განაჩენი

სისხლის სამართლის 09.11.2018
საქმის ნომერი
190100118002386043
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1/231-18

(№007300118001)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 სექტემბერი, 2018 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძე,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე პროკურორი ანა ადეიშვილი,ბრალდებული შ-----------–-–---–ი, დაბადებული 1----–-–------------ს, პირადი ნომერი 3----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: თ---–-----------------------–ე და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ----------------------------------------------------;

 

ადვოკატი ლავრენტი სუხიშვილი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით და დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

სხდომის სახე: დახურული,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

შ-----------–-–---–ი 2003 წლიდან იმყოფებოდა ქორწინებაში მ-------------–---–თან. მათ ჰყავთ შვილი, 2----–-–----------------ს დაბადებული ბ---------------–-–---–ი, მაგრამ შ-----------–-–---–ის მიერ სისტემატიურად ალკოჰოლური სასმელების მიღების გამო მ-------------–---–ი გაშორდა მას. შ-----------–-–---–ი შვილს ნახულობდა იშვიათად. 2018 წლის 28 იანვარს შ-----------–-–---–ი დაუკავშირდა მეუღლეს და სთხოვა, რომ ბ-------ეს წაიყვანდა სასეირნოდ. ისინი შეთანხმდნენ, რომ ბავშვს გააყოლებდა იმ შემთხვევაში, თუ იმავე დღეს მიიყვანდა სახლში. 2018 წლის 29 იანვარს დაახლოებით 18:00 საათზე შ-----------–-–---–მა ბ---------------–-–---–ი წაიყვანა ი-----------–----–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში მდებარე ქ.რუსთავში, მ-----------------------------------ში, სადაც იგი დროებით ცხოვრობდა. ბინაში ყოფნის დროს მან მიიღო ალკოჰოლური სასმელი და მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა დაუწყო ბ---------------–-–---–ს მოფერება, რაზეც შვილისაგან მიიღო შენიშვნა, თუმცა მან მიუხედავად იმისა, რომ ბ-------ე იყო არასრულწლოვანი, რაც მისთვის ცნობილი იყო, იძულებით გახადა ტანსაცმელი და ასევე ძალადობით ბ---------------–-–---–ის ნების წინააღმდეგ დაამყარა მასთან სექსუალური კავშირი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით და დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

ბრალდებულმა შ-----------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ბ---------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მამას შ-----------–-–---–ს ბოლო დროს ქ.რუსთავში ჰქონდა სახლი ნაქირავები და იქ ცალკე ცხოვრობდა. დედასთან განქორწინებულია და პერიოდულობით ნახულობდა ხოლმე. 2018 წლის 29 იანვარს მისი მეგობრის მანქანით რუსთავში ჩამოიყვანა და ნაქირავებ სახლში მივიდნენ. თავდაპირველად საუბრობდნენ, ტელევიზორს უყურეს, შემდეგ მაღაზიაში ჩავიდა და სასმელი ამოიტანა, დალია, მასთან დივანზე ჩამოჯდა და კოცნა დაუწყო, გადააწვინა და თავი უხერხულად იგრძნო. ყვიროდა და შველას ითხოვდა, მაგრამ მამა დაემუქრა ხმა არ ამოიღო, თორემ მოგკლავო. შემდეგ ცოტა ხანი თავი დაანება, მეგობარს დაურეკა ბავშვი წაიყვანეო, მერე ისევ დაუწყო მოფერება, ტანსაცმელი გახადა, სრულად გააშიშვლა, ტანზე ეფერებოდა, ყველგან კოცნიდა, იგრძნო, რომ თავისი სასქესო ორგანო მის სასქესო ორგანოში შეიყვანა. თვითონაც შიშველი იყო. დივანზე თვითონ ქვემოდან იწვა, ხოლო მამა ზემოდან აწვებოდა. სასქესო ორგანო რომ დაინახა, ეუბნებოდა გაჩერდიო, თავშიც ჩაარტყა, შეღწევის დროს ტკივილი იგრძნო. მამა გაჩერდა, როდესაც კარზე დააკაკუნეს. ორივემ ჩაიცვა და მისმა მეგობარმა წაიყვანა დედასთან სახლში. მამა მას შემდეგ აღარ უნახავს.

 

მოწმე მ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებული მისი ყოფილი მეუღლეა, დაახლოებით 8 წელი იცხოვრეს ერთად, ჰყავთ 3 შვილი. შემთხვევის დღეს შ-----------–-–---–მა ბ-------ეს ნახვა სთხოვა და უარი არ უთქვამს, თუმცა გააფრთხილა ღამით სახლში მოეყვანა. ბ-------ე დაახლოებით საღამოს 11 საათი იქნებოდა როდესაც დაბრუნდა, განერვიულებული სახე ჰქონდა, ცხვირზე სიწითლე და ყელზე ნაკაწრები შეამჩნია. მიზეზი რომ ჰკითხა, შერცხვა, თუმცა შემდეგ უთხრა, რომ მამა ეფერებოდა ისეთ ადგილებში, როგორც კინოში ქალი და კაცი ეფერებიან ერთმანეთს. მომხდარის შესახებ შეატყობინა პოლიციას.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ნ-------------–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ დაზარალებული მისი დისშვილია და დები თავიანთი ოჯახებით ერთად ცხოვრობენ. მომხდარის შესახებ მეუღლემ უთხრა, მისი გადმოცემით ბ-------ეზე მამამ იძალადა სქესობრივად. ბავშვს ყელზე და ცხვირზე ჰქონდა დაზიანებები, ცხვირი თითქმის მთლიანად შეწითლებული ჰქონდა, ასევე მის ტანისამოსზეც შენიშნეს სხვადასხვა ლაქები.

 

მოწმე გ--------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 29 იანვარს დაურეკა შ-----------–-–---–მა და უთხრა, რომ ვინაიდან სატრანსპორტო საშუალების მართვა აკრძალული ჰქონდა, სთხოვა ორთაჭალიდან რუსთავში ჩაეყვანა და ქ.რუსთავში, მ---------------- ში მდებარე სახლთან მიიყვანა. შ---ი ბავშვთან ერთად იყო და უთხრა ჩემი შვილიაო. რამდენიმე საათის შემდეგ ისევ დაურეკა და უთხრა, რომ ბავშვის ტაქსით გაშვება არ უნდოდა და წაეყვანა. რადგან შ---ი ტელეფონს არ პასუხობდა, სახლში ავიდა, ბავშვი საპირფარეშოდან გამოვიდა, განერვიულებული იყო. საჭესთან მათი მეგობარი დათო დაჯდა და ბავშვი წამოიყვანეს. გზაში მას არაფერი უთქვამს.

 

2018 წლის 30 იანვარს ბ---------------–-–---–ისაგან ამოღებულ იქნა ტანისამოსი - რუხი ფერის ჯინსის შარვალი, ვარდისფერი მოკლესახელოებიანი მაისური, რუხი ფერის გრძელსახელოებიანი მაისური, თეთრი ფერის ტრუსი. ამოღებას ესწრებოდა კანონიერი წარმომადგენელი ნ---------–---–ი. ამოღებულ ტანსაცმელზე დაინიშნა ტრასოლოგიური ექსპერტიზა. ექსპერტიზის 2018 წლის 22 მარტის დასკვნის მიხედვით, ტანსაცმელზე დაზიანებები არ აღინიშნება.

 

2018 წლის 30 იანვრის ნიმუშის აღების ოქმების მიხედვით, ბ---------------–-–---–ისაგან, მისივე თანხმობით, ადვოკატის ზ-----–---–---–ისა და საპროცესო წარმომადგენელის ქ------------–---–ის მონაწილეობით, აღებულ იქნა ფრჩხილის ანაწმენდის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში,2018 წლის 30 იანვრის ნიმუშის აღების ოქმების მიხედვით, შ-----------–-–---–ისაგან, მისივე თანხმობით, აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში.

 

2018 წლის 30 იანვარს საქმეზე ბ---------------–-–---–ის მიმართ დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ექსპერტს გადასაწყვეტ საკითხებთან ერთად დაევალა ბ---------------–-–---–ის სასქესო ორგანოებიდან ნაცხის ნიმუშების აღება.

 

2018 წლის 30 იანვარს, საქმეზე დაინიშნა კომპლექსური - გენეტიკური, ტრასოლოგიური და მიკრონაწილაკური ექსპერტიზა. ექსპერტებს გამოსაკვლევად გადაეცათ ბ---------------–-–---–ის ტანისამოსი, მისგან აღებული ნიმუშები, 2018 წლის 30 იანვარს შ-----------–-–---–ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, ბ---------------–-–---–ისა და შ-----------–-–---–ისაგან აღებული ნერწყვის, ფრჩხილის ანაწმენდის და ნაცხის ნიმუშები.

 

2018 წლის 2 თებერვლის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბ---------------–-–---–ის საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეული არ არის, უკანა ტანის არეში მექანიკური დაზიანების რაიმე კვალი არ აღენიშნება. ბ---------------–-–---–ის სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების/ზუსტი ლოკალიზაცია იხ. აღწერილობით ნაწილში/ სახით. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის/საგნების/ მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობის დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით მარჯვენა წვივის და მარჯვენა ბარძაყის მიდამოში დაახლოებით 5-9 დღისაა; დანარჩენი დაზიანების განვითარება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტები გ---–--------------–---–ი და ს------------–----ა.

მოწმე გ---–--------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დამატებით აღნიშნა, რომ ექსპერტიზაზე პირადად იქნა წარმოდგენილი ბ---------------–-–---–ი, მისი საშოდან და უკანა ტანიდან აღებულ იქნა ნაცხის ნიმუში, რომლებიც შემდეგ დალუქული გადაეცა კანცელარიას. ექსპერტმა ბრალდების მხარის შეკითხვაზე: „შეიძლება თუ არა სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში დარღვეული არ ყოფილიყო საქალწულე აპკი“, უპასუხა (ციტირება სხდომის ოქმიდან) რომ „სასქესო ასოს რომ შეეღწია ამ შემთხვევაში ბ---------------–-–---–ის საშოში, თავისი საშოს აგებულებიდან გამომდინარე ის დაირღვეოდა, თუმცა შესაძლებელია თავისუფლად მომხდარიყო სქესობრივი კონტაქტი საშოს შესავალში და არ დარღვეულიყო საქალწულე აპკი“.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს დასკვნასთან დაკავშირებით ს------------–----ამ. მანვე შეკითხვაზე რამდენად არის შესაძლებელი ქალსა და მამაკაცს შორის ყოფილიყო სქესობრივი კავშირი ჩვეულებრივი ფორმით და არ დაზიანებულიყო საქალწულე აპკის სიმთელე, უპასუხა, რომ „საშოს მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე - საშუალო სიმაღლით და საშუალო ცენტრალური ხვრელით, ნიშნავს, რომ სრული სქესობრივი კავშირი რომ მომხდარიყო, სასქესო ასო მოეთავსებინათ საშოში საქალწულე აპკის მთლიანობა დაირღვეოდა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ სქესობრივი კონტაქტი მოხდა საშოს შესავალში, იქიდან გამომდინარე რომ ჯერ არის საშოს შესავალი, შემდეგ საშოს შესავალ ნაწილში არის საქალწულე აპკი და უკანა მხარეს არის საშო. აქედან გამომდინარე საშოში რომ შესულიყო საქალწულე აპკი ყველა შემთხვევაში დაირღვეოდა, მაგრამ საშოს შესავალში სქესობრივი კონტაქტის არსებობით არ გამოირიცხება მათი დასკვნა. აქედან გამომდინარე სქესობრივ კონტაქტს ადგილი ჰქონდა საშოს შესავალში და არა საშოში“.

 

2018 წლის 08 მარტის ბიოლოგიური (სროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: პაკეტში წარწერით: ნაცხის ნიმუშები უკანა ტანიდან და საშოს შესავლიდან... ბ---------------–-–---–ი... მოთავსებულ ნაცხის ნიმუშები (ობ. N1,2), სპერმა და მამრობითი სქესის პირის ბირთვული დნმ-ის მინიმალურ კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

პაკეტში, წარწერით: ბ-------–-–--–ის ტანსაცმელი... მოთავსებულ: ქვედა საცვლის უბის არეში არსებული მოყვითალო-ღია მოყავისფრო ლაქები (ობ.N3)შეიცავს სპერმასა და ადამიანის სისხლს. ობ.N3 მამრობითი ფრაქციის (MF) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის შ-----------–-–---–ს (ობ.N38; პაკეტი, წარწერით: შ-----------–-–---–ის ნერწყვის ნიმუში...) ხოლო მდედრობითი ფრაქციის (FF) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ბ---------------–-–---–ს (ობ.N39; პაკეტი, წარწერით: ბ---------------–-–---–ის ნერწყვის ნიმუში...”) ამავე საცვლის უკანა ზედაპირზე არსებული მოთეთრო ფერის, ფლუორესცენტული ნათების ლაქები (ობ. N4MF) შეიცავს სპერმას, რომელიც ეკუთვნის შ-----------–-–---–ს (ობ.N38). საცვლიდან ამოღებულ თმის ღერზე (ობ.N5) გენოტიპირებისათვის საჭირო ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

ჯინსის შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N6) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის შ-----------–-–---–ს (N38). ამავე შარვლის უბის არეში არსებული მოთეთრო - მონაცრისფრო, ფლუორესცენტული ნათების მქონე ლაქები (ობ.N7MF) შეიცავს სპერმას, რომელიც ეკუთვნის შ-----------–-–---–ს (ობ.N38). ობ.N7-ის მდედრობითი ფრაქციის (FF) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ბ---------------–-–---–ს (ობ.N39).

 

გრძელსახელოებიან მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N8) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის შ-----------–-–---–ს (ობ.N38). ამავე მაისურზე არსებული ფლუორესცენტული ნათების მქონე ლაქები (ობ.N9) შეიცავს სპერმას. ობ.N9-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, ერთი წილი ეკუთვნის ბ---------------–-–---–ს (ობ.N39), მეორე ნაწილი შ-----------–-–---–ს (ობ.N38);

 

მოკლესახელოებიან მაისურზე, სისხლისა და ბიოლოგიურ გამონაყოფზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება.

 

პაკეტში წარწერით: ლითონის 2ც ფრაგმენტი...” მოთავსებულ საყურესა და საყურის სამაგრზე არსებული ბიომასალის (ობ.N10) გენეტიკური პროფილი შერეულია, ერთი წილი ეკუთვნის ბ---------------–-–---–ს (ობ.N39), მეორე წილი ეკუთვნის შ-----------–-–---–ს (ობ.N38). ამავე საყურესთან არსბულ თმის ღერებზე ( ობ.N11), გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

 

პაკეტში წარწერით ზეწარი 1 ც. მოცისფრო-ყვავილებიანი ორნამენტებით მოთავსებულ ზეწარზე არსებული მოთეთრო-მონაცისფრო ლაქები (ობ.N12,13) წარმოადგენს სპერმას, რომელიც ეკუთვნის შ-----------–-–---–ს (ობ.N38). ამავე ზეწრიდან ამოღებული თმის ღერების (ობ.N15) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ბ---------------–-–---–ს (ობ.N39). ზეწარზე არსებული ღია მოყავისფრო ლაქა (ობ.N14), სისხლი არ აღმოჩნდა;

 

პაკეტში წარწერით 1 ცალი მოვარდისფრო ზეწარი, მოთავსებულ ზეწარზე არსებული ფლუორესცენტული ნათების მქონე ლაქები (ობ.N16), სპერმას არ შეიცავს. ობ.N16-ზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის შ-----------–-–---–ს (ობ.N38). ამავე ზეწრიდან ამოღებულ თმის ღერებზე (ობ.N17), გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

პაკეტში წარწერით საბნის მოვარდისფრო პირი 1 ც. მოთავსებულ საბნის შალითაზე არსებული ფლუორესცენტული ნათების მქონე ლაქები (ობ.N18), სპერმას არ შეიცავს. ობ.N18-ზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის შ-----------–-–---–ს (ობ.N38). ამავე შალითიდან ამოღებული თმის ღერების (ობ.N20) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ბ---------------–-–---–ს (ობ.N39). შალითაზე არსებული მოყვითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N19) სისხლი არ აღმოჩნდა.

 

პაკეტში წარწერით საწოლის გადასაფარებელი 1 ც. მუქი ფერის... მოთავსებულ გადასაფარებელზე არსებული მოთეთრო-მონაცრისფრო დანაშრევები (ობ.N21) წარმოადგენს სპერმას, რომელიც ეკუთვნის შ-----------–-–---–ს (ობ.N38).

 

პაკეტში წარწერით:,,8... სავარძლიდან გადასაფარებელი შავ-თეთრი ორნამენტებით ...” მოთავსებულ გადასაფარებელზე არსებული ფლუორესცენტული ნათების მქონე ლაქები (ობ.N22), სპერმას არ შეიცავს. ობ. N22-ზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილის ეკუთვნის შ-----------–-–---–ს (ობ.N38);

 

პაკეტში წარწერით: ,,9...1 ც. გადასაფარებელი შავ-თეთრი ორნამენტებით დივნიდან...” მოთავსებულ გადასაფარებელზე არსებული მოთეთრო-მონაცრისფრო დანაშრევები (ობ.N24) წარმოადგენს სპერმას, რომელიც ეკუთვნის შ-----------–-–---–ს (ობ.N38). ამავე გადასაფაებელზე არსებული ღია მოყავისფრო ლაქები (ობ.N23), სისხლი არ აღმოჩნდა;

 

პაკეტში წარწერით:,,5... ბალიშის პირი 1.ც მუქი ფერის...” მოთავსებულ მოწითალო ფერის ქსოვილის შალითაზე (ობ.N25) და პაკეტში წარწერით: ,,6...ბალიშის პირი 1 ც. მუქი ფერის...” მოთავსებულ მოწითალო ფერის ქსოვილის შალითაზე (ობ.N26) არსებული ფლუორესცენტული ნათების მქონე ლაქები, სპერმას არ შეიცავს. ობ.N25,26-ზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის შ-----------–-–---–ს (ობ.N38);

