განაჩენი

სისხლის სამართლის 05.11.2018
საქმის ნომერი
080100118002567874
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
05.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/680-18 (N041200618002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

08.10.2018 წელი ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - დ------- ვ------------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ---- ჭ---------

მამის სახელი: ბ--------

დაბადების თარიღი: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: მქონე (პირობითი მსჯავრი)

რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, შ----------------- N19

 

ადვოკატები - ი----- ს--------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

გ---- ჭ---------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის იანვრის თვიდან 2018 წლის 20 ივნისამდე პერიოდში ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევი გ---- ჭ--------- დაახლოებით თვეში ერთხელ ახორციელებდა სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას შვილის ა-- ჭ---------ს მიმართ, კერძოდ ამცირებდა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რის შედეგადაც ა-- ჭ--------- განიცდიდა ტანჯვას.

სასამართლომ შეაფასა რა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ ბრალდებული გ---- ჭ--------- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფაში, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:

მოწმე დ----- ნ-–-----ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ იგი არის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი. განყოფილებაში საპატრულო პოლიციიდან შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც ა-- ჭ--------- ითხოვდა დახმარებას და აცხადებდა, რომ მისი მამა გ---- ჭ--------- აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება და მან აღნიშნულთან დაკავშირებით გამოკითხა ა-- ჭ---------, გ------- ჭ--------- და გ---- ჭ---------. ა--მ განაცხადა, რომ მამასთან გ---- ჭ---------სთან ჰქონდა ხშირი კონფლიქტი, რა დროსაც მამა მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა და განიცდიდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას მამის მხრიდან. ამის შემდეგ ა-- ჭ---------ს მოთხოვნით მან დანიშნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ა-- ჭ---------მ მას წარუდგინა ვიდეო-ჩანაწერი, სადაც ჩანდა და ისმოდა, რომ გ---- ჭ--------- უყვიროდა მას წასულიყო სახლიდან. გარდა ამისა ხშირად აბრალებდაოჯახიდან ფულადი თანხის ქურდობას. რაც შეეხება გ---- ჭ---------ს, მან გამოკითხვისას განუცხადა, რომ მასა და ა--ს შორის კონფლიქტი გამოწვეულია ა--ს ცხოვრების წესით, კერძოდ, იგი გვიან მოდის სახლში, არ ალაგებს, არ რეცხავს და არ ამზადებს საჭმელს(სასამართლო სხდომის ოქმი).

მოწმე ბ----- კ-----–---ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, იგი იმერეთის საპატრულო პოლიციაში მუშაობს პ--------–----------------. 2018 წლის 19-20 ივნისს იგი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც შემოსული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ქ. ქუთაისში შ----ის ა--------ზე ჭ-------იების საცხოვრებელ სახლში, სადაც ა-- ჭ---------მ მას განუცხადა, რომ მამა აგინებდა მას ხშირად დედის მისამართით, ასევე აბრალებდა თანხის ქურდობას და ამ ყველაფრის ფონზე განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას. მან მოითხოვა მამის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა, რის საფუძველზეც მან შეადგინა ოქმი, ჩამოართვა ახსნა განმარტებები და გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც გ---- ჭ---------ს აეკრძალა შვილებთან მიახლოება. ბავშვები ამ დროს ქუჩაში იყვნენ, თავად გ---- კი სახლში იყო, მასაც გაესაუბრნენ და რაიმე აგრესიას იმ მომენტში არ გამოხატავდა(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 20 ივნისის შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს, სახაზო-საპატრულო განყოფილების (ქალაქი ქუთაისი),,-----------------–--------–-----------–----–ის პატრულ-ინსპექტორმა ბ.კ-----–---მა ტელ:5---------ით აცნობა, რომ ქუთაისში შ----ის ა--------ზე N19-ში მცხოვრები ა-- და გ------- ჭ-------იების განცხადებით, მამამ გ---- ჭ---------მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა დედის მისამართით, ასევე, მათ სისტემატურად აბრალებდა აღნიშნულ მისამართზე მდებარე თავიანთი საცხოვრებელი სახლიდან ფულადი თანხის ქურდობას, რომელსაც შემდეგ თვითონვე პოულობდა. ამით განიცდიან ფსიქოლოგიურ ძალადობას მამის მხრიდან. (ს.ფ.2).

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 20 ივნისის შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც ინციდენტი მოხდა 20/06/2018 წელს 00:44:26 სთ-ზე. აღნიშნული ოჯახური ძალადობა განხორციელდა ქალაქ ქუთაისში ა---- შ----ის ა--------ზე N19-ში. სატელეფონო ზარის ინიციატორი გახლდათ ჭ--------- ა--, რომელიც განხორციელდა შემდეგი ნომრიდან: 5-----------, მას კონფლიქტი ჰქონდა მამასთან(ს.ფ.3).

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №004482918 დასკვნით და მოწმე თ-------- ფ---–---–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით გ---- ჭ---------ს ქმედებების შედეგად ა-- ჭ--------- განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას( ს.ფ. 16-22; სასამართლო სხდომის ოქმი).

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №004478718 დასკვნით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით გ---- ჭ---------ს ქმედებები შეიცავს შეურაცხყოფისა და დამცირების ელემენტებს, თუმცა ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის მონაცემებით აღიშნული არ გამოიწვევდა გ------- ჭ---------ს ტანჯვას.( ს.ფ. 26-31; სასამართლო სხდომის ოქმი).

დაზარალებულმა ა-- ჭ---------მ და მოწმე გ------- ჭ---------მ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის(მამის) წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა ასევე კანონიერი საფუძვლით გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რაც თანახმად სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით 2018 წლის 30 ივნისს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა დ----- ნ-–-----ემ დაზარალებულ ა-- ჭ---------ს მონაწილეობით დაათვალიერა ა-- ჭ---------ს მიერ მისივე ტელეფონით გადაღებული და წარმოდგენილი ჩანაწერის CD-r დისკი. აღნიშნული ჩანაწერი არის 46 წამიანი მონაკვეთი, სადაც კადრში ჩანს თამარ მეფის ქუჩა. ასევე კადრში ჩანს გ---- ჭ---------, რომელსაც ხელში უჭირავს ეგრეთწოდებული ,,ვედრო“ და კვეთს ცენტრალური საავტომობილო გზის ნაწილს, სადაც ხმამაღლა მიმართავს მის შვილებს წავიდნენ მისი სახლიდან. ასევე საუბრობს სახლიდან ფულის დაკარგვასთან დაკავშირებით. ასევე ჩანაწერში ისმის ქალის საუბარი, რომელიც ა-- ჭ---------ს განმარტებით არის მისი საუბარი, სადაც იგი ძმას ეუბნება, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მათ ქურდობას აბრალებს. ოქმი ხელმოწერილია დათვალიერებაში მონაწილე პირების მიერ (ს.ფ.60-61).

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 20 ივნისს გაცემული შემაკავებელი ორდერისა და შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად ორდერის შედგენას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ა-- ჭ---------სა და გ------- ჭ---------ს ახსნა-განმარტებების თანახმად მამამ - გ---- ჭ---------მ მათ მიაყენათ სიტყვიერი შეურაცხყოფა - აგინა დედის მისამართით, დაემუქრა გამოყრიდა სახლიდან და აღარ შეუშვებდა შინ. ასევე, აბრალებდა ქურდობას. შემაკავებელი ორდერის თანახმად გ---- ჭ---------ს აეკრძალა შვილებთან მიახლოება( ს.ფ. 49-53).

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება ბრალდების დასადასტურებლად. ბრალდების მხარე თავის დასკვნას იმის თაობაზე, რომ გ---- ჭ--------- 2018 წლის იანვრის თვიდან 2018 წლის 20 ივნისამდე პერიოდში დაახლოებით თვეში ერთხელ ახორციელებდა სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას შვილის ა-- ჭ---------ს მიმართ, ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე და სხვა წერილობით მტკიცებულებებზე, რომლებშიც ასახულია დაზარალებულ ა-- ჭ---------ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, თუმცა ამ ინფორმაციის პირველწყარომ სასამართლოს არ დაუდასტურა მათი ჭეშმარიტება.

კერძოდ, მოცემულ ბრალდების ეპიზოდებს ჰყავს 3 თვითმხილველი მოწმე (დაზარალებული, ბრალდებული მისი უმცროსი შვილი), არცერთ მათგანს სასამართლოსთვის არ მოუწოდებია რაიმე ინფორმაცია - მათ კანონიერი საფუძვლით განაცხადეს უარი ჩვენების მიცემაზე.

ოჯახში ძალადობა:

სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს სისტემატურ შეურაცხყოფას, ფსიქიკური ძალადობას, რაც განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის მრავალჯერად შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფსიქოლოგიური დათრგუნვაა, ხოლო შედეგი სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის გზით ამ უკანასკნელის მიერ ფსიქოლოგიური ტანჯვის განცდა.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია დაზარალებულისაგან ამოღებული მობილური ტელეფონიდან გადმოწერილი აუდიოჩანაწერი. არც ამ ჩანაწერის დათვალიერების ოქმით და არც მისი უშუალოდ სასამართლო სხდომაზე გამოკვლევით არ დგინდება დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშნის - ა-- ჭ---------ს მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტის არსებობა.

მართალია, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტები შეიცავენ დაზარალებულის მიერ სხვა პირებისთვის გადაცემულ ინფორმაციას გ---- ჭ---------ს მიერ მასზე განხორცილებულ ფსიქიკური ძალადობის ფაქტზე, თუმცა ამ ინფორმაციის მიმცემ დაზარალებულს სასამართლოში ფიცის ქვეშ არ დაუდასტურებია მისი ჭეშმარიტება.

რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ მოწმეთა: ბ----- კ-----–---ის და დ----- ნ-–-----ის ჩვენებებს, ასევე ექსპერტ თ-------- ფ---–---–---ს ჩვენებას არცერთი მათგანი არ არის ფაქტის თვითმხილველი და ისინი ავრცელებენ იმ დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომელსაც სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია. სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ისინი წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც განაჩენის დადგენა მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ, გარდა მოწმეთა ირიბი ჩვენებებისა, სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებებით გ---- ჭ---------ის მსჯავრდება.

ამასთან, სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სხვა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც არ იყო ირიბი სახის და რომლითაც დასტურდებოდა წარმოდგენილი არაპირდაპირი ჩვენებები.

დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი დამაჯერებელი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.

სასამართლო ამ კონტექსტში აღნიშნავს, რომ დანაშაულის ობიექტური მხარის - გ---- ჭ---------ს მიერ ა-- ჭ---------ს შეურაცხყოფის(მით უფრო სისტემატურის) დასადასტურებლად ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი პირდაპირი მტკიცებულება.

სასამართლო აღნიშნავს იმასაც, რომ მამა-შვილ გ---- ჭ---------სა და ა-- ჭ---------ს შორის არსებული კონფლიქტიდან გამომდინარე, სიფრთხილით უნდა შემოწმდეს დაზარალებულის მიერ მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის სანდოობა სხვა ობიექტური ინფორმაციის წყაროებით. მოცემულ შემთხვევაში კი თვით დაზარალებულმა განაცხადა უარი ჩვენების მიცემაზე და, შესაბამისად, მხოლოდ მის მიერ სხვა პირებზე გადაცემული ინფორმაციით დანაშაულებრივი ფაქტის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენა შეუძლებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გ---- ჭ---------ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ამდენად, გ---- ჭ--------- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ---- ჭ--------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2. გ---- ჭ---------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდეს.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გ---- ჭ--------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

4. გამართლებულ გ---- ჭ---------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

5.1. ვიდეო ჩანაწერი, გადატანილი დისკზე, რაც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე