განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N200100118002689401
N1/303-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
08 ნოემბერი 2018 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - თ---------ე
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ნ-------------–---ი
ბრალდებული: ვ-–- მ-----–--–---–ი
მამის სახელი: ლ-----
დაბადებული: 0----------- წელი
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლევი
რეგისტრირებული: გ---------ის რაიონი სოფელი გ---------ი
მცხოვრები: გ---------ის რაიონი სოფელი გ---------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილი - მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის ე.ი. აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა და რეალიზაცია.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, ვ-–- მ-----–--–---–მა შემდგომი რეალიზაციის მიზნით, შეიძინა და აქციზური მარკის გარეშე შეინახა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი, „IQOS-ის“ მოწყობილობით მოსაწევი სიგარეტი, თამბაქოს ნაწარმი - 200 კოლოფი „HEETS YELLOW LABEL“ და 600 კოლოფი „HEETS AMBER LABEL“, რომლის მთლიანი საბაზრო ღირებულება შეადგენს 4000 ლარს. აღნიშნული უაქციზო საქონლის რეალიზაცია ვ-–- მ-----–--–---–მა განახორციელა 2018 წლის 15სექტემბერს და 6400 ლარად მიჰყიდა საქმეში ოპერატიულად ჩართულ პ----- ს------ეს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების გ------- ქ----–----ის, პ----- ს------ისა და კ------- ბ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ვ-–- მ-----–--–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ-–- მ-----–--–---–მა ჩაიდინა მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის ე.ი. აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა და რეალიზაცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4. სასამართლოს ბრალდებულ ვ-–- მ-----–--–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.
5. ვ-–- მ-----–--–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
7. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ვ-–- მ-----–--–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
8. მხედველობაშია მისაღები, რომ ვ-–- მ-----–--–---–ს წინა განაჩენით ძირითად სასჯელთან ერთად დაენიშნა დამატებითი სასჯელი ჯარიმა, თუმცა საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ განაჩენი ამ ნაწილში აღუსრულებელია და მას ჯარიმა არ გადაუხდია. ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ვ-–- მ-----–--–---–ის მიმართ სააღსრულებო წარმოება არ დაწყებულა.
9. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე ბრალდებულის განამარტებას, რომ ის აღიარებული იყო პოლიტპატიმრად, თუმცა, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეში არ დევს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
10. ვ-–- მ-----–--–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარი.
11. ვ-–- მ-----–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 15 სექტემბრიდან, 2018 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი, საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 1500(ათას ხუთასი) ლარი.
12. ვ-–- მ-----–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ვ-–- მ-----–--–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით დაყადაღებულ ვ-–-------- მ-----–--–---–ის (პ/ნ 1----------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
13. ნივთიერი მტკიცებულება - კ------- ბ-------–---–ისგან ამოღებული - ს----------–----------------------------------------------------------------------------------------------------–-------------–-----------------–------------------–--დან გამოთხოვილი ფულადი თანხა 6400 ლარი, დალუქული ერთ პაკეტად, ინახება ს----------–--------------------------------------------------------------------------------------------------------------–--ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
14. პ----- ს------ის მიერ წარმოდგენილი საკონტროლო შესყიდვის შედეგად შეძენილი უაქციზო სიგარეტი „HEETS“ სულ 62 ბლოკი და 180 კოლოფი, რაც დალუქული ინახება ს----------–--------------------------------------------------------------------------------------------------------------–--ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
15. ფარული აუდიო-ვიდეო გადაღების ამსახველი მასალები 02 ცალი DVD დისკი, დალუქული ერთ პაკეტად ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
16. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
17. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური