განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2620428-1/349-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
07 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გ---რგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – გ--------------
დაცვის მხარე: ბრალდებული – მ--–-----------------------–--–--ლი, დაბადებული 19-- წლის 1---------------, პირადი #0----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დაბა ას----ა, რ---------–---------
დ-------------------------------–--ლი, დაბადებული 19---–-–----------------, პირადი #0----------- საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დაბა ას----ა, ა----–-----–----------
ადვოკატი - ნუ----------------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 09 ივლისს 20 საათსა და 30 წუთზე, დაბა ას----აში, ტ----------------–ი მდებარე სასტუმრო „--------------- წინ, მ--–--------–--–---–მა და და----------------–--ლმა ,განაწყენებულებმა იმით, რომ არ----------------მა სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით მიმართა რეგ---ნალურ სამსახურს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს არ----------------ს, რის შემდეგ ავტომანქანის ქინა სალონში მჯდომმა და----------------–--ლმა ჩაწეული ფანჯრიდან გადმოყო ხელი, მოკიდა არ----------------ს მარჯვენა ხელის მაჯაში, ხელი შეაყოფინა ფანჯრიდან სალონში და დაუკავა ორივე ხელით, მ--–--------–--–---–მა კი დაძრა ავტომანქანა და ას----ის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის მიმართულებით. არ--------------ნმა შეძლო ხელის გაშვება და----------------–--ლისგან და დაბრუნდა უკან მითითებულ სასტუმროსთან, სადაც მივიდნენ ავტომანქანით და----------------–--ლი და მ--–--------–--–---–ი, რომლებიც ჩამოვიდნენ ავტომანქანიდან არ--------------ნს დაუწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და ორივე მათგანი ურტყამდა მას სხეულის სხვადასხვა ადგილებში და ტანზე შემოახიეს მაისური. და----------------–--ლმა თავი ჩაარტყა ცხვირში, რის შედეგადაც არ----ს წამოუვიდა სისხლი და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ და----------------–--ლმა რამდენჯერმე კიდევ დაარტყა ხელი არ----------------ს ტანის არეში, ხოლო მ--–--------–--–---–მა კი რამდენჯერმე დაარტყა მას თავისა და ტანის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ძალადობის შედეგად არ----------------მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. წარდგენილი ბრალდება.
2018 წლის 30 ივლისს მ--–--------–--–---–სა და და----------------–--ლს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
3. გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით მ--–--------–--–---–ისა და და----------------–--ლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო.
4. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეი--დიცია.
5. პრეი--დიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
6. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მ--–--------–--–---–მა ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
და----------------–--ლმა ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
არ----------------ის ჩვენება, რომლის თანახმად, 2018 წლის 09 ივლისს დაახლოებით 20:30 საათზე არ----------------ი იმყოფებოდა სასტუმროს ეზოში, რა დროსაც გაიარა ას----ის წყალმომარაგების სამსახურის ხელმძღვანელმა მ--–--------–--–---–მა, ხოლო მას გვერდით ეჯდა მისი მოადგილე და----------------–--ლი. სწორედ ამ დროს დაუძახეს არ----------------ს, ისინი ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. არ---- სო-------ი მი--ახლოვდა და----------------–--ლის მხრიდან მათ მანქანას და დაუწყეს არ----ის ყვირილი თუ რატომ არ მივიდა დახმარების სათხოვნელად მათთან, რის შემდეგაც და----------------–--ლმა არ---- სო-------ს მარჯვენა ხელის მაჯაში მოჰკიდა ხელი, შეაყოფინა ფანჯრიდან სალონში და დაუკავა ორივე ხელით. მ--–--------–--–---–მა კი დაძრა ავტომანქანა წავიდა სწრაფი სიჩქარით. მან დაახლოებით 60-70 მეტრის მანძილზე გაატარა ავტომანქანა, რის შემდეგადაც და----------------–--ლმა გააშვებინა ხელი, ამის შემდეგ კი არ----------------ი წავიდა სასტუმროსკენ. დაახლოებით 2-3 წუთში მ--–--------–--–---–მა და და----------------–--ლმა დაუწყეს ლანძღვა გინება და ურტყამდნენ სხეულის სხვადასხვა ადგილებში. და----------------–--ლმა თავი ჩაარტყა ცხვირში, რის შედეგადაც არ----------------ს წამოუვიდა სისხლი და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. გარდა ამისა, და----------------–--ლმა რამდენჯერმე კიდევ დაარტყა ხელი არ----------------ს ტანის არეში, ხოლო მ--–--------–--–---–მა კი რამდენჯერმე დაარტყა მას თავისა და ტანის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
იხ. ს.ფ. 8-10;
ი------–--------ის ჩვენება, 2018 წლის 09 ივლისს საღამოს დაახლოებით 21 საათზე ი------–--------ე იმყოფებოდა სასტუმროს შენობის წინ, რომელთან ერთადაც იყო არ----------------ი. სწორედ ამ დროს ჩაიარა მ--–--------–--–---–მა სამსახურის მანქანით, ნაცრისფერი პიკაპით, რომელსაც გვერდით და----------------–--ლი ეჯდა. არ----ის დაუძახა და----------------–--ლმა და მისული არ----ი მანქანას მარჯვენა მხრიდან დაუდგა. მ--–--------–--–---–მა უსაყვედურა თუ რატომ არ მიმართა დასახმარებლად არ----------------მა მათ, ამაზე არ----ი შეეწინაღმდეგა, რომ რამდენჯერაც მიმართა მათ და არ დახმარებიან, აქედან გამომდინარე ისინი ერთმანეთს ესაუბრებოდნენ უკმაყოფილო ტონით. ი------–--------ეს ეგონა, რომ თავისი ნებით გაჰყვა არ----ი მათ, მაგრამ 30-40 მეტრის გავლის შემდეგ იგი მოცილდა მანქანას და უკან სასტუმროში დაბრუნდა. შემდეგ მანქანა ისევ დაბრუნდა სასტუმროში, გააჩერეს და კვლავ დაუწყეს უკმაყოფილო საუბარი არ----ის. კამათს მოჰყვა ჩხუბი, მანქანიდან გადმოვიდნენ და----------------–--ლი და მ--–--------–--–---–ი და დაუწყეს არ----ის გინება. ი------–--------ე ამშვიდებდა და არ----ის ურჩევდა რომ დაენებებინა მათთვის თავი, მაგრამ მათ კამათი არ შეუწყვეტიათ და დაიწყეს ჩხუბი. ი------–--------ემ დაინახა რომ არ----ის ურტყავმდნენ და მივიდა გასაშველებლად. ამ ხმაურზე გამოვიდა თო----------–-–--ლი და მათ გაიყვანეს არ----------------ი.
იხ. ს.ფ. 38-40;
თო----------–-–--ლის ჩვენება რომლის თანახმად 2018 წლის 09 ივლისს იმყოფებოდა სასტუმრო „ვ-----------–-“ და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. დაახლოებით 20:30 საათზე თო----------–-–--ლი გავიდა შენობიდან გარეთ სასტუმროს ეზოში, იქვე სასტუმროს წინ იყვნენ არ----------------ი და ი------–--------ე. სასტუმროდან თო------ს გასვლისთანავე არ----------------თან გაჩერდა წყალმომარაგების სამსახურის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა მ--–--------–--–---–ი და გვერდზე ეჯდა და----------------–--ლი. მანქანის გაჩერებისთანავე და----------------–--ლი გადმოვიდა ა/მანქანიდან და არ----ის დაუწყო ხმამაღალი ტონით საუბარი. ისინი სასმელი წყლის მიწოდებაზე საუბრობდნენ. საუბრის დროს და----------------–--ლმა გაშლილი ხელი შემოარტყა არ----------------ს, რა დროსაც თო----------–-–--ლი მივიდა მათთან, დაიჭირა დავითი და გვერდზე 1-2 ნაბიჯით გაიყვანა და აღარ მისცა საშუალება, რომ არ----ისათვის დაერტყა. ამ დროს მ--–--------–--–---–ი გადავიდა მანქანიდან წავიდა არ----ის მიმართულებით. თო------მ დავით გაუშვა ხელი და მა-–-----ა და არ----ის ჩაუდგა შუაში გასაშველებლად. ამ დროს და----------------–--ლი გაიქცა არ----ის სო-------ისკენ მოითრია იგი საყელოდან და თავი ჩაარტყა ცხვირში, რის გამოც არ----ის ცხვირიდან ედინა სისხლი, ამის შემდეგ მათკენ გაიქცა თო----------–-–--ლი გასაშველებლად და და----------------–--ლი გაიყვანა მანქანისკენ. შემდეგ მა-–----- ხელით ჰყავდა დახრილი არ----ი და მისთვის ხელის თავში დარტყმას ცდილობდა, თო------ მათ გასაშველებლად გაექანა და გაარიდა არ----ი ჩხუბს, რომელიც შეიყვანა სასტუმროს შენობაში.
იხ. ს.ფ. 41-44;
2018 წლის 11 ივლისის N5--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიიზის დასკვნა, რომლის თანახმად არ----------------ის სხეულზე მარჯვენა მხრის არეში არსებული სისხლსაჟღენთი და ნაჭდევები მიყენებულია რაიმე ბლაგვი საგნის მოქმედებით დ როგორც თითოეული ცალცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
იხ. ს.ფ. 80-85;
7. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ და----------------–--ლმა და მ--–--------–--–---–მა ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
8. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
და----------------–--ლს და მ--–--------–--–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არ გააჩნიათ.
და----------------–--ლს და მ--–--------–--–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება.
9.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ და----------------–--ლსა და მ--–--------–--–---–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს და----------------–--ლის და მ--–--------–--–---–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. და----------------–--ლი (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით;
2. მ--–---------–--–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით;
3. და----------------–--ლის და მ--–--------–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად ალ----------------------–---–ის, ან-------------–---–-ს, გ-------------------–---–ის, და----------------–--ლის და ნო----–--–--–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: დაბა ას----ა, პ--–------------აკადასტრო კოდი - 60----------.
4.სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
-არ----------------ისაგან ამოღებული მაისური, რომელიც ინახება სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ას----ის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.
-არ----------------ის, მ--–--------–--–---–ის და და----------------–--ლის სისხლის ნიმუშები, რომელიც ინახება სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ას----ის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: გ---რგი ლონდარიძე