განაჩენი

სისხლის სამართლის 08.11.2018
საქმის ნომერი
270100118002713801
დავის ტიპი
19 - 177 2 ა
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №270100118002713801 (1/74-18)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო წალ------ის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ

სალომე ქობალიას მდივნობით

 

პროკურორის - გი---------------ას,ბრალდებულ - მა--------–-----სა და

ადვოკატ - გვ--–--–--–-ას

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გი---------------ას შუამდგომლობა

 

ბრალდებულ მა--------–-----ს მიმართ

დაბადების თარიღი: 09-------0 წელი,პირადი ნომერი: 51--------7,საქართველოს მოქალაქე,დაოჯახებული,მისამართი: წა-–------------–---------0,სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

დადგენილია, რომ მა--------–-----მ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

მა--------–-----მ განიზრახა, წალ------ის რაიონის სოფელ ჯგ--–ში, მი------------–---–-ას და ალ-----------------ს მიწის ნაკვეთზე განთავსებულ წყლის მილებს დაუფლებოდა მართლსაწინააღმდეგოდ, ამ მიზნით ის დაუკავშირდა მი------------–---–-ას, რომლის ნაკვეთზეც გადიოდა წყლის მილი და უთხრა, რომ აღნიშნული იყო გამოუყენებელი და სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა. გეგმის სისრულეში მოსაყვანად, იგი ასევე დაუკავშირდა პაპ------------ს, რომელსაც გააჩნდა ბელარუსის მარკის ტრაქტორი და გარკვეული დივიდენდების მიღების სანაცვლოდ, სთხოვა დახმარება, ამასთან განუმარტა, რომ მას მილების ამოღების უფლება გააჩნდა. საბოლოოდ, მა--------–-----მ პა------------ის კუთვნილი ტრაქტორის მეშვეობით, 2018 წლის 30 ოქტომბრიდან 05 ნოემბრამდე აწარმოა გათხრითი სამუშაოები, ამოიღო 11 ცალი წყლის მილი, რომელიც იქვე შემთხვევის ადგილზე წასაღებად განათავსა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით უნდა დაუფლებოდა. მა--------–-----ს მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დაზარალებულ შპს ,,სა---------–-------------------–--–---–---------------------იას" შეიძლება მისდგომოდა 6214,5 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 08 ნოემბერს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გი---------------ას, ბრალდებულ მა--------–-----სა და ადვოკატ გვ--–--–--–-ას შორის.

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებული მა--------–----- აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.

 

ბრალდებული მა--------–----- აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

 

ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.

 

ბრალდებული მა--------–----- ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.

 

ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.

 

ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტა ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

პროკურორი გი---------------ას შუამდგომლობს მა--------–-----ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს:

 

ბრალდებული მა--------–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მა--------–-----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

-ბელარუსის მარკის ტრაქტორი დაუბრუნდეს მფლობელს - პაპ------------ს, წყლის 11 ცალი მილი დაუბრუნდეს დაზარალებულ ,,სა---------–-------------------–--–---–---------------------იას“;

 

-ლითონის ბაგირი, კისლაროტის 3 ცალი ბალონი, გაზის ერთი ცალი ბალონი, საჭრელი გარელკა და რეზინის მილი გადაეცეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს;

 

-ნიადაგის ნიმუში და წყლის მილებიდან აღებული ანაფხეკები განადგურდეს.

 

მა--------–----- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი გვ--–--–--–-ა დაეთანხმნენ ბრალდებულის მიმართ ზემოთაღნიშნული სასჯელის გამოყენებას.

 

მა--------–-----ს ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

 

1. ბრალდებულ მა--------–-----ს გამოკითხვის ოქმი;

2. მოწმე ირ---–---------ას გამოკითხვის ოქმი;

3. მოწმე გრ---------–-----ას გამოკითხვის ოქმი;

4. მოწმე ალ--------------–-–-ას გამოკითხვის ოქმი;

5. მოწმე პა------------ის გამოკითხვის ოქმი;

6. მოწმე ეთ----------–---–-ას გამოკითხვის ოქმი;

7. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებული ნივთები;

8. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა;

 

სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:

 

გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ მა--------–-----მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

მა--------–-----ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

მა--------–-----ს მიმართ მიზანშეწონილია საქართველოს სსკ-ს 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმის გამოყენება.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:

 

საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).

 

ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).

 

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გი---------------ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი---------------ას, ბრალდებულ მა--------–-----ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ - გვ--–--–--–-ას შორის;

 

ბრალდებული მა--------–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მა--------–-----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

-ბელარუსის მარკის ტრაქტორი დაუბრუნდეს მფლობელს - პაპ------------ს, წყლის 11 ცალი მილი დაუბრუნდეს დაზარალებულ ,,სა---------–-------------------–--–---–---------------------იას“;

 

-ლითონის ბაგირი, კისლაროტის 3 ცალი ბალონი, გაზის ერთი ცალი ბალონი, საჭრელი გარელკა და რეზინის მილი გადაეცეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს;

 

-ნიადაგის ნიმუში და წყლის მილებიდან აღებული ანაფხეკები განადგურდეს.

 

მა--------–-----ს ძირითადი სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების პერიოდი 2018 წლის 05 ნოემბრიდან 2018 წლის 08 ნოემბრის ჩათვლით;

 

მა--------–-----ს მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულებითი ღონისძიება - დაკავება გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

მა--------–-----ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში, დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილველმა მოსამართლემ უგულებელყო XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა