განაჩენი

სისხლის სამართლის 09.11.2018
საქმის ნომერი
080100118002673022
დავის ტიპი
126 1
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/906-18 (N041240818001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

01.11.2018 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - გ--- დ---------–--ე

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული - გ------- ტ--–--–-–---–ი

მამის სახელი: ი-----–-

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: არმქონე

რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქუთაისი მ----–---–ის ქ. N 35

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გ------- ტ--–--–-–---–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. ქუთაისში ნ----–---–ის ქუჩა N68-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ------- ტ--–--–-–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ--- გ----------ს, კერძოდ სკამი დაარტყა მარცხენა მხრის არეში და მოქაჩა თმები, რის შედეგადაც მ--- გ----------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2018 წლის 19 ოქტომბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ გ------- ტ--–--–-–---–ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

საქმის არსებითი განხილვის დროს გ------- ტ--–--–-–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, გ------- ტ--–--–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეთა: მ--- გ----------ის, ს--–---- ს----–--ს, ა-–---- ხ------ის, გ------- ტ--–--–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N006040618 შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა გ------- ტ--–--–-–---–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ე.ი. ბრალდებულმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: გ------- ტ--–--–-–---–მა აღიარა და მოინანია დანაშაული; ის პირველადაა სამართალში და წარსულში მის მიერ ჩადენილი რაიმე სამართალდარღვევა გამოვლენილი არ არის, მუშაობს ავტო სახელოსნოში, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი არ არსებობს.

სასამართლო განსაკუთრებით მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბოდიში მოუხადა და შეურიგდა დაზარალებულს, რომელიც სასამართლოს სთხოვს მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას.

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სამართლიანი ზომით დანიშვნით, რასაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთასთან შედარებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ------- ტ--–--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.

2. მსჯავრდებულ გ------- ტ--–--–-–---–ის მიმართ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მსჯავრდებულმა.

 

3. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სკამი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

4. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე