განაჩენი

სისხლის სამართლის 22.10.2018
საქმის ნომერი
330100118002412609
თარიღი
22.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ოქტომბერი 2--- წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნ---- ნ-----ია

სხდომის მდივანი თ----- შ--------ე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლ-–----------–--ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - მ----- ვ--–-------ის ძე ა------ი - დაბადებული 1----–-–----------ტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------------------–------------------------------ში

 

ადვოკატი - ლ----–---------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი)

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1--- წლიდან ე-–----ა გ-------ი ქორწინებაში იმყოფებოდა მ----- ა------თან. დაახლოებით 8-9 წლის წინ მეუღლეები ერთმანეთს დაშორდნენ. იმის გამო, რომ მ----- ა------ისათვის მიუღებელი იყო ე-–----ა გ-------ის სამუშაო გარემო, აგრეთვე შერიგების მოთხოვნით, 2--- წლიდან მ----- ა------ი ყოფილ მეუღლეზე სისტემატურად ახორციელებდა ძალადობას, შეურაცხყოფდა და ამცირებდა მას, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რაც დაზარალებულის ტანჯვას იწვევდა.

 

2--- წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, მეტროსადგურ „ვ---------–თან“ ე-–----ა გ-------ი მ----- ა------მა შეაჩერა. ხელი დაუჭირა და უყვიროდა, რომ სამსახურისთვის თავი დაენებებინა. ე-–----ა გ-------ი ხელის გათავისუფლებას ცდილობდა, მ----- ა------ი ხელს უფრო მეტად უჭერდა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავდროულად, მ----- ა------ი ე-–----ა გ-------ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა და აგინებდა, რაც მეტროში გამვლელ ხალხს ესმოდა, რომელთაც მ----- ა------ი მიმართავდა, რომ არ ჩარეულიყვნენ, ვინაიდან ე-–----ა გ-------ი იყო მსუბუქი ყოფაქცევის ქალი. ყოველივე ამის დაზარალებულს რცხვენოდა და ტანჯვას განიცდიდა. აღნიშნულის შემდეგ, მ----- ა------ი მობილური ტელეფონით ყოფილ მეუღლეს სისტემატურად უკავშირდებოდა და შეურაცხმყოფელ შეტობინებებს უგზავნიდა, რითაც ე-–----ა გ-------ი ტანჯვას განიცდიდა.

 

2--- წლის 11 იანვარს, დაახლეობით 22:30 საათზე, ქ.თბილისი, ვ---------–------------------------------------------- კორპუსთან ე-–----ა გ-------ი შვილთან - მ--- ს--------თან ერთად გამოდიოდა მაღაზიიდან, რა დროსაც მას მიუახლოვდა მ----- ა------ი, კვლავაც უსაფუძვლო მოტივით, მიმართა უცენზურო სიტყვებით და დედის მიმართ გინება დაუწყო. აღნიშნულის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა.

 

2--- წლის 15 მარტს, მეტროსადგურ „ვ-----–----------ის“ ესკალატორზე, ე-–----ა გ-------ს შეუმჩნევლად მიუახლოვდა მ----- ა------ი და ხმამაღლა გინება დაუწყო, იმავდროულად ხელი ჯიბისკენ წაიღო და ანიშნა, რომ ჰქონდა დანა და სახლიდან გამოსვლის შემთხვევაში დასახიჩრებით დაემუქრა, რაც დაზარალებულმა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულ ე-–----ა გ-------ის ჩვენებით, 1--- წლიდან არის მ----- ა------ის მეუღლე და ჰყავთ სამი შვილი. მესამე შვილის გაჩენიდან დაახლოებით 1 წელში, ბრალდებულმა დაიწყო ალკოჰოლური სასმელის მიღება და გახდა აგრესიული, სისტემატურად ჩხუბობდა, ოჯახის წევრებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და დანა-ჩანგლების გამოყენებით, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ადგილი ჰქონდა როგორც საპატრულო პოლიციის გამოძახებას, ისე შემაკავებელი ორდერის გამოცემას მოძალადე მ----- ა------ის მიმართ. საბოლოოდ, მეუღლეები ერთმანეთს დაშორდნენ და ე-–----ა გ-------ი შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ნაქირავებ სახლში. დაახლოებით 3 წელი მ----- ა------ს ყოფილი მეუღლე არ შეუწუხებია, თუმცა 2--- წლის თებერვალში ისევ გამოჩნდა მის ცხოვრებაში.

2--- წლის 6 თებერვალს, მ----- ა------მა მიაკითხა ყოფილ მეუღლეს სახლში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს და ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების - ხელი დარტყმის მცდელობა, რისი საშუალებაც არ მისცა შვილმა რ----- ა------მა. ძალადობას ასევე ესწრებოდა მეორე შვილი მ--- ს--------იც. დაზარალებულმა სადარბაზოში გაქცევით უშველა თავს, მას უკან გაყვა ბრალდებულიც, რომელიც ადგილზე შეკრებილი მეზობლების თანდასწრებით აგრძელებდა ყოფილი მეუღლის სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დამცირებას, რაც დაზარალებულის ძლიერ მორალურ ტანჯვას და დამცირებას იწვევდა. ე-–----ა გ-------ი იძულებული გახდა გამოეძახა საპატრულო პოლიცია და მოძალადის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი.

 

აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა როგორც საზოგადოების გარემოცვაში, ისე სატელეფონო კომუნიკაციისას დაიწყო სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სახეზე ნაიარევებით, კვლავ მოიხსენიებდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალად და ამცირებდა მას, ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობებიც. ბრალდებულის ზ/აღნიშნული ქმედებების გამო ე-–----ა გ-------ი იყო მუდმივ შიშში და მოლოდინში, რომ ყოფილი მეუღლე მუქარას სისრულეში მოიყვანდა. ფსიქოლოგიური ტერორისა და ძალადობის მსხვერპლი ე-–----ა გ-------ი ქუჩაში მარტო აღარ დადიოდა, მას მუდმივად თან ახლდნენ შვილები: რ----- ა------ი ან მ--- ს--------ი, ჩანთით კი ატარებდა ე.წ „გაზის ბალონს“ თავდაცვის მიზნით. 2--- წლის 11 მარტს, სასამართლომ გამოსცა დამცავი ორდერი და მ----- ა------ს 6 თვით აუკრძალა ყოფილ მეუღლესთან მიახლოვება და სატელეფონო კომუნიკაცია. მალევე ბრალდებული დააკავეს ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის და მისი ციხეში ყოფნის პერიოდში, ე-–----ა გ-------ი თავს უსაფრთხოდ გრძნობდა.

 

2--- წლის სექტემბერში ბრალდებულმა დატოვა საპყრობილე და პირველ ეტაპზე ნორმალურად იქცეოდა, თუმცა მალევე დაიწყო ყოფილი მეუღლის შეწუხება. 2--- წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, მეტროსადგურ „ვ---------–თან“ ე-–----ა გ-------ს დახვდა მ----- ა------ი, მარცხენა ხელი დაუჭირა და ძლიერად უჭერდა, თან აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, მოიხსენიებდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალად და უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ ყოფილი მეუღლე მუშაობდა სასტუმროში დამლაგებლად, ამასთან ემუქრებოდა, რომ ისეთ დღეში ჩააგდებდა, რომ საკუთარი ჩრდილისაც კი შეეშინდებოდა. ბრალდებულის ქმედებით, ე-–----ა გ-------მა განიცადა როგორც ფიზიკური ტკივილი, ისე მორალური ტანჯვა, ვინაიდან ყოფილი მეუღლე სიტყვიერ შეურაცხყოფას ახორციელებდა ხალხის თანდასწრებით. დაზარალებულმა როგორღაც გაითავისუფლა ხელი და გაექცა ბრალდებულს, თუმცა პოლიციისათვის არ მიუმართავს, ვინაიდან მ----- ა------ი ახალი გამოსული იყო ციხიდან და მაინც შეეცოდა შვილების მამა.

 

2--- წლის 11 იანვარს, დაახლოებით 22:30 საათზე, დაზარალებული ბრუნდებოდა სამსახურიდან სახლში და შვილს, მ---ს სთხოვა დახვედრა, ვინაიდან იმყოფებოდა მუდმივ შიშში. სამარშუტო ტაქსების გაჩერებაზე მ--- დახვდა დედას და შევიდნენ მაღაზიაში, მაღაზიიდან გამოსულებს კი საცხოვრებელ კორპუსთან დახვდათ მ----- ა------ი, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს, აგინებდა და ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, გაიწია მისკენ დასარტყმელად, თუმცა შვილმა, მ--- ს--------მა არ მისცა საშუალება და შუაში ჩაუდგა მშობლებს. ე-–----ა გ-------მა დახმარებისთვის მიმართ საპატრულო პოლიციას და გამოიცა მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერი, თუმცა უშედეგოდ, ვინაიდან მ----- ა------ი აგრძელებდა ყოფილი მეუღლის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას და მუდმივად ხვდებოდა სახლთან.

 

2--- წლის 13-15 მარტს ბრალდებული მთელი დღის მანძილზე ყოფილ მეუღლეს უგზავნიდა შეურაცხმყოფელ, აგრეთვე სიცოცხლის მოსპობისა და დამახინჯების თაობაზე მუქარის შემცველ შეტყობინებებს, რაც შემდეგში დაზარალებულმა წარუდგინა გამოძიებას. ბრალდებული ძალიან აგრესიული იყო და ემუქრებოდა დაზარალებულს, რომ ცხოვრებას დაუნგრევდა, რაც დაზარალებულში იწვევდა მუქარის განხორციელების შიშს.

 

2--- წლის 15 მარტს, დილის საათებში, დაზარალებული სახლიდან სამსახურში მიდიოდა მეტროთი. მეტროსადგურ „ვ-----–-----------ზე“, ექსკალატორზე მას მოულოდნელად მიუახლოვდა მ----- ა------ი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, იმადროულად ხელი წაიღო ჯიბისკენ და მიანიშნა, რომ ჯიბეში მოთავსებული დანით დაასახიჩრებდა. დაზარალებულმა მუქარა რეალურად აღიქვა და შეეშინდა. სამსახურში დაბრუნდა ძალიან აღელვებული და აკანკალებული, მუდმივმა სტესმა და განცდილმა შიშმა გამოიწვია ძლიერი ფსიქოლოგიური პრობლემები და უძილობა, რის გამოც დღემდე სარგებლობს ფსიქოლოგის დახმარებით.

 

მოწმე რ----- ა------ის ჩვენებით, არის ბრალდებულ მ----- ა------ისა და ე-–----ა გ-------ის შვილი, რომელთა შორისაც იყო ხშირი კონფლიქტები (მათ შორის ფიზიკური შეურაცხყოფაც) და საბოლოოდ, დაშორდნენ ერთმანეთს. 2--- წლის 6 თებერვალს, მ----- ა------მა მიაკითხა ყოფილ მეუღლეს სახლში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს და ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების - ხელი დარტყმის მცდელობა, რისი საშუალებაც არ მისცა რ-----მა. მოწმის განმარტებით, მომხდარის გამო დედა იყო ძალიან აღელვებული და შეურაცხყოფილი, ტიროდა და ეშინოდა, რის გამოც გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. მოწმის ჩვენებით, დედისგან ფლობს ინფორმაციას, რომ იგი განიცდიდა ყოფილი მეუღლისგან სისტემატურ შეურაცხყოფას, დამცირებას, იღებდა სიცოცხლის მოსპობისა და დასახიჩრების თაობაზე მუქარის შემცველ შეტყობინებებს (ნანახი აქვს სმს-ები), რის გამოც მუდმივად იმყოფებოდა შიშში და ქუჩაში შვილების თანხლებით გადაადგილდებოდა. მოწმემ დაადასტურა 2--- წლის 11 იანვარსა და 15 მარტს ე-–----ა გ-------ის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტები და განმარტა, რომ დედა ორივე შემთხვევაში იყო ძალიან შეშინებული, ანერვიულებული და ტიროდა, ვინაიდან ერთ შემთხვევაში განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ხოლო მეორე შემთხვევაში - დანის გამოყენებით განხორციელებული სიცოცხლის მოსპობისა და დასახიჩრების მუქარა აღიქვა რეალურად. რ----- ა------მა ასევე დაადასტურა, რომ მ----- ა------ი ატარებდა ცივ იარაღს - დანას.

 

მოწმე მ--- ს--------ის ჩვენებით, არის ბრალდებულ მ----- ა------ისა და ე-–----ა გ-------ის შვილი, რომელთა შორისაც იყო ხშირი კონფლიქტები და საბოლოოდ, დაშორდნენ ერთმანეთს. მოწმის განმარტებით, 2--- წლის 6 თებერვალს, მ----- ა------მა მიაკითხა ყოფილ მეუღლეს სახლში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს და ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების - ხელი დარტყმის მცდელობა, რისი საშუალებაც არ მისცა მისმა ძმამ, რ----- ა------მა. მოწმის ჩვენებით, მომხდარის გამო დედა იყო შეშინებული და ტიროდა. ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია და მოძალადის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, მოგვიანებით კი მ----- ა------ი დააკავეს და იხდიდა სასჯელს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მალევე, მ----- ა------ი გახდა აგრესიული, არ მოსწონდა ყოფილი მეუღლის სამუშაო ადგილი, რის გამოც აყენებდა დაზარალებულს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, ქუჩაში არ აძლევდა უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას და სულ უკან დაყვებოდა, რის გამოც ე-–----ა გ-------ი იყო მუდმივად სტრესულ სიტუაციაში, ეშინოდა, რომ ბრალდებული მუქარას განახორციელებდა, რის გამოც შვილები მორიგეობით დაყვებოდნენ დედას. მოწმემ დაადასტურა 2--- წლის დეკემბერში, მეტროსადგურ „ვ---------–თან“ ე-–----ა გ-------ის მიმართ, ხალხის თანდასწრებით განხორციელებული ფიზიკური ძალადობის და დამცირების ფაქტი, რის გამოც დედა სახლში დაბრუნდა ძალიან აღელვებული. მოწმის განმარტებით, 2--- წლის 11 იანვარს, ღამით, გაჩერებაზე დახვდა სამსახურიდან მომავალ დედას ამ უკანასკნელის თხოვნით, ვინაიდან მას ეშინოდა სადმე არ დახვედროდა ბრალდებული. საცხოვრებელ კორპუსთან მათ მართლაც შეხვდათ მ----- ა------ი, რომელმაც ე-–----ა გ-------ს შვილის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეძახდა უწმაწურ სიტყვებს და გაიწია ხელის დასარტყმელად, თუმცა მ---მ არ მისცა ამის საშუალება. მოწმის ჩვენებით, გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, თუმცა ბრალდებულმა მოასწრო შემთხვევის ადგილის დატოვება. მოწმის განმარტებით, ნანახი აქვს შეტყობინებები, რომელთაც ბრალდებული წერდა ყოფილ მეუღლეს, ეუბნებოდა ძალზე შეურაცხმყოფელ სიტყვებს და ემუქრებოდა სახის დასახიჩრებით, რის გამოც ე-–----ა გ-------ი იყო მუდმივ შიშში და ტიროდა. მოწმემ განმარტა, რომ 2--- წლის 15 მარტს, მეტროსადგურ „ვ-----–-----------ზე“ ბრალდებულის მიერ დანის გამოყენებით, ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელდა ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, რაც იმდენად რეალურად აღიქვა ე-–----ა გ-------მა, რომ დაჭირდა ფსიქოლოგის დახმარება.

 

მოწმე ნ---- გ-------ას ჩვენებით, არის ე-–----ა გ-------ის დედა. მოწმემ დაადასტურა, რომ როგორც თანაცხოვრების, ისე დაშორების შემდეგ, დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის იყო სისტემატური კონფლიქტები და დაძაბული სიტუაცია. ბრალდებული განსაკუთრებით აგრესიული გახდა განშორების შემდეგ, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ყოფილ მეუღლესა და შვილებს, მოიხსენიებდა მათ უწმაწური სიტყვებით, ე-–----ას ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და სახის დასახიჩრებით, მათ შორის დანის გამოყენებით. მოწმის განმარტებით, შვილი მუდმივად აჩვენებდა მ----- ა------ისაგან მიღებულ შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ შეტყობინებებს, ასევე არაერთხელ შესწრებია სატელეფონო საუბარს, რა დროსაც ბრალდებული ემუქრებოდა დაზარალებულს. მოწმის განმარტებით, ბრალდებული სამსახურთან ან სახლთან ელოდებოდა ხოლმე ყოფილ მეუღლეს, რის გამოც ე-–----ა მუდმივ შიშში იყო, სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც კი დაჭირდა.

 

07.02.2--- წ შემაკავებელი ორდერის ოქმი №-------ის თანახმად, მოძალადე მ----- ა------ს მსხვერპლის - ე-–----ა გ-------ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგური ძალადობის გამო 30 დღით აეკრძალა მასთან სატელეფონო კომუნიკაცია, აგრეთვე მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ე.გ-------ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, შემდეგი პირობებით: მ----- ა------ს 6 (ექვსი) თვით აეკრძალა ე-–----ა გ-------თან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მასვე აეკრძალა სატელეფონო კავშირი დაზარალებულთან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა 07.02.2---წ შედგენილი №------ შემაკავებელი ორდერი შემდეგი პირობებით: მოხდა მოძალადე მ----- ა------ს იმ სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მოძალადეს ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, სატელეფონო კავშირი. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 თვე.

 

20.03.2--- წ შემაკავებელი ორდერის №-------ის თანახმად, მ----- ა------მა მეუღლეს ე-–----ა გ-------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა. მოძალადე მ----- ა------ს მსხვერპლის - ე-–----ა გ-------ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგური ძალადობის გამო 30 დღით აეკრძალა მასთან სატელეფონო კომუნიკაცია.

 

12.01.2--- წ შემაკავებელი ორდერის ოქმი №-------ის თანახმად, მოძალადე მ----- ა------ს მსხვერპლის - ე-–----ა გ-------ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგური ძალადობის გამო 30 დღით აეკრძალა მასთან სატელეფონო კომუნიკაცია.

 

დაკავების ოქმის თანახმად, 2--- წლის 29 მარტს 11:20 საათზე, მ----- ა------ი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2--- წლის 14 აპრილს დათვალიერდა ე-–----ა გ-------ის კუთვნილი მობილური ტელეფონი „სამსუნგი“ და მასში მოთავსებულ „ჯ------–ის“ ნომერზე 5--------- მ----- ა------ისაგან მიღებული შეტყობინებები დათარიღებული 09.03.2--- (2 სმს), 10.03.2---, 11.03.2---, 13.03.2---, 14.03.2--- (3 სმს), 15.03.2--- (2 სმს), სადაც მ----- ა------ი ე-–----ა გ-------ს მოიხსენიებს მსუბუქი ყოფაქცევის ქალად, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებს და აგინებს, აგრეთვე ემუქრება სიცოცხლის მოპობით - „მოკვდები მალე.“

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ი-----–- ჯ------მა, ვ------- ბ------------მ და თ----- კ-------ემ დაადასტურეს მ----- ა------ის ბრალდების სს საქმეზე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა, რა დროსაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს და ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებით, აგრეთვე შემაკავებელი და დამცავი ორდერებით და სმს შეტყობინებებით, უტყუარად დასტურდება მ----- ა------ის მიერ ყოფილი მეუღლის - ე-–----ა გ-------ის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტები, რამაც დაზარალებულის მორალური ტანჯვა და ფსიქოლოგიური სტრესი გამოიწვია. ასევე დადგენილია მ----- ა------ის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მცდელობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები, რამაც დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი მიაყენა და გაუჩინა დაუცველობის განცდა, ვინაიდან შემაკავებელი და დამცავი ორდერებიც ვერ უზრუნველყოფდა მ----- ა------ის სათანადო ქცევას და არ იყო მისთვის შემაკავებელი ხასიათის. სასამართლოს ასევე დადასტურებულად მიაჩნია მ----- ა------ის მიერ, დანის გამოყენებით, ე-–----ა გ-------ის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისა და დასახიჩრების თაობაზე განხორციელებული მუქარის ფაქტიც, რაც იმდენად რეალური აღმოჩნდა დაზარალებულისათვის, რომ საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართა, ვინაიდან შემაკავებელი ორდერებით ვერ იქნა უზრუნველყოფილი მისი მშვიდი და უსაფრთხო ცხოვრება. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მუქარას ჰქონდა სისტემატური ხასიათი და მისი განხორციელების იმდენად რეალურ შიშს იწვევდა დაზარალებულში, რომ ქუჩაში მარტო ვეღარ გადიოდა ყოფილი მეუღლისაგან მომდინარე საფრთხის პირობებში, რასაც ცალსახად ადასტურებს ბრალდებულის სმს შეტყობინებები. მუქარის საფუძვლიანობის შეფასებისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე მუქარის განმახორციელებლი პირის - ბრალდებულის პიროვნებას, მის ნასამართლობას, მის მიმართ გამოცემულ არაერთ შემაკავებელ თუ დამცავ ორდერს, რაც ნათლად მიუთითებს, რომ ასეთი წარსულისა და „შესაძლებლობების“ მქონე პირისაგან სიცოცხლის მოსპობის მუქარამ ობიექტურად გამოიწვია შიში დაზარალებულში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდებოდა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ----- ა------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა:

1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

3. ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. მ----- ა------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობა არ გააჩნია.

4.2. მ----- ა------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ახალი განზრახი დანაშაულები ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად მ----- ა------ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საპატიმრო სასჯელი, ვინაიდან არასაპატიმრო სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, არააადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი.

 

სასამართლო სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით ყურადღებას მიაქცევს რამდენიმე გარემოებას, კერძოდ:

 

ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების მხრივ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები (მაგ: ზოგიერთს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ეს შეიძება გამოწვეული იყოს გარკვეულ გარემოებებში), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე მიღწეულია. ინფორმირებულობის ასამაღლებლად განხორციელებული ინტერვენციები თანდათან იწვევს ქცევის ცვლილებას, თუმცა ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევად მაინც რჩება.

 

ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმადფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.

 

პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.

 

სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

 

აღსანიშნავია, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.

 

ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ----- ა------ს დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საპატიმრო სასჯელი, საბოლოოდ, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით კი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულ შესაბამისობაშია როგორც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან, ისე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებასთან და ხსენებულ გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ რეკომენდაციებთან (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური რეაგირების განუხორციელებლობა. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ასევე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 30 აგვისტოს განაჩენით მ----- ა------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით (სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2--- წლის 18 აგვისტოდან). სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2--- წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მ----- ა------ი პირობით ვადამდე გათავისუფლდა 4 (ოთხი) თვითა და 16 (თექვსმეტი) დღით ადრე. ამდენად, არსებობს მ----- აგოანის მიმართ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრის საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ----- ა------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ----- ა------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს მ----- ა------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 30 აგვისტოს განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2--- წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წელი, 10 (ათი) თვე და 16 (თექვსმეტი) დღე;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 30 აგვისტოს განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2--- წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ----- ა------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ მ----- ა------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2--- წლის 29 მარტიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ---- ნ-----ია