 

პაკეტში წარწერით :,,... 1ც. პირსაწმენდი მოვარდისფრო ყვავილებიანი ორნამენტებით ...” მოთავსებულ პირსახოცზე არსებული მოთეთრო- მონაცრისფრო ლაქები (ობ.N28), სპერმას არ შეიცავს. ობ.N28-ზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის შ-----------–-–---–ს (ობ.N38). ამავე პირსახოცზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ.Nპაკეტში წარწერით :,,... 1ც. პირსაწმენდი 27), სისხლი არ აღმოჩნდა;

 

პაკეტში წარწერით :,,... 1ც. პირსაწმენდი ღია ფერის ყვავილებიანი ორნამენტებით...” მოთავსებულ პირსახოცზე არსებული მოთეთრო-მონაცრისფრო ლაქები (ობ.N29) წარმოადგენს სპერმას, რომელიც ეკუთვნის შ-----------–-–---–ს (ობ.N38);

 

პაკეტში წარწერით :,,... 1ც.სპორტული შარვალი ...” მოთავსებულ შარვალზე მოთეთრო-მონაცრისფრო დანაშრევები (ობ.N31) წარმოადგენს სპერმას.ობ.N31-ისა და ამავე შარვლიდან ამოღებული თმის ღერების (ობ.N32) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის შ-----------–-–---–ს (ობ.N38). ამავე შარვალზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ.N30), სისხლი არ აღმოჩნდა.

 

პაკეტში წარწერით :,,..სპორტული ზედა ქურთუკი...” მოთავსებულ კაპიუშონიან ქურთუკზე არსებული ფლუორესცენტული ნათების მქონე ლაქები (ობ.N33), სპერმას არ შეიცავს, ობ.N33-ზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის შ-----------–-–---–ს (ობ.N38). ამავე ქურთუკიდან ამოღებულ თმის ღერების (ობ.N34) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ბ---------------–-–---–ს (ობ.N39);

 

პაკეტში წარწერით :,,... 1ც. მუქი ფერის მაისური...” მოთავსებულ მაისურზე არსებული მონაცრისფრო დანაშრევები (ობ.N35) წარმოადგენს სპერმას, რომელიც ეკუთვნის შ-----------–-–---–ს (ობ.N38);

 

პაკეტში, წარწერით ,,... ბ---------------–-–---–ის ხელის ფრჩხილის ანაწმენდები...” მოთავსებულ მარჯვენა ხელის ფრჩხილების ანაწმენდების (ობ.N36) გენეტიკური პროფილი და მარცხენა ხელის ფრჩხილების ანაწმენდების (ობ.N37) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ბ---------------–-–---–ს (ობ.N39). ობ.N37-ის პროფილის მინორული წილი, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.

 

მოწმე ნ--------–----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ არანაირი ნორმატიული აქტი ექსპერტს არ ავალდებულებს დასკვნაში გადაიტანოს გამომძიებლის მიერ დადგენილებაში დასმული კითხვები. მისთვის ცნობილია, რომ ექსპერტიზის ბიუროს სხვა განყოფილების ექსპერტები დასკვნაში კითხვებსაც აღნიშნავენ, თუმცა ეს არის ნებაყოფლობითი და დამოკიდებულია დასკვნის წერის ტექნიკაზე.

 

2018 წლის 03 აპრილის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმე თ------------–--ის ჩვენების თანახმად: ბ---------------–-–---–ის ჯინსის შარვალზე (წინა მარჯვენა მხარეს) აღმოჩენილ მოლურჯო-მონაცრისფრო ფერის ბამბის ბოჭკოებს და შ-----------–-–---–ის შარვლის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება. ბ---------------–-–---–ის მაისურზე (წინა ზედა მარჯვენა მხარეს) აღმოჩენილ მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოებს და შ-----------–-–---–ის მაისურის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება. მოცისფრო ფერის ზეწარზე აღმოჩენილ მალინისფერი ფერის პოლიეთერულ ბოჭკოებს და ბ---------------–-–---–ის ტრუსის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება. შ-----------–-–---–ის ქურთუკზე (წინა მარჯვენა მხარეს) აღმოჩენილ მოვარდისფრო ფერის ბამბის ბოჭკოებს და ბ---------------–-–---–ის მაისურის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება. ბ---------------–-–---–ის დანარჩენ ტანსაცმელზე შ-----------–-–---–ის ტანსაცმლის ქსოვილის ბოჭკოები არ აღმოჩნდა. შ-----------–-–---–ის დანარჩენ ტანსაცმელზე ბ---------------–-–---–ის ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა.

ბ---------------–-–---–ის ტანსაცმელზე ცისფერი და მოვარდისფრო ფერის ზეწრის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა. მოვარდისფრო ფერის ზეწარზე ბ---------------–-–---–ის ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა. ბ---------------–-–---–ის ტანსაცმელზე საბნის შალითის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა. ბ---------------–-–---–ის ტანსაცმელზე და ბალიშის პირზე საერთო გვარობრივი თვისებების ურთიერთგარდამავალი ბოჭკოები არ აღმოჩნდა. ბ---------------–-–---–ის ტანსაცმელზე და მოყავისფრო გადასაფარებელზე საერთო გვარობრივი თვისებების ურთიერთგარდამავალი ბოჭკოები არ აღმოჩნდა. ბ---------------–-–---–ის ტანსაცმელზე და შავ-თეთრი ფერის ორნამენტებიან გადასაფარებელზე საერთო გვარობრივი თვისებების ურთიერთგარდამავალი ბოჭკოები არ აღმოჩნდა. ბ---------------–-–---–ის ტანსაცმელზე და შ-----------–-–---–ის ბინიდან ამოღებულ პირსახოცზე საერთო გვარობრივი თვისებების ურთიერთგარდამავალი ბოჭკოები არ აღმოჩნდა. ბ---------------–-–---–ის ტანსაცმელზე ფრჩხილების გადანაჭრების ანაწმენდებში აღმოჩენილ მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოს ფრაგმენტს და შ-----------–-–---–ის მაისურის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილების ნიშნები. ბ---------------–-–---–ის ფრჩხილების გადანაჭრების ანაწმენდებში შ-----------–-–---–ის დანარჩენი ტანსაცმლის, ზეწრების, საბნის შალითის, ბალიშის პირების, მოყავისფრო ფერის გადასაფარებლის, შავ-თეთრი ორნამენტებიანი გადასაფარებლის და პირსახოცების ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა.

 

ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ საერთო გვარობრივი კუთვნილება ნიშნავს რომ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი თვისებები. ბოჭკოები წარმოიშობა კონტაქტის შედეგად, ერთი ზედაპირიდან გადადის მეორეზე. ქსოვილმა შეიძლება ადვილად, ან ძნელად მიიღოს ან გასცეს ბოჭკოები, ეს ყველაფერი დამოკიდებული ქსოვილის ფაქტურაზე.

 

მოწმეებმა რ----------------ემ და ნ--------–----------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების რეალობა. მოწმე რ----------------ემ განმარტა, რომ ბინის ჩხრეკისას ზეწრები, თეთრეული და სხვა ნივთები შესაბამისი წესით დალუქეს ექსპერტებმა, ხოლო ბრალდებულის ტანისამოსი ამოღებულ იქნა მისივე მითითებით. თეთრეულთან ერთად ამოიღეს ქალის საყურის ორი ფრაგმენტი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სსსკ-ს 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ 2017 წლის 4 მაისის კანონით სსკ-ს 137-ე მუხლის ფორმულირებამ განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება და თუ გაუპატიურება დასჯადი იყო ისეთ შემთხვევაში, როდესაც ადგილი ჰქონდა სქესობრივ კავშირს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ახალი კანონით გაუპატიურება განმარტებულია, როგორც პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. (აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ შ-----------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენისას მოქმედებდა 2017 წლის 4 მაისის კანონი).

 

იმისათვის, რომ პირს პასუხისმგებლობა გაუპატიურებისთვის დაეკისროს, სავალდებულოა ერთდროულად არსებობდეს შემდეგი გარემოებები:

1. სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა, სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან საგნის გამოყენებით;

2. ძალადობა ან ძალადობის მუქარა;

3. ან უმწეო მდგომარეობის გამოყენება.

 

სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა გულისხმობს ერთი ადამიანის სასქესო ორგანოში მეორე ადამიანის სასქესო ორგანოს ან სხეულის სხვა ნაწილის ან საგნით შეღწევას ძალადობის ან უმწეო მდგომარეობის გამოყენების შედეგად. ფიზიკური ძალადობა გაუპატიურებისას არის დაზარალებულის წინააღმდეგობის დათრგუნვის საშუალება. ამასთან წინააღმდეგობის გაწევას რეალურად უნდა ჰქონდეს ადგილი დაზარალებულის მხრიდან, მისი მოქმედებით ნათელი უნდა იყოს, რომ მას არ სურს ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის დამყარება.

 

გაუპატიურების ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებადაა მიჩნეული მისი ჩადენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ვინაიდან 16 წლამდე მოზარდთან სქესობრივი კავშირი უარყოფით გავლენას ახდენს მის ნორმალურ ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის შეღწევის დროს დამნაშავემ ზუსტად უნდა იცოდეს დაზარალებულის არასრულწლოვანება.

 

სასამართლომ მტკიცებულებათა უტყუარობის თვალსაზრისით კრიტიკულად შეაფასა დაზარალებულის ჩვენების სარწმუნოობა და მიიჩნევს, რომ დაზარალებული არის გულწრფელი, მის გულწრფელობაზე მიუთითებს ჩვენებასთან თანხვედრაში მყოფი არაერთი უტყუარი მტკიცებულება, კერძოდ:

 

ძალადობის ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით ბ---------------–-–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. ცალ-ცალკე და ერთობლიობაში ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.

 

დაზარალებულის ჩვენება და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ასევე თანხვედრაშია გენეტიკურ და ე.წ. მიკრონაწილაკური ექსპერტიზის დასკვნებთან. ბ---------------–-–---–ის ტანსაცმელზე აღმოჩენილი და შ-----------–-–---–ის ტანისამოსის შემადგენელი ბოჭკოების გვარობრივი კუთვნილება ადასტურებს დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილს, როდესაც მამამ მოფერება დაუწყო და დივანზე დააწვინა. ფიზიკური კონტაქტის შედეგად, ტანსაცმლის ქოვილების შემადგენელი ბოჭკოები დაემთხვა ერთმანეთს.

 

ზეწარზე აღმოჩენილი და ბ---------------–-–---–ის ტრუსის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოების საერთო გვარობრივი კუთვნილება ადასტურებს დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილს, რომ ბრალდებულმა მას ტანისამოსი გახადა და შემდეგ სრულად გააშიშვლა, საწინააღმდეგო ვითარებაში ტრუსზე ზეწრის ბოჭკოები ვერ აღმოჩნდებოდა.

 

ბ---------------–-–---–ის ფრჩხილების გადანაჭრების ანაწმენდებში შ-----------–-–---–ის მაისურის ქსოვილის ბოჭკოების არსებობა მიუთითებს ბ---------------–-–---–ის მიერ წინააღმდეგობის გაწევის რეალურობაზე.

 

სექსუალური ხასიათის შეღწევას უტყურად ადასტურებს გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა, ბ---------------–-–---–ის ქვედა საცვლის უბეზე შ-----------–-–---–ის სპერმის აღმოჩენის გამო, ასევე შ-----------–-–---–ის სპერმა იქნა აღმოჩენილი საწოლის გადასაფარებელზე, შავ-თეთრიანი ორნამენტების მქონე დივანის გადასაფარებელზე, მოცისფერი-ყვავილებიან ზეწარზე, შ-----------–-–---–ის ჯინსის შარვალზე, ხოლო მითითებულ ნივთებზე ასევე აღინიშნება ბ---------------–-–---–ის გენეტიკური პროფილი.

 

დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის სქესობრივ კავშირს ადგილი არ ჰქონია, რასაც მისივე შეფასებით ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ ქალწულთან სექსუალური ხასიათის შეღწევა არ გამორიცხავს საქალქულე აპკის სიმთელის დაცვას. იმავე ექსპერტებმა, რომლებზეც დაცვის მხარე უთითებს, განმარტეს, რომ როდესაც შეღწევას ადგილი აქვს საშოს შესავალში, შესაძლებელია, რომ საქალწულე აპკის მთლიანობა არ დაირღვას. ბ---------------–-–---–ის შემთხვევაში, მისი ასაკიდან, სხეულის აგებულებიდან და საშოს მორფოლოგიური აგებულებიდან გამომდინარე, თუკი მოხდებოდა სრული შეღწევა, ანუ სრულყოფილი სქესობრივი აქტი, საქალქულე აპკის მთლიანობა დაირღვეოდა, თუმცა შესაძლებელია, რომ შეღწევას ადგილი ჰქონოდა საშოს შესავალში (იხ. სხდომი ოქმი). ექსპერტთა ჩვენებები თანხვედრაშია ასევე გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნასთან და ორივე მათგანი ამყარებს დასკვნებში ასახულ გარემოებებს. შ-----------–-–---–ის სპერმის არსებობა ბ---------------–-–---–ის ქვედა საცვალზე, საწოლის ზეწარზე და გადასაფარებელზე ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა სექსუალური ხასიათის შეღწევას, თუმცა შ-----------–-–---–ისათვის ცნობილი იყო რა, რომ ბ---------------–-–---–ი მისი შვილია, მოერიდა მასთან სრულყოფილი სქესობრივი აქტის შესრულებას და თავისი სასქესო ორგანოთი შეაღწია ბ---------------–-–---–ის საშოს შესავალში, რისი შედეგიც არის საქალწულე აპკის სიმთელე და სპერმის არსებობა საწოლზე არსებულ სხვადასხვა ნივთებზე.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს, რომ შ-----------–-–---–ისთვის ცხადია ცნობილი იყო ბ---------------–-–---–ის არასრულწლოვანება, ვინაიდან ისინი ოჯახის წევრები არიან და მისთვის წინასწარ იყო ცნობილი დაზარალებულის ასაკი.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა გაცემულია არაკვალიფიციური ექსპერტის მიერ, ვინაიდან დასკვნაში არ არის გადატანილი გამომძიებლის მიერ კვლევის ჩატარების მიზნით დასმული კითხვები, ცხადია უსაფუძვლოა, ვინაიდან ექსპერტიზა ჩატარებულია საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით, გამოსაკვლევი ობიექტები ექსპერტებს გადაეცათ დალუქულ მდგომარეობაში და რაიმე სახის ცდომილება ამ შემთხვევაში ფაქტობრივად გამორიცხულია, ხოლო კითხვების დასკვნაში გადატანა სრულად არის დამოკიდებული წერის ტექნიკაზე, რასაც დასკვნის შეფასების უტყუარობასთან საერთო არაფერი აქვს. ამასთან, სასამართლოს შეფასებით, გამოძიების ეტაპზე, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და მხარეების მიერ ამ საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი დოკუმენტების სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის დროს, მხარეთა მხრიდან არსებითი ხასიათის ისეთი დარღვევა, რაც გამოიწვევდა ამ საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას - გამოვლენილი არ ყოფილა.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

შ-----------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გამოვლენილა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მითითებული ნორმის განმარტების შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნა უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას და თავის მხრივ სასჯელს აქვს როგორც ზოგადი ისე კერძო პრევენციის მიზანი. სასჯელის ზოგადი მიზანი მიმართულია საზოგადოებისკენ, მოქალაქეებს მიეწოდებათ ინფორმაცია, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირი აგებს პასუხს და შესაძლოა სახელმწიფოს რეაქცია იყოს მკაცრიც, ხოლო კერძო პრევენციის მიზანს წარმოადგენს თავად მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, მისავე რესოციალიზაცია.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით, შ-----------–-–---–ს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მისაღწევად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ამ მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

შ-----------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ-----------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

2. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა შ-----------–-–---–ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 იანვრიდან.

 

3. შ-----------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ:

 

შ-----------–-–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები - ქალის საყურის ორი ცალი ლითონის ფრაგმენტი, დივანზე გადაფარებული მოცისფერო ფერის ზეწარი, დივანზე არსებული მოვარდისფრო ფერის ზეწარი, დივანზე არსებული ერთი ცალი მოვარდისფრო ფერის საბნის კონვერტი, დივანზე არსებული მუქი ფერის ბალიშის პირი, დივანზე არსებული მუქი ფერის ბალიშის პირი, დივანზე არსებული მუქი ფერის გადასაფარებელი, სავარძელზე არსებული ერთი ცალი შავ-თეთრი ორნამენტებით გადასაფარებელი, დივანზე არსებული ერთი ცალი შავ-თეთრი ორნამენტებით გადასაფარებელი, სავარძელზე არსებული მოვარდისფრო ფერის ყვავილის ორნამენტებით პირსახოცი, სავარძელზე არსებული ღია მომწვანო ფერის პირსახოცი ყვავილის ორნამენტებით, მუქი ფერის მაისური წარწერით BOSSINI, სპორტული მუქი ფერის შარვალი წარწერით NIKE AIRMAX, მუქი ფერის კაპიშონიანი სპორტული ზედა წარწერით NIKE AIRMAX, ბ---------------–-–---–ის ქვედა საცვალი და სხვა ტანსაცმელი, დაუბრუნდეთ მათ მფლობელებს.

 

ბ---------------–-–---–ის ნერწყვის ნიმუში, ბ---------------–-–---–ის ხელის ფრჩხილის ანაწმენდის ნიმუში, შ-----------–-–---–ის ნერწყვის ნიმუში, ბ---------------–-–---–ის ნაცხის ნიმუში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოში.)

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე