გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.10.2018
საქმის ნომერი
100310118002534499
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310118002534499

საქმე#3/29 -18 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29.10.2018 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: დარეჯან ღამბაშიძე

 

მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი: შ----- კო---–--–---–ი

მოპასუხე - შპს ,,დ------“

წარმომადგენელი: ლო-–- კუ---------–ი

მოპასუხე - შპს ,,დ------ 2---“

წარმომადგენელი: ლა-–- ტი--–---–ი

მოპასუხე - დ----- ჯა-–----ე

წარმომადგენელი: ლო-–- კუ---------–ი

მოპასუხე - ბე--- კუ----ი

წარმომადგენელი: ლა-–- ტი--–---–ი

მოპასუხე - ირ--- კუ--------ე

წარმომადგენელი: ლო-–- კუ---------–ი

 

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შპს ,,დ------“-ის (ს/კ 4--------), შპს ,,დ------ 2---“-ის(ს/კ4--------) დ----- ჯა-–----ის(ს/კ 3----------), ბე--- კუ----ის (ს/კ3----------), ირ--- კუ--------ის (ს/კ5----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.

 

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ შპს ,,დ------“-ს 2--- წლის 28 ივნისის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავა-–-ანება 45832,34 ლარის ოდენობით.

შპს ,,დ------“-სი რეესტრში რეგისტრირებულია 2016 წლის 01 მარტს. შპს ,,დ------“-ს საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია დეკლარაციისა და საგადასახადო შემოწმების საფუძველზე. 2017 წლის 18 სექტემბერს გამოიცა ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა N0-1-942 ბრძანება შპს ,,დ------“ის ქონების დაყადაღების თაობაზე.

შპს ,,დ------“ საკუთრებაში ან/და ბალანსზე არსებული უძრავ - მოძრავი ქონება, ვერ უზრუნველყოფს საგადასახადო დავა-–-ანების დაფარვა.

რეესტრის ამონაწერით შპს ,,დ------ 2---“ რეგისტრირებულია 2017 წლის 6 ოქტომბერს საქმიანობის სფეროა იგივე , რაც შპს ,,დ------“-ის.

2017 წლის ოქტომბრის თვეში შპს ,,დ------“-მა გადააწერა 49 580 ლარი და 45 თეთრის ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობა ტრანსპორტირების გარეშე. ქონების გადაწერის შემდგომ შპს ,,დ------“-მა შეწყვიტა საქმიანობა, ხოლო იგივე მისამართზე აღნიშნული საქმიანობა გააგრძელა შპს ,,დ------ 2---“

შპს ,,დ------“-ის დავა-–-ანების წარმოშობის შემდეგ დ----- ჯა-–----ემ შპს ,,დ------“-ის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების წილის ½ გასხვისებული იქნა მის მეუღლეზე-ირ--- კუ--------ეზე.

მოსარჩელე თვლის, რომ შპს ,,დ------“-ის მიერ საქონლის გადაწერა შპს ,,დ------2---“-ზე, საქმიანობის შეჩერება, ასევე შპს ,,დ------“-ის დირექტორის დ----- ჯა-–----ის მიერ მეუღლეზე უძრავი ქონების წილის გადაცემა მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა შპს ,,დ------“-მა, დ----- ჯა-–----ემ და ირ--- კუ--------ემ სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები ვერ გამოდგება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად. შპს ,,დ------“-სა და შპს ,,დ------ 2--- “ -ს შორის შედგა გარიგება რასაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა. აღნიშნული იურიდიული პირების დამფუძნებელი და დირექტორი სხვადასხვა სუბიექტები არიან. ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები არ არიან.

სარჩელზე შესაგებელი წარმოადგინეს ასევე შპს ,,დ------ 2---“-მა და ბე--- კუ----მა, რომლებმაც სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ შპს ,,დ------ 2---“ წარმოადგენს დამოუკიდებელ იურიდიულ პირს და არანაირი კავშირი არ გააჩნია სარჩელში მითითებული ფორმით შ.პ.ს. ,,დ------“-თან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ მეწარმეთა და არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად შპს ,,დ------ “ (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2016 წლის 01 მარტს, რომლის იურიდიული მისამართია საჩხერე, სოფელი ჩ---. 100%-იანი წილის მფლობელია დ----- ჯა-–----ე (პ/ნ 3----------), ხოლო დირექტორია დ----- ჯა-–----ე (პ/ნ 3----------). საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სურსათით ვაჭრობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. ს.ფ.27-28);

- მხარის ახსნა - განმარტება (იხ. სხ. ოქმი)

 

3.1.2. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს ,,დ------ “ (ს/ნ 4--------) 2--- წლის 26 ივნისის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავა-–-ანება 45832.34 ლარის ოდენობით.

2017 წლის 27 ივლისს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. საგადასახადო დავა-–-ანება წარმოშობილია დეკლარაციისა და საგადასახადო შემოწმების საფუძველზე. 2017 წლის 18 სექტემბერს გამოიცა ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ N0-1-942 ბრძანება შპს ,,დ------“ის ქონების დაყადაღების თაობაზე.

შპს ,,დ------ “-ის (ს/ნ 4--------) საკუთრებაში არსებული ქონება, დაყადაღებულია და შეფასებულია, თუმცა მოცემული ქონების ღირებულება მცირეა დავალიანებასთან შედარებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შედარების აქტი (ს.ფ .58 )

- ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება (იხ. ს.ფ.260);

- ელექტრონული ბაზიდან ამონაწერი საჯარო სამართლებრივი შეზღუდვისა საგადასახადო გირავნობა/ იპოთეკის რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 59)

 

3.1.3. დადგენილია, რომ მეწარმეთა და არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად შპს ,,დ------ 2---“ (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2017 წლის 06 ოქტომბერს, რომლის იურიდიული მისამართია საჩხერე, სოფელი კ----------–-. 100%-იანი წილის მფლობელია ბე--- კუ----ი (პ/ნ 3----------), და დირექტორია ასევე ბე--- კუ----ი (პ/ნ 3----------). საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სურსათით ვაჭრობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 27);

- მხარის განმარტებები (იხ.სხ. ოქმი)

 

3.1.4. დადგენილია, რომ 2017 წლის ოქტომბრის თვეში დავალიანების წარმოშობის შემდგომ ზედნადებით (სულ 7) შპს ,,დ------ “-მა გადააწერა შპს ,,დ------ 2---“-ს 45832.34 ლარის ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ზედნადებები (ს.ფ.)

- მხარის განმარტებები (იხ.სხ. ოქმი)

 

3.1.5. დადგენილია, რომ და---- ჯა-–----ე და ირინე კუ--------ე არიან მეუღლეები. დადგენილია, რომ ამჟამად უძრავ ქონების ს/კ 3-.0-.5-.1-- ერთ მეორედ წილს საკუთრების უფლებით ფლობს ირ--- კუ--------ე, რომელიც ჩუქებით მიიღო და---- ჯა-–----ისაგან. მოცემულ უძრავ ქონებაში ახორციელებდა შპს ,,დ------ “ საქმიანობას, ხოლო ამჟამად შპს ,,დ------ 2--- “ ახორციელებს საქმიანობას. საქმეში წარმოდგენილია ასევე 2017 წლის 10 ოქტომბრის იჯარის ხელშეკრულება , რომლის მიხედვითაც ავ--------– კა------ს იჯარით აქვს გაცემული უძრავ ქონების ს/კ 3-.0-.5-.1-- ერთი მეორედი წილი 20-2 წლამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- რეესტრის ამონაწერი (იხ. ს.ფ. 48);

- იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ.);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შემოსავლების სამსახურის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შპს ,,დ------“-ის, ცრუმაგიერ პირად აღიარებული უნდა იქნას შ.პ.ს. ,,დ------ 2---“ დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

დადგენილია, რომ მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს შპს ,,დ------“-ის მიერ საქონლის გადაწერას შპს ,,დ------2---“-ზე, საქმიანობის შეჩერებას, ასევე შპს ,,დ------“-ის დირექტორის დ----- ჯა-–----ის მიერ მეუღლეზე უძრავი ქონების წილის გადაცემას, რაც მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ, შპს ,,დ------“-ის (ს/კ 4--------), შპს ,,დ------ 2---“-ის(ს/კ4--------) დ----- ჯა-–----ის(ს/კ 3----------), ბე--- კუ----ის (ს/კ3----------), ირ--- კუ--------ის (ს/კ5----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობას.

 

6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საგადასახადო ვალდებულების შესრულების არიდების მიზნით, გარიგების მონაწილეების მოქმედების თვალთმაქცურობა მრავალი ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ერთ-ერთია ცრუმაგიერი მფლობელობა - როდესაც გადასახადის გადამხდელი სხვა პირთან ერთად მოქმედებს იმგვარად, რომ მათი განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია (საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

სასამართლო, პირველ რიგში, მსჯელობს, წარმოადგენს თუ არა შპს ,,დ------“ (ს/კ 4--------), შპს ,,დ------ 2---“(ს/კ4--------) დ----- ჯა-–----ე(ს/კ 3----------), ბე--- კუ----ი (ს/კ3----------), ირ--- კუ--------ე (ს/კ5----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება, გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე; განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული საწარმოს დამფუძნებლებისა და დირექტორების მიერ განხორციელებული ქმედებები მიმართულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდებისკენ. შესაბამისად საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული პირები წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

აღნიშნული გაზიარებული ვერ იქნება (გარდა შპს-ებისა); ამ მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობა სახეზეა მაშინ, როდესაც ერთი პირის მიერ მეორე პირის კონტროლი წინ უსწრებს მათ შორის განხორციელებულ კონკრეტულ საქმიანობას და თვითონ ეს კონკრეტული საქმიანობა არ განიხილება ერთი პირის მიერ მეორის კონტროლად; მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხეთა კონტროლს დაქვემდებარებული რაიმე განსაკუთრებული ურთიერთობის არსებობა ერთმანეთს შორის, თუმცა, ასეთის არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც, არ არსებობს და---- ჯა-–----ის, ირ--- კუ--------ის ცრუმაგიერ პირად აღიარებისათვის საკმარისი საფუძველი, ვინაიდან, სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული წანამძღვრები.

 

იმავე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას; ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.

 

ამ მუხლის შინაარსის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ, საგადასახადო კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის უნდა არსებობდეს ამავე მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის;

 

საქმეზე არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ დ----- ჯა-–----ეს, ირ--- კუ--------ეს, ბე--- კუ----ს გააჩნდა მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებულ ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის დასახელებულ შპს-ებთან მიმართებაში;

 

6.4.,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 45-ე მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით.

დადგენილია, რომ მეწარმეთა და არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად შპს ,,დ------ 2---“ (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2017 წლის 06 ოქტომბერს, რომლის იურიდიული მისამართია საჩხერე, სოფელი კ----------–-. 100%-იანი წილის მფლობელია ბე--- კუ----ი (პ/ნ 3----------), და დირექტორია ასევე ბე--- კუ----ი (პ/ნ 3----------). საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სურსათით ვაჭრობა.

დადგენილია, რომ მეწარმეთა და არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად შპს ,,დ------ 2---“ (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2017 წლის 06 ოქტომბერს, რომლის იურიდიული მისამართია საჩხერე, სოფელი კ----------–-. 100%-იანი წილის მფლობელია ბე--- კუ----ი (პ/ნ 3----------), და დირექტორია ასევე ბე--- კუ----ი (პ/ნ 3----------). საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სურსათით ვაჭრობა.

ისეთ ვითარებაში, როდესაც კანონმდებლობით ნებადართულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნება 1 პირის მიერ და კაპიტალის განისაზღვრა ნებისმიერი ოდენობით (რასაც ადგილი აქვს შპს-ების დაფუძნებისას), მხოლოდ ამ საფუძვლით, ერთი მხრივ ფიზიკური პირების და მეორე მხრივ იურიდიულ პირებს შორის ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობის დადასტურება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად (ცრუმაგიერი მფლობელობა), თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები; გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ, ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.

უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, ფიზიკურ პირებთან მიმართებაში საერთოდ არ დადასტურდება გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოქმედება, რადგან სახეზე არ არის დასახელებული ორი კუმულაციური პირობიდან არც ერთი - არც გადასახადის გადამხდელის სხვა პირისაგან განსხვავების პრაქტიკულად შეუძლებლობა და არც მისი გამოყენება გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, აღნიშნოს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ;

 

აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მხარის განმარტება, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ ქმნის ამა თუ იმ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ ფიზიკურ პირებთან მიმართებაში საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. ამდენად, სარჩელი ფიზიკურ პირებთან მიმართებაში უსაფუძვლოა.

 

6.5.სასამართლო დადგენილად თვლის, რომ სახეზეა შპს ,,დ------ “-ის და შპს ,,დ------ 2---“-ს ცრუმაგიერ პირებად აღიარების ყველა მტკიცებულება, რომელიც ერთობლიობაში სრულყოფილად ადასტურებს ეჭვს ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ, კერძოდ, დადგენილია, რომ 2017 წლის ოქტომბრის თვეში დავალიანების წარმოშობის შემდგომ ზედნადებით (სულ 7) შპს ,,დ------ “-მა გადასცა შპს ,,დ------ 2---“-ს 45832.34 ლარის ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობები. რაიმე თანხა აღნიშნული ოპერაციისათვის შპს ,,დ------“-ს არ მიუღია. ოპერაციის შემდეგ საქმიანობა შეჩერებულია. შპს ,,დ------ 2---“ (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2017 წლის 06 ოქტომბერს. შპს ,,დ------ 2---“-ს აგრძელებს საქმიანობას .

 

მდენად ზედნადებით განხორციელებული საგადასახადო ოპერაცია-საქონლის შესყიდვა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. მითითებული დასაბუთებიდან გამომდინარე იურიდიული პირების ცრუმაგიერ პირებად ცნობის საკითხი სახეზეა.

 

როგორც აღინიშნა ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეა-–-ზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება).

ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. იურიდიულ პირებთან მიმართებაში მოცემული ფაქტი დადასტურებულია და წარმოდგენილია შესაბამისი მტკიცებულება.

 

6.6. ამდენად საქმის მასალების გაანალიზებისა და მათი შეჯერებით მხარეთა ახსნა-განმარტებებთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეები:

შპს ,,დ------“ და შპს ,,დ------2---“ ერთი და იგივე პირები არიან საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების თვალსაზრისით და წარმოადგენენ ცრუმაგიერ პირებს.

 

6.7. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს შპს ,,დ------ “ და შპს ,,დ------ 2---“-ს უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანაბარწილად 100 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელე, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 10 ივლისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა დაედო შპს ,,დ------ “ მოქმედ საბანკო ანგარიშებს ს.ს. „თიბისი ბანკში“ (ს/კ/2--------) მთლიანობაში 45832.34 ლარის ფარგლებში.

განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაშია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შემოსავლების სამსახურის სარჩელი შპს ,,დ------“-ის, შპს ,,დ------ 2---“-ის დ----- ჯა-–----ის, ბე--- კუ----ის, ირ--- კუ--------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შპს ,,დ------“-ის, ცრუმაგიერ პირად აღიარებული იქნას შპს ,,დ------ 2---“ დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. შპს ,,დ------“-ს, შპს ,,დ------ 2---“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით სოლიდარულად დაეკისროს გადასახდელად 100 ლარი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.ქუთაისი ნიუპორტის ქ.N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

მოსამართლე: /ივანე ყიფიანი/