განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4----18
№------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 ნოემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა
სხდომის მდივან - თეონა აბულაძის,პროკურორ - გ------- მ-------ის,ადვოკატ - ნ-------- ბ-------ს,ბრალდებულ - ნ--------ი გ--------–---ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ--------ი გ--------–---ის, დაბადებულის 1--- წლის 2--------–ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების, თბილისში, დ------–--–----------–------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ--------ი გ--------–---მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ნ-------- გ--------–---მა უკანონოდ შეიძინა, უკანონოდ ინახავდა და 2018 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ.თბილისში, ფ----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ ატარებდა მაკაროვის კონსტრუქციის ,,ПМ“ მოდელის პისტოლეტსა და აღნიშნული პისტოლეტისთვის განკუთვნილ 8 ცალ საბრძოლო ვაზნას. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული მაკაროვის კონსტრუქციის ,,ПМ“ მოდელის პისტოლეტი ვარგისია სროლისთვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.
2018 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე, ნ--------ი გ--------–---ი გადაადგილდებოდა ქ.თბილისში, ფ----------------------ის მიმდებარედ, რა დროსაც ნ--------ი გ--------–---ი უკანონოდ ინახავდა მის მიერ, უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, საერთო წონით - 0,3966 გრამს.
ბრალდებულმა ნ-------- გ--------–---მა სასამართლო სხდომაზე აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება.
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან ნ--------ი გ--------–---ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ნ-------- გ--------–---მა უკანონოდ შეიძინა, უკანონოდ ინახავდა და 2018 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ.თბილისში, ფ----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ ატარებდა მაკაროვის კონსტრუქციის ,,ПМ“ მოდელის პისტოლეტსა და აღნიშნული პისტოლეტისთვის განკუთვნილ 8 ცალ საბრძოლო ვაზნას. ასევე 2018 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე, ნ--------ი გ--------–---ი გადაადგილდებოდა ქ.თბილისში, ფ----------------------ის მიმდებარედ, რა დროსაც ნ--------ი გ--------–---ი უკანონოდ ინახავდა მის მიერ, უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, საერთო წონით - 0,3966 გრამს.
გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - პატაკით, შეტყობინებით, მოწმეების ხ---- გ----------–---–ის და ი-----–- მ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ნ--------ი გ--------–---ის პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით - მაკაროვის კონსტრუქციის ,,ПМ“ მოდელის პისტოლეტით და 8 ცალი საბრძოლო ვაზნით, ასევე ამოღებული - ალფა-პვპ-ით, ბალისტიკური ექსპერტიზის №------ დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა, რომლებიც სადაო არ გაუხდია დაცვის მხარეს, დადასტურდა ნ--------ი გ--------–---ის მიერ ჩადენილი დანაშაული.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო განმარტავს, რომ კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც მომეტებული საშიშროების შემცველია, დანაშაულის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოება და იარაღის შესახებ კანონით განსაზღვრული წესი.
ბრალდებულის ქმედების შეფასებისას, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ნ--------ი გ--------–---მა საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვით და ტარებით საფრთხე შეუქმნა როგორც საზოგადოებრივ უშიშროებას და ასევე დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი.
ასევე კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა და შენხვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ნ--------ი გ--------–---ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებების მიხედვით დადგენილი იქნა.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ ნ--------ი გ--------–---მა აღიარა ჩადენილი დანაშული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ ნ--------ი გ--------–---ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ--------ი გ--------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ნ--------ი გ--------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
2. ნ--------ი გ--------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
3. ნ-------- გ--------–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 აგვისტოდან;
4. ნ-------- გ--------–---ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
5. საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი 5 ცალი ვაზნა, ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტი, პისტოლეტის შალითა, რომელიც ინახება შ--------------–-------–-–-----------------------------------–----– შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს; შესაფუთი მასალა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერება, ანაწმენდები პისტოლეტიდან, მჭიდიდან და ვაზნებიდან, ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება შ--------------–-------–-–-----------------------------------–----– შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს; სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, 20 ლარიანი კუპიურა და კეპი (ქუდი), რომელიც ინახება შ--------------–-------–-–-----------------------------------–----– შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს; 1 ცალი CD დისკი, რომელიც ინახება შ--------------–-------–-–-----------------------------------–----– შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი