განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100118002411093
საქმე N1/30-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
სა---------–--ს სახელით
08ნოემბერი,2018წელი ქ.ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ანაიტ ოგანესიან
სხდომის მდივანი - ეთერ მაღრაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გუ-----------ძე
ბრალდებული - შა----შ ალ------ს ძე ზო----------- - დაბადებული 19-- წლის 29 აგვისტოს, სა---------–--ს მოქალაქე, პ/ნ 3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ნი---–------ს რაიონის სოფელ მ--------ში.
ადვოკატი: კა-------------ძე
თარჯიმანი - გ--–----------------–-–---–-
კვალიფიკაცია: სა---------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - ცემა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2018 წლის 15 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, ნი---–------ს რაიონის სოფელ მ--------ში, გე---–------------ს მაღაზიაში, ზო------------------ს შა----შ ზორ--------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა სახეში, რა დროსაც ზო------------------მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მის მოუშლელად და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
1.2. 2.1. 2018 წლის 15 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, ნი---–------ს რაიონის სოფელ მ--------ში, გე---–------------ს მაღაზიასთან, ზო------------------ს შა----შ ზორ--------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა სახეში, რა დროსაც ზო------------------მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მის მოუშლელად და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - შა----შ ზო-----------ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკმარისია შა----შ ზო-----------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი სა---------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4.1. დაზარალებულმა ზო------------------მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს ნი---–------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ--------ში. 2018 წლის 15 მარტს იგი მივიდა ნი---–------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ--------ში გე---–------------ს მაღაზიაში (რომელიც მდებარეობს გ.მანასიანის საცხოვრებელ სახლში), მაღაზიაში მას შეხვდა შა----შ ზო-----------. მათ შორის მოხდა დაძაბული ხმამაღალი ლაპარაკი, (დიდი ხნის ამბავია შა----შ ზო-----------ს ურიკა ჰქონდა აღებული და დაემტვრა) რა დროსაც დაზარალებულმა ჰკითხა ზო------------------ს თუ რა უნდოდა მისგან და რომ გაეშვა იგი წასულიყო თავისი გზით. გაბრაზებულმა შა----შ ზორ--------მა მუშტი დაარტყა მარცხენა თვალის არეში, მსუბუქად შეეხო ყურის არეში და დაკაწრა, რა დროსაც ზო------------------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ზო-------------------მა კვლავ გაუმეორა შა----შ ზორ--------ს თუ რა უნდოდა მისგან, გაეშვა რომ წასულიყო, ხოლო შა----შ ზორ--------მა ფეხი გაიქნია და მას ფეხით დაარტყა, რა დროსაც ფიზიკური ტკივილი განიცადა.
ამ ინციდენტის შემდეგ ზო----------------ნი მივიდა სახლში, სადაც მას დახვდა თავისი არასრულწლოვანი ქალიშვილი ან-----------------ი, რომელმაც შეამჩნია თვალის ქვეშ სიწითლე - სილურჯე და იკითხა რა მოხდაო. ამ ლაპარაკის დროს სახლში მისი მეუღლე კა------------------ი მივიდა. მეუღლეს მოუყვა რომ შეკამათება მოუვიდა შა----შ ზორ--------თან რა დროსაც შა----შამ დაზიანებები მიაყენა. ასევე დაზარალებულმა განაცხადა, რომ ამჟამად არანაირი პრეტენზია შა----შ ზორ--------თან არა აქვს.
4.2. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე კა------------------მა განმარტა, რომ ცხოვრობს ნი---–------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ--------ში. იგი არის ზო------------------ის მეუღლე. 2018 წლის 15 მარტს, მისი მეუღლე ზო------------------ი წავიდა გე---–------------ს მაღაზიაში სიგარეტის და პურის მოსატანად და ცოტა შეაგვიანდა. ხოლო როცა დაბრუნდა სახლში, მათი უმცროსი ქალიშვილი ან-----------------ი სირბილით მივიდა და უთხრა, რომ „მამა ცუდად არისო“. რის შემდეგაც მან ზო------------------ს წყალი მიუტანა, რომელსაც მარცხენა თვალი ჩასისხლიანებული ჰქონდა, ხოლო როცა იგი ცუდად გახდა სასწრაფო გამოუძახეს. მისი მეუღლე ცოტა ნასვამი იყო, რადგან სახლში სტუმრები ჰყავდათ, რომლებიც მისი ქალიშვილის სანახავად იყვნენ მისულები, რადგან მის ქალიშვილს ხერხემალზე ოპერაცია გაუკეთეს და იგი ორი დღის გამოწერილი იყო საავადმყოფოდან.
4.3. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე გე---–-----------მა განმარტა,რომ ცხოვრობს ნი---–------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ--------ში. ზო------------------ი და შა----შ ზო----------ი არიან მისი თანასოფლელები. მას თავის საცხოვრებელ სახლში გახსნილი აქვს მაღაზია. 2018 წლის 15 მარტს, დაახლოებით 16:00 ან 17:00 საათზე ზო------------------ი მივიდა მასთან მაღაზიაში, შეიძინა სიგარეტი და მალევე გავიდა გარეთ. მოწმის განმარტებით, როცა ხმები გაიგო, გარეთ გავიდა და დაინახა, რომ ზო------------------სა და შა----შ ზორ--------ს შორის ხმამაღალი ლაპარაკი იყო და ზო------------------ს თვალზე ხელი ჰქონდა აფარებული . სხვა არაფერი მას არ დაუნახავს.
4.4. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე დ-------------–---–-ა განმარტა, რომ იგი მუშაობს სამცხე-ჯავახეთის ს----------–----------–---- ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტად. შსს ნი---–------ს რაიონული სამმართველოს 2018 წლის 19 მარტის დადგენილების საფუძველზე, მის მიერ, 2018 წლის 21 მარტს, ჩატარებული იქნა მოქალაქე ზო------------------ის მიმართ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, შ------------------–--- ნი---–------ს სამედიცინო ცენტრის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათის მიხედვით. სამედიცინო ექსპერტიზის #6----- დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა და------------–---–მა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის გარშემო და განმარტა, რომ ზო------------------ს აღენიშნებოდა მარცხენა თვალბუდის არეში შესივება და ჰიპერემია. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯამრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
4.5. შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის - საგამოძიებო მოქმედებისა და შესაბამისი ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს შსს ნი---–------ს რაიონული სამმართველოს ყოფილმა გამომძიებელმა - გო------------ა და ექსპერტ კრიმინალისტმა ვა------–---------მა. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2018 წლის 17 მარტს ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი მდებარე: ნი---–------ს რაიონი სოფელი მ--------, რაც დასურათებული იქნა ექსპერტების მიერ, გამომძიებელ გ----------ს, მოწმეების: ზ---------------, გ------------------–---------------------------------------------- ხელმოწერებით.
4.6.სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს ნი---–------ს სამმართველოს თანამშრომელმა - უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა ბე--------–---მ დაადასტურა, რომ 2018 წლის 15 მარტს მიიღო შეტყობინება ნი---–------ს რაიონული საავადმყოფოს მორიგე ექიმი ლა-------------------აგან, მოქალაქე ზო------------------ის დაზიანებების თაობაზე. ასევე მოწმემ დაადასტურა რომ, მის მიერ შედგენილი იქნა ალკოტესტზე შემოწმების შესახებ ოქმი, რომლის მიხედვით შა----შ ზორ--------ს ალკოტესტის მაჩვენებლით დაუდგინდა 1,642 % სიმთვრალე.
4.7. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე, საქმის გამომძიებელმა შსს ნი---–------ს სამმართველოს ყოფილმა თანამშრომელმა გო------------ა დაადასტურა, რომ 2018 წლის მარტს , როდესაც ის მუშაობდა აღნიშნულ სამმართველოში 112-იდან შევიდა შეტყობინება შა----შ ზო-----------ს ცემის ფაქტთან დაკავშირებით. მან, 2018 წლის 15 მარტს დაიწყო გამოძიება შა----შ ზო-----------ს მიერ, ზო------------------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე და ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, მის მიერ გამოკითხული იქნა ზო------------------ი, გე---–------------, შა----შ ზო-----------, ან-----------------ი და კა------------------ი. ასევე, მის მიერ დანიშნული იქნა ს----------–----------–---- ექსპერტიზა. მოწმის განმარტებით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკების დროს შა----შ ზორ--------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ზო------------------ს, რის შემდეგაც დაზარალებული გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება. დაზარალებულმა ასევე, თანხმობა განაცხადა, რომ მის მიმართ ჩატარებულიყო სამედიცინო ექსპერტიზა და პირადად მის მიერ იქნა ექსპერტიზაზე წარდგენილი დაზარალებული. ასევე, კლინიკიდან გამოთხოვილი იქნა ზო------------------ის სამედიცინო დოკუმენტაცია. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
4.8. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას არასრულწლოვანმა მოწმემ ან-----------------მა განმარტა, რომ როდესაც მისი მამა - ზო------------------ი სახლში მივიდა საღამო ხანი იყო, მას თვალთან დაზიანება ჰქონდა მიღებული, შეწითლებული ჰქონდა. მის შეკითხვაზე თუ რა მოხდა, მამამ უპასუხა, რომ შა----შ ზორ--------მა დაარტყა. მან ამ დროს მოითხოვა ტელეფონი. დედამ იკითხა თუ რისთვის უნდოდა ტელეფონი, ზო------------------მა უპასუხა, რომ პოლიციაში უნდა დაერეკა. შემდეგ დედამისმა კა------------------მა უთხრა, რომ სასწრაფოს გამოიძახებდა, ამ დროს სასწრაფოს პოლიციაც მოყვა.
4.9.საქმის არსებითი განხილვის დროს საბოლოო სიტყვაში ბრალდებულმა შა----შ ზორ--------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ ის არის პატიოსანი ადამიანი, ცხენით ამუშავებს მიწას და ასე ზრდის შვილებს. კმაყოფაზე სულიერად ავადმყოფი ძმა ყავს და მისი სოციუალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
4.11. სა---------–--ს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
4.13. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
4.14. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.15. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
4.16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ სა---------–--ს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ შა----შ ზო-----------ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
5.2. სა---------–--ს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია სა---------–--ს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „სა---------–--ს მოქალაქე ზუ---------ძე სა---------–--ს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ სა---------–--ს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), თუმცა, შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან, ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე სა---------–--ს სსკ-ის 120-ე მუხლით.
5.5. სასამართლო განმარტავს, რომ სხვაგვარი ძალადობა წარმოადგენს ძალმომრეობით აქტს, რომელიც შესაძლებელია საერთოდ არ იყოს დაკავშირებული დარტყმასთან (მაგალითად, თმებით თრევა, თმების მოქაჩვა და სხვა), რის შედეგადაც დაზარალებული განიცდის ფიზიკურ ტკივილს, ამასთან მას არ მოჰყვება 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ კი სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ძალადობის მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის.
5.6. ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, სა---------–--ს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისათვის მიყენებული დაზიანებების ხარისხთან ერთად, თუკი არსებობს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მიერ გახორციელებული ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. ზემოაღნიშნული კი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სა---------–--ს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაციისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს დაზარალებულის ჩვენებას.
5.7. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
5.8. სასამართლო ბრალდებულ შა----შ ზო-----------ს მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, როგორც დაზარალებულ ზო------------------ის ჩვენებით დგინდება, 2018 წლის 15 მარტს ნი---–------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ--------ში, გე---–------------ს მაღაზიიდან შა----შ ზორ--------მა დაზარალებულს მიაყენა ფიზიკური შეურაწყოფა, მუშტი დაარტყა მარცხენა თვალის არეში, მსუბუქად შეეხო ყურის არეში და დაკაწრა, ფეხი გაიქნია და მას ფეხით დაარტყა, რა დროსაც ზო------------------მა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა.
შა----შ ზო-----------ს და ზო------------------ს შორის კონფლიქტი და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტი დაადასტურეს აგრეთვე, მოწმეებმა გე---–-----------მა, კა------------------მა და ან-----------------მა რომელთაც მართალია, არ დაუნახავთ დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, თუმცა, ასეთის არსებობა არც გამოურიცხავთ.
სასამართლო განმარტავს, რომ გამოიწვევდა თუ არა ესა თუ ის ქმედება ფიზიკურ ტკივილს, დამოკიდებულია დაზარალებულის სუბიექტურ აღქმასა და ობიექტურ გარემოებებზე, ანუ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში პირი ობიექტურად განიცდიდა თუ არა ფიზიკურ ტკივილს.
5.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ შა----შ ზო-----------ს მიერ განხორციელებულ ძალადობრივ აქტს არ მოჰყოლია სა---------–--ს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რასაც ადასტურებს 2018 წლის 21 მარტის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის #1--------- დასკვნა, რომლის მიხედვით, ზო------------------ს სხეულზე არსებული მარცხენა თვალბუდის არეში შესიება და ჰიპერემია. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
5.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, რაც უნდა შეფასდეს როგორც ობიექტური, ასე სუბიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით, კერძოდ, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში პირი ობიექტურად განიცდიდა თუ არა ფიზიკურ ტკივილს და ასევე, პირმა სუბიექტურად განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, ფიზიკური ტკივილის შეფასებისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც ს----------–----------–---- ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, ზო------------------ის სხეულზე არსებული დაზიანებანი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, რაც ობიექტურად გამოიწვევდა ფიზიკურ ტკივილს, ასევე დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მასზე განხორციელებული დარტყმებით მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
5.11. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, აშკარა, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ.
5.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. დაზარალებულისა და მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია, იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
5.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია, პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო შა----შ ზო-----------ს ადვოკატის მოსაზრება, რომ ბრალდებულს არ ჩაუდენია არანაირი დანაშაული ეწინააღმდეგება ს----------–----------–---- ექსპერტიზის დასკვნასა და დაზარალებულის ჩვენებას და ემსახურება მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.
5.14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შა----შ ზორ--------მა ჩაიდინა ძალადობა, ე.ი. ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული სა---------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6.1. შა----შ ზორ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ სა---------–--ს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ‘’ სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს სა---------–--ს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
7.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
7.4. სა---------–--ს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
7.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ სა---------–--ს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
7.7. სა---------–--ს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“, რაც, თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება.
7.8. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებების გამოყენებას აშკარად არაადეკვატურად წარმოაჩენს.
7.9. ამდენად, სა---------–--ს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლის მიერ დადგენილი სანქცია არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და, შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას.
7.10. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში გაამახვილა ყურადღება, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმკაცრის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა არასაპატიმრო ღონისძიებები/სასჯელები. კერძოდ, Del Río Prada v. Spain [GC], no. 42750/09, § 82, ECHR 2013 საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მე-2 წინადადების სიტყვები მიუთითებს, რომ ამოსავალი წერტილი ნებისმიერი სასჯელის შეფასებისას არის, თუ რამდენად მოცემულია განსახილველი ზომა ,,სისხლის სამართლის დანაშაულის” გამო მსჯავრდების შედეგი, ხოლო სხვა ფაქტორები, რომლებიც როგორც რელევანტური, შეიძლება იქნეს მხედველობაში მიღებული, არის: სასჯელის ზომის ხასიათი და მიზანი, ეროვნულ კანონმდებლობაში მისი დახასიათება, ის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება მისი განხორციელებისა და იმპლემენტაციის დროს...(იხ. ასევე Jamil v. France, 1995წ. 8 ივნისი, § 32, სერია A no. 317-B, § 31; Kafkaris v. Cyprus [GC], no. 21906/04, ECHR 2008, § 151; § 142; და M. v. Germany, no. 19359/04 § 120, ECHR 2009). ამასთან, გამოყენებული ზომის სიმკაცრე, თავის მხრივ, არ არის გადამწყვეტი, რამდენადაც მრავალი პრევენციული ხასიათის არასაპატიმრო ღონისძიებას შეიძლება ჰქონდეს არსებითი გავლენა შესაბამის პირზე“.
7.11. ყოველივე ზემოაღნიშნული, ასევე ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, გასაკიცხაობის ხარისხი, ჩადენილი დანაშაულის კატეგორია (მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშულს), მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება (არ არის ნასამართლევი), ბრალდებულის კანონის შესაბამისი ქცევა სასამართლოში გასათავლისწინებელია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის შეფარდებისას, თუმცა, ასევე, მხედველობაშია მისაღები დაზარალებულის პოზიცია , რა დროსაც სწორად უნდა იქნეს გაგებული სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი, რომელიც გულისხმობს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების, ბრალის ხარისხის, დანაშაულის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მკაცრად ინდივიდუალიზებული სამართლიანი სასჯელის შეფარდებას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სა---------–--ს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზნების აღსრულებას.
7.12. სასამართლო მიიჩნევს, რომ შა----შ ზო-----------ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მას უნდა დაენიშნოს სასჯელი სა---------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის ფარგლებში - კერძოდ, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდა ათი) საათის ვადით.
7.13. სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ბუნებას, ქმედების ხასიათს, ასევე, თავად მის პოზიციას და გამომდინარე აქედან, აღნიშნული სასჯელი არის, როგორც ადეკვატური და პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რაც, ერთი მხრივ, დამაფიქრებელი იქნება მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, გასაკიცხაობის ხარისხი, განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვითა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ ბრალდებულის მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სწორედ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შა----შ ზორ--------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდა ათი) საათის ვადით როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სა---------–--ს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შა----შ ზო----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ სა---------–--ს სსკ-ის 126 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.
2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს სა---------–--ს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
3. შა----შ ზო-----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ანაიტ ოგანესიან