის უკანონოდ გადაცემული საცხოვრებელი ფართების საკუთრების უფლებით დარეგისტრირება, ვინაიდან საცხოვრებელი ბინები წარმოადგენდა შპს ,,ბ--------ს“ საკუთრებას და გ------------------- წარმოადგენდა არაუფლებამოსილ პირს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ გ-------------------ს მიერ ამხანაგობის წევრების: მ----------–-----ს, ბ--------------ს, ი---------------–--ის, მ--------------–---–ის, ვ-------------------ის, ქ-----------–-----–--ის, მ-------–--ის, ლ-–----------–-–---–ის და ნ-------------–-–---–ის კუთვნილი ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტს. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევის შესაძლებლობას. ეჭვი ვერ იქნა გაბათილებული სხვა დამატებითი მტკიცებულებების შეკრებით, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა გ-------------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმეთა ჩვენებების შინაარსზე, რომელთა მიხედვითაც, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ცნობილი იყო 2004 წლის 05 მარტს ჩატარებული ამხანაგობა „ს-------ის“ წევრების მიერ მოწვეული კრების თაობაზე, სადაც გ------------------- გადაყენებულ იქნა თავმჯდომარის თანამდებობიდან, მათ ყოველგვარი იძულების გარეშე, ნებაყოფლობით განახორციელეს შენატანი ამხანაგობა „ს-------ის“ ანგარიშზე და იქიდან გამომდინარე, რომ ანგარიშზე შეტანილი თანხის ღირებულების სამუშაოები უკვე ჩატარებულია, ხოლო ხელშეკრულებები გაფორმებული ჰქონდათ ძირითადად ვ------------–--–--ესთან, რომელიც იღებდა ვალდებულებას კორპუსის დადგენილ ვადაში აშენებაზე, გ-------------------ს მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ და მისი მხრიდან თავს მოტყუებულებად არ გრძნობენ.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმე ნ-------------–-–---–ის ჩვენების იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ 2004 წლის 0- მარტს, ხელშეკრულება გააფორმა ვ------------–--–--ესთან, რომელიც იღებდა ვალდებულებას ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საცხოვრებელი ფართის გადაცემაზე, რისთვისაც ამხანაგობა „ს-------ის“ ანგარიშზე მთლიანობაში შეიტანა 15 000 მანეთი და 3 000 აშშ დოლარი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა თავის კუთვნილ ბინაში, რომლის დატოვება აიძულა ლ-–------–--–--ემ.
მოწმე ვ-------------------ის ჩვენებით, ვ------------–--–--ესთან და გ-------------------სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ამხანაგობა „ს-------ი“ იღებდა ვალდებულებას დადგენილ ვადაში ბინის ჩაბარების თაობაზე, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ბინის გადაცემა არ მომხდარა გ-------------------ს მხრიდან თავს მოტყუებულად არ გრძნობს და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია. თავს დაზარალებულად თვლის ამხანაგობა „მ--------------“-ის მხრიდან, რომელმაც მიუხედავად მისი მხრიდან შესრულებული ვალდებულებისა, არ უზრუნველყო მისთვის ბინის გადაცემა.
ბრალდებულ გ-------------------ს მიმართ პრეტენზია არ გააჩნია არც მოწმე ბ--------------ს, რომლისთვისაც ცნობილი იყო 2004 წელს ამხანაგობის კრების მოწვევის თაობაზე, სადაც მოხდა გ-------------------ს თავმჯდომარეობიდან გადაყენება და თავმჯდომარედ ლ---–-------–-----ს არჩევა, ასევე ცნობილი იყო ლ---–-------–-----ს და გ-------------------ს შორის არსებული დაპირისპირების თაობაზე, თუმცა მიუხედავად ამისა, საცხოვრებელი ფართის შესაძენად მთლიანობაში გადაიხადა 51 154 ლარი, რაც გ-------------------მ მოახმარა კორპუსის მშენებლობას და მიუხედავად იმისა, რომ ბინა არ ჩაბარებია, გ-------------------ს მხრიდან თავს მოტყუებულად არ გრძნობს და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმეების: მ----------–-----ს, მ--------------–---–ის და მ-------–--ის ჩვენებების იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ ნ--–-------------ში მშენებარე კორპუსში საცხოვრებელი ფართის მისაღებად ხელშეკრულება გააფორმეს ვ------------–--–--ესთან და ამხანაგობა „ს-------ის“ ანგარიშზე განახორციელეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ფულადი თანხის შეტანა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კუთვნილი ბინები არ მიუღიათ, გ-------------------ს მხრიდან თავს მოტყუებულებად არ გრძნობენ და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, მათთვის ცნობილი იყო იმ სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე, რითაც ლ---–-------–-----ს მიერ ჩატარებული კრება ცნობილ იქნა კანონიერად, თუმცა ანგარიშზე თანხის შეტანა გ-------------------ს მათთვის არ დაუძალებია და მათ მიერ შეტანილი თანხა მოხმარდა სამშენებლო სამუშაოებს.
ბრალდებულ გ-------------------ს მხრიდან თავს მოტყუებულად არ გრძნობს არც მოწმე ი---------------–--ე, რომლის ჩვენებითაც დგინდება, რომ მის მიერ ამხანაგობა „ს-------ის“ ანგარიშზე შეტანილი თანხა მოხმარდა სამშენებლო სამუშაოებს და მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში არ გადასცემია, გ-------------------ს მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ იმ დოკუმენტაციაზე, სადაც ზუსტად არის მითითებული კონკრეტული სამუშაოების შესრულებაზე გაწეული ხარჯი, კერძოდ, 20-6 წლის 22 ივლისის შესრულებული სამუშაოს N2 აქტით დასტურდება, რომ პირველი სართულის ეზოს გათხრაზე გაწეული ხარჯი შეადგენს 1 990 ლარს; 20-6 წლის 23 ივლისის შესრულებული სამუშაოს N2 აქტით, ლითონის კვადრატული მილებიდან ვიტრაჟის დამზადების ხარჯი შეადგენს 1 965 ლარს; 20-6 წლის 23 ივლისის შესრულებული სამუშაოს N2 აქტით, საგამოფენო დარბაზში შესასვლელი კიბეების მოაჯირების გაკეთების ხარჯი შეადგენს 986,5 ლარს; შესრულებული სამუშაოს N2 აქტით პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე სართულებზე კიბის ბაქანზე კედლების აშენების ხარჯი შეადგენს 9 646 ლარს; 20-6 წლის 26 ივლისის N2 აქტით, ცემენტის იატაკის დასხმის და გათხრის ხარჯი შეადგენს 4 304 ლარს; 27 ივლისის N2 აქტის თანახმად, კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის მონტაჟის ხარჯი შეადგენს 17 157 ლარს. შესრულებული სამუშაოს იმავე აქტი ეხება პირველი სართულის კიბის უჯრედების გაკეთებას, რომლის ხარჯი შეადგენს 3 642 ლარს. N2 შესრულებული სამუშაო აქტით სპორტული დარბაზის გაკეთების ხარჯი შეადგენს 7 40- ლარს, ასევე განსაზღვრულია ლითონის კარებების და მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრის დამზადების ხარჯი, რაც შეადგენს 22 917 ლარს.
სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი ნარდობის ხელშეკრულებების უმრავლესობა, რომლის საფუძველზეც უნდა აშენებულიყო საცხოვრებელი სახლი ნ--–--------------------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, გაფორმებულია არა გ-------------------სთან, არამედ ვ------------–--–--ესთან, რომელმაც 20-- წლის 10 ივნისის მოთხოვნის დათმობის შეთანხმებით, შპს „ბ--------ს“ სასარგებლოდ დათმო ამხანაგობა „მ--------------“-ის მიმართ მისი მოთხოვნა სრული ოდენობით, რითაც შპს „ბ--------მ“ აიღო ვალდებულება მის მიერ აღნიშნული ქონების საკუთრებაში მიღებისა და მშენებლობის ნებართვის აღების შემდეგ, ეტაპობრივად, ორი წლის განმავლობაში, ინდ/მეწარმე ვ------------–--–--ის ვალდებულებათა შესრულებაზე დანართში მითითებული პირების მიმართ, რაც მოწმეთა ჩვენებით დღემდე არ განხორციელებულა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქმეში არ მოიპოვება ამხანაგობის წევრების: მ----------–-----ს, ბ--------------ს, ი---------------–--ის, მ--------------–---–ის, ვ-------------------ის, ქ-----------–-----–--ის, მ-------–--ის, ლ-–----------–-–---–ის და ნ-------------–-–---–ის დაზარალებულად ცნობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებასაც ბრალდების მხარე ედავება გ-------------------ს.
შესაბამისად, გ-------------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტი ვერ იქნა დასაბუთებული და დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა გ-------------------ს ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების შესაძლებლობას. ეჭვი ვერ იქნა გაბათილებული სხვა დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით.
ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობაში, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, მოიაზრება მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე.
მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ, სახეზეა ბრალდებულ გ-------------------ს მიერ მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მტკიცებულებათა აშკარაობის, დამაჯერებლობის და ერთობლიობის კუთხით, რაც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და იქნებოდა აღნიშნული ბრალდებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზე, რაც უტყუარად დაადასტურებდა პირის ბრალეულობას ამა თუ იმ ინკრიმინირებული დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 273-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა უნდა იყოს დასაბუთებული. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც სასამართლოს დასკვნა ემყარება.
მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება ინფორმაციის წყაროა, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლომ, სხვა გარემოებებთან ერთად, უნდა დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში, რაც უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა და გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი პირი მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აგრეთვე სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებით და მასში ასახული ძირითადი პრინციპებით, რომ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ-------------------ს ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც იგი ამ მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს.
რაც შეეხება გ-------------------ს მიმართ ბრალად წარდგენილ სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაული ობიექტური მხრივ გამოიხატება ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლაში ან სხვა მოქმედებაში, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას.
ბინის და მფლობელობის ცნებაში იგულისხმება არა მარტო სახლი თუ საცხოვრებელი ბინა, არამედ ოთახი, საერთო საცხოვრებელი, სარდაფი, გარაჟი და სხვა.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დანაშაული ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და იგი დამთავრებულია სხვის ბინაში უკანონო შესვლის ან სხვა მოქმედების ჩატარების მომენტიდან.
ქმედების სუბიექტური მხარე გამოიხატება პირდაპირ განზრახვაში, როდესაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს უკანონოდ შევიდეს ბინაში თუ სხვა მფლობელობაში. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ გარემოებას - მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევას, იგი შეიძლება გამოიხატოს როგორც მატერიალურ ისე მორალურ ზიანში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მართალია ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც შესაძლებელი იქნებოდა დადგენილიყო ბრალდებულის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა გ-------------------ს მიერ სხვის ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლის ფაქტი, რითაც დაირღვა მფლობელის ხელშეუხებლობა და გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2004 წლის 05 მარტს მოწვეულ იქნა ამხანაგობა „ს-------ის“ კრება, სადაც წევრთა უმრავლესობის მიერ გ------------------- გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან და მის მაგივრად არჩეულ იქნა ლ---–-------–-----. ამასთან, ამხანაგობა „ს-------ს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა „მ--------------“, რომელიც ცნობილ იქნა ამხანაგობა „ს-------ის“ სამართალმემკვიდრედ. 20-- წლის 03 სექტემბერს, გ-------------------ს მიერ მოწვეულ იქნა ამხანაგობა „ს-------ის“ კრება, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ: გ-------------------, მ-----------–---ია, ბ--------------, ი---------------–--ე, მ--------------–---–ი, ვ-------------------ი, ქ-----------–-----–--ე, მ-------–--ე, ლ-–----------–-–---–ი და ნ-------------–-–---–ი. აღნიშნული კრების ოქმით მოხდა ამხანაგობა „ს-------ის“ სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთზე მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ამხანაგობის სახელზე ინდივიდუალური საკუთრების საგნისა და ამხანაგობის წევრებზე სამომავლო საკუთრების უფლების განსაზღვრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 05 მაისის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ს-------ის“ საინიციატივო ჯგუფის 2003 წლის 15 ოქტომბრის კრების ოქმი, 320 ახალი წევრის მიღების ნაწილში, ასევე ბათილად იქნა ცნობილი „ს-------ის“ საინიციატივო ჯგუფის 2003 წლის 27 დეკემბრის კრების ოქმი ამხანაგობის წევრობიდან გარკვეულ პირთა გარიცხვის შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი „ს-------ის“ 2004 წლის 22 მარტის კრების ოქმი და დებულება. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20-0 წლის 07 აპრილის განჩინებით, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ისევე როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20-1 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება ამხანაგობა „ს-------ის“ 2004 წლის 22 მარტის ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში.
გ-------------------, რომლისთვისაც ცნობილი იყო 20-- წლის 12 ივნისს, შპს ,,ბ--------ს“ დირექტორ ლ-–------–--–--ესა და ამხანაგობა ,,მ--------------“-ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობა-ნარდობის ხელშეკრულების თაობაზე, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული მშენებარე საცხოვრებელი კორპუსით საკუთრებაში გადაეცა შპს ,,ბ--------ს“, 2006 წელს. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებამდე იგი უკანონოდ შეიჭრა თ---–--–------–-----------------------------------–----–----------ზე მდებარე მშენებარე კორპუსში, დაიკავა მისი პირველი, მეორე და მესამე სართულები. პირველ და მეორე სართულებზე მოაწყო საგამოფენო დარბაზი, ხოლო მესამე სართულზე დაიკავა ოთხი ბინა, რომლებსაც გაუკეთა რკინის კარები, უკანონოდ იმყოფებოდა მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში და სხვადასხვა გზით ხელს უშლიდა შპს ,,ბ--------ს“ და ამხანაგობა ,,მ--------------“-ს შორის გაფორმებული გარიგების რეგისტრაციას. კერძოდ, განცხადებები შეჰქონდა ს------------------ში და ხელოვნურად აფერხებდა რეგისტრაციის პროცესს. საკუთრების უფლების რეგისტრაცია შპს ,,ბ--------მ“ შეძლო მხოლოდ 20-6 წლის 16 მარტს. გ-------------------ს ქმედებით ხელი შეეშალა მშენებლობის გაგრძელებას, რითაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი განიცადეს ამხანაგობის წევრებმა და მენაშენეებმა.
გ-------------------ს მხრიდან სხვის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლის ფაქტს ადასტურებს დაზარალებული ლ-–------–--–--ე, რომლის ჩვენებითაც დადგენილია, რომ 20-- წლის 12 ივნისს, ამხანაგობა „მ--------------“-თან შპს ,,ბ--------ს“ სახელით გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობა-ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული მშენებარე საცხოვრებელი კორპუსით საკუთრებაში გადაეცა შპს ,,ბ--------ს“, რითაც იღებდა ვალდებულებას დაესრულებინა მშენებლობა და განშლის რეგისტრაციის შემდეგ მოეხდინა ბინების განაწილება, ნუმერაცია, განლაგება და დაზუსტება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ იმ პერიოდში, როდესაც ქონება აღარ ეკუთვნოდა ამხანაგობა „ს-------ს“, გ------------------- შეჭრილი იყო შენობაში, შემოვლებული ჰქონდა ღობე, გააკეთა გისოსები, დაადო კარებს ბოქლომი და თვითნებურად აგრძელებდა ტერიტორიაზე ცხოვრებას, რამაც გამოიწვია მშენებლობის დასრულების გაჭიანურება, რითაც ამხანაგობის წევრებმა და მენაშენეებმა განიცადეს მნიშვნელოვანი ზიანი.
საცხოვრებელ კორპუსში გ-------------------ს თვითნებურად შეჭრის ფაქტს ასევე ადასტურებს მოწმე ა-–-------------–------, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც გაუქმდა ამხანაგობა ,,ს-------ი“ და გ------------------- გადაყენებულ იქნა თავმჯდომარის თანამდებობიდან, მან შემოღობა კორპუსი, გაუკეთა გისოსები, დაადო ბოქლომი და არ აძლევდა შიგნით შესვლის საშუალებას, რამაც გამოიწვია მშენებლობის დასრულების გაჭიანურება.
ანალოგიური ჩვენება მისცეს სასამართლოს მოწმეებმა: ლ------------–-–---–მა, მ-------------–---–მა, დ----------------ემ, ნ------------ემ და ე-----------–---–მა, რითაც დადგენილია, რომ იმ პერიოდში, როდესაც გ------------------- გადაყენებული იყო ამხანაგობა „ს-------ის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან, იგი თვითნებურად შეიჭრა მენაშენეთა კუთვნილ ტერიტორიაზე, შემოავლო კორპუსს ღობე, კარებს დაადო ბოქლომი, მოაწყო შენობაში საგამოფენო სივრცე და დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა აღნიშნულ ტერიტორიაზე, ხოლო ამხანაგობის წევრებს არ აძლევდა შიგნით შესვლის საშუალებას და ხელს უშლიდა სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას. უსაფუძვლო საჩივრების შეტანის გზით, იგი ახერხებდა ქონებაზე ყადაღის დადებას, რის გამოც მენაშენეებზე დღემდე არ არის საკუთრებაში გადასული მათი კუთვნილი ქონება, რითაც განიცადეს მნიშვნელოვანი ზიანი.
გ-------------------ს სხვის კუთვნილ ბინაში თვითნებურად შეჭრის ფაქტს ადასტურებს მოწმე ლ---–-------–-----ც, რომელმაც განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც გ------------------- გადაყენებულ იქნა ამხანაგობა „ს-------ის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან, იგი შეიჭრა ნ--–-------------------ში მდებარე სამშენებლო კორპუსში, ჩაასხა ბეტონის ჯებირი, კარებს დაადო საკეტი და ამხანაგობის წევრებს არ აძლევდა შიგნით შესვლის საშუალებას, ხოლო უსაფუძვლო საჩივრებით ცდილობდა ქონებაზე ყადაღის დადებას და დროის გაჭიანურებას, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა მენაშენეთა ინტერესები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდებულ გ-------------------ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა გ-------------------მ ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რაც არღვევს მფლობელის ხელშეუხებლობას და რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ გ-------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ არის, არის საპენსიო ასაკის პირი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე (20-8 წლის ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე. სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ-------------------ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ არის, არის საპენსიო ასაკის პირი, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი ჯარიმის სახით, ხოლო ჯარიმის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბრალდებულის პიროვნების, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მისი მატერიალური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ იმავე კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გ------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ გ-------------------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 20-6 წლის 09 ივლისის განჩინებით, გ-------------------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 20-6 წლის 07 აგვისტოს განჩინებით, გამოყენებული იძულების ღონისძიება გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გ-------------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, ლ----------------------------–---------ში (ჩ---–--------) (საკადასტრო კოდით: 2--04.41.0--) მდებარე, დ------------------ის (პირადი N0----------) საკუთრებაში არსებული (დაზუსტებული ფართობით 2500.00 კვ/მეტრი) უძრავი ქონების ექვივალენტურ ნაწილს.
ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე