განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002505454
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/331-18 8 ნოემბერი, 2--- წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი დ----------------
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული ს---------------------------------------------–-------–-–------------–-------------------------–------------------------------------------------------–--------------–-----------------------------------–------------------------------------------–--------–---------------–----------------–------–--------------------------------------------------–---------------------–----------–----
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი
ქმედების შემადგენლობა: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა
2.2. ადვოკატი მ-------------–---–-
3. თარჯიმანი ლ------------
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
ს--------------მა უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 11,2864 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’, რასაც უკანონოდ ინახავდა პირადად - სპორტული ქურთუკის სარჩულში მოთავსებული პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკის ნაჭრებში. მითითებული ნარკოტიკული საშუალება 2--- წლის 5 მაისს ს--------------ისგან მიღებულ იქნა პოლიციის მუშაკების მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ი-----ში, ვ-----------------–-ს N98-ში მდებარე ე---–-------------იას საცხოვრებელ სახლში ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება
ნარკოტიკული საშუალების განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ ??????????? ????????????, ???????????? ?????????????, ?????????????? ?? ???????????? ?????????? ??????? საქართველოს კანონში. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. აღნიშნული კანონის პირველი დანართის პირველ სიაში სათაურით ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები 181-ე ჰორიზონტალურ სვეტში მითითებულია ჰეროინი. აღნიშნული მიუთითებს მოცემული ნივთიერების ნარკოტიკულ საშუალებებისადმი კუთვნილებას, ხოლო მეორე დანართის IV სიაში, სათაურით „მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა“, 189-ე ჰორიზონტალურ სვეტში მითითებულია ,,ჰეროინი - 0,2, 1, 1’’. მოცემული კანონის შენიშვნის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აღნიშნული მიუთითებს მოცემული ნივთიერების ნარკოტიკული საშუალებების კატეგორიისადმი კუთვნილებას და 1 გრამზე მეტი ოდენობით აღნიშნული ნივთიერების განსაკუთრებით დიდ ოდენობას.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ბ----------------–--ს ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულის ქურთუკის სარჩულიდან დ------------–--მ ამოუღო ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალება.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეების: ნ----------------ს და დ------------–--ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაჩხრიკეს ბრალდებული, რომელსაც სპორტული ქურთუკის სარჩულიდან დ------------–--მ ამოუღო ნარკოტიკული საშუალება.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეეების: ბ----------------–--ს, ა-–----------–---–--ს, დ------------–--ს, ნ----------------ს და თ-------------ს ჩვენებებით და დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადასტურებულია, რომ ამოღებული ნივთიერება არის განსაკუთრებით დიდი ოდენობით, კერძოდ, 11,2864 გრამის ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’.
2.2. უკანონო შეძენა და შენახვა
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე მ--------------–---ის ჩვენების თანახმად, ოპერატიული ინფორმაცია მიიღო, რომ ე---–-------------იას სახლში სტუმრად არის ბრალდებული, რომელიც ინახავს ნარკოტიკულ საშუალებას.
მოწმე ბ----------------–--ს ჩვენებით ირკვევა, რომ თარჯიმნის თანდასწრებით განუმარტა ბრალდებულს ჩხრეკის მიზეზი, ქურთუკის სარჩულიდან ბრალდებულს დ------------–--მ ამოუღო ნარკოტიკული საშუალება, რაც დაილუქა.
მოწმე ა-–----------–---–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ ბ----------------–--მ თარჯიმნის თანდასწრებით ჩაატარა ბრალდებულის ჩხრეკა.
მოწმეების: ნ----------------ს და დ------------–--ს ჩვენებების თანახმად, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაჩხრიკეს ბრალდებული, სპორტული ქურთუკის სარჩულიდან დ------------–--მ ამოუღო მას ნარკოტიკული საშუალება. თარჯიმანი ესწრებოდა ჩხრეკას.
სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალების შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ, სხვადასხვა გზით - ყიდვა, საჩუქრის სახით მიღება, პოვნა და სხვა. შენახვა ნიშნავს ადგილსამყოფლის მიჩენას ნებისმიერ ადგილას - ბინაში, სარდაფში, ჯიბეში, მიწაში და სხვა.
საქართველოში ნარკოტიკული საშუალება ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. მხოლოდ გარკვეული ნარკოტიკული საშუალების შეძენაა შესაძლებელი სპეციალური ნებართვით. ამდენად, ნებართვის გარეშე ამ ნივთების შეძენა და შენახვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა.
სასამართლო სხდომაზე გამოკითხული მოწმეების: ბ----------------–--ს, ნ----------------ს, მ--------------–---ის, ა-–----------–---–--ს, დ------------–--ს და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’ 11,2864 გრამის ოდენობით.
3. სამართლებრივი შეფასება
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ისჯება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. ამ დანაშაულის საგანია ნარკოტიკული საშუალება. დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ამ ნივთების უკანონო შეძენას და შენახვას. სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალური დანაშაულია და დამთავრებულია აკრძალული ნივთების შეძენის და შენახვისთანავე მიუხედავად იმისა, მოჰყვა თუ არა მას რაიმე შედეგი. აღსანიშნავია ასევე, რომ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი ქმედებებიდან აკრძალული ნივთების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შენახვა არის დენადი დანაშაული, რომლის ჩადენა იწყება მოქმედებით და შემდეგ უწყვეტად ხორციელდება უმოქმედობით. ამიტომაც ეს დანაშაული დამთავრებულია ქმედების შეწყვეტის მომენტიდან. მოცემული დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა განზრახვას გულისხმობს. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე იძენს და ინახავს ნარკოტიკულ საშუალებას, სურს ამ ქმედების ჩადენა ან არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს მას.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა განზრახ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ს--------------ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ს--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, ოჯახური, ასევე მისი და მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ს--------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების სახეობა და ოდენობა - ჰეროინი, რომლის უკანონო შეძენა ისჯება 0,2 გრამიდან და რომლის ბრალდებულისგან ამოღებული ოდენობა - 11,2864 გრამი 11-ჯერ აღემატება განსაკუთრებით დიდი ოდენობის მინიმალურ ოდენობას - 1 გრამს.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (პირველი ხარისხის პირდაპირი განზრახვა), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (აკრძალული ნივთის კანონის გვერდის ავლით შეძენა და შენახვა), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს (განსაკუთრებით დიდი ოდენობის მინიმალურ ოდენობაზე 11–ჯერ მეტი ოდენობით ,,ჰეროინი’’-ს შეძენა და ქურთუკში შენახვა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მძიმე ოჯახური და ეკონომიკური პირობები, ასევე მას და მის ოჯახის წევრებს აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარებს დანაშაულს), ბრალდებულების პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის სანქციას. კერძოდ, აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის სახეს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია სასჯელის ზომად ვადიანი, კერძოდ, 14 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
ვინაიდან ჩადენილია ნარკოტიკული დანაშაული, გამოყენებულ უნდა იქნეს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონი და ბრალდებულს უნდა ჩამოერთვას აღნიშნული კანონით გათვალისწინებული უფლებები.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია ნარკოტიკული საშუალება, რომელიც თან ჰქონდა ბრალდებულს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, საქმეზე დართული ნარკოტიკული საშუალება უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე-272-ე, 275-ე-277-ე და 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს--------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2--- წლის 5 მაისიდან.
ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ს--------------ს 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო ”საბიუჯეტო” დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, რისი ვადის ათვლაც დაიწყოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე.
აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, თავდაცვის სამინისტროებს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ნივთმტკიცება: ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია