განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/894-18 (N041050918001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
31.10.2018 წელი ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- გ----------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული მ------ მ-------–--–---–ი
მამის სახელი: თ-----ი
დაბადების თარიღი: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული: წყალტუბოს რაიონი სოფელი ქ-------ი მე-6 ქ. N 1
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქუთაისი, დ---------–ის ქ. 1-ლი შეს. N24
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
მ------ მ-------–--–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 04 სექტემბერს, ღამის საათებში, ქუთაისში, დ---------–ის ქ. N24-ში მდებარე სახლში, მ------ მ-------–--–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა სიდედრს - ლ---–- კ---------ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 18 ოქტომბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ მ------ მ-------–--–---–ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი(წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს მ------ მ-------–--–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, მ------ მ-------–--–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ლ---–- კ---------ის, მოწმეების: ვ-----–ი წ-------–ის, ლ-–- ჯ---------სა და თ-- კ---------ის, ბრალდებულ მ------ მ-------–--–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ მ------ მ-------–--–---–ის დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, CD-დისკის (შემთხვევის ადგილი) დათვალიერების ოქმით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N006075018 დასკვნით, ცნობა პრობაციის სამსახურიდან, ცნობა აღსრულების ეროვნული ბიუროდან და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა მ------ მ-------–--–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, ანუ საქართველოს სსკ-ის 111 , 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევია ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რა დროსაც დანიშნულმა ალტერნატიულმა უფრო მსუბუქმა სასჯელმა ვერ უზრუნველყო სასჯელის ერთ-ერთი მთავარი მიზნის შესრულება - ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. მხედველობაში მისაღებია ის გარემოებებიც, რომ მ------ მ-------–--–---–მა აღნიშნული ქმედება ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, რაც სსკ-ის 531 მუხლის თანახმად პირდაპირ არის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად.
მ------ მ-------–--–---–ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებდა დანაშაულს და თავიდანვე თანამშრომლობდა გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე დანაშაულის ხასიათს, მისი გავრცელების ხარისხს და მიიჩნევს, რომ მუხლის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, რის გამოც მ------ მ-------–--–---–ს სსკ-ის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით უნდა განესაზღვროს 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ასევე შეესაბამება სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლების მოთხოვნებს.
ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ის არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე სამართალდამცველებს და მიიჩნევს, რომ მ------ მ-------–--–---–ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი, რომლის თანახმად, ვინაიდან ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, დანიშნული სასჯელის ნახევარი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, ვინაიდან საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდგომაც, გამოსაცდელი ვადის პერიოდში მასზე პრობაციის ბიუროდან განხორციელდება კონტროლი, რაც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას. ამასთან, დანიშნული სამართლიანი სასჯელი იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების საშიშროება და გამოიტანოს სწორი დასკვნები მომხდარი ფაქტიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------ მ-------–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 01 (ერთი) წლით გამოსაცდელი ვადით.
2. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ------ მ-------–--–---–ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 სექტემბრიდან, ხოლო პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა - პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების დღიდან.
3. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ მ------ მ-------–--–---–ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
4.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - განადგურდეს.
5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე