განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #--------
#------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
ია ბაისონაშვილის მდივნობით
პროკურორ – ნ----- ქ-----–---–ის
ბრალდებულ – ლ---- გ--------ის
ადვოკატ – მ------ ბ----–-–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
– ლ---- რ-----ის ასულ გ--------ის, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის მქონის, უმაღლესი განათლების მქონის, ქვრივის, მცხოვრების: ა----------–-------–--–---–-------------ში, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ---- გ--------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
ლ---- გ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების თანახმად, დაკმაყოფილდა ნ----- ბ--–---–---–ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის დადგენილების თანახმად, ლ---- გ--------ე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ლ---- გ--------ე იყო რა დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირი და აკრძალული ჰქონდა შვილთან - ნ----- ბ--–---–---–თან ყოველგვარი კომუნიკაცია, ასევე მასთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფებოდა, 2018 წლის 15 იანვრიდან მობილური ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდა ნ----- ბ--–---–---–ს, ხოლო 2018 წლის 31 იანვარს იმყოფებოდა ქ-------–--–-----------------–----–---------------------ში მდებარე #----ე საჯარო სკოლასთან, სადაც ნ----- ბ--–---–---–ი სწავლობდა.
ე.ი. ლ---- გ--------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ლ---- გ--------ემ განმარტა, რომ მისმა ძმის ცოლმა - ე-- ხ---------მ განიზრახა მისი გამწარება. მან თავის ნაცნობ ს-------- ჩ--–-------–---–ს გააცნო ლ---- გ--------ის შვილი - ნ----- ბ--–---–---–ი და ერთობლივად დაგეგმეს მისთვის ბინის წართმევა. ბრალდებულის განმარტებით, 2018 წლის იანვრის თვეში, მიუხედავად იმისა, რომ აკრძალული ჰქონდა შვილთან ყოველგვარი კომუნიკაცია, ტელეფონის საშუალებით ცდილობდა მასთან დაკავშირებას მოსაკითხად და დღესასწაულების მისალოცად. 2018 წლის 31 იანვარს იგი ასევე იმყოფებოდა თბილისის #----ე საჯარო სკოლაში, სადაც მისი შვილი სწავლობდა, თუმცა იგი იმყოფებოდა არა შვილის სანახავად, არამედ სკოლის დირექტორთან შესახვედრად, რომელიც ბრალდებულის მტკიცებით იყო ს-------- ჩ--–-------–---–ის სიმამრი და ნ----- ბ--–---–---–ი მის სკოლაში სწორედ ამის გამო იყო მივლინებული სასწავლებლად. ბრალდებულის თქმით, ს-------- ჩ--–-------–---–მა მის არასრულწლოვან შვილთან გამიზნულად დაამყარა სასიყვარულო და სექსუალური ურთიერთობა, რათა მომავალში დაუფლებოდა ლ---- გ--------ის უძრავ ქონებას.
ლ---- გ--------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა უტყუარად იქნა დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ნ----- ბ--–---–---–მა განმარტა, რომ ბოლო ორი წელია, რაც დედამისის - ლ---- გ--------ის მხრიდან განხორცილებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო იმყოფება გაუსაძლის მდგომარეობაში. იგი სისტემატურად ემუქრებოდა, რომ თუ მიმართავდა სამართალდამცავ ორგანოებს, უარესს გაუკეთებდა. 2017 წლის 17 სექტემბერს, მისი განცხადების საფუძველზე, ლ---- გ--------ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რის გამოც მსხვერპლი გადაიყვანეს თბილისის თავშესაფარში, თუმცა ლ---- გ--------ე თავშესაფარშიც ურეკავდა და ემუქრებოდა. შემდეგ, 2017 წლის 19 ოქტომბერს გამოიცა დამცავი ორდერი და შეეცვალა სკოლა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ დედამისს აკრძალული ჰქონდა იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა და ასევე აკრძალული ჰქონდა მასთან ყოველგვარი კომუნიკაცია, იგი მაინც აკითხავდა სკოლაში, სხვადასხვა ნომრიდან ურეკავდა, ლანძღავდა და ემუქრებოდა. დაზარალებულის განმარტებით, ყოფილა შემთხვევა, როცა დაუნახავს, რომ დედამისი სკოლასთან ელოდებოდა და სკოლაში ამის გამო არ შესულა. დედამისი ხშირად იყო აგრესიული მის მიმართ და არაერთხელ უძალადია მასზე, თუმცა სამართალდამცავ ორგანოებში იმიტომ არ აცხადებდა, რომ დედამისი ეცოდებოდა, ხოლო ვინაიდან მასთან ერთად ცხოვრება შეუძლებელი და გაუსაძლისი აღმოჩნდა, დასახმარებლად მიმართა შესაბამის ორგანოებს და მოითხოვა წყნარად და მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობის მიცემა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ქ------- ა----–-–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის სექტემბრის თვეში მუშაობდა თ--–--------------------დ. ნ----- ბ--–---–---–ი თავშესაფარში მოხვდა შემაკავებელი ორდერის საფუძველზე და ვინაიდან ამ ორდერს უმთავრდებოდა ვადა, მისივე თხოვნით მომზადდა დამცავი ორდერი და წავიდნენ სასამართლოში, სადაც ნ----- ბ--–---–---–ს თვითონაც თან ახლდა. სასამართლოში ლ---- გ--------ე იყო აგრესიული და მანდატურის დახმარებით შეძლეს სასამართლოს დატოვება. ნ----- ბ--–---–---–ი მათთან ყვებოდა დედის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასა და ძალადობაზე. დამცავი ორდერი გამოიცა, მაგრამ ლ---- გ--------ემ არ დაიცვა მისი მოთხოვნები. მოწმის განმარტებით, ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა თავშესაფარში შეხვედროდა შვილს, მაგრამ ამ უფლებით არ სარგებლობდა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ქ------- ბ------მ განმარტა, რომ არის სოციალური მუშაკი. 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აპრილამდე იყო ნ----- ბ--–---–---–ის საპროცესო წარმომადგენელი. მოწმის განმარტებით, გამოძიების პროცესში ნ----- ბ--–---–---–ის მონაწილეობით ჩატარებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარებულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე თ------ გ---–---------მ განმარტა, რომ არის თბილისის #----ე საჯარო სკოლის დირექტორი. ნ----- ბ--–---–---–ი მის სკოლაში მოხვდა თავშესაფრიდან. მათ თავშესაფარში მოხვედრისა და იქიდან მათ სკოლაში გადაყვანის მიზეზებთან დაკავშირებით საქმის კურსში ჰყავდათ ჩაყენებული სკოლის ადმინისტრაცია. იგი იხსენებს შემთხვევას, როცა ლ---- გ--------ე მისული იყო სკოლაში და სურდა მისი ნახვა. ქალბატონი იყო უკიდურესად აგრესიული, ჩხუბობდა და ჭორებს ავრცელებდა მასზე, თითქოს მისი შვილი ამ სკოლაში იმიტომ მოხვდა, რომ დირექტორი იყო მისი შვილის - ნ----- ბ--–---–---–ის შეყვარებულის - ს-------- ჩ--–-------–---–ის სიმამრი. მან სასაუბროდ ლ---- გ--------ე შეიყვანა თავის კაბინეტში, რა დროსაც ქალბატონმა „სცენები დადგა“, გახდა უფრო მეტად აგრესიული და დაუოკებელი, რის გამოც სკოლის ადმინისტრაცია იძულებული გახდა გამოეძახა საპატრულო პოლიცია, რომელთა დახმარებითაც ლ---- გ--------ე გაიყვანეს სკოლის შენობიდან. დირექტორის თქმით, ნ----- ბ--–---–---–ს დედის ნახვა არ უნდოდა, რის გამოც იგი 10 დღის განმავლობაში სკოლაში აღარ დადიოდა. ეშინოდა, რომ დედა არ დახვედროდა გზაში. მოწმის განმარტებით, სიძე - გვარით და სახელით - ს-------- ჩ--–-------–---–ი, არ ჰყავს და არც არასდროს ჰყოლია.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ა---------– დ--------–--ემ განმარტა, რომ იგი არის ნ----- ბ--–---–---–ის კლასის ხელმძღვანელი. 2017 წლის სექტემბრის თვეში მის კლასში თავშესაფრიდან მიიყვანეს ნ----- ბ--–---–---–ი, რომელიც აცხადებდა, რომ დედას მასთან მიახლოება და კომუნ---ცია აკრძალული ჰქონდა, თუმცა დედა სკოლაში მაინც აკითხავდა, რომელთან შეხვედრაც ნ-----ს არ სურდა. ერთ-ერთი ვიზიტის დროს დირექტორმა ლ---- გ--------ე სასაუბროდ შეიყვანა კაბინეტში, თუმცა მან იქ „სცენები მოაწყო“, რის გამოც გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია. მოწმის თქმით, ნ----- ბ--–---–---–ი იყო წარჩინებული მოსწავლე, რომელსაც აწუხებდა დედის საქციელი და არ უნდოდა მასთან კომუნიკაცია.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ნ--- ქ--------მ განმარტა, რომ იგი არის #----ე საჯარო სკოლის მანდატური. 2017 წლის 9 ნოემბერს ლ---- გ--------ე მისული იყო სკოლაში შვილის - ნ----- ბ--–---–---–ის სანახავად, რისი საშუალებაც მან არ მისცა, რადგან დირექტორისაგან იცოდა, რომ მას შვილის ნახვის უფლება არ ჰქონდა. ლ---- გ--------ე მათ მოთხოვნას სკოლის დატოვების თაობაზე არ დაემორჩილა და იქცეოდა აგრესიულად, რის გამოც საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი შ------- მ------–---–ი, რომელმაც სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ და აღნიშნა, რომ ისინი ჩაატარა საპროცესო ნორმების დაცვით.
ამრიგად, გამოკვლეული მტკიცებულებებით აშკარად იკვეთება, რომ ლ---- გ--------ე სისტემატურად ცდილობდა ნ----- ბ--–---–---–თან კომუნიკაციის დამყარებასა და მასთან მიახლოებას, მიუხედავად იმისა, რომ მას ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით აკრძალული ჰქონდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ მოძალადის მხრიდან მსხვერპლთან კომუნიკაციისა და მიახლოების მოტივაციას მოცემული დანაშაულის კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს და მან შესაძლოა გავლენა იქონიოს სასჯელის დანიშვნის დროს.
დაცვის მხარე შეეცადა ლ---- გ--------ე მზრუნველ და ყურადღებიან დედად წარმოეჩინა, რომელიც თავის შვილთან კომუნიკაციის დამყარებას და მიახლოებას ცდილობდა დედობრივი მზრუნველობის მიზნით და არა უარყოფითი ინტერესით, რის გამოც სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მოიწვია ა---- ჟ---------ი, რომელმაც განმარტა, რომ იგი არის ლ---- გ--------ის მეზობელი. მათ მეზობლად ს-------- ჩ--–-------–---–მა ააშენა საოჯახო სასტუმრო. მანვე ნ----- ბ--–---–---–ი შეაცდინა და ერთობლივად დაგეგმეს ლ---- გ--------ის წინააღმდეგ მოქმედება, თუმცა მან ამის თაობაზე იცის იქიდან, რომ სოფელში ასე ლაპარაკობენ. მისი განმარტებით, ლ---- გ--------ე იყო კარგი დედა და კარგად უვლიდა თავის შვილს. იგი ადასტურებს, რომ დედა-შვილს შორის კომუნიკაციის კუთხით გარკვეული შეზღუდვები იყო და იხსენებს ისეთ შემთხვევას, როცა ლ---- გ--------ის დავალებით მიუკითხებია ნ----- ბ--–---–---–ისათვის სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მოწმე ა---- ჟ---------ი არ ფლობს რაიმე ინფორმაციას ლ---- გ--------ის მხრიდან ნ----- ბ--–---–---–ზე განხორციელებული იმ ძალადობის შესახებ, რომლის ჩადენა უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია ახალციხის რაიონულმა სასამართლომ და რისთვისაც იგი ამჟამად იხდის სასჯელს. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ დასახელებულ მოწმეს შესაძლოა არ ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია დედა-შვილის ურთიერთობის შესახებ და იმ აკრძალვების შესახებ, რომელიც დაწესებული ჰქონდა ლ---- გ--------ეს შვილთან კომუნიკაციის კუთხით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების თანახმად, დაკმაყოფილდა ნ----- ბ--–---–---–ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე და დამცავი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობით: ა) მოძალადეს - ლ---- გ--------ეს აეკრძალა მსხვერპლთან - ნ----- ბ--–---–---–თან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ის იმყოფება; ბ) მოძალადეს - ლ---- გ--------ეს აეკრძალა მსხვერპლთან - ნ----- ბ--–---–---–თან ყოველგვარი კომუნიკაცია (ვერბალური, სატელეფონო და სხვა); დამცავი ორდერი გამოიცა 6 (ექვსი) თვის ვადით;
მიუხედავად აკრძალვებისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის დადგენილების თანახმად, ლ---- გ--------ე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა გამასწორებელი სამუშაო ერთი თვის ვადით.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით აშკარად დასტურდება, რომ ლ---- გ--------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას, ჩადენილს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ, რაც გამოიხატა იმაში, რომ იგი არ ემორჩილებოდა დამცავი ორდერით დადგენილ შეზღუდვებს და სისტემატურად არღვევდა მას.
აღსანიშნავია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1-------ს განაჩენით ლ---- გ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნ----- ბ--–---–---–ზე განხორციელებული ძალადობის გამო) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2018 წლის 12 მარტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1-----–--ის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1-------ს განაჩენი დარჩა უცვლელად, ხოლო სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განაჩენი მხარეთა განმარტებით არ გასაჩივრებულა.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ, აღსანიშნავია, რომ ლ---- გ--------ეს გართულებული აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება, რამდენადაც როგორც წარმოდგენილი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1-------ს განაჩენით ირკვევა, ლ---- გ--------ის მიერ მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რის გამოც ნ----- ბ--–---–---–ი გადაყვანილ იქნა თავშესაფარში და მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით აკრძალული ჰქონდა იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ნ----- ბ--–---–---–ი იმყოფებოდა და ასევე აკრძალული ჰქონდა მასთან ყოველგვარი კომუნიკაცია (ვერბალური, სატელეფონო და სხვა), მან არაფრად ჩააგდო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება და არაერთხელ უხეშად დაარღვია დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ იგი არის არაკანონმორჩილი პიროვნება და მას არაფრად მიაჩნია სასამართლოს მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებები. ამასთან, აღსანიშნავია თავად დაზარალებულის მოთხოვნა, რომ მიეცეს წყნარად და მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა, რისი მიღწევად შეუძლებელია, თუ იგი იქნება ბრალდებულისათვის ხელმისაწვდომ პირობებში.
სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ლ---- გ--------ის მიერ აღნიშნული დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, ხოლო ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით აუცილებელია მოძალადე ბრალდებულის დროებითი იზოლირება და მისთვის საპატიმრო სასჯელის დანიშვნა, რამაც უნდა უზრუნველყოს მომავალში მისი ქცევის გამოსწორება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული დანაშაული ჩადენილია ბოლო განაჩენის გამოტანამდე და ასევე, დანაშაულის ჩადენის დროს ლ---- გ--------ე არ იყო ნასამართლევი, მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილები და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1-------ს განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ახლად დანიშნული სასჯელი.
ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 30 მაისს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 22 ივნისს) ზემოაღნიშნულ მუხლს სასჯელის სახით დაემატა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ---- გ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1-------ს განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს ახლად დანიშნული სასჯელი - 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ლ---- გ--------ეს მოსახდელად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. ლ---- გ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2018 წლის 12 მარტიდან.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი