განაჩენი

სისხლის სამართლის 17.10.2018
საქმის ნომერი
190100118002583799
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-------

№078290118001

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კლეგიის

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა,სხდომის მდივანი ცოტნე მატუა

ბრალდების მხარე:

 

სტაჟიორ-პროკურორი: გაგა გელაშვილი,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული ა-–--------–---–ი დაბადებული 10.12.1--- წელს, პირადი N----------- საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლეობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ-------–------–--------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------–-----–------------------------------ში;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 09:15 საათზე, ფონიჭალა-მარნეული-გეგუთის საავტომობილო გზის 31-ე კილომეტრზე, ქ. ბოლნისის მხრიდან ქ. მარნეულის მიმართულებით მოძრაობდა ”სუბარუ ლეგასის” მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით -Q--------, რომელსაც მართავდა ა-–--------–---–ი. გზაზე მსვლელობისას ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და დანართი N2-ის ჰორიზონტალური მონიშვნა 1.1-ის მოთხოვნები და გასწრების მანევრის კანონდარღვევით შესრულებისას შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ”ჰონდა ფიტის” მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომერი W--------, რომელსაც მართავდა ა-------------–-–---ი, რომელიც ინერციით შეეჯახა ”ოპელ ასტრას” მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით -Q------, რომელსაც მართავდა ჩ-------------------ი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ა. ა------–-–---მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

ა-–--------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: (შეტყობინებები (29.01.18), დაზარალებულ ა-------------–-–---ის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების-ჩ-------------------ის და ფ----------------------ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა და ფოტოსურათები (29.01.18), აზად ა------–-–---ის მკურნალობის დოკუმენტაცია და სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა (28.02.18), სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის N------- დასკვნა (06.02.18),სატრანსპორტო-ტექნიკური-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N---------(08.05.2018), N---------(30.04.2018) დასკვნები, ა-–--------–---–ის გამოკითხვის ოქმი) სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებობს ისეთი ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა.

 

სასამართლო პროცესზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 09:15 საათზე, ფონიჭალა-მარნეული-გეგუთის საავტომობილო გზის 31-ე კილომეტრზე, ქ. ბოლნისის მხრიდან ქ. მარნეულის მიმართულებით მოძრაობდა ”სუბარუ ლეგასის” მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით -Q--------, რომელსაც მართავდა ა-–--------–---–ი. გზაზე მსვლელობისას ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და დანართი N2-ის ჰორიზონტალური მონიშვნა 1.1-ის მოთხოვნები და გასწრების მანევრის კანონდარღვევით შესრულებისას შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ”ჰონდა ფიტის” მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომერი W--------, რომელსაც მართავდა ა-------------–-–---ი, რომელიც ინერციით შეეჯახა ”ოპელ ასტრას” მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით -Q------, რომელსაც მართავდა ჩ-------------------ი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ა. ა------–-–---მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და საკმარისია ბრალდებულის ა-–--------–---–ის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ა-–--------–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების (ან ექსპლუატაციის) წესის დარღვევის ფაქტი იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, ხოლო მოცემული შემთხვევისათვის კი ქმედებას მოყვა თუ არა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

2018 წლის 28 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, წარდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით ა-------------–-–---ი 29.01.2018 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულად მკურნალობდა 29.01.18 წელს და დაუდგინდა: მარცხენა მტევნის მე-4 თითის შუა ფალანგის დისტალური ბოლოს დახურული მოტეხილობა უმნიშვნელო ცდომით, ნაჭდევი ამავე თითზე, , რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ა-–--------–---–ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართვლოს კანონის მუხლი 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და დანართი N2-ის ჰორიზონტალური მონიშვნა 1.1-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 09:15 საათზე, ფონიჭალა-მარნეული-გეგუთის საავტომობილო გზის 31-ე კილომეტრზე, ქ. ბოლნისის მხრიდან ქ. მარნეულის მიმართულებით მოძრაობდა ”სუბარუ ლეგასის” მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით -Q--------, რომელსაც მართავდა ა-–--------–---–ი. გზაზე მსვლელობისას ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და დანართი N2-ის ჰორიზონტალური მონიშვნა 1.1-ის მოთხოვნები და გასწრების მანევრის კანონდარღვევით შესრულებისას შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ”ჰონდა ფიტის” მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომერი W--------, რომელსაც მართავდა ა-------------–-–---ი, რომელიც ინერციით შეეჯახა ”ოპელ ასტრას” მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით -Q------, რომელსაც მართავდა ჩ-------------------ი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ა. ა------–-–---მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს ა-–--------–---–ის მხრიდან ბრალის აღიარებას და ჩადენილი ქმედების მონანიებას.

 

ა-–--------–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „ პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გთვალისწინებით ა-–---------–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კერძოდ: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და მისთვის სასჯელის სახით შერჩეულ უნდა იქნეს ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით, რაც ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ა-–--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე სს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:

 

- ,,სუბარუ ლეგასის“ მარკის ავტომობილის, სახ ნომრით Q-------- მარცხენა გვერდითა ხედვის სარკე, წინა მარცხენა საბურავი გატეხილი დისკით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-–--------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. ა-–--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონით დადგენილი წესით.

 

3. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე სს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:

 

- ,,სუბარუ ლეგასის“ მარკის ავტომობილის, სახ ნომრით Q-------- მარცხენა გვერდითა ხედვის სარკე, წინა მარცხენა საბურავი გატეხილი დისკით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი