განაჩენი

სისხლის სამართლის 08.11.2018
საქმის ნომერი
330100118002641997
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#---------

#(0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 ნოემბერი 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი კოლეგია

მოსამართლე ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი ნინო მაისაია

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - ი-–-- რ-----

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული:

ა-----– მ--------ე - დაბადებული 1--- წლის 7-------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები - თბილისი, ს-------------------------.

 

ადვოკატი: ი-----------

 

კვალიფიკაცია: ა-----– მ--------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ა-----– მ--------ე, ქ. თბილისში, მ---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა, გ------- წ-----–---–ის და მ------ ფ-----–---–ის ავტომანქანაში მოთავსებულ გ------- წ-----–---–ის, ა------ ფ-----–---–ის და ს--–---- დ------ის პირად ნივთებს.

2018 წლის 5 აგვისტოს, გამთენიისას ქ. თბილისში, მ---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-----– მ--------ე ფარულად დაეუფლა მ------ ფ-----–---–ის კუთვნილ ,,მიცუბიშის’’ ფირმის, ,,აირტეკის’’ მოდელის, სახელმწიფო ნომრით J------, ავტომანქანიდან, ა------ ფ-----–---–ის კუთვნილ „LENOVO” -ს ფირმის ლეპტოპს, ღირებულს 1000 (ათას) ლარად, გ------- წ-----–---–ის კუთვნილ ,,ნისანის’’ ფირმის, ,,მარჩის’’ მოდელის, სახელმწიფო ნომრით F------, ავტომანქანიდან ს--–---- დ------ის კუთვნილ „HP” ფირმის ლეპტოპს, ღირებულს 1699 (ათს ექვსას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარად და გ------- წ-----–---–ის კუთვნილი ავტომანქანიდან ამ უკანასკნელის კუთვნილ ნივთებს საერთო ღირებულებით 3260 (სამი ათას ორასსამოცი) ლარი. საერთო ჯამში, დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგინა 5059 ლარი.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება

მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

2.1. ბრალდებულმა ა-----– მ--------ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, რომ იგი ფარულად დაუფლა გ------- წ-----–---–ის და მ------ ფ-----–---–ის ავტომანქანაში მოთავსებულ გ------- წ-----–---–ის, ა------ ფ-----–---–ის და ს--–---- დ------ის პირად ნივთებს.

 

2.2. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.

 

2.3. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა-----– მ--------ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

2.4. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2018 წლის 5 აგვისტოს, ქ. თბილისში, მ---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-----– მ--------ე მ------ ფ-----–---–ის და გ------- წ-----–---–ის კუთვნილი ავტომანქანებიდან ფარულად დაეუფლა გ------- წ-----–---–ის, ა------ ფ-----–---–ის და ს--–---- დ------ის პირად ნივთებს, საერთო ღირებულებით 5059 ლარი.

 

2.5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ, განსახილველ შემთხვევაში ქონებრივმა ზიანმა საერთო ჯამში, შეადგინა 5059 ლარი.

 

2.6. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა-----– მ--------ემ ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. ა-----– მ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების : თ------ ა---–----ს, მ----- ვ--–---ის, ა-----– მ--------ის, მ-----– ჩ------–---–ის, მ------ ფ-----–---–ის, ა------ ფ-----–---–ის, გ------- წ-----–---–ის და ს--–---- დ------ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი - ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები და ლაზერული დისკი, ამოღების ოქმები და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება და ლაზერული დისკი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, ნივთის ამოღების ომები და საქმეში არსებულ წერილობით ინფორმაციათა ერთობლიობა.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა-----– მ--------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.

 

4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა-----– მ--------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ა-----– მ--------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

5.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ა-----– მ--------ეს არ გააჩნია.

 

6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას. ა-----– მ--------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ნასამართლობის არ მქონეა, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არის უმუშევარი, დანაშაული ჩაიდინა მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას ა-----– მ--------ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.

 

6.3. სასჯელის განსაზღვრისას სასმართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება.

 

7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

7.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი 1(ერთი) ცალი ლაზერული დისკი დაულუქავ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

7.2. საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი 1(ერთი) ცალი ლაზერული დისკი დაულუქავ მდგომარეობაში რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

7.3. ვიდეო კამერის ჩანაწერი 1(ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე დაულუქავ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

7.4. დაქტილოფირები F-------- პაკეტი დაქტილოფირები F-------- პაკეტი, რომლებიც გადაგზავნილია საექსპერტო კვლევისათვის, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

7.5. ,,ქენონის“ ფირმის ფოტოაპარატი, ,,ქენონის“ ფირმის ფოტო აპარატის ყუთი, ,,ლენოვოს“ ფირმის ლეპტოპის ყუთი, ზურგჩანთა მუყაოს ყუთთან ერთად ნივთებით, ზურგჩანთა ნივთებით, ,,ანკერის“ ფირმის დინამიკი, ,,HP’’ ფირმის ლეპტოპი, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-----– მ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

2. ა-----– მ--------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

3. ა-----– მ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

4. მსჯავრდებულ ა-----– მ--------ის ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

5.1. ნივთმტკიცებები:

 

5.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი 1(ერთი) ცალი ლაზერული დისკი დაულუქავ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

5.2. საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი 1(ერთი) ცალი ლაზერული დისკი დაულუქავ მდგომარეობაში რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

5.3. ვიდეო კამერის ჩანაწერი 1(ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე დაულუქავ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

5.4. დაქტილოფირები F-------- პაკეტი დაქტილოფირები F-------- პაკეტი, რომლებიც გადაგზავნილია საექსპერტო კვლევისათვის, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

5.5. ,,ქენონის“ ფირმის ფოტოაპარატი, ,,ქენონის“ ფირმის ფოტო აპარატის ყუთი, ,,ლენოვოს“ ფირმის ლეპტოპის ყუთი, ზურგჩანთა მუყაოს ყუთთან ერთად ნივთებით, ზურგჩანთა ნივთებით, ,,ანკერის“ ფირმის დინამიკი, ,,HP’’ ფირმის ლეპტოპი, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/