გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/712-18
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის
დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების თაობაზე
7 ნოემბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი
შუამდგომლობის ავტორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
წარმომადგენელი - ნათია მირველაშვილი;
დროებითი განთავსების ცენტრში მოსათავსებელი პირი - ა-–--------–--–ი;
თარჯიმანი - ივლიტა იფექ;
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს იურიდიული განყოფილების უფროსის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა-–--------–--–ი (A------------- დაბადებული: 05/01/1995 წელი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2018 წლის 7 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს იურიდიული განყოფილების უფროსმა ნათია მირველაშვილმა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-3, მე-4, მე-5, პუნქტების, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2142 მუხლის და „უცხოელის დაკავებისა და დროებით განთავსების ცენტრში მოთავსების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს N631 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლების თანახმად, ითხოვა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა-–--------–--–ი (A------------- დაბადებული: 05/01/1995 წელი) მოთავსდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 3 თვემდე ვადით.
შუამდგომლობის ავტორი განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების 2018 წლის 06 ნოემბრის №2710270 სამსახურებრივი ბარათით და თანდართული მასალებით გაირკვა, რომ მიმდინარე წლის 06 ნოემბერს 10:40 საათზე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე განხორციელდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა-–--------–--–ის დაკავება, რომელიც გადაყვანილ იქნა შსს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების (ქუთაისი) იზოლატორში.
2018 წლის 06 ნოემბერს, მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ჩატარდა გასაუბრება თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა-–--------–--–ისთან, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი. გასაუბრების დაწყებისას პირს განემარტა გასაუბრების მიზანი, კანონით დადგენილი უფლებები. გასაუბრება მიმდინარეობდა თურქულ ენაზე თარჯიმნის მონაწილეობით. გასაუბრებაზე მან განმარტა, რომ დაიბადა 1995 წლის 05 იანვარს თურქეთის რესპუბლიკაში ქ. კონიაში. სამშობლოში მიღებული აქვს საშუალო განათლება და ჰქონდა მცირე ფეხსაცმელების საწარმო რომელიც ამჟამად აღარ ფუნქციონერებს. ა-–--------–--–ის განმარტებით, თურქეთის რესპუბლიკაში, სამართალდამცავ ორგანოებთან შექმნილი პრობლემების გამო მოიხადა 4 წელი საპატიმრო სასჯელი, გათავისუფლების შემდგომ ბიზნესის წამოწყების მიზნით გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა და მიმდინარე წლის 07 ივლისს თურქეთის რესპუბლიკიდან საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, ფეხით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში, რისთვისაც საქართველოს პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა მისი დაკავება და მოიხადა 04 თვე საპატიმრო სასჯელი ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც სრულად დაფარა. საქართველოში, ლეგალურად ყოფნისა და კანონიერი საფუძვლის მოპოვებისათვის შესაბამისი უწყებებისათვის არ მიუმართავს. ამასთან მისი განმარტებით, არ ფლობს სამგზავრო დოკუმენტს, საქართველოში არ ჰყავს ახლობლები და ნათესავები, არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი, არ აქვს სამუშაო ადგილი და და მუდმივი შემოსავლის წყარო. სათილმიშის განმარტებით სურს საქართველოში დარჩენა.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელი შეიძლება დაკავებული იქნას და მოთავსდეს დროებითი განთავსების ცენტრში თუ არსებობს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის მიმალვის საფრთხე.
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ ა-–--------–--–ი საქართველოში არის ნასამართლევი. მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: მან 2018 წლის 07 ივლისს, დაახლოებით 16:14 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეთში მდებარე N384-ე სასაზღვრო ნიშნის რაიონში, საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, ფეხით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის საქმე N1-725/18 განაჩენით ალი სათლიმიში ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის და 50-ე მუხლის მე-2 პრიმა ნაწილის გამოყენებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) თვის ვადით. დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
შუამდგომლობის ავტორის მითითებით, ა-–--------–--–ი საქართველოში შემოვიდა კანონიერი საფუძვლის გარეშე, მან უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვრი. საქართველოში არა აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და არ არის რეგისტრირებული კონკრეტულ მისამართზე. ამასთან, არა აქვს მუდმივი შემოსავლის წყარო, არა აქვს სამგზავრო დოკუმენტი, საქართველოში არ ჰყავს ახლობლები და ნათესავები და სურს საქართველოში დარჩენა. აღნიშული გარემოებები ზრდის ალბათობას იმისას, რომ იგი არ ითანამშრომლებს მიგრაციის დეპარტამენტთან, მიიმალება და თავს აარიდებს მისი საქართველოდან გაძევების პროცედურებს, რაც ხელს შეუშლის საქართველოდან გაძევების მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მასთან კომუნიკაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შუამდგომლობის ავტორი ითხოვს, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-3, მე-4, მე-5 პუნქტების, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2142 მუხლის და „უცხოელის დაკავებისა და დროებით განთავსების ცენტრში მოთავსების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს N631 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლების საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა-–--------–--–ი მოთავსდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 3 თვემდე ვადით.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
ა-–--------–--–ი არ დაეთანხმა წარმოდგენილ შუამდგომლობას და განაცხადა, რომ სურს თურქეთის საკონსულოში მისვლა, სადაც მოუმზადებენ ყველას საჭირო დოკუმენტს, რის შემდეგაც დატოვებს საქართველოს. აღნიშნულისთვის სჭირდება მხოლოდ ერთი კვირა. ამ პერიოდში გამოცხადება პოლიციაში და მოაწერს ხელს, იმის დასასადსტურებლად, რომ არ იმალება. მისივე განმარტებით, შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში აპირებს შიმშილობის დაწყებას.
სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს იურიუდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის ნათია მირველაშვილის შუამდგომლობა, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა-–--------–--–ი (A------------- დაბადებული: 05/01/1995 წელი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან, თუ: ა) იგი კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა საქართველოში;
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში. დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული უცხოელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაყვანილი უნდა იქნეს დროებითი განთავსების ცენტრში.
მითითებული მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხოელის დაკავება ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება შეიძლება განხორციელდეს: ვ) უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების უზრუნველსაყოფად; ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა უცხოელი წარედგინება სასამართლოს დროებითი განთავსების ცენტრში მისი მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ, უცხოელი დაუყოვნებლივ თავისუფლდება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, დაკავებული უცხოელი შეიძლება მოთავსდეს დროებითი განთავსების ცენტრში როგორც მისი საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ისე ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, დაკავებული უცხოელი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს 3 თვემდე ვადით, ამ ვადის გასვლის შემდეგ იგი ტოვებს დროებითი განთავსების ცენტრს.
ამვე ნორმის მე-9 პუნქტის შესაბამისად, უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
„უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს N631 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავების ადგილისა და არსებული შესაძლებლობიდან გამომდინარე შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში (შემდგომში – იზოლატორი) ან დროებითი განთავსების ცენტრში (შემდგომში – ცენტრი). იზოლატორში მოთავსებული უცხოელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სასამართლოს მიერ დაკავების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაყვანილი უნდა იქნეს ცენტრში. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, უცხოელის დაკავება ან/და ცენტრში მოთავსება შეიძლება განხორციელდეს: თუ არსებობს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის მიმალვის საფრთხე; ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, დაკავებული უცხოელი შეიძლება მოთავსდეს ცენტრში როგორც მისი საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ასევე ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც.
მითითებული წესის მე-4 პუნქტის თანახმად, სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს დაკავებული უცხოელის ცენტრში მოთავსების საკითხის განხილვის მიზნით.
დადგენილია, რომ ა-–--------–--–ი საქართველოში არის ნასამართლევი. მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: მან 2018 წლის 07 ივლისს, დაახლოებით 16:14 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეთში მდებარე N384-ე სასაზღვრო ნიშნის რაიონში, საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, ფეხით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის საქმე N1-725/18 განაჩენით ალი სათლიმიში ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის და 50-ე მუხლის მე-2 პრიმა ნაწილის გამოყენებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) თვის ვადით. დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ა-–--------–--–ი საქართველოში შემოვიდა კანონიერი საფუძვლის გარეშე, მან უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვრი. საქართველოში არა აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და არ არის რეგისტრირებული კონკრეტულ მისამართზე. ამასთან, არა აქვს მუდმივი შემოსავლის წყარო, არა აქვს სამგზავრო დოკუმენტი, საქართველოში არ ჰყავს ახლობლები და ნათესავები და სურს საქართველოში დარჩენა.
სასამართლოს საქმის არსებითად განხილვის შედეგად მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-3, მე-4, მე-5, პუნქტების, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2142 მუხლის და „უცხოელის დაკავებისა და დროებით განთავსების ცენტრში მოთავსების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს N631 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლების საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა-–--------–--–ი (A------------- დაბადებული: 05/01/1995 წელი) უნდა მოთავსდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებამდე 3 თვემდე ვადით.
ბრძანების შესრულება უნდა დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლების მე-5 პუნქტის საფუძველზე განემარტოს, რომ დაკავებული უცხოელი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გასვლის შემდეგ ტოვებს დროებითი განთავსების ცენტრს.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, მე-13, 2142 მუხლით, ,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონით და
ბ რ ძ ა ნ ე ბ ს :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა-–--------–--–ი (A------------- დაბადებული: 05/01/1995 წელი) მოთავსდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვის ვადით.
3. ა-–--------–--–ი (A------------- დაბადებული: 05/01/1995 წელი) საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში მოთავსების ვადა აეთვალოს მისი ფაქტობრივი დაკავებიდან - 2018 წლის 06 ნოემბერის 10:40 საათიდან,.
4. ბრძანების შესრულება დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის სასამართლოს ბრძანების ასლის გადაცემის მომენტიდან 5 დღის განმავლობაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდ. ქუთაისი ნიუპორტის 32ა) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. ქ. ქუთაისი კუპრაძის ქ. N11).
მოსამართლე ციცინო კიკვაძე