გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210018002629858
საქმე №2/641-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06.11.2-18 წ. ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი ნათია გოჩიტაშვილი
მოსარჩელე - მა------–----–---–ი
მოსარჩელის წარმომადგენელი - თე--------–-–---–ი
მოპასუხე - ლე-----------–-–---–ი
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.მოსარჩელე მა------–----–---–ი ითხოვს მოპასუხე ლე-----------–-–---–ს არასრულწლოვანი შვილის - ლა--------------–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის გადახდა.
სარჩელის დასაბუთება:
მოსარჩელე მა------–----–---–ის წარმომადგენლის თე--------–-–---–ის განმარტებით მა------–----–---–ი და ლე-----------–-–---–ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - ლა--------------–-–---–- (დაბადების თარიღი: 2-1--–-–----- ივლისი).
2-18 წლის 05 თებერვლიდან მხარეები განქორწინდნენ და დღეის მდგომარეობით მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს დედასთან სიღნაღის რაიონ, სოფელ ვა----–ი. ყოფილ მეუღლეს გააჩნია ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით 900-12-0 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ 150 ლარის ფარგლებში და განმარტა, რომ იგი ყოველთვის ახორციელებს ბავშვზე მზრუნველობას და არ აკლებს არანაირ დახმარებას, მათ შორის არც ფინანსურს. ამასთან აღნიშნა, რომ იგი მუშაობს სასაზღვრო პოლიციაში და დროის უდიდეს ნაწილს სამსახურში ატარებს. შესაბამისად, ყოველდღიური ხარჯიც მეტი აქვს. გარდა ამისა ბანკის წინაშე აქვს ფინანსური ვალდებულებები, რის გამოც ვერ შეძლებს 300 ლარის გადახდას. ამასთან აღნიშნავს, რომ იგი მუშაობს სასაზღვრო პოლიციაში და მისი ხელფასის ოდენობა შეადგენს 926 ლარს. ამასთან განმარტავს, რომ იგი ყველაფერს აკეთებს ბავშვის კეთილდღეობისათვის მისი შესაძლებლობების ფარგლებში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მა------–----–---–ი და ლე-----------–-–---–ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - ლა--------------–-–---–- (დაბადების თარიღი: 2-1--–-–----- ივლისი).
2-18 წლი 05 თებერვალს მხარეებს შორის შეწყდა ქორწინება და მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს დედასთან სიღნაღის რაიონ, სოფელ სა------–ი.
ლე-----------–-–---–ს მუშაობს სასაზღვრო პოლიციის N4 სამმართველოში და მისი ხელზე ასაღები ყოველთვიური ფულადი ანაზრაურება შეადგენს 926.44 (ცხრაას ოცდაექვსი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა განმარტებები, დაბადების მოწმობა; ხელფასის ცნობა;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტი 2-0 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
სასამართლომ გამოიყენა:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე,1197-ე, 1198-ე მუხლები, ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 2- ნოემბერის კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
6.2. ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 2- ნოემბერის კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის შეძლებისდაგვარად ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან ალიმენტის დაკისრებას მაგრამ ვერ თანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლე-----------–-–---–ის კმაყოფაზე იმყოფებიან მისი მშობლები, აქვს სასესხო ვალდებულებები და მისი შემოსავლიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის (300 ლარის) დაკისრების შემთხვევაში მოპასუხეს საკმარისი თანხა პირადი მოხმარებისათვის აღარ დარჩება, რის გამოც ამ თანხის დაკისრება არ შეიძლება გონივრული იყოს. ალიმენტი არ უნდა აღემატებოდეს იმ თანხას, რომლის გადახდაც მხარეს რეალურად არ შეუძლია ან მას უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიზანშეწონილად და გონივრულად მიაჩნია, ორივე მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის დაეკისროს ალიმენტი 2-0 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოდენობა შეესაბამება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელი დაკმაყოფილდა 2-0 ლარის ნაწილში, ხოლო მოპასუხემ სარჩელი ცნო 150 ლარის ფარგლებში.
მოსარჩელე მხარე კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაკმაყოფილებული სარჩელის მოთხოვნის პროპორციულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე, სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე,1197-ე, 1198-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ლე-----------–-–---–ს პ/ნ 4---------- არასრულწლოვანი შვილის - 2-1--–-–----- ივლისს დაბადებული ლა--------------–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 2-0 (ორასი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2-18 წლის 13 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
3. მოპასუხე ლე-----------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის სახით დაეკისროს 18 (თვრამეტი) ლარის გადახდა.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით სარეზოლუციო ნაწილს მე-5 პუნქტში გათვალისწინებული წესების დაცვით.
5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 2- და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე