გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.11.2018
საქმის ნომერი
140310018002660319
კატეგორია
დავის ტიპი
დავები სოციალური დაცვის თაობაზე
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002660319, 140310018002660316,140310018002660297, 140310018002660292

საქმე N 3/269-18, 3/270-18, 3/272-18, 3/273-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 ნოემბერი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელე: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი: ა--------------–ი

 

მოპასუხეები: ნ----- გ-----–---–ი, ლ--------–-–---–ი, ნ---- ს---–---–ი, ე---------- კ-----ე

 

დავის საგანი: ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემელის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. საარსებო შემწეობის სახით ნ----- გ-----–---–ზე გაცემული თანხის - 160 ლარის დაბრუნების ვალდებულების დაკისრება.

 

1.2. საარსებო შემწეობის სახით ლ--------–-–---–ზე გაცემული თანხის - 210 ლარის დაბრუნების ვალდებულების დაკისრება.

 

1.3. საარსებო შემწეობის სახით ნ---- ს---–---–ზე გაცემული თანხის - 20 ლარის დაბრუნების ვალდებულების დაკისრება.

 

1.4. საარსებო შემწეობის სახით ე---------- კ-----ეზე გაცემული თანხის - 310 ლარის დაბრუნების ვალდებულების დაკისრება.

 

1.1. სარჩელის თანახმად, ნ----- გ-----–---–ის (პირ. N 5----------) ოჯახი იღებდა საარსებო შემწეობას.

 

სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში დაფიქსირდა ინფორმაცია ამ ოჯახის წევრის - გ---–-- გ-----–---–ის (პირ. N 5----------) მიერ ლეგალური შემოსავლის მიღების თაობაზე; მოპასუხემ არ შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე სოციალური მომსახურების საგენტოს დადგენილ ვადაში.

 

მოსარჩელე ითხოვს 2018 წლის იანვრის თვის შემწეობის უკან დაბრუნებას.

 

1.2. სარჩელის თანახმად, ლ--------–-–---–ის (პირ. № 5----------) ოჯახი იღებდა საარსებო შემწეობას.

 

სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში დაფიქსირდა ინფორმაცია ამ ოჯახის წევრის - თ----- ტ-------–---–ის (პირ. N 5----------) მიერ ლეგალური შემოსავლის მიღების თაობაზე; მოპასუხემ არ შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე სოციალური მომსახურების საგენტოს დადგენილ ვადაში.

 

მოსარჩელე ითხოვს 2018 წლის იანვრის თვის შემწეობის უკან დაბრუნებას.

 

1.3. სარჩელის თანახმად, ნ---- ს---–---–ის (პირ. № 5----------) ოჯახი იღებდა საარსებო შემწეობას.

 

სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში დაფიქსირდა ინფორმაცია ამ ოჯახის წევრის - ე----- ბ----–-–---–ის (პირ. № 5----------) მიერ ლეგალური შემოსავლის მიღების თაობაზე; მოპასუხემ არ შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე სოციალური მომსახურების საგენტოს დადგენილ ვადაში.

 

მოსარჩელე ითხოვს 2017 წლის დეკემბრისა და 2018 წლის იანვრის თვის შემწეობის უკან დაბრუნებას.

 

1.4. სარჩელის თანახმად, ე---------- კ-----ის (პირ. № 5----------) ოჯახი იღებდა საარსებო შემწეობას.

 

სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში დაფიქსირდა ინფორმაცია ამ ოჯახის წევრების - ზ------ (პირ. N 5----------) და ზ---- თ---–--ეების (პირ. N 5----------) მიერ ლეგალური შემოსავლის მიღების თაობაზე; მოპასუხემ არ შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე სოციალური მომსახურების საგენტოს დადგენილ ვადაში.

 

მოსარჩელე ითხოვს 2017 წლის ივნისის თვის შემწეობის უკან დაბრუნებას.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

მოპასუხეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდნენ; შესაბამისად, მათი პოზიცია ამ სარჩელზე სასამართლოსთვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ნ----- გ-----–---–ის ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება 3 წევრზე ყოველთვიურად 50-50 ლარის ოდენობით, ერთ არასრულწლოვან წევრზე - 10 ლარის ოდენობით; მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 36260-ს.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.2. სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ გორის სოციალური მომსახურების ცენტრს განცხადებით მიმართა მოპასუხე ნ----- გ-----–---–მა, რომელმაც აიღო ვალდებულება, დაუყოვნებლივ ეცნობებინა სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების ანდა იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან მოყვებოდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.3. ნ----- გ-----–---–ის ოჯახის წევრს დაუფიქსირდა ლეგალური შემოსავალი.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.4. მოპასუხეს 2018 წლის იანვარში მიღებული აქვს ოჯახის სახელზე გაცემული საარსებო შემწეობა 160 ლარის ოდენობით.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.5. ლ--------–-–---–ის ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება 4 წევრზე ყოველთვიურად 50 -50 ლარის ოდენობით, 1 არასრულწლოვან წევრზე ყოველთვიურად 10 ლარის ოდენობით; მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 34690-ს.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.6. სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ გორის სოციალური მომსახურების ცენტრს განცხადებით მიმართა მოპასუხე ლ--------–-–---–მა, რომელმაც აიღო ვალდებულება, დაუყოვნებლივ ეცნობებინა სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების ანდა იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან მოყვებოდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.7. ლ--------–-–---–ის ოჯახის წევრს დაუფიქსირდა ლეგალური შემოსავალი.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.8. მოპასუხეს 2018 წლის იანვრის თვეში მიღებული აქვს ოჯახის სახელზე გაცემული საარსებო შემწეობა 210 ლარის ოდენობით.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.9. ნ---- ს---–---–ს ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება 1 არასრულწლოვან წევრზე ყოველთვიურად დამატებით 10 ლარის ოდენობით; მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 97220-ს.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.10. სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ გორის სოციალური მომსახურების ცენტრს განცხადებით მიმართა მოპასუხე ნ---- ს---–---–მა, რომელმაც აიღო ვალდებულება, დაუყოვნებლივ ეცნობებინა სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების ანდა იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან მოყვებოდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.11. ნ---- ს---–---–ის ოჯახის წევრს დაუფიქსირდა ლეგალური შემოსავალი.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.12. მოპასუხეს 2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის იანვარში მიღებული აქვს ოჯახის სახელზე გაცემული საარსებო შემწეობა 20 ლარის ოდენობით.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.13. ე---------- კ-----ის ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება 6 წევრზე (თითოეულზე 50 ლარის ოდენობით) მათ შორის 1 არასრულწლოვან წევრზე ყოველთვიურად დამატებით 10 ლარის ოდენობით; მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 45480-ს.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.14. სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ გორის სოციალური მომსახურების ცენტრს განცხადებით მიმართა მოპასუხე ე---------- კ-----ემ, რომელმაც აიღო ვალდებულება, დაუყოვნებლივ ეცნობებინა სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების ანდა იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან მოყვებოდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.15. ე---------- კ-----ის ოჯახის წევრებს დაუფიქსირდათ ლეგალური შემოსავალი.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2.16. მოპასუხეს 2017 წლის ივნისის თვეში მიღებული აქვს ოჯახის სახელზე გაცემული საარსებო შემწეობა 310 ლარის ოდენობით.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარის განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელები უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ მოპასუხეეებმა მიიღეს ოჯახის საარსებო შემწეობა ისე, რომ მათი ოჯახის წევრები უკვე იღებდნენ ლეგალურ შემოსავალს, რის შესახებაც მოპასუხეები ვალდებული იყვნენ, ეცნობებინათ სააგენტოსათვის.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესი” ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის № 126 დადგენილება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე.

 

,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის” (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის № 145 დადგენილებით) მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001–ზე ნაკლებია, საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.

 

როგორც აღინიშნა, ნ----- გ-----–---–ის ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება 3 წევრზე ყოველთვიურად 50-50 ლარის ოდენობით, ერთ არასრულწლოვან წევრზე - 10 ლარის ოდენობით; მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 36260-ს.

 

ლ--------–-–---–ის ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება 4 წევრზე ყოველთვიურად 50 -50 ლარის ოდენობით, 1 არასრულწლოვან წევრზე ყოველთვიურად 10 ლარის ოდენობით; მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 34690-ს.

 

ნ---- ს---–---–ს ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება 1 არასრულწლოვან წევრზე ყოველთვიურად დამატებით 10 ლარის ოდენობით; მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 97220-ს.

 

ე---------- კ-----ის ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება 6 წევრზე (თითოეულზე 50 ლარის ოდენობით) მათ შორის 1 არასრულწლოვან წევრზე ყოველთვიურად დამატებით 10 ლარის ოდენობით; მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 45480-ს.

 

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა დამოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის № 126 დადგენილების მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა, ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;

 

ამდენად, მოპასუხეები ვალდებული იყვნენ, ეცნობებინათ სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისათვის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარსებო შემწეობის მიზნებისათვის გაიცა და ნ----- გ-----–---–მა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო 160 ლარი, ლ--------–-–---–მა - 2ქ0 ლარი, ნ---- ს---–---–მა - 20 ლარი, ე---------- კ-----ემ - 310 ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხეების მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობამ, ეცნობებინათ სოციალური მომსახურების სამსახურისათვის მათი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.1. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი ნ----- გ-----–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

ნ----- გ-----–---–ს დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, 2018 წლის იანვარში ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის - 160 (ასსამოცი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302009921.

 

1.2. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი ლ--------–-–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

ლ--------–-–---–ს დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, 2018 წლის იანვრის თვეში ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის - 210 (ორასათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302009921.

 

1.3. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი ნ---- ს---–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

ნ---- ს---–---–ს დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, 2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის იანვარში ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის - 20 (ოცი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302009921.

 

1.4. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი ე---------- კ-----ის მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

ე---------- კ-----ეს დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, 2017 წლის ივნისის თვეში ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის - 310 (სამას ათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302003460.

 

2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი