განაჩენი

სისხლის სამართლის 06.11.2018
საქმის ნომერი
200100118002684184
დავის ტიპი
265 2 ა
თარიღი
06.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100118002684184

#1/298-16 (№0-----------)

თელავის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოსს სახელით

 

6 ნოემბერი 2018 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზვიად შარაძემ

თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ----------------–---–ის

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ--–----------–---–ი - დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ--–--------------------------–----.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის გაზაფხულზე გ--–----------–---–მა თ--–----------------------–-----–--ოში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, უკანონოდ დათესა, მოიყვანა, უვლიდა და ახდენდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეების კულტივირებას. 2018 წლის 18 ივლისს ჩატარებული გ--–----------–---–ის საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჩხრეკის შედეგად, შსს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა 2 (ორი) ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება კანაფის მცენარეს, საერთო წონით - 217,14 გრამს.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა და ბრალდებულის ჩვენებები; ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვ.) ერთობლიობა გ--–----------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ--–----------–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება, დიდი ოდენობით დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ--–----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ ის აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნიათ.

 

4. სასჯელის გამოყენებაზე უარის თქმის დასაბუთება:

 

??????????? ????????????? ??????????? 2017 ???? 14 ??????? №1/9/701,722,725 ??????????????? არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვები „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდეს“ ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (151 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის.

 

ამავე გადაწყვეტილებით ასევე არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვები „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით – ექვსიდან თორმეტ წლამდეს“ ნორმატიული შინაარსი, რომელიც „??????????? ????????????, ???????????? ?????????????, ?????????????? ?? ???????????? ?????????? ???????“ ??????????? ??????? დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (266 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით – „ექვსიდან თორმეტ წლამდე“)

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზ/აღნიშნული გადაწყვეტილებების თანახმად, დადგინდა პირადი მოხმარების მიზნით „მცენარე კანაფის“ უკანონოდ მოყვანისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის არაკონსტიტუციურობა. მართალია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილთან მიმართებაში იმსჯელა (151 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) უკანონოდ დათესვა მოყავანსთან მიმართებაში, მაგრამ ამავე გადაწყვეტილებით ასევე იმსჯელა საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილთან მიმართებაშიც სადაოდ გამხდარ (266 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება – კანაფის მცენარეზეც.

 

მოცემულ შემთხვევაში მართალია გ--–----------–---–ს ბრალად ედება საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 151 გრამზე მეტი ოდენობით, კერძოდ 217,14 გრამი კანაფის მცენარის უკანონოდ დათესვა მოყვანა კულტივირებისათვის, მაგრამ სასჯელის სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--–----------–---–ზე სრულად უნდა გავრცელდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება, რადგან ხსენებულმა გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად მოსპო შესაძლებლობა პირს დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 266 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც თავად კანონმდებელმა შეამსუბუქა კანონი, გაზარდა ოდენობები და დღეის მდგომარებით კანაფი განსაკუთრებით დიდ ოდენობას წარმოადგეს თუ იგი აღემატება 750 გრამს. აღნიშნულით კი 266 გრამი კანაფის უკანონოდ დათესვა მოყვანა კულტივირება წარმოადგენს არა 265-ე მუხლის მე-3 ნაწილით არამედ ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დასჯად ქმედებას.

 

საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილი კი, გარდა ვადიანი თავისუფლების აღკვეთისა, არ ითვალისწინებს სხვა ალტერნატიული სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას.

 

ალტერნატიული სასჯელების გამოყენების კონტექსტში სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

 

სასჯელის განსაზღვრა ანალოგიის წესით დაუშვებელია - თანამედროვე სისხლის სამართალში აღიარებული პრინციპი „არ არის სასჯელი კანონის გარეშე“ განმტკიცებულია საქართველოს სსკ-ის პირველივე მუხლში, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას. ამ პრინციპის მიხედვით, სასამართლოს არ აქვს უფლება ანალოგიის წესით განსაზღვროს სასჯელი, ვინაიდან სასჯელის სახე და ზომა პირდაპირ, მკაფიოდ და ნათლად უნდა იყოს კანონში განსაზღვრული.

 

სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დანიშნოს კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელი - საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება.

 

კანონის ზ/აღნიშნული დანაწესი გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას იხელმძღვანელოს ამ ნორმით, თუკი მხარეთა შორის არ არის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება. თუმცა სასამართლოს არასწორად მიაჩნია მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სხვა უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნა საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაშიც კი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მართალია, საპროცესო შეთანხმება არის ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის შეთანხმება მათთვის მისაღებ პირობებზე, მაგრამ საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო ამოწმებს საპროცესო შეთანხმებით მოთხოვნილი სასჯელის კანონიერებასა და სამართლიანობას. როგორც საპროცესო შეთანხმების გაფორმების, ისე საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენების მიზანი არის ბრალდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელება, რაც შესაძლოა გამოიხატოს სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელის განსაზღვრაში. როდესაც მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილს 266 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად საერთოდ აღარ აქვს სანქცია, სს საქმის არსებითი განხილვის პირობებში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას რაიმე სახის სასჯელი განუსაზღვროს პირს, საპროცესო შეთანხმების ფარგლებში კი ისეთი მსუბუქი სახის სასჯელების განსაზღვრა, როგორიცაა ჯარიმა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ვერ იქნება მიჩნეული ბრალდებულის მიმართ შეღავათის გავრცელებად, ვინაიდან აღნიშნული არსებითად აუარესებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. ამასთან, სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად, სხვა უფრო მსუბუქი სახის სასჯელის (ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა) დანიშვნა საშეღავათო პირობაა, როდესაც კონკრეტული დანაშაულისათვის სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სანქციის საერთოდ არარსებობის პირობებში მსუბუქი სასჯელების გამოყენება ვერ იქნება მიჩნეული კანონიერად და სამართლიანად. ამასთან სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, გამოიწვევს სს საქმის არსებითი განხილვისა და არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შემთხვევებში ინდივიდების არსებითად განსხვავებულ პირობებში ჩაყენებას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.

 

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება გამოტანილ იქნეს:

ა) მოსახდელი სასჯელის დანიშვნით;

ბ) სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით;

გ) სასჯელის დაუნიშნავად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლი განსაზღვრავს გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის გამოყენების 3 შესაძლებლობას (გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დანიშვნით, სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით და სასჯელის დაუნიშნავად), რომელთა შორისაც არ არის სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის არარსებობის შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმა, რაც მოცემულ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს საპროცესო კანონმდებლობის ხარვეზად. სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონმდებლობაში არსებული ხსენებული ხარვეზის პირობებში უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კანონის ანალოგიის გამოყენება, ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით, რადგან ამით არათუ ილახება ბრალდებულის უფლებები, არამედ არსებითად და მნიშვნელოვნად უმჯობესდება მისი სამართლებრივი მდგომარეობა.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ - გ--–----------–---–ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის არ უნდა დაენიშნოს სასჯელი (და არა სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით, ვინაიდან არაკონსტიტუციურად არის ცნობილი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა, რაც სასამართლოს აზრით, გამორიცხავს არამარტო საპატიმრო სასჯელის აღსრულების, არამედ ასეთი სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობასაც).

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ--–----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად.

 

გ--–----------–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ზვიად შარაძე