განაჩენი

სისხლის სამართლის 07.11.2018
საქმის ნომერი
170100118002608043
დავის ტიპი
126
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/31-18

(გამოძიების №0-----------)

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

6 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ტა-----–-----------–--–---–------ე, - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 19---–-–--------------ს, პირადი #0----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კო---–ი, ამჟამად პატიმარი;

 

ადვოკატი - ნი-------–-–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები.

 

დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, სამი პირის მიმართ.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2018 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კო---–ი მდებარე ცა-–---–---------ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ტა-----–-–--–---–------ემ თავში მუშტის ერთჯერადი ჩარტყმით ფიზიკურად იძალადა თავისი არასრულწლოვანი შვილის - გი-------–--–---–------ის მიმართ, ხოლო მარჯვენა ფეხის თავისა და ტანის არეში მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - თა-----–--–---–------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი. ტა-----–-–--–---–------ის მიერ თა-----–--–---–------ის მიმართ ძალადობის ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი გი-------–--–---–------ე. ასევე ტა-----–-–--–---–------ემ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კო---–ი მდებარე ცა-–---–---------ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, თანაცხოვრების ბოლო ორი წლის მანძილზე, სისტემატური გინებისა და შეურაცხყოფის გზით ფსიქოლოგიურად იძალადა თავისი ოჯახის წევრების - გი-----------------------ო ცა-–---–---------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს ტანჯვა.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა ტა-----–-–--–---–------ის მიერ 2018 წლის 19 ივლისს მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილის - თა----------------ი ცა-–---–---------ის მიმართ წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტში აღწერილ გარემოებებში განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ასევე ბოლო ორი წლის მანძილზე თავისი ოჯახის წევრების - გი-----------------------ო ცა-–---–---------ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც მათი ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. ბრალდებულმა ტა-----–-–--–---–------ემ საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.

 

3.2. ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს დაზარალებულებმა თამარ და ნი----–--–---–------ეებმა, რომლებიც ბრალდებულის მეუღლეა და შვილია, ასევე არასრულწლოვანი დაზარალებულის გი-------–--–---–------ის დაკითხვაზე უარი განაცხადა მისმა საპროცესო წარმომადგენელმა - თა--------–--ემ, რომელმაც განაცხადა, რომ გი-------–--–---–------ე უარს ამბობს მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

3.3. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარის ინიციატივითა და მხარეთა შეთანხმებით, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა და მოწმეების - გრ-----–---------–---–ის, ნა--------–---–---–ის, ხვ------–----–---–ის, ელ------------–---–-სა და შო---------–---–ის გარდა ყველა სხვა მტკიცებულება: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება #1------, თა-----–--–---–------ის გარეგნული დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის დაკავების ოქმი, ტა-----–-–--–---–------ის ალკოტესტით შემოწმების ბარათი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოსურათებით, მოწმეების - მა----------ის, ლა--------------–---–ის, ვა–--–--------ა და ზა--------–----–---–ის გამოკითხვის ოქმები და ნივთმტკიცებები უდავოდ იქნა ცნობილი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება [...] ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგი---ს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04 , პუნ 32.). ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII.) ვიდრე სავარაუდოა, რომ ბრალდებულმა შეიძლება უარი თქვას კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ მნიშვნელოვან უფლებაზე, უნდა გამოჩნდეს, რომ იგი გონივრულად ითვალისწინებდა ამ ქმედების შედეგებს ( ix.: AFFAIRE TALAT TUNÇ c. TURQUIE, (no. 32432/96 ), 27 mars 2007, par. 59.).

 

3.4. განსახილველ საქმეში ბრალდებულ ტა-----–-–--–---–------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, ზემოაღნიშნული გამონაკლისების გარდა, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

3.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“..), ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული სადავო და უდავო მტკიცებულებები შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ტა-----–-–--–---–------ის მიერ წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტში აღნიშნული ქმედებების განხორციელებას.

 

3.7. პირველ რიგში სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მიზნებისთვის ტა-----–-–--–---–------ე და თა-----–--–---–------ე არიან მეუღლეები, ხოლო გიორგი და ნი----–--–---–------ეები ტა----ლ და თა-----–--–---–------ის შვილები, ერთი ოჯახის წევრები. გი-------–--–---–------ე არასრულწლოვანია (დაბადების თარიღი: 3---------). აღნიშნული გარემოებები სადავოდ არ გამხდარა.

 

3.8. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზარალებულებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდებულმა ისარგებლა დუმილის უფლებით. რაც შეეხება დანარჩენ მოწმეებს: გრ-----–---------–---–მა (დაზარალებულ ნი----–--–---–------ის მეუღლე) განმარტა, რომ კონფლიქტი დაიწყო მისი ვალის გამო, პირადად ძალადობის რაიმე ფაქტს (ფიზიკურს ან სიტყვიერს) არც იმ დღეს და არც სხვა დროს ტა-----–-–--–---–------ის ოჯახში არ შესწრებია. კონფლიქტის დღეს ნი---მ უთხრა, რომ „თავში და ფეხში ჩაარტყაო“. მა----------ემ (მეზობელი) გამოკითხვისას განაცხადა, რომ 2018 წლის 19 ივლისს საღამოს საათებში მოესმა ტა-----–-–--–---–------ის გინებისა და ყვირილის ხმა, შემდეგ ბავშვი გადმოაწოდეს მის შვილს, ხოლო შემდეგ თ------ მოიყვანეს მისმა შვილებმა და სიძემ მის კართან, იქ ჩამოჯდა, თ------ ცუდად გრძნობდა თავს. მას სხვა დროსაც გაუგონია ტა----ლის ჩხუბისა და გინების ხმა, თუმცა უშუალოდ არ შესწრებია აღნიშნულ ფაქტებს. ლა--------------–---–მა (მეზობელი) გამოკითხვისას განმარტა, რომ შეესწრო იმ ფაქტს, როდესაც თ------ გამოიყვანეს მისმა შვილებმა და სიძემ სახლიდან, თ------ იყო ცუდად, ტიროდა და მას უთხრა, რომ ტა----ლი იყო ნასვამი და ეჩხუბა მათ. სხვა არანაირ ფაქტს ის არ შესწრებია, მათ შორის არც სხვა დროს. ვა–--–------მა გამოკითხვისას განაცხადა, რომ თავად არანაირ ფაქტს არ შესწრებია და მეუღლისგან, ლა--------------–---–ისგან იცის, რომ ტა-----–-–--–---–------ე იყო ნასვამი და ეჩხუბა ოჯახის წევრებს. ზა--------–----–---–მა (მეზობელი) გამოკითხვისას აჩვენა, რომ ტა----ლის სახლიდან შემოესმა ხმამაღალი საუბრის ხმა, შემდეგ მასთან მივიდა ნი----–--–---–------ე და სთხოვა მათთან მისვლა, რომ მივიდა ტა----ლი და თ------ ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ხოლო ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ისინი დააწყნარა და წავიდა სახლში, ასევე თ------ გავიდა სახლიდან. ცოტა ხანში ისევ მოესმა თ------სა და ტა----ლის ხმამაღალი საუბრის ხმა, რომ შევიდა მათთან სახლი იყო არეული, ხოლო ტა----ლს ხელიდან სისხლი მოსდიოდა.

 

3.9. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, მისაღები ოთახის იატაკზე მიმოფანტულია სხვადასხვა საოჯახო ნივთები და არის არეულობის კვალი, იგივე მდგომარეობაა სამზარეულოში, საიდანაც ამოღებულია ჭურჭლის ნამტვრევები, ასევე სასტუმრო ოთახში გადაბრუნებულია სკამი, ხოლო მდივნის გადასაფარებელზე და იტაკზე აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, დევს დანა და დამტვრეულია და მიმოფანტულია ჭურჭელი. ამოღებულია დანა, ჭურჭლის ნამტვრევები და ნაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით. აღნიშნულ ნივთებთან დაკავშირებით რაიმე სახის ექსპერტიზა ჩატარებული არ არის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არც სამედიცი--- ექსპერტიზის დასკვნებია საქმეში წარმოდგენილი. ტა-----–-–--–---–------ის ალკოტესტით შემოწმების ბარათის მიხედვით, მას დაუფიქსირდა 2.196 პრომილე, რაც აშკარად მიუთითებს მის ალკოჰოლურ სიმთვრალეზე. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ გამომძიებლები - ნა--------–---–---–ი, ხვ------–----–---–ი და შო---------–---–ი, რომლებმაც განაცხადეს, რომ 112-დან შევიდა შეტყობინება ნი--- და თა-----–--–---–------ეების მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტზე. დაზარალებულებისგან იციან, რომ ტა-----–-–--–---–------ეს კონფლიქტი მოუვიდა მეუღლესთან და შვილებთან, ეს უკანასკნელები დათრგუნულები იყვნენ მომხდარის გამო. ასევე ხვ------–----–---–მა დაადასტურა სახლში არეულობა და ტა-----–-–--–---–------ის დაზიანების არსებობა. თა-----–--–---–------ის გარეგნული დათვალიერების ოქმის მიხედვით, მას რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება. #1------ შეტყობინების მიხედვით, 2018 წლის 19 ივლისს, 20:56 საათზე 112-ში შევიდა ნი----–--–---–------ის შეტყობინება ოჯახური ძალადობის თაობაზე, რომ ქმარმა სცემა ცოლს.

 

3.10. საბოლოო ჯამში, ფაქტების დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში ვერ დგინდება სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ძირითადი შემადგენლობა) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ისეთი აუცილებელი ელემენტები, როგორიცაა დაზარალებულების ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ან სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია მათი ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა და რაც განხორცილედა ტა-----–-–--–---–------ის მიერ. ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, ვინაიდან ცალსახაა, რომ გარკვეული სახის კონფლიქტს ადგილი მართლაც ჰქონდა 2018 წლის 19 ივლისს ცა-–---–---------ის ოჯახში. არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მიანიშნებდა ტა-----–-–--–---–------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების განხორციელებაზე ბრალდების მხარის მიერ არ წარედგინა სასამართლოს. მხოლოდ შეტყობინება და მეზობლებისა და გამომძიებლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელთა უდიდესი ნაწილი, რაც მიემართება ქმედების სამართლებრივ მხარეს, ირიბი ჩვენებებია, ხოლო სხვა ნაწილი ან ბუნდოვანი ან არარელევანტური, ვერ დაედება იმ ფაქტის უტყუარ მტკიცებას, რომ ბრალდებულმა ფიზიკური და სისტემატური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლესა და შვილებს. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსაზრებას, რომ სწორედ ტა-----–-–--–---–------ის მხრიდან ჰქონდა ადგილი ზემოაღნიშნული ქმედებების განხორციელებას, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამიტომ, სასამართლო აღარ შეჩერდება ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვის განცდის საკითხზე, ვინაიდან, ზოგადად, შესაბამისი ქმედებების ბრალდებულის მიერ განხორციელება ვერ დაადგინა სასამართლომ. მხოლოდ შეტყობინებაში ასახული ინფორმაცია, რომ ქმარმა სცემა ცოლს, არ შეიძლება იმის უტყუარი დამადასტურებელი მტკიცებულება იყოს, რომ ამგვარს ადგილი ჰქონდა, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ არცერთი სხვა მტკიცებულება ამაზე არ მიუთითებს.

 

3.11. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა ტა-----–-–--–---–------ის მხრიდან თამარ და გი-------–--–---–------ეების მიმართ ძალადობის, ასევე მათი და ნი----–--–---–------ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტები დროის მითითებულ პერიოდებში.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

4.2. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა ტა-----–-–--–---–------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი ( იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.). მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ სწორედ ტა-----–-–--–---–------ემ განახორციელა სხვაგვარი ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა დაზარალებულების მიმართ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგი---ს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77.) უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება. (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.austria, პუნქტი 15.).

 

4.3. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

4.4. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

4.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ტა-----–-–--–---–------ის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ტა-----–-–--–---–------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ტა-----–-–--–---–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ტა-----–-–--–---–------ეს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

4. ნივთმტკიცებები: დანა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - თა-----–--–---–------ეს; თეთრი ფერის ნაჭერი, ჭიქის ნამტვრევები და ბიოლოგიური ჩხირები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი