გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი - თეკლა გრიგალაშვილი
მოსარჩელე - ბე-----–------–---–ი.
წარმომადგენელი - ენ-------------------ე.
მოპასუხე - სა---------–----–---------------------------ო.
წარმომადგენელი - გი-------------–-–---–ი.
მოპასუხე - ბე---------–------–---–ი.
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულების ბიუროს აღმასრულებლის ლევ---–------–---–-ს მიერ 20---–-–----------ის №1----- აქტით დაყადაღებული ნივთები: 1. ტელევიზორი - SAMSUNG-ს ფირმის, შავი, თხელი, მეორადი, მუშა მდგომარეობაში; 2. სარეცხი მანქანა - WOMEN’S-ის ფირმის, თეთრი, მეორადი, მუშა მდგომარეობაში.
მოსარჩელე განმარტავს, რომ იგი ცხოვრობს მისამართზე ქ. თბილისი, ა-- წ---------- გამზირი №--, ბინა №--- აღნიშნულია ბინა რეგისტრირებულია მის სახელზე საკუთრების უფლებით, თუმცა ამავე მისამართზე ჩაწერილია მისი ძმა მოპასუხე ბე---------–------–---–ი, რომელიც ამჟამად სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის N8 საპყრობილეში და რომელიც დაპატიმრებამდე ცხოვრობდა სხვა მისამართზე ქირით. ამ უკანასკნელის სახ--–-–---------------ის მიმართ არსებული დავალიანების გამო, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 20---–-–----------ს შედგა ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ №1----- აქტი, რომლითაც ყადაღა დაედო ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლში არსებულ მოძრავ ნივთებს, კერძოდ: ტელევიზორი SAMSUNG-ის ფირმის და სარეცხი მანქანას WOMEN’S-ის ფირმის.
მოსარჩელის განმარტებით, დაყადაღებული ნივთები ეკუთვნის მას და ბე---------–------–---–ს მათზე არანაირი უფლება არ გააჩნია. ტელევიზორი შეძენილია მის მიერ 20-- წლის 18 დ--------- 1000 ლარად, ხოლო სარეცხი მანქანა 10 წლის წინ, დაახლოებით 2008 წელს.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე სა---------–----–---------------------------ოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას ბე-----–------–---–ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2.2. მოპასუხე ბე---------–------–---–მა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი ცნო და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ა-- წ---------- გამზირი №--, ბინა №--, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ბე-----–------–---–ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.17)
3.1.2. დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 20---–-–------------------ს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება №A1--------0------, სადაც მოვალეს წარმოადგენს ბე---------–------–---–ი, ხოლო კრედიტორია სახ--–-–---------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს №A1--------0------ მიმართვა (ს.ფ. 20-21).
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 22)
3.1.3. დადგენილია, რომ 20---–-–----------ს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ №A1------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, ყადაღა დაედო მისამართზე თბილისში, ა-- წ---------- გამზირი №--, ბინა №---ში განთავსებულ მოძრავ ნივთებს: 1. ტელევიზორი - SAMSUNG-ს ფირმის, შავი, თხელი, მეორადი, მუშა მდგომარეობაში; 2. სარეცხი მანქანა - WOMEN’S-ის ფირმის, თეთრი, მეორადი, მუშა მდგომარეობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი;
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ №A1------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, დაყადაღებული ნივთები: ტელევიზორი - SAMSUNG-ს ფირმის და სარეცხი მანქანა - WOMEN’S-ის ფირმის, არის მოსარჩელე ბე-----–------–---–ის საკუთრება, კერძოდ:
მოწმის სახით დაკითხულმა ბე-----–---–-----მ განმარტა, რომ ცხოვრობს მისამართზე ქ. თბილისი, ა-- წ---------- გამზირი №--, ბინა №---ში, ბე-----–------–---–ის მეზობლად და იცნობს მის ოჯახს. მოწმის განმარტებით ბე---------–------–---–ის არ უცხოვრია ბე-----–------–---–ის კუთვნილ ბინაში და მითუმეტეს არ შეუძენია რაიმე ნივთი.
ანალოგიური სახის ჩვენება მისცა სასამართლომ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბე-----–------–---–ის მამიდაშვილმა კონ--------------–---მ, რომლმაც დაადასტურა სარეცხი მანქანის ბე-----–------–---–ის მიერ შეძენის ფაქტი და განმარტა, რომ იგი რამდენიმე წლის წინ თავად გაჰყვა სარეცხი მანქანის შესაძენად ბე---–------–---–ს, ხოლო ტელევიზორი შეიძინეს მოგვიანებით. მოწმის განმარტებით აღნიშნული ნივთების შეძენაში ბე---------–------–---–ს მონაწილეობა არ მიუღია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა დაადასტურეს, რომ მოძრავი ნივთები, რომლებიც 20---–-–----------ს დაყადაღებულია თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ ბინაში მდებარე ქ. თბილისი, ა-- წ---------- გამზირი №--, ბინა №-- - ეკუთვნის ამავე ბინის მესაკუთრეს მოსარჩელე ბე-----–------–--ლს. მოპასუხეს აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამასთან საყურადღებოა, რომ ერთ-ერთმა მოპასუხემ სარჩელი ცნო სრულად.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ბე---------–------–---–მა სარჩელი ცნო, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბე-----–------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე და 158-ე მუხლები;
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე, მე-40 მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ბე---------–------–---–მა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ცნო და სადავოდ არ გაუხდია სარჩელის საფუძვლიანობა, თუმცა მოპასუხის ამგვარი პოზიცია არ შეიძლება გახდეს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს, დავის ფარგლებში ერთ-ერთი მოპასუხის მიერ გამოვლენილ ნების მატერიალურ და პროცესუალურ კომპონენტებს.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი მიმართული იყო ორი მოპასუხის წინააღმდეგ - სა---------–----–---------------------------ოსა და ბე---------–------–---–ის მიმართ. კრედიტორი და მოვალე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, სავალდებულო თანამოპასუხეებს წარმოადგენენ და მათ მიმართ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი. შესაბამისად, ერთ-ერთი მათგანის, განსახილველ შემთხვევაში, ბე---------–------–---–ის პოზიციას, სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად ვერ მიიჩნევს. მართალია ბე---------–------–---–მა სარჩელი ცნო, მაგრამ როგორც უკვე აღინიშნა სახეზეა სავალდებულო თანამონაწილეობა, რის გამოც მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს არსებითი განხილვის შედეგს და სამართლებრივი თვალსაზრისით იმის მტკიცებულებათა შეფასებას, იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას.
6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში
ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 20---–-–------------------ს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება №A1--------0------, სადაც მოვალეს წარმოადგენს ბე---------–------–---–ი, ხოლო კრედიტორია სახ--–-–---------------ი.
20---–-–----------ს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ №A1------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, ყადაღა დაედო მისამართზე თბილისში, ა-- წ---------- გამზირი №--, ბინა №---ში განთავსებულ მოძრავ ნივთებს: ტელევიზორი - SAMSUNG-ს ფირმის და სარეცხი მანქანა - WOMEN’S-ის ფირმის.
აღნიშნული უძრავი ნივთის მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე ბე-----–------–---–ი, რომელმაც პრეტენზია განაცხადა დაყადაღებული ნივთების კუთვნილებასთან დაკავშირებით და სასამართლოში სარჩელი აღძრა მოვალისა და კრედიტორის მიმართ.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად.
ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ, მთავარი ნივთის მესაკუთრე ითვლება ამ უძრავ ქონებაში განთავსებული, ამავე ქონების სამსახურისათვის განკუთვნილი მოძრავი ნივთების მესაკუთრედ, სანამ მოპასუხე სათანადო მტკიცებულებებით არ გააქარწყლებს, მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმციას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ცხოვრობს და ამავდროულად არის მესაკუთრე ბინისა სადაც აღმასრულებლის მიერ მოხდა მოძრავი ნივთების დაყადაღება, რის გამოც ივარაუდება, რომ საკუთვნებლის პრინციპიდან გამომდინარე დაყადაღებული მოძრავი ქონება წარმოადგენს მის საკუთრებას, რომელიც, თავის მხრივ, არ არის მოპასუხის მოვალე.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, სადავო მოძრავი ქონების განთავსების ადგილის - საცხოვრებელი ბინის სამართლებრივი მდგომარეობა, კერძოდ ის, რომ აღნიშნული საცხოვრებელი ფართი მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა დაადასტურეს, რომ მოვალე ბე---------–------–---–ი არ ცხოვრობს მისამართზე სადაც ნივთების დაყადაღება მოხდა და აღნიშნული ნივთები შეძენილია მოსარჩელის მიერ.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ აღწერისა და დაყადაღების აქტით გათვალისწინებული ნივთები მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის საკუთვნებელს წარმოადგენს, და ივარაუდება, რომ სწორედ მოსარჩელე არის აღნიშნული ნივთების მესაკუთრე, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. წინამდებარე შემთხვევაში, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოპასუხის (შინაგან საქმეთა სამინისტროს) ვალდებულება იყო, რაც ამ უკანასკნელმა ვერ დაძლია სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, შესაძლებელია საკუთვნებელის სახით არსებული გარკვეული ნივთი წარმოადგენდეს ცალკე სანივთო უფლების ობიექტს, თუმცა, ის, რომ წინამდებარე შემთხვევაში, მოსარჩელის საკუთრებად რიცხულ ბინაში განთავსებული მოძრავი ქონება წარმოადგენს არა მოსარჩელის, არამედ - მოვალის საკუთრებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაედასტურებინა, რაც ვერ მოახერხა.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახ--–-–---------------ში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად გათვალისწინებით იმისა, რომ ბე---------–------–---–ი და საქა-------–-----------–-------------რო წარმოადგენენ სავალდებულო თანამოპასუხეებს და ბე---------–------–---–ის მმიერ სარჩელის ცნობა, არ იწვევს სარჩელის დაკმაყოფილებას, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის გათვალისწინებით, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, არ არსებობს 20---–-–----------ის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი, რომლითაც დაკმაყოფილდა ბე------------–---–ის შუამდგომლობა და დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №A1------- სააღსრულებო საქმეზე, №1----- აქტში ჩამოთვლილი ნივთებზე: 1. ტელევიზორი - SAMSUNG-ს ფირმის, შავი, თხელი, მეორადი, მუშა მდგომარეობაში; 2. სარეცხი მანქანა - WOMEN’S-ის ფირმის, თეთრი, მეორადი, მუშა მდგომარეობაში, აღსრულება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ბე-----–------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულების ბიუროს აღმასრულებლის ლევ---–------–---–-ს მიერ 20---–-–----------ის №1----- აქტით დაყადაღებული ნივთები: 1. ტელევიზორი - SAMSUNG-ს ფირმის, შავი, თხელი, მეორადი, მუშა მდგომარეობაში; 2. სარეცხი მანქანა - WOMEN’S-ის ფირმის, თეთრი, მეორადი, მუშა მდგომარეობაში.
3. სა---------–----–---------------------------ოს და ბე---------–------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ ბე------------–---–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 (ას ოცი) ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გენადი მაკარიძე