განაჩენი

სისხლის სამართლის 06.11.2018
საქმის ნომერი
010100118002686847
დავის ტიპი
210 1
თარიღი
06.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 010100118002686847

საქმე N1-952/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

06 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - ქ------- თურმანიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - დ----- ჭ-------

ადვოკატი - პ----ა ბ---–-----

 

ბრალდებული: პ----ა ც----------

მ---ს სახელი: ი-–-

პირადი ნომერი: 6----------

დაბადების თარიღი:---.0--1--- წელი

მოქალაქეობა: სა---------–-----------–---

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-

რეგისტრირებული მისამართი: ქ---------------------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.------------------------------------–---------–-----------------------------------------

ნასამართლობა: ნა---------–---------------

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ პ----ა ც----------მ ჩაიდინა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

შპს ,,ნა---------------------“-ის (ს/ნ----------) დირექტორმა პ----ა ც----------მ 24.01.2017 წლიდან 29.05.2017 წლის ჩათვლით პერიოდში ამავე საზოგადოების ბუღალტრის ი-----–- ც-–--–--ის მეშვეობით დაამზადა 39 ერთეული ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები შემდეგი ნომრებით: ელ - 0-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------. ზემოთხსენებული ზედნადებებით თითქოსდა შპს ,,ნა---------------------“-ის (ს/ნ----------) მიერ 32 პირზე - ე------- ა--------ე (პ/ნ 33--------8); რ------ დ---------ე (პ/ნ 33001080260); მ---ა დ-----ზე (პ/ნ 33---------); თ----- დ-------ეზე (პ/ნ 3----------); მ--ა დ-----აძეზე (პ/ნ 3----------); ა-–--–- მუ-------ე (პ/ნ------------); ი-----–- ტ------–--- (პ/ნ 3----------); რ----- მუ-------ე (პ/ნ 3----------); ზ---ა ტ------–--- (პ/ნ 3----------); ნ----------–ა კ-----------ე (პ/ნ 6---------3); ი---- ხ--–--–ზე (პ/ნ 6----------); ე--------- კ-----------ე (პ/ნ 6----------); ჯ--- ლ-------ე (პ/ნ 6----------); ქ------- ლ-------ე (პ/ნ 61006069204); მ--–---- დ---------ე (პ/ნ 6---------4); ე-----–ე კ-----------ე (პ/ნ 6----------); რ--------ნ დ-----ზე (პ/ნ 6-----------; ტა-----– კ-----------ე (პ/ნ 6----------); ჯ------- დ-----ზე (პ/ნ 6----------); დ----- ტ-------- (პ/ნ 6----------); რ----- დ-----აძეზე (პ/ნ 6----------); ვაჟა ს------------- პ/ნ 6----------); სულხან ჯ------ე (პ/ნ 55001026972); გ--------ი დ-----აძეზე (პ/ნ 3----------); რ----–-- რ-–----ზე (პ/ნ 6----------); დ-------ნ მ–---------ე (პ/ნ 6----------); კახა ხ----------ე (პ/ნ 6----------); მზ-----რ ხ----------ე (პ/ნ 6---------- ); მზია დ---------ე (პ/ნ 61006030189); ნ----–---–---–---------------------------–-------------------------------------------------- თუ----------ე (პ/ნ 6----------) რეალიზებული იქნა 1------ კგ ნიგოზი საერთო თანხით 1-------- ლარად, სინამდვილეში კი აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებებში დასახელებული სასაქონლო ოპერაციები არ განხორციელებულა.

 

დასახელებული სასაქონლო ზედნადებები გამოყენებული იქნა შპს ,,ნა---------------------“-ის (ს/ნ----------) ბუღალტრულ აღრიცხვასა და ანგარიშგებაში.

 

სასამართლო პროცესზე, ბრალდებულმა პ----ა ც----------მ სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

პ----ა ც---------ის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ინსპექტორ-გამომძიებელ თამუნა დ-------ს პატაკი, თ-----ა დ-------ს გამოკითხვის ოქმი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის reestri.gov.ge -ს დათვალიერების ოქმი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამსახურეობრივი ბაზა oracle-ს დათვალიერების ოქმი და თანდართული დათვალიერებული დოკუმენტაცია, ი-----–- ტ------–ის, ზაზა ტ------–ის, რ----–-- რ-–---ის, რ---- შ---–---–ის, ნ------ ო-----ის, ი---- ხ--–--–ის, ს---–---- ხ-------ის და სხვა პირთა გამოკითხვის ოქმები, დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმები.

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პ----ა ც---------- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

პ----ა ც---------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას (ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს) და ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებელს (არ არის ნასამართლევი) და თვლის, რომ პ----ა ც----------ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა.

 

3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. პ----ა ც---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2---- ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. ნივთმტკიცებები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის reestri.gov.ge -ს დათვალიერების ოქმი და თანდართული დათვალიერებული დოკუმენტაცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამსახურეობრივი ბაზის დათვალიერების ოქმი და თანდართული დათვალიერებული დოკუმენტაცია, 2017 წლის 01 სექტემბრის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამსახურეობრივი ბაზის დათვალიერების ოქმი და თანდართული 49 ერთეული ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

3. პ----ა ც---------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა 2---- (ორი ათასი) ლარი, დასტური Nა-------, დაუბრუნდეს მის შემტანს, პ----ა ც----------ს პ/ნ 6----------, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი