განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002183549
საქმეN 1-1036/17წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09.11.2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნათ-----------–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ელ--------ა ბუ-------ძე
მამის სახელი: მი----–-
პირადი ნომერი: 6---------9
დაბადებული: 1--04.1955 წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული მისამართი: ქუთაისი, თა-----–---–-------–--------------–------
მცხოვრები: ქუთაისი, თა-----–---–-------------------------
ბრალდებულის ადვოკატი - ირ---–---------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 180–ე მუხლის 3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი; (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით);
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე 170150217002
1.აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.1. სასამართლომ დაადგინა:
ხულოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 05 მარტის განაჩენით, ოთ----–----ე, (დაუსწრებლად) მსჯავრდებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახით შეფარდებული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, ხოლო სამართალდამცველების მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ძებნა.
ოთ----–----ის ახლობლებს სურდათ ოთ----–----ის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება და გამართლება, მისი ინტერესების დასაცავად კი ცდილობდნენ ადვოკატის აყვანას. 2015 წლის აპრილში, მა----------–--ისაგან, ცნობილი გახდა რა ზემოაღნიშნული გარემოება ელ--------ა ბუ-------ძისათვის, ამ უკანასკნელს გაუჩნდა მოტყუებით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების სურვილი. ელ--------ა ბუ-------ძემ მოატყუა მა----------–--ე, რომ ის იყო ადვოკატი და მის კოლეგა ადვოკატ ცი–------------–---–თან ერთად შეძლებდა ოთ----–----ის დახმარებას, რის შემდეგაც მა----------–--ის მეშვეობით დაუკავშირდა ამ უკანასკნელის მეუღლეს - და---------------ძეს. 2015 წლის აპრილის თვის ბოლო რიცხვებში, ცი–------------–---–თან ერთად ელ--------ა ბუ-------ძე, ქალაქ ბათუმში, ბა------–---–ის ქუჩაზე შეხვდა და---------------ძეს და ეს უკანასკნელი დაარწმუნა, რომ ის იყო ადვოკატი, სხვადასხვა ინსტანციებში ჰყავდა გავლენიან ნაცნობთა ფართო წრე, რომელთა მეშვეობით შეძლებდა ოთ----–----ის მიმართ სისხლის სამართალწარმოების შეწყვეტას 2105 წლის 25 აგვისტომდე და მის გამართლებას. ხსენებულმა პირებმა, და---------------ძეს, მომსახურებისათვის თავდაპირველად გამოართვეს მომსახურების თანხა 1000 (ერთი ათასი) აშშ დოლარი, ამასთან საქმის შედეგიანად დასრულების შემთხვევაში, ელ--------ა ბუ-------ძემ დამატებით მოსთხოვა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის გადახდა, რასაც ეს უკანასკნელი დაეთანხმა. 2015 წლის ივნისში, ელ--------ა ბუ-------ძე ორჯერ დაუკავშირდა და---------------ძეს და განუცხადა, რომ ოთ----–----ეს, განაჩენით ჩამორთმეული ჰქონდა გირაოს სახით შეფარდებული 20 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ასევე შეფარდებული ჰქონდა ჯარიმა 15 000 ლარი, შესაბამისად ხსენებული 35000 ლარი ჩაერიცხა ცი–------------–---–ის ანგარიშზე, რათა საქმეზე სამართალწარმოების გაგრძელებისათვის აუცილებელი იყო, რომ ელ--------ა ბუ-------ძეს აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის სახაზინო ანგარიშზე შეეტანა, ხოლო ოთ----–----ის გამართლების შემდგომ, აღნიშნულ თანხას და---------------ძეს უკან დაუბრუნებდა. და---------------ძემ, უზრუნველყო ზემოთხსენებული თანხის შეგროვება და ს.ს. ,,სა---------–--------ის’’ მეშვეობით ცი–------------–---–ის ანგარიშზე, 2015 წლის 29 ივლისს გადარიცხა 15 000, 2015 წლის 31 ივლისს - 5 000 ლარი, ხოლო იმავე წლის 12 აგვისტოს, მეგობრის - ინ---------–----ის მეშვეობით გადარიცხა 15 000 ლარი, სულ 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი, რაც ელ--------ა ბუ-------ძემ გამოართვა ცი–------------–---–ს და თაღლითობის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი
ნივთის დაუფლება მოტყუებით
2.1 თავად ბრალდებულმა ელ--------ა ბუ-------ძემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა და---------------ძის კუთვნილ, დიდი ოდენობით ფულად თანხას, რასაც ინანიებს და ითხოვს პატიებას. მას ნაწილობრივ ზიანი ანაზღაურებული აქვს; შეთანხმებულია დაზარალებულთან, რომ ნაწილ-ნაწილ აანაზღაურებს დარჩენილ ზიანს;
2.2. მხარეები საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს ( არსებითი სხდომის ოქმი).
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.4. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების, ანუ თაღლითობის, როგორც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო საგანს წარმოადგენს სხვისი უძრავი ან მოძრავი ქონება, ასევე სხვის ქონებაზე უფლება, როგორც იურიდიული კატეგორია. ობიექტური მხრივ, თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს, ქონების დაუფლება ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება, რაც თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა. ამიტომაცაა, რომ მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში და სწორედ ეს ზემოაღნიშნული ურთიერთდაკავშირებული აქტები შეადგენს თაღლითობის ობიექტური მხარის ნიშნებს. თაღლითობის დროს გარეგნულად ქონების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თაღლითობა ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნითსხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას. ამ დროს აუცილებელია დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ასევე აუცილებელია დადგინდეს ბრალდებულის მხრიდან მართლწინააღმდეგობა და ბრალეულობა აღნიშნული ქმედების განხორციელებაში. თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანი – მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ხოლო მისი შეცდომაში შეყვანა შეიძლება განხორციელდეს წინასწარი შეცნობით ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზეც, რომლის შეტყობინება სავალდებულო იყო დაზარალებულისათვის.
2.5 სასამართლო, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი უდავო მტკიცებულებებით (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, დათვალიერების ოქმები, ოთ----–----ის განაჩენები, და---------------ძისაგან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი და ელ--------ა ბუ-------ძესთან განხორციელებული აიდიო-ვიდეო ჩაწერის ამსახველი კომპაქტდისკები და მათი გაშიფრვის ამსახველი კრებსები, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, აჭარის არ პროკურატურის, ბათუმის რაიონული და ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, მოწმეების: და---------------ძის, ინ---------–----ის, მა----------–--ის, ცი–------------–---–ის, ელ--------ა ბუ-------ძის, რუ------–-------------------–-ძის გამოკითხვის ოქმები და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა) - დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ელ--------ა ბუ-------ძემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ელ--------ა ბუ-------ძემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით - და---------------ძის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის, მართლსაწინააღღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, დაუფლებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებული ადასტურებს და აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ელ--------ა ბუ-------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავეების პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ელ--------ა ბუ-------ძეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
სასამართლო მოცემული მუხლის სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედებები არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადექვატური რეაგირება. ბრალდებულის ელ--------ა ბუ-------ძის მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთათვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს, მოცემული დანაშაულები მიეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, ასევე სასამართლომ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულის ელ--------ა ბუ-------ძის სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დაადასტურა, რომ ის აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას. ის დაზარალებულთან მოლაპარაკებების გზით ანაზღაურებს ნაწილ ნაწილ ზიანს, აქვს საამისოდ სრული მზადყოფნა; ზიანი ნაწილობრივ ანაზღაურებული, ბოლო პერიოდში მოახდინა მის სახელზე უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის გაფორმება, რომლის საბაზრო ღირებულება სრულიად საკმარისია ზიანის უზრუნველსაყოფად და ასევე მოლაპარაკების და შეთანხმების გზით ან გადასცემს დაზარალებულს საკუთრებაში ან მისი რეალიზაციიდან აღებული თანხით მოახდენს გადახდას;(იხ აუდიტის დასკვნა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, გადახდის დამადასტურებელი ქვითრები) ასევე გასათვალისწინებელია ბრალდებულის ასაკი, ის არის პენსიონერი 63 წლის, ამჟამად შრომისუუნარო, ასევე აქვს ჯანმრთლეობის მძიმე მდგომარეობა;
იმისათვის, რომ დამნაშავე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, ელ--------ა ბუ-------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ ის აღიარებს და ინანიებს ჩადენილ მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი და რაიმე დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია, შესაბამისად სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ელ--------ა ბუ-------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა; ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობები; სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების და მისი მატერიალური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით ჯარიმის განსაზღვრული ოდენობა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთიერი მტკიცებულება - 2017 წლის 27 მაისს, და---------------ძისგან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით ამოღებული 03 ცალი კომპაქტ დისკი, 01 პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის, სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს ამავე საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება - 2017 წლის 19 ივლისს, ქუთაისის სამოქალაქო რეესტრიდან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით ამოღებული 01 ცალი კომპაქტ დისკი, 01 პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის, სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს ამავე საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 191-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული ელ--------ა ბუ-------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
მსჯავრდებულ ელ--------ა ბუ-------ძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას ელ--------ა ბუ-------ძის (პ/ნ 6---------9) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მისამართი: ვანის მუნიციპალიტეტი, სოფელი გ-----, ჭალის ტერიტორია, საკადასტრო კოდი: 31.1--21.0--) 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთიერი მტკიცებულება - 2017 წლის 27 მაისს, და---------------ძისგან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით ამოღებული 03 ცალი კომპაქტ დისკი, 01 პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის, სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს ამავე საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება - 2017 წლის 19 ივლისს, ქუთაისის სამოქალაქო რეესტრიდან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით ამოღებული 01 ცალი კომპაქტ დისკი, 01 პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის, სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს ამავე საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი აღსასრულებლად და რეაგირებისათვის გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს, შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთა მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